You are on page 1of 5

 ფრჩხილებში რაღაც კომენტარები მაქვს ჩამატებული, რომლებიც უშუალოდ წიგნში

არ წერია, ზოგი ჩემი აზრია, ზოგი-წაკითხული, მაგრამ აუცილებელიც არაა, ერთი


მხრივ, და, მეორე მხრივ, შეიძლება სწორი ინტერპეტაცია არცაა, მაგრამ არსებობს რომ
სწორი ინტერპრეტაცია?! ჰმმმ.

წინასიტყვაობის ოთხი თავი

 როდესაც ზარატუსტრა ოცდაათი წლის იყო, ის მთებში წავიდა და ათი წელი არ


მოუწყენია თავისი სულითა და მარტოობით, თუმცა ერთ დილასაც გადაწყვიტა
დაღმა დაშვება. სანამ თავის გზას შეუდგებოდა, მან მზეს მიმართა და მადლობა
გადაუხადა, ყოველ დილას მისი, მისი არწივისა და მისი გველის(არწივი და გველი
უნდა გამოხატავდნენ სიამაყესა და სიბრძნეს. ამავდროულად, არწივი უფრო ახლოს
არის ცასთან, გარკვეულ წესრიგთან, ხოლო გველი-მიწასთან, ანუ ქაოსთან. ამგვარად,
ზარატუსტრა ცდილობს საკუთარ თავში გააერთიანოს, ერთი მხრივ, აპოლონური
წესრიგი(რაციონალური), მეორე მხრივ კი, დიონისური წესრიგი(ქაოტური).
გამომდინარე აქედან, ზარატუსტრა არის თავად პროცესში მყოფი ზეკაცისკენ, თუმცა
არა ზეკაცი, ვინაიდან ზეკაცის იდეა გულისხმობს აპოლონურ და დიონისურ წესრიგს
შორის ბალანსს და არა რომელიმე მათგანს კონკრეტულად. ამ საკითხის მეორეგვარი
განხილვა იქნება, თუკი დავუშვებთ, რომ არწივის ცასთან სიახლოვე გულისხმობს მის
კეთულ ბუნებას, ხოლო გველის მიწასთან სიახლოვე-მის ბოროტ ბუნებას. ამგვარად,
ზარატუსტრა, რომელიც კარგსა და ცუდს შორის არის მოქცეული, უნდა გაცდეს ამ ორ
კონცეფტს და ასეც ხდება, როდესაც მარადიული დაბრუნების იდეას შეიცნობს,
მაგრამ ეს აღარ გვქონია, მგონი) განათებისთვის და იქვე აღნიშნა, რომ მზისთვის
ამოსვლის პროცესი იმდენად სასიამოვნო არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ის, ვისაც
იგი გაანათებდა. (ზარატუსტრას სურს თავად დაემსგავსოს მზეს და დაგროვილი
ცოდნა გაუზიაროს კაცობრიობას, ვინაიდან მსგავსად მზისა ეს ცოდნაც არ იქნება
მისთვის იმდენად სასიამოვნო, თუკი არ ეყოლება ვინმე, ვისაც გაუზიარებს.
საერთოდ, ეს პასაჟი ზარატუსტრასთან პლატონის გამოქვაბულის მითის ალეგორიაა).
 ტყეში ზარატუსტრა წმინდას შეხვდება, რომელსაც მან ათი წლის წინაც ჩაუარა,
როდესაც მთაზე მიემართებოდა. წმინდანი ხედავს, რომ ზარატუსტრა შეცვლილია და
ბავშვს დამსგავსებია(იხილეთ სამი მეტამორფოზი ქვევით). ზარატუსტრას ადამიანები
უყვარს და ამიტომაც მიდის მათთან, რათა გაუზიაროს თავისი ცოდნა, ხოლო
წმინდანს არ ესმის ეს სიყვარული, ვინაიდან ადამიანების სიყვარულს იგი
დამღუპველად მიიჩნევს, მას მხოლოდ ღმერთი უყვარს და თხზავს მისთვის
საგალობლებს ტყეში და ადიდებს მას. წმინდანი ფიქრობს, რომ ადამიანებს არ
სჭირდებათ ძღვენი, რომელიც ზარატუსტრას მიაქვს, ისინი მხოლოდ მოწყალებას
ითხოვენ ან ადამიანს, რომელიც მათთან ერთად ზიდავს მათ ტვირთს. ამასთან, ისინი
უფრთხიან მის და ზარატუსტრას მსგავსთ. ზარატუსტრა რომ გაიგებს, წმინდანი
ღმერთს ადიდებსო, სასწრაფოდ გაეცლება მას, რათა რაიმეს ჩუქების ნაცვლად
არაფერი წაართვას და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩამოშორდება, გაკვირვებული
გაიფიქრებს, რომ ამ კაცს თურმე ღვთის სიკვდილის შესახებ არაფერი სმენია(ღვთის
სიკვდილში იგულისხმება არა ის, რომ ღმერთი არსებობდა და ახლა მოკვდა, არამედ
ღვთის იდეის სიკვდილი, რომელიც ნიცშეს ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი. ამ
თავით ნიცშე, თითქოს, ცდილობს გაგვაცნოს რელიგიის მდგომარეობა იმ ეპოქაში და
ის ფაქტი, რომ მორწმუნეს იგი ხვდება ტყეში და განმარტოებაში და არა სოფელში,
ბევრს ამბობს ამ საკითხის შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ნიცშესთვის
ღვთის იდეის სიკვდილი ნიჰილიზმს ნიშნავდა და სწორედ ნიჰილიზმის დაძლევის
საშუალებაა ზეკაცი, რომელიც ღვთის გარეშე შეძლებს ამ სამყაროში იპოვოს აზრი).
 სოფელში მისული ზარატუსტრა ცდილობს სანახაობისთვის შეკრებილ ხალხს
ზეკაცის იდეა გააცნოს. ისევე, როგორც მაიმუნია ადამიანისთვის დაბალი საფეხურე,
ასევე ზეკაცისთვის არიის ადამიანი. ზეკაცი არის მიწის აზრი და ადამიანებიც მიწის
ერთგულნი უნდა დარჩნენ და არ ეძიონ შვენა რაიმე სხვა სამყაროს რწმენაში, რადგან
სხვა სამყარო არ არსებობს. ზარატუსტრა ამბობს, რომ ოდესღაც ღვთის გმობა ყველაზე
დიდი ცოდვა იყო, თუმცა ახლა, რადგან ღმერთია მკვდარია, ეს ცოდვა აღარ არსებობს,
სამაგიეროდ, ახლა მიწის გმობაა ყველაზე დიდი დანაშაული(ნიცშე ცდილობს, რომ
ზეკაცი გადაჯაჭვოს მიწასთან, რადგან თუ ღმერთი მკვდარია და ადამიანების
ცხოვრებაში ის აღარ არის აზრის შემომტანი, მაშინ ადამიანებმა თავიანთი არსებობა
უნდა გადაჯაჭვონ მიწასთან და არა ზეცასთან, საიქიოსთან, რომელიც არ არსებობს).
 ზეკაცმა უნდა გადასინჯოს თავისი შეხედულებები ბედნიერების, აზროვნების,
სათნოების, სიკეთის და სიბრალულის შესახებ, ვინაიდან ის წარმოდგენები,
რომლებიც მას აქვს, ახალი მოცემულობისთვის შეუფერებელია( ზეკაცი გულისხმობს
მორალური კატეგორიების გაქრობას).
 ზარატუსტრასთვის ადამიანი მიზანი კი არა ხიდია მაიმუნსა და ზეკაცს შორის,
ხიდზე გავლა საკმაოდ სახიფათოა, რადგან ის უფსკრულს ზევით არის გადაჭიმული.
ადამიანი გარდამავლობა და წარხდომა, რომელიც თავისი წარხდომითაც კი
შესაძლებელს ხდის გარდამავლობას, რათა ერთ დღეს დედამიწაზე ზეკაცმა
დაიმკვიდროს ადგილი.

სამი მეტამორფოზა

 სული ცხოვრების განმავლობაში გადის სამი სახის ტრანსფორმაციას: იგი ჯერ იქცევა
აქელმად, შემდეგ ლომად და ბოლოს ბავშვად.
 აქლემი სიმძიმის ამტანი სული მოითხოვს თავისი ძლიერების შესაფერის ტვირთს,
რომელიც გულისხმობს ცოდნის მოსაპოვებლად, საკუთარ მანკიერ თვისებებზე
გასამარჯვებლად, საკუთარი თავის სრულყოფისთვის არსებობის რთული ეტაპების
გავლას (თავის დამდაბლება, რათა გავუმკლავდეთ საკუთარ სიამაყეს, საკუთარი
ცოდნის არასრულფასოვნების გააზრება, კომფორტზე, მეგობრებზე უარის თქმა,
რეალობის აღქმა ისეთად, როგორიც იგი არის, საკუთარ შიშებთან შეჭიდება და ა.შ).
 ლომიდატვირთული აქლემი იქცევა ლომად, რომელსაც სურს იყო საკუთარი თავის
მბრძანებელი, მაგრამ სანამ ასეთად იქცევა, აუცილებელია გაანადგუროს თავისი
ძველი მბრძანებელი, რომელიც არის „შენ მოვალე ხარ“. „შენ მოვალე ხარ“ მოიცავს
ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოყალიბებულ ღირებულებებს, რომელთაც არ
სურთ თავისუფლება მიანიჭონ სულს. სულისთვისაც, რომელიც დიდხანს იყო
აქლემი, მისაღები მდგომარეობა იყო „შენ მოვალე ხარ“, მაგრამ იმისთვის, რომ სულმა
შექმნას რაღაც ახალი აუცილებელია იგი გახდეს ლომი. თავისთავად ლომობა ახლის
ქმნადობის უნარს არ ნიშნავს, მაგრამ მოიპოვებს სულისთვის იმ თავისუფლებას,
რომელიც აუცილებელია ქმნადობისთვის. ლომი ამარცხებს „შენ მოვალე ხარ“-ს და
პრიორიტეტულად აქცვეს „მე მსურს“-ს.
 ბავშვიბავშვი არის უმანკოება, დავიწყება, ახალი დასაწყისი, თავისთავად მოძრავი
ბორბალი, პირველი ნაბიჯი და ღვთაებრივი კი. სულს, რომელიც განეშორა
სამყაროს(უარი თქვა „შენ მოვალე ხარ“-ზე, უკვე არსებულ ღირებულებებზე, დაივიწყა
სამყარო, რომელიც არსებობდა აქამდე), სურს თავისი ახალი სამყარო, მას თავისი ნება
სურს(ბავშვი იმ ქმნადობის უნარს ანიჭებს სულს მარტივად რომ ვთქვათ, რომელიც
ლომს, მართალია არ ჰქონია, მაგრამ ლომის მიერ მოპოვებული თავისუფლება იქცა
ფუნდამენტად იმისთვის, რომ ეს ქმნადობისუნარიანობა მესამე მეტაფორფოზაში
სულს გამოემუშავებინა).

საიქიოს მოტრფიალეთათვის

 საიქიო და ღმერთი შექმნეს ტანჯულმა, უძლურმა ადამიანებმა, რომელთაც არაფერი,


თავად სურვილიც კი, აღარ სურთ. საკუთარი სხეულითა და მიწით უკმაყოფილებამ
აიძულა მათ გაცდენოდნენ არსებულს და შეექმნათ ზეციერი არარაობა.
 მათ, ვინც ამბაობს, რომ საიქიოსი სწამს, სინამდვილეში ყველაზე მეტად სხეულის
სწამს, თუმცა სხეული მისთვის დაავადებასავითაა, რომელისგანაც უნდა
განთავისუფლდეს და ამიტომაც მიესწრაფვის სიკვდილსა და საიქიოს.
 დაავადებულნი ეძიებენ ბედნიერებას სხვაგან, სხვაგან ყოფნა სურთ. მათ სძულთ
სიმართლე.
 სწორია ჯანმრთელ სხეულს უსმინოს ადამიანმა, ვინაიდან იგი ამბობს მხოლოდ
სიმართლეს. სრულყოფილია მხოლოდ მისი მიწიერი აზრები. ადამიანი საიქიოს კი არ
უნდა მიესწრაფვოდეს, არამედ ამაყი უნდა იყოს თავისი მიწიერი სხეულით, თავით,
რომელიც შობს მიწიერ აზრებს.

სხეულის მოძულეთათვის
 ადამიანი მთლიანად სხეულია და სული მხოლოდ სხეულის ნაწილის აღმნიშვნელია.
 სხეული დიდი გონებაა და სული არის მხოლოდ მცირე გონება, დიდი გონების
ინსტრუმენტი.
 სული და გრძნობები მხოლოდ ინსტრუმენტები არიან დიდი გონების ხელში, მათი
საშუალებით ის ეძიებს, ისმენს, მაგრამ ის თავად ქმნის და განაგებს „მე“-ს.
 სხეულში, ანუ ქვეცნობიერში უფრო მეტია გონება, ვიდრე ადამიანის უდიდეს
სიბრძნეში.
 ყოველი ფიქრის და გრძნობის მიღმა დგას ქვეცნობიერი (ის არის დიდი გონება,
სხეული).იგი აიძულებს „მე“-ს იგრძნოს სიხარულიც და ტკივილიც და რადგან მას
სურს, ერთი მხრივ, განაგრძოს თავისი სიხარული, მეორე მხრივ კი, დაასრულოს
თავისი ტკივილი, იგი იძულებულია დაიწყოს ფიქრი, რათა იპოვოს შესაბამისი
გამოსავალი.
 ქვეცნობიერმა შექმნა ტკივილიც, დარდიც, სიხარულიც. მანვე შექმნა პატივისცემაც და
სიძულვილიც თავისთვის. ისინი, ვისაც სძულთ საკუთარი სხეული, რეალურად მასვე
ემსახურებიან, რადგან თავად სხეულს, ქვეცნობიერს აღარ სურს სიცოცხლე.
 ქვეცნობიერის ყველაზე დიდი სურვილი არის შექმნას რაიმე საკუთარი თავის გარეთ,
მაგრამ როდესაც საკმარისად გვიანია ამისთვის, მას სიკვდილი უნდება. სწორედ
ამიტომაც ხდებიან ადამიანები საკუთარი სხეულის მოძულენი, რადგან აღარ
შეუძლიათ საკუთარი თავის გარეთ რაიმეს შექმნა, ამიტომ სიცოცხლე და მიწა
სძულთ.

თავისუფალი სიკვდილისთვის

 ზოგი ძალიან ადრე კვდება, ზოგი ძალიან გვიან, ზარატუსტრა კი თავის დროზე
სიკვდილს ქადაგებს, თუმცა ასევე ამბობს, რომ შეუძლებელია თავის დროზე
სიკვდილი, თუკი ადამიანს თავის დროზე არ უცხოვრია.
 ნიცშე სამი სახის სიკვდილს გამოყოფს დასრულებული სიკვდილი(contemplating
death), სიკვდილი ბრძოლაში და თავისუფალი სიკვდილი. პირველი სახის სიკვდილი
ისეთი სიკვდილია, როდესაც ბედნიერად განვლილი ცხოვრებით გამარჯვებული
კვდება ადამიანი, მეორე მიზნისთვის ბრძოლაში სიკვდილია, ხოლო თავისუფალი
სიკვდილით კვდებიან ადამიანები, თუკი უმჯობესია ასე მათი მიზნისთვის და
სიკვდილისთვის(მირაშა სემინარზე ამბობდა, რომ პირველი სიკვდილით კეფალე
მოკვდებოდა, მეორე სიკვდილით სოკრატე ან იესო, რადგან ეს სიკვდილი ბრძოლაში
სიკვდილს კი მიემართება, მაგრამ ისეთი მიზნისთვის ბრძოლაში, რომელიც
არასწორია, მესამე სახის სიკვდილი კი ზეკაცისთვის სიკვდილია, ზეკაცის
იდეისთვის). თავისუფალი სიკვდილი წინა ორზე უპირატესია.
 ზოგიერთი ადამიანი ძალიან გვიან კვდება და იმდენ ხანს ცოცხლობს, რომ
ახალგაზრდობაშივე მოხუცია, ზოგი კი ნაადრევად კვდება, როგორც იესო, რადგან მას
რომ დასცლოდა, აუცილებლად შეიცვლიდა თავის ხედავს და იმ მიზანს არ
შეეწირებოდა, რომელსაც შეეწირა.
 სიკვდილი არ უნდა იყოს მიწისა და ადამიანის ძაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში,
ადამიანი სწორად ვერ კვდება.

You might also like