You are on page 1of 4

თომას ჰობსი

სამირა ბოზდუევა

საშინაო ნაშრომი

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი: ბაქარ ბაიდაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2022
ჰობსის მიხედვით სახელმწიფოს წარმოშობის მიზეზი დამოკიდებულია იმაში, რომ
სახელმწიფოს სათავეში უნდა იდგეს ისეთი პიროვნება ან საკრებულო, რომელიც
თავისი ძალით უნდა დაიცავოს მოქალაქეების მშვიდობა და უსაფრთხოება. თუმცა
რა თქმა უნდა ეს პროცესი ხდება მოქალაქეების თანხმობით. მოქალაქეების ყოველი
მათგანი სრულიად დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ამ პიროვნებას შეუძლია
თუ არა გამოიყენოს ყველა მოქალაქის უნარი და ძალა ისე, რომ სახელმწიფოში
დაცული იყოს უსაფრთხოება და მშვიდობა. ჰობსის მიხედვით ამგვარ ადამიანს
სუვერენი უწოდებენ. სუვერენი სხვების მიმართ უნდა იყოს სამართლიანი,
თანასწორი, თავმდაბალი. საბოლოოდ აშკარაა ის, რომ ბუნებითი კანონის მიხედვით
სუვერენმა უნდა ფლობდეს ჩამოთვლილი თვისებები. სუვერენული ძალაუფლება ე.წ
ორგვარია. პირველი, როცა ადამიანი იძულებულია და ბუნებრივი ძალით
თანხმდება. მეორე შემთხვევაში კი არანაირი ძალადობის გარეშე თვით ნებით
თანხმდება. ჰობსის მიხედვით ლეგიტიმურობის საკითხი საერთოდ არ არის
დაკავშირებული რელიგიასთან. ძალაუფლების ლეგიტიმურობა სახელმწიფოში
დამოკიდებულია ადამიანის ბუნებასთან. იმისთვის, რომ მკაფიო გახდეს ის, რომ
ადამიანს როგორი ბუნება და ინტერესები აქვს ამისთვის ადამიანს უნდა შეხვდეთ
ისეთ ვითარებასა და მდგომარეობაში, სადაც ის სუფთა სახითა. ეს არის ისეთი
მდგომარეობა, როცა ადამიანი არ არის შეზღუდული არც სახელმწიფოს მხრივ და
არც რელიგიის. ‘’გარე იძულებს არარსებობაა, ბუნებით მდგომარეობაში კი ადამიანს
ვერავინ ვერაფერს აიძულებს’’(ჰობსი 2019, 175). ბუნებით მდგომარეობაში ადამიანი
სრულიად თავისუფალია. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფიზიკურად
და გონივრულად. ერთმა შეუძლია უბრალოდ გაბატონოს სხვებზე, ან მას შეიძლება,
რომ ჰქონდეს ისეთი პრეტენზია ან მიზეზი, რომ ამის საფუძველზე გაბატონოს. ასეთ
ვითარებაში ადამიანს ამოძრავებს სიკვდილის შიში. ადამიანები ერთმანეთთან
ყოველთვის შეჯიბრებაში არიან, ამის მიზეზია; მიწის ნაკვეთი, საკვები, ქალი და ა.შ
თუ ყველა თავისუფალი და თანასწორია მაშინ ყველა თანაბრად უნდა ფლობდეს
ჩამოთვლილი რესურსები სხვა შემთხვევაში ჩნდება კონფლიქტი, რომელიც ომისკენ
მიდის. ჰობსის აზრით ომი არა მარტო ბრძოლაა, არამედ ომი არის ისეთი
მდგომარეობა, როცა პიროვნებას ჰყავს ისეთი მტერი, რომელთან მშვიდობიანი
ცხოვრების პირობები არ არსებობს. აქედან გამომდინარე აშკარად ჩანს ის, რომ ორივე
მხარე ყოველთვის სიკვდილის შიშის წინაშე არიან. ასეთ შემთხვევაში ადამიანი არ
უნდა ენდოს სხვას, რადგან სხვა შეიძლება შეტევოს ნებისმიერ დროს ამიტომ ის
მანამდე უნდა შეტევოს. ადამიანი თუ საკუთარ უსაფრთხოებაზე, დაცვაზე ზრუნავს
ეს უკვე ბუნებითი უფლება არის. უდანაშაულო ადამიანზე თავდასხმა კი შეიძლება
მოხდეს როგორც ეჭვის ასევე შიშის გამო. ბუნებითი კანონი და საზოგადოებრივი
ხელშეკრულება რა თქმა უნდა ერთმანეთისგან განსხვავდება. თავდაპირველად
აღსანიშნავი უნდა იყოს ის, რომ სახელმწიფოში ცხოვრების დროს ადამიანს
შედარებით უფრო ნაკლები საფრთხე ემუქრება ვიდრე ბუნებით მდგომარეობაში.
საზოგადოებრივი ხელშეკრულება ბუნებითი კანონისგან განსხვავდება იმით, რომ
სახელმწიფოში ცხოვრების დროს, მოქალაქეები თანხმდებიან იმაში, რომ
სახელმწიფოს სათავეში იდგება პიროვნება, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს
და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის ფორმალურად ჩამოყალიბებისთვის
ხელშეკრულებას დებენ, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეების ყოველი მათგანი ბუნებით
თავისუფლებაზე უარს ამბობენ. რაც შეეხება ბუნებით კანონს, ეს არის ისეთი კანონი,
როცა პიროვნება ყველაფერს აკეთებს საკუთარი უსაფრთხოების, როგორც დასაცავად
ასევე უზრუნველსაყოფად. ჰობსი ამბობს, რომ თუ არსებობს არჩევანი
შეუძლებელია, რომ ინდივიდმა აირჩიოს ბუნებრივი მდგომარეობა, რადგან ეს
შეიძლება ჩააგდეს მისი სიცოცხლე საფრთხეში. ჰობსი ხაზს უსვამს იმას, რომ
საზოგადოებრივ ხელშეკრულებაში მონაწილეობა ერთია ხოლო ხელშეკრულებაზე
დადებული პრინციპების შესრულება სხვაა. ერთგვარად ეს ნიშნავს იმას, რომ არ აქვს
მნიშვნელობა, რომ ხელშეკრულება არსებობს თუ არა, თუ ხელშეკრულების
პრინციპების დარღვევის შემთხვევაში პირი არ დაისჯება. ამიტომ, ერთგვარად უნდა
არსებობდეს დასჯის შიში, რომ მერე არანაირი წინააღმდეგობა არ მოხდეს. ინგლისის
სამოქალაქო ომის დროს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ორი მხარე. ერთ-ერთი მხარე
აბსოლუტური მონარქია იყო. ჰობსმა დაუჭირა აბსოლუტური მონარქიის მხარე,
რადგან ომს ჰქონდა ე.წ რელიგიური ხასიათი. მეორე მხარე ე.წ აბრალებდნენ იმას,
რომ ინგლისის ეკლესია, რომელიც მეფის მიერ არის მხარდაჭერილი, კათოლიზმთან
ახლოს არის. ომი დასრულდა მეფის სიკვდილით. როგორც ვიცით ჰობსი ყოველთვის
თავისუფლებზე, საკუთარი თავის უსაფრთხოებასა და დაცვაზე საუბრობს. აქედან
გამომდინარე შეიძლება მოვიყვანოთ ასეთი დასკვნა, რომ მეფე ჩარლზი ვერ დაიცვა
საკუთარი სიცოცხლე მიუხედავად იმისა, რომ ის მართალი იყო. როგორც ვიცით ორი
მხარე ყოველთვის ძალაუფლების გამო ერთმანეთს იბრძვიან და რა თქმა უნდა
ყოველთვის იმარჯვებდა ყველაზე ძლიერი მხარე და ეკლესია კი ადასტურებდა
გამარჯვებას. ორივე მხარე შეიძლება იყოს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები
და მათ შეიძლება ჰქონდათ საერთოდ განსხვავებული აზრები, იმის შესახებ, რომ ვის
უნდა ჰქონდეს ‘’საღვთო უფლება.’’ ზოგადად საღვთო უფლება არის- ისეთი უფლება,
როცა პიროვნება ცდილობს თავისი ლოგიკის, სიმართლის დამტკიცებას ე.წ
რაციონალური არგუმენტებით.
ბიბლიოგრაფია
თომას ჰობსი. ‘’ლევიათანი.’’ წიგნი შესავალი თანამედროვე აზროვრებაში 1, 170-195.
თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019.

You might also like