You are on page 1of 11

1.

ძველი აღთქმის ენა (პერიოდების მიხედვით)


-ებრაული ენაზეა დაწერილი ბიბლია, მხოლოდ მცირე ნაწილი კი არამეულ ენაზე.
ებრაულმა ენამ გაიარა ოთხი პერიოდი ესენია:

1. პირველი ბიბლიური ანუ კლასიკური (ძვ.წ III-ს მდე).

2. მიშნაური ანუ რაბინული პერიოდი (ჩვ.წ III-VIსს).

3. შუასაუკუნეების პერიოდი (VII-XIVსს)

4. თანამედროვე პერიოდი (XIX-XXსს მიჯნიდან)


2. დამწერლობა
-1.უძველესი ებრაული ტექსტები შესრულებულია ქანაანური დამწერლობით. მას
სხვანაირად ფინიკიურ-ძველებრაული ეწოდება.

2. კვადრატული ანუ აშურული. დღემდე რამაც მოაღწია ჩვენამდე ამ ენაზეა


შესრულებული.

3. ყუმრანის ტექსტები
-ანუ მკვდარი ზღვის ხელნაწერების (გრაგნილების)ყველაზე ძველი ხელნაწერი
ებრაული ბიბლიისაა გახლდათ ფრაგმენტი ეგვიპტიდან ე.წ ნაშის პაპირუსი (ძვ.წ
150წ) რომელიც შეიცავს 10 მცნებას(დეკალოგს) მეორე რჯულის წიგნიდან. ასევე
შეიძლება ითქვას, რომ ყურმანის აღმოჩენამ ხელი შეუწყო იმას, რომ 180 სხვადასხვა
ხელნაწერი გახდა ცნობილი. რომლებიც დათარიღებულია ძვ.წ III-IIს-მდე. ასევე ამ
ყურმანის გრაგნილებს შორის აღმოჩნდა ძელი აღთქმის ყველა წიგნი, გარდა ესთერის
წიგნისა.
4. მასორული ტექსტი
-მასორული ტექსტი- ძვ.წ Vს-ში ეზრამ მოსეს ხუთი წიგნი ერთ კრებულად, ერთ
ხუთწიგნეულად შეკრა. მასორული ხანა ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ბიბლიის
ტექსტების სიწმინდისა და შეუბღალავად შენარჩუნებაზე ეზრუნა. შენიშნვენებს
ეწოდება მასორა, იმ ტექსტებში სადაც არაფერია შეცვლილი, მათ შორის არაა
გასწორებული გრამატიკული შეცდომები, და ამ წმინდა წერილის ტექსტებსაც
მასორული ტექსტები ეწოდება.

5. ხელნაწერი ბიბლიის სახეობანი (გრაგნილი, კოდექსი)


-გრაგნილი (მეგილლა) ორივე ხელით ეჭირათ და რასაც წაიკითხავდნენ ის ნაწილი
იგრიხებოდა. გრაგნილი საგანგებო მილის ფორმის კოლოფში ინახებოდა.ყველაზე გრძელი
გრაგნილი ვიცით რომ არის 40მ-ის და ის ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.

რაც შეეხება კოდექსს-იგი შემოიღეს ჩვ.წ Iს-ის შემდეგ. მას თანამედროვე წიგნის სახე
აქვს,მისი ფურცლები პერგამენტისაა. კოდექსი იძლევა იმის საშუალებას რომ ბიბლიის
წიგნები ერთად შეკრულიყო ანუ ერთ წიგნას. კოდექსის შემოღებისას აღსანიშნავია რომ
გრაგნილი არ გამქრალა. ქრისტიანულმა ეკლესიამ უპირატესობა მიანიჭა კოდექსს.

6. ძველი აღთქმის შედგენილობა


-1. მოსეს ხუთი წიგნისგან შემდგარი თორა

2. ნებოს ანუ “წინასწარმეტყველთ”

3.ქეთუბიმი

7. ბიბლიური წიგნების ეგზეგეტიკა და ჰერმენეტიკა


ეგზეგეტიკა- არის სასულიერო მწერლობის ერთ-ერთი დარგი. ახსნა-
განმარტების შემსწავლელია. ეგზეგეტიკა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს
გამოყვანას.გულისხმობს სიღრმისეულ წვდომას ტექსტში. იგი ცდილობს, რომ
გამოიცნოს ტექსტში დაფარული აზრი.

ჰერმენეტიკა- ჰერმენეტიკა კი ცდილობს არა ამრტო ტექსტის გაგებას, არამედ


ტექსტის შემქმნელის გაგებასაც. ეს გაგება არის თეორია ასე ვთქვათ ნაწილის
მთლიანად და მთლიანის ნაწილად აღქმის. ჰერმენეტიკას ვინც შეისწავლის ისინი
ცდილობენ რომ სიმბოლოდან გადავიდნენ მისი მნიშვნელობის გაგებამდე.

2ტიპის ჰერმენეტიკა არსებობს:

1. სიტყვა, როგორც ნიშანი. იგი შეიცავს ახსნას.


2. შეტყობინების გამცემის განზრახვას.

8. სეპტუაგინტა და სხვა მნიშვნელოვანი თარგმანები

-ბერძ. სამოცდაათს ნიშნავს.

ასე ჰქვია ძველი აღთქმის ბერძნულ თარგმანს და დღემდე.


იგი მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეულს გულისხმობს.

მნიშვნელოვანია- სირიული, ეთოპური, კოპტური, გოთური, ძველი ქართული, ძელი


სომხური.

9. თარგუმი

-არამეული სიტყვაა და თარგმანს ნიშნავს. ის შეიქმნა მაშინ როდესაც ებრაელებს


ებრაულენოვანი ღვთისმსახურება არ ესმოდათ, სინქრონულად ითარგმნებოდა
ებრაულიდან არამეულზე.ასეთ თარგმანს ეწოდა თარგუმი.

ყველაზე ძველი არის ნიშის პაპირუსი, რომელიც 10მცნებას


შეიცავს. ძვ.წ 150წ.

ებრაული ენა და დამწერლობის უძველესი ძეგლები


1. ლახიშის წარწერა.
2. იზბერთ ცატრას.
3. გეზერის კალედარი
4. მეშას წარწერა
5. სილოამის წარწერა
6. წერილები ლახიშიდან.

ივრითი---- თანამედროვე ებრაული ენა. გაცოცხლებული.

დაბადებდან:
10. აბრაამის გამოცხადებები(ყველაზე მნიშვნელოვანი); მე-5 გამოცხადება - უფლის
აღთქმა რაში ჩაეწერება?
რვეულში მიწეერიაა-მის სახელში რომ ჩიწერა უფლის აღთქმა.
11. ადამი-რა ნიშნით არის იგი რთული და სად, რომელ ეპიზოდში ჩანს კაცის
(ადამის) შექმნის მნიშვნელოვნება?

უფლის ხატად რომ შექმნა.


12. რაში გამოიხატა კაენსა და აბელს შორის სხვაობა, რაც შემდეგ მტრობაში
გადაიზარდა.

-კაენი მეცხოველეობას მისდევდა მისი ძმა აბელი მიწათმოქმედი იყო. ამიტომ ღვთის
რჩეულიც აბელი იყო. ამან კაენში გაღიზიანება, შური და მტრობა გამოიწვია. საბოლოოდ კი
ისე მოხდა რომ ამის გამო კაენმა მოკლა თავისი ძმა აბელი და პირველად დაიღვარა სისხლი.
13. ბიბლიური თხრობისას ვინ იგულისხმება ადამის ასულთა და ღვთის ძენში?(6: 2)

ღვთის ძენში იგულისხმება შეთის შთამომავლობა. ადამიანთა ასულებში კი კაენის


შთამმომავლობა

14. ნოე, ღვთის რჩეულთა, რა ნიშნით გამოარჩია ღმერთმა იგი? რაში მდგომარეობს ის
სიახლე, რომელიც კაცობრიობაში შემოდის წარღვნის შემდეგ?

-ნოე გარყვნილ ადამიანებს 120 წელი ქადაგებდა სათნოებას და ღვთის ენით ესაუბრებოდა
მათ, მაგრამ ვერაფერს გახდა. ის ერთადერთიიყო გამორჩეული რომელიც ღვთის მცნებებს
იცავდა და ღვთისმოშიშობით ცხოვრობდა.ამიტომ ღმერთმა ამს კიდობნის აშენება უბრძანა,
იმიტომ რომ წარღვნა უნდა მოევლინა დედამიწაზე.მას მისცა უფლება თავისი ცოლი,
შვილები და ნმათი ქმრები წაეყვანა. ასევე წყვილ-წყვილად ცხოველები აეყვანა კიდობანში
და მცენარეებიც წაეღო.წარღვნის შემდეგ კი იდება აღთქმა, პირობა ღმერთსა და ადამიანებს
შორის, რომელიც ცისარტყელის სიმბოლოდ გვხვდება. წვიმის შემდეგ ცისარტყელა ღმერთს
და ადამიანებს შეახსენებთ მათ აღთქმას.
15. ვისთან შეხვედრამ განაპირობა აბრაამის რელიგიურ ცნობიერებაში სიახლე და რა
სიახლეზეა საუბარი?

მელქისედეკთან შეხვედრამ.
16. რა მიზნით ხდება გოდლის შენება?

-ადამიანებს მიაჩნდათ, რომ თუ გოდოლს ააშენებდნენ, ისინი არ დაიფანტებოდნენ


დედამიწაზე.
17. რა ნიშნით გამოირჩევა ისაკი დანარჩენ ორ პატრიარქთან(აბრაამთან და იაკობთან)
შედარებით.

18. რომელ პატრიარქთან ჩანს სიყვარულის ეპიზოდი და რაში გამოიხატება მისი


განსაკუთრებულობა.

-იაკობს უყვარდება რახელი და მზად იყო მისგამო ემსახურა 7 წელი. ეს ერთადერთი


სასიყავრულო ეპიზოდი დაბადებაში.
19. საიდან მოდის სიტყვა „ისრაელ“, როგორ ჩაეყარა საფუძველი ისრაელიანთა 12
ტომს?

-ღმერთმა “ისრაელი” უწოდა იაკობს. აბრაამის შილიშვილს იაკობს იგივე ისრაელს ჰყავდა 12
ვაჟი. როგორც გადმოცემიდან ვიგებთ მათგან წამოიშვა 12 ტომი, რომლებსაც მათი სახელები
ეწოდა.
20. ვინ იყო იაკობისთვის შვილებიდან გამორჩეული? შვილებიდან რომლებმა მიიღეს
დადებითი კურთხევა და რომლებმა უარყოითი და რატომ?

-იაკობს განსაკუთრებულად თავისი შვილებიდან უყვარდა უმცროსი შვილი


იოსები.ძმებმა ამისგამო ის შეიძულეს. იოსები ხედავდა წინასწარმეტყველურ
სიზმრებს, სადაც თავისი ძმები დამდაბლდებოდნენ, თვითონ კი
ამაღლდებოდა.ამიტომ ძმებმა თავიდან მოიშორეს ის. შემდეგ კი გაყიდეს ეგვიპტელ
ვაჭრებზე 20ვერცხლად. დადებითი კურთხევა უნდა მიეღო რა თქმა უნდა იოსებს.

1. რა არის სიტყვის ანუ წიგნის სახელწოდების - „გამოსვლანის“


აზრი, რას გულისხმობს ეს სიტყვა? რა არის ამ წიგნის მთავარი-
სიტყვა ცნება („ხსნა“, „შექმნა“). ჩამოთვალეთ წიგნის ძირითადი
თემები.
- თავად წიგნი გამოსვლანი არის ბიბლიის მეორე წიგნი, ანუ იგი
არის მეორე კანონიკური წიგნი. იგი შეეხება, სწორედაც
გამოსვლის თემას. მოსეს წყალობითა და მისი თაოსნობით და
ასევე ღმერთის მადლითა და შემწეობით ისრაელ ხალხს
ეგვიპტის ტყვეობიდან იხსნიან. ღმერთის უშუალო შუამავალი
ხალხთან და ფარაონთან იყო მოსე.ჩემი აზრით ამ წიგნის
მთავარი აზრი სწორედ იმაში მდგოამრეობას, რომ ღმერთის
ნებით მოხდა ყველაფერი, მან ფარაონს და მის მხლებლებს
რამდენჯერმე გაუსასტიკა გული, რათა ერწმუნებინა მას უფლის
და ასევე ყველას ეღიარებინა უფლის სახელი. მან უამრავი
სასწაული მოავლინა ქვეყნიერებაზე, რისი მომსწრეც გახდა
ფარაონი, მაგრამ ისრაელიანელები მაინც არ გაუშვა ეგვიპტის
ტყვეობიდან მან. ბოლოს კი ფარაონი დანებდა, რადგან იხილა
ღმერთის ძალა და ღმერთის წინაშე ვერაფერს გახდა. ღმერთმა ეს
ყველაფერი იმისთვის გააკეთა, რომ ერწმუნა ყველას მისი
სახელის. რეალურად ჩემი აზრით გამოსვლა უნდა ნიშნავდეს
იმას, რომ 400 წლიანი ბატონობისგან მოსემ უფლის წყალობით
ისრაელიანელები გამოიყვანა ეგვიპტიდან. ამან კი წარუშლელი
კვალი დატოვა ებრაელი ხალხის საწმუნეობაზე. მნიშვნელოვნად
მე კიდევ მიმაჩნია ის ,რომ მოსეს სინას მტაზე როცა
გამოეცხადება უფალი. უფლის ხილვა მხოლოდ მას შეუძლია. ის
40დღე და ღამე იქნება სინას მთაზე. ღმერთმა მას ფიქალები
უბოძა- რჯულისა და მცნებების, რომელიც ხალხის
დასამოძღვრად თავად უფალმა დაწერა. ასევე მნიშვნელოვანია
სავანეების აღწერა,სამსხვერპლოს, მღვდლის კურთხევის
რიტუალი და ა.შ.

2. ადის თუ არა ღვთის შემეცნება მოსესთან ახალ საფეხურზე


პატრიარქებთან შედარებით და რაში გამოიხატება ეს?
- რა თქმა უნდა, ღმერთის შემეცნება კიდევ და კიდევ უფრო
მაღალ შემეცნების ეტაპზე ადის. რადგან, მოსე შუამავალი იყო,
მას დიდი როლი ეკისრებოდა. შესებამისად, მას ევალებოდა ის,
რომ ხალხში ღმერთის სახელი გაევრჩელებინა, ასე ვთქვათ.
მათთვის რწმენა გაეღრმავებინა. ეს კიდევ უფრო თვალსაჩინოდ
ჩანს, იქ როცა დავინახავთ, რომ იგი რჩეულია, როცა სინას მთაზე
უფალთან ერთად იქნება 40დღე-ღამე და იქიდან წამოიღებს
ფიქალებს. აქამდე ეს არასდროს მომხდარა. ეს იყო უფლის
გამოცხადება, რომელიც რჩეულს ესაუბრება ანუ მოსეს. მოსეს
აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ რწმენა გაუღვივოს
და განუმტკიცოს მათ, რომ ადამიანები სწორ, ყფლის გზაზე
დააყენოს.

3. ბოლო სასჯელი; პასექი


პასეკი არის რიტუალი. სასჯელის წინ შესასრულებელი რიტუალი.
ღმერთი სწორედ ავალებს ხალხს, რომ ჭამონ საუფლო პასექი.
ამასთან ერთადა ავალებს სხვადასხვა რიტუალებს. რათა, როცა
ურწმუნოთა შესამუსრად ჩამოივლის, მხოლოდ ისინი გადარჩებიან
ვინც ამ რიტუალს შეასრულებს. იგი ასევე დღესასწაულია და იგი
იმართებოდა ეგვიპტის მონობიდან დახსნის აღსანიშნავად.

4. უფლის გამოცხადება სინაიზე და 10 მცნება.


- მოსე ადის სინას მთაზე უფალთან, სადაც მას დაფარავს
ღრუბლები. უფლის დიდება მოეფინება მთელს სინას მთას. 6დღე
ეგარება ამ მთას ღრუბლები. და მეშვიდე დღეს ღრუბლებიდან
უფალი მას მოუწოდებს ისრაელიანელებს და მოსე შევა
ღრუბლებში 40დღე-ღმეს. იქ უფალი გააცნობს მას თავის რჯულს,
მცნებებს და დამოძღვრავს მოსეს, რათა მოსემ შემდგომ
დამოძღვროს ისრაელიანელები. უფალი მისცემს ფიქელებს,
რომელიც არის თავისი ხელით შესრულებული. და ასევე გადასცემს
10 მცნებას.
1.მე ვარ უფალი შენი და არ უნდა იყვნენ ჩემს გარდა სხვა ღმერთნი
შენთვის
2.არ ააშენო კერპები და არ სცე თაყვანი მას
3.არა მოიღო სახელი უფლისა ღმერთისა შენისაი ამაოსა ზედა.
4.შაბათი იყოს შენთვის წმინდა დღე. 6დღე იშრომე და მეშვიდე
დღეს დაისვენე
5. პატივი ეცი შენს დედას და მამას, რათა დღეგრძელი იყო.
6.არა კაც-ჰკლა.
7.არ იმრუშო
8.არ მოიპარო.
9.არ დასწამო ცილი მოყვასს
10. რა გული გითქუმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა
გული გითქუმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა
მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა
მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

5. კანონები (თემატურად დაჯგუფებული თითო მაგალითით)


15.ვინც ხელს შემოჰკრავს თავის მამას და დედას სიკვდილით უნდა
დაისაჯოს.
16.ვინც კაცს მოიპარავს და გაყიდის, ან მის ხელში აღმოჩნდება,
სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

ეს ორი კანონი მცირედია იმ კანონებიდან რაც ღმერთმა მოსეს


გადასცა. ვფიქრობ დედაზე და მამაზე ხელის აწევა ნამდვილად
მიუღებელია და დანაშაულია მშობლებისა და უფლის წინაშე. რაც
შეეხება ადამიანის მოპარვასა და გაყიდვას, ასევე მიმაჩნია, რომ
მდაბიო საქციელია ის. რადგან უფალმა ადამიანს უბოძა სიცოცხლე
და თავისუფლება, მან კი თავად უნდა განკარგოს ის. ადამიანი
სხვის თავისუფლებას არ უნდა ეხებოდეს და სხვის ხელში არ უნდა
იყოს სხვისი სიცოცხლე. შესაბამისად უფალი ამ ორ კანონში ამას
გულისხმობს. და მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტად მართებულია და
აუცილებელია, რომ ადამიანმა ამ კანონებით იხელმძღვანელოს.
6. სავანე; წმიდა და წმიდათა წმიდა
7. ტაბლა, სასანთლე, სასაკმევლე წმიდაში
8. სამსხვერპლო და საბანელი
6,7 და 8 ერთადაა ქვემოთ პასუხ გაცემული.!!!!

-სავანე პირველი თვის პირველ დღეს უნდა აღემართათ, ანუ


სადღესასწაულო კარავი. სავანეს მირონი უნდა სცხონ და არა
მარტო სავანეს არამედ ყველაფერს.
უფალი მოსეს ასე უბრძანებს. მოსეს მოწმობის კიდობანიც უნდა
დაედგა და კრეტსაბმელები მოეფარებინა. ასევე ტაბლაზე მას
სასანთლეები უნდა დაედგა. ყველაფერს უნდა გაენათებინა.
სამსხვერპლოც უნდა აღემართა სადაც იქნებოდა განსაბანი, აქ
წყალი უნდა ყოფილიყო. ასევე ფარდა უნდა ყოფილიყო აქ.
თხისურის ნაჭრებით უნდა გადაეფარათ სავანე. ასევე სავანის
ძელები უნდა ყოფილიყო აკაციის სწორი ძელებისგან. მოსემ
„დადგა სასანთლე სადღესასწაულო კარავში ტაბლის პირდაპირ...
აანთო ლამპრები უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა“ (გამ.
40, 24-25). მათ ებარათ კიდობანი, ტაბლა, სასანთლე,
სამსხვერპლოები და წმიდა ჭურჭლები მსახურების დროს
გამოსაყენებელი. სასანთლე ხალასი ოქროსგან უნდა ყოფილიყო
გაკეთებული. ლოცვისას ასევე აუცილებელი იყო, რომ აენთოთ ეს
სასანთლეები. სანთელი გასანათებლად უნდა გამოეყენებინათ.
საბანელი კი, როცა ეს ყველაფერი მოსემ შეასრულა, რაც კი უაფლმა
მას დაავალა განიბანა იგი და მისი შვილები.
მნიშვნელოვანია, რომ რადგან პირველი კარავი გამზადებული იქნა
ისე, რომ შიგ იყო სასანთლე და ტაბლა და შესაწირავი პური.
წმინდათა წმინდა კი იყო ადგილი, სადაც მხოლოდ მღვდლებს
შეეძლოთ შესვლა.

9. სამღვდლო შესამოსელი
-შესამოსწელს დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. იგი მღვდლად
კურთხევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო. ეს
უნდა გაეწყოთ აარონისთვის ყველა გულბრძენ კაცს. სამკერდული,
ეფოდი, წამოსასხამი, ნაქსოვი კვართი, თავსაბურავი, სარტყელი-
მნიშვნელოვანი დეტალები იყო, რითიც უნდა შეემკოთ
შესამოსელი. ოქროსგან, ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი
ქსოვილისგან სელისგან უნდა დამზადებულიყო ის. სამკერდული
ისევე უნდა ყოფილიყო ოსტატურად გაწყობილი, როგორც ეფოდია.

10. მღვდლად კურთხევა


- როცა კი შემოსავდნენ ამ სამოსელით, მას და მის
შვილებს(აარონს). უნდა ეცხოთ ზეთი მათთვის, ხელი უნდა აესვა
მოსეს და ეკურთხებინა იგი, რომ ღმერთისთვის მღვდლობა გაეწია
აარონს. ტილოს საწმერთული უნდა გაეკეთებინა მოსეს ასევე
მისთვის, რათა ხორცი დაეფარა. აარონს, რომ მღვდლობა გაეწია
მისთვის, მისი კურთხევისთვის მნიშვნელოვანი იყო შემდეგი
რიტუალის შესრულება. კურატი უნდა აეყვანათ და ორი ჯანსაღი
ჭედილა, უნდა აეღოთ უფუარი პურები, ზეთში მოზელილი
ნამცხვრები, უფუარო კვერები, ხორბლის ფქვილისგან
გამოცხობილი. უნდა ჩაეწყო კალათაში და მიეტანათ
სადღესასწაულო კარავში. ამის შემდეგ აარონი და მისი შვილები
უნდა მიეყვანათ იქ. და წყლით უნდა დაებანათ ისინი. უფრო
სწორედ ეს ყველაფერი მოსეს უნდა გაეკეთებინა. კვართით უნდა
შეემოსა აარონი მოსეს და სამკერდე და ყველაფრით გაეწყო იგი.
სიწმინდის ჯიღა უნდა დაეფარებინა თავსაბურავად მას. მირონი კი
თავზე უნდა დაესხა მოსეს მისთვის. და მირონი ეცხო. ისევე
როგორც მის შვილებს. კურატისთვის უნდა დაედოთ ხელები
აარონს და მის შილებს. უფლის წინაშე. კურატის სისხლი უნდა
აეღოთ და უნდა ეცხოთ რქებს დანარჩენი სისხლი კი უნდა
დაეღვარათ. ტყავი და ხორცი ბანაკს გარეთ ცეცხლში უნდა
დამწვარიყო. ასევე ჭედილას შემთხვევაშიც ასე უნდა მომხდარიყო.
ეს რიტუალი ძალიან ბევრ პუნქტს მოიცავდა, მაგრამ იყო ძირითდი
3 პუნქტი ყურადღებაგასამახვილებელი და სამკმაო დროსაც
მოითხოვდა. ცოდვის კურატი მათ ყოველდღიურად უნდა
შეეწირათ. ამ ყველაფრით ჩატარდებოდა ამ ადგილის განწმენდა, ის
რაც უფალს სურდა. იგი წმიდანყოფდა სადღესასწაულო კარავს,
სამსხვერპლოს, აარონს და მის შვილებს, რათა მღვდლობა გაეწიათ
უფლისთვის.

აღსანიოშნავია, რომ უსაფუარო პური უწინაპრო პურს ნიშნავს.


ხოლო კტავის სისხლი- ახლის დასაწყისს, უცოდველობის ნიშანი
იყო. მათი გადარჩენის ნიშანი.

You might also like