You are on page 1of 5

ჯონ ლოკი

ნინო ანთიძე

საშინაო ნაშრომი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი-გიორგი მაისურაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2019
ჯონ ლოკი ერთ-ერთია იმ ფილოსოფოსთა შორის, რომელთაც ლიბერალიზმის
ფუძემდებლად მიიჩნევენ. მას სრულიად ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს
თავისუფლებისადმი. საინტერესოა, როგორი ესმის ლოკს სიტყვა „თავისუფლების“
ზოგადი მნიშვნელობა?! თუ თომას ჰობსი თავისუფლებას ისე აღიქვამს, როგორც
საზოგადოების უმეტესი ნაწილი, ჯონ ლოკი მთელი არსებით ეწინააღმდეგება მათ
და ფიქრობს, რომ თავისუფლება თვითნებობას ნიშნავს. საინტერესოა, რატომ აქვს მას
ამგვარი დამოკიდებულება თავისუფლებისადმი?! მისთვის სრულიად მიუღებელია
თავისუფლება გარე შეზღუდვების გარეშე. თუ ადამიანს არანაირი შეზღუდვა არ
გააჩნია, თანდათან მისი ცხოვრება არაჰარმონიული და მოუწესრიგებელი ხდება.
უფრო მეტიც, ამგვარმა თავისუფლებამ შეიძლება გარყვნილებამდეც მიგვიყვანოს,
რადგან ხშირ შემთხვევაში ადამიანი თავის შეუზღუდავ უფლებებს ბოროტი
განზრახვებისთვის იყენებს. იგი აფექტურია, აკეთებს იმას, რაც მოესურვება და იცის,
რომ ქმედებებს ვერავინ გაუკონტროლებს. სწორედ ამ არგუმენტებით შეგვიძლია
განვამტკიცოთ ჯონ ლოკის მოსაზრება თავისუფლებისადმი, რომ იგი მხოლოდ და
მხოლოდ თვითნებობას ნიშნავს. მისი აზრით, „თავისუფალი ადამიანი ჰქვია იმას,
ვისაც არა აქვს სხვა შეზღუდვა, გარდა ბუნებითი კანონისა, რომელსაც თავის მხრივ,
გონება კარნახობს“(ჯონ ლოკი,204,2019). ანუ, ლოკის აზრით, თავისუფლება ნიშნავს
ადამიანის გონივრულ ქცევას, რომელიც არ არის განპირობებული პიროვნების
კაპრიზნებითა და პირადი, უარყოფითი ინტერესებით. გარდა ამისა, მას ყოველთვის
ახსოვს ბუნებითი კანონი, რომელიც ითვალისწინებს სხვისი ცხოვრების, უფლებების
ან საკუთრების ხელშეუხებლობას.

2
ჯონ ლოკის აზრით, ადამიანს ბუნებითი უფლებები გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ
მე, როგორც ცალკეულ ინდივიდს, მაქვს დამნაშავის დასჯის უფლებ, ასევე,
შემიძლია, თავადვე შევიმუშავო დამნაშავის დასჯის სათანადო ფორმა. თუმცა, რა
საკვირველია, ისიც უნდა მახსოვდეს, რომ დამნაშავის დასჯასაც გააჩნია გარკვეული
ზომა, რასაც თავისივე ჩადენილი დანაშაულის მიხედვით განვსაზღვრავ. უნდა
მახსოვდეს, სად გადის ზღვარი, რათა არ გადავცდე მას და ჩემი უფლებები ბოროტად
არ გამოვიყენო, ანუ უფლება არ ჩავთვალო ზედმეტ, უსაზღვრო უპირატესობად
დამნაშავის წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ბუნების კანონის დამცველი ადამიანის
ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, შეასრულოს თავისი მოვალეობა ისე, რომ ამით არავის
უფლება არ შეზღუდოს. რადგან ხშირ შემთხვევაში, ეს ორი ფაქტი
ურთიერთგამომრიცხავია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ აღნიშნული
უფლებები სრულიად ხელშეუხებელია, ეს ის შემთხვევაა, როცა არავის შეუძლია,
შემზღუდოს, ვინაიდან და რადგანაც, როგორც სიცოცხლე, ეს უფლებებიც თავად
უფლისგან მებოძა. მაშასადამე, არავის აქვს უფლება, ხელჰყოს იგი. ჩვენ უკვე
ვთქვით, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადამიანს აქვს უფლება, დასაჯოს დამნაშავე.
ალბათ გაგვიჩნდება კითხვა- თუ კი ეს თავადაც შეგვიძლია, მაშინ რაში გვჭირდება
სახელმწიფო?! ჯონ ლოკი საკმაოდ ამომწურავად გვპასუხობს. მისი მოძღვრების
თანახმად, „სახელმწიფოს არარსებობის პირობებში მეტი შანსია, დამნაშავე
დაუსჯელი, საზოგადოება კი- მის მიმართ დაუცველი დარჩეს“(ჯონ ლოკი,207,2019).
ლოკის აზრით, სახელმწიფოს მიერ დასჯა მეტად სრულყოფილი და ნაყოფიერია.
სწორედ ამიტომ, სოციუმი უარს ამბობს საკუთარ უფლებებზე და ერთობლივად
თანხმდებიან იმაზე, რომ შეიქმნას სახელმწიფო, რათა დამნაშავე უფრო ეფექტურად
და სრულყოფილად დაისაჯოს, ვიდრე ეს ცალკეული ინდივიდის მიერ დასჯის
შემთხვევაში ხდებოდა. ასევე, მათ იმედი აქვთ, ხელისუფლებას ექნება ყოველგვარი
რესურსი იმისა, რომ უზრუნველყოს ცალკეულ ინდივიდთა კეთილდღეობა და
უსაფრთხოება. ვფიქრობ, ყოველივე ეს ფრიად საინტერესოა თითოეული
ჩვენგანისთვის. სწორედ ეს არის „საზოგადოებრივი შეთანხმების“ არსი და ყველაზე

3
მთავარი ფუნქცია, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები გახლავთ განმაპირობებელი
ფაქტორი იმისა, თუ რატომ სურთ ადამიანებს სახელმწიფოს შექმნა და რაც ყველაზე
მთავარია, რა უდევს საფუძვლად მათ შეთანხმებას.

განვიხილოთ კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, თუ როდის


შეგვიძლია, შევცვალოთ ხელისუფლება. წარმოვიდგინოთ, რომ შეიქმნა სახელმწიფო,
თავიდან ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა, თუმცა თანდათან ვამჩნევთ, რომ
არაფრის უფლება აღარ გვაქვს. ანუ, დროთა განმავლობაში გაიზარდა შეზღუდვები
და ავტომატურად შემცირდა ადამიანთა უფლებებიც. ფაქტობრივად არანაირი აზრი
და მნიშვნელობა აღარ აქვს ადამიანთა არსებობას. ასეთ შემთხვევაში, „ყოფნა-
არყოფნა, საკითხავი აი ეს არის“. (უილიამ შექსპირი, „ჰამლეტი“). ანუ, სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ კი ვამჩნევთ, რომ სახელმწიფო თანდათან ტირანიად
გადაიქცა, მასში გადაიზარდა, ან აბსოლიტური ბატონობა მოინდომა, საზოგადოებას
სრული უფლება აქვს, აჯანყდეს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და ყველაზე ცუდ
შემთხვევაში, მისი შეცვლა მოითხოვოს, რაც სრულიად საფუძვლიანია. მე ვირჩევ
სახელმწიფოს იმისთვის, რომ თავი მეტად დაცულად და უსაფრთხოდ ვიგრძნო.
თუმცა თუ კი ამას ხელისუფლება ბოროტად გამოიყენებს, ანუ, ჩემს უფლებებს
თავად გადაიბარებს და მთლიანად მისი ბატონობის ქვეშ მომაქცევს, ეს თავისმხრივ
ნიშნავს ბუნების კანონის დარღვევას. ანუ, იგი ხელჰყოფს ჩემს უფლებას, ჩემს
საკუთრებას. არ არის რთულად მისახვედრი, რომ ყოველივე ეს საზოგადოების
ჯანსაღ კრიტიკასა და აჯანყებას გამოიწვევს, ის ერთობლივით ძალით იბრძოლებს,
რათა დაიბრუნოს ყოველივე ის უფლება, რაც უფლისგან ებოძა, რადგან ვიცით, რომ
ის ხელშეუხებელია და მუდამ ასე უნდა იყოს.

4
ბიბლიოგრაფია

1. ლოკი, ჯონ. ,,მეორე ტრაქტატი სამოქალაქო მმართველობაზე“,2019, თბილისი:


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

You might also like