You are on page 1of 16

ჯონ სტიუარტ მილი

ჯონ სტიუარტ მილი დაიბადა 1806 წლის 20 მაისს ლონდონის გარეუბანში. იგი იყო
მე-19 საუკუნის ბრიტანელი ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე და ეკონომისტი,
რომელიც მიჩნეულია ინგლისურენოვან სამყაროს მოაზროვნედ. მილი აგრეთვე
ცნობილია ისტორიაში, როგორც პოლიტიკური ლიბერალიზმის იდეის
განმავითარებლად. მილი თავის ნაშრომში „თავისუფლების შესახებ“ საუბრობს
ადამიანის თავისუფლებაზე, რომელიც ადამიანის განვითარებაში თავისუფლება ის
ერთ-ერთი მონაპოვარია, რომლის შეზღუდვის უფლება არავის აქვს.

მილის აზრით ნებისმიერი ადამინაის უფლება და მოვალეობაა განუვითაროს


საკუთარი ინდივიდუალური მხარე, რომელიც უშუალოდ უფიქსირდება პიროვნების
თავისუფლების შეზღუდვასთან. ცხოვრების გზის არჩევა გულისხმობს ადამიანის
განვითარებას. თავისუფლებისაკენ სწრაფვა და მისთვის ბრძოლა კი ნიშნავდა
მოქალაქეებსა და ტირანს შორის მუდმივ კონფლიქტს. ისეთი სახელმწიფო, როგორიც
დიდი ბრიტანეთია, იღებდა კონსტიტუციურ შეზღუდვებს და იცავდა მოქალაქეებს
ხელისუფლების ტირანიისაგან. ძალა მმართველთა ემხრობოდა მმართულთა
არჩევანსა თუ გადაწყვეტილებას. და მაინც ასეთ ვითარებაშიც კი თავი იჩინა
პრობლემამ, რომელმაც ადამიანთა თავისუფლების დაცვის საკითხი კიდევ ერთხელ
წამოწია წინა პლანზე. "უმრავლესობის ტირანია" სწორედ ესაა ის პრობლება,
რომელიც მიუხედავად ხელისუფლებისა და საზოგადეობის ურთიერთთახნხმობისა
მაინც იჩენს თავს, რადგან დემოკრატიულ სახემწიფოებში, როგორც ვიცით
უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა მიღებული, ხოლო უმცირესობა,
რომლის აზრი შეიძლება უფრო სწორი იყოს უმრავლესობის თუნდაც პოლიტიკურად
მიკერძოებული აზრისაგან, იჩაგრება და სწორედ ამ დროს ხორციელდება
უმრავლესობის ტირანია. ის ვრცელდება მაშინაც როდესაც საზოგადოება წყვეტს
სხვის ცხოვრების წესს, ცხოვრებას, რა არის სწორი ან არასწორი. ესაა მილისათვის
მნიშვნელოვანი. და ეს განასხვავებს მას სხვა მოაზროვნეებისაგან. ამ განსხვავებას
თვითონაც გამოკვეთს პირველ თავში, როდესაც საუბრობს იმაზე, რომ ამაზე ბევრი
არასდროს უმსჯელიათ და სწორედ ეს იქნება მომავალი თაობებისათვის
მნშვნელოვანი და გადამწყვეტიც კი.

იდნივიდების შეხედულების სისწორის შემთხვევაში, შესაძლებლობა იმისა, რომ


ჭეშმარიტება გაქარწყლდეს ან შეიცვალოს არ არსებობს. ხოლო პირიქით როდესაც
მცდარია არსებული შეხედულება, იკარგება სარგებელი და ჭეშმარიტების აღმაც აღარ
არის ისეთივე, როგორიც მისი სისწორის შემთხვევაში. მილი საუბრობს
ჭეშმარიტებაზე და მის სახეობებზე. სახეობაში ვგულისხმობ იმას, რომ რაღაც
შეხედულება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, მცდარი ან იყოს მცდარი და შეიცავდეს

ჭეშმარიტების ნაწილს და პირირით. მილის აზრით, დაუშვებელია ვინმეს


შეხედულების მცდარად აღიარება და არდაშვება, რადგან ჩვენვე არვართ
დარწმუნებულები ჩვენი შეხედულებების ჭეშმარიტებაში. ამის მიზეზი კი შეიძლება
იყოს ჩვენი უცდომლობის არარსებობა და ჩვენი განსხვავებული აზრი ამა თუ იმ
საკითხზე. ასევე თუნდაც მცდარი ჭეშმარიტების უარყოფა იწვევს, ჩვენივე
ჭეშმარიტების არ დასაბუთებას რადგან მილის აზრით, როდესაც უარყოფ სხვის
თუნდაც მცდარ შეცედულებას, ვერ აბათილებს მას შენით მაშინ უკვე კარგავ შანსს
დაამტკიცო რა არის ჭეშმარიტი. სხვსი შეხედულების უარყოფა იწვევს სწორედ
იმასაც, რომ საზოგადოების უმრვალესობა ხშირ შემთხვევაში აღიარებს ფართოდ
მიღებულ აზრს, იცის მისი მხოლოდ ის ნაწილი, რომ მართალია, არ მსჯელობს და
ჭეშმარიტებას აქცევს დოგმად. დისკუსიების განსხვავებული აზრის შემდგომ კი
აზრი ცვლილება, ამაზე მილი ამახვილებს ყურადღებას სწორედ მისი შეხედულების
გაუზრებლად ჭეშმარიტების ქცევითაა გამოწვეული.

მილის აზრით ადამიანის ინდივიდუალურობა წარმოქმნის მრავალფეროვნებას.


მაშინ, როდესაც ადამიანი აკეთებს რამე ახლს, რაიმე ინოვაციურს საზოგადოებამ
შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვას. უმრავლესობის
ტირანია სწორედ ამ კუთხით უშლის ხელს საზოგადოებას განვითარებაში.
ადამიანები ვერ გამოხატავენ თავიანთ რეალურ სახეს, რადგან შეიძლება ეს არ იყოს
უმრავლესობისთვის დამაკმაყოფილებელი. მილი სწორედ ამაზე საუბრობს და
ამბობს, რომ მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, საზოგადოება უნდა განვითარდეს
და სწორედ, რომ ინდივიდუალურობას მივყავართ ამ განვითარებამდე.

საბოლოო ჯამში სტიუარტ მილი საუბრობს იმ ძირითად უფლებებზე, როგორიცაა


აზრის, სინდიდის, რელიგიის, შეხედულების თავისუფლება, მისი ეს ტრაქტატი
განსხვავდება სხვა ლიბერალური მოძღვრებებისაგან, რომლებიც ინიდვიდთა ამ
უფლებებზე საუბრობენ,რადგან ამ უფლებათა მიმართება და დაცვა მილთან
გამიჯნულია სახელმწიფოსაგან. ეს არის არა სახელმწიფო ტირანია. ინდივიდის
პირადი ცხოვრება ხეშეუხებელია, თუ ის არ არღვევს საზოგაოების მშვიოდბის
მდგომარეობას, და ისეთ ქმედებას რომელიც საზოგადოებრივად მისაღებია.
საზოგადობრივად მისაღები სიტყვა მილისათვის არგულისხმობს ისეთ ქმებას,
რომელსაც უმრავლესობა აღიარებს, არამედ უშვებს ზოგიიერთი ქმედების შეზღუვის
შესაძლებლობას, მაგალითად,როგორიცაა მოწოდება სახლის გადაწვის თაობაზე.
უდაო ჭეშმარიტება კი არ არსებობს. უდაო ჭეშმარიტების დროს არც
ინდივიდუალურობა განვითარდება და არც მრავალფეროვნება, ეს ორი პუნქტი ხომ
მილისათვის თითოეული ადამიანის ცოხოვრებისათვის აუცილებელა.
წარსულშიც და დღვანდელ მსოფლიოშიც ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო
მსჯელობა თავისუფლების შესახებ, როგორც ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლება.
თომას ჰობსი, ჯონ ლოკი, იმანუელ კანტი აყალიბებდნენ თავისუფლების სხვადასხვა
სფეროებს, თუმცა ჯონ სტიუარტ მილმა ჩამოაყალიბა თავისი ეპოქისადმი
შედარებით უცხო სფერო თავისუფლებაში,ესაა სოციალური,კერძოდ
ინდივიდუალური თავისუფლება. იგი თავისი ტრაქტატში მსჯელობს საზოგადოების
ორ ნაწილზე, უმავლესობასა და უმცირესობაზე და გვიჩვენებს მათ შორის
დამოკიდებულებას, მათ განსხვავებებს და მათი დაპირისპირების ობიექტებს-
განსხვავებულ აზრებსა და განსხვავებულ შეხედულებებს.

ჯონ სტიუარტ განიხილავს სოციალურ,საზოგადოებრივ თავისუფლებას, სადაც


ადამანი სრულიად თავისუფალია, აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი
შეხედულებები და აზრები თუმცა ეს არის თავისუფლება, რომელსაც მილი
უმრავლესობის დესპოტიზმს, უწოდებს.მილი სოციალურ თავისუფლების
განხილვისას ამბობს, რომ პოლიტიკური,მოქალაქეობრივი,სახელმწიფოს ტიპის
თავისუფლება უკვე დაფუძნებულია,თუნდაც ლოკისა და ჰობსის ნააზრევიდან
გამომდინარე,რადგანაც ხალხმა უკვე იცის თავისუფლების რა ნაწილი უნდა დათმოს
იმისთვის, რომ გახდეს თუნდაც სახელმწიფოს მოქალაქე,ანუ ხალხს შედარებით
გაცნობიერებული აქვს პოლიტიკური თავისუფლების არსი,ასევე პოლიტიკური
თავისუფლების გარდა მთელი რიგი სხვა თავისუფლებებიც გარკვეულწილად
არსებობს და ხალხმა იცის მათ შესახებ.სწორედ ამიტომ ხედავს მილი
აუცილებლობას განიხილოს პოლიტიკურისგან განსხვავებული, სოციალური,
კონკრეტულად ინდივიდუალური თავისუფლება და დაგვანახოს მათ შორის
განსხვავებები.

მილი წერს, რომ იქ არსებობს ყველაზე მეტი პრობლემა,სადაც განსაზღვრული


კანონები და წესები არა არსებობს.იმ სფეროში,სადაც ადამიანს არ აქვს უფლება ვინმე
დასაჯოს კანონის ძალით, ის დაუცველია.მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს
ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლება,სადაც საზოგადოება არ ერევა
ინდივიდის ინტერესებში.რას ნიშნავს საზოგადოების ტირანია?.ტირანია ნიშნავს,რომ
ადამიანი ექცევა ვიღაცის ზეწოლის ქვეშ და იგი დაუცველია.მილის აზრით, ძველად
თავისუფლებაში იგულისხმებოდა პოლიტიკურ მმართველთა ტირანიისაგან დაცვა
თუმცა ახლა პოლიტიკური ტირანიის გარდა არსებობს საზოგადოებრივი ტირანიაც
და ეს უფრო საშიშია თავისი ბუნებისა და არსის გამო, რადგანაც მას არანაირი
მარეგულირებელი, გამაკონტროლირებელი კანონი არ გაჩნია,ვიდრე პოლიტიკურ
სფეროს,რადგანაც ჩვენ უკვე ვიცით რომ პოლიტიკურ სფეროში უკვე არსებობს
კანონები,მოვალეობები,წესები რაც დადგენლია მმართველის მიერ თუმცა
„საზოგადოება თავად არის მისი შემადგენელი ცალკეული ინდივიდების
ტირანი“(მილი 2014 251)-წერს მილი. საზოგადოება ,,შემზარავ’’ სოციალურ ტირანიას
ახორციელებს როცა მართებულის ნაცვლად არამართებულ განაწესს აფუძნებს ან
საერთოდ ისეთ საკითხებში ერევა, რაშიც არ უნდა ერეოდეს.

სტიუარტ მილი საზოგადოებას ორ ნაწილად ყოფს და ამბობს, რომ საზოგადოება


ყოველთვის დაყოფილია რაიმე ტიპის უმრავლესობად და უმცირესობად.
უმრავლესობაში იგი მასას მოიაზრებს, ხოლო უმცირესობაში ინდივიდს. ვინ არიან
უმრავლესობა? ხალხი, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ერთსა და იმავე
შეხედულებებს მიჰყვება, ერთი და იგივე ქმედებები გააჩნიათ და ერთნაირი
ცხოვრებს წესით ცხოვრობენ მილის აზრით, საზოგადოების თითქმის ყველა
სფეროში, უმრავლესობაა.მათ აერთიანებთ ერთფეროვნება,ეს ერთფეროვნება
აფერხებს საზოგადოების განვითარებას,რადგან ხალხისთვის კომფორტულია იყვნენ
მსგავსები,არ სჭირდებათ ბევრი ფიქრი და აზროვნება რა იქნება სწორი
ნაბიჯი,სიახლის ძებნა რთულია მათთვის, რადგანაც სიახლე
განსხვავებულობიდან,მრავალფეროვნებიდან მომდინარეობს. უმცირესობას კი
განსხვავებული აზრის,წესების,შხედულებების მქონე ინდივიდები შეადგენენ.

მილი განიხილავს ტირანიის ისეთ სფეროს, რომელიც საშიშია საზოგადეობისთის,


ესაა „უმრავლესობის ტირანია“ . ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხის მასა ყოველთვის
ამცირებს მათგან განსხვავებულ ადამიანებს,ანუ უმცირესობას და თან მათზე
ძალადობს. ასევე ისინი უმცირესობას არ აძლევენ უფლებას საკუთარი აზრების
გამოთქმისა.ეს იწვევს უმრავლესობისა და უმცირესობის დაპირისპირებას
.უმრავლესობის მიერ უმცირესობა აღიქმება სულ სხვა ტიპის საზოგადოებად და
იქიდან გამომდინარე, რომ უმრავლესობა მართლაც და საზოგადოების უმრვალეს
ნაწილს, დიდ მასას წარმოადგენს მარტივადაა შესაძლებელი მათი პოზიციისა და
შეხედულებების გაბატონება, ეს კი მაშინ ხდება, როდესაც არ არსებობს ხალხთა
შორის დისკუსია და მსჯელობა იმაზე თუ რა არის ჭეშმარიტი და რა არის
მცდარი.თუმცა არც რაიმე აზრის ჭეშმარიტებაა მნიშვნელოვანი, მთავარია ყველას
ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება.თუ არ არსებობს თავისუფლად
აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და საჯარო სივრცე,მაშინ საზოგადოება ვერ იქნება
თავისუფალი.საზოგადოებაში ინდივიდი უმრავლესობაში მოექცევა თუ
უმცირესობაში დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ცხოვრობს იგი და ამიტომ
მთავარია ადამიანი დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ რაც თავად მას არ ეხება არ უნდა
ჩაერიოს თუ რაიმესაგან თავდასაცავად არ სურს ეს ქმედება. ეს კი იმიტომ რომ
უმრავლესობის ტირანია არის არაკონტროლირებადი,ის რასაც კანონი ვერ
დაარეგულირებს,ამიტომაც მილის აზრით იგი ყველაზე საშიში სფეროა ტირანიის
კუთხით.მრავალფეროვნება, განსხვავებულობა და „ცხოვრების ექსპერიმენტები“,
როგორც ამას მილი უწოდებს საჭირო და ღირებულია ინდივიდუალური
თვისუფლებისათვის.სამივე მათგანი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას
ემსახურება, ეს კი საზოგადოების გზაა პროგრესისკენ.

მილი ინდივიდის ხელშუხებელი თავისუფლების სამ სფეროს გამოყოფს. ესენია


1),,ქმედების,საკუთარი ცხოვრების წესის არჩევის,გემოვნებისა და მისწრაფებების
თავისუფლება.“(მილი 2014 243) 2) „სინდისის, აზრისა და შეხედულების
თავისუფლება“(მილი 2014 43) 3) „სხვა ინდივიდებთან დაკავშირების და
გაერთიანების თავისუფლება ისეთი მიზნებისთვის,რომლებიც სხვებს არ ვნებს“
(მილი 2014 243)მილისთვის ამ სამ სფეროს შორის უმნიშვნელოვანესია სინდისის,
აზრისა და შეხედულებების თავიუფლება, რათა არ არსებობდეს ტირანია და მისივე
აზრით პიროვნების თავისუფლება არ უნდა გასცდეს საზღვრებს, ისე რომ
შეზღუდოს სხვისი თავისუფლება. მილს შემოაქვს დაყოფა პირად და საჯარო
სივრცეებს შორის..ეს შესაძლებელია კანტთანაც დავაკავშიროთ,როდესაც ის
ამბობდა,რომ გონების კერძო გამოყენება მართალია ქმედითია საჯარო სფეროში,
თუმცა პირად სფეროში, სადაც ადამიანი სრულიად თავისუფალია,მას აქვს უფლება
გონება საჯაროდაც გამოიოყენოს . მთავარია ადამიანმა გაიზროს რატომ არის
მნიშვნელოვანი საჯარო დისკუსია და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა.
პირად სფეროში სადაც ადამიანი არავის არაფერს უშავებს ინდივიდს სრული
თავისუფლება გააჩნია. „ინდივიდი საკუთარი თავის, საკუთარი სხეულის და
გონების სუვერენია“(მილი 2014 243)-წერს მილი, მაგრამ თუ ადამიანი სხვის საქმეში
ჩერია და ეცადა სხვისთვის თავისუფლების წართმევას დაისჯება არა საზოგადოების
არამედ სახელმწიფოს მხრიდან. საზოგადოებას არ აქვს უფლება ინდივიდი აიძულოს
რაიმეზე ან განსაჯოს რა არის მისთვის სწორი და არასწორი,რა უნდა გამოხატოს, რა
უნდა აღიაროს და ა.შ სხვისი აზრებისა და შეხედულებების უკუგდება ბოროტებაა.
მილი ამბობს, რომ რამდენადაც ძლიერი გვგონია რომ ჩვენი შეხედულება
ჭეშმარიტია,ყოველთვის შესაძლებელია ვცდებოდეთ და სწორედ საპირისპირო
დებულება იყოს ჭეშმარიტი.მილისავე მიხედვით არავინაა უცდომელი.ერთადერთი
რაც გვაძლევს უფლებას რომ დავიჯეროთ ჩვენი ჭეშმარიტება ესაა მოსმენა და განსჯა
ყველა არგუმენტისა და მათ საფუძველზე გაბათილება იმისა, რომ ჩვენი მოსაზრება
არ არის ჭეშმარიტი. ინდივიდის თავისუფლება ხელშეუხებელი უნდა იყოს, არავინ
უნდა ეცადოს მის შეზღუდვას, რატომ უნდა აინტერესებსდეს თუნდაც ვინმეს, ვის
რას სურს ან რატომ აკეთებს ამას? “უმრავლესობის ტირანია“ რა თქმა უნდა,
საფრთხეს წარმოადგენს ინდივიდუალური თავისუფლებისთვის, რადგან
უმრავლესობას გააჩნია ერთი გზა, რომელზედაც გადაუხვევლად მიდის და ერთი და
იგივე შეხედულებებს იზიარებებს, ხოლო ინდივიდუალური თავისუფლებს მქონეებს
აქვთ განსხვავებული შეხედულებები და აქვთ ყველაფრის უფლება რაც
მოესურვებათ.
საბოლოოდ, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ რა არის ამ ტრაქტატის მთავარი სათქმელი.
მილისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების გათავისუფლება მცდარი
შეხედულებებისაგან და საკუთრი შეხედულებებისა და აზრების გამოხატვის
აუცილებლობა, იმისათვის, რომ ხალხი გათავისუფლდეს „უმრავლესობის
ტირანიისგან“ და ჰქონდეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში,
რადგანაც დისკუსიის დროს იბადება ჭეშმარიტება.

ჯონ სტიუარტ მილი დაიბადა 1806, წლის 20 მაისს ლონდონის გარეუბანში.ის


გახლდათ ფილოსოფოსი,ეკონომისტი და საზოგადო მოღვაწე,რომელიც
ინგლისურენოვანი სამყაროს ყველაზე გავლენიან მოაზროვნედაა მიჩნეული.მას
მრავალი ნაშრომი ეკუთვნის, თუმცა აქედან მხოლოდ ორია ისეთი, რომელიც დღესაც
ისეთივე მნიშვნელოვანი და აქტუალურია როგორც მის დროს იყო ესენია:
„თავისუფლების შესახებ“ და „უტილიტარიზმი“. ავტორი ნაშრომზე „თავისუფლების
შესახებ“ საკუთარ ცოლთან ერთად მუშაობდა და იგი ამბობს,რომ ეს მათი
ერთობლივი ნაშრომია.

როგორც ვიცით საზოგადოება დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა სახელმწიფოს,


განსაკუთრებით კი მის მმართველს,თავისუფლების მოპოვების მიზნით, თუმცა
უშედეგოდ. რამოდენიმე ხნის შემდეგ ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უფრო
კარგი და ეფექტური იქნებოდა სახელმწიფო მოხელე თავად აერჩიათ და ერთხელ და
სამუდამოდ დაემხოთ ერთპიროვნული მმართველობა.მანამ სანამ ეს მხოლოდ
მოსაზრება და შეუსრულებელი გეგმა იყო, ნათლად არ ჩანდა, არც მისი პლიუსები და
არც მინუსები. მხოლოდ მაშინ ,როცა გეგმა განხორციელდა ნათელი გახდა,რომ
ხალხი რომელიც ხელისუფლებას ახორციელებს ყოველთვის არ არის ის ვისზეც ის
ხორციელდება. რას ნიშნავს ეს ფრაზა?

დემოკრატიულ საზოგადოებაში ერი მართავს საკუთარ თავს ეს ისეთი დოგმაა,


რომელიც ავტორის დროს საკმაოდ პოპულარი იყო, თუმცა თვითონ მილი მას
ინტენსიურად ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ დემოკრატიის დროსაც კი შეიძლება
ადამიანის თავისუფლება შეიზღუდოს ან გაქრეს. მეტიც ის ამბობს რომ ე.წ ტირანია,
რომელიც ძველად ერთპიროვნული მმართველობის დროს იჩენდა თავს
დემოკრატიულ სახელმწიფოში უფრო ძლიერადაა.შესაბამისად ის გვეუბნება, რომ
დემოკრატია არც ისეთი უსაფრთხოა როგორც გვგონია პირიქით ის უფრო მეტ
საფრთხეს მოიცავს, რადგან მის დროს შეიძლება დამყარდეს უმრავლესობის ტირანია
რაც ნებისმიერ ტირანიაზე საშიშია, რადგან ის გულისხმობს უმრავლესობის
ზემოქმედებას ინდივიდზე რის შედეგადაც ინდივიდი ვერ ახერხებს იყოს
განსხვავებული და საზოგადოებაში არსებული ჰარმონია ირღვევა. თანაც ამ
შემთხვევაში ტირანიის განხორციელების საშუალებები არ არის შეზღუდული,
საზოგადოებას ძალუძს საკუთარი განაწესების შესრულება და როცა ის ერევა ისეთ
საკითხებში, რომელშიც არ უნდა ერეოდეს ის ნებისმიერ პოლიტიკურ ჩაგვრაზე
უფრო შემზარავ, სოციალურ ტირანიად გარდაიქცევა და როგორც მილი ამბობს იგი
პირდაპირ სულს იმონებს. აქედან გამომდინარე უმრავლესობის ტირანია ეს არის გზა
რომ მოისპოს ყველა და ყველაფერი განსხვავებული. „არსებობს ინდივიდუალურ
დამოუკიდებლობაში კოლექტიური შეხედულების ლეგიტიმური ჩარევის
საზღვარი,ხოლო ამ საზღვრის მოძებნა და მისი დარღვევისგან დაცვა ისევე
აუცილებელია ადამიანების საქმეების სასიკეთო მდგომარეობისთვის,როგორც
პოლიტიკური დესპოტიზმისგან დაცვა“. (მილი 2018. 372)

ამ პრობლემისგან თავის დახსნის საშუალებად იგი დისკუსიის თავისუფლებას


თვლის. ავტორი ეთანხმება კანტს და ამბობს, რომ პიროვნებამ თავად უნდა მიიღოოს
გადაწყვეტილებები, რათა საბოლოოდ გახდეს ინდივიდი და რაციონალური
ადამიანი. მილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აზრისა და შეხედულების
შეზღუდვას ხოლო დისკუსია როგორც ვიცით ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა
საკუთარი შეხედულებებისა და აზრის თავისუფლების შესანარჩუნებლად. ადამიანი
მუდამ უნდა ერთვებოდეს დისკუსიაში მაშინაც კი თუ დარწმუნებულია საკუთარი
შეხედულების ჭეშმარიტებაში, რომ აღმოაჩინოს საკუთარი შეცდომები,ილაპარაკოს
მათზე და შემდეგ გამოასწოროს ისინი. ამასთანავე მილი ამბობს , რომ ადამიანებმა
არც კი უნდა გაიფიქრონ, რომ მათ აქვთ უფლება ვინმეს აუკრძალონ ამა თუ იმ
საკითხზე თავისუფლად საუბარი, თუნდაც ეს საკითხი მიუღებელი ან მცდარი იყოს.
როგორიც არ უნდა იყოს შეხედულება მისი დევნა მაინც ბოროტებად ითვლება,
რადგან ამ შემთხვევაში ზარალდება არა მხოლოდ ის ხალხი რომელთა დროსაც ეს
შეხედულება იდევნება, არამედ მომავალი თაობაც. რატომ? იმიტომ ,რომ ავტორის
მიხედვით რაც არ უნდა ძლიერად ვიყოთ ჩვენი შეხედულების ჭეშმარიტებაში
დარწმუნებული, ყოველთვის არსებობს იმის შანსი, რომ ჩვენ ვცდებით ხოლო
შეხედულება რომელსაც ვდევნით ჭეშმარიტია. ასევე ასეთი საქციელით ჩვენ ხელს
ვუშლით ინდივიდუალობისა და მრავალფეროვნების დამკვიდრებას, რაც მეტად
მნიშვნელოვანია რადგან, როგორც ზევით ავღნიშნე ის საზოგადოებაში ჰარმონიის
დამკვიდრების წინაპირობაა. რამდენადაც არ უნდა გაგვიკვირდეს ყველაფერ ამასთან
ერთად მილი ამბობს, რომ ადამიანი უნდა იყოს ექსცენტრიკული რადგან მისი
აზრით სწორედ ეს წარმოადგენს ერთგვარ წამალს უმრავლესობის ტირანიის
წინააღმდეგ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი ადამიანს სხვებისგან
დამოუკიდებელ არსებად აღიქვამს, პირიქით ის ამბობს, რომ არცერთი ადამიანი არ
არის თავისთავადი არსება. ამრიგად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მილისათვის
ინდივიდუალურობა საფუძველი კი არა მიზანია რომლის განვითარებაც უნდა
მოხდეს.
.ჯონ სტიუარტ მილის ერთ-ერთ უაღრესად გავლენიან ნაშრომად ითვლება წიგნი
,,თავისუფლების შესახებ’’ . ეს წიგნი დღემდე ითვლება და არის თავისუფლების,
დემოკრატიული არსობის მნიშვნელოვანი მოდელი. ჯონ სტიუარტ მილი იყო
პოლიტიკური ფილოსოფოსი, რონლის ნამუშევრებს არაერთი პრობლემის
გადასაჭრელად სწავლობდნენ.

სტიუარტ მილი თავისუფლებას ხელისუფლებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად


წარმოადგენს, რადგან სახელმწიფოსთის ერთგვარი დემოკრატია საფრთხის
მომტანია. ყველაზე ცნობილი ბრძოლები თავისუფლებასა და სახელმწიფოს შორის
საბერძნეთში , რომსა და ინგლისში იყო. თუმცა იმ დროის თავისუფლებაში
ტირანისგან პოლიტიკის დაცვა იგულისხმებოდა. იმდროინდელი მთავრობა ერთი
მმართველისგან ან ერთი ტომისგან შედგებოდა , რომელთაც ძალაუფლება
მემკვიდრეობით გადაეცემოდათ. მათი მმართველობის ქვეშ მყოფ საზოგადოებას არ
შეეძლოთ და ვერ ბედავდნენ მმართველის წინააღმდეგ წასულიყვნენ , იმის
მიუხედავად თუ რაოდენ დესპოტურ გადაწყვეტილებას მიიღებდა ის.

დროთა განმავლობაში ადამიანი მიხვდა ნამდვილი თავისუფლება რა იყო , რომ


არავითარ ძალას არ ჰქონდა მასზე ბატონობის უფლება. დემოკრატიული მოდელი
სწორედ რომ საფრთხეს წარმოადგენდა სახელმწიფოსთვის, რადგან სახელმწიფო
თავისუფლება მინიჭებულ საზოგადოებას ვერაფერს დააკლებდა მის სასარგებლოდ.
შესაძლოა ამით მისი ინტერესები დათრგუნულიყო საზოგადოების მიერ, მათი
ლიბერალიზმი ამ ყველაფერს საძირკველს აცლიდა.

საზოგადოება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მმართველი ძალაუფლება იქნებოდა


ხალხის მიერ შექმნილი ძალაუფლება.

კანონის მიერ ტავს მოხვეული სხვადასხვა ქმედებები თუ აზრები , ერთგვარი


პრინციპი იყო მონობის რეჟიმის წყობილებისთვის, ეს უკანასკნელი კი ეგოისტურ
სიძულვილით სავსე არსობას წარმოშობს.

ხელისუფლება იმას იკვლევდა თუ რა უნდა მოსწონდეს და რა არა ხალხს, იმის


მაგივრად რომ ეფიქრათ იმაზე , თუ რა მოსწონს და რა არ სურთ მათ.

მილი ფქრობდა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ძალაუფლება შემცირების მაგივრად


იზრდებოდა, ამისგან კი ყოველივე ბოროტებაც გაიზრდებოდა, თუკი ძალაუფლების
წინააღმდეგ ზნეობრივი რწმენა არ აღიმართებოდა.
2.ჯონ სტიუარტ მილი თვლის რომ დისკუსია საჭირო და აუცილებელია, რადგან
დისკუსიით შესაძლოა თავისუფლებას მივაღწიოთ, ანუ დისკუსია ერთგვარად ქმნის
აზრისა და დისკუსიის თავისუფლებას.

საუკეთესო და სამაგალით მთავრობასაც კი არ აქვს უფელბა მეტი ძალაუფლების


გამოყენებისა, ვიდრე თუნდაც ყველაზე უარესს. თუკი საზოგადოების აზრს ერთი
განსხვავებული აზრი გამოეყოფა , უფრო სამართლიანი და მისაღები იქნება ამ
ადამიანის გაჩუმება უმრავლესობისგან, ვიდრე პირიქით უმცირესობამ იქონიოს
ზეგავლენა უმრავლესობაზე.

ჩვენ ვერასდროს მივხვდებით, რომ რომელი შეხედულების დათრგუნვასაც


ვცდილობთ ეს არის მცდარი შეხედულება. დარწმუნებულიც რომ ვიყოთ ამაში ,
სხვისი აზრის დათრგუნვა მაინც ბოროტება იქნებოდა.

შეხედულების ჩახშობას თუკი ძალით ცდილობენ შეიძლება ეს ჭეშმარიტად


მართალი იყოს, ხოლო ვინც მას ახშობს მის სიმართლესაც უარყოფს. დისკუსიის
ჩახშობა უცდომლობის დაშვებაა. მონარქები , აბსოლუტური მმართველები, ან
თუნდაც ისინი, ვინც სხვებისგან დიდ პატივისცემას არიან მიჩვეულები , სრულიად
თავდაჯერებულები არიან საკუთარი თავის სისწორეში, რაც შეიძლება სულაც არ
იყოს ასე.

ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს საკუთარი აზრის გამოხატვისა , შესაძლოა სხვას ეგონოს,


რომ ეს მცდარია, თუმცა ამ დროს შეიძლება ზედმეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს
ჩვენი აზროვნება.

ადამიანს აქვს უნიკალური უნარი გამოასწოროს საკუთარი შეცდომები, ამისთვის


აუცილებელია ბჭობა აზროვნება, რომ გვიჩვენოს გზა თუ როგორ მივიღოთ
გამოცდილება. არასწორი აზროვნება და ქმედებები უკან იხევს არგუმენტის წინაშე.
ადამიანის ინტელექტი დისკუსიის შემდეგ იბადება , არ არსებობს ბუნებაში
დაბრძენების სხვა უფრო მნიშვნელოვანი და წარმატებული გზა.

ადამიანები აღიარებენ არგუმენტების ღირებულებას , რაც თავისუფალ


დისკუსიებშია, თუმცა ეწინააღმდეგებიან უკიდურესობამდე, საბოლოო შედეგამდე
მიყვანას. უნდა არსებობდეს თავისუფალი დისკუსია, მაგრამ ფიქრობენ რომ
კონკრეტული ზოგიერთი პრინციპის ეჭქვეშ დაყენება უნდა აიკრძალოს.
3. მილის აზრით ინდივიდუალიზმი მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. თუკი
ჩვენ ვიქნებით ერთნაირები ვერ აღმოვაჩენთ თუნდაც ჩვენს შესაძლებლობებს ან სხვა
ისეთს რაც ადამიანი ინდივიდუალური განვითარების დროს იძენს.

ადამიანებს მორიდების გარეშე შეუძლიათ და უფელბა აქვთ ჰქონდეთ საკუთარი


შეხედულებები და ჩამოაყალიბონ ისინი ინდივიდუალურად, რაც ერთგვარი
თავისუფლების გამოხატვაა. ინდივიდუალური თავისუფლების ზღვარი გადის იქ
სადაც სხვის პირად ინდივიდუალიზმს ვეხებით და ბოროტი ქმედებებით ვაქეზებთ.
ამის გარეშე ადამიანს სრული უფლება აქვს იფიქროს , იმსჯელოს და იაზროვნოს ისე
როგორც მას სურს.

ადამიანი, რომელიც საკუთარ არსობას ან მის რაღაც ნაწილს სამყაროს მიანდობს ,


მისით ცხოვრების გეგმას არჩევს , ამას მაიმუნისმაგვარი უნარის გარდა სხვა არ
ესაჭიროება, ხოლო როდესაც ადამიანი გეგმას თვითონ ირჩევს , თავის ადამიანურ
უნარს იყენებს.

ინდივიდუალურობა კეთილდღეობის საწინდარია. დაკვირვება, მსჯელობა,


აზროვნება ადამიანს უფლებას აძლევს იყოს ინდივიდუალური და ჰქონდეს
თავისუფალი ნების უფელბა.

სასურველია ადამიანებმა თავიანთი აზროვნება თავად ავარჯიშონ და წეს -


ჩვეულებები გააზრებულად შეასრულონ , ვიდრე მექანიკურად მიჰყვეს დინებას და
დამოკიდებული იყოს ვინმეზე ან რამეზე.

ბრიტანელი ფილოსოფოსი ჯონ სტუარტ მილი დაიბადა 1806 წლის 20 მაისს


ლონდონის გარეუბანში. იგი იყო ეკონომისტი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე.
იგი მოიაზრება XIX საუკუნის ყველაზე გავლენიან მოაზროვნედ ინგლისში. მან
განავითარა პოლიტიკური ლიბერალიზმი და პოლიტიკური ფილოსოფია. იგი ასევე
იყო გავლენიანი პოლიტიკოსი რომელმაც საკმაოდ კარგად იმოღვაწევა პოლიტიკაში.
მამამისი საკმაოდ ცნობილი პიროვნება და ფილოსოფოსი იყო. მილის კალამს
ეკუთვნის „ლოგიკის სისტემა“ რომელიც მისი პირველი ნაშრომია ასევე 1859 წელს
გამოშვებული „თავისუფლების შესახებ“ და „პოლიტიკური ეკონომის პრინციპები“.

მილი თავის ნაშრომში ძირითადად საუბრობს ადამიანის თავისუფლებაზე და იმაზე


თუ რა არის თავისუფლება და რაში იყენებს ადამიანი ამას. მილისთვის მიუღებელია
როცა ადამიანის უფლებებს ვინმე ხელყოფს ეს იქნება უმრავლესობა უმცირესობა თუ
უბრალოდ ინდივიდუალური პირი. მილი საუბრობს იმაზე რომ უმრავლესობა
ყოველთვის ცდილობს თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს უმცირესობა და მართოს იგი.
როდესაც ადამიანი მოქმედებს და ეს მოქმედება მხოლოდ იმ ადამიანს ეხება ამაში
ადამიანს სჭირდება მაქსიმალური თავისუფლება. მილი მაქსიმალურად ცდილობს
რომ ადამიანის თავისუფლების საზღვრები გაფართოვდეს და მაქსიმუმს მიაღწიოს
ამან. მილის თქმით ადამინს შეუძლია ჩაიდინოს ნებისმიერი სიგიჟე ოღონდ ამ
სიგიჟემ არუნდა შეზღუდოს სხვა ადამიანი და არუნდა მიაყენოს მას ზიანი ამ
სიგიჟემ. თავისი სიგიჟით ადამინს შეუძლია მხოლოდ თავისთავს მიაყენოს ზიანი და
ზარალი. მილის აზრით თავისუფლება მაშინაც კი აუცილებელია როცა ეს
მოსახლეობაში, ერთიმეორეში აღშფოთებას და ღელვას იწვევს.

მილის აზრით იმისათვს რომ ხალხის ცხოვრება უკეთესი იყოს აუცილებელია აზრთა
ნაირგვარობა და ცხოვრების სხვა და სხვა ნაირი სტილი, რადგან : „მას, ვინც
სამმყაროს ან სამყაროს საკუთარ ნაწილს მიანდობს მისთვის ცხოვრების გეგმის
არჩევას, მიბაძვის მაიმუნებისგვარი უნარის გარდა არავითარი სხვა უნარი არ
სჭირდება.“

მილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დისკუსიის თავისუფლებაზე,


რადგან თუ ადამიანებს შორის არიქნება დისკუსია და ამ დისკუსიის თავისუფლება
შეუძლებელია ინდივიდის უნტელექტუალური დონის განვითარება. არ შეიძლება
ადამიანის შეზღუდვა მისი განსხვავებული აზრის და

შეხედულების გამო რადგან შესაძლოა ბოლოს სწორედ მისი მოსაზრება აღმოჩნდეს


ჭეშმარიტი.

მილი ასევე საუბრობს თემაზე რომელიც ყველა დროის ყველაზე აქტუალურ თემად
გვევლინება. მილის აზრით აზრის თავისუფლება აუცილებელია მაგრამ არავის აქვს
უფლება მისი აზრი სხვას მოახვიოს თავზე. სწორეს აზრის თავისუფლება და
დისკუსიის თავისუფლებაზეა ადამიანის განვითარება და კეთილდღეობა
დამოკიდებული. ეს ორი თავისუფლება ისეთი საჭიროა რომ ამის გარეშე
ვერშეძლებენ ადამიანები გავითარდნენ და მიაღწიონ წარმატებას ცხოვრებაში.

მილის ნაშრომში ყოველთვის დომინირებს ის მოსაზრება რომ ადამიანის


თავისუფლების შეზღუდვა არავის ძალუძს. საჭიროა ასევე საზოგადოების დაცვა
მიდრეკილებისაკენ. თავისუფლების გასამტკიცებლად აუცილებელია ასევე რომ
თავი ავარიდოთ პოლიტიკურ დესპოტიზმს და მაქსიმალურად შევზღუდოთ
სახელმწიფო ჩვენი თავისუფლებით. ყველა ადამიანს აქვს თავდაცვის უნარი და ეს
უნარი უნდა გამოიყენოს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას თავდაცვა
ესაჭიროება.

მილი გარდაიცვალა 1873 წლის 8 მაისს საფრანგეთის ქალაქ ავინიონში მაგრამ ამით
მისი წოგნების გამოცემა არ შეჩერებულა პირიქით გამოიცა მისი უფრო ბევრი
ნაშრომი და უფრო მეტი პოლპულარობა მოიპოვა მისმა ნაშრომებმა რაც ელენ
ტეილონის დამსახურებაა.

ჯონ სტიუარტ მილი ბრიტანელი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწეა,რომლის


ნაშრომები ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს ჰპოვებს თანამედროვე ლიბერალური
აზროვნების განვითარებასა და ფორმირებაში. მისი იდეები და მოსაზრებები
წარმოგვიდგინა ნაშრომში - ,,თავისუფლების შესახებ’’. იგი ისეთ მნიშვნელოვან
თემებს განიხილავს,როგორიცაა - ადამიანის თავისუფლება კოლექტივში,აზრის
გამოხატვის თავისუფლება,ინდივიდუალიაზმი და მრავალფეროვნება.

თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის წარმოადგენდა თითოეული


საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ მოტივსა და მიზანს. ამისათვის მათ ბევრი ბერკეტი
გამოიყენეს,შეძლეს და გაითავისუფლეს თავი ძალაუფლების მქონე მმართველისაგან.
ამ ყოველივეს სრულყოფა სხვადასხვა აქტებისა თუ კონსტიტუციის მეშვეობით
შეძლეს,თუმცა აქვე თავი იჩინა უფრო მძაფრმა პრობლემამ-საზოგადოებისა და
ინდივიდის ურთიერთობის ხარვეზებმა.კონკრეტულად კი - ,,უმრავლესობის
ტირანიამ’’,რომელიც ხშირ შემთხვევაში თრგუნავს ინდივიდის აზრს,იმდენად
ჩარჩოებში აქცევს ამ ყოველივეს,რომ ინდივიდი სრულიად უუნარო,უმოქმედო
ხდება გაბატონებული აზრის წინააღმდეგ,მისი აზრი მიუხედავად ამ უკანასკნელის
ჭეშმარიტებისა, ნებისმიერ შემთხვევაში ითრგუნება.რთულია,შეეწინააღმდეგო მასას
და დაუწერელ კანონებზე გაიმარჯვო,სწორედ ამიტომაც,მილი აღნიშნავს,რომ
მსგავსი კატეგორიის ადამიანთა აზრი ყოველთვის ზეწოლის ქვეშაა მოქცეული .
ნაწარმოებში ის ამბობს: ,,ხალხის ნება პრაქტიკულად ნიშნავს ხალხის ყველაზე
მრავალრიცხოვანი ან ყველაზე აქტიური ნაწილის ნებას-უმრავლესობის
ნებას’’(მილი,371,2017). ზემოხსენებული გარკვეულ რიტორიკულ კითხვებს აჩენს.
როგორ უნდა დაიცვას თავი უმცირესობამ?! უმრავლესობის თითოეული ქმედება
უმცირესობის აზრს არ თრგუნავს?! მოცემული მდგომარეობა კი მართლაც
შემაშფოთებელია,მით

ჯონ სტიუარტ მილი

უმეტეს,მაშინ,როდესაც პრეტენზია დემოკრატიული ტიპის სახელმწიფოს


ჩამოყალიბებაზე გვაქვს. ადამიანი დამოუკიდებელი პიროვნება და
ინდივიდია,რომელსაც კერძო ავტონომია და ნების თავისუფლება გააჩნია, რაც
ნიშნავს,რომ შეუძლია თავისუფლად მოქმედება, იმის განხორციელება თუ რა სურს
მას, სწორედ ამიტომაც მის ქმედებებში ჩარევა ყოვლად მიუღებელია. მილი
ერთადერთ ვითარებას გვთავაზობს,რომლის დროსაც,გარკვეულწილად ადამიანის
თავისუფლების შეზღუდვა გამართლებულია,ეს სწორედ მდგომარეობაა,როდესაც
სწორედ ამ ადამიანის ქმედება ზიანს აყენებს სხვის თავისუფლებას,ასეთ დროს მილი
უფლებას ანიჭებს საზოგადოებას ჩაერიოს მოცემული ინდივიდის ქმედებებში და
აღმოფხვრას უკანასკნელი. ეს ყოველივე კი სოციალური სტაბილურობისთვისა და
განვითარებისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს.

პირადი არაქონებრივი უფლებებიდან ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულსა და


მნიშვნელოვანს -აზრისა და გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს. ეს
უკანასკნელი კი გულისხმობს ნებისმიერი აზრის მიმღებლობას საზოგადოებაში და
ნებისმიერი სახის აზრის გაგებას საზოგადოების წევრების მიერ.თუმცა როგორც
ყველგან,მოცემულ შემთხვევაშიც,არსებობს გარკვეული ზღვარი,რომლის გადალახვა
არ არის მისაღები. საზოგადოება ადამიანთა ერთობას წარმოადგენს.საზოგადოება
ნიშნავს სხვადასხვა აზრს,შეხედულებას,მოსაზრებას. ნებისმიერი სახის სოციუმში
ყოველთვის იქნება აზრთა ჭიდილი და დაპირისპირება,რადგან ეს ყოველივე
დამახასიათებელია და აუცილებელიცაა პროგრეგისთვის,თუმცა არსებობს მრავალი
შემთხვევა,როდესაც ინდივიდი ვერ გამოხატავს და აფიქსირებს საკუთარ
შეხედულებას,სწორედ იმის გამო,რომ მისი მოსაზრება აღიარებულ ,,დოგმას’’
ეწინააღმდეგება.პარადოქსია,მაგრამ ფაქტია,რომ მსგავსი კატეგორია მუდმივად
არსებობს საზოგადოების წრეებში. საზოგადოება შესაძლოა ხშირად
ცდებოდეს,აღიარებული ჭეშმარიტება სულაც არ იყოს ,,ჭეშმარიტი’’, და ის
აზრი,რომელსაც მასა სიცრუედ მიიჩნევს ერთ დღეს ჭეშმარიტი აღმოჩნდეს.ასევე
არსებობს მდგომარეობა,როდესაც მოსაზრება ერთდროულად შესაძლოა
გარკვეულწილად ჭეშმარიტი და მცდარი იყოს.სწორედ ზემოხსენებული
მდგომარეობის გამო აუცილებელიცაა ,რომ თითოეული ინდივიდის აზრი და
შეხედულება დავიცვათ,მათი ინტერესები გავითვალისწინოთ,რადგან დამალული
,უცნობი ,,ჭეშმარიტება’’ ჩვენთვის ნათელი გახდეს. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ
სწორედ დისკუსიაა ის წყარო,რომელსაც ჭეშმარიტება მოაქვს,სწორედ
ზემოხსენებულის გამო არ გვაქვს უფლება ადამიანების აზრი ჩავახშოთ . მილი აქვე
აღნიშნავს გამოხატვის თავისუფლების ფორმებსაც,რომელიც გარკვეულ ჩარჩოს არ
უნდა გასცდეს,მას არსებული მდგომარეობის გამო შეზღუდვების დაწესება
გამართლებულად მიაჩნია.

მონოტონური, რუტინული გარემო არის ნაყოფი საზოგადოების ქმედებებისა,


ქმედებებისა,რომლებიც არ/ვერ იღებს განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანს,
საზოადოებისა,რომელსაც ეშინია სიახლის,განსხვავებულის,სხვებისგან რაღაც
ნიშნით გამორჩეული ადამიანის. მასამ ვერ გაითავისა,რომ განსხვავებულის
განადგურება არ შეიძლება,სწორედ ეს განსხვავებული პიროვნება,რომელსაც
სრულიად სხვა შეხედულებები და მისწრაფებები გააჩნია, ქმნის ჩვენს საზოგადოებას
პროგრესულს.განვითარებისთვის აუცილებელია საზოგადოებაში არსებობდეს
სხვადასხვა სახის ადამიანი,განსხვავებული იდენტობის მქონე პირები,სწორედ
მოცემული მდგომარეობაა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების გარანტი.
მრავალფეროვნება ღირებულებაა,რომელიც ხშირად ვერ რეალიზდება სწორედ
,,საზოგადოებაში’’ დამკვიდრებული სტანდარტის ვერ დაკმაყოფილების
გამო.რაციონალობის წინამძღვარი წესით ლიბერალურობა უნდა იყოს.
მრავალფეროვნება, არამონოტონურობა,პლურალიზმი,სხვადასხვა სახის
დისკუსია,რომელიც მოსახლეობის სრული ჩართულობით გამოირჩევა ,საშუალებას
აძლევს მასას,რომ ადეკვატური წარმოდგენა ჰქონდეთ სოციალური რეალობისა და
ვითარების შესახებ.სწორედ ეს უკანასკნელია განვითარების უმთავრესი წინაპირობა.
განსხვავებები არ არსებობს,განსხვავებებს მხოლოდ საზოგადოება აწესებს.

ყოველივე ზემოხსენებული ნათლად აღწერს მილის ნაშრომის მნიშვნელობასა და


გავლენას თანამედროვე სოციუმის განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე. მის მიერ
განხილული თემები იმდენად მნიშვნელოვანია,რომ დღესაც, ,,პროგრესულ’’ 21-ე
საუკუნეშიც კი,მეტად აქტუალურია. მილის მთელ ნაწარმოებს ლაიტმოტივად
გასდევს მოსაზრება,რომ შეხედულებები,საკუთარი იდენტობის
მრწამსი,მოსაზრებები ადამიანის უპირველესი საკუთრება და თავისუფლებაა.

აღსანიშნავია,რომ ჯონ სტიუარტ მილი მე-19 საუკუნის ინგლისურენოვანი სამყაროს


ყველაზე გავლენიან მოაზროვნედ და ფილოსოფოსად მიიჩნევა.მისი ერთერთი
შემოქმედება „თავისუფლების შესახებ“ ისტორიული კონტექსტი მნიშვნელოვანია იმ
მხრივ,რომ ადამიანის თავისუფლების შესახებ გადმოგვცემს,თუ როგორი
ღირებულია ინდივიდუალურობა და ასევე ის ,რომ ბოროტებაა ადამიანისთვის
თავისუფლების შეზღუდვა. მილის თქმით,უმრავლესობის ტირანია-ეს არის
ტირანიის ისეთი ფორმა,რომელშიც უმცირესობა დამცირებული და შებოჭილია
უმრავლესობის მიერ,ვინაიდან მათ არ აქვთ საკუთარი აზრის თავისუფლად
გამოხატვის უფლება.ფილოსოფოსის თანახმად, „უმრავლესობის ტირანია“
ბოროტებათა რიგს განეკუთვნება და საჭიროა მათგან საზოგადოების
დაცვა.ტირანიის ამ ფორმას კანონი ვერ აკონტროლებს და ,შესაბამისად,უმცირესობა
საფრთხეშია.სტიუარტ მილი თავისუფლების სამ ძირითად სფეროზე
საუბრობს.1)სინდისის,აზრისა და შეხედულებების
თავისუფლება;2)ქმედების,საკუთარი ცხოვრების წესის არჩევის,გემოვნებისა და
მისწრაფებების თავისუფლება;3)სხვა ინდივიდებთან დაკავშირების და
გაერთიანების თავისუფლება ისეთი მიზნებისთვის ,რომლებიც სხვებს არ
ავნებს.მილი დიდ ყურადღებას უთმობს აზრისა და თავისუფლების სფეროს.მისი
აზრით,აუცილებელია საკუთარი შეხედულების ქონისა და გამოხატვის
თავისუფლება.საზოგადოებასა და სახელმწიფოს არ აქვს უფლება ნებისმიერ
მოქალაქეს აუკრძალოს შეხედულების აღიარება,ვინაიდან ეს იქნება
ბოროტება,რომელიც მთელ კაცობრიობას დააზარალებს.ასევე მილისათვის
საყურადღებოა ინდივიდუალურობის სფერო,რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ
შეხედულების შექმნისა და საკუთარი აზრის მორიდების გარეშე გამოხატვის
თავისუფლება.ინდივიდთან მიმართებით,არავის აქვს უფლება პიროვნების განსჯისა
და კონტროლისა,თუ რა უნდა იყოს მისთვის სწორი ან არასწორი.მილის
თქმით,ინდივიდუალურობის შეზღუდვაც ბოროტებაა.ინდივიდუალური
თავისუფლების მქონე ადამიანებს განსხვავებული მიზნები და შეხედულებები
გააჩნიათ და სწორედ ამიტომაა საფრთხის შემცველი მათთვის „უმრავლესობის
ტირანიის“ არსებობა. ჯონ სტიუარტ მილი სამ შესაძლო შემთხვევას განიხილავს
მცდარი და ჭეშმარიტი აზრების შეპირისპირებისას.შეხედულება,რომელსაც
დევნიან,შესაძლოა ჭეშმარიტი იყოს;ის შეიძლება მცდარი იყოს; ის შეიძლება
ნაწილობრივ მცდარი და ნაწილობრივ ჭეშმარიტი იყოს.მილის
მტკიცებით,ყოველთვის შეიძლება ვცდებოდეთ,მიუხედავად იმისა,რომ ჩვენი
შეხედულების ჭეშმარიტებაში დარწმუნებულები ვართ.მაგალითად მოჰყავს
პატივსაცემი ადამიანები,დარწმუნებულები იმაში,რომ ჭეშმარიტებას იცავდნენ და
მცდარ შეხედულებას ეწინააღმდეგებოდნენ,სწორედ მათ გაანადგურეს ახალი

ჭეშმარიტების მღაღადებლები.მცდარ შეხედულებასთან მიმართებით ,იგი


ამბობს,რომ მცდარი შეხედულების დევნა მაინც ბოროტებაა,ვინაიდან
ჭეშმარიტება,რომლის მიმართ ეჭვის გამოთქმა აკრძალულია,მკვდარ დოგმად
იქცევა.მილს ისტორიიდან მოაზროვნე ადამიანები მოჰყავს მაგალითებად,რადგან
ისტორია ასეთი ინდივიდუალური ადამიანებით ვითარდება.ავტორს მარკუს
ავრელიუსი სწორედ მცდარი და ,ამავდროულად,ჭეშმარიტი აზრების
შეპირისპირებისას მოჰყავს.იგი ქრისტიანებს დევნიდა ,თუმცა მისი გამართლება
მაინც შეიძლება,ვინაიდან მას ჰქონდა ყველა ის საბუთი ,რომელიც
ანტიქრისტიანული მოძღვრების დევნის გასამართლებლად შეიძლება წამოაყენონ.
აღსანიშნავია,რომ ინდივიდუალურობის თავისუფალი განვითარება საზოგადოებისა
და კაცობრიობის კეთილდღეობის ერთ-ერთი უპირველესი არსებითი ელემენტია და
იგი არა მარტო კორელაციაშია ცივილიზაციასთან,აღზრდასთან და განათლებასთან
,არამედ ამ ყველაფრის აუცილებელი ნაწილია.მილის თანახმად,ადამიანი არ უნდა
იყოს სხვაზე დამოკიდებული,ინდივიდუალურობა უნდა
შეინარჩუნოს.ინდივიდუალურობას დიდი მნიშვნელობა აქვს,რადგან ამ დროს
პიროვნებას უფლება აქვს სხვა ადამიანებთან გაერთიანდეს,თუ ზიანი არ მიადგება
სხვას.ეს კი ,რა თქმა უნდა, პროგრესისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია,ვინაიდან
ხალხისთვის დისკუსია და თავისუფალი აზრის გამოხატვა უმთავრესია.არ შეიძლება
სხვისი აზრი „შევბოჭოთ’’,რადგან შესაძლოა,რომ სწორედ ეს ინდივიდუალური
მოსაზრება იყოს სიკეთის მომტანი საზოგადოებისთვის.მიმაჩნია,რომ
ინდივიდუალურობა ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია საზოგადოებისა და
კაცობრიობის წინსვლისთვის,რადგან ადამიანებმა თავიანთი აზროვნება და გონება
მუდმივად უნდა ავარჯიშონ,განავითარონ საკუთარი თავი,ვინაიდან ინდივიდის
პროგრესი კაცობრიობის წინსვლის საწინდარია.აქვე მინდა დავეთანხმო მილის
აზრს,რომ განსხვავებების არსებობა კარგია,თუნდაც იგი უკეთესს არ ნიშნავდეს.

You might also like