You are on page 1of 4

ლექსო ზაალიშვილი

სახელმწიფოს მოდელი პლატონის მიხედვით

ვინ უნდა მართოს სახელმწიფო? სახელმწიფოს მმართვა ყველას როდი შეუძლია თუ


არა გამორჩეული მმართველობითი უნარით დაჯილდოვებული ადამიანისა? ანტიკური
დროიდან მოყოლებული ადამიანებს უჩნდებოდათ მსგავსი კითხვები. ათენელი
ფილოსოფოსი პლატონი თავის წიგნში ‘’სახელმწიფო’’ განიხილავს სწორედ ამ საკითხს.
მისი აზრით, სახელმწიფოს მართვა მხოლოდ ფილოსოფოსს ხელეწიფება. რატომ
მაინცდამაინც ფილოსოფოსს? და არა, მაგალითად, ჩვეულებრივ პოლიტიკოსს? ესაა
კითხვა, რომელიც შეიძლება თავდაპირველად დაგვებადოს. საქმე იმაშია, რომ
,,ფილოსოფოსები ის ხალხია, ვისაც იმისი წვდომის უნარი შესწევს, რაც მარად უცვლელია და
თვითიგივეობრივი, სხვებს კი ამის თავი არა აქვთ და საგანთა სიმრავლესა თუ ცვალებადობაში

დაბორიალობენ’’ (პლატონი 2019. 11) ამდენად, ფილოსოფოსი სხვა ადამიანებისგან


განსხვავებული ადამიანია. ამიტომ იშვიათად თუ შევხვდებით ისეთ პიროვნებას,
რომელიც იქნება ჭეშმარიტი ფილოსოფოსი და რომელშიც მისთვის დამახასიათებელი
თვისებები მთლიანად იქნება გამოწრთობილი. პლატონის აზრით, ფილოსოფოსშია
თავმოყრილი ის მნიშვნელოვანი თვისებები, რომელებიც საუკეთესო სახელმწიფოს
მმართველს უნდა გააჩნდეს. პიროვნებას, რომელიც მუდმივად მიილტვის ცოდნის
შეძენის, ჭეშმარიტებისა და იდეალური სამყაროს წვდომისკენ და წვდება კიდეც
იდეალური საგნების არსს, არის გამორჩეული, შესაფერისი და ღირსეული კანდიდატი
მმართველისა, რომელმაც უნდა შექმნას იდეალური სახელმწიფო. მხოლოდ ასეთ
ადამიანს შესწევს ძალა ჩაწვდეს იმ ფუნდამენტური იდეის არსს, რომელსაც სიკეთის
იდეა ჰქვია. პლატონი სიკეთის იდეას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, ვინაიდან
საგნის და გნებავთ იდეის სიკეთეც მისი დანიშნულების შესრულებაში, ესეიგი
სარგებელის მიღებაშია. და ფილოსოფოსი, რომელიც ჭეშმარიტი სიკეთის იდეას
შეიმეცნებს იგი შეიცნობს სხვა მნიშვნელოვანი იდეების სიკეთეს, რომელზეც
სახელმწიფო უნდა იდგეს, იქნება ეს სამართლიანობა, თავისუფლება, თანასწორობა თუ
სხვა მისთანანი. ასე რომ, ასეთი მმართველის მიერ დადგენილ კანონებს ხალხი
სიხარულით შეასრულებს.

პლატონი ფილოსოფოსის ბუნებასაც გვაცნობს. ჭეშმარიტი ფილსოფოსი სიყრმიდანვე


უნდა მიელტვოდეს ცოდნის მიღებას მთელს არსებობაზე და იყოს სიბრძნის
მოყვარული. მის თვალსა და გონებას კი არაფერი უნდა გამოეპაროს, არსებობის
უმნიშვნელო დეტალიც კი. მას უნდა უყვარდეს საკუთარი სამშობლო ლხინშიც და
ჭირშიც. ნამდვილი ფილოსოფოსი სამართლიანი, მამაცი, გულწრფელი, და სიცრუის
მოძულე უნდა იყოს. პლატონი შესანიშნავად აყალიბებს თავის მოსაზრებას როდესაც
ამბობს, რომ ჭეშმარიტ სიბრძნის მოყვარე პიროვნებას, რომლის ფიქრი და წადილი
მხოლოდ ცოდნისა და ახლის შეცნობისკენაა მიმართული, ის მოთხოვნილებები აღარ
აწუხებს, რომლებიც მხოლოდ ხორცს აძღობს სულს კი ამდაბლებს. საუბარია ვერცხლის
მოყვარეობასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე, რომელიც არა მხოლოდ ადამიანს,
არამედ ფილოსოფიურ ბუნებასაც რყვნის და არ აძლევს განვითარებისა და ზრდის
საშუალებას. შემდეგი უმნიშვნელოვანი თვისება, რომელსაც პლატონი ასახელებს ესაა
სწავლის უნარი და კარგი მეხსიერება, ხოლო ვისაც სწავლა წამებად მიაჩნია იგი
ვერასოდეს დაუდებს გულს ამ საქმეს ,,მაშასადამე, იმას, ვინც ვერაფერს იმახსოვრებს, ნამდვილად
ვერ მივაკუთვნებთ ფილოსოფოსთა რიცხვს და კარგი მეხსიერების პატრონს უნდა დავუწყოთ ძებნა’’
(პლატონი 2019. 14).

პლატონი აგრეთვე წინ წამოწევს ხსენებული ფილოსოფოსის აღზრდის საკითხს და


საკმაოდ დიდ როლს ანიჭებს მას ფილოსოფოსის ცხოვრებაში, რადგან აღზრდის
პროცესში წარმოჩნდება თუ ვინ უნდა ჩაუდგეს სათავეში სახელმწიფოს. პლატონის
თქმით, მოზარდობის ასაკში ბავშვებს სწავლა-განათლება თავისთავად უნდა სურდეთ
და სიხარულით მოკიდონ ამ საქმეს ხელი. არაფრის დიდებით არ შეიძლება მათ ეს
იძულებით გავაკეთებინოთ. ,,თავისუფალი ადამიანი მონასავით როდი უნდა ეუფლებოდეს
ცოდნას, როცა სხეულს სიძნელეთა დაძლევას აჩვევენ, ამით ის სულაც არ ხდება უარესი, მაგრამ სულში

ძალით ჩანერგილი ცოდნა არამყარია’’. (პლატონი. 2019. 64). პლატონი მიიჩნევს, რომ ყოველ
მეცნიერებას, რომელსაც ფილოსოფოსი დაეუფლება და შეიცნობს, განსაზღვრული ასაკი
და დრო გააჩნია ამიტომ იმისთვის, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება არ იყოს
უსარგებლო, ფილოსოფოსის აღზრდის სისწორეს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. იმ
თვისებების, რომლებიც ფილოსოფოსს განგებამ უბოძა, სწორად განვითარებისთვის
პლატონი ახსენებს ხუთ შესავალ მეცნიერებას. პირველი მის სიაში არის - არითმეტიკა.
ანგარიშის ხელოვნება, რომელიც ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს
და ცოდნის შეძენის პროცესს ამარტივებს, გარდა ამისა, ფილოსოფოსი, რომელიც
სახელმწიფოს ჩაუდგება სათავეში, მედართმთავარიცაა. პლატონის თქმით კი
მხედართმთავარი აუცილებლად უნდა ფლობდებს ანგარიშის ხელოვნებას. შემდეგი
მეცნიერებები ესენია: გეომეტრია და სტერეომეტრია, რომლებიც აღვიძებენ
ფილოსოფიურ აზროვნებას და გონებას მიმართავენ ზეგრძნობადი საგნებისაკენ.
შემდეგია ასტრონომია, ,,რომლის საგანიც არსი და უხილავი სინამდვილეა’’ (პლატონი. 2019. 56) და
ბოლოს, ესაა ჰარმონია, რომელიც მნიშვნელოვანია სიკეთისა და მშვენიერების
შესაცნობად.

ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს მეცნიერებები ერთმანეთისაგან


სრულიად განსხვავდება, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით დავინახავთ, რომ მათ
შორის მჭიდრო კავშირია და ისინი ერთმანეთისგან არ უნდა განვაცალკევოთ. ხუთი
შესავალი მეცნიერების შესწავლის შემდეგ პიროვნება ხდება დახვეწილი დიალექტიკოსი
და აღწევს ცოდნის მწვერვალს, წვდება ჭეშმარიტი საგნების არსს, ამ მეცნიერებების
შესწავლისა და საფუძვლიანად დაუფლების შემდეგ კი პიროვნება გახდება ჭეშმარიტი
ფილოსოფოსი, რომელსაც უყოყმანოდ უნდა ვანდოთ სახელმწიფოს მმართველობა.

გამოყენებული ლიტერატურა
1. პლატონი. „სახელმწიფო.“ წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1, 7-69.
თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019.

You might also like