You are on page 1of 3

ბექა ჭიღლაშვილი

იმანუელ კანტი იყო გერმანელი ფილოსოფოსი, რომელიც თანამედროვე ფილოსოფიის

ერთ-ერთი უმნიშვენელოვანესი წარმომადგენელია. ის აგრეთვე არის გერმანული

კლასიკური ფილოსოფიის და იდეალიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი. მის შემოქმედებას

ორ ნაწილად ყოფენ წინარეკრიტიკულად და კრიტიკულად. იმანუელ კანტი

მოგვითხრობს თუ რა არის განმანათლებლობა.

განმანათლებლობა თითქოს ნიშნავს ცოდნის გაღრმავებას, მაგრამ იმანუელ კანტის

აზრით განმანათლებლობა გამბედაობაში გამოიხატება. კანტი ამბობს, რომ

განმანათლებლობა გამბედაობაშია და მისთვის საჭიროა თავისუფლება, საკუთარი

გონების გამოყენება და ა.შ ყველა საკითხში. მისი აზრით, უმწიფობაში ყოფნა

ადამიანებისთვის მეტად კომფორტულია. უმწიფობა უუნარობაა და განმანათლებლობა

აქედან გამოსვლას ნიშნავს. თუ ადამიანი უმწიფურია ის მისი ბრალია, რადგან მისი მიზეზი

განსჯის ნაკლულობაში კი არა გადაწყვეტილების და სიმამაცის არქონაშია. კანტი ამბობს,

რომ „გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება!“ ესაა ლოზუნგი განმანათლებლობისა.

არსებობს მიზეზები, რომელათა გამოც ადამიანები სხვა ადამინთა მეურვეებად ადვილად

იქცევიან ხოლმე, მას შემდეგ, რაც ბუნებამ ადამიანები დიდი სხნის წინათ გაათავისუფლა

ხელმძღვანელობისგან. ადამიანები საკუთარ განსჯას არ იყენებენ დამოუკიდებლად,

ტითქოსდა სჭირდებათ ვინმე ვინც თვალს ადევნებს მათ. სამწუხაროდ, როდესაც

ადამიანები ბუნებითი უმწიბურობისგან თავისუფლები არიან ამის შემდეგაც რჩებიან

ვინმეზე დამოკიდებულნი, რაც მათ სილაჩრეზე და სიზარმაცეზე მიგვითითებს.

კანტი უმწიფურობაში გულისხმობს, რომ ის ძალიან ცუდი მომენტია ადამიანის

ცხოვრებაში, რადგან ამ დროს ადამიანი უუნაროა. თუმცა ადამიანის უუნარობა იმ

შემთხვევაშიც შეიძლება ახლდეს თან, როდესაც არჩევნის გაკეთების საშუალება აქვს,

თემცა სხვადასხვა უარყოფითი თვისებების გამო მან ისევ უმწიფურად დარჩენა ამჯობინოს.

კანტი აღნიშნავს ასევე იმას, რომ უმწიფრობაში ყოფნა ერთის მხრივ კომფორტულია,

რადგან შენ არაფრის გაკეთება არ გიწევ, თუ არსებობენ ადამიანები ან საგნები,


რომლებიც გარკვეულ სამსახურს გამოიჩენს შენს მიმართ შენ აბსოლიტურად არ

გჭირდება საკუთარი ძალისხმევის გამოვლენა. ადამიანი, როდესაც ეჩვევა სათაყვანო

უმწიფურ ასაკს, მას უკვე აღარ უნდება მისი დათმობა, არ უნდა საკუთარიი

შესაძლებლობებით რამის გაკეთება და ძალისხმევის დახარჯვა, რადგან ეს უკვე

თანდაყოლილად და ჩვევად აქვს ქცეული. ის მტკიცე არგუმენტებით ამტკიცებს, რომ

საზოგადოება შეიძლება განმანათლებლობას ნელი თემპით მიუახლოვდეს. ამისათვის

საჭიროა, რომ ყველამ ის აკეთოს რაც უნდა, საკუთარი განსჯა შეაწუხოს და არ უყუროს

სხვის ბრძანებებს. კანტი ამბობს რომ, არაფერ სხვას არ შეუძლია ადამიანისთვის

განმანათლებლობის მოტანა, როგორც იმას, რომ ყველამ საკუთარი განსჯა საჯაროდ

მოიხმაროს და ასე ვთქვათ საკუთარი თვალსაწიერი გააფართოვოს. სამწუხაროა ის

ფაქტი, რომ გასათვალისწინებელია, თუ ვინმემ თავი დააღწია უმწიფურობას, უმეცრებას ის

აღარ აძლევს საშვალებას სხვა ადამიანებს, რომ მათსავით თავი დააღწიონ უმწიფურობას.

აქედან გამომდინარე შეიძლება დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ერთი ადამიანის

განვითარება თითქოსდა ხელს უშლის სხვის განვითარებას, რაც ძალზედ სამწუხარო რამ

არის. ის ფაქტიც აღსანიშნავია რომ როდესაც ადამიანი უმწიფურობაშია კოფორტულად

გრძნობს თავს და არ აქვს რაიმეზე სადარდებელი, რადგან თუ რაიმე დასჭირდა ფულით

გადაიხდის. „თუ მაქვს წიგნი, რომელიც განსჯას შემიცვლის, მოძღვარი, რომელიც

სინდისის მაგივრობას გამიწევს, ექიმი, რომელიც დიეტას ჩემს მაგივრად განსაძღვრავს და

ა.შ. - მაშინ საკუთარი ძალისხმევა აღარ მჭირდება“ (კანტი 2017, 312). ადამიანი, რომელი

ასე ფიქრობს მას საზრუნავი აღარ აქ, რადგან ყველაფერის მათ მაგივრად სხვები

აკეთებენ. სწორედ ამ დროს ჩნდებიან მეურვეები, ზედამხედველები ისინი ყველაფერს

გააკეთებენ ოღონდაც ადამიანებზე კონტროლი შეინარჩუნონ. გარკვეული დროის შემდეგ

კი სრულიად დაიმორჩილებენ ხალხს და თავის ზებანე ატარებენ, ხალხს კი არ ექნებათ

იმდენი გონება, რომ შეეწინააღმდეგონ და ამის შემდეგ ადამიანები კარგავენ

თავისუფლებას. მეურვეებში და ზედამხედველებში აქ შეიძლება იგულისხმებოდნენ

მეფეები, მთავრები, ეკლესია და ა.შ. რომლებისაც აღარ სურთ ხალხი გამოფხიზლდეს,

რადგან ასე ისინი კარგი სამართავები არიან და აღარ სვავენ ბევრ კითხვებს.
გამოყენებული ლიტერატურა

1. კანტი, იმანუელ. ,,პასუხი შეკითხვაზე: რა არის განმანათლებლობა“ წიგნში

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 309-318 თბილისი: ილიას სახელმწიფო

უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017

You might also like