You are on page 1of 5

სამართლებრივი სახელმწიფო, ხალხი და

ხელისუფლება
დროთა განმავლობაში სახელმწიფოს ცნება განიცდიდა სახეცვლილებას. პროგრესის
პარალელურად იზრდებოდა ადამიანის მოთხოვნების სტანდარტიც. სამყაროში
იცვლებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური შეხედულებები , შესაბამისად,
იცვლებოდა მმართველობის ფორმები , კანონების , წესების შინაარსიც. საბოლოო
ჯამში, მსოფლიოში არსებულ ქვეყანათა მნიშვნელოვანმა ნაწილმა განიცადა
ტრანსფორმაცია და ჩამოყალიბდა, როგორც ,, სამართლებრივი
სახელმწიფო’’,რომელსაც გააჩნია მაღალი სამართლებრივი კულტურა და იმართება
კანონის უზენაესობის პრინციპის საფუძველზე.

კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ელემენტია თანასწორობის პრინციპი, ამ


ელემენტისა და ზოგადად კანონის უზენაესობის მთავარ მიზანს სწორედ კანონის
წინაშე თანასწორობა წარმოადგენს. კანონს ეთიანად ემორჩილება ყველა , მოქალაქეც
და მართველი ძალაც. როგორც ინგლისელი სამართლის მეცნიერი და ფილოსოფოსი
ჯონ სტიუარტ მილი ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ამბობდა, ადამიანები
მიხვდნენ ,რომ მტაცებელთა მეფეს ფარაზე ნადირობის არანაკლები მიდრეკილება
ექნებოდა ,ვიდრე სხვა წვრილფეხა მტაცებელს ,ამიტომაც საჭირო იყო მისი
ნისკარტისა და ბრჭყალებისაგან თავის დასაცავად მუდმივი სიფხიზლე. ე.ი.
ადამიანები მიხვდნენ, რომ სხვა სახელმწიფოებისა და ხალხების გარდა , ისინი
შეიძლება თავად საკუთარმა ხელისუფლებამაც დაჩაგროს იძულების მექანიზმით,
ამიტომაც სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდა ხელისუფლების შეზღუდვა
კანონებით. ( კანონის წინაშე თანასწორობის უპატივცემულობის ერთ-ერთი ნათელი
გამოხატულებაა დუჩე მუსოლინის (( იტალიის ფაშისტი დიქტატორი1922-1943წწ.))
სიტყვები -,,მეგობრებს ყველაფერი, დანარჩენებს კანონი’’)

ზემოაღნიშნული სიტყვების ანტიპოდია ინგლისელი მოაზროვნისა და ,,ლიბერალიზმის


ფუძემდებლის’’ ჯონ ლოკის ცნობილი ფრაზა ,,Wherever law ends, tyranny begins’’( სადაც
კანონი მთავრდება , იწყება ტირანია).
სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის აუცილებლობა , რომ უმნიშვნელოვანესია
ვფიქრობთ, დავის საგანი დიდი ხანია აღარ არის .

საკმაოდ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს თემა -,,ხელისუფლებისადმი ხალხის


მორჩილების შესახებ’’, იმ ხელისუფლების, რომელიც წარმოადგენს (ან უნდა
წარმოადგენდეს) ინსტიტუციას ,რომელიც ქმნის და აღასრულებს კანონებს სახელმწიფოს
შიგნით, ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას და აკონტროლებს სახელმწიფოში
კანონებისა და ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვას. ისმის კითხვა, უნდა
ემორჩილებოდეს თუ არა ყველა ადამიანი ხელისუფლებას ?! როდის ისახება მეტად
სამართლებრივ- დემოკრატიული კონტურები ,მორჩილებაში თუ დაუმორჩილებლობაში?!

ჯონ ლოკი - ინგლისელი ფილოსოფოსი,ლიბერალიზმის თეორიტიკოსი (1632-1704წწ.)


თავის შრომებში წერს ,,სახელმწიფო შეიმუშავებს საერთო წესებს , რომლებიც
ნებისმიერი ინდივიდის ან ჯფუფის მოსაზრებაზე მაღლა დგს -ანუ კანონს. ის სჯის იმას,
ვინც არღვევს საზოგადოების მიერ მიღებულ წესებს - აღასრულებს კანონს. ის იცავს
საზოგადოებას გარე საფრთხისაგან -ანუ წყვეტს ომისა და მშვიდობის საკითხებს. დანარჩენი
ინდივიდის საქმეა...ადამიანებს შეუძლიათ გაწყვიტონ ხელშეკრულება და დაიბრუნონ
თავიანთი უფლებები , თუ სახელმწიფო დამაკმაყოფილებლად არ შესასრულებს თავის
ფუნქციებს ან გადააჭარბებს თავის უფლებამოსილებას . კერძოდ, ეს ეხება დესპოტურ
მმართველობას , რომელიც ხელყოფს ადამიანის თავისუფლებას და ზღუდავს მის ძირეულ
უფლებებს.ამიტომ ადამიანებს აქვთ უფლება, აუჯანყდნენ ტირანულ ხელისუფლებას’’.
(,,ორ ტრაქტატში მმართველობაზე’’ 1689წ)

მიუხედავად ამისა,ლოკი მაინც აუცილებლად თვლის სახელმწიფოს ,რომელიც უფრო


ქმედითად, თანმიმდევრულად და მიუკეძოებლად განახორციელებს სამართალს და
დაიცავს ადამიანების უსაფრთხოებას , ვიდრე ეს ცალკეულ ადამიანებს ძალუძთ. იგი
წერს: ,, მე მგონი , ზედმეტი არ იქნება, ჩამოვაყალიბო, რას ვგულისხმობ პოლიტიკურ
ძალაუფლებაში, რათა შევძლოთ, ქვეშევრდომზე ხელისუფლების ძალაუფლება
განვასხვავოთ მამის ძალაუფლებისაგან შვილების მიმართ, პატრონისა
მოსამსახურეების,ქმრისა-ცოლის და ბატონისა -მისი მონების მიმართ.ძალაუფლების ყველა
ეს განსხვავებული სახე ხანდახან შეიძლება ერთსა და იმავე ადამიანში იყოს თავმოყრილი ,
მაგრამ თუ მას ამ სხვადასხვა მიმართებაში შევხედავთ, ეს შეიძლება დაგვეხმაროს კიდეც
გავმიჯნოთ ძალაუფლების ეს სახეები და დავინახოთ ,რით განსხვავდება ერთმანეთისაგან
სახელმწიფოს მმართველი ,ოჯახის მამა და გემის კაპიტანი’’.( ,,მეორე ტრაქტატი სამოქალაქო
მმართველობაზე ‘’ თავი I)

ლოკი ამართლებს სახელმწიფო სისტემას, რომელიც უფრო ქმედითად, თანმიმდევრულად


და მიუკეძოებლად განახორციელებს სამართალს, თუმცა იმისთვის,რომ სწორად გავიგოთ
პოლიტიკური ძალაუფლება უნდა განვიხილოთ ის მდგომარეობა ,რომელშიც ყველა
ადამიანი ბუნებრივად იმყოფება:,, როდესაც თითოეულს სრული თავისუფლება აქვს,
ბუნების კანონების საზღვრებში თავადა გადაწყვიტოს , რა აკეთოს -ისე მოექცეს თავის
საკუთრებასა სხვა ადამიანებს,როგორც თვითონ უნდა და საამისოდ არავის სთხოვოს
ნებართვა და არავისზე იყოს დამოკიდებული. ეს , ამავე დროს, თანასწორობის
მდგომარეობაა, როდესაც ყოველგვარი ძალა დაკანონის მიყენების უფლება
გაწონასწორებულია და ისინი არავის აქვს სხვაზე მეტად მომადლებული. სრულიად
ცხადია, რომ ამ მდგომარეობაში ერთი და იმავე მოდგმისა და რანგის
ადამიანები ,რომელსაც ბუნებამ განურჩევლად მიანიჭა ყველა უპირატესობა და ერთი და
იმავე უნარებით დააჯილდოვა , ასევე თანასწორნი უნდა იყვნენ ერთმანეთის
მიმართ.არავინ არის ვინმეს მიერ დაქვემდებარებული ან დამორჩილებული თუ ყველა
მათგანის საერთო უფალმა და ბატონმა თავისი ნების აშკარა გამოცხადებით ერთი მეორეზე
მაღლა არ დააყენა და ნათლად და ცხადად არ განუსაზღვრა პირველს ბატონობისა დაა
სუვერენობის უეჭველი უფლება’’( ბუნებითი მდგომარეობის შესახებ ,თავი II )

მეტიც, ჰუკერი (ინგლისელი თეოლოგი და სამართლის ფილოსოფოსი 1554-1600წწ) იმდენად


თავისთავად ცხადად და უეჭველად მიიჩნევს ადამიანთა თანასწორობას,რომ სწორედ მასზე
აფუძნებს ადამიანთ შორის ურთიერთსიყვარულის მოვალეობას, ამ უკანასკნელიდან
გამოჰყავს მათი ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ , შემდგეგ კი სამართლიანობისა და
ქველმოქმედების ღირსეული წესები.

იგი თავის ნაშრომში,,ეკლესიური ერთობის კანონთა შესახებ’’ წერს, ,, თუ არ შემიძლია ,


რომ არ მსურდეს ყველა სხვა ადამიანისგან სიკეთე მივიღო ,როგორც ყველა სხვას სურს
სიკეთე საკუთარი თავისთვის, როგორ შეიძლება ჩემის ეს სურვილი ნაწილობრივ მაინც
დაკმაყოფილდეს ,თუკი თავად არ შევეცდები დავაკმაყოფილო სხვა ადამიანების ასეთივე
სურვილი , რომელიც მათ უეჭველად ექნებათ ,რადგან ჩვენი ერთი ბუნებისანი ვართ. თუ
მათი ამ სურვილის წინააღმდეგ ვიმოქმედებ ,ეს ისევე დაამწუხრებს მათ, როგორც მე. ასე რომ
თუ მათ რამეს დავუშავებ ,უნდა მოველოდე რომ მეც მომადგება ზიანი , რადგან არანაირი
საფუძველი არ არსებობს ვიფიქრო,რომ ისინი მეტი სიყვარულით მომექცევიან. მაშასადამე,
ჩემი სურვილი , ბუნებით ჩემ თანასწორ ქმნილებებს ვუყვარდე ,ბუნებრივად მაკისრებს
ვალდებულებას, მათ მიმართაც მსგავსი გრძლობა გამოვხატო. ეს არის აბსოლუტური
თანასწორობის პრინციპი’’

დავუბრუნდეთ ლოკს, რომელიც ,,ბუნებით კანონს აღიარებს სახელმძღვანელოდ’’ თუმცა,


არ უარყოფს საკანონმდებლო ძალაუფლებას,რომელიც სახელმწიფოში თანხმობით მიიღება.
მხოლოდ, ის აღიარებს კანონს, რასაც კანონმდებელი მიიღებს მისდამი გამოცხადებული
ნდობის ფარგლებში.

ლოკისმიერი თავისუფლება და მორჩილება ხელისუფლებისადმი ასე


აიხსნება: ,,ხელისუფლების პირობებში მცხოვრები ადამიანების თავისუფლება
მდგომერეობს იმაში ,რომ არსებობდეს მოქმედი სახელმძღვანელო წესები ,რაც
საზოგადოების ყველა წევრზე თანაბრად გავრცელდება და რასაც მასში შექმნილი
საკანონმდებლო ორგანო შემოიღებს. თავისუფლება, ეს არის ვიმოქმედო ჩემი საკუთარი
ნებით ყოველთვის , როცა ეს წესები ამას არ მიკრძალავს, არ დავექვემდებარო მეორე
ადამინის ცვალებად, გაურკვეველ, უცნობ,თვითნებურ სურვილებს ‘’.

იგი პოლიტიკური ანუ სამოქალაქო საზოგადოების შესახებ წერს : ,,ადამიანს მინიჭებული


აქვს არამარტო უფლება დაიცვას თავისი საკუთრება ( სიცოცხლე , თავისუფლება და
მამული) სხვა ადამიანების ან ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანისა თუ
მცდელობისაგან, არამედ აგრეთვე განსაჯოს და სასჯელი აღასრულოს სხვის მიერ ამ
კანონის დარღვევისათვის’’.

ადამიანის თანასწორობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პრინციპიდან


გამომდინარედ დაუშვებელია იგი გამოიყვანო ამ მდგომარეობიდან და სხვის პოლიტიკურ
ძალაუფლებას დაუქვემდებარო. ლოკი თავის ნაშრომში ამბობს, რომ ,, მხოლოდ იმ
ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება თქვას უარი საკუთარ თავისუფლებაზე და სამოქალაქო
საზოგადოების შეზღუდვები მიიღოს, თუ იგი სხვა ადამიანებთან შეთანხმებით შექმნის
ერთობას მოხერხებული , უსაფრთხო და მშვიდობიანი ერთობლივი ცხოვრების
მიზნით,რომლის დროსაც უზრუნველყოფილია სარგებლობა საკუთრებით და
უსაფრთხოება იმათგან , ვინც ამ ერთობაში არ შედის’’.

შეიძლება ითქვას ლოკის პოლიტიკური თეორიის თავისებურება ყველაზე კარგად ჩანს


მისი უშუალო წინამორბედის , თომას ჰობსის ნააზრევთან შეპირისპირებისას. ჰობსისი
მსგავსად , ლოკი აკრიტიკებს ,,მეფეთა საღვთო უფლების თეორიას’’ და პოლიტიკურ
წესრიგს ადამიანის ბუნებით უფლებებზე აფუძნებს. მაგრამ თუ ჰობსი (,,ლევიათანი’’)
საბოლოოდ აბსოლუტური მმართველობის იდეამდე მიდის , ლოკი ლიბერალური
კონსტიტუციონალიზმის ანუ შეზღუდული ძალაუფლების უმთავრეს პრინციპებს
აყალიბებს.

პოლიტიკური ანუ სამოქალაქო საზოგადოება არსებობს იქ, სადაც ადამიანთა რაღაც


რაოდენობა ერთიანდება ერთ საზოგადოებად . როდესაც ინდივიდი უკვე არსებულ
მმართველობას უერთდება იგი გარკვეულწილად უფლებას აძლევს მას კანონები
დაუდგინონ, როგორც ამას საზოგადოების საერთო კეთილდღეობა მოითხოვს ,რის
აღსრულებასაც ისევ ხალხის დახმარება სჭირდება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
შეიძლება ვთქვათ,რომ ქვეყანაში იქმნება განმსჯელი ძალა ,ვისაც აქვს საშუალება (ბერკეტი)
მოაგვაროს ყველა დაპირისპირება , უთანხმოება , რაც სახელმწიფოს ნებისმიერ წევრს
შეიძლება მიადგეს. ეს ძალა არის საკანონმდებლო ხელისუფლება და მის მიერ დანიშნული
აღმასრულებელი მოხელეები. თუმცა , საჭიროა კანონიერება და ზომიერება

You might also like