You are on page 1of 4

მღვიმის ალეგორია

სევილ ნაბიევა

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, ბაკალავრიატი

პროგრამა: შესავალი თანამედროვე აზროვნებაში

სამეცნიერო ხელმძღვანელი: მარიამ დალაქიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2019
მღვიმის ალეგორია არის ისტორია, სადაც პლატონი ადარებს განათლებისა და
გაუნათლებლობის ეფექტს ჩვენს ბუნებაზე. გამოქვაბულის მცხოვრები არიან
ადამიანები ფილოსოფიის გაცნობამდე და მზე არის ცოდნა, მიზეზი, რომელიც გონებას
გვინათებს. ავტორი თავის ნაშრომში გვიამბობს ისტორიას რამდენიმე ადამიანზე,
რომლებიც დამწყვდეული არიან გამოქვაბულში. ისინი დაბადებიდანვე აქ ცხოვრობენ
და არაფერი იციან გარე სამყაროს შესახებ. აქ მცხოვრე ადამიანებს თავი ფიქრით
არასდროს არ შეეწუხებიათ. ისე, რომ მათ არასდროს არ იფიქრებიათ თუ რა არის
სინამდვილეში, რა არსებობს იმ კედლების მიღმა. აქ სინათლე არ არის და ერთადერთი,
რასაც ხედავენ ეს არის კედლებზე გაჩენილი ჩრდილები და მეტი არაფერი. ეს
ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს ჩრდილები ნამდვილია და თუკი მეტ ყურადღებას
დაუტმობენ მათი გაანალიზებას, მაშინ ცხოვრებაში უფრო წარმატებულნი იქნებიან,
თუმცა დიდად ცდებიან. მღვიმის ისტორიის მიხედვით, ავტორს ზუსტად იმის თქმა
უნდა, რომ ყველა ადამიანი უნდა მისწრაფებოდეს ჭეშმარიტობისკენ და სიკეთისკენ,
თუ სურთ გონივრულად იცხოვრონ საზოგადოებაში. პლატონს კი მიაჩნია, რომ ეს
პროცესი შესაძლებელია თვითდაკვირვების და ასევე სხვაზე დაკვირვების გზით
დაისწავლოს ადამიანმა. ავტორი ასევე ხაზს უსვამს იმაზე, რომ იმის შემდეგ, რაც
გაუნათლებელმა ადამიანმა, რომელმაც დაინახა ნამდვილი სამყარო, დაიწყო
აზროვნება და შეიცნო სიკეთის იდეა, ვალდებულია რომ სხვა დანარჩენ ადამიანებსაც
გაუზიაროს თავისი ცოდნა. სიკეთის იდეა კი, ავტორის აზრით იმაში მდგომარეობს,
რომ ადამიანის გონება და სული უნდა სიკეთისკენ იყოს მიმართული. ისე, რომ მან
არამარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვაზეც უნდა იზრუნოს და დაეხმაროს კიდეც
სიბნელიდან სინათლეში გასვლისას.

როგორც გამოქვაბულის შემთხვევაში ნახსენები იყო, რომ სიკეთის და


ჭეშმარიტობის მოსაპოვებლად ადამიანმა უნდა მიმართოს ისეთ ხერხებს, როგორიცაა
აზროვნება, დაკვირვება, სხვაზე ზრუნვა და სიბოროტის გამორიცხვა. ზუსტად ეს ის
მოთხოვნებებია, რომელიც ავტორი სახელმწიფოს მოწყობის პროცესში აღწერს. იგი
მიუთითებს, რომ სახელმწიფო წყობილება ბევრად დამოკიდებულია მის
მოქალაქეებზე. პლატონი ამბობს, რომ მოსახლეობა, რომელიც ემორჩილება არსებულ
წესებს, სამართლიანად იქცევა და უზრუნველყოფს ყველა ის მოთხოვნებებს, შეუძლია
მიაღწიოს როგორც წარმატებას, ასევე კეთილდღეობას. ავტორი ასევე ხაზს უსვამს
იმაზე, რომ აუცილებელია მოქალაქეებმა ერთმანეთზე იზრუნონ და სიკეთით
განწყობილნი იყვნენ ერთმანეთის მიმართ. ავტორის აზრით, რაც არ უნდა გააკეთოს
ადამიანმა, მისი ნებისმიერი ქმედება უნდა მიმართული იყოს სიკეთისკენ და
სასარგებლო იყოს სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის. პლატონის მაგალითებიდან
გამომდინარე, ცხადია, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანების ერთად
თანამშრომლობა, რათა დაიკმაყოფილონ ისეთ მოთხოვნილებებს, რომლებიც საჭიროა
სიცოცხლისთვის.

2
პლატონი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ ძალიან რთულია სახელმწიფოს
მმართველად სათანადო ადამიანის არჩევა. მისი აზრით, ერთის მხვრივ, არ არსებობს
სრულყოფილი ადამიანი, რომელშიც განთავისუბული იქნება ყველა ის თვისებები, რაც
აუცილებელია მმართველისთვის. მეორეს მხვრივ, ისიც რთული იქნება თუ ცარიელ
გონებას ჩავუნერგებთ ცოდნას და მერე ცარიელ სულში შტაგონებას. აქედან
გამომდინარე, ავტორს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მთავარი აუცილებლად უნდა იყოს
ფილოსოფოსი. პლატონის აზრით, ფილოსოფოსი, რომელიც სავსეა ცოდნით, იმ
თვისებებით, რაც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არ არის დამახასიათებელი.
ფილოსოფოსს გააჩნია ისეთი უნარი, როგორიცაა მისწრაფვა ახალი ცოდნის შეძენისკენ,
ადამიანის, როგორც ერთი მთლიანობის შესწავლისკენ. ეს ადამიანები, როგორც
პლატონს მიაჩნია, არიან ჭკვიანები და ბავშვობიდან ჩამოყალიბებული აქვთ ემპატიის
უნარი. მათ ყველაზე უკეთ შეუძლიათ გაიგონ ადამიანის ბუნება და ასევე შეუძლიათ
იპოვონ გასაღებს კონკრეტული სიტუაციის ასახსნელად. ავტორის აზრით კი,
ფილოსოფოსის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა სიბრძნისმოყვარეობა და რა თქმა
უნდა სიკეთით სავსე და ჭეშმარიტობის ძიებისკენ იყოს მიმართული. “ჭეშმარიტობის
ჭვრეტას უნდა ცდილობდეს ყველა, ვისაც სურს გონივრულად იქცეოდეს როგორც
კერძო, ისე სზოგადოებრივ ცხოვრებაშიც“ (პლატონი 2019, 43). თუკი სახელმწიფოს
მმაართვველად აირჩევენ ვინმეს, ის ადამიანი უდავოდ ფილოსოფოსი უნდა იყოს,
იმიტომ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ვის ხელში იქნება სახელმწიფოს და ასევე
მოსახლეობის ბედი.

პლატონისთვის სრულყოფილი და იდეაულური მმართველი უპირველეს


ყოვლისა უნდა იყოს გულწრფელი და კეთილი. მას უნდა უყვარდეს თავისი ხალხი და
არ უნდა ატყუებდეს არავითარ შემთხვევაში, რადგან მოსახლეობამ შესაძლებელია
დაიკარგოს მის მიმართ ნდობას. ეს კი, ცუდ გავლენას ახდენს სახელმწიფოს ვითარებას.
სრულყოფილი მმართველი აუცილებლად უნდა იყოს მამაცი, იმიტომ რომ პლატონს
მიაჩნია, რომ ნამდვილ მმართველს არავის არ უნდა ეშინოდეს. ავტორის აზრით,
სასურველია იყოს ახალგაზრდა, რადგან ახალგაზრდობაში უფრო კარგად
განვითარებულია სწავლის უნარი. ის უნდა გამოირჩიოს ასეთი თვისებებით,
როგორიცაა ჭქვიანი, რათა სწრაფად შეიძინოს ცოდნა და მორალურად ძლიერი, რადგან
რთული სიტუაციის დროს მმართველი, როგორც სახელმწიფოს მთავარი, უნდა
ყოველთვის სწორი გადაწყვეტილეება მიიყოს. ის ასევე უნდა იყოს ყურადღებიანი და
მის ყურადღების მიღმა არაფერი არ უნდა დარჩეს. პლატონის აზრით, იდეალური
მმართველი უნდა იყოს სამართლიანი იმიტომ, რომ ყოველთვის უნდა ცდილობდეს
კარგის და ცუდის გარჩევას. ასევე მნიშვნელოვანია როგორც მენტალური, ასევე
ფიზიკური სიძლიერე. ფიზიკური სიძლიერე იმიტომაა აუცილებელი, რომ იმდენი
დატვირთვის ატანა შეუძლოს.

3
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, აღსანიშნავია, რომ პლატონი იყო
ედეალისტი და მისი იდეალური მმართველი სწორად ამ თვისებების მქონე ადამიანი
უნდა ყოფილიყო.

გამოყენებული ლიტერატურა

პლატონი. „სახელმწიფო.“ წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 7-69.


თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019.

You might also like