You are on page 1of 4

პლატონი

სამირა ბოზდუევა

საშინაო ნაშრომი

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი: ბაქარ ბაიდაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2022
ძალიან დიდი დრო დაგჭირდა იმისთვის, რომ ნათელი იყოს ის, რომ ვინ არის
ჭეშმარიტი ფილოსოფოსი და ვინ არაა. შეუძლებელია ამ საკითხის გარკვევა რაღაც
გარკვეულ ხანში. იმისთვის, რომ მკაფიო იყოს, ვინ არის ფილოსოფოსი უნდა გაარკვიეს
იმ ხალხის ბუნება ვისაც უნდა გახდეს ფილოსოფოსი. არ აქვს მნიშვნელობა ის ბრმაა თუ
პირიქით, ის ვისთვისაც ყველაფერი ცნობილია, მაგრამ მაინც შეიძლება, რომ ორივე
თანაბარი იყოს, და თანაბრად ფლობდეს ამ საქმეს, მაინც იმან, ვისაც აქვს იმის ძალა,
რომ იცავდეს ქვეყნის არა მარტო ადათ-წესებს არამედ კანონებსაც იმან უნდა დადგეს
მცველებად. ის ხალხი, რომელიც უნდა იყოს ფილოსოფოსი უნდა ფლობდეს გარკვეულ
თვისებებს, რომლებიც აუცილებელია. სანამ გავალთ თვისებებს, აღსანიშნავი უნდა იყოს
ის, რომ ხალხი, რომელიც უნდა იყოს ფილოსოფოსი, ყველაფერი სურვილით,
სიყვარულით და ცოდნის მეშვეობით უნდა გააკეთოს, რადგან ეს ანიჭებს სიამოვნებას,
მაგრამ როცა ძალით აკეთებინებენ ამ შემთხვევაში ადამიანი სუსტდება ყველაფრის
მიმართ. ‘’ჭეშმარიტი სიბრძნისმოყვარე სიყრმითგანვე მთელი არსებით უნდა
ესწრაფოდეს ჭეშმარიტებას’’(პლატონი 2019,13).აქედან ჩანს, რომ ხალხი ვისაც უნდა
იყოს ფილოსოფოსი პირველ რიგში უნდა იყოს ძლიერი, კეთილგონიერი და
ჭეშმარიტებას ყოველთვის უნდა ესწრაფვოდეს. ფილოსოფოსისათვის აუცილებელია
შემდეგი თვისებები: გულწრფელობა, სამართლიანობა, უნდა იყოს წესიერი, თვინიერი
და უანგარო, დიდსულოვანი. ამ თვისებების გარდა იმან ვინც უნდა გახდეს
ფილოსოფოსი უნდა ჰყავდეს კარგი მეხსიერება, რადგან ვინც ვერ იმახსოვრებს
ვერაფერს, საერთოდ არ მიეკუტვნებს ფილოსოფოსთა სახელს. ჩამოთვლილების გარდა
დარჩა კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რაც აუცილებელია
ფილოსოფოსისათვის, ეს არის ზომიერება. ზომიერება უკავშირდება ჭეშმარიტებას.
ჭეშმარიტი ფილოსოფოსი ჭეშმარიტის მიმართ ზომიერი უნდა იყოს. ის იშვიათი
ფილოსოფოსები, რომლებიც იმსახურებენ პატივისცემას მაგრამ ქალიაქისთვის
სამწუხაროდ უსარგებლონი არიან, რადგან ხალხისთვის მნიშვნელოვანი არ არის რას
იცის ფილოსოფოსი, მნიშვნელოვანია, როგორ აკეთებს ამა თუ იმ საქმეს, როგორც
ზღვაოსნების შემთხვევაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხომალდისპატრონმა არაფერი
არ იცოდა ხომალდის მართვის შესახებ, მაგრამ მას ჰქონდა ძალ-ღონე, ძალაუფლება და
ყველას ჰგონია, რომ ზუსტად მან უნდა მართოს. სამწუხაროა ის, რომ ამ ხალხმა არ იცის
არაფერი ნამდვილ მესაჭის შესახებ, საერთოდ არ იციან, იმას, რომ ნამდვილი მესაჭე
უნდა გაითვალისწინოს ყველაფერს რაც ამ საქმეს უკავშირდება. სწორედ ამიტომ,
მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფოსი პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ მაინც
ქალაქისთვის უსარგებლონი არიან. იმ ხალხის რაოდენობა ძალიან ცოტა არის ვისაც აქვს
ღირსი რომ იფილოსოფოსოს ან იყოს ღირსეული ფილოსოფოსი. ის არის ის ხალხი
ვისაც შეინარჩუნა თავიანთი კეთილშობილება ბოლომდე, ვისაც საერთოდ არ ახსოვს
რომელიმე პოლიტიკოსის გონივრული საქმეები, თავის საქმეს სრულყოფილად აკეთებს.
ჭეშმარიტად უნდა გააკეთოს თავისი ყოველი საქმიანობა, ფილოსოფოსი არ უნდა
იღალატოს თავის ხელობას. არ უნდა იზრუნოს არა მარტო თავის ბედნიერებაზე არამედ
უნდა უზრუნველყოს ასევე საზოგადოების კეთილდღეობაზეც. ზემოთ
აღნიშნულებიდან გამომდინარე ჩანს, რომ იმისთვის, რომ ფილოსოფოსმა
იფილოსოფოსოს უნდა ჰყავდეს ჩამოთვლილი დებულებები, თუმცა ყველაზე მეტად
მნიშვნელოვანია ფილოსოფიური ბუნების ღირსი, რადგან როგორც ყველაფერი იცვლის
თავის ბუნებას ასევე ფილოსოფიური ბუნებაც შეიძლება თითქმის შეიცვალოს, ვერ
ახერხებს, რომ შეინარჩუნოს თავისი ძალმოსილება ბოლომდე. პლატონის
‘’სახელმწიფოს’’ წიგნზე დაყრდნობით ფილოსოფოსები ორ ნაწილად იყოფა. პირველ
ნაწილს, როგორც ჩანს ზემოთ უკვე აღვნიშნეთ რაც შეეხება მეორე ნაწილს, ესენია
უკეთური ფილოსოფოსები. ფილოსოფოსების მეტი ნაწილი უკეთურია. ფილოსოფოსთა
ის რიცხვი უკეთურია, რომლებიც არ აქვს ფილოსოფოსოფის ღირსი და არც ცდილობენ,
რომ შეისწავლონ ამის უნარი. ამის ერთი მიზეზი კიდევ არის მათი აღიზარდა
სხვადასხვა პირობებში. რა თქმა უნდა ეს სწავლა- განათლებას არ უკავშირებს, ეს
გულისხმობს ადამიანურ აღზრდას. სწორედ აქედან ჩანს, რომ არც ერთი ფილოსოფოსი
არ არის თანაბარი. ზოგი ფილოსოფოსი ჭეშმარიტი სიყვარულით აღზრდილია ზოგი კი
პირიქით. უკეთურია ფილოსოფოსთა ის რიცხვი, რომლებიც არ არის დიდსულოვანი,
სიმამაცე. ჭეშმარიტი ფილოსოფოსი არის ის, ვინც დაბადების დღიდანვე სწავლობს იმ
თვისებებს, რომლებიც არის აუცილებელი, ხოლო უკეთურია ფილოსოფოსი, რომელიც
როგორც წეღან აღვნიშნეთ საერთოდ სხვა პირობებში არის აღზრდილი და ის არ ფლობს
ფილოსოფიურ ბუნებას. ის ფილოსოფოსები, რომლებიც თავიანთ თავზე ღალატობენ
უკეთური არიან. ის ფილოსოფოსები, რომლებიც ზურგს აქცევენ ფილოსოფიას
უკეთური ცხოვრებით აგრძელებენ ცხოვრებას. რეალური ფილოსოფოსები არ
შეესაბამებიან სოკრატეს იდეალს, რადგან ყველა ფილოსოფოსი არ არის ჭეშმარიტი
ფილოსოფოსი. ზუსტად ასეა, ის ფილოსოფოსები, რომლებიც ცდილობენ, რომ გონიერი
ჩანდეს და ამასობაში არაფერს არ იციან, ასეთი ფილოსოფოსები უსარგებლო არიან
სახელმწიფოსთვის, ზუსტად ის ფილოსოფოსები, ამიტომ არ შეესაბამებიან.
ფილოსოფოსი უნდა დაარწმუნოს ყველა იმაში, რომ ის მართლა ჭეშმარიტი
ფილოსოფოსია, რადგან ის, ვისაც უნდა, რომ გახდეს ფილოსოფოსი არა მარტო
გონივრულად ძლიერი უნდა იყოს არამედ ფიზიკურადაც, უნდა ჰქონდეს იმის უნარი,
რომ გაჩვენოს ყველას ის თვისებები, რომლებიც აუცილებელია. ზუსტად ამის გამო
ზოგი ფილოსოფოსი არ შეესაბამება იმ იდეალს.
ბიბლიოგრაფია

პლატონი. "სახელმწიფო." წიგნი შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 11-24.


თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019.

You might also like