You are on page 1of 7

Ave, Camus

გადაწყვიტო, ეს ცხოვრება ღირს თუ არა ბოლომდე გასალევად, ეს მთავარი ფილოსოფიური


პრობლემაა, რომელიც აუცილებელია, გადავჭრათ. იმაზე ფიქრს, დედამიწა მზის გარშემო
ტრიალებს თუ პირიქით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბევრად უფრო მწვავეს
დგას იმ ადამიანების პრობლემა, რომლებსაც სიცოცხლე ბეზრდებათ და თავს იკლავენ. ანუ
რაღაც დიდი, საჭირბოროტო საკითხებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრების აზრის
ძებაა. ჩვენ ბევრი მიზეზის გამო ვაგრძელებთ არსებობით ნაკარნახებ სიცოცხლეს და მათგან
უპირველესი ჩვევაა. ჩვევაში გულისხმობს იდეებისგან, აზრისგან დაცლილ ქმედებებს,
რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი გადარჩენის ინსტინქტების გამოძახილია. ჩვენ
ყოველდღიურ აჟიოტაჟში მექანიკურად ვართ ჩართულნი და გვავიწყდება ტანჯვის
საჭიროება. ამ სამყაროს შესახებ ჩვენ ჩვენეული ახსნები, წარმოდგენები გვაქვს, ვიცით,
როგორ დავაგოთ გზები, როგორ გავზარდოთ ვაშლის ხე, ანუ აქ არსებობისთვის საჭირო
ქმედებების სპეციფიკა ჩვენთვის ნაცნობია, მაგრამ როცა ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ასე
მომართულ მანქანებად, ინსტინქტებით მართულ მექანიზმებად ვარსებობსთ აქ, ვიცლებით
ილუზიებისგან და ცოდნისგან, თავს მომენტალურად უცხოდ ვგრძნობთ. საკუთარი გარემო
ამახინჯებს მას, ცლის ემოციებისგან, იმედებისგან, აქცევს ერთგვარ სოციალურ ცხოველად
(ადამიანი კარგავს მოგონებებს დაკარგულ სამშობლოზე და აღთქმული მიწის მოპოვების
იმედს). ადამიანსა და მის ცხოვრებას, მსახიობსა და დეკორაციას შორის წამოჭრილი ეს
დამოკიდებულება არის აბსურდის გრძნობა. მაგრამ შეიძლება თუ არა რომ ამ აბსურდით
გაცნობიერებამ თვითმკვლელობისკენ გვიბიძგოს? თვითმკვლელობა ამ აბსურდის
გაცნობიერების შედეგია.

წინააღმდეგობრივია, რომ ხშირად ის, ვინც თავს იკლავს, დარწმუნებულია, რომ ცხოვრებას
აზრი აქვს. წინააღმდეგობრიობის მაგალითად მოჰყავს ის ფილოსოფოსები, რომლებიც სხვას
ქადაგებენ და სხვანაირად იქცევიან. ცხოვრების აზრს უარყოფენ, მაგრამ თავს არ იკლავენ.
შეიძლება აზრი, რომელიც ცხოვრებაზე გვექმნება, საერთოდ არ განსაზღვრავდეს ჩვენს
ქმედებებს. ადამიანი ცხოვრებას რომ მანქანურად ეჯაჭვება, ასე შეიძლება ყველა იმ
უბედურებაზე მაღლა დგებოდეს, რომელიც თვითმკვლელობის მამოტივირებლად შეიძლება
იქცეს. ანუ აზროვნების/გონების/სულისა და სხეულის/ატავური, რეფლექტური
მოთხოვნილებების დაპირისპირებისას უპირატესობა ყოველთვის სხეულს აქვს („ცხოვრებას
მანამდე ვეჩვევით, სანამ აზროვნებას ვისწავლიდეთ“). ამ წინააღმდეგობებიდან გაქცევა,
რაღაც აბსტრაქტული, „დიდი“ იდეებისთვის თავის შეფარება მომაკვდინებელი იმედია,
ერთგვარი თაღლითობაა ამ იდეების გაიდეალება და იმის ფიქრი, რომ ისინი სიცოცხლეზე
მეტია.

მოქმედებს თუ არა თვითმკვლელი ადამაინი ლოგიკურად? - არა. იგი გრძნობებსაა


აყოლილი, მაგრამ შეიძლება თუ არა ლოგიკა მოგვყვებოდეს თვითმკვლელობის დროსაც?
ამის გასარკვევად აუცილებელია ლოგიკის სუბიექტური, მიკერძოებული აღქმა გვერდზე
გავწიოთ და მისი ცხადი სახე აღვიქვათ ჯერ. ამ ყველაფერს კამიუ აბსურდულ მსჯელობას
უწოდებს.
ადამიანის შეცნობა შეიძლება მისი ქმედებებით, ყოველდღიურ რუტინაში მისი
დამოკიდებულელებით, მიმართებებით ყოველგვარი პირადულობის ჩარევის გარეშე. თუ
ერთსა და იმავე მსახიობს 100 როლში ვნახავ, მეასე ჯერზე მე შემეძლება ვთქვა, რომ
მართალია, მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მასზე მეტი ვიცი ვიდრე პირველ სპექტაკლზე.
ანუ ადამიანი ისევე შეიცნობა მისი გათამაშებული, ყოველდღიურობის საჭიროებად ქცეული
კომედიით, როგორც თავისი თავის წრფელი, ნამდვილი და ნებაყოფლობითი
გამოხატულებით. მაგრამ ეს მხოლოდ ანალიზური მსჯელობა იქნება მის შესახებ და არა
ცოდნაზე დაფუძნებული. ჩვენ ვამჩნევთ თვისებებს გარედან, მაგრამ მათ ბოლომდე ვერ
ვწვდებით. ჩვენ მხოლოდ მისი გარეგნული ნიშნების ჩამოთვლა და მისი ერთგვარი
ატმოსფეროს გამოკვეთა შეგვიძლია. ეს აბსურდის ატმოსფეროა.

როცა ადამიანს ეკითხები, რაზე ფიქრობო და თუ გულწრფელად გპასუხობს, არაფერზეო (თუ


შეყვარებული არაა და თან თუ ტუჩის კუთხით არ ეღიმება) მაშინ გილოცავთ, თქვენ
ადამიანში აბსურდის პირველი ნიშანი შეამჩნიეთ.

დაღლილობა მექანიკური, მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი ქმედებების ბოლოში


იჩენს თავს. მაგრამ იგი ამავე დროს ბიძგს აძლევს ცნობიერებას. ცნობიერების გამოღვიძებას,
ფიქრის დაწყებას უნდა მოჰყვეს ერთი შედეგი - ადამიანი ან ისევ უაზრო, მექანიკურ
ცხოვრებას უნდა მიუბრუნდეს, ან კიდევ საბოლოოდ უნდა გამოფხიზლდეს, რაღაცები
ბოლოდე უნდა გააცნობიეროს. გაცნობიერების შედეგია ან თვითმკვლელობა, ან მწყობრში
ჩადგომა. მწყრობრში ჩადგომა გულისხმობს ამ აბსურდულობის მიღებას და შემდეგში უკვე
მასთან ბრძოლას, ამბოხს.

ჩვენ მომავლის იმედით ვცხოვრობთ: რაღაცას ხვალ გავაკეთებთ, რაღაცას ასაკთან ერთად
მივხვდებით, ეს იმედი მოლოდინის რეჟიმში გვამყოფებს მუდმივად. მერე უცბად
აღმოვაჩენთ, რომ 30 წლისანი ვართ, მერე 40ის და ა.შ. ანუ დროის საკუთრება ვართ. ამის
შემდეგ დროს როგორც მტერს ისე აღვიქვამთ. ჩვენ ყოველთვის ხვალინდელ დღეს
ველოდებოდით ნაცვლად იმისა, რომ დღევანდელზე გვეზრუნა. ჩვენ დროის მიმართ მტრუი
შეგრძნებები გვიჩნდება, ამ შეგრძნებებში ერთიანდება სიკვდილის შიში, სასოწარკვეთა,
უიმედობა... ამ შიშებთან, ემოციებთან გამკლავება, მათი გააზრება და შემდეგ ბრძოლაა
ამბოხი. სწორედ ხორცის ეს ამბოხია აბსურდი.

ჩვენ ბუნება როგორც საკუთარ ნაწილს უარგვყოფს. ნებისმიერი სილამაზის საფუძველი


რაღაც არაადამიანურია, ამის გაცნობიერების შემდეგ მასთან გაუცხოების განცდა გვიჩნდება.
იგი ჩვენ გარეშეც ზუსტად ისეთია, როგორიც არის და არ სჭირდება ჩვენგან მინიჭებული
რაღაც ილუზიური, სუბიექტური აღქმები, იგი ხელიდან გვისხლტება. სამყაროს ეს
სიმჭიდროვე და ჩვენი მისდამი გაუცხოებაც აბსურდია.

ყველა ისე ცხოვრობს, თითქოს არაფერი იცოდეს, რადგან მათ ჯერ არ აქვთ სიკვდილის
გამოცდილება. გამოცდილება გადატანილსა და გაცნობიერებულს ნიშნავს, ამიტომ ჩვენ
გვიწევს ვილაპარაკოთ მხოლოდ სხვის სიკვდილზე. სხვის სიკვდილზე საუბარი მხოლოდ
გონების პირობითი ხედვაა და არსებითად სარწმუნოს, დამაჯერებელს ვერაფერს მოგვცემს.
გონების პირველი გამოწვევაა იმის გარჩევა, თუ რა არის მართალი და რა მცდარი. მაგრამ
როგორც კი ამ საკითხს ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ იგი წინააღმდეგობრივია.
არისტოტელეს ციტატას იშველიებს და ამბობს, რომ ვერ ვიტყვით, ყველაფერი ჩეშმარიტია,
რადგან ამ დროს ჩვენ ვაღიარებთ საპირისპირო აზრის ჭეშმარიტებასაც და ვერც იმას, რომ
ყველაფერი მცდარია, რადგან ამ შემთხვევაში ეს აზრიც მცდარი გამოდის, მისი საპირისპირო
კი - ჭეშმარიტი. - გონების ამ ფიქრებში ჩაკარგვა პირველი მოჯადოებული წრეა.

ადამიანი მიდრეკილია იმისკენ, რომ მისთვის ყველაფერი გასაგები და ახლობელი იყოს.


სამყაროს ამგვარ ადამიანისთვის გასაგებობამდე, სიცხადემდე გამარტივება ნიშნავს მის
ადამიანურობამდე დაყვანას. გონება, რომელიც ცდილობს, რეალობას ჩასწვდეს, მის
აზროვნებისთვის გასაგებ დონემდე დაყვანას ცდილობს.

მეცნიერებების მშენიერებას განიხილავს. ამბობს, რამდენად საოცარია, როცა ატომებამდე


სწავლობ სამყაროს და იგებ, რომ ელექტრონები ბირთვის ირგვლივ ტრიალებენ, მაგრამ ამ
ყელაფრის მშვენიერებაზე დიდხნიანი მსჯელობის შემდეგ უმაგრეს კითხვას სვამს:

მაქვს მე დრო ამის გამო აღვშფოთდე?


„ამ ბორცვების რბილი კონტურები და აღელვებულ გულს მოფენილი საღამოს ეს სიმშვიდე
გაცილებით მეტს მასწავლის“. მეცნიერების საშუალებით მე მხოლოდ ფაქტებსა და
მოვლენებს ჩამოვთვლი სამყაროში, მაგრამ მაინც ვერ ჩავწვდები მას. „თითითაც რომ
შემოვხაზო მისი რელიეფი, ამის მეტი მასზე მაინც არაფერი მეცოდინება“. მთელი ეს სწრაფვა
სამყაროს ფაქტობრივი შეცნობისკენ „მომწამვლელი სიმშვიდისკენ“ მიბიძგებს, „გულის
მიძინებას“ ან „მომაკვდინებელ უარყოფას“ გვთავაზობს.

ინტელექტი, აზროვნების, რეალობის ანალიზის უნარი მარწმუნებს, რომ ეს სამყარო


აბსურდულია. მისი საპირისპირო ბრმა გონიერება, ილურობისკენ მიდრეკილება კი ამაოდ
ამტკიცებს, რომ ყველაფერი ნათელია. ამდენსაუკუნოვანი გამოცდილების ფონზე მე ვიცი,
რომ გონება ცდება. ყველა მჭერმეტყველის რაღაც მოსაზრებები ჭეშმარიტებების, ყველაფრის
სიცხადის შესახებ სასაცილოა, მათ არაფერი აქვთ საერთო გონებასთან, ყველაფერი
დეტერმინიზმია. ამ ამოუცნობ სამყაროში ადამიანის ბედი ამის გააზრების შემდეგ აზრს
იძენს. ეს ირაციონალური ადამიანები ირაციონალურად ცდილობენ მის ახსნას და ეს
სწორია. სამყარო არაა გონივრული, ადამიანის გონებისთვის შეცნობადი. აბსურდი
თანაბრადაა დამოკიდებული როგორც ადამიანზე, ისე სამყაროზე. იგი მათი ერთადერთი
მაკავშირებელია. აბსურდი სიცოცხლესთან ჩემს ურთიერთობას აწესრიგებს, გარკვეულს
ხდის. „აღიარების მომენტიდან აბსურდულობა ყველაზე მწველი ვნება ხდება“

მაგრამ შეუძლია თუ არა ამ ვნებას ერთდროულად მოქმედებისკენაც გვიბიძგოს და


უმოქმედობისკენაც?

ჰაიდეგერი ამბობს, რომ მოქმედება, არსებობა დამამცირებელია. ერთადერთი რეალობა არის


ის, რომ ჩვენ არსებობის თითოეულ საფეხურზე ვზრუნავთ, მათი გაუმჯობესებისთვის
ვიბრძვით. ამ სამყაროსა და მის გართობებში დაკარგული ადამიანისთვის ეს ზრუნვა
ხანმოკლე შიშია, მაგრამ საკმარისია ამ შიშის ცნობიერებამდე მისვლა და იგი ხდება
სასოწარკვეთილება, ამ სასოწარკვეთილებაში საღად მოაზროვნე ადამიანისთვის არსებობა
თავის ნამდვილ სახეს ამჟღავნებს. „ადამიანის არსებობის საბოლოო და ზღვარდადებული
ხასიათი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ადამიანი“; „სასოწარკვეთილი
ადამიანისთვის სამყაროს აღარაფრის შეთავაზება აღარ შეუძლია“ - ჰაიდეგერი. ადამიანი
ბოლომდე ეძლევა ამქვეყნიურ საჭიროებებზე ზრუნვას. ჰაიდეგერი მიიჩნევს, რომ ეს არ
გულისხმობს მიძინებასა და უფუნქციობას, პირიქით, ადამიანი ამ აბსურდულ სამყაროს
ფხიზლად ეჭიდება და მის დამღუპველ ხასიათს ასე ადასტურებს. (დააზუსტე ჰაიდეგერის
ტერმინები).

აბსურდი სამყაროს გაურკვევლობას, ირაციონალურობასა და ადამიანის გონების მისი


შეცნობისკენ სწრაფვის სურვილს შორის დაპირისპირებაშია.

ჰაიდეგერთან ერთად იასპერსის, შესტოვის, კირკგრეგორის, ჰუსერლის მაგალითზე განიხილავს


ადამიანური უიმედობის მიამრთ დამოკიდებულებას. ამ მოაზროვნეთაგან ყველა ამტკიცებს
იმას, რომ გონება ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად მაინც მარცხამდე მიდის. ადამიანის
ნებისმიერი ტიპის ამბოხი ფუჭია, რადგან მის გონებას არ შეუძლია ჭეშმარიტებათა ჭვრეტა.
კირკგრეგორი თვლიდა, რომ არსებობა ვერასდროს ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი. იგი
აცნობიერებს საკუთარ უუნარობას სამყაროს წინაშე.

მათთვის ნებისმიერი ობიექტი - ბოძი, მანქანა, ადამიანის ხელი, ვარდის ფურცელი... იმავე
მნიშვნელობას იძენს, რასაც სიყვარული, სურვილი, მიზიდულობის კანონები... ფიქრი მათთვის
ხედვადი სამყაროს აღსაქმელი ფუნქციაა მხოლოდ.

აბსურდის გრძნობა არ არის აბსურდის ცნება, ის მისი საფუძველია.

დასახელებული მოაზროვნეების უიმედობისა და უუნარობის განცდა მათთვის


მომაკვდინებელია. მათი პოზიციით ცხოვრება ორ გზას გულისხმობს - ან უნდა უარყო ასე
ფიქრი, ან მასში ჩარჩე. გადასაწყვეტია, როგორ წახვიდე ან როგორ დარჩე - კამიუ ასე საზღვრავს
თვითმკვლელობის პრობლემას.

ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსებიდან ყველა გაქცევას გვთავაზობს. ამ გაქცევით ისინი


აღმერთებენ იმას, რაც მათ ანადგურებს და იმედს ეძებენ იმაში, რაც ყოველგვარი იმედის
გამანადგურებელია - ამ ნაძალადევ იმედში რელიგიურ გავლენებს გულისხმობს.

ნახტომი ადამიანის არჩევანია, რაღაც კონკრეტული რწმენით გაამართლოს არსებული რეალობა


და რაღაც გზით გაექცეს სამყაროს აბსურდულობას, შეუცნობელობას. იასპერსი , შესტოვი და
სხვები ამ ნახტომს ღმერთის სახელს არქმევენ. აბსურდი ხდება ღმერთი. ამ ნახტომით ისინი
რაციონალური ილუზიებისგან თავისუფლდებიან და რწმენით სახელით უარყოფენ სამყაროს
ირაციონალურობას.

აბსურდის აღიარების შემდეგ კი ადამიანი ბრძლას ირჩევს, არათუ ნახტომით გადადის რაღაც
ილუზიაში, არამედ ჯერ იმაზე ფიქრს არჩევს, თუ კონკრეტულად რის წინააღმდეგ იბრძვის. იგი
ნაკლებადაა მიდრეკილი ნახტომისკენ, სანამ ზუსტად არ ეცოდინება მიმართულება.
კირკგრეგორიც ნახტომს აკეთებს. მისთვის ანტინომია (ორი ერთმანეთის წინააღმედგობრივი
მსჯელობა) და პარადოქსი რელიგიის კრიტერიუმები ხდება. ქრისტიანობა ინტელექტის, ანუ
ფაქტების ანალიზის უნარს რწმენის სახელით აქვეითებს. იგი აბსურდისგან ქმნის სხვა,
ადამიანის სამყაროსგან განსხვავებული, აღმატებული სამყაროს რწმენას მაშინ, როცა მხოლოდ
და მხოლოდ საკუთარი სამყაროს რეალობა აქვს წინ. „მარცხში მორწმუნე თავის ტრიმფს
პოულობს“ - ანუ ადამიანი საკუთარი ყოფის სიმძიმეს ტანჯულის სახელით ეგუება მხოლოდ და
მხოლოდ იმისთვის, რომ სწამს, ეს ტანჯვა სადღაც, განყენებულ სამყაროში ჯილდოთი
აუნაზღაურდება მასზე მაღლა მდგომი არსების მიერ (ნებისმიერი წმინდანის მაგალითი
ავიღოთ)

მე ვაღიარებ გონების შეზღუდულობას, მის შემოსაზღვრულობას, მაგრამ თავად გონებას არ


უარვყოფ. ანუ მიმაჩნია, რომ გონება მაქვს, მაგრამ ეს გონება ყველაფრის შემოსაზღვრას,
ყველაფრის გაგებას, ყველაფრის არსის წვდომას ვერ მოახერხებს. მე მის შედარებით
ძალაუფლებას ვცნობ მე გონების განსაზღვრა მხოლოდ ნათელი ინტელექტის ფარგლებში
შემიძლია. აბსურდის გაცნობიერება იმ ნათელი, რაღაც ილუზიებით დაუმახინჯებელი,
მიუკერძოებელი ნათელი გონების უნარია, რომელიც თავის საზღვრებს აღიარებს.

შეიძლება თუ არა აბსურდით ცხოვრება?

აბსურდით ცხოვრება ნებისყოფას, პატიოსნებასა და თავშეკავებას მოითხოვს. როცა ხვდები, რომ


ეს ცხოვრება აბსურდულია, თუ ცოცხლად დარჩენას გადაწყვეტ, ვერ გაუმკლავდები მას თუ
ყველაფერს არ გააკეთებ იმისთვის, რომ ცნობიერებით, ნათელი გონებით გააზრებულ აბსურდს
მუდმივად თვალს უსწორებდე. ანუ აბსურდი არ უნდა უარყო, არ უნდა განუდგე მას. „აცოცხლო
აბსურდი, ეს უპირველესად მისთვის თვალის გასწორებაა“. - ამგვარად აბსურდი ადამიანისა და
მისი სიბნელის მუდმივი დაპირისპირებაა . ანუ მე ჯერ თვალი უნდა გავუსწორო სამყაროს
ირაციონალურობას, მის ქაოტურობას და ამან უნდა მიბიძგოს მის წინაშე ამბოხებისკენ,
ბრძოლისკენ.

თავისთავად ამბოხი საკუთარი ბედის წინაშე, უკვე გამორიცხავს თვითმკველობას, რადგან


თვითმკველობა დამორჩილება, გატყდომა, საკუთარი საზღვრების აღიარებაა. ამბოხი
სიცოცხლეს ფასს ადებს. „არაფერია იმ სანახაობაზე უკეთესი, ვიდრე ინტელექტის ბრძოლა
რეალობასთან, რომელიც მას აღემატება, ადამიანის მედიდურობის ყურება შეუდარებელია“.

არ მაინტერესებს, ადამიანი თავისუფალია თუ არა. მე მხოლოდ საკუთარი თავისუფლების


შეგრძნება შემიძლია. ადამიანის თავისუფლების შეფასება იმის ცოდნას მოითხოვს, ჰყავს თუ არა
მას ბატონი - ამ კუთხით ეს ღმერთის პრობლემას უკავშირდება. ამიტომ ვერ განვსაზღვრავ იმ
ცნებას, რომელიც მისხლტება და აზრს კარგავს იმ წუთიდან, როცა ჩემი კომპეტენციიზ ზღვარს
ცდება. უზენაესის მიერ მონიჭებულ თავისუფლებაზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან მე
(ეგზისტენციალიზმის ადამიანმა) დავკარგე იერარქიის შეგრძნება. ერთადერთი, რაც ვიცი,
გონების და მოქმედების თავისუფლებაა. თუ აბსურდი მარადიული თავისუფლების შანსს
მისპობს, სამაგიეროდ მოქმედების თავისუფლებას მაძლევს. იგი მართმევს იმედსა და მომავალს,
მაგრამ ჩემს ძალებს, ბრძოლის უნარს, სამყაროსთან მუდმივად შესაწინააღმდეგებელ უნარს
მიორკეცებს.
აბსურდის გააზრებამდე ადამიანს მომავლის იმედი აქვს, მომავალში რაღაც გეგმებს აწყობს და ამ
გეგმების განხორციელების მოლოდინი თავისუფლებასაც გულისხმობს. აზრი, რომ „მე
ვარსებობს“, ჩემი მოქმედებების წყება ყველაფრისთვის აზრის მინიჭებისკენაა მიმართული,
მაგრამ ამ ცხოვრებისეულ თავბრუსხვევას მომენტალურად აჩერებს ხოლმე მოსალოდნელი
სიკვდილის აბსურდულობა. სიკვდილი ერთგვარი ბარიერია ჩვენი მიზნებისთვის, მაშასადამე,
ჩვენ აღარ ვართ თავისუფალნი ჩვენი ცხოვრების დაგეგმარებისას. სიკვდილს უნდა
ვიაზრებდეთ, როგორც ერთადერთ რეალობას. ამის გააზრებამდე ადამიანი საკუთარი
თავისუფლების მონაა. აბსურდი თვალს მიხელს: არ არსებობს ხვალინდელი დღე და ეს მე
შინაგანად მათავისუფლებს დღეს. სიკვდილის წინაშე აბსურდული ადამიანი თავს
ყველაფრისგან გათავისუფლებულად გრძნობს. ყოველდღიური ძილისგან გათავისუფლება
აბსურდული თავისუფლების პირველ ნაბიჯად ითვლება. სიკვდილი და აბსურდი არიან
ერთადერთი გონივრული თავისუფლების პრინციპები.

მაგრამ, გამოდის, რომ ამგვარ სამყაროში ცხოვრება ნიშნავს ინდიფერენტულობას მომავლის


მიმართ და ამ წუთში ხელთარსებულის ამოწურვის, ბოლომდე შერგების სურვილს. თუ
ვაღიარებ, რომ ცხოვრებას მხოლოდ აბსურდის სახე აქვს, თუ სამაყროს სიბნელესა და
ქაოტურობას მუდმივად ჩემი ამბოხით უნდა ვიპირისპირდებოდე, მაშინ მივდივარ იქამდე, რომ
მნიშვნელოვანი უკეთ ცხოვრება კი არა, უფრო დიდხანს ცხოვრებაა. ეს ამორალურია, მაგრამ
ადამიანის მორალი და ღირებულებები მისი გამოცდილების რაოდენობითა და მათი
მრავალფეროვნებით განისაზღვრება. ცხოვრების თანამედროვე პირობებით „კარგი ცხოვრებით
მცხოვრებებს“ უმეტესად ერთნაირი რაოდენობისა და ერთნაირი ტიპის გამოცდილებები აქვთ.
ჩვენ ერთნაირად გვაქვს რვასაათიანი სამუშაო დღეები და შესაბამისად ერთნაირი შემოსავალიც.
ასე ჩვენ ღირებულებებს ვემორჩილებით, ეს კონფორმულობაა, აბსურდის გაცნობიერება კი
მრავალფეროვნებისკენ გვიბიძგებს. შეიგრძნო სიცოცხლე, ამბოხი, თავისუფლება - ეს უკვე
ნიშნავს, ცხოვრობდე რაც შეიძლება მრავალფეროვანი ცხოვრებით. ერთადერთი შეცდომა ამ
შემთხვევაში ნაადრევი სიკვდილია.

აბსურდიდან სამ დასკვნას ვაკეთებთ: 1 ჩემი ამბოხი 2 თავისუფლება 3 ვნება - მათით მე


ცხოვრების წესად ვხდი იმას, რაც აქამდე სიკვდილისკენ მომიწოდებდა, უარვყოფ
თვითმკვლელობას. ლოცვა და იმედი მომავლისა ღამესავით ეფინება, აბნელებს საღ აზრს,
მაგრამ საჭიროა, რომ ჩვენ ამ სიბნელის არსებობას თვალი გავუსწოროთ „საჭიროა, რომ გონება
ღამეს შეხვდეს“. ოღონდ იგი სასოწარკვეთილი, მაგრამ ნათელი, პოლარული ღამე უნდა იყოს,
რომელიც გარკვეულად, ცხადად დაგვანახებს საგნებს.

ადამიანი საკუთარ მიზნად იმას ისახავს, რაც თავად უნდა. ანუ მისი მიზანი მისგან
გამომდინარეობს. ჩემი მიზანია, ფილოსოფია ჩავაბარო. ეს უშუალოდ ჩემი სურვილია, ჩემი
მიზანია, ჩემი არჩევანია. ხო შემეძლო მიზნად სხვა რამე დამესახა, მაგრამ არა, რადგან მე ამ
მიზანს ვირჩევ, ანუ ადამიანი საკუთარი თავის მიზანია, ყველა მისი მიზანი საკუთრივია.

სიზიფეს ბედნიერება ამბოხია ღმერთების წინაშე. ფაქტი, რომ იგი ყოველი დაგორებული
ლოდის მერე ისევ მთის ძირას ბრუნდება და ხელახლა შეუყვება აღმართს, ეს ღმერთების ჯინაზე
მოქმედებაა, მან ირწმუნა, რომ ეს პროცესი კარგია, რომ უშუალოდ ტრიუმფი კი არაა
სიამოვნების მომნიჭებელი, არამედ პროცესი, რომელსაც მის დასამსახურებლად გადიხარ
(„ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაშიო“, რაღაც ეგეთი). მან იცის, რომ
აბსურდს ებრძვის, ლოდის ვერცერთი ატანა ვერ იქნება რაღაც არსებითის შემცვლელი, მაგრამ
იგი ფაქტს ეჯიუტება, რადგან უკან არ იხევს, ეჩვევა პროცესს და ასე თავს კარგად გრძნობს. ესაა
მისი ბედნიერების მთავარი მოტივი.

You might also like