You are on page 1of 3

ბექა ჭიღლაშვილი

ადამ სმით იყო შოტლანდიელი პოლიტიკური ეკონომისტი და ფილოსოფოსი. მან

თანამედროვე ეკონომიკურ თეორიას ჩაუყარა საფუძველი. მისი ერთ-ერთი გამორჩეული

ნაწარმოებია „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“

რომელზედაც 10 წელი უშაობდა და მან მოუტანა აღიარება მან ასევე საუძველი ჩაუყარა

შრომის ღირებულებების თეორიას.

ადამ სმითი საუბრობს თუ როგორ უწყობდა ხელს ქალაქების ზრდა სოფლის

განვითარებას. ამავდროულად განიხილავს სოფლისა და ქალაქის ერთმანეთზე

დამოკიდებულებას და ის ამბობს, რომ სოფლისთვის კარგი გასავალია ქალაქის ბაზრები

და ამით სოფლის მოსახლეობა ჭარბ პროდუქტს ყიდის ხოლო ქალაქი სოფლის გარეშე

ვერ განვითარდება და ვერ შეინარჩუნებს საკუთარ თავს. როდესაც ქალაქი იზრდებოდა

ამასთან ერთად იზრდებოდა კაპიტალი, რადგან ქალაქი სოფლისთვის იყო ერთგვარი

გასაღები, რათა პროდუქტი გაესაღებინათ სოფელში მცხოვრებლებს. აქედან

გამომდინარე ქალაქში მცხოვრებნი ყიდულობდნენ მიწის ნაკვეთებს სოფლად, რაც

სოფელში კაპიტალის აბანდებდა. ის ასევე ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობა უკეთ

გრძნობდა თავს და პიროვნულ თავისუფლებას მოიპოვებდა იმისდა მიხედვით, რომ

ვაჭრობის და მრეწველობის განვითარებასთან ერთად მკვიდრდებოდა გონივრული

მართველობა და წესრიგი ქალაქში. სანამ ეს მოხდებოდა სოფლის მოსახლეობის

ცხოვრება წარიმართებოდა ომში და მათზე მაღალ საფეხურზე მდოგომ ხალხზე

დამოკიდებულებაში მდგომარეობდა.

როდესაც ვაჭრობა განვითარდა მემამულეები არჩევნის წინ დადგნენ, მათ შეეძლოთ

ძველებურად ყველა იმ ადამიანზე გაენაწილებინათ თავიანთი შემოსავალი ვინც მათ

გარშემო იყო ან გადაეცვალად სხვა რაიმეზე სამრეწველო ან სავაჭრო პროდუქციაზე

თუნდაც ეს იყოს მაგ. ფუფუნების საგანი. მათ არჩევანი გაცვლაზე გააკეთეს ამის შემდეგ

მათ აღარ სჭირდებოდათ აურაცხელი ხალხი ამიტომ შეამცირეს და იმ მინიმუმამდე

დაიყვანეს, რაც მიწის დამუშავებისთვის იყო საჭირო და დაზოგვა დაიწყეს იმ


შემოსავლისა, რომელსაც ფლანგავდნენ, ამრიგად მათ დაიწყეს დოვლათის დაგროვება.

ადამ სმითი ამბობს, რომ, როდესაც განვითარებული არ იყო ვაჭრობა და მრეწველობა

მემამულეები ძალიან მფლანგველური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მათ არ შეეძლოთ

მოსავლის სწორად გადანაწილება, ისინი მხოლოდ უმასპინძლდებოდნენ მათ ვინც მათ

გარშემო იყო. ყველა ვინც მემამულეების გარს ეხვია მათ ბედ-იღბალს მემამულენი

განკარგავდნენ, ამიტომ მემამულეებს ჰქონდათ ძალაუფლება, ისინი მართავდნენ

ერთპიროვნულად და მათ ხელში იყო მართლმსაჯულება და სისხლის სამართალიც

თავიანთ მამულებში.

ვაჭრობის და ქალაქების განვითარებამ კი მემამულეების გავლენა და ავტორიტეტი

დაასუსტა. პირველი, იმით რომ მათ არჩევანი გააკეთეს გაცვლაზე და ხალხი აღარ

ყავდათ გარშემო, რაც იმას ნიშნავს, რომ, აღარ იყვენენ მათზე დამოკიდებულები და

თვითონ წარმართავდნენ საკუთარ სიცოცხლეს ამასთანავე მემამულეები ვეღარ

განკარგავდნენ მათ ბედ-იღბალს ვინც სასიცოცხლოდ იყვნენ მათზე დამოკიდებულნი, ასე

რომ მემამულეთა განუზომელი ძალაუფლება წარსულს ჩაბარდა, ხოლო ქალაქების

განვითარებამ ადამ სმითს აზრით შეაფერხა საზოგადოებრივი განვითარება და ხელს

უშლიდა ეფექტიანობას. ქალაქის განვითარება იყო ეკონომიკური პროგრესის საფუძველი

და ამან ყველაფერმა აიძულა მემამულეები, რომ შეგუებოდნენ მართველობის ახალ

პრინციპებს, რომელიც სოფლებში იყო დამკვიდრებული. „თავისუფალი ქალაქების

განვითარება, აიძულა ისინი დამორჩილებოდნენ გონიერი მმართველობის პრინციპებს და

სოფლად დამკვიდრებულიყო წესრიგი და პიროვნების თავისუფლება“. (სმითი 2017, 276).

კიდევ იყო ერთი ფაქტორი, რომელმაც მემამულეების ძალაუფლება შეასუსტა. იმდროს

მიწა იყო ძალაუფლების წყარო, ხოლო მგლეხები ამით შეზღუდულნი და დაჩაგრულები

იყვნენ და ასეთ უსამართლო პირობების გამო შემოიღეს ახალი წესი, რომელც გლეხი

ინტერესებსაც ითვალისწინებდა და დააწესეს რენტა რაც გლეხ საშვალებას აძლევა თავის

შრომიდან ესარგებლა და მემამულე მიწის ექსპულატაციისთვის იჯარას იხდიდა. დროთა

განმავლობაში ეს წესები უფრო და უფრო იხვეწებოდა, რაც საშვალებას აძლევდა გლეხს


მეტად დაკმაყოფილებულიყო ხოლო მემამულე კარგავდა საკუთარ გავლენას და

ავტორიტეტს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. სმითი, ადამ. „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“

წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 274-318 თბილისი: ილიას

სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017

You might also like