You are on page 1of 3

ჯენიფერ ჟვანია

ჟან-პოლ სარტრი მე-20 საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსია. მისი ნაშრომი


„ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ ფილოსფიური ლიტერატურის ერთ-ერთი
ყველაზე პოპულარუ ტექსტია. სარტრის თანახმად, ეგზისტენციალიზმი
გულისხმობს ადამიანის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და შემდეგ
პასუხიმგებლობას ამ ორ ცნებაზე. უფრო რომ განვავრცოთ ყოველივე, სარტრი
თვლის, რომ ადამიანისტვის არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული არსი ან თუნდაც
რელიგიური საყრდენი. ეგზისტენციალისტური ცხოვრების წესი მოიცავს
მოსაზრებას, რომ ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს ვინ არის ან რისი
მიმდევარია. ყველაფერი მხოლდო მასზე და ,შესაბამისად, მის არჩევანზეა
დამოკიდებული.

თუმცა, როცა არჩევანს ვეხებით უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საკუთარი


არჩევანის გაკეთებისას ადამიანი პასუხიმსგებელია სხვა ადამიანების წინაშეც,
რადგან საკუთარი პასუხისმგებლობა - სუბიექტურია, ხოლო შედეგები შეიძლება
ობიექტური იყოს. შესაბამისად, ჩვენმა არჩევანმა გარემო არ უნდა ავნოს. სწორედ
ამიტომ გვაკისრია დიდი პასუხიმსგებლობა და მას ვერ გავექცევით თავის
მოტყეუბით და არიდების შემთხვევაშიც კი. ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ,
სადაც სხვისი იწყება. მხოლოდ ასე იქნება ორივე მხარე დაცული ერთმანეთის
არჩევანებისგან. ინტიმურ საკითხებშიც კი, როგორიცაა ოჯახის შექმნა ან ბავშვების
გაჩენა/ არ გაჩენაში, მთელი კაცობრიობაა ჩართული, რადგან ერთი ადამიანი ხშირად
ერთ ადამიანზე მეტს მოიცავს. ის ერთი ადამიანი შეიძლება მილიონობით იყოს.
აქედან გამომდინარე, მთელი კაცობრიობა შეიძლება ადგილზე იდგას, რადგან არავინ
არაფერს შვრება. ის ერთი ადამიანი ვერც კი ხვდება რომ მისნაირები ძალიან ბევრნი
არიან და მან თუ არ დაიწყო მაშინ ვინ უნდა დაიწყოს ქმედება. ამიტომ ეკისრება
ადამიანს დიდი პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარ თავზე ასევე სხვებზე.
„ადამიანი ადამიანის მომავალია“ (სარტრი. „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“ გვ.14)

სარტრის მოსაზრებებიდან ერთ-ერთი ძალზე საინტერესო და ცნობიალია:


„ადამიანი დაწყევლილია იყოს თავისუფალი“. ამ ფრაზით სარტრი მოისაზრებს იმას,
რომ ადამიანს არც კი აურჩევია დაბადება. დაბადების შემთხვევაში ადამიანი
თავისივე და სხვების კეთილდღეობისთვის უნდა იყოს თავისუფალი, ეს ადამიანის
ბუნერბივი მოთხოვნილებაა, თუმცა, როგორც უკვე ზევით ვახსენეთ, თავისუფლებას
თანს სდევს დიდი პასუხისმგებლობაც, რადგანაც თავისუფლება იგივე არჩევანის
გაკეთებაა. შესაბამისად, თუ ჩვენ დაბადება არც კი გადაგვიწყევტია, მაგრამ
დაბადებისთანავე თავისუფლების წიაღში ვართ, ჩვენ დაწყევლილები ვართ ვიყოთ
თავისუფლები და ვიყოთ პასუხისმგებლები ამაზე. თავისუფლება ვნებაა,
ეგზისტენციალიზმი კი ფიქრობს, რომ ადამიანი თავის ვნებაზეც პასუხისმგებელია.
იგი დაწყევლილია იყოს პასუხისმგებელი ყველაფერ იმაზე, რაც უნდა ან არ უნდა,
რადგან არ მონდომეც არჩევანია და ყველაფერი ურთიერთკავშიარშია.
სარტრისეული გაგებით „არსი წინ უსწრებს არესებობას“. ანუ, არსი ნიშნავს
ადამიანის განსაზღვრას იმად როგორადაც შემდეგ იარსებებს. ამისთვის მან
საკუთარი თავი უნდა ეძიეოს, მიდმივად ვვითარდებოდეს და გამოსავალს საკუთარ
თავში ეძებდეს და არა ღმერთში. ეგზისტენციალიზმისთვის ღმერთი არ არის არსი
ყველაფრისა, ის მხოლოდ ადამიანთა მცნებების ერთ-ერთი ნიმუშია. არსებობა კი
ნიშნავს უბრალოდ ზმნას. ზმნად მოვიყვანოთ სიტყვა „მოძრაობა“, მოძრაობისთვის
საჭიროა დავურთოთ არსებითი სახელიც, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის -
არსი. ამრიგად, არსი წინ უსწრებს არსებობას. და მე სრულიად ვეთანხმები
სარტრისეულ ამ გაგებას. ვთლი, რომ ადამიანი არსს იყალიბებს საკუთარი
არჩევნებით, როგორიც არ უნდა გახდეს ის, მისი არსებობისთვის საჭიროა პირველ
რიგში მისი „მე“ ანუ მისი „არსი“.

ეს ყოველი თანამედროვე საზოგადოებას კარგად გამოხატავს. ზოგი ეძებს საკუთარ


თავს, ზოგი კი გარშემო მყოფების ცხოვრების მოდელს მიჰყვება. ორივე შემთხვევაში
ის იღბს არჩევანს და ირჩევს საკუთარ თავს. სუბიექტურად თუ ობიექტურად
ყველანი საბოლოო ჯამში საკუთარ თავს ვირჩევთ.

ანდრეი ტარკოვსკის ფილმში „სტალკერი“ მთავარი გმირი მიჰყვება


ეგზისტენციალური მდგომარეობას. იგი ახლახანს გამოვიდა ციხიდან და ძალიან
ღარიბულად ცხოვრობს ცოლთან და ქალიშვილთან ერთად. მისი სამსახურია
ექსპედიციების ჩატარება აკრძალულ ზონაში, მიუხედავად იმისა, რომ ცოლი სთხოვს
შეწყვიტოს ეს საქმე. როგორც ამბობენ, აკრძალულ ზონას აქვს ოთახი, სადაც ყველა
ოცნება ახდება. სტალკერი მსურველების თანამგზავრი და გიდი ხდება. ექსპედიციის
ბოლოს ყველა მგზავრი თავისთვის მნიშვნელოვანს იგებს და აფასებს იმას, რასაც
აქამდე ვერ ხედავდა. ეს გზა მატთვის შემეცნების გზაა. „ყველა ოცნება ხდება“ ეგ
მხოლდო მეტაფორაა, რომლის შესახებ სტალკერმა იცოდა კიდევაც, მაგრამ მაინც
მიჰყავდა ხალხი.
ეს გმირი იმიტომ ავირჩიე, რომ მან სიღარიბისდა მიუხედავად იპოვა თავისუფლება
ძალიან რთულ საბჭოორ დროს და უნდოდა რომ სხვებისტვისაც ეჩვენებინა. მის
შემთხვევაში ნატლად ჩანს რომ არსი უსრებს არსებობას, რადგან იგი ყოველი
ექსედიციის შემდეგ საკუთარ თავს აყალიბებს. სიღარიბის მიუხედავად იგი
თავისუფალია, ეგ თავისუფლება კი არის სუბიექტური. ენდობა მხოლოდ საკუთარ
თავს და ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს. არ უჯერებს ცოლსაც კი. ფილმში
ღმერთზეც არის საუბარი, რაზეც სტალკერი პასუხობს, რომ მას არ ჯერა, თუმცა მისი
არსებობა არაფერს შეცვლიდა, არც მის სიღარიბეს და არც სხვა რამეს. ასევე
აღსანიშნავია, რომ სტალკერს შეეძლო სხვა სამსახურის შოვნა, თუმცა მან ეს გზა
აირჩია, რისი შედეგიც მისი მორალური მდგომარეობა იყო.

ბიბლიოგრაფია : ჟან-პოლ სარტრი. „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“


გვ 1-32.

You might also like