You are on page 1of 1

პლატონი – სახელმწიფო

პლატონის ,,სახელმწიფო’’ თანამედროვე აზროვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთი


უმთავრესი ფუძემდებლური ნაშრომია. ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე შექმნილი
ამ ნაშრომის მთელი უნიკალურობა იმაშია, რომ დღევანდელი სტანდარტების
პირობებშიც თამამად შეიძლება მასში მოყვანილი არგუმენტების გამოყენება და
მორგება. პლატონი საუკეთესოდ თვლის არისტოკრატიულ რესპუბლიკას და
არისტოკრატიულ მონარქიას. მას სურდა სახელმწიფოში მოეხსნა მემკვიდრეობითი
კლასები, რადგან თვლიდა, რომ ეს სოციალური უბედურების მიზეზი იყო. სავარაუდოა,
რომ ,პლატონის აზრით, ჭეშმარიტება მართლაც დიალოგებისა და კამათის საშუალებით
იბადება მასებს შორის. აქვე ყურადსაღებია მდგომარეობა, რომლის მიხედვით,
პლატონის იდეური მოქმედების სფერო თავისი მასწავლებლის, სოკრატეს, გლავკონისა
და ადიმანტეს საუბრით შემოიფარგლება. სწორედ მათი დიალოგი განაპირობებს ,
ავითარებს სიუჟეტს და სწორედ მათ საუბარში ვეზიარებით პლატონის
კოსმოპოლიტიზმსა და მოსაზრებებს.პლატონი წინა პლანზე წამოჭრის იდეას, რომლის
მიხედვით, სახელმწიფოს მართვა ყველაზე უკეთ ფილოსოფოსებს შეუძლიათ, მოცემულ
მოსაზრებას იგი მრავალი არგუმენტის საშუალებით წარმოგვიდგენს. ერთი შეხედვით ამ
პარადოქსულ აზრს, მართლაც, საღ და რელევანტურ იდეად წარმოგვიჩენს. ამისათვის
იყენებს შედარების სამ მაგალითს: მზის შედარებას, წრფის შედარებასა და მღვიმის
ალეგორიას. თითოეული მათგანი რელევანტურ მოსაზრებებს შეიცავს. სამყარო,
რომელიც იდეურია, და , რომელსაც ადამიანის თვალი ვერ წვდება, მისთვის
ასოცირდება იმავე დატვირთვით , როგორიც მზეს აქვს თითოეული ინდივიდის
სამყაროში. მზე სიცოცხლის საწყისს, ფუნდამენტს , იმედს წარმოადგენს, შესაბამისად,
პლატონს სურს, წარმოგვიჩინოს , რომ მხოლოდ ხილული საგნების ცქერა არ არის
მართებული ქცევა, პირიქით , ის ჩვენს მოვალეობად თვლის , რომ თითოეული ხილული
საგნის მიღმა დავინახოთ იდეური სამყარო, რომელიც ღრმა შინაარსობრივ მხარეს
ანიჭებს უპირატესობას. მართლაც ,და იქნებ ჩვენ , მოკვდავებს, ჩვენი ყოველდღიური
გულგრილობიდან გამომდინარე, სრულიად შეუმჩნევლად გვრჩება ის დიდი სიღრმე,
რომელიც საგნებს გააჩნია?! რიტორიკულ კითხვაზე პასუხი აშკარააა. შეუძლებელია
სოციუმის ნამდვილ წევრად აღიქვა საკუთარი პიროვნება და ეს უკანასკნელი უბრალოდ
უგულებელყო. რაც შეეხება წრფის შედარებას, ეს უკანასკნელი განამტკიცებს მზის
შედარებაში წარმოდგენილ მოსაზრებას. პლატონის აზრით, უდიდესი ადგილი ზოგადად
ადამიანის ცხოვრებაში ეთმობა იდეებს, სწორედ ამ ფაქტის ავთენტურობის
გასამყარებლად მოიყვანა წრფის მაგალითი. მღვიმის ალეგორია კი პირდაპირ
ცხადყოფს ჩვენს რეალობას. ჩვენი სამყარო მან მღვიმის სახით წარმოისახა, ადამიანები
კი იმ ბრბოს ნაწილად წარმოაჩინა, რომლებიც ჯაჭვების საშუალებით განწირულები
არიან და რომელთა საზრუნავს მხოლოდ უკან არსებული ჩრდილების დანახვა
წარმოადგენს. პლატონი აქვე საუბრობს სიკეთის იდეის შესახებ. იგი მიიჩნევს, რომ ამ
სამყაროს ფუნდამენტს სწორედ ეს იდეა წარმოადგენს. მისთვის, როგორც უდიდესი
მაოზროვნისთვის, სიკეთის იდეა არის სწორედ ის , რაც პირდაპირ უკავშირდება საგნის
დანიშნულებას,იმას , რის გამოც შექმნილია ესა თუ ის ობიექტი.

წყარო:
https://burusi.wordpress.com/2013/02/10/platon-2/
https://semioticsjournal.wordpress.com/2010/08/21/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98-
%E1%83%97%E1%83%94%E1%83%95%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-_-
%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C
%E1%83%98%E1%83%A1-%E2%80%9D%E1%83%92/
https://socpoldigest.blogspot.com/2013/01/blog-post_30.html

You might also like