You are on page 1of 4

მერი უოლსტონკრაფტი

ქალის უფლებების დაცა

მერი უოლსტონკრაფტი სწორედ იმ რევოლუციური აზროვნების ადმიანებს


მიეკუთვნება, რომლებმაც საკუთარი აზრი, წინაღმდეგობათა მიუხედავად,
ჩამოაყალიბეს, გადადგეს ძლიერი ნაბიჯები და ამით საფუძველი ჩაუყარეს
დასავლური აზროვნების განვითარებას. აღნიშნულმა ავტორმა უდიდესი წვლილი
შეიტანა იმაში, რომ ადამიანებს დაეწყოთ ფიქრი იმაზეც, რომ სამყაროში ქალსაც და
კაცსაც ერთნაირად უნდა შეეძლოთ განვითარდნენ პიროვნულად და გამოიყენონ მათ
გარშემო არსებული შესაძლებლობები. უდავოა, რომ საუკუნეთა განმავლობაში
ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშნელოვნად შეზღუდული იყო, ეს
გამოაშკარავდება თუნდაც იმაში, რომ ჩვენ ხმის უფლება გვიან მოვიპოვეთ. ბევრი
ადამიანისთვის ეს ქალბატონი თავისი გაბედულებითა და აზროვნებით, რაღა თქმა
უნდა, გახდებოდა როგორც კრიტიკის საგანი, ისე მისაბაძი არსება. მან უნაკლოდ
ჩამოგვიყვალიბა, თუ რა არის ის ელემენტი რომელიც ორივე სქესს დაბადებიდან
ღვთაებრივად მიენიჭება. ესაა სწორედ გონება. მაგრამ საკითხავია, თუ რატომ
არსებობდა და რაღაც კუთხით დღესაც არსებობს ქალისადმი ასეთი ნეგატიური
დამოკიდებულება. ჩვენ ხომ ღმერთმა თანასწორად შეგვქმნა და არ უქთვამს, რომ
ქალი უნდა ემსახურებოდეს კაცისთვის სიამოვნების მინიჭებას? უოლსტონკრაფტმა
ამ საკითხს უპასუხა და მისი გადაჭრის გზაც გააჟღერა. სანამ გადაჭრის გზებზე
ვისაუბრებდეთ, გავარკვიოთ თუ რამ წარმოშვა ასეთი დიფერენცირება. როგორც უკვე
აღვნიშნეთ, ღვთაებრივი ელემენტი- გონება დაბადებიდან ყველას მოგვეწერება.
მერის აზრით, ერთ-ერთი მიზეზით, ქალის როლის დაკნინება შესაძლოა
გამოწვეული იყოს მამაკაცის ფიზიკური აღნაგობის გათვალისწინებით ან თუნდაც
კაცობრიობის მიერ დაშვებული ერთი შეცდომით. საზოგადოება გაცნობიერბულად
თუ გაუცნობიერებლად ბიჭის დაბადებიდანვე ზრუნავდა განევითარებინა მისი
ფიზიკური მონაცემები, ხოლო შემდეგ გონებრივი, შესაბმისად ბავშვობიდან მათ
აჩვევდნენ ეზოში თამაშს, დამუკიდებლობას და ამის პარალელურად ხდება ისიც,
რომ გოგონას მხოლოდ სახლის საქმეს აჩვევენ და მას იმდენად ზღუდავენ, რომ
თოჯინებით თამაშისა და შემდეგ გაპრანჭვის გარდა, თვალსაწიერი აღარ
უფართოვდება, რაც მას ხდის დამოკიდებულს. და დიახაც, შემდგომში სწორედ
გაპრანჭისადმი, კეკლუცობისადმი, ჭორაობისადმი ინტერესი და საკოცობრიო თუ
ინტელექტუალური საკითხებისგან გაქცევა აღიქმებოდა ქალის ბუნებრივ
მოცემულობად. ამ შეხეხულებას არ უარყოფდა არც მამაკაცი და არც თავად ქალი.
აღნიშნულ სტერეტიპულ მიდგომას იმდენად ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული,
რომ ქალი მოიაზრებოდა მამაკაცის ,,მსახურად’’, რათა მისთვის მიენიჭებინა
სიამოვნება. განსაზღვრა, რომ მამკაცმა უნდა არჩინოს ქალი, ოჯახი, და ქალმა სახლს
უნდა მიხედოს და ერთადერთი საზრუნავი გამოპრანჭვა ჰქონდეს, ეს ქალს
გარკვეულწილად აქცევს ,,ბატონად’’ მამაკაცზე, მაგრამ ის ვერ ხვდება თუ რაოდენ
დიდ შეცდომას უშვებს საკუთარი თავისთვის. მერი უოლსტონკრაფტს მოჰყავს
ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ რა მდგომარეობაში შეძლება ჩავარდეს ქალი,
თუკი ქმარი, როგორც მარჩენალი დაეღუპება და თავად კი არანაირი ძალა და
აზროვნება არ გააჩნია, საკითხავია როგორ გაიტანს ის ან საკუთარ თავს, ან დარჩენილ
ბავშვებს. ამის საპირისპიროდ წარმოვიდგინოთ ძლიერი ქალი იმავე მდგომარეობაში,
და მიხვდებით, თუ რამხელა მნიშნელობა აქვს პიროვნულ განვითარებას და მხოლდ
საკუთარ თავზე დამოკიდებულებას. ამიტომ საჭიროა ქალისთვის მინიჭებული
ბუნებრივი მოცემულების უკუგდება და ორიენტირება მის განვითარებაზე, ისე
როგორც რაციონალურ არსებაზე.

ავტორს, მერი უოლსტონკრაფტს, შეამოქავს ერთი მნიშნელოვანი ფრაზა


,,სხეულს მორგებული გონება’’( უოლსტონკრაფტი,2019.248). როგორც ზემოთ
აღვნიშნე, ბავშვობიდან გოგონებს თავისუფლებას უზღუდავენ, არ ცდილობენ მის
განვითარებას არც ფიზიკურად, არც გონებრივად და ასწავლიან მხოლოდ იმას, რომ
ძალაუფლება მიღწევადია სილამაზით. უდავოა, რომ გონებაც სხულს მოერგება და
გოგონები ამ მონური მდგომარეობის, ასე ვთქვათ, შელამაზებას შეეცდებიან.
მათთვის საზრუნავი ყოველთვის უმნიშნელო რამ ხდება და ისიც აწყო ინტერესს
უნდა შეესაბამებოდეს, მაშინ როცა მამკაცის თვალსაწიერი უფრო ფართოა და
მიმართულია სხვადასხვა საქმიანობისა თუ მისწრაფებისაკენ. ამის გასამრთლებელი
არგუმენტი კი ნამდვილად არ უნდა იყოს ის, რომ ეს ყოველთვის ასე ხდებოდა და
ასე უნდა გაგრძელდეს. მერი უილსტონკრაფტი სწორედაც რომ აკრიტიკებს იმ
ქალებს, რომლებიც დროის უდიდეს ნაწილს თავის მოვლას და გამოპრანჭვას
უთმობენ. მათ მოსწონთ ის, რომ მამაკცები სუსტ არსებებად აღიქვამენ და უბრალო
ჟესტებით თითქოს პატივისცემას გამოხატავენ და ,,ანებივრებენ’’. მერის აზრით,
ქალები ვერ ხვდებიან იმას, რომ ამით ისინი თავუფლებას უზღუდავენ მათ და ამ
ჟესტებით ქალის სისუსტეზე უსვამენ ხაზს. როდესაც რელურად მე, ქალს, შემიძლია
განვვითარდე როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად და თავი ვიგრძნო ისე
როგორც ამას მამაკაცი აკეთებს, შედეგად მივხვდები იმას, რომ სრულიად არ
მჭირდება ის უბრალო გამოხატულება, რომლითაც მე მაგრძნობინებენ, რომ სუსტი
არსება ვარ, თუნდაც სუფრაზე წყლის დასხმით ან კარში ადგილის დათმობით ,, მე კი
პარალებ და ვამტკიცებ , რომ ქალები აწყყმო მომენტით სიამოვნების ამავე
მიდრეკიდებით არიან დაკნინებულნი და საბოლოოდ სძულდებათ თავისფლება,
რომლის მოსაპოვებლად ბრძოლისთვისაც მათ სათნობეა არ
ჰყოფნით“(უოლნტონკრაფტი,2019.255)

მერი უოლსტონკრაფი მკაცრად ეწინააღმდეგება და აკრიტიკებს ჟან-ჟაკ რუსოს


მოსაზერებებს ბავშვის აღზრდასათან მიმართებით. მისგან განსხვავებით, ის მიიჩნევს
ბავშების თანასწორად აღზრდის აუცილებლობად, გოგონებისთვის ისეთივე
თავიფლების მინიჭებას, როგორც ეს ბიჭების შემთხვევაშია. მისი აზრით, სანამ
გოგონებს არ აღზრიდიან რაციონალურად, მანადე ექნება წინაღობები ადამიანის
ღირსებასა და ცოდნის წინსვლას. ამ პროცესში უდავოდ მნიშნელოვანია მშობლის
როლი და თუ დედ-მამა პატარა ქალბატონის ფიზიკურ აღზრდაზე არ იზრუნებს
უკიდურეს შემთხვევაში აუცილბელია, არ დაამახინჯოს მისი აზროვნება ქალური
სრულყოფილების არასწორი მოსაზრებებით. ქალები უფრო ღირსეული სახით
წარმოგვიდგებიან იმ შემთხვევაში თუ მას ისე მოეპყრობიან, როგორც მამკაცებს.
ინდივიდუალური და საზოგადო განვითარების წინაპირობას სწორედ ქალის,
საზოგადოების ნახევრის, როლის აღიარება უზრუნველოფს. თავად მერი
უოლსტონკრაფტი ქალებს უსურვებს მათ ჰქონდეს ძალაუფლება არა მამაკაცებზე,
არამედ საკუთარ თავებზე.

გამოყენებული ლიტერატურა:მერი უილსტონკრაფტი,ქალთა


უფლებების დაცვა,წიგნში ,,შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1,233-
269.თბილისი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,2019.

ანი გველუკაშვილი

You might also like