You are on page 1of 2

I

ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი ღირებულება არის თავისუფლება. ყველა ადამიანი ცხოვრობს განსხვავებულად და ყველას
განსხვავებულად ესმის ,,თავისუფლება’’

ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილისთვის თავისუფლება ასოცირდება იმ მყუდრო სივრცესთან, სადაც ადამიანს შეუძლია
კეთლსინდისიერად და ლაღად იფიქროს საკუთარ ინტერესებზე და მიზნებზე. სიმშვიდე რთული მოსაპოვებელია, რადგან
ადამიანის პირველი მტერი არის თავისი თავი, ვნებები და მიდრეკილებები. მყუდრო წერტილში, ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ
თავისი ვნებები და მისწრაფებები შეიძლება არ თანხმდებოდეს ჭეშმარიტს და სამარცხვინოც კი იყოს. მაგალითად,
კაცობრიობის წინაშე რომ წარადგინოს ადამიანმა საკუთარი ინტერესები, ამ ინტერესებს თავისუფლად გამოაცხადებს თუ
შერცხვება? თუ შერცხვება ეს იმას ნიშნავს, რომ ის მისწრაფება, რასაც ეს ადამიანი მისდევს ჭეშმარიტებისაგან შორსაა. ამიტომაც
მყუდროების წერტილში ხდება ამ არჩევნების გადაფასება და საკუთარ თავთან მუშაობა. ადამიანს ეძლევა საშუალება
ჩაუღრმავდეს საკუთარ ვნებებს და გადაწყვიტოს ნადვილად იბრძვის ამ მიზნებისთვის, თუ რაღაც სხვისკენ აქვს მიდრეკილება.
თავისუფლება ისაა, როდესაც სინდისი არ ამხელს ადამიანს იმაში, რასაც იწონებს და რასაც აკეთებს.

თუ ადამიანი ხშირად დაუთმობს ვნებებსა და სტიქიებს რომლებიც მოექცევა მის გონებას, მაშინ ისინი წარმართავენ ადამიანის
ქცევებს. არასწორი მისწრაფებები ცვლის ადამიანის ხასიათს და როგორც ჰერაკლიტე წერდა: ,,ადამიანის ხასიათი ხდება მისი
ბედისწერა.‘’ უმართავი მისწრაფებებით წარმართული ადამიანი კი ვერასოდეს განივითარებს კარგ ჩვევებს. კარგი ჩვევების
განვითარება შემთხვევით არ ხდება. გავიხსენოთ პლატონის ნააზრევი: ,,გეომეტრი შემთხვევით ვერ გახდები.’’ ადამიანის
ზნეობრივი თვისებები არაფრისგან არ ჩნდება. ზნეობის ჩამოყალიბება თავდაუზოგავ შრომასა და სწავლას
მოითხოვს. ,,ადამიანს ზნეობრივი თვისებები წვერებივით არ ამოდის.’’ ადამიანმა სინდისი თავისი შრომით უნდა გათალოს. თუ
ამას არ აკეთებს, უკვე სხვა ინერციები იკავებენ ადამიანში სათნოებების ადგილს. ,,უპატრონო ტაძარს ეშმაკები დაეპატრონენო.’’
ადამიანი მოწოდებულია სათნოებისაკენ. სიკეთე თავისთავად არ ყალიბდება, თუმცა ადამიანმა უნდა განივითაროს შესაბამისი
მისწრაფებები და ჩვევები. ადამიანი, რომელიც თავისი სტიქიების ქვეშ ექცევა ვერ ჩაითვლება თავისუფლად, რადგან ის მათი
ლოგიკით მოქმედებს. შეიძლება ეგონოს, რომ თავისუფლად მოქმედებს, თუმცა ვნებების გავლენის ქვეშაა მოქცეული. ადამიანმა
შესაძლოა , ბევრი გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს დასახული მიზნის მისაღწევად, თუმცა ამ მიზნის რაობაა მთავარი. თუ
დასახული მიზანი ადამიანის შინაგან „მეს“ ვნებს, მაშინ ის თავისუფალი ვერ იქნება.

დაშვებები, რომლებსაც ადამიანი საკუთარ თავს უწესებს, განსაზღვრავს მის მოქმედების სისტემას. თავისუფლება, ზოგიერთი
ადამიანისთვის არის ის, რომ გააკეთოს ის, რაც უნდა. ადამიანი თავისუფალი არსებაა და აქვს შესაძლებლობა საკუთარი
სურვილები დაიკმაყოფილოს ისე, როგორც მას სურს, თუმცა თავისუფლება თავნებობაში არ უნდა გადაიზარდოს. ადამიანმა
თვითონვე უნდა დაუწესოს საკუთარ თავს შეზღუდვები და უნდა მიხვდეს, რომ ამ შეზღუდვების ქვეშაა ის მხოლოდ
თავისუფალი.

ძველ დროში ადამიანი დაბადებისთანავე ექცეოდა ტრადიციების მიერ დამყარებულ ჩარჩოებში და იძულებული იყო ამ წეს-
ჩვეულებებს მიჰყოლოდა. ის ვერც კი გრძნობდა, რომ თავისუფლება ეზღუდებოდა. თუმცა დროთა განმავლობაში ადამიანმა
ტრადიციულ ფორმებში შეიტანა ეჭვი. გაუჩნდა კითხვა, თუ რაოდენ ჭეშმარიტია ის ონტოლოგიური --ყოფიერების, სიმართლე,
რომელსაც თუნდაც ეს ადათ -წესები აწვდის, რადგან ამ ადათ -წესებზე დაყრდნობით უამრავი ბოროტება ჩაიდანა ადამიანმა.
ეჭვის გაჩენის შემდეგ, ადამიანი შორდება ამ ჩარჩოებს და მისი არსებობა ემსგავსება მარტოობას. თუმცა განცალკევება
ადამიანისთვის სასარგებლოცაა, რადგან ამით მას ეხსნება კრიტიკული აზროვნების სივრცე, რის შემდეგაც აქვს შესაძლებლობა
გააკეთოს არჩევანი და მონახოს ახალი საწყისი. არჩევანი უმნიშვნელოვანესია. ადამიანი თუ აირჩევს მონობას, ეს მისი
თავისუფლებაა და თუ მას აიძულებენ თავისუფლებას, ეს მისი მონობაა.

ფრანკლი ამბობს, რომ: ,,ტანჯვა როდესაც შეიძენს აზრს, ის კარგავს მტანჯველობას.’’ ტანჯვა იძენს საზრისს და ეს საზრისი
თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ადამიანს თავისუფლება არ უნდა გადაეზარდოს ფსევდო თავისუფლებაში, რაც
დღევანდელობაში მკვეთრად მძვინვარე პრობლემაა. ახალგაზრდები არსებობს აზრი, რომ სხეული მათ ეკუთვნით და მათი
არჩევანია ის, რასაც სხეულს დამართებენ, თუმცა როგორც პავლემ თქვა: ,,ყველაფერი შემიძლია, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო
არაა.’’

ფროიდმა ადამიანის ცხოვრება განასახიერა ცხენ-კაცით. სადაც ცხენი განასახიერებს ვნებებს, კაცი კი მართავს ამ ცხენს. ეს
ადამიანის ცხოვრებას ძალიან კარგად გადმოცემს, რადგან ადამიანი მართავს საკუთარ ვნებებს და ცხენს წარმართავს საკუთარი
სურვილისამებრ, თუმცა ზოგჯერ ცხენიც იჩენს გონიერებას და მხედარს იქითკენ გააქანებს, საითაც თვითონ სურს, ანუ ამ დროს
ადამიანი ხდება თავისი ვნებების მონა და მოქმედებს მათი სურვილისამებრ. ადამიანის საქმეა დაიმორჩლოს ცხენი და
საკუთარი სურვილისამებრ წარმართოს ის. როდესაც ადამიანი მართავს ცუდ სურვილებს ამაღლებული სურვილებით, მაშინაა
ეს ადამიანი თავისუფალი და ჰარმონიული.

II
ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ფიქრობდნენ იმაზე, თუ რამდენად ვართ ჩვენ ჩვენი საკუთარი ცხოვრების გამგეები,
თუ გვამრთავენ ისეთი ძალები, რომლებზეც ჩვენ არ გვაქვს არანაირი ზემოქმედება? ეს გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი
რასაც ვაკეთებთ ,უკვე არის განსაზღვრული, აქიდან გამომდინარე, ყველა ცოდვას, რასაც ჩვენ ვიდენთ, არ არის ჩვენი
პასუხისმგებლობა, რადგან იგი უკვე იყო ამ ძალების მიერ დაწერილი. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს
ბედისწერის სათამაშოებად არ თვლიან და ფიქრობენ, რომ ის შეცდომები რაც დაუშვა, არ უნდა გაეკეთებინა. მიუხედავად ამისა
აუცილებელია, რომ ადამიანმა მოთოკოს ის ვნებები, რომლებიც აშორებენ მას დასახული მიზნებიდან.

You might also like