You are on page 1of 5

კინო-ტელე მხატვრობა, კესანე ბაბუნაშვილი, IV კურსი.

ხელოვნების ფილოსოფია.

“ნამდვილი და მოჩვენებითი შრომა”

შრომის კონცეპტი სავარაუდოდ ერთ-ერთი პირველი რამ არის, რაც ადამიანის


გონებამ შეიცნო. ბრძოლა გადარჩენისთვის სხვა არაფერია, ვიდრე შრომა
გადარჩენისთვის, ადრე ადამიანი შრომობდა რომ არ მომკვდარიყო , გადარჩენილიყო
გარეული ცხოველის თავდასხმას, ქონოდა უსაფრთხო თავშესაფარი და საჭმელი ,
პრიმიტიული ცხოვრებით ცხოვრობდა, შეიძლება ითქვას ამ რამოდენიმე თემის გარდა
საფიქრალი არც ჰქონდა, მაგრამ შრომა სჭირდებოდა არსებობის პირველივე დღიდან .
დღეს შრომა ბევრი იარლიყის ქვეშ არის მოქცეული, დღევანდელი ადამიანი შრომობს
იმისთვის, რომ წარმატებული ცხოვრებით იცხოვროს, მიიღოს “ის”, გახდეს “ეს”, წავიდეს
“იქ”, დაამტკიცოს “ეს”. ეს მიზეზები ბუნებრივია დიდ რიცხვებში მხოლოდ ბედნიერ
დასავლეთში გამოისახება, დანარჩენი მსოფლიო კი.. საბოლოო ჯამში, საიდანაც არ უნდა
მოუარო დღევანდელი ადამიანი შრომობს იმისვის, რომ არ მოკვდეს , სწორედ ისევე ,
როგორც ათი ათასობით წლის წინ შრომობდა. სამწუხაროდ გასაგებია, რომ ყველა
ცოცხალი ადამიანი განწირულია შრომისთვის, რაც რაღაც კონტექსტში შეიძლება
თავისუფლების იდეალის მიუღწევლობას ნიშნავდეს. რაც თავის მხრივ სევდიანი
საფიქრალია. ცხოვრება შენია, საღამოს 6 საათიდან ღამის 12 საათამდე, თუმცა ამაზე
დიდიხანი ფიქრი ისეთ ადგილებში წაგვიყვანს, რომლის წინააღმდეგ ამხედრებაც
საზოგადოებრივ სტრუქტურებზე უარის თქმას და საერთოდ ახალი საზოგადოების
ჩამოყალიბებას გულისხმობს, რაც მემგონი არავის სასურველი შაბათი საღამო არ არის .
ჩემი სურვილია განვიხილო ჩვენი დღევანდელი საკითხი: “თავისუფალი და მოჩვენებითი
შრომა”.

შრომა შეგვიძლია რამოდენიმე ნაწილად განვიხილოთ:

მნიშვნელოვანი შრომა: ზოგი ფილოსოსოფი ხაზს უსვამს იმას, რომ ნამდივლი


შრომა ინდივიდის ინტელექტუალურ, ემოციურ და სულიერ ჩართულობას მოითხოვს ,
შრომა, მხოლოდ მაშინ ხდება “რეალური”, როდესაც კრეატიულობას, პრობლემების
გადაჭრას და ადამიანის პირად და სოციალურ განვითარებას მოიცავს . ეს ხედვა
ხელოვნების სფეროებს, მეცნიერებას და ფილოსოფიას “ნამდვილ” შრომას ეძახის ,
რადგან ისინი რეალურ კონტრიბუციას ახდნენენ საზოგადოებრივ კეთილყოფაზე . მეორე
მხრივ დიდხანს თუ ვიფიქრებთ ამაზე და საზოგადოებას ამისკენ მოვუწოდებთ ,
ფეხსაცმელები აღარ გვენქება, იმიტომრომ ფეხსაცმლის შეკერვა “არარეალური ”
სამსახურია. სასაცილოა, აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის ნებისმიერ ხელოვანთან
გასაუბრებისას დაინახავთ, რამდენად უბედურია ის მისი საქმის უშუალო “შრომის ”
კომპონენტით. აქ ძალიან ბევრი პერსპექტივა არსებობს, ხელოვანი, რომელიც
იძულებულია დახატოს ის, რაც გაიყიდება, მეცნიერი, რომელიც წლები უზის ერთ
თეორემას, იმისთვის, რომ გვიან მივიდეს მეუღლესთან და საბოლოოდ, როდესაც
დაბეჭდავს წიგნს, მეორე დღეს ვიღაც შვედი მეცნიერების ნაშრომი გამოვიდეს , რომელიც
სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს, საზარელია. შეიძლება მეცნიერი და მხატვარი
ყველაზე ბედნიერია, როდესაც იმ ზუსტ აღმოჩენა გააკეთებს ან “იმ ზუსტ ” კომპოზიციას
მოხაზავს, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ბევრად ბედნიერია ის კაცი, რომელიც მანქანას
საბურავებს გამოუცვლის და საღამოს მის ცოლ-შვილთან შეძლებს ბედნიერი დღის
გატარებას იმაზე ფიქრის გარეშე, თუ რატომ არ გამოსდის ის ნახატი, ან რა აზრი აქვს
საერთოდ ცხოვრებას? ეს ბუნებრივია ამ ხალხის საყვარელ ადამიანებს აგიჟებს , “რატომ
არ მელაპრაკება 3 დღის განმალობაში?” რეალურად კი შემოქმედებით განცდაშია , რაც
ხშირად ძალიან სახარბიელო გრძნობაა, თუმცა ამდენადვე ხშირად არა . არის რაღაც
მშვიდი და სტაბილური სამსახურის კონკრეტულობაში. შეიძლება განვიხილოთ ისიც , რომ
რაც ნაკლებ განვითარებას გთხოვს სამსახური, მით მეტი ადგილი გაქვს ცხოვრებაში რომ
განვითარდე და რეალურად იცხოვრო. ამის კონტრარგუმენტი კი ის არის , რომ ცხოვრება
განუყოფელია იმ შრომისგან, რომელიც ხელოვან ხალხს გვაქვს და ასე მივდივართ
კონტრარგუმენტების მთელ სერიასთან, რომელიც ჯობს აქვე დავასრულო და პლატონის
მხრიდან დაგანახოთ შრომის საკითხი.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ არსებობს შრომის, როგორც კმაყოფილების განხილვის


ვარიანტი, ისევე, როგორც შრომა, როგორც საზოგადოებისთვის კონტრიბუცია ,როგორც
ადამიანური თვითკმაყოფა, სოციალური პროგრესი, იდენტობა და მნიშვნელობა .

პლატონის მეშვიდე წიგნი, “რესპუბლიკა” ეხმაურება შრომის იდეას, მისი მიერ


შექმნილი იდეალური საზოგადოების კონტექსტში. ამ წიგნში, პლატონი ადამიანების
როლებს და ფუნქციებს განიხილავს, რომელთა ერთიანობაც იდეალურ ჰარმონიას
შექმნიდა. პლატონი, მის სოციალურ უტოპიაში ადამიანებს სამ კლასად ანსხვავებს :
მომპოვებლებად ან მომუშავეებად, სამხედროებად ან მებრძოლებად და
ზედამხედველებად ან მმართველებად. მომუშავეები პასუხისმგებლები იყვნენ
საზოგადოებისთვის ყველაზე ფუძისეული საჭიროებების უზრუნველყოფაზე , როგორიც
იყო: საჭმელი, საცხოვრებელი, წამლები და ასე შემდეგ. ისინი სხვადასხვა ტიპის შრომაში
იღებდნენ მონაწილეობას, მიწათმოქმედებაში, ხელობაში, ვაჭრობაში და სხვა . პლატონი
ხაზს უსვამს ამ კლასში არსებული თითოეული ინდივიდის აუცილებლობას , რომ შეიქმნას
იდეალური “შრომითი ჯაჭვი”. ამასთან ერთად პლატონს შემოაქვს შრომის
სპეციალიზაციის თემატიკაც, სადაც ინდივიდი ფოკურისებულია კონკრეტულ დავალებაზე
რომელიც საუკეთესოდ მიესადაგება მის შესაძლებლობებს და უნარებს . ის გვთავაზობს
იდეას, რომ სამუშაოს სპეციალიზაცია მშრომელების კიდევ უფრო მეტად დახვეწას
განაპირობებს მათ კონკრეტულ ქვე-სპეციალობაში და ამით ისინი საკუთარ თავსაც და
საზოგადოებასაც კეთილდღეობას მოუტანენ. რაც შექმნიდა უკეთ ფუნქციონირებად
კომუნას. იერარქიის შემდეგ ნაბიჯზე მებრძოლები იყვნენ, რომლებსაც საზოგადოების და
პოლისის დაცვა ევალებოდათ. ისინი ადრეულად ნავარჯიშევნი იქნებოდნენ სწორედ ამ
მიზნისთვის, რითაც სოციუმის სტაბილურობას და უსაფრთხოებას განაპირობებდნენ .
პლატონი ხაზს უსმევდა მათი როლის მნიშვნელობას წესრიგის შენარჩუნებაში და
პოლისის ინტერესების დაცვაში. ეერარქიის თავში მმართველები იდგნენ ანუ ის
ინდივიდები, რომლებიც ყველაზე მეტ ფილოსოფიურ ხედვას ატარებდნენ . პლატონი მათ
სახავდა, როგორც ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებას გზას გაუკვალავდნენ
ინტელექტისაკენ. ამის აღსაწერად იგი გვისახავს შემდეგ სურათს, გამოქვაბულში
მიჯაჭვულები არიან ადამიანები, ისინი იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ , მეტი არაფერი
იციან, გამოქვაბულში შუქი სუსტად შემოდის, ამ გამოქვაბულიდან მიდის გზა, სადაც
ადამიანები ჩვეულებრივ მოძრაობენ, გამოქვაბულში კი დამწყვდეული პირებისთვის
მხოლოდ მათი ჩრდილებია აღქმადი, შესაბამისად ტყვეებისთვის რეალობა მხოლოდ იმ
ჩრდილებშია. ერთხელ რამოდენიმე ტყვე განთავისუფლდება და შეიცნობს სამყაროს
გამოქვაბულს გარეთ, შესაბამისად მათი რეალობა იცვლება, ისინი აანალიზებენ რომ ის
ჩრდილები რეალურად ადამიანები იყვნენ და ესახეათ ახალი კონცეპტები , თვალები
ეხილებათ. განთავისუფლებულები ბრუნდებიან გამოქვაბულში და მათი სოციალური
ვალდებულებაა, ეს ცოდნა დამწყვდეულებს, ჯერ კიდევ თვალაუხელელ ადამიანებს
გადასცენ. ბუნებრივია მათთვის რთული და ზოგჯერ დაუჯერებელიც იქნება ჭეშმარიტების
გაგება ან მიღება, მაგრამ ვალდებულება ახსნის, მაინც არსებობს. Ზუსტად ეს როლი უნდა
ქონოდა მმართველს პოლისში, მათი როლი მხოლოდ მართვას არ მოისაზრებდა, არამედ
მასთან ერთად საზოგადოების მორალური და ინტელექტუალური ღირსებების დახვეწას .
პლატონის მეშვიდე წერილშიც, რომელიც მისი პირველი ნაწერია სადაც საკუთარ თავზე
და გადამხდარ ამბებზე გვიამბობს, იგი ამ იდეებს ეხება, მთელი კონფლიქტი
დიონისიოსთან სწორედ ამის გამოა სექმნილი, რომ ის არ ცდილობს მართოს, როგორც
ფილოსოფოსი, არამედ მისი გზები ტირანულია.

წიგნი შრომის ფასს მისი მატერიალური ფასეულობის, სავაჭრო ფასის გარეთ


განიხილავს, პლატონი მის სოციალურ და რაციონალურ სიღრმეებში ჩადის, იგი ხაზს
უსვამს შრომის მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივ სტრუქტურებსა და ინდივიდის
კეთილყოფაში. ტექსტი განსაკუთრებით წინა პლანზე წამოწევს იმას, თუ ინდივიდთა
შრომის მიერ შექმნილი ქსელი რამდენად დიდ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს
სოციალურ სტრუქტურებში და ხალხთა შორის ურთიერთობებში. ამასთან ერთად
უღრმავდება შრომის კავშირს ადამიანის პოტენციალსა და თვითგამოხატულებასთან, ეს
თემატიკა პლატონის მიერ დახატული შრომის სურათს იმეორებს, სადაც ის შრომას
უკავშირებს იმ გზასთან, რომელსაც ინდივიდი მისივე დამსახურებით გადის, იმისათვის
რომ შეიძინოს და განავითაროს საკუთარი უნარები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
ხედვის წერტილი ტექსტში შრომის ღირსების გარშემო ტრიალებს. რაც პლატონის შრომის
ინდივიდუალური და საზოგადოებრივი მნიშნველობის განხილვარ უკავშირდება, სადაც
ფილოსოფოსი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ავტონომიას და თავმოყვარეობას
ანიჭებს, რომელიც ადამიანისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებიდან გამომდინარეობს.

ამასთან დამატებით, შრომაზე იდეაფიქსის მქონე კულტურების მიმართ არსებული


სკეპტიკურობა თანამედროვე საზოგადოებაში პირდაპირ პარალელურია პლატონის
ნამდვილი და მოჩვენებითი შრომის კონცეპტისა. ეს კრიტიკული ანალიზი ნათელს ჰფენს
დღევანდელი დღის სამუშაო პირობების უქონლობას, რაც პირდაპირ უკავშირდება
პლატონის “შრომის ზეგავლენას სოციალურ კონტექსტებში”. საბოლოო ჯამში,
თანამედროვე თვალით დანახული პლატონის მიერ დახატული კომპლექსური
ფასეულობების შემცველი და სკეპტიციზმით სავსე ნაშრომი რომელიც მიმართული
შრომაზე კონცენტრირებული საზოგადოებების მიმართ, გვაწვდის ნიუანსირებულ
თვალთახედვას, რომელიც პარალელს ავლებს და ამდიდრებს პლატონის დისკუსს
შრომის შინაარსზე წიგნ “რესპუბლიკაში”. ეს თემები ერთიანად ხაზს უსვამს შრომის
ბუნებაზე არსებულ დიალოგს და მის სოციალურ მნიშვნელობას სხვადასხვა კონტექსტებსა
და დროში.

გარდა პლატონისა, შრომის საკითხს სხა ფილოსოფოსებიც განიხილავდნენ,


მაგალითად კარლ მარქსი შრომას ადამიანთა რასის არსებობის ცენტრად აღიქვამდა ,
რომელიც აუცილებელი იყო ჩვენთვის, იმისათვის, რომ საზოგადოება
ჩამოგვეყალიბებინა და ურთიერთობები დაგვემყარებინა ერთმანეთთან . ის განიხილავს
შრომის გაუცხოებას კაპიტალისტურ სამყაროში, სადაც მომუშავე მოშორებულია
პროდუქტს, რომელსაც ქმნის, უშუალოდ შრომის პროცესს, მის თანამშრომლებს და
საბოლოოდ საკუთარ ადამიანურობასაც. სწორედ ეს გაუცხოვება აძლევს ადამიანს
უძლურობის შეგრძნებას, აცალკევებს ადამიანურობისაგან და უფრო ღრმა , ბნელ
ლაბირინთს ქმნის იმ ზეგავლენისას, რომელსაც შრომა ინდივიდზე ახდენს . ადამ სმიტი ამ
დისკუსში მონაწილეობას იღებს და ხაზს უსვამს დღევანდელი შრომის წესრიგთან
დაკავშირებულ ეფექტურობას და პროდუქტიულობას. ის ამბობს, რომ საქმის
კომპონენტებად დანაწევრება შედეგს აუმჯობესებს. თუმცა ამ გაუმჯობესებას თავისი
მინუსები აქვს, როგორებიცაა: მომუშვეთა უნარების და ავტონომიის დაქვეითება , მათი
თვითკმაყოფილების შეგრძნების და საქმით კმაყოფილების დაცემა.

ემილ დიურკჰემი, სხვა მიმართულებას იღებს, იგი შრომას აღიქვამდა , როგორც


სოციალური ინტეგრაციისთვის არსებულ აუცილებელ მექნიზმს. ის ხაზს უსმევდა , რომ
შრომა საზოგადოეას საერთო ფასეულობების და ნორმების შექმნის ხარჯზე აერთიანებდა .
მისი აზრით ისინდივიდებს შორის სოლიდარობის კონცეპტს ქმნიდა , რომელიც
სოციალურ სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ამ კუთხიდან დანახული შრომა ხალხის
ძალას აერთიანებს და რეპეტიციით ერთიანობას ქმნის, შეგრძნებას , თითქოს ადამიანი
საჭირო და ერთმანეთთან დაკავშირებულია, შეიძლება შენც ლურსმანს აჭედებ , მაგრამ
ასევე აკეთებს ათასობით და ათიათასობით ადამიანი და მეტ-ნაკლებად ის შეგრძნება ,
რომ ისიც შენნაირია ერთგვარ სიმშვიდეს გმატებს. ბუნებრივია ეს ამ კონცეპტზე
საფიქრალად საკმაოდ კომუნისტური ხედვაა, თუმცა ვხედავ როგორ შეიძლება
აკურატულიც იყოს ადამინის ბუნებიდან გამომდინარე, ყოველთვის იპოვოს თავისნაირი
და ყველაფერში ფამილიარულობა მოძებნოს. ჯონ სტიუარტ მილი გვთავაზობდა მის
ხედვას, რომლის მიხედვითაც ადამიანის შესაძლებლობა, აერჩია საკუთარი სამუშაო
აუცილებელი იყო, მეტის ეს იყო უფლება, რომელიც ყველას უნდა ქონოდა. მან განიხილა ,
რამდენად დამაზიანებელი შეიძლებოდა ოპრესიული და შემზღუდავი სამუშო პირობები
ყოფილიყო, რაც ადამიანის ინდივიდუალურ თავისუფლებას, თვითგავნითარებას და
თვითრეალიზაციას შეზღუდავდა. მილის პერსპექტივა ხაზს უსმევს შრომის ეთიკურ
სიღრმეეს და მხარში ამოუდგება იმ გარემოებებს, რომლებიც ინდივიდის თავისუფლებას
უწყობს ხელს სამუშაო გარემოში. ბუნებრივია ამ საკითხთან დაკავშირებული აზრები და
ფილოსოფოსთა ნააზრევები აქ არ მთავრება, თუმცა იმედი მაქვს ამ მოკლე დროში
შევძელი შესაბამისი ანალიზი გამეკეთბინა ამ თემასთან დაკავშირებით .

დიდი მადლობა!

You might also like