You are on page 1of 14

ადამიანის უფლებები და

თავისუფლებები
3.1 ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საფუძვლები

 ადამიანის უფლებები
უზოგადესი ცნება, რომელიც მოიცავს იმ უფლებებს, რომლებიც ადამიანს კანონის
ძალით კი არა აქვს მინიჭებული, არამედ დაბადებიდან. ადამიანის უფლებები და
თავისუფლებები განეკუთვნება მხოლოდ ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობის
სფეროს, მაგრამ ეს არ არის სახელმწიფოს მიერ ნაბოძები წყალობა. ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა წყარო არ არის სახელმწიფო. ამ გაგებით, ადამიანის უფლებებში
იგულისხმება, ძირითადად, პირადი ანუ სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები:
ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე, სიცოცხლის, პატივისა და ღირსების,
თავისუფლების ხელშეუვალი უფლებები, სიტყვის, აზრის, სინდისის და რელიგიის
თავისუფლება. გარდა ამისა, არსებობს კიდევ პოლიტიკური, ეკონომიკური და
სოციალური უფლებები. კერძოდ, საარჩევნო უფლება, პოლიტიკური პარტიის,
პროფესიული კავშირის შექმნის უფლება, მიტინგებისა და მანიფესტაციების ჩატარების
უფლება, ასევე, შრომის უფლება, პროფკავშირების შექმნის უფლება, გაფიცვის უფლება,
განათლების, ჯანმრთელობის უფლებები და ა.შ.

ადამიანი ცხოვრობს ადამიენებს შორის საზოგადოებაში , ადამიანებთან ურთიერთობისთვის


მას სჭირდება რომ იყოს დაცული . ამისთვის არსებობს მთელი რიგი უფლებები, რომლებიც
იცავენ ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას. ეს უფლებებია : სიცოცხლის
უფლება, ხელშეუხებლობის უფლება , წამების აკრძალვა და ა.შ.

ადამიანის უფლებების წარმოშობას საფუძვლად უდევს კონსტიტუციური ღირებულება-


ადამიანი. ადამიანთა არსებობა ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან უფლებებს, როგორებიც არის:
ღირსება, თანასწორობა და თავისუფლება.

ღირსება უნივერსალური ცნებაა, იგი სახელმწიფოზე ეროვნებასა და ნებისმიერ


იდეოლოგიაზე მაღლა დგას. ღირსება უნივერსალური ცნებაა, იგი სახელმწიფოზე,
ეროვნებასა და იდეოლოგიაზე მაღლა დგას.

თანასწორობა არის ადამიანის მდგომარეობა, რომელიც უყალიბებს შეგრძნებას, რომ მასაც


სხვებივით აქვს უფლებები და ის თავისი სამართლებრივი სტატუსით უთანაბრდება სხვა
პირებს. თანასწორობით ადამიანი თვლის რომ ის არ აღემატება სხვა ადამიანებს და არც
გააჩნია ამის სურვილი.

1
ადამიანის უფლებათა საფუძველში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის თავისუფლება.
თავისუფლება არის ადამიანის შესაძლებლობა, გააკეთოს არჩევანი, იმოქმედოს თავისი
სურვილისამებრ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე (გარდა იმ შეზღუდვებისა, რომელსაც
აწესებს კანონი) თავისუფლება პირველ რიგში ასოცირდება ადამიანის ხელშეუხებლობის
უფლებასთან. ხელშეუხებლობის უფლება არის კონსტიტუციური უფლება, რომელიც
კრძალავს ადამიანის ცხოვრებაში ჩარევას.

(სამოქალაქო განათლება, მარიამ მაჭარაშვილი, თამარ გვასალია, თბილის 2015,107)

3.2 ადამიანის უფლებების განვითარების ძირითადი


ისტორიული ეტაპები
ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქის უძველეს მითოლოგიურ ძეგლებში ჰომეროსთან და
ჰესიოდესთან გვხვდება სამართლიანობის, პირადი ღირსების, სამართლიანი კანონის
ცნებები. ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა იდეალური სახელმწიფოს მოდელის ძიებას
მიუძღვნა ტრაქტატი `სახელმწიფო~, სადაც ფართოდ განიხილავს სახელმწიფოთა
სამართლიანობის პრობლემას. მისი აზრით, სამართლიანი მხოლოდ ის სახელმწიფოა,
რომელიც მოქალაქეებს თავისი უნარისა და ნიჭის მიხედვით მიუჩენს ადგილს
საზოგადობაში. პლატონისათვის სახელმწიფო ინტერესები უმნიშვნელოვანესია და ის ყველა
დანარჩენ ინტერესებზე მაღლა დგას. პლატონი ადამიანების ბუნებით უთანასწორობის
იდეას ეხმიანება _ დაბადებიდან ადამიანები უთანასწორონი არიან, თავის ნიჭისა და
უნარების, ფიზიკური ძალის მიხედვით, მაგრამ ეს უთანასწორობა სულაც არ უშლის ხელს
მოქალაქეებს იყვნენ კანონის წინაშე თანასწორნი. პლატონი, ალბათ, პირველი იყო, ვინც
ხმამაღლა განაცხადა, რომ ქალებს ისეთივე უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო
საქმეების გადაწყვეტაში, როგორც მამაკაცებს .პლატონის მოსწავლე არისტოტელე თავის
წიგნში `პოლიტიკა~ წერდა: `ჩვენ გადავწყვიტეთ ვიკვლიოთ საუკეთესო სახელმწიფოებრივი
გაერთიანება, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას რომ იცხოვროს ისე, როგორც
უნდა~. არისტოტელესთვის უმნიშვნელოვანესია ოჯახის ინსტიტუტის თვითმყოფადობა და
მისი სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა. მასწავლებლისაგან განსხვავებით, არისტოტელე
იცავს ადამიანის უფლებას კერძო საკუთრებაზე. არისტოტელე აღფრთოვანებულია ათენელი
კანონმდებლის სოლონის კანონებით ‘’სოლონის შესახებ ამბობენ ის საუკეთესო
კანონმდებელი იყო, მან მოსპო ოლიგარქია, რომელიც მმართველობის სუსტი ფორმა იყო.
ბოლო მოუღო ხალხის მონობას და ჩამოაყალიბა დემოკრატია, შესანიშნავად შეურია რა
ერთმანეთში მამაპაპისეული და რესპუბლიკური კანონები’’ სიმბოლურია, რომ სწორედ
ანტიკური დემოკრატიის ეპოქაში _ ძველი საბერძნეთისა და რომის სოციალურ და
პოლიტიკურ აზროვნებაში გამოიკვეთა ადამიანის თავისუფლების, ინდივიდის
სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობის, მოქალაქეობის და ადამიანის პოლიტიკური
უფლებების იდეა. ანტიკური ეპოქის განმანათლებლები, სოფისტები, ამოდიან რა ბუნებითი
თანასწორობის იდეიდან, მიუღებლად მიიჩნევდნენ ადამიანების დაყოფას მონებად და
თავისუფლებად. მათი ცნობილი ფორმულა `ადამიანი ყველაფრის საზომია~ (პროტაგორა,
პროტაგორას, ძვ.წ. 480-410) სამყაროს ცენტრში ადამიანის, მისი აზრის და
ინდივიდუალურობის დაყენების მცდელობაა. მონათმფლობელურ და ფეოდალურ

2
საზოგადოებებში არ არსებობდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დამკვიდრებისა
და განხორციელების პოლიტიკური ნიადაგი, თუმცა ამ ეპოქებში ადამიანის უფლებები
კულტურულ, ეთიკურ, რელიგიურ და სოციალურ ღირებულებებად ჩამოყალიბდა.
შუასაუკუნეებში ახალმა რელიგიამ _ ქრისტიანობამ ადამიანის უფლებებს ახალი ელფერი
შესძინა: ყველა ადამიანი თანასწორია, როგორც `ღვთის შვილები~. ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის იდეა ქრისტიანულმა რელიგიამ `დააკანონა~ _ საკურთხევლის წინ მეფე-
პატარძლისათვის თანაბრად დასმული შეკითხვით ქორწინებაზე თანხმობის შესახებ. თუმცა
ხშირ შემთხვევაში, ეს მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო და რეალურად ამ და სხვა
საკითხებში ქალისა და მამაკაცის თანასწორობას ვერ უზრუნველყოფდა.

ლიბერალური ფილოსოფიის მიხედვით, მას მერე რაც ადამიანმა ნებაყოფლობით,


ხელშეკრულების საფუძველზე დათმო თავის თავისუფლების რაღაც ნაწილი და გადასცა იგი
ხელისუფლებას ათასწლეულების მანძილზე, ეპოქის დიდი მოაზროვნეები ცდილობდნენ
მოეძებნათ ის ოქროს შუალედი, სადაც დაცული იქნებოდა ადამიანის უფლება და
თავისუფლება და სახელმწიფოებრივი ინტერესები. ახალი დროის ლიბერალიზმის
ფუძემდებლების აზრით, ადამიანებმა სახელმწიფო იმისთვის შექმნეს, რომ დაეცვათ თავისი
უფლება სიცოცხლესა და საკუთრებაზე (ჯონ ლოკი, 1632-1704). საყოველთაო მშვიდობის
დამყარება გახდა მიზეზი სახელმწიფოსა და ხელისუფლების შექმნისა (თომას ჰობსი, 1588-
1679). მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა შეინარჩუნოს თავისუფლება და დაცული
იყოს თავის უფლებებში. მხოლოდ მე-17-18 საუკუნეებიდან რევოლუციების და ბურჟუაზიის
კლასად ჩამოყალიბების შემდეგ გახდა შესაძლებელი ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან
პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტებში დაკანონება. მათ შორის ალბათ, ყველაზე
მეტად აღნიშვნის ღირსია `ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია~ და `ადამიანისა და
მოქალაქის უფლებათა საფრანგეთის დეკლარაცია.~ 4 ივლისი ამერიკელი ხალხის
თავისუფლებისა და სიამაყის სიმბოლოა, რადგან 1776 წლის 4 ივლისს ამერიკის კონგრესმა
მიიღო `ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია~. 13 შტატმა დამოუკიდებლობა
გამოაცხადა. (მანამდე ეს შტატები ბრიტანეთის კოლონიებად ითვლებოდა). დეკლარაციით
ამერიკელმა ხალხმა უარი განაცხადა ბრიტანული კოლონიური კანონებისადმი
დამორჩილებაზე, რადგან ბრიტანული კანონები ლახავდა ამერიკელი ხალხის უფლებებს.
ადამიანები კი ღმერთმა თანასწორნი შექმნა და მათ უბოძა სიცოცხლის, თავისუფლებისა და
ბედნიერების ხელშეუვალი უფლებები. სწორედ ამ უფლებების გასამტკიცებლად იქმნება
მთავრობები, რომლებიც კანონიერ ძალაუფლებას ხალხის ნების საფუძველზე იღებენ.
დეკლარაციის ტექსტის ავტორი იყო ამერიკელი იურისტი თომას ჯეფერსონი (თჰომას
ჟეფფერსონ, 17431826). იგი ორი წელი მუშაობდა დოკუმენტზე. მოგვიანებით კი ამერიკის
შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტი გახდა. `თავისუფლების ზღვა არასოდეს
არსებობს ღელვის გარეშე~ _ ამბობდა ჯეფერსონი. ამავე დროს იგი ამერიკული რევოლუციის
ერთ-ერთ იდეოლოგად და სულისჩამდგმელად მოიაზრება. `ადამიანისა და მოქალაქის
უფლებათა საფრანგეთის დეკლარაცია.~ ფრანგულმა განმანათლებლობამ ნიადაგი
მოუმზადა კაცობრიობის ისტორიაში ერთერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას _ საფრანგეთის
დიდ რევოლუციას. ეს რევოლუცია არა მხოლოდ

3
ფრანგული მოვლენა იყო, არამედ ევროპულიც, რადგან ბიძგი მისცა ევროპაში
განმათავისუფლებელ რევოლუციურ მოძრაობებს. საფრანგეთის რევოლუციის დღეებში,
1789 წელს ვერსალის სასახლეში მიიღეს დეკლარაცია ადამიანის და მოქალაქის უფლებების
შესახებ. მოგვიანებით, 1791 წელს, დეკლარაციის ძირითადი დებულებები საფრანგეთის
კონსტიტუციაში შევიდა. დეკლარაცია 17 პუნქტისაგან შედგება. მასში დაგმობილია
მონარქიული დესპოტური პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემა და აღიარებულია
ადამიანის ბუნებრივი და ხელშეუვალი უფლებები. დოკუმენტი ადგენს კანონის წინაშე
თანასწორობას და კერძო საკუთრებას ხელშეუხებელად აცხადებს.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია


ტერმინი `გაერთიანებული ერები~ პირველად 1942 წლის 1 იანვარს ვაშინგტონში 26
დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიერ მიღებულ გაერთიანებული ერების დეკლარაციაში
ჩაიწერა. მისი ავტორი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანკლინ
რუზველტია (1882-1945). 1945 წლის 25 ივნისს სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე 50
სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
(გაერო) წესდებას, რომელიც ძალაში იმავე წლის 24 ოქტომბერს შევიდა. ორგანიზაციის
შექმნის უმთავრეს მიზნებს წესდების პირველსავე ფურცელზე ვკითხულობთ: `ჩვენ
გაერთიანებული ერების ხალხებმა მტკიცედ გადავწყვიტეთ თავიდან ავაცილოთ მომავალ
თაობებს ომის საშინელი შედეგები... კვლავ დავამკვიდროთ რწმენა ადამიანის ძირითადი
უფლებებისა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ფასეულობისა, მამაკაცთა და ქალთა
თანასწორობისა და დიდი და პატარა ერების თანაბარი უფლებებისა...~ (გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის წესდება და საერთაშორისო სამართლის სტატუსი _ გაეროს
საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტის ოფისი საქართველოში, 1993. გვ. 3). გაეროს
შტაბ-ბინა ნიუ-იორკშია, ევროპული ოფისები ჟენევასა და ვენაში. დღეისათვის გაერო 193
წევრ სახელმწიფოს აერთიანებს, დამკვირებლის სტატუსით სარგებლობენ ვატიკანი და
პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია. საქართველო გაერთიანებული ორგანიზაციის
წევრი 1992 წელს გახდა. გაეროს სახლი თბილისში 1993 წელს გაიხსნა. დღეისათვის
საქართველოში გაეროს ეგიდით 12 სააგენტო მუშაობს, მათ შორის:

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი


კომისარიატის საქმიანობა
ორიენტირებულია თავშესაფრის
მაძიებლების, ლტოლვილების, იძულებით
გადაადგილებული პირებისა და
მოქალაქეობის არმქონე პირების
უფლებების პატივისცემასა და დაცვაზე,
მათი ძირითადი საჭიროებების
დაკმაყოფილებასა და ადამიანთა
უსაფრთხოების გაზრდაზე.

4
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი
კომისრის ოფისის წარმომადგენლობა
საქართველოში ეხმარება
მთავრობას/სამოქალაქო საზოგადოებას
ინსტიტუციურ გაძლიერებაში ადამიანის
უფლებების დაცვისა და უშუალო
განხორციელების მიზნით. ამის გარდა
გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის
მიზანია მოახდინოს ადამიანის უფლებებზე
დაფუძნებული მიდგომის დანერგვა გაეროს
სააგენტოების საქმიანობაში.
გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს
ეხმარება ბავშვთა დაცვის, ჯანმრთელობისა
და განათლების სფეროებში სახელმწიფო-
სოციალური რეფორმის განხორციელებაში.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობა


ორიენტირებულია გენდერული
თანასწორობის გაუმჯობესებაზე და
საქართველოში მუშაობს შემდეგ თემებზე:
ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება;
ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა;
ქალების სოციალური და ეკონომიკური
გაძლიერება; გენდერის ჩართვა ეროვნული
დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
საქართველოში ახორციელებს პროექტს,
სახელწოდებით “საქართველოში შრომის
კანონმდებლობის შესრულების
გაუმჯობესება~.

კაცობრიობის ისტორიაში დედამიწაზე ყველაზე მასშტაბური, სასტიკი და სისხლისმღვრელი


ომი მეორე მსოფლიო ომია, რომელშიც მსოფლიოს 72 სახელმწიფო მონაწილეობდა. ომმა 62
მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მეორე მსოფლიო ომის შედეგების
გათვალისწინებით საერთაშორისო საზოგადოებამ გადაწყვიტა აღარ დაეშვა მსგავსი
მკვლელობები და ნგრევა დედამიწაზე. გაერომ 1948 წლის 10 დეკემბერს პარიზში მიიღო
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. დეკლარაციის ტექსტის განხილვაში
მსოფლიოს 56 ქვეყანა მონაწილეობდა. დეკლარაციას დადებითი ხმა 48 სახელმწიფომ მისცა
(8 სახელმწიფომ თავი შეიკავა). მიუხედავად იმ დროისათვის გაერთიანებული ერების
დამფუძნებელი წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური, იდეოლოგიური, ეკონომიკური თუ
კულტურული და რელიგიური განსხვავებულობისა, დეკლარაციის წინააღმდეგ ხმა არცერთ

5
ქვეყანას არ მიუცია. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია არის დოკუმენტი,
რომელიც ადგენს კავშირს საერთაშორისო მშვიდობასა და ადამიანის უფლებებსა და
თავისუფლებას შორის. დეკლარაცია შედგება პრეამბულისა და 30 მუხლისაგან. დეკლარაცია
ადგენს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ადამიანის სამოქალაქო და
პოლიტიკურ უფლებებს, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს. 30-ე მუხლის
თანახმად, `ამ დეკლარაციაში არაფერი არ უნდა განიმარტოს, როგორც მინიჭება რომელიმე
სახელმწიფოსათვის, პირთა ჯგუფისა თუ ცალკეული პიროვნებისათვის უფლებისა,
ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას ან ჩაიდინონ ისეთი მოქმედება, რომლებიც მიმართულია ამ
დეკლარაციაში ჩამოთვლილ უფლებათა და თავისუფლებათა მოსასპობად.~ დეკლარაციის
შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადო და
პოლიტიკური მოღვაწე, აშშ-ს პირველი ლედი ელეონორა რუზველტი ( 1884 -1962). იგი 1945-
1951 წლებში იყო გაეროს გენერალურ ასამბლეაში აშშ-ს წარმომადგენელი და ადამიანის
უფლებათა კომისიის ხელმძღვანელი.

(დემოკრატია და მოქალაქეობა, გრერ ბუროუსი, მეორე გამოცემა, საარჩევნო სისტემათა


საერთაშრისო ფონდი 2017, 140)

ძირითადი უფლებები პირველად ინგლისში 1215 წლის 15 ივნისს ცნობილ დოკუმენტში


„მაგნა ქარტაში “ ჩამოყალიბდა. თუმცა ეს დოკუმენტი ძირითადად წარმოადგენდა
დიდგვაროვანთა ფენის მიერ მეფის ხელისუფლებისაგან მიღებულ დოკუმენტს. ამ
დოკუმენტში განისაზღვრა კანონის გარეშე ადამიანის დაპატიმრების აკრძალვა. ისტორიულ
ეტაპზე ადამიანის უფლებები ყოველთვის ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებული
რევოლუვიური ბრძოლების დროს წარმოიშობოდა და რევოლუციების გამარჯვების შემდეგ
მტკიცდებოდა, რითაც ინდივიდებს, ან გარკვეულ ჯგუფებს, უნარჩუნდებოდა მოპოვებული
სამართლებრივი მდგომარეობა. როცა სახელმწიფო ხელისუფლება სუსტდებოდა ადამიანის
უფლებების გავლენა იზრდებოდა, მაგრამ ხელისუფლების გაძლიერებისთანავე ხდებოდა
მათი შეზღუდვა. ადამიანის უფლებათა განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი არის ორი
დოკუმენტი, რომელსაც „ჰაბიას კორპუს აქტსა“ და „ ადამიანის უფლებათა ბილს“ უწოდებენ.
პირველი მათგანი მოითხოვდა, რომ დაპატიმრებული პირი დაუყოვნებლივ წარედგინათ
სასამართლოში, ხოლო მეორე დოკუმენტი უკვე შეიცავდა ისეთ უფლებას როგორიც არის
პეტიციის ანუ გასაჩივრების უფლება. ამ დოკუმენტის მიხედვით, ადამიანებს ჰქონდათ
უფლება საჩივრით მიემართათ მეფისთვის . ამ და სხვა მნიშვნელოვანმა აქტებმა ხელი
შეუწყვეს ადამიანის უფლებათაისოტირულ განვითარებას, რის საფუძველზეც მეოცე
საუკუნეში ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუცია აღიარებდა და იცავდა
ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მიზნით შეიქმნა უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია.

საქართველოში ადამინის უფლებებს მცირე ხნის, მაგრამ საინტერესო ისტორია აქვს.


პირველად ადამიანის უფლებები აღიარებულ იქნა 1921 წლის კონსტიტუციით, რომელმაც
ადამიანის უფლებათა საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი შემოგვთავაზა. მათ შორის კანონის
წინაშე თანასწორობის, პიროვნების ხელშეუხებლობის, სინდისისა და აღმსარებლობის,
შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და სხვ.

6
სამწუხაროდ როგორც ცნობილია, 1021 წლის თებერვლის რუსული ანექსიის შემდეგ საბჭოთა
კონსტიტუციებმა, რომლებიც ასევე საქართველოშიც მოქმედებდა, უგულებელყვეს
ძირითადი უფლებები და მოქალაქეს განუსაზღვრეს მხოლოდ სოციალური უფლებით
სარგებლობის შესაძლებლობა.

საქართველოში მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ადამიანის უფლებების განვითარების


კუთხით იყოს 1995 წლის კონსტიტუციის მიღება. რომელმაც ნათლად ჩამოაყალიბა
ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. დაადგინა ადამიანის უფლებებით
სახელმწიფო ბოჭვის პრინციპი და განსაზღვრა პასუხისმგებლობა, რომელიც
გათვალისწინებულია ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

(სამოქალაქო განათლება, მარიამ მაჭარაშვილი, თამარ გვასალია, თბილის 2015,108)

3.3 უფლებებისა და თავისუფლებების არსი


ალბათ, ძალიან გაგვიჭირდება წარმოვიდგინოთ თანამედროვე მსოფლიო სამართლიანობის,
თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული ადამიანის უფლებების
გარეშე. ადამიანის უფლებები არის იმ ღირებულებების ორიენტირი, რომელიც
არეგულირებს ურთიერთობებს სახელმწიფოსა და ინდივიდს შორის. ინდივიდსა და
სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს ვერტიკალურ ურთიერთობებს უწოდებენ, ხოლო
ინდივიდებს შორის ურთიერთობებს ჰორიზონტალურს. ადამიანის უფლებათა
დეკლარაციის 29-ე მუხლში ვკითხულობთ: `თავისი უფლებათა და თავისუფლებათა
განხორციელებისას ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს,
როგორიც კანონითაა დადგენილი მარტოოდენ იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს
სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა და
დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის
სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.~
ადამიანის უფლებები და თავისუფლებებ განეკუთვნება მხოლოდ ადამიანის და
სახელმწიფოს ურთიერთობის სფეროს. ადამიანის უფლებებში იგულისხმება ძირითადად
პირადი ანუ სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები : ყველა ადამიანის თანასწორობა
კანონის წინაშე, სიცოცხლის, პატივისა და ღრსების თავისუფლების ხელშეუვალი უფლება,
სიტყვის აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება.

ადამიანის უფლებათა თვისებები


ადამიანის უფლებებს თანდაყოლილს უწოდებენ. რადგან ადამიანს იგი დაბადებისთანავე
ენიჭება, ის ბუნებრივი ხასიათისაა. ადამიანის უფლებების თანდაყოლილი თვისების გაგება
ათავისუფლებს ადამიანს სახელმწიფოზე დამოკიდებულებისაგან.

ადამიანის უფლებები საყოველთაო ხასიათისაა. მნიშვნელობა არა აქვს დედამიწის რომელ


წერტილში დაიბადება ადამიანი, რა ენაზე საუბრობს, როგორია მისი კანის ფერი და არც
იმაზეა დამოკიდებული აქვს თუ არა მას რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა. ადამიანის
უფლებების შინაარსი ყველა ადამიანისათვის საერთოა. იგი განუსხვისებელია. ადამიანის
უფლებების დარღვევაა მისთვის ბუნებით მინიჭებული უფლების წართმევა ან ვინმესთვის
გადაცემა. ადამიანის უფლებები რეგულირდება კანონებით, ადამიანის უფლებები და

7
თავისუფლებები შესაძლებელია განსაკუთრებულ შემთხვევებში შეზღუდული იყოს
მხოლოდ კანონით, სახელმწიფოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლებრივ
აქტებში გაწერილი ნორმების შესაბამისად. ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების
შეზღუდვა განპირობებული უნდა იყოს უფრო მაღალი მიზნებით, რაც გამოხატულია
სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოებაში, ადამიანების სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის დაცვაში. ადამიანის უფლებების დროებითი შეზღუდვა შესაძლებელია
ომისა და სხვა განსაკუთრებული შემთხვევებისას, როგორებიცაა: სტიქიური უბედურება,
ეპიდემია და ა.შ. ან თუნდაც პირს კანონის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით
შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა. აუცილებელია, რომ შეზღუდვები შეესაბამებოდეს
შექმნილ ვითარებას და იყოს სიტუაციის შესაბამისი. ადამიანის უფლებები დაფუძნებულია
ადამიანის ბუნებრივი თანასწორობის პრინციპზე, ამიტომ ისინი უნივერსალური ხასიათისაა.
ყველა ადამიანს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვს თავისუფლება და უფლება.
დაუშვებელია ადამიანის უფლებისა და თავისუფლების შეზღუდვა მისი რასობრივი,
ეთნიკური, რელიგიური კუთვნილების თუ სხვა განსხვავებულობის საფუძველზე. ადამიანის
უფლებების უნივერსალურობა თვით უფლებების შინაარსიდან გამომდინარეობს და ნიშნავს,
რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ადამიანი თავისუფლებისა და საკუთარი უფლებების
მფლობელია. ადამიანის უფლებები ბუნებისაგან არის მონიჭებული. ამ კონცეფციის
თანახმად, ადამიანის უფლებები ხელშეუვალი და განუყოფელია, რადგან ადამიანი ბუნებით
თავისუფალი იბადება, და არავის აქვს უფლება ჩამოართვას ადამიანს ბუნებით მინიჭებული
უფლება და თავისუფლება. ადამიანის უფლებები ერთმანეთთან მჭიდროდაა
დაკავშირებული და ერთმანეთისაგან გამომდინარეობს. შეუძლებელია ერთი რომელიმე
უფლების განხორციელება და სხვა დანარჩენის უგულვებელყოფა მისი ნაკლები
მნიშვნელობის მიზეზით. ადამიანის ყველა უფლება განხილული უნდა იყოს როგორც
თანაბრად მნიშვნელოვანი და ღირებული. სწორედ ამ აზრს გამოხატავს ადამიანის
უფლებების ურთიერთდამოკიდებულება და ურთიერთგამომდინარეობა.

(დემოკრატია და მოქაქალეობა, გრიერ ბუროუსი, მეორე გამოცემა, საარჩევნო სისტემათა


საერთაშორისო ფონდი 2017, 105)

ადამიანის უფლებები კონსტიტუციით არის დაცული. კონსტიტუციაში აღნიშნულია , რომ


ადამიანი მისი უფლებები და მოვალეობები უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს.
ადამიანის უფლებებში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი უფლებაა სიცოცხლის უფლება.სიცოცხლის
უფლება მიეკუთვნება ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. სიცოცხლის
უფლება არის ე.წ. დამცავი უფლება რომელიც უკრძალავს სახელმწიფოს რომ მოკლას
ადამიანი. საქართველოს კონსტიტუციის გარდა ადამიანის სიცოცხლეს იცავს მთელი რიგი
საერთაშრისო აქტები. მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომლის
მიხედვითაც აკრძალულია სიკვდილით დასჯა. 1997 წლამდე საქართველოს კონსტიტუცია
ითვალისწინებდა სიკვდილით დასჯას, როგორც სასჯელის ყველაზე მძიმე მხარეს. გიორგი
მე-3 ის 1170 სიგელის მიხედვით, სიკვდილით დასჯა პარვისთვისაც ყოფილა დაწესებული.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მთელი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას კონსტიტუციით
სიცოცხლის უფლება გარანტირებულია, რამდენიმე ქვეყანა მაინც ითვალისწინებს

8
სიკვდილით დასჯას. მათ შორის ისეთი დემოკრატიული ტიპის ქვეყნები როგორიცაა :აშშ.
აშშ-ს რამდენიმე შტატში ის დღესაც მოქმედი სასჯელია, ასევე საუდის არაბეთსა და ჩინეთში.

(სამოქალაქო განათლება, მარიამ მაჭარაშვილი, თამარ გვასალია, თბილის 2015,109)

ადამიანის უფლებების შესახებ საუბრისას რამდენჯერმე ვახსენეთ უფლება და


თავისუფლება. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რა განსხვავებაა უფლებებსა და თავისუფლებებს
შორის? თავისი არსით ერთიც და მეორეც ადამიანის ძირითად უფლებებს გამოხატავს.
შესაბამისად, მათ შორის თვისობრივი განსხვავება არ არსებობს. უფლებაა ერთიც და მეორეც.
ძირითადი სხვაობა გულისხმობს, აღნიშნული უფლებების ფორმას და არა მათ შინაარსს.
უფლება, ძირითადად, წარმოადგენს ადამიანისთვის რაიმე მოქმედების განხორციელების
შესაძლებლობას, როგორიცაა, მაგალითად, თავისუფლად გადაადგილების უფლება,
განათლების, სიცოცხლის უფლება, ხოლო თავისუფლება გულისხმობს ისეთ უფლებას,
როდესაც ადამიანი თავისუფალია თავის მოქმედებაში ან შეხედულებაში. ასეთია: სიტყვის,
რწმენისა და გამოხატვის თავისუფლება. ანუ ერთ შემთხვევაში ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ
რისი უფლება აქვს ადამიანს, მეორე შემთხვევაში კი იმაზე, თუ - რა სფეროშია
გარანტირებული ადამიანის თავისუფლება. ლოგიკურად ისმის კითხვა, შეიძლება თუ არა
ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის პირობებში უფლებების დაცვა? ბუნებრივია,
აღნიშნულ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, თუმცა თუ გადავხედავთ მსოფლიოს
უახლეს ისტორიას, შეგვიძლია მსგავსი სიტუაციის ამსახველი რამდენიმე მაგალითის
მოყვანა. მაგალითად, საბჭოთა კავშირი აღიარებდა და იცავდა ადამიანის სოციალურ
უფლებებს: ჯანმრთელობისა და განათლების უფლებას, თუმცა მნიშვნელოვნად იყო
შეზღუდული ადამიანის თავისუფლებები, მაგალითად, სიტყვისა და აზრის გამოხატვის
თავისუფლება, რწმენის და სინდისის თავისუფლება და ა.შ. ბუნებრივია, ასეთ
მდგომარეობას არ შეიძლება ეწოდოს ნორმალური, რადგანაც სანახევროდ დაცული
უფლებები ვერანაირად ვერ ქმნის ადამიანის პატივის, ღირსებისა და თავისუფალი
განვითარებისთვის აუცილებელ ელემენტარულ პირობებს.

(პრაქტიკული სამართალი , საქ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული


განათლების ხელშეწყობის ფონდი, თბილისი 2014, 68)

3.4 უფლებების და თავისუფლებების კლასიფიკაცია


ადამიანის უფლებების დაჯგუფების სხვადასხვა პრინციპი არსებობს. ამ პრინციპების
შესაბამისად ჩვენ შეგვიძ₾ია განვასხვავოთ:

თავისუფლების უფლებები- ადამიანმა უნდა შეძლოს მისი უფლებებით თავისუფლად


სარგებლობა. ისე, რომ სახელმწიფომ არ მოახდინოს ჩარევა.

სამოქალაქო უფლებები -თავიდანვე ძირითადი უფლებები თავისუფლებების უფლებებთან


ერთად შეიცავდა ე.წ სამოქალაქო უფლებებს ( იგივე პოლიტიკურს) . უმნიშვნელოვანეს
სამოქალაქო- პოლიტიკური უფლებაა არჩევნის უფლება. თავისუფალი არჩევნები კი
გამორიცხულია ინფორმაციის, აზრის, პრესის, შეკრებისა და გაერთიანების უფლებების
გარეშე.

9
სოციალური და ეკონომიკური უფლებები - სოციალური უფლებების განსაზღვრება
პირველად მე-19 საუკუნეშ მოხდა. ეს უფლებები სახელმწიფოს ავალდებულებს
უზრუნველყოს ღისეული ცხოვრების პირობები ადამიანებისთვის. ძირითადი უფლებათა ამ
ჯგუფს განაკუთვნებენ მაგალითად განათლების, შრომის, ჯანმრთელობის და ა. შ.
უფლებებს. ეკონომიკური უფლებები კი მოიცავს თავისუფალი კონკურენციის უფლებას,
სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, მონოპოლიის აკრძალვას და
სხვა.

საპროცესო უფლებები - საპორცესო უფლებებს მართ₾მსაჯულების ძირითად უფლებებსაც


უწოდებენ. ამ კატეგორიის უფლებები უზრუნველყოფს სასამართლოსადმი მიმართვას,
დაცვის უფლებას, აგრეთვე განსაზღვრავს დაკავებისას, დაპატიმრებისას და თავისუფლების
შეზღუდვის შემდეგ ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საფუძვლებს.

უდანაშაულობის პრეზუმფცია - არის სასამართ₾ოს ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი,


რომლის მიხდევითაც , ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლება, მანამ სანამ მისის
დამნაშავეობა არ დადასტურდება სასამართლოს გამამტყუანებელი განაჩენით.

კულტურული უფლებები - კულტურული უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია


საზოგაოდების სწორად განვითარებისთვის. იგი ხელს უწყობს შემოქმედებით საქმიანობაში
ადამიანის მონაწილეობას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას (ქონებრივი და პირადი
არაქონებრივი უფლებები, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და
ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების, აგრეთვე, შემოქმედებითი საქმიანობის
შედეგად შექმნილი ზოგიერთი სხვა ღირებულების საფუძველზე. მაგალითად,
თელეგადაცემა, რადიოდადგმა, სასაქონლო ნიმუში და ა.შ.)

ერთმანეთისგან განასხვავებენ აბსოლიტურ და შეძღუდულ უფლებებს. ზოგადად,


უფლებები შეზღუდული ხასიათისაა. უფლებების შეზღუდვა საჭიროა იმისთვის რომ ყველა
ადამიანის უფლება თანაბრად იყოს დაცული. საქართველოს კონსტიტუცია მხოლოდ
რამდენიმე აბსოლიტურ უფლებას იცნობს ესენია: ადამიანის ღირსების დაცვის, წამების
აკრძალვის, მონური შრომის აკრძალვის უფლებები.

ყველა ადამიანის უფლებაა: ღირსების, პიროვნების თავისუფალი განვითარების, სიცოცხლის


, აზრის რწმენის და სინდისის თავისუფლება, კანონის წინაშე თანასწორობა და ა.შ.

მხოლოდ მოქალაქის უფლებებს განეკუთვნება: რეფერენდუმებსა და არჩევნებშ


მონაწილეობის, პოლიტიკური გაერთიანების, საქართველოს მოქალაქეობის ჩამორმევის
დაუშვებლობის უფლებები და ა.შ.

(სამოქალაქო განათლება, მარიამ მაჭარაშვილი, თამარ გვასალია, თბილის 2015,110)

ადამიანის უფლებათა თაობები


ადამიანის უფლებათა თეორია თაობებად დაყოფის კლასიფიკაციას იცნობს.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები „პირველი თაობას“ მიეკუთვნება. ისინი ყველაზე
„ძველი“ უფლებებია.

10
„მეორე თაობაში“ გაერთიანებულია სოციალური, ეკონომიკური და კულტურული
უფლებები. მათი აქტუალურობა მე-19 საუკუნის ბოლოს გამოიკვეთა.

„მესამე თაობას“ კი კოლექტიური უფლებები წარმოადგენს, რომლებიც მე-20 საუკუნის 60-


იანი წლებიდან განვითარდა.

(დემოკრატია და მოქალაქეობა, გრიერ ბუროუსი, პირველი გამოცემა 2011, 139)

3.5 ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების


ფუძემდებლური დოკუმენტები
ადამიანის უფლებათა განვითარებაში დიდ როლს ასრულებენ საერთაშორისო
სამართლებრივი აქტები, რომლებიც უშუალოდ ეხებიან ადამიანის ძირითად უფლებებსა და
თავიფუსლებებს. ამ აქტებში ჩამოყალიბებულია ადამიანის კონკრეტული უფლებები,
საუბარია ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლებზე,სახელმწიფოს ვალდებულებაზე დაიცვას
ყველა ადამიანის უფლება თანასწორად.

ადამიანებისთვის დაბადებიდან ბოძებული უფლებების შესახებ პირველად დაიწერა


ინგლისში 1215 წელს თავისუფლების დიდ ქარტიაში. შემდგომი მნიშვნელოვანი დოკუმენტი
ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით , მიღებულ იქნა ასევე ინგლისში 1679 წელს,
რომელიც ცნობილია ჰაბეას კორპუსის აქტით, იგი კრძალავს სასამართლოს გარეშე პირის
დაკავებას და უზრუნველყოფს იმის გარანტიას, რომ ნებისმიერი საქმე სასამართლოს გზით
იყოს გადაწყვეტილი.

1628 წელს ინგლისში მიღებულ იქნა პეტიცია უფლებათა შესახებ. პეტიცია ნიშნავს ერთგვარ
წერილობით მოთხოვნას, რომლითაც მოქალაქეები სახელმწიფო ორგანოებს მიმართავენ. ამ
პეტიციით , მოქალაქეთა დაპატიმრება, მოქალაქეთა ბინების, წერილებისა და პირადი
ქაღალდების ჩხრეკა ან სხვა ღირსებისა და პატივის შემლახველი ქმედება იკრძალებოდა.

ადამიანის უფლებების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი დოკუმენტია ადამიანის


უფლებათა ბილი. რომელიც ასევე ინგლისში 1689 წელს იქნა მიღებული. ადამიანის
უფლებათა ბილი პარლამენტის უფლებებთან ერთად, აღიარებდა რამდენიმე
ინდივიდუალურ უფლებას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გასაჩივრების უფლება,
საჩივრით ანუ პეტიციით მიმართვის უფლება გააჩნდა ნებისმიერ პატიმრობაში ან უკანაონო
სამართლებრივ დევნაში მყოფ პირს.

უდიდესი მნიშვნელობის საერთაშორისო სამართლებრივ აქტს უფლებათა დაცვის კუთხით,


წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. დეკლარაცია მიღებულ იქნა
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს. სწორედ ამ დღეს
საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს.
მართალია დეკლარაციაიყო არასავალდებულო ძალის მქონე ანუ სარეზოლუციო ხასიათის,
მაგრამ დროთა განმავლობაში მისმდა დებულებებმა ისეთ ფართო აღიარება მოიპოვა, რომ
შეძლო დიდი ზეგავლენა მოეხდინა მილიონობით ადამიანზე მთელი მსოფლიოს მაშტაბით.
ქვეყნებმა, რომლებმაც გაიზიარეს დეკლარაციის იდეები, თავიანთ კანონმდებლობაში

11
შეიტანეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლრაციის მოთხოვნოთა
გათვალისწინებით.

ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან დოკუმენტებს შორის უნდა გამოვყოთ


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბერს მიღებული კონვენცია
ბავშვის უფლებების შესახებ. ბავშვის უფლებათა კონვენცია არის სახელმწიფოთაშორისო
შეთანხმება, რომლის მიზანიაა უზრუნველყოს ბავშვების სრულყოფილად მომზადება
საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. აღზარდო ისინი გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის წესდებაში გამოცხადებული იდეალების, განსაკუთრებით კი ,
მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებებლობის, თავისუფლების,
თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით. ბავშვის უფლებათა კონენცია 1994
წლიდან უკვე მოქმედებს საქართველოშიც. იგი 54 მუხლისგან შედგება.

ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით , ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს ასევე


წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული
კონვენცია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეცნია მიღებულ იქნა 1950 წელს. ევროპის
საბჭოს მიერ, ხოლო 1953 წლიდან იგი ძალაში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერმა
სახელმწიფომ რომელიც მიუერთდა ევროპულ კონვენციას, იკისრა ვალდებულება რომ
დაეცვა კონვენცია და მასთან შესაბამისობაში მოეყვანა ქვეყნის შიდა კანონმდებლობა.
საქართველო კონვენციას შეურერთდა 1999 წელს , რომლითაც საქართველომ იკისრა
ვალდებულება, აემაღლებინა საქართვლელოში ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხი.

ადამიანის უფლებათა კონვენციის ფარგლეში დაარსდა ქალაქ სტრასბურგის ადამიანის


უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო.

(სამოქალაქო განათლება, მარიამ მაჭარაშვილი, თამარ გვასალია, თბილის 2015, 111)

1979 წლის 18 დეკემბერს გაერომ მიიღო ,,ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის


ლიკვიდაციის კონვენცია.“ კონვენცია სრულიად გარკვევით ამტკიცებს თანასწორობის
პრინციპებს, რომელიც შეიცავს მონაწილე სახელმწიფოებისადმი მიმართულ მოთხოვნას
მიიღონ `ყველა საჭირო ზომა, მათ შორის საკანონმდებლო, რათა უზრუნველყონ ქალთა
ყოველმხრივი განვითარება და პროგრესი, მათ მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა განხორციელება და გამოყენება მამაკაცებთან თანასწორობის
საფუძველზე~. კონვენცია ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით

კონვენციის მე-14 მუხლი იცავს სოფლადმცხოვრები ქალების უფლებებს. მე-17 მუხლის


თანახმად, კონვენციის შესრულებას ზედამხედველობას გაუწევს ქალთა მიმართ ძალადობის
აღმოფხვრის სალიკვიდაციო კომიტეტი. ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის
ლიკვიდაციის კონვენცია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1994 წელს.
საქართველო ტრადიციულად პატრიარქალური ქვეყანაა. მშობლები სიხარულით ხვდებიან
ოჯახში ვაჟის, გვარის გამგრძელებლის დაბადებას. აბორტების უმრავლესობაც მდედრობითი
სქესის ნაყოფზე მოდის. ხშირია საქართველოში გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვება. 2011-
2013 წლებში საბაზო განათლების დასრულებამდე 7367 გოგონამ შეწყვიტა სწავლა
გათხოვების მიზეზით. არასრულწლოვანი გოგონას გათხოვება არცთუ იშვიათად მშობლების

12
გადაწყვეტილება ან იძულებაა.. საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში 2001 წელს
შეიქმნა ბავშვისა და ქალის უფლებების დაცვის ცენტრი. 2013 წელს მის ბაზაზე ჩამოყალიბდა
გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს
საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებში ეროვნული თუ საერთაშორისო
აქტების შესრულებას.

(დემოკრატია და მოქაქალეობა, გრიერ ბუროუსი, მეორე გამოცემა, საარჩევნო სისტემათა


საერთაშორისო ფონდი 2017, 147)

1966 წელს გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ მიიღო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის


ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. იგი ძალაში 1989 წელს შევიდა. კონვენციის პირველი
მუხლი უკანონოდ აცხადებს რასობრივ დისკრიმინაციას, ანუ კანის ფერის, ეთნიკური თუ
ეროვნული ნიშნით ადამიანების გამორჩევას და ჩაგვრას. კონვენციის მიხედვით, ყველა
ადამიანს აქვს თანაბარი ხელმისაწვდომობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ,
კულტურულ და საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის
უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა აღიარებასა და გამოყენებაზე

(დემოკრატია და მოქაქალეობა, გრიერ ბუროუსი, მეორე გამოცემა, საარჩევნო სისტემათა


საერთაშორისო ფონდი 2017, 149)

2006 წლის აპრილში მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია „ევროპის საბჭოს


სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებებსა და სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებაში: შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ევროპაში 2006 -2015 ".
რეკომენდაციაში დანართის სახით შეტანილი იყო ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა.
2006 წლის დეკემბერში მიღებული იყო გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების შესახებ (UNCRPD). იგი ძალაში შევიდა 2008 წლის მაისში. 2016
წლის სექტემბრის ბოლოს, ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოდან 447 - მა რატიფიკაცია
გაუკეთა UNCRPD-ს. ფაკულტატური ოქმი რატიფიცირებულია 31 წევრი სახელმწიფოს მიერ

(ადამიანის უფლებები: რელაობა ყველასათვის, ევროპის საბჭო შეზღუდული


შესაძლებლობების სტრატეგია 2017-2023, 10 )

13
გამოყენებული მასალა:

სამოქალაქო განათლება, მარიამ მაჭარაშვილი, თამარ გვასალია, თბილის 2015,107

დემოკრატია და მოქალაქეობა, გრერ ბუროუსი, მეორე გამოცემა, საარჩევნო სისტემათა


საერთაშრისო ფონდი 2017, 140

სამოქალაქო განათლება, მარიამ მაჭარაშვილი, თამარ გვასალია, თბილის 2015,108

დემოკრატია და მოქაქალეობა, გრიერ ბუროუსი, მეორე გამოცემა, საარჩევნო სისტემათა


საერთაშორისო ფონდი 2017, 105

სამოქალაქო განათლება, მარიამ მაჭარაშვილი, თამარ გვასალია, თბილის 2015,109

სამოქალაქო განათლება, მარიამ მაჭარაშვილი, თამარ გვასალია, თბილის 2015,110

სამოქალაქო განათლება, მარიამ მაჭარაშვილი, თამარ გვასალია, თბილის 2015,111

საქართველოს კონსტიტუცია , თავი მეორე

14

You might also like