You are on page 1of 4

ქეთევან ქარსანიშვილი

ფრიდრიხ ნიცშე

ნიცშეს ერთ-ერთ ძირითად ნაშრომს წარმოადგენს: “ასე იტყოდა


ზარათუსტრა”. მასში თითქოს წინასწარმეტყველივით გადმოსცემს საზოგადოების
იმ მოდელზე, რომელიც ლიბერალურ და სოციალისტურ იდეებზეა
დაფუძნებული და ასეთი საზოგადოების წევრებს “ბოლო ადამიანებად”
მოიხსენიებს.მისი აზრით,ასეთმა ადამიანებმა მართალია მოიპოვეს მშვიდობა,
მაგრამ სანაცვლოდ დაკარგეს ძალაუფლებისაკენ ლტოლვა.ასეთი ადამიანები
ნიცშეს აზრით, მხოლოდ “ზიზღის” ღირსნი არიან. ასე არიან განწყობილნი
არისტოკრატები ბოგანოების მიმართ და ნიცშეც ამიტომ ხაზს უსვამს
არისტოკრატების პრივილეგირებას.
ნიცშე თავის ნაწარმოებში ხაზგასმით ამბობს, რომ ადამიანმა საკუთარ თავს
უნდა დასძლიოს და ზეკაცობისაკენ უნდა მიილტვოდეს. ის საკუთარი თავის
ზიზღისაგან უნდა განთავისუფლდეს.მან უნდა შეძლოს თავის თავს გადაახტეს და
სიძლიერისაკენ მიისწრაფოდეს, თავისი უძლეველობა ირწმუნოს.მას არ მოსწონს
ადამიანის შუალედურ მდგომარეობაში ყოფნა. ამით ის ეწინააღმდეგება იმ
ქრისტიანულ მორალს, რითიც უნდა ცხოვრობდეს ადამიანი.ზარათუსტრა
წმინდანს ეწინააღმდეგება, როდესაც ის სთვაზობს ტყეში დარჩენას და ღმერთის
დიდებაში ყოფნას.დამშვიდობების შემდეგ კი ამბობს:”ნუთუ ეს შესაძლებელია?ამ
ბებერ წმინდანს ჯერ არ გაუგია თავის ტყეში, რომ ღმერთი მოკვდა”.(ნიცშე
2018.45).
ნიცშე ამ სიტყვებით ადამიანებს ეუბნება, რომ რაც მათში ღვთიურია, ის უნდა
ჩაკლან,ანუ საკუთარი თავის ზიზღი დასძლიონ და ამით გამხდარიყვნენ
სრულიად ახალი, ზეკაცი ადამიანები. ნიცშე თავისი მოძღვრებით, ადამიანებს
მიწიერ ზეკაცობას ჰპირდება. ის უარყოფს იმ უხილავ, ზეციურ სინერგიას
ღმერთთან,რასაც ქრისტიანული მოძღვრება ქადაგებს და ადამიანებს მოუწოდებს
მხოლოდ მიწიერი იწამონ, რადგანაც ის ხილული იქნება მათთვის. თუკი საკუთრ
თავში ადამიანი ღმერთს მოკლავდა, მაშინ აღარც ღმერთის გმობა იქნებოდა
მკრეხელობა, რასაც ადრე მიიჩნევდნენ დიდ ცოდვად. ღმერთთან მცხოვრები
ადამიანისთვის სულის დამცრობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, რადგან ის ამით
მიწიერ ცდუნებებს სძლევდა. ნიცშე კი, ამ მდგომარეობის დაძლევის გზებს
სთავაზობდა მათში ღმერთის სიკვდილის სანაცვლოდ. ყველაზე დიდ ცოდვად
იგი თვლიდა მიწის მიმართ უპატივცემულობას.
ნიცშე თავის ნაშრომში აგრეთვე საუბრობს შემქმნელებზე და
თანამომკელებზე. იგი საკმარისად მიიჩნევს გარკვეული დროის მანძილზე
გვამების ტარებას და ხალხს მოუწოდებს ზარათუსტრას პირით, რომ მას გაყვნენ
და მასავით იაზროვნონ, რადგანაც მხოლოდ ასე მიაღწევენ ზეკაცის
მდგომარეობას.ნიცშეს აზრით, ადამიანისთვის საჭიროა თანამომკელი, ისეთი
თანამგზავრი, რომელიც მასავით იაზროვნებს,მასავით შემქმნელი იქნება ახალი
სასიცოცხლო იდეებისა,იქნებიან ერთმანეთის თანამოზიარეები.იგი
კატეგორიულად ეწინააღმდეგება ფარის არსებობას, რომელსაც მწყემსი თავისი
სურვილისამებრ დაატარებს.მას არ უნდა ასეთი ფარის მწყემსი იყოს,რადგანაც
ისინი უპირობოდ დამორჩილდებიან მას.ზეკაცს თანამგზავრი მისი
სურვილისამებრ უნდა გაჰყვეს ახალი იდეებისა და ღირებულებების
განსახორციელებლად,როგორც მისი თანამომკელი. ამიტომაც უარყოფს მწყემსის
როლში ყოფნას, რომელიც თავის ფარას ზურგზე მოკიდებული მიცვალებულის
მსგავსად ატარებს.
ნიცშე აგრეთვე საუბრობს სულის სამი სახეცვლილების შესახებ. “სულის სამ
სახეცვლილებას დაგისახელებთ: როგორ იქცევა სული აქლემად, აქლემი-
ლომად,ბოლოს კი ლომი-ბავშვად.” (ნიცშე 2018, 54)
ნიცშე თავდაპირველად მზიდავი სულის მდგომარეობას აქლემს ადარებს,
რადგანაც მას შეუძლია აქლემივით დიდიტვირთი ატაროს ზურგზემოკიდებულმა.
მზიდავი სული არ ერიდება თავის დამცირებას ამპარტავნების დასათრგუნად,არც
ბინძურ წყალში შესვლას, ჭეშმარიტების დაუფლების მიზნით,არც იმას ერიდება,
რომ უყვარდეს ისინი,ვინც მისი მტერია, და შეუძლია დახმარების ხელიც კი
გაუწოდოს. მზიდავი სული ამ ტვირთით დაძიმებული, უდრტვინველად მიდის
თავისი უდაბნოსკენ. ბოლოს კი, მასში იღვიძებს გამძვინვარებული ლომი,
რადგანაც სული უკვე დაღლილია ამდენი ტვირთის ტარებით.ნიცშეს აზრით,
სწორედ მაშინ ხდება სულის მეორე სახეცვლილება, ანუ აქლემის ლომად
გადაქცევა.სულს უნდა განთავისუფლდეს მასზე დამონებული ურჩხულისაგან და
თვითონ იქცეს თავის თავის ბატონად.ამ ურჩხულს ნიცშემ უწოდა:”შენ უნდა”.
“ლომის სული კი მიუგებს:”მე მინდა”.(ნიცშე 2018.54).მართალია უკვე ყველა
ღირებულებები შექმნილია და მათ “შენ უნდას” პრინციპით აქლემი უკვე
ახორციელებს, მაგრამ ლომს თავისი ძალით შეუძლია ახალი ღირებულებებისაკენ
წაიყვანოს თავისუფლების მოპოვების მიზნით.ამით ნიცშე გვეუბნება, რომ
ადამიანებმა უარი უნდა თქვან თავიანთ ღვთაებრივ მოვალეობებზე სულის
თავისუფლების სანაცვლოდ. ეს ყველაფერი კი, სრულიად ახალი უმანკო
მდგომარეობიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა, ანუ ბავშვივით უნდა გახდეს.სწორედ
ეს მდგომარეობა მიიჩნია ნიცშემ სულის მესამე სახეცვლილებად. ბავშვი ქმნის
თავის სამყაროს, სადაც თავად აწესბს თამაშის ნორმებსა და წესებს,ის ცხოვრობს
ისე, როგორც მას სურს.ამ სამი სახეცვლილების შემდეგ,ნიცშე ამბობს, რომ სული
ღვთაებრივი დასტურის შედეგად მოიპოვებს საკუთარ სამყაროს.
ნიცშე აგრეთვე საუბრობს სნეულებისაგან მიღბულ ტკივილებზე და მათ
აღიქვავს, როგორც გონების განმათავისუფლებელს. იგი ამბობს, რომ ტკივილის
დროს ხდება საკუთარი თავის ხელახლა შემეცნება, ახალი აზრებისა და იდეების
წამოჭრა, საზოგადოების მიმართ ახალი კითხვების გაჩენა, რაც ადამიანს
საშუალებას მისცემს კარგად ჩაუღრმავდეს მანამდე არასოდეს ნაფიქრ საკითხებზე.
ეს კი, საბოლოოდ მიიყვანს ახლ ადამიანად ჩამოყალიბებაში.
ნიცშე ადამიანურ მორალსაც ეხება და გამოყოფს მხოლოდ ორ ძირითად
მორალს:ბატონების და მონების მორალს, სადაც ბატონები თავად ადგენენ წესებს,
მონები კი, უყოყმანოდ ემორჩილებიან მას.ეს ყველაფერი კეთილისა და ბოროტის
შედარებას ჰგავს,ნიცშე ამბობს, რომ თვით ერთ ადამიანშიც კი, შეიძლება იჩინოს
თავი შინაგანმა მორალურმა ჭიდილმა და მაშინ გამოვა ადამიანი თავის თავზე
გამარჯვებული, თუკი ის მორალურობის არისტოკრატულ წესს მიაღწევს, ნიცშეს
აზრით სიყვარული არაა მდაბიოს ხვედრი, როგორც ამას ღმერთი იტყოდა, არამედ
არისტოკრატული წარმომავლობისაა.
ბიბლიოგრაფია

ფრიდრიხ ნიცშე წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, 45,54.


თბილისი:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.2018

You might also like