You are on page 1of 3

დავალება 1

სტუდენტი: ტასო დოლიძე

პლატონი
კაცობრიობის განვითარება უმეტესად ისეთი ინდივიდების დამსახურებაა
რომლებიც ყოველდღიურობის სრულყოფას და მომავლის უზრუნველყოფას
ცდილობდნენ. თუმცა არსებული რეალობის შექმნა სულაც არ იყო იოლი პროცესი,
მრავალი გამოწვევის და დაბრკოლების გადალახვა გახდა საჭირო რომ
საზოგადოებას მიეღწია განვითარების არსებული დონისთვის. ამ პროცესში,
საუკუნეების განმავლობაში, უამრავ ბრწყინვალე და ნიჭიერ მოღვაწეს აქვს წვლილი
შეტანილი. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პიროვნება უდიდესი ბერძენი
ფილოსოფოსი პლატონი გახლდათ. პლატონი ფილოსოფოს სოკრატეს მოწაფე და
არისტოტელეს მენტორი იყო, თავისი ნაშრომების დამსახურებით მან უდიდესი
გავლენა მოახდინა დასავლური ცივილიზაციის განვითარებაზე. მის მიერ
დაარსებული აკადემიის დახურვა 529 წელს ითვლება ანტიკური ეპოქის დასარულად
და შუა საუკუნეების პერიოდის დასაწყისად,

მისი ნაწარმოები „სახელმწიფო“ ერთ-ერთი უდიდესი ნაშრომია, რომელშიც ავტორი


სამართლიანობის და ჭეშმარიტების რაობას განიხილავს. პლატონი თვლიდა რომ
იდეალური სამყაროს არსებობისთვის საჭირო იყო მართვის სათავაში
ფილოსოფოსები ყოფილიყვნენ . მისი აზრით , მხოლოდ მათ აქვთ უნარი აღიქვან
ყველა საჭირო იდეის არსი.

,,სახელმწიფოში“ დიდი ნაწილი ეთმობა სიკეთის იდეეის განხილვას . პლატონს


მიაჩნდა რომ ფილოსოფია იდეების და შეხედულებების სისტემაა სრულიად
სამყაროს შესახებ. მათი მიზანია სწორედ აღწერონ ადამიანის როლი საზოგადოებაში
და სახელმწიფოს სრულფასოვან არსებობაში. არასწორია ის რომ , ადამიანი მხოლოდ
უსიტყო მორჩილების აღსრულების მიზნით უნდა ცხოვრობდეს. მათ სიკეთის იდეა
უნდა ამოძრავებდეთ. პლატონი სიკეთის იდეას ადარებს მზეს რადგან ისევე
როგორც ხილული სამყაროს აღქმა ჩვენ შეგვიძლია მზის სხივებით და სინათლით ,
ისევე შეიძლება პარალელური მიღმიერი სამყაროს დანახვა სიკეთის იდეეით. სიკეთე
როგორც უმაღლესი იდეა შემეცნების და ჭეშმარიტებასთან ზიარების საფუძველია ,
ისევე როგორც მზე არის აღქმადობის და ქმედითუნარიანობის საფუძველი.

სიკეთის არსი იმაში მდგომარეობს , რომ ადამიანებს დაგვეხმაროს იმის გააზრებაში


თუ რა რისთვის გამოდგება და რა დანიშნულების მატარებელია იგი. გამოდის რომ
როდესაც ადამიანის მთავარ მამოძრავებელი ძალა სიკეთეა , ჩვენი ქმედებები
ავტომატურად სამართლიანი ხდება . პლატონის აზრით სამართლიანობის უნარი
თითოეულ საზოგადოების წევრს უნდა გააჩნდეს ხოლო წესრიგი უნდა
წარმოსდგებოდეს როგორც სახელმწიფოს ხატი.

სიკეთეში არ არის დაშვებული განსხვავებულობა , რადგან განსხვავებულობა იწვევს


მრავალსფეროვნებას. მრავალფეროვნება ერთის ბუნებისთვის მიუღებელია, მაგრამ
თუ არსებული ნაწილები ერთმანეთთან ჰარმონიულ დამოკიდებულაში არიან , ეს
წესრიგის გარანტიაა. პლატონის მოძღვრება მიუღებელი იქნებოდა თუ იგი
სრულიად უარყოფდა სხვა იდეების არსებობას და შესაბამისად შემეცნების უნარს
შეუძლებელს გახდიდა.

პლატონი შესანიშნავ მეტაფორას იყენებს და რეალური სამყაროს ადარებს მღვიმეს,


სადაც ადამიანები ჯაჭვით დაუბამთ და მათ უკან დანთებული ცეცხლის სინათლის
მეშვეობით მხოლოდ საგანის ჩრდილებს და ანარეკლებს ხედავენ, მაგრამ, თუ ისინი
თავს დააღწევენ გამოქვაბულს და ზევით ამოვლენ, დაინახავენ თვით ამ საგნებსაც.
უმეცარი ადამიანი, რომელიც გამოქვაბულში ატარებს მთელ თავის ცხოვრებას,
კმაყოფილია ასეთი ყიფით და ვერ ხვდება, ვერ იაზრებს რომ რეალური, ნამდვილი
სამყარო სწორედ გამოქვაბულის მიღმა არსებობს. გამოქვაბული კი ამ რეალური
სამყაროს ანარეკლია. ამით პლატონი მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს, ერთი
შეხედვით, მთელი არსებული რეალობა მხოლოდ მატერიალური სამყაროს სახით
წარმოუდგენია. გამოქვაბული ასახავს ჩვენს რეალურად სამყაროს , ხოლო
გამოქვაბულის მიღმა არსებული რეალობა - იდეების სამყაროს. ერთ-ერთი ადამიანი,
რომელიც გამოქვაბულს თავს აღწევს ხვდება რომ ირეალურ სამყაროში ცხოვრობდა
და აქამდე მხოლოდ ცხოვრების ანარეკლს უყურებდა, ამის შემდეგ იწყებს
იდეებისკენ ანუ სინათლისკენ და სიკეთისკენ სწრაფვას იწყებს, სიკეთე - პლატონის
თქმით, აძლევს დასაბამს ხილულსაც და უხილავსაც. ის ეხმარება ადამიანს
განთავისუფლდეს ცხოვრების ბორკილებისგან, თავისუფლება კი, თავის მხრივ,
აძლევს საშუალებას ადამიანს შეიმეცნოს საკუთარი თავი და შემდეგ თვით სამყარო.

პლატონი კიდევ ერთ საინტერესო საკითხს ეხება დაგვთავაზობს რომ არსებული


სამყარო წარმოვიგინოთ დანაწევრებული წრფეების სახით . პლატონის წრფეზე
ყველაზე დიდი სეგმენტი უკავია იდეების სფეროს, სიკეთის იდეას, რამდენადაც,
ფილოსოფოსის აზრით, სწორედ ის ასახავს ყველაზე მეტ სინამდვილეს, ჭეშმარიტ
რეალობას.

აღსანიშნავია ისიც რომ პლატონი არ ქმნის იდეალურ სამყაროს , არამედ აანალიზებს


რეალურ ფაქტებს და ცდილობს იგი სტრუქურულად მოაწესრიგოს.მისი მთავარი
არსი სწორედ ისაა რომ ამ მზის, სიკეთის იდეის შეცნობის შემდეგ, დაბრუნდეს უკან
გამოქვაბულში და აუხსნას იქ მყოფებს რომ ისინიც გავიდნენ ამ არაჭეშმარიტი
სამყაროდან და დაადგნენ შემეცნების გზას. პლატონი თვლის , რომ სახელმწიფო
ერთადერთი საშუალებაა საზოგადოებაში სიკეთის და სამართლიანობის
დასამყარებლად. ხოლო ამ სახელმწიფოს მმართველებათ ფილოსოფოსებს
მოიაზრებს რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ განჭვრიტონ იდეური სამყარო .
ადამიანის სულსაც შეუძლია განჭვრიტოს სიკეთე და ჭეშმარიტება . სწორედ სულის
უნარიანობის მიხედვით ყოფს პლატონი ფილოსოფოსებს და რიგით სახელმწიფო
მოქალაქეებს.

You might also like