You are on page 1of 5

ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი

ლექსო ზაალიშვილი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II

ხელმძღვანელი: ივანე ლომიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2021
ავსტრიელი ფოლოსოფოსი და ეკონომისტი, ფრიდრიხ აუგუსტ ფონ ჰაიეკი,
რომელსაც ეკუთვნის ნაშრომი ,,გზა ბატონყმობისკენ’’, რომელიც გამოსვლის თანავე
იქცა ბესტსელერ წიგნად, მასში განიხილავს ეკონომიკის სფეროს, გარდა ამისა,
ტოტალიტარიზმის, სოციალიზმის, ცენტრალურად დაგეგმილი თუ სპონტანური
წესრიგით მართული ეკონომიკისა და სხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თემების
შესახებ გვთავაზობს ვრცელ მსჯელობას. ახლა კი განხვიხილოთ უშუალოდ ფრიდრიხ
აუგუსტ ფონ ჰაიეკის ნაშრომი ,,გზა ბატონყმობის’’.

ერთ-ერთი მნიშნველოვანი საკითხი, რომელიც უნდა გამოვყოთ ნაწარმოების


განხილვისას ესაა კონკურენციის უპირატესობა სახელმწიფო რეგულაციებთან
შედარებით. პირველი არგუმენტი, რომელსაც ავტორი ასახელებს ისაა, რომ
ლიბერალიზმის მიზანი არაა შეინარჩუნოს მოვლენები უკვე არსებული სახით, არამედ
ამ შემთხევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს კონკურენციის დადებითი მხარეების
მაქსიმალურ გამოყენებას, იმ მხრივ, რომ მან ადამიანთა შესაძლებლობები მოიყვანოს
შესაბამისობაში (ჰაიეკი, 2018, 222) ეს გულისხმობს იმას, რომ კონკურენციისათვის
ეფექტური პირობების შექმნამ უნდა წაახალისოს თითოეული ადამიანის ძალისხმევა,
ამ მხრივ კი სწორედ კონკურენცია სახელდება საუკეთესო შესაძლებლობად. ჩემი
აზრით, სწორედ კონკურენციის პირობებში შეიძლება ადამიანი იყოს მოტივირებული
საკუთარი საქმის მაქსიმალურად ხარისხიანად შესრულებისთვის. გავიხსენოთ
თუნდაც ადამ სმითის ნაწარმოები ,,გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და
მიზეზების შესახებ’’, სადაც დაწვრილებითაა განხილული გლეხის ,,თავისუფალ
ვაჭრად’’ ჩამოყალიბების ეტაპები. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც გლეხი უკვე
,,თავისუფალი ვაჭარია’’ მას აქვს მიცემული თავისუფლება საკუთარი ინტერესების
მიხედვით განკარგოს საკუთარი კაპიტალი, ამიტომ იგი უფრო მეტად მოტივირებული
ხდება ჩადოს მაქსიმალური ძალისხმევა იმ საქმეში, რომელსაც აკეთებს. (სმითი, 2019,
279-280) ამ მაგალითში მნიშვნელოვანია თავად ,,თავისუფლების’’ ცნება. ჯანსაღი
კონკურენციის პირობებშიც ცალკეულ ინდივიდებს ეძლევა შესაძლებლობა ,,თავად
გადაწყვიტონ, რამდენად შეესაბამება მათი კონკრეტული საქმიანობის ანაზღაურება სათანადო
ძალისხმევასა და დანახარჯებს (ჰაიეკი, 2018, 222). გარდა ამისა, კონკურენცია ის ერთადერთი
მეთოდია, რომელშიც სახელმწიფოს ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი.

ჰაიეკის თქმით, სოციალისტებს სწამთ, რომ ადამიანთა ცხოვრება გონივრულად


უნდა იმართებოდეს, ხოლო კონკურენციის ჩანაცვლება უნდა მოხდეს ,,ეკონომიკური
დაგეგმვით’’ (ჰაიეკი, 2018, 218) სწორედ ამ მიზნის მისაღწევად დამგეგმავებს
ესაჭიროებათ ძალაუფლება, რომელიც გულისხმობს ხალხის ერთი ჯგუფის მხრიდან
მეორეზე გაბატონებას. დაგეგმვის წარმატება დამოკიდებულია იმ ძალაუფლების
მოცულობაზე, რომელიც თავად დამგეგმავებს გააჩიათ, ამრიგად, ეკონომიკის წინასწარ
დაგეგმვა თავისთავად მოიაზრებს თავისუფლების შეზღუდვასა და ავტორიტარიზმის
დამყარებას, შესაბამისად, ,,დაგეგმვასა და დემოკრატიას შორის დაპირისპირება გარდაუვალი
ხდება’’ (ჰაიეკი, 2018, 218)

ჰაიეკის თქმით, სოზიალიზმი, რომლის მიზანია ეკონომიკური საქმიანობის


დაგეგმვა, თავიდანვე ავტორიტარული იყო (ჰაიეკი, 2018, 223). სოციალიზმი
დემოკრატიასთან შეურიგებელ წინააღმდეგობაშია. ავტორს საკუთარი მოსაზრების
გასამყარებლად მოჰყავს დე ტოკვილის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატია,
უპირველეს ყოვლისა, გზას უხსნის ინდივიდუალურ თავისუფლებას და ნებისმიერ
ინდივიდს უნარჩუნებს მათთვის დამახასიათებელ ღირებულებებს, ეს კი მაშინ, როცა
,,სოციალიზმი ადამიანს მხოლოდ ნივთად, მხოლოდ არითმეტიკულ ერთეულად წარმოადგენს’’

(ჰაიეკი, 2018, 224). დემოკრატიასა და სოციალიზმს შორის კი მხოლოდ და მხოლოდ


ერთი საერთოა. ესაა სიტყვა - თანასწორობა, თუმცა აქ უნდა მივაქციოთ ყურადღება
იმას, რომ თანასწორობის მნიშნველობა თითოეულისათვის განსხვავებულია,
შესაბამისად, დემოკრატია თანასწორობას თავისუფლებაში ხედავს, ხოლო
სოციალიზმისთვის, პირიქით, მნიშნველოვანია თანასწორობის დასამყარებლად
მორჩილება და შეზღუდვა (ჰაიეკი, 2018, 224).

ავტორი გამოყოფს გარკვეულ სფეროებს, რომელშიც მიიჩნევს, რომ სახელმწიფო


რეგულაციების არსებობა აუცილებელია. თანაც ეს შეზღუდვები საერთოდაც არ
შეუშლის კონკურენციის დადებითი მხარეების გამოყენებას. სახელმწიფო უნდა
ერეოდეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, სამუშაო საათების განსაზღვრა,
რაც, ჩემი აზრით, აუცილებელია ვინაიდან დასაქმებულის უფლებები მაქსიმალურად
იყოს დაცული, აგრეთვე, ,,სანიტარული ნორმის დადგენა, საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის
მრავალმხრივ მზარდი სისტემის დამკვიდრება’’ (ჰაიეკი, 2018, 222) ეს ის საკითხებია, რომლებიც
შესაძლოა საერთოდ არ გულისხმობდეს კონკურენციის წესის დაცვას, მიუხედავად
ამისა, არსებობს ისეთი სფეროებიც, რომლებშიც კონკურენცია სრულყოფილად ვერ
ხორციელდება, მაგალითად, ტყის ჩეხვის უარყოფითი შედეგები, ქარხნების
გამონაბოლქვი და ასე შემდეგ. სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს თავისი რეგულაციები
აამოქმედოს იქ, სადაც კონკურენცია სრულყოფილად ვერ ხორციელდება, თუმცა ეს
იმას არ ნიშნავს რომ კონკურენცია უნდა ჩაახშოს, არამედ უნდა უზრუნველყოს ისეთი
პირობები, რომლებიც ჯანსაღ კონკურენციას შექმნის ბაზარზე. ამიტომ სახელმწიფოს
მიზანი უნდა იყოს ისეთი პრობლემების მოგვარება როგორიცაა ,,გაყალბებისა და
თაღლითობისგან დაცვა, მონოპოლიების აღკვეთა’’ (ჰაიეკი, 2018, 223)

მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს რომ კონკურენციასა და ცენტრაულ მართვას შორის


მოიძებნება რაიმე დამაკავშირებელი. მათი შერწყმა დაუშვებელია, ვინაიდან თუ
თითოეულ მათგანს არასრულფასოვნად გამოვიყენებთ, შედეგად მივიღებთ იმას, რომ
ვერცერთი ვერ იმუშავებს, ამრიგად, ჰაიეკი ამბობს, რომ დაგეგმვისა და კონკურენციის
შერწყმა მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული, როდესაც დაგეგმვა გამოყენებული
იქნება თავად კონკურენციის განვითარებისთვის (ჰაიეკი, 2018, 223)
გამოყენებული ლიტერატურა:

1. ჰაიეკი, ფრიდრიხ. 2018. ,,გზა ბატონყმობისკენ’’. წიგნში შესავალი თანამედროვე

აზროვნებაში II, 217-241. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2. სმითი, ადამ. 2019. ,,გამოკვლევა ხალხთა სმიდიდრის ბუნებისა და მიზეზების

შესახებ’’. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II, 274-318. თბილისი:


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

You might also like