You are on page 1of 5

13-ჯგუფი- ბრეგვაძე ოლიკო

1)ჩამოაყალიბეთ კანტის კატეგორიული იმპერატივი

იმანუელ კანტი არის ფილოსოფოსი, რომელმაც სცადა ეჩვენებინა თუ როგორ


არის შესაძლებელი, ადამიანთა გაკეთილშობილება თავისთავად, ტრადიციული
რელიგიური ქადაგებებისა და აღთქმის გარეშე.

მესამე მოვალეობის თეორია ეკითვნის ი.კანტს.მან შემოიტანა სიახლე ეთიკის


ისტორიაში.იგი ერთადერთ პრინციპზე ამახვილებს ყურადღებას:მოვალეობის
პრინციპი.მას კანტი უწოდებს კატეგორიულ იმპერატივს.კანტთან იგი გონების
თვითკმარი პრინციპია.მისი მიზანია დააფუძნოს უანგარო, დაუინტერესებელი
მორალი.კატეგორიული იმპერატივი ამბობს:

მხოლოდ იმ წესის მიხედვით იმოქმედე, რომელსაც, რომ შეგეძლოს,


საყოველთაო წესად აქცევდი.

რას გულისხმობდა კანტი ამაში? ეს მხოლოდ ძალიან ფორმალური პერიფრაზია


იმ იდეის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებული და თითქმის ყველა
ძირითად რელიგიაში ფიგურირებდა.

ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთონ.

კანტი ქმედების მორალურობის შესაფასებელ მოქნილ გზას


გვთავაზობს:წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა თუ ამას მასიურად ჩაიდენდნენ და
მისი მსხვერპლი სწორედ თქვენ აღმოჩნდებოდით. შესაძლოა მაცდუნებელი იყოს
სამსახურში საწყობიდან რამდენიმე ფურცლის აღება, ეს ხომ არაფერია. მაგრამ
ყველამ რომ იგივე გააკეთოს, საწყობის და ზოგადად საზოგადოებისთვის
გაცილებით უფრო მეტი დარაჯის საჭიროება შეიქმნებოდა. ასევე, შეიძლება
მოგეჩვენოთ, რომ პარტნიორის ღალატში ცუდი არაფერია თუ ამას ვერავინ
გაიგებს... მაგრამ კატეგორიული იმპერატივი ამის წინააღმდეგაც მიდის, რადგან
შემდეგ თქვენ იმის აღიარებაც მოგიწევთ, რომ თქვენი პარტნიორის ღალატიც
იგივენაირადაა გამართლებული, თუ ამას თქვენ ვერ გაიგებთ. კატეგორიული
იმპერატივი პერსპექტივის გადატანისთვისაა შექმნილი, რათა ჩვენი ქცევა
შედარებით ნაკლებად სუბიექტური გადმოსახედიდან დაგვანახოს და გვაიძულოს
თავადვე ვაღიაროთ ჩვენივე ქცევის ნაკლოვანებები. ამასთან, კანტი დასძენდა,
რომ კატეგორიული იმპერატივის ფუნდამენტური იდეა სხვა ფორმულირებითაც
შეიძლება გადმოიცეს:

მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა, როგორც შენი, ისე ყოველი სხვა პიროვნების
სახით, შენთვის მუდამ იყოს მიზანი და არასოდეს მხოლოდ საშუალება.
ეს იყო დებულება, რომელსაც საყოველთაო სიყვარულის შესახებ ქრისტიანული
მცნება “გიყვარდეს მოყვასი შენი” უნდა ჩანაცვლებინა.

რაც შეეხება ,,მოექცე ადამიანს, როგორც მიზანს“, ამაში კანტი გულისხმობდა -


უნდა გავითვალისწინოთ რომ ყველა ადამიანს საკუთარი ცხოვრება აქვს,
რომელშიც ბედნიერებისკენ და თვითრეალიზებისკენ მიისწრაფვის და
სამართალიანობას და პატიოსან მოპყრობას იმსახურებს.

კანტი ამტკიცებდა, რომ კატეგორიული იმპერატივი ჩვენი რაციონალური ,,მე“-ს


ხმაა. ესაა ის, რისიც საღად აზროვნების დროს რეალურად გვჯერა. ეს არის
ჩვენივე გონის მიერ დამტკიცებული კანონი.

კანტმა კატეგორიულ იმპერატივის მოსაზრება პოლიტიკურ სფეროზეც განავრცო.


იგი თვლიდა, რომ მთავრობის მთავარ ფუნქციას თავისუფლების უზრუნველყოფა
წარმოადგენდა, მაგრამ თავისუფლების სტანდარტული გაგება მისთვის სრულიად
მიუღებელი იყო. თავისუფლება არ უნდა გავიგოთ იმ თვალსაზრისით, რომ რაც კი
მოგვესურვება ყველაფრის კეთება შეიძლება. კანტის აზრით ჩვენ ვართ
თავისუფლები მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენი ბუნების საუკეთესო ნაწილის
შესაბამისად ვმოქმედებთ და ჩვენ ვართ მონები როცა საკუთარი ან სხვისი
ლტოლვების მარწუხების ქვეშ ვექცევით.

კანტი თვლის, რომ თუ ქცევა კარგია მიზნის მისაღწევად ის სასარგებლოა, თუ ის


კარგია,თავისთავად ზნეობრივია.

კანტის მიხედვით არსებობს მაქსიმათა ნუსხა:

.იყავი მართალი;

.იყავი პატიოსანი;

.ფუჭად არ გაფანტო ნიჭი;

.არ მოიკლა თავი;

.იყავი მზად დასაჯო ის,ვინც სასჯელს იმსახურებს;

.იყავი კეთილი ცხოველების მიმართ.

კანტის მორალის ფილოსოფიის ეთიკური ფორმულაა-მოექეცი მხოლოდ იმ


მაქსიმის მიხედვით,რომელსაც ისურვებდი,რომ გამხდარიყო საყოველთაო
კანონი.მოიქეცი ისე,რომ კაცობრიობა,როგორც შენი სახით,ისე ყოველი ადამიანის
სახით მიგაჩნდეს მიზნად და არასოდეს საშუალებად.კანტის ეთიკური ხედვა
შეუზღუდავი აბსოლუტიზმია,ანუ კანტის მიხედვით ეთიკური კანონი
აბსოლუტურია,სინი კი ერთმანეთთან კონფლიქტში არაოსდეს მოდიან.კანტის
თეორიის მიხედვით მორალურწესს გამონაკლისი არ აქვს:

1.ყველა უნდა იყოს ზნეობრივი.ასეთია თითოეული ადამიანის მოვალეობა.

2.ყველა ადამიანი უნდა იყოს მართალი და პატიოსანი.გარემოებებს არ აქვს


მნიშვნელობა.

2)თანასწორობის არსი:-რა არის თანასწორობა?

მაინც რას ნიშნავს თანასწორობა?

თანასწორობა იმ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, გნებავთ, შინაგანი


მოთხოვნილებაა, რომელიც გრძნობს, რომ ის სხვაზე უარესი, სხვაზე დაბლა
მდგომი არ არის, რომ თავისი მდგომარეობით იგი დიდად არ ჩამორჩება სხვებს.
მეორეც, ეს არის უფრო იშვიათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ადამიანისა,
რომელიც თვლის, რომ ის არ უნდა აღემატებოდეს, და არც აქვს სურვილი
აღემატებოდეს, სხვა ადამიანებს. ადამიანს ახასიათებს მისწრაფება - იყოს
თანასწორი სხვა ადამიანისა, ძლიერ არ განსხვავდებოდეს სხვისგან. ჩვენ
გვეშინია გამოვჩნდეთ სხვაზე მაღალი ან დაბალი... ამავდროულად ყველა
ადამიანი განსხვავებულ სოციალურ და კულტურულ გარემოში განსხვავებული
ნიჭითა და შესაძლებლობებით იბადება, და, ამასთან ერთად, თითოეულ მათგანს
ამქვეყნად საკუთარი, სხვისგან განსხვავებული კვალის დატოვება სურს...

თანასწორობაში იგულისხმება უფლებებისა და კანონის წინაშე თანასწორობა.იგი


თავისი მნიშვნელობით ახლოს დგას დისკრიმინაციის
აკრძალვასთან.დისკრიმინაცია კი რაციონალურ დასაბუთებას
მოკლებული,ფიზიკურ და ბიოლოგიურ ნიშნებზე აგებულ უფლებათა
დაუფლებამოსილებათა დიფერენციაციაა.სიტყვა „თანასწორობა“ გამოიყენება
სხვადასხვა აზრით.თანასწორობაზე ლაპარაკისას მხედველობაშა პოლიტიკური
თანასწორობა და თანასწორობა მატერიალური დოვლათისა და შემოსავლის
მხრივ.მთავრობებს შეუძლიათ ადამიანები აქციონ თანასწორნი:მისცენ ერთნაირი
ხმის უფლება,თანასწორი უფლება არჩეულ იქნენ პარლამენტში,მოისმინონ
საქმეები მსაჯულთა სასამართლოში.ასეთი პოლიტიკური თანასწორობა არაა
მხოლოდ იდეალი,მისი მიღწევა შესაძლებელია.თანასწორობა ადამიანებს შორის
იქამდე დარჩება უბრალო ფორმულირებად,სანამ არ განისაზღვრება ცხოვრებასში
მისი მინიმალური რეალიზების საშუალება.მის განსახორციელებლად საჭიროა
კონკრეტული საზოგადოების მორალური და სოციალური მოთხოვნილებების
გათვალისწინება.საზოგადოებრივი თანასწორობის ფორმირებისას,ასევე
გასათვალისწინებელია,რომ სამართლიანობაზე საზოგადოების ყველა ფენას
უნდა„მიუწვდებოდეს ხელი“.თანასწორობის ანალიზისას ჩნდება ორი
თვალსაზრისი:პირველი,როდესაც ამტკიცებენ,რომ ყველა ადამიანი
თანასწორია[ეგალიტარისტები] დაუმატებენ,რომ ყველა ადამიანი თანასწორი
უნდა იყოს.ანტიეგალიტარისტები ამტკიცებენ,რომ ადამიანები არ არიან
თანასწორნი და იმის მტკიცება,რომ თანასწორნი უნდა იყვნენ,ძნელად მისაღწევია.
ხელისუფლებამ უნდა შექმნას ისეთი გარემო-პირობები ,სადაც მოქალაქეებს
ექნებათ საშუალება ყოველმხრივ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები.

3)რა არის პოლიტიკური ფილოსოფია

პოლიტიკური ფილოსოფია ეს არის ფილოსოფიის ფილიალი, რომელიც


ორიენტირებულია საზოგადოების პოლიტიკური რეალობის ასახვაზე და იმაზე, თუ
როგორ უნდა მოაწყონ თავი ამ საზოგადოებებმა თავიანთი მაქსიმალური
სიმრავლის

პოლიტიკური ფილოსოფია არსებობს მას შემდეგ, რაც ადამიანმა დაიწყო


საზოგადოებაში საკუთარი ორგანიზაციის განხილვა. მისი საფუძვლები
იცვლებოდა მთელი ისტორიის მანძილზე, ვინაიდან ბერძნებისათვის პოლისი
პოლიტიკური საქმიანობის ცენტრი იყო, შუასაუკუნეების მოაზროვნეებისთვის
ყველაფერი ღმერთის გარშემო უნდა მომხდარიყო.აღორძინების ხანაში
ფილოსოფიის ამ დარგმა, ისევე როგორც დანარჩენმა, დაიწყო ყურადღება
ადამიანზე. დღეისათვის, თავის მხრივ, შემუშავებულია უამრავი მოდელი,
დემოკრატიულიდან ტოტალიტარულამდე.

პოლიტიკური აზროვნება ცდილობს უპასუხოს ბევრ დიდ კითხვას, რაც თავად


ფილოსოფიის დაბადების საფუძველია. ამრიგად, თანასწორობის,
სამართლიანობის ან თავისუფლების ცნებები არის სამი დიდი საკითხი, რომელზეც
დაარსდა ეს დისციპლინა.

არისტოტელემ უკვე დაადასტურა, რომ ადამიანი პოლიტიკური ცხოველი იყო,


ამიტომ საზოგადოების ორგანიზაციის შესახებ ნებისმიერი კითხვა მას
ეხება.პოლიტიკური ფილოსოფია ეხება პოლიტიკურ ფენომენებთან
დაკავშირებულ საკითხებსა და პრობლემებს. მათ შორის, პოლიტიკური
ძალაუფლების წარმოშობა და მისი ორგანიზების გზები; სოციალური ინსტიტუტები;
და ნორმები, ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც ამართლებს ამ
უკანასკნელს.ანალოგიურად, ფილოსოფიის ამ დარგს ასევე აქვს თავისი
ობიექტის შესწავლის ყველა ასპექტის მშენებლობა, დაზუსტება და კლასიფიკაცია,
რომელიც ქმნის პოლიტიკურ სამყაროს.

ადამიანის მთელი ყოფიერება, ყველა თავისი ასპექტითა და გამოხატულებებით


არის პოლიტიკური ყოფიერება. სწორედ მაშინ ჩნდება პოლიტიკური ფილოსოფია,
როდესაც ადამიანებს გამოკვეთილ მიზნად ექცევა კარგი ცხოვრებისა და კარგი
საზოგადოების შესახებ ცოდნის შეძენა. სიტყვა „ფილოსოფიური“ ერთდროულად
მიანიშნებს საგანზეც და ფუნქციაზეც. პოლიტიკური ფილოსოფიის საგანი უნდა
ემთხვეოდეს პოლიტიკური ქმედების მიზანს. პოლიტიკური მიზნებია თავისუფლება
და მართვა. პოლიტიკური ფილოსოფიის ცნობილი წარმომადგენელი ლეო
შტრაუსი აღნიშნავს: ეს მიზნები აამაღლებს ყველა ადმაიანს საკუთარ უსუსურ მე-
ზე.პოლიტიკური ფილოსოფია იკვლევს სახელმწიფოს,
მმართველობის,მოქალაქის და სახელმწიფოს ურთიერთობათა პრობლემებს და
ცდილობს, პასუხი გასცეს ზოგად კითხვებს: რატომ უნდა დავემორჩლოთ
სახელმწიფოს? როგორ უნდა განაწილდეს კეთილდღეობა საზოგადოებაში?
გვჭირდება თუ არა სახელმწიფო? რა არის თავისუფლება? რა არის
სამართლიანობა? რა არის თანასწორობდა და სასურველია თუ არა მისი
არსებობა?ფილოსოფიური პოლიტიკა ნორმატიული დისციპლინაა. ფილოსოფიას
ყოველთვის აინტერესებდა „არა არსებული“, არამედ ის,რაც „უნდა იყოს“, ის რაც
უნდა გაკეთდეს. ამიტომ პოლიტიკის ფილოსოფიური გააზრება ატარებდა
უპირატესად ეთიკურ, მავალდებულებელ და ნორმატიულ ხასიათს.პოლიტიკური
ფილოსოფიის პრობლემებს იკვლევდნენ კანტი, ჰეგელი, მარქსი, ბენტამი და ა.შ.

You might also like