You are on page 1of 9

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფაკულტეტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა (ქართული ფილოლოგია)

საგანი: აკადემიური წერა

ლექტორი: ნინო შარაშენიძე

სემინარის ხელმძღვანელი: სოფიო პაპიაშვილი

სტუდენტი: ნათია ლაბაძე

2023 სასწავლო წელი

რა არის თავისუფლება?
თავისუფლება ფართო ცნებაა, რომელზე საუბარიც დაუსრულებლად შეიძლება.
ჩემთვის თავისუფლება უკავშირდება საკუთარი თავის შეცნობას, რაც იმას
ნიშნავს, რომ მე შემიძლია დაუსრულებლად, შეუზღუდავად ავიხდინო
სურვილები და მივსდიო მათ. ადამიანს სწორედ თავისი შეცდომები ეხმარება,
რომ იპოვოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. თავისუფლება უნდა
შეიგრძნო, გაითავისო და მიჰყვე მას. ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი
თავისუფალი სამყარო, სადაც საკუთარი თავის უფალია, სადაც ყველაფერს
შეუძლია მისწვდეს გონების ძალით. ეს არის შესაძლებლობა, აკეთო ის, რაც შენ
გსურს, რაც გაბედნიერებს და გაგრძნობინებს, რომ საზოგადოების
სრულუფლებიანი წევრი ხარ.

თითქოს ყველამ ვიცით რაც არის, რატომ არსებობს და რა გვინდა მისგან,


მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველა ვთანხმდებით, რომ ის იმდენად ზოგადია,
იმდენად კონკრეტულიც, იმდენად აბსტრაქტული, რომ ამოუწურავად,
უსასრულოდ შეიძლება მასზე საუბარი.

ვფიქრობ, რომ თავისუფლებას ბედნიერებასთან ვაიგივებთ და ასეცაა,


თავისუფლება ბედნიერებაა. ჩვენ ზუსტად ეს ბედნიერება გვინდა, როცა
ვიბრძვით არ დავკარგოთ და შევინარჩუნოთ თავისუფლება. არ არსებობს
დედამიწაზე იმაზე აღმატებული გრძნობა, როგორიც ბედნიერებაა, ამიტომაა
თავისუფლებაც ის უძვირფასესი ღირებულება, რაც ადამიანს ადამიანად
ყოფნის სიამოვნებას აგრძნობინებს: აკეთო ის, რაც გინდა, იყო ისეთი,
როგორიც გინდა, რომ იყო, განკარგო საკუთარი ცხოვრება ისე, როგორც
თავად გსურს.

დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციაში უმთავრეს ღირებულებად,


თითქოსდა, მიჩნეულია თავისუფლება. „გაუნათლებელ ადამიანს არ უყვარს
თავისუფლება, არ იბრძვის მის მოსაპოვებლად იმიტომ, რომ მონობაში არის
აღზრდილი, მორჩილებას, მოთმინებას არის ჩვეული...“ წერდა დიდი
ქართველი ჰუმანისტი ვაჟა-ფშაველა, რომელმაც მოქალაქეობრივ
ცნობიერებასა და სწავლა-განათლებას, მათ ურთიერთკავშირს უამრავი
პუბლიკაცია მიუძღვნა.

ილია, ვაჟა, აკაკი, იაკობი განათლების, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და


ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გაზიარებით ცდილობდნენ საზოგადოების
გააქტიურებას. ეს დღესაც აქტუალურია. მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და
პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება სახელმწიფოს ძლიერების
ფუნდამენტია. ასეთი საზოგადოება იდენტობას შეინარჩუნებს და ღირსეულ
ადგილს დაიმკვიდრებს თანამედროვე, გლობალურ სივრცეში. სწორედ ეს არის
თავისუფლება.

ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს იმდენი განმარტება, რამდენი


ადამიანიცაა დედამიწაზე, თითოეულ ადამიანს გააჩნია თავისი მოსაზრება
იმაზე, თუ რა არის თავისუფლება? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი
ადამიანი? - თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავისი
ყოფაქცევით სხვას არ ვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი
მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ
იქნება ადამიანისგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური,
ვინაიდან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი
სარგებლობისთვის.

მართალია, რომ თავისუფლება ყველასთვის სხვადასხვანაირია, თუმცა მისი


შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე მოპოვება. შეგვიძლია გავიხსენოთ ვაჟას
წერილი: „რა არის თავისუფლება?“, სადაც ის ამბობს, რომ თავისუფლება არ
უნდა აღვიქვათ, როგორც ყველაფრის უფლება, ადამიანი საკუთარი ქმედებით
სხვას არ უნდა ვნებდეს და მისი მოქმედება უნდა იყოს ქვეყნის საკეთილდღეოდ
მიმართული. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პროტესტის
გამოთქმის ნებისმიერი ფორმა მისაღებია და ეს სიტყვის თავისუფლებაა. ისინი
ამ დროს ნებსით თუ უნებლიეთ ლახავენ სხვის ღირსებას და თავისუფლებას.

მაგალითად ჟურნალისტები, რომლებიც არ ერიდებიან სხვის პირად


ცხოვრებაში ჩარევას. მათ ავიწყდებათ ის, რომ „ჩემი თავისუფლება მთავრდება
იქ, სადაც სხვისი ცხვირის წვერი იწყება“ (ვოლტერი).

ასევე (უილიამ ფოლკნერის) სიტყვები: „ადამიანის იმედი ადამიანის


თავისუფლებაშია, თავისუფლება ადამიანს ეძლევა არა როგორც საჩუქარი,
არამედ როგორც უფლება და მოვალეობა“.

თუკი გვსურს, რომ ჭეშმარიტად თავისუფლები ვიყოთ, ისევ რუსთაველი უნდა


გავიხსენოთ, მისი „გონიერი გული“, მისი პრინციპით თუ ვიცხოვრებთ ჩვენც
ვეზიარებით თავისუფლებას და არც სხვებისას შევზღუდავთ.

რაც მთავარია ადამიანს არ უნდა ეშინოდეს შეცდომების დაშვების, რადგან


ჩვენ, ყველანი საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ, რომ ვიპოვოთ საკუთარი
თავი. აქ კი მაჰათმა განდის სიტყვებია საჭირო: „თავისუფლებას ფასი არ აქვს,
თუ ადამიანებს შეცდომის დაშვების თავისუფლება არ ეძლევათ“, რაც სრული
სიმართლეა და თუ ჩვენი შეცდომა, თუნდაც ერთ ადამიანს მოუტანს
თავისუფლებას, ჩავთვალოთ, რომ ეს ყველაზე ტკბილი და საოცარი შეცდომაა,
რომელიც ოდესმე შეიძლება დავუშვათ.

მოთხრობა, რომელმაც შეიძლება ითქვას ცხოვრებაზე დამაფიქრა...


თავისუფლებისთვის მებრძოლი „იგი“ (ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე), ის არის
პირველყოფილი ადამიანი, რომელიც იწყებს განსხვავებულად ფიქრს, მას
უჩნდება კითხვები, რომელსაც ის მიჰყავს თავისუფლებამდე.

იგი ხვდება, რომ მას არ სჭირდება დაემსგავსოს სხვებს, რასაც მეც ვიზიარებ.
ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო მივბაძოთ სხვებს, მოვიქცეთ ისე, როგორც
იქცევიან სხვები, დავემსგავსოთ მათ, ყოველივე ეს სრული აბსურდია. პირველ
რიგში ჩვენ უნდა მივიღოთ საკუთარი თავი, უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ ვართ
განსხვავებულები და ინდივიდუალურები, შესაბამისად, გვაქვს საკუთარი
ხედვები, მისწრაფებები, მიზნები და ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვართ
განსაკუთრებულები. რატომღაც „იგიში“ საკუთარ თავს ვხედავ, თუ როგორ
ცდილობს თავისუფლების მოპოვებას, ცდილობს გახდეს განსხვავებული.
სწორედ ეს აკავშირებს „იგის“ ჩემს გრძნობებთან.

ნელსონ მანდელას სიტყვები: „იყო თავისუფალი არ ნიშნავს მხოლოდ


მარწუხების და ბორკილებისგან გათავისუფლებას, არამედ ცხოვრებაში
დააფასო სხვისი თავისუფლება და გაავრცელო ის“.

ჯორჯ ბერნარდ შოუ: „თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას, აი რატომ


ეშინიათ ადამიანების უმეტესობას მისი“

ჯონ ადამსი: „თავისუფლება ზოგადი ცოდნის გარეშე ვერ შენარჩუნდება


ადამიანებს შორის“.

მაჰათმა განდი: „მე უზომოდ მიყვარს ჩემი თავისუფლება, ამიტომ ისეთს


არაფერს მოვიმოქმედებ, რომ შევზღუდო სხვისი თავისუფლება“.

ედვარდ ედვერტი: „თავისუფლების დასაცავად ცოდნა უკეთესი იარაღია,


ვიდრე არმია“.

როგორც ვხედავთ, ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს


თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ფრაზებისა,
რომლებიც მომისმენია ან წამიკითხავს.

იცით როგორი წარმომიდგენია თავისუფლება? ადამიანები, რომლებიც


ამწვანებულ, აბიბინებულ, ფერად-ფერადი ყვავილებით სავსე მინდორში
სეირნობენ ან როდესაც წვიმაში ხელებ გაშლილი ცას შევყურებ. ჩემთვის
სწორედ ასეთია თავისუფლება და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ იგი?!

წერილში „რა არის თავისუფლება?“ ილია დამაჯერებლად გვიხსნის და


გვისაბუთებს თავისუფლების არსს. ის, როგორც დიდი მოაზროვნე და, ასევე,
მოსამართლე თვლის, რომ ადამიანის თავისუფლებას დემოკრატიული და
სამართლიანი წესრიგი იცავს - მას სწორედ ასეთი წესების დაცვა აძლიერებს
და არა თავგასული უწესრიგობაო.

ილიას სურს, რომ ყოველი ქართველი სამართლიანობისთვის მებრძოლი


იყოს, რომ მან „ხელი არავის ახლებინოს“ კანონსა და სიმართლეზე, როგორც
„საკუთარი თავისუფლების ციხესიმაგრეზე“.

ილია ამბობს, რომ არც მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრებაა


თავისუფლება. „თავისუფლება ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ
ბოროტისათვის სრულად შეკრული იყოს და სიკეთისთვის უხვად გზახსნილი“ -
ასეთია ილიას დასკვნა, რომელიც წერილის ბოლოს გამოაქვს.

თავისუფლება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისა და ცხოვრების მუდმივი მიზანი


და საფუძველია. ალუდასა და ჯოყოლას ვნების, დაცემისა და აღდგომის
დასაბამი თავისუფლებისკენ ლტოლვა და მისი მოპოვების ტკივილია.
თავისუფლება ხომ ისეთი რამაა, რასაც მუდამ ვკარგავთ, მაგრამ ყოველთვის
ვეძებთ, ვიბრძვით მისთვის, რადგან მასზე უკეთესი მართლა არაფერი არ
გაგვაჩნია.

„ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს როგორ თავისუფლად


მოქმედობს, როცა შეიძლებს მოძრაობას, ეპოტინება ყველაფერს, რასაც
თვალი და ყური მიუწვდება: იქნევს ხელებს და ფეხებს, როცა აკვანში აწვენს
დედა და ხელებზე არტახებს უჭირებს. მხოლოდ დიდების მოსაზრება, დაშლა,
დაშინება ჰკვეცავს ფრთებს ბავშვის თავისუფალ მოქმედებას, რომელიც
უსაზღვრო თავისუფლებისკენ მიისწრაფის...“ (ვაჟა-ფშაველას „რას ჰქვიან
თავისუფლება?“)

„თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა“ - გვეუბნება ერის მამა.


თავისუფლება ზოგიერთისთვის საკუთარი უფლებების დაცვა და დანარჩენების
იძულებაა, დაემორჩილოს უმრავლესობის აზრს; სხვებისთვის ლო - ისეთი
გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ინდივიდის თანასწორობა იქნება დაცული.
მე მეორე კატეგორიას მივეკუთვნები, რადგან ვთვლი, რომ სამყაროში, სადაც
ერთი ადამიანი მაინცაა იძულებული, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ
იმოქმედოს, შეუძლებელია სხვები იყვნენ თავისუფლები. „იყო თავისუფალი, არ
ნიშნავს მხოლოდ მარწუხებისა და ბორკილებისგან გათავისუფლებას, არამედ
ცხოვრებაში დააფასო სხვისი თავისუფლება და გაავრცელო ის“. ეს
განასხვავებს მენტალურად თავისუფალ და მხოლოდ საკუთარი
უფლებებისთვის მებრძოლ ადამიანებს ერთმანეთისგან.

საინტერესოა, საიდან ვსწავლობთ თავისუფლებას, როდის ვფიქრდებით


მასზე, დაბადებისთანავე თავისუფლები ვართ თუ დროსთან ერთად მოდის ის?
ჩემი აზრით, თავისუფლების ყველაზე კარგი „მასწავლებელი“ ლიტერატურაა.
აქ ვხვდებით თავისუფლებისთვის მებრძოლ პერსონაჟებს, მათთან ერთად
გავდივართ იმ რთულ გზას, რომელსაც ყველაზე დიდ ნეტარებამდე მიჰყავს
ისინი, მათთან ერთად გვტკივა, განვიცდით, გვეშინია კიდეც, მაგრამ საბოლოო
ტრიუმფი, თუნდაც ამას მათი სიცოცხლე შეეწიროს, გვავიწყებს ყველა
სირთულეს. ზემოთ დიდი ქართველი მწერლების არა ერთი ნაწარმოები
გავიხსენეთ, ვნახეთ მათ მიერ შექმნილი პერსონაჟები, რომლებიც
თავისუფლების დაუოკებელი სურვილით ანთებულან და საზოგადოებას
უჩვენებენ ბრწყინვალე მაგალითს, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი
სანუკვარი ოცნებების ასახდენად და სრული თავისუფლების მისაღწევად.
ამავდროულად, შევეხეთ მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანების ნააზრევს, თუ
რა არის თავისუფლება.

და მაინც, „ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც


თავისუფლებამდე მივყავართ“. ყოველივე ზემოთქმულთან ერთად უთუოდ
უნდა გავიხსენოთ თოლია ჯონათანი. რიჩარდ ბახის მოთხრობა „თოლია
ჯონათან ლივინგსტონი“ იმ ლიტერატურის ნაწილია, რომელმაც მეოცე
საუკუნეში დიდი გადატრიალება მოახდინა ადამიანის ცნობიერებაში. ამ წიგნმა
ადამიანებს დაანახა, რომ მიზანსწრაფვით, ნებისყოფით, თავისუფლების
წყურვილით და მისთვის ბრძოლით შესაძლებელია განვითარება და
სრულყოფილებამდე მიღწევაც კი. დაანახა, რომ ამქვეყნად ყველაზე
მნიშვნელოვანი ღირებულება თავისუფლებაა და ღირს ბრძოლა მის
მოსაპოვებლად.

ჯონათან ლივინგსტონი თოლიაა, ერთი ჩვეულებრივი თოლია,


არაჩვეულებრივი აზროვნებით, მას თავისუფლება, სრულყოფილება სწყურია.
ამისთვის სწრაფად ფრენას სწავლობს, გარკვეულ შედეგს აღწევს და
შესაბამისად, ამაყია. ფიქრობს, რომ გუნდი დაუფასებს მიღწეულ შედეგს, თუმცა
ძალიან გაკვირვებულია იმით, რომ გუნდი ეუბნება: „თოლია ჯონათან
ლივინგსტონ! ცენტრში გამოდი შენი სამარცხვინო საქციელისთვის!“. ჯონათანი
გაკვირვებასაც ვერ ასწრებს, რომ გუნდი აგრძელებს: „ერთხელაც, ჯონათან
ლივინგსტონ, შენ მიხვდები, რომ უპასუხისმგებლობას ვერაფერი გამოისყიდის.
ცხოვრება გაუგებარია და შეუცნობელი. ჩვენ ამქვეყნად იმისთვის მოვედით,
რომ ვჭამოთ და რაც შეიძლება დიდხანს ვიცოცხლოთ, იქამდე სანამ
გავძლებთ“. თოლია ჯონათანი მოკვეთეს, აბა რას გაუგებდა ტრადიციების,
დოგმებისა და ყალბი ფასეულობების მტკიცეს დამცველი გუნდი თავისუფლად
მოაზროვნე თოლიას, რომელმაც მაინც თქვა საპასუხოდ: „ცხოვრებამ სხვა აზრი
შეიძინა: იგი შეცნობაა, აღმოჩენაა, თავისუფლებაა! გამომცადეთ, მომეცით
საშუალება გაჩვენოთ, რას მივაღწიე“. თუმცა მისმა სიტყვებმა ფუჭად ჩაიარა,
რადგან ნებისმიერი საზოგადოება ვერ იტანს და ემტერება გამორჩეულ
ინდივიდებს. საზოგადოებასთან დაპირისპირებული ნებისმიერი ინდივიდი
განწირულია მარტოობისთვის. გუნდმა ჯონათანი მოკვეთა, რის შემდეგაც
თოლიამ მარტოობაში განაგრძო ცხოვრება. თუმცა მან მალევე იპოვა
თანამოაზრეები, ის შეხვდა თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე მასზე შორს
წასულ თოლიებს. თვითონაც ბევრი აზიარა ფრენის, თავისუფლების უმაღლესი
გამოხატულების დიად ხელოვნებას. იგი სხვა თოლიებს ასწავლიდა, რომ
„თოლიას უფლება აქვს იფრინოს, თავისუფლება თვით მისი არსია.
ყველაფერს, რაც ამ თავისუფლებას წინ აღუდგება - რიტუალს, ცრურწმენას თუ
შეზღუდვას, სასწრაფოდ უნდა აუაროს გვერდი“.

ეს შენასიშნავი მოთხრობა კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ


ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მითუმეტეს, თავისუფლებისთვის, ჭეშმარიტი
თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამ დროს თუნდაც გაგრიყონ, ისე როგორც „იგი“
გარიყეს, მაინც არ უნდა დანებდე და შედეგს აუცილებლად მიაღწევ. შედეგს,
რომელიც გაგახარებს და დაგარწმუნებს, რომ შეუძლებელი ამქვეყნად
არაფერია.

პირველი წიგნი, რომელმაც თავისუფლებაზე დამაფიქრა, კენ კიზის


„გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ იყო. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
აღმოჩენილი რენდალ მაკმერფი ამჩნევს, რომ იქ სრული დიქტატურაა,
ადამიანებს ისე ექცევიან, როგორც მარიონეტებს. დამონებულ ხალხში
აღმოჩენილი ხვდება, რომ მხოლოდ მისი შინაგანი თავისუფლება არაა
საკმარისი, რადგან თუ სხვების ცხოვრებას არ შეცვლის, თუ სხვებს
თავისუფლების სიტკბოებას არ გაასინჯებს, შეუძლებელია, მხოლოდ თვითონ
იყოს თავისუფალი. მაკმერფი ეწინააღმდეგება საავადმყოფოში არსებულ
უსამართლოას და პირველია, ვინც იქ მყოფ პაციენტებს ექცევა არა როგორც
გიჟებს, არამედ როგორც ადამიანებს. მართალია, მაკმერფი შეეწირა
დიქტატურას, მაგრამ თუნდაც სულ ცოტა ხნით სხვების ცხოვრება
თავისუფლებით აავსო, სულ ცოტა ხნით აგრძნობინა მათ, რომ ისინი
ადამიანები იყვნენ. საზოგადოება არ გვპატიობს თავისუფლებას, ერთადერთი,
რაც სურს, ყველას ერთ ჩარჩოში მოქცევაა, რათა ყველა ერთნაირად
ფიქრობდეს, იქცეოდეს, „აზროვნებდეს“.

მერსო თავისუფალი პერსონაჟი იყო, ოღონდ არა ზემოთ განხილული


გმირების მსგავსი. ის არ ცდილობდა, სხვებისთვის გაეზიარებინა
თავისუფლების სიტკბოება. ყველასგან განსხვავდებოდა, საკუთარი ცხოვრება
ჰქონდა. სწორედ ეს არ აპატიეს. მერსო გაასამართლეს არა როგორც კაცის
მკვლევი, არამედ როგორც ადამიანი, რომელმაც დედის გასვენებაში არ იტირა,
სიგარეტიც მოწია, ყავაც დალია, მალევე ფილმის სანახავადაც წავიდა. ის
გაასამართლეს, რადგან საზოგადოების დაწესებულ ნორმებს არ ერგებოდა.
ხშირად თავისუფალი ადამიანების ხვედრი მართლაც ეს არის...
თავისუფლებაზე ბევრს ვსაუბრობთ და მაინც თავისუფალი საზოგადოება არ
გვყავს.

ლიტერატურასთან ერთად მინდა შევეხო ბიბლიასაც. მასში მოთხრობილი


ადამისა და ევას ამბავი ხშირად აღიქმება, როგორც ევას შეცდომა, რომელმაც
კაცობრიობა სამოთხიდან გამოდევნა. ჩემთვის ევა თავისუფლების საინტერესო
სიმბოლოა. საქმე ვაშლის სიტკბოებაში არაა, აქ მთავარი, ვფიქრობ, არჩევანის
შეზღუდვაა. თუ რამეს გიკრძალავენ, შენ არ ხარ თავისუფალი და თუნდაც
სამოთხეში იყო, ის აკრძალული ხილიც კი სულს აგიფორიაქებს, მოსვენებას
დაგაკარგვინებს და, რაც მთავარია, მოგცემს ძალას, რომ გარისკო. შეიძლება
სამოთხიდან გამოგაძევონ, საუკუნეების შემდეგ ადამიანებმა შემაცდენელ და
საბედისწერო ქალად შეგრაცხონ, მაგრამ ფაქტი ერთია - სხვა ვერ გაიგებს,
რომ ის ვაშლი შენთვის თავისუფლება იყო. თუ მას არ გასინჯავდი, სამუდამოდ
სამოთხეში იქნებოდი, მაგრამ ცარიელი სულით განაგრძობდი არსებობას.
ღმერთის არსებობის რწმენა მთლიანად რელიგიას უკავშირდება. ვფიქრობ, თუ
მართლაც ღმერთია სამყაროს შემოქმედი, მაშინ მას თავისუფალი ადამიანები
შეუქმნია. ნუთუ მას არ შეეძლო ისეთი ევა შეექმნა, რომელიც არავითარ
შემთხვევაში არ მიიღებდა საცდურს, ნუთუ არ შეეძლო სამოთხე საერთოდ ისე
მოეწყო, რომ ის ხე იქ არც ყოფილიყო... რა თქმა უნდა, შეეძლო, მაგრამ ის ასე
ადამიანს კი არა, მარიონეტს შექმნიდა.

გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეს, აკაკი წერეთელს უთქვამს,


„სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარიო!“,
თავისუფლება და მონობა, ეს ორი ცნება შეიძლება მხოლოდ საზოგადოებრივი
მდგომარეობის დონეზე განვიხილოთ - ადამიანი ბუნებით მესაკუთრე არსებაა,
რომელსაც სჭირდება გარკვეული საკუთრება თავისი მფლობელობის
გავრცელებისა და ამით საკუთარი ელემენტარული, ადამიანური მე-ს
შეგრძნობისთვის. ამ ყველაფრის მიღწევა ადამიანს გარკვეული დროის
განმავლობაში, მონობაშიც შეუძლია. ოღონდ ისე, რომ ჩახშული იყოს ყველა
მოთხოვნა საკუთარი პიროვნული მე-ს განვითარებისა და მორალური
პრინციპების ჩამოყალიბებისა.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ვერ ეგუება ასეთ სიცარიელეს, მარწუხებს და


მხოლოდ მატერიალური „ფასეულობებით“ დაკმაყოფილებას, იწყებს
გამოსავლის ძიებას - იბრძვის თავისუფლებისთვის.

მონობისა და თავისუფლების ცნება არ შემოიფარგლება მხოლოდ


საზოგადოებრივი მდგომარეობით შორეულ წარსულში. საკუთრების ქონის, ან
არქონის უფლებით. (თუმცა, ამ შემთხვევაშიც თავისუფლების მებრძოლი,
ბევრად უფრო ამაღლებული და მისაბაძია, ვიდრე მონობაში გადიდკაცებული).
ეს ცნებები ჩემთვის ორ პიროვნულ სხვადასხვაობასთან იგივდება. ერთნი
ისწრაფვიან თავისუფლებისკენ. ერთი კი არც ფიქრობენ ეძიონ რაღაც სხვა,
მატერიალურზე ამაღლებული. ნათქვამია: ამქვეყნად ყველა ადამიანია, მაგრამ
მათგან ცოტაა პიროვნება. სწორედ ამ პიროვნებათა რიცხვს ეკუთვნიან
თავისუფლებისთვის მებრძოლნი. მაშინ, როცა გიჩნდება თავისუფლებისკენ
სწრაფვის, მისთვის ბრძოლის სურვილი, რა თქმა უნდა გაცნობიერებული გაქვს
მონობის საშინელება, არარაობა. მონობა, ეს ხომ პიროვნულობის ძიებისთვის
შეუსაბამო მდგომარეობაა და არ აქვს მნიშვნელობა ამ დროს მოპოვებულ
„დიდკაცობას“, რადგან მონობა, მონობადვე დარჩება. ამ დროს ექვემდებარები
სხვას, მოქცეული ხარ ვიწრო საზღვრებში.

რა სჯობს დაიბადო ადამიანად, იცხოვრო ყოველგვარი პიროვნული


მისწრაფების, ამაღლების, განვითარების სურვილის გარეშე, „გადიდკაცდე“
მონად და მოკვდე ისევ ადამიანად, თუ ადამიანად დაბადებულმა შეძლო
გადადგა დიდი ნაბიჯი პიროვნული ჩამოყალიბებისკენ, აღმოაჩინო სული,
იბრძოლო თავისუფლებისთვის და თუნდაც შეეწირო მას, მაგრამ მოკვდე
პიროვნებად, მაძიებელ, მებრძოლ სულად, რომელმაც მომავალს მისაბაძი
მაგალითი დაუტოვა თუ რისთვის ღირს თავგანწირული ბრძოლა...

და ბოლოს, როგორც ხედავთ, თავისუფლება ისეთი მდგომარეობაა,


როდესაც პიროვნებას არავინ აძალებს ამა თუ იმ საქმის გაკეთებას. თუმცა,
უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანს არასდროს ეძლევა სრული თავისუფლება.
მას არ აქვს ყველაფრის გაკეთების უფლება, რაც თავში მოუვა. ადამიანის
თავისუფლებას ზღუდავს სხვადასხვა კანონი, მაგრამ მთავარი ცენზორი
პასიხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა კი თავისუფლების აუცილებელი
პირობაა. იქ, სადაც თავისუფლება არ არის, არც პასუხისმგებლობაა.

გამოყენებული ლიტერატურა:

ილია ჭავჭავაძის წერილი „რა არის თავისუფლება?“

ვაჟა-ფშაველა „რას ჰქვიან თავისუფლება?“

ვაჟა-ფშაველა „გაუნათლებელ ადამიანს არ უყვარს თავისუფლება“

ჯემალ ქარჩხაძე „იგი“

რიჩარდ ბახი „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“

კენ კიზი „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“

You might also like