You are on page 1of 4

დიმიტრი უზნაძე

სიკვდილი, როგორც ბოროტება. სწორედ ასე მიიჩნევს დიმიტრი უზნაძე სიკვდილს და


კიდევ უფრო ვრცლად საუბრობს ამ თემაზე საკუთარ ნაშრომში. სიკვდილს აიგივებს
ჩრდილთან, რომელიც მუდამ თან სდევს ადამიანს და მიისწრაფვის მის
დასაუფლებლად. სიკვიდილი ცდილობს დაეპატრონოს ადამიანის სულს და
სამუდამოდ გააქროს მისი გულის ცემა. სიკვდილს, რომელსაც ჩვენ ჩრდილის სახელით
მოვიხსენიებთ, თავის უსულო, უხორცო ხელები გაუშვერია წინ და გამომწყვდევას
ლამობს ადამიანის. მის ცივ, გაყინულ მკერდზე მიიკრას და გამოასალმოს სამუდამოდ
სიცოცხლეს. ადამიანი ყოველ არასწორად გადადგმულ ნაბიჯზე გრძნობს მის
მოახლოვებას და ცდილობს ხელიდან დაუსხლტეს. შესაბამისად ადმიანის ყოველი
ქმედება ნაკარნახევია სიკვილის შიშის გრძნობით. დაბადებიდანვე ცდილობს ადამიანი
მსხვერპლი არ გახდეს სიკვდილის ცელის და ებრძვის მას. ეს არის შიში და სწორედ ეს
შიში არის ადამინის მთელი ცხოვრების მმართველი.

სიტყვა სიკვდილი, ყველას აშინებს, უკანასკნელ პესიმისტსაც კი, როცა სიკვდილის


‘‘სუნს’’ იგრძნობს, უკან მოუხედავად გაექცევა მას. ამიტომ ის განურჩევლად
ყველასთვის ბოროტებაა. თანაბარ შიშსს აღძრავს ადამიანებში და მუდმივ ჭიდილში
ამყოფებს მასთან. “განა ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცხოვრებისა შიშის გრძნობით არ არის
ნაკარნახევი“.1
სიკვდილს ფიზიკურ და მეტაფიზიკურ სახეებს ავღნიშნავთ. ზოგიერთი ადამიანისთვის
ფიზიკური უფრო მისაღებია, ზოგისთვის კი მეტაფიზიკური. ფიზიკური სიკვდილი
სხეულის გარდაცვალებაა უბრალოდ, ხოლო სულმა ერთი სამყაროდან გადაინაცვლა
სხვა, მეორე სამყაროში. მეტაფიზიკური სიკვდილი კი გამოხატავს არა ხორციელ
სიკვდილს არამედ, ამ დროს ადამიანი სიცოცხლის მკვდარ იმიტაციად იქცევა, ეს
სიცოცხლეშივე ეწვიოს შეიძლება ადამიანს. თითქოს ადამიანი მკვდარს ემსგავსება,
მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალია. ამქვეყნიური ცხოვრება დაასრულა და არსებობას
პასიურად განაგრძობს. ზოგიეთი მოაზროვნე სიკვდილში მეტ სიკეთეს ხედავს, ვიდრე

1
დიმიტრი უზნაძე. 2015. გვ213
ბოროტებას. ეს იმ ადამიანებს ეხებთ, რომელთაც მთელი ცხოვრება უმიზნოდ და
უაზროდ აქვთ ქცეული.
ადამიანთა უმეტესი ნაწილი სიკვდილს უბედურენად მიიჩნევს, ხოლო ადამიანს,
რომელიც სხვის სიცოცხლეს შეიწირავს, მკვლელს უწოდებენ. მაგრამ რა ხდება მაშინ,
როდესაც ომი იწყება? ამ შემთხვევაში იცველა საზოგადოების აზრი სიკვდილთან
მიმართებაში. მაშინ, როდესაც ადამიანის მკვლელობა ჩვენში მწუხარებას იწვევდა და
მკვლელის დასჯას ვითხოვდით, უკიდურესი ზომებით, ომის დროს ეს ყველაფერი
გვავიწყდება. მტრის სიკვდილი გვახარებს. ერთ დღეში უამრავი ადამიანი კვდება, ჩვენ
კი გამორჩეულ ‘‘რაინდს’’, რომელმაც თავი ისახელა ბრძოლაში სიხარულით ვხვდებით
და გმირად ვრაცხავთ. თუმცა, აქვე უნდა ავღნიშნოთ, ომის ორი ფორმა, რომლებზეც
დიმიტრი უზნაძე საუბრობს. ეს არის ბრძოლა თავდაცვისთვის და გადარჩენისთვის და
ომი დაპყრობისთვის. თავდაცვისთვის ომი ცხოვრების აზრის განხორციელებას
ემსახურება, ადამიანები მთელ ძალ-ღონეს იყენებენ იმ მიზნით, რომ დაიცვან
ეროვნული ვინაობა და სიცოცხლე. მოიგერიონ მტერი, რომელიც მათ განადგურებას და
დაპყრობას ლამობს. ისინი თავს წირავენ, იბრძვიან მთელი შემართებით და რა თქმა
უნდა ამას ახერხებენ სიმამაცით, სიმტკიცით და ერთიანობით. მათ აქვთ საბაბი იომონ,
რადგან ბრძოლა აქვთ გადარჩენისთვის. სწორედ ასეთ შემთხვევაში წარმოიშვებიან
ისეთი პიროვნებები, რომელებიც ცხოვრებაში მთავარი მიზნისკენ მიისწაფვიან და დიდ
როლს ასრულებენ ცხოვრების კეთილდღეობისთვის. ხოლო, რაც შეეხება ომს
დაპყრობისთვი, როცა მიზანი არეალის გაფართოება, სხვისი დამორჩილება და
დაპყრობაა, ყველაფერი სხვანაირადაა. ამ შემთხვევაში იშვიათად ხდება თავგანწირვა,
სიმამაცე, გმირობა. შესაბამისად ისადგურებს შიში, სიკვდილისა, რომელიც გააჩენს
ლაჩრებს, მხდალ ადამიანებს. ასეთი ომი, ეწინააღმდეგება ცხოვრების აზრს და
საპირისპიროდ არის მიმართული.
ადამიანი სიცოცხლეს აზრი აქვს და რაღაც დანიშნულებისთვის არის შექმნილი.
აუცილებელია გავითავისოთ ისიც, რომ ყოველი მიზანი ასოცირდება განხორციელების
შესაძლებლობასთან. მაგრამ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანის დანიშნულება
თავისივე ბედნიერებისაკენ სწრაფვა არ არის, სუბიექტური სურვილები გვერდზე უნდა
გადადოს და ობიექტური მიზნების განხორციელება დაიწყოს. ცხოვრების მთავარი აზრი
ხომ ღვთისგან დაწყებული საქმის გაგრძელებაა, რაც მთელის განსულიერებას
გულისხმობს. უფალმა ყოველ ადამიანში, ცოცხალ არსებაში, ჩაჰბერა სული, ახლა კი მათ
უნდა ეცადონ დარჩენილი განუსულიერებელი, ნივთიერი სხეულები განასულიერონ.
დროთა განმავლობაში, როცა ადამიანი უძრავ სხეულად გადაიქცევა სულის ზედაპირს
ეკვრის ყინული, თუმცა ყოველთვის არსებობს იმედის წვეთი, რომელიც მას გაალღობს,
უბრალოდ ძლიერი ამოქმედებაა საჭირო და სურვილი უნდა გაგიჩნდეს ამის. სურვილი
აუცილებელია, რადგან სწორედ ეს სული არის აქტიური, რომელიც განსხვავდება
პასიური, უსულო და უმოქმედობისგან და მას შეაქვს სინათლის სხივი ამ პასიურ
ადგილებში. სული მუდამ უნდა ებრძოდეს ნივთიერებას, სწორედ ეს მუდმივი ბრძოლაა
აუცილებლად საჭირო, რათა დაუსრულებლად გაგრძელდეს განვითრება. სინათლის
შეტანა არის პროცესი ამ უსულოს გამოცოცხლების. ეს ყველაფერი ემსახურება ზუსტად
კულტურის განვითარებას, რომელიც მუდმივ განვითარების პროცესსში უნდა იყოს,
ხოლო ადამიანი მუდმივად აქტიურად ჩაბმული ამ პროცესში.
ადამიანები, მთელი ცხოვრების მანძილზე, აგებენ დიდ ‘‘შენობას’’, არსებობენ ისინი, ვინ
მათ დამცინავად უყურებე, თვითონ კი მთელი ცხოვრება უქმად გაყავთ. ეს შენობა კი
საწინდარია ერთ სულად და ხორცად შეკვრის, გაერთიანების. ‘‘შენობა’’ სიმბოლოა,
ერთიანობის, სიკეთის ქმნადობის, ცხოვრების არსის. მაშინ, როცა გვინდა ცხოვრების
არზრის გაგება, უნდა გამოვრთოთ გონება და გულის სიღრმიდან ნაკარნახევს გავყვეთ.
„მაშასადამე, ჩვენი არსებობის აზრი თვით სიცოცხლის ფარგლებში კი არ უნდა ვეძიოთ,
არამედ მის გარეთ მაღლა“.2

გამოყენებული ლიტერატურა 

2
დიმიტრი უზნაძე. 2015. გვ218
ძირითადი ლიტერატურა: დიმიტრი უზნაძე. 2015. ომის ფილოსოფია. თბილისი: ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი.

You might also like