You are on page 1of 21

პოლიტიკა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი


პრეზენტატორი: ალექსანდრე ხარიბეგაშვილი
პოლიტიკა ეს არის:

• საზოგადოების და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება,


• საზოგადოებრივი იდეების ერთობლიობა და მისგან გამომდინარე
მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია
სახელმწიფოებს, ხალხებს, ერებს, სოციალურ ჯგუფებს შორის
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობების
ჩამოყალიბებასთან.
‘‘პოლიტიკა’’ ბერძნული სიტყვაა („პოლიტიკოს“) და „სამოქალაქოს“ ნიშნავს.
ამ სიტყვის ფუძე „მოქალაქესა“ და „ქალაქს“ უკავშირდება, სადაც კლასიკური
ბერძნული საზოგადოება ვითარდებოდა.
პოლიტიკა,როგორც მეცნიერება:

• პოლიტიკა, როგორც მეცნიერება შეისწავლის სახელმწიფო მიზნების მიღწევის ხერხებს.


განასხვავებენ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. პირველი მათგანი განისაზღვრება იმ
მიზნების შინაარსით, რომელსაც ისახავს მთავრობა და საზოგადოების მმართველი
კლასები, და იმ საშუალებებით, რომლითაც ეს მიზნები მიიღწევა. საშინაო პოლიტიკის
მიზანს შეიძლება ჰქონდეს ხასიათი:

• დინასტიური (მმართველი ოჯახის ინტერესების დაცვა),


• არისტოკრატიული (დიდგვაროვან ოჯახთა უფლებების და პრივილეგიების დაცვა),
• სამხედრო (შეირაღებული ჯგუფების წინა პლანზე წამოწევა),
• სახალხო (მთელი მოსახლეობის სამეურნეო და სულიერი ინტერესების დაცვა).
საგარეო პოლიტიკა მოიცავს სახელმწიფოთაშორის
ურთიერთობების საკითხებს, როგორებიცაა: ომი და მშვიდობა,
სახელმწიფოთა კავშირები და შეთანხმებები, საერთაშორისო
ვაჭრობა, გავლენის სფეროების განაწილება, ზღვების,
კოლონიების ფლობა და სხვა.
თავისი შინაგანი ფორმით სახელმწიფო პოლიტიკა შეიძლება იყოს:

 კონსერვატიული - ტრადიციების და არსებული საზოგადოებრივი


ინსტიტუტების შენარჩუნება;
 პროგრესული - მისწრაფება სახელმწიფო და საზოგადოებრივი
სისტემის გარდაქმნისაკენ;

 ლიბერალური - მთავრობის ნდობა საზოგადოებრივი


ელემენტებისადმი და სხვა.
პოლიტიკის გაგება შეიძლება როგორც ინსტიტუციური,
ასევე ინდივიდუალური თვალსაზრისით:

ინსტიტუციური კერძო პოლიტიკა:


პოლიტიკა: ინდივიდების
მოღვაწეობა;
საჯარო საკითხები;
არასამთავრობო
მთავრობა; საკითხები;
სამოქალაქო
სახელმწიფო; საზოგადოება.
პოლიტიკური იდეოლოგიები

• ფართო გაგებით, პოლიტიკა მოიცავს ყველაფერს, რაც ნებისმიერი


სოციალური წარმონაქმნის ორგანიზებისა და ფუნქციონირებისთვის
პრინციპებისა და წესების დადგენას და მათი აღსრულების უზრუნველყოფას
შეეხება. ამ საკითხების აღწერისა და სისტემატიზების შედეგად
ყალიბდება პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც აღწერს სახელმწიფოს
მართვისა და საზოგადოების მოწყობის სტილს,
სახელმწიფოს/ხელისუფლებასა და ინდივიდს შორის ურთიერთობებსა და
ურთიერთდამოკიდებულებას.
• ტრადიციულად, პოლიტიკური იდეოლოგიები მემარჯვენე და მემარცხენე
მიმდინარეობებად იყოფა, იმის მიხედვით, რომელი ფასეულობები
(ტრადიციული თუ ნოვაციური) მიიჩნევა ქვეყნის წინსვლის და მოქალაქეთა
კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიღწევის საუკეთესო საშუალებად.
ისტორიულად, ტერმინები მემარცხენე-მემარჯვენე საფრანგეთის რევოლუციის
(1789 წ.) შემდგომ პერიოდს უკავშირდება - ახლად ფორმირებულ ეროვნულ
ასამბლეაში (პარლამენტი), სამეფო ვეტოს თაობაზე დებატებისას, ვეტოს
მომხრეები - დიდგვაროვნები და ეკლესიის წარმომადგენლები, დარბაზის
მარჯვნივ, ხოლო მოწინააღმდეგეები - ბურჟუაზიის წარმომადგენლები, მარცხნივ
იყვნენ განლაგებულები.
• მემარჯვენე მიმდინარეობა ეროვნული, ტრადიციული
ფასეულობების ირგვლივ კონცენტრირდება და შესაბამისად,
უფრო კონსერვატიულია. მემარჯვენეები მხარს უჭერენ ძლიერ
სახელმწიფოს, რომლის ქვაკუთხედსაც მორალური ფასეულობები,
მართლწესრიგის დაცვა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა
წარმოადგენს.

• მემარცხენე იდეოლოგიები, კლასიკური გაგებით, სოციალურ


სამართლიანობაზე არის დაფუძნებული და ძირითად
ფასეულობებად სოციალურ თანასწორობას, სოლიდარობას და
პროგრესულობას აღიარებს.
ლიბერალიზმი:

• ლიბერალიზმი თავისუფლებისა და თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული პოლიტიკური


იდეოლოგიაა, რომელშიც სახელმწიფოს მამოძრავებელ ძალად ადამიანის თავისუფალი
ნება და საზოგადოების ყოველი წევრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მიიჩნევა.
ლიბერალური იდეოლოგია აღიარებს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, ღიაა
ყველანაირი პროგრესული სიახლისა და რეფორმებისათვის, რის გამოც ლიბერალურ
იდეოლოგიას, ტრადიციულად, კონსერვატიზმს უპირისპირებენ ხოლმე. ლიბერალური
იდეოლოგიის მიხედვით, სახელმწიფო მინიმალურად უნდა ჩაერიოს ინდივიდების
ყოფაში და მხოლოდ ის სფეროები უნდა განაგოს, რომელთა მოწესრიგებაც ინდივიდებს
არ შეუძლიათ.
კონსერვატიზმი:

• კონსერვატიზმი ტრადიციულად მემარჯვენეობასთან ასოცირდება და ძველი,


ტრადიციული ფასეულობების პატივისცემას უსვამს ხაზს. შესაბამისად, კონსერვატორები
ფრთხილად ეკიდებიან ან საერთოდ უარყოფენ რადიკალური რეფორმების გზას.
კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ სოციალური უთანასწორობა ბუნებრივი მოვლენაა და
მისი სრული აღმოფხვრა უბრალოდ შეუძლებელია. კონსერვატორებისთვის კერძო
საკუთრება წმინდაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში რაიმე გზით ჩარევა ან მისი
შეზღუდვა კატასტროფის ტოლფასია. ამაში კონსერვატიზმი სოციალისტურ იდეოლოგიას
უპირისპირდება. კონსერვატიზმი, ლიბერალიზმის მსგავსად, არ ეწინააღმდეგება და არ
უარყოფს ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს, თუმცა, ლიბერალიზმისგან
განსხვავებით, პიროვნების თავისუფალი ნებისა და ინდივიდუალური თავისუფლებების
წინ ძლიერ სახელმწიფოს აყენებს და პრიორიტეტად უსაფრთხოებასა და წესრიგს
მიიჩნევს.
სოციალიზმი:

• სოციალიზმი საკმაოდ გავრცელებული, ტიპიური მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიაა,


რომლის მთავარ საყრდენს სოციალური თანასწორობის, უფრო ზუსტად კი
უთანასწორობის მაქსიმალურად შემცირების იდეა წარმოადგენს. სოციალისტური
იდეოლოგიის მიმდევრების აზრით, სახელმწიფომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა
გასწიოს ადამიანებს შორის სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და
ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დაეხმაროს სოციალურად დაუცველებს და
უმუშევრებს. სოციალიზმი არ ეწინააღმდეგება კერძო საკუთრებას, თუმცა მიიჩნევს, რომ
კეთილდღეობის საწყისი მაინც სახელმწიფო საკუთრებაზე და სახელმწიფოს
ეკონომიკურ რეგლაციებზე გადის.
• ფაშიზმი რადიკალურად მემარჯვენე, ტოტალიტარულ-ნაციონალისტური იდეოლოგიაა, რომელიც
პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოცენდა იტალიაში და თავის აპოგეას მეორე მსოფლიო ომის ეპოქის
გერმანიაში მიაღწია. ფაშიზმის იდეოლოგია რასობრივ და/ან ეროვნულ უპირატესობას ემყარება.
ფაშისტები მიიჩნევენ, რომ ერი უნდა გაერთიანდეს საკუთარი თვითმყოფადობის, ტრადიციების და
სიწმინდის დასაცავად და ერთად აღუდგეს წინ “მტერს”, რომელსაც ამ თვითმყოფადობის განადგურება
სურს. საბოლოო ჯამში, ფაშისტური იდეოლოგია დაიყვანება ფორმამდე, სადაც ფსევდოპატრიოტული
ლოზუნგების მეშვეობით და წარმოსახვითი “მტრების” წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით იზღუდება
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, იდევნება ყველა განსხვავებული შეხედულებების ან
წარმომავლობის ადამიანი.
• კომუნიზმი რადიკალურად მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომელიც სოციალიზმის ერთგვარ
ექსტრემალურ გაგრძელებას წარმოადგენს და რომლის მიზანიც სოციალური უთანასწორობის საბოლოო
აღმოფხვრაა. კომუნიზმი ეწინააღმდეგება ნებისმიერი კერძო საკუთრების იდეას, უარყოფს
მემკვიდრეობას და ტრადიციებს. კომუნისტური იდეოლოგია, ერთი შეხედვით, თანასწორობისა და
ჩაგვრის აღმოფხვრისკენ არის ორიენტირებული, თუმცა მისი რადიკალიზმისა და ადამიანის ბუნების
საწინააღმდეგო იდეების გამო, რეალობაში, ადამიანის უფლებების ხელყოფისა და თავისუფალი აზრის
ჩახშობისკენ ორიენტირებულ, ტოტალიტარული სახელმწიფოების იდეოლოგიად გვევლინება.
• ანარქიზმი უტოპიური იდეოლოგიაა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ხელისუფლება გულისხმობს
ინდივიდზე ძალადობას, რის გამოც ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება, როგორც ასეთი,
საერთოდ უნდა გაუქმდეს. ანარქისტული იდეოლოგიის მიხედვით, ადამიანები თვითორგანიზებულ
ჯგუფებში უნდა ცხოვრობდნენ, სადაც გადაწყვეტილების მიღება ინდივიდის თავისუფალ ნებაზე იქნება
დამოკიდებული. ანარქიზმი უტოპიურია, ვინაიდან მისი იდეოლოგიის ხორცის შესხმა რეალობაში
წარმოუდგენელი და შეუძლებელია.
პოლიტიკური რეჟიმები:

• პოლიტიკური რეჟიმი არის ამა თუ იმ პოლიტიკურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული


სახელმწიფოს მართვის ფორმა.

• მთლიანობაში, პოლიტიკური რეჟიმები იყოფა დემოკრატიულ და


არადემოკრატიულ რეჟიმებად.
დემოკრატიულია რეჟიმი, სადაც

• მმართველობა ხორციელდება ხალხის ან მის მიერ კანონიერი გზით არჩეული


წარმომადგენლების მიერ;
• გადაწყვეტილება, ამა თუ იმ სფეროში ან საკითხზე, მიიღება საზოგადოების და
დაინტერესებული პირების თუ ჯგუფების აზრის გათვალისწინებით;
• ხელისუფლების სხვადასხვა შტოები ერთმანეთისგან განცალკევებულია (იხ.
ხელისუფლების განაწილების პრინციპი), გადანაწილებულია სხვადასხვა ინსტიტუტებში
და ორგანოებში, რომლებიც ერთმანეთს აკონტროლებს და აბალანსებს;
• ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები აღიარებული და რეალიზებულია
(ვრცლად, დემოკრატიის შესახებ იხ. შესაბამის თავში).
არადემოკრატიულია რეჟიმი, სადაც

• ძალაუფლება თავმოყრილია ერთი პირის (დიქტატორის) ან პირთა ჯგუფის (როგორც


წესი, პოლიტიკური პარტიის) ხელში, რომელსაც ასევე სათავეში უდგას დიქტატორი;
• ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, განსაკუთრებით, გამოხატვის
თავისუფლება, იგნორირებული ან მოჩვენებითია.
• არადემოკრატიულ პოლიტიკურ რეჟიმებში, ძირითადად, გამოყოფენ ტოტალიტარიზმს
და ავტორიტარიზმს.
ტოტალიტარიზმი ხასიათდება:
• სახელმწიფო იდეოლოგიით, რომელიც მოიცავს, განსაზღვრავს და აკონტროლებს
საზოგადოების, ინდივიდების ცხოვრების ყველა ასპექტს, მათ შორის, პირად ცხოვრებას;
• რეპრესიებით, რომლებიც, ერთი მხრივ, ემსახურება გაბატონებული იდეოლოგიის
მოწინააღმდეგეების განადგურებას და ამ გზით საზოგადოებაში შიშის დათესვას, რათა
მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მასობრივი, ორგანიზებული წინააღმდეგობა.
• ტოტალიტარული რეჟიმები ძირითადად დაფუძნებულია კომუნისტურ (საბჭოთა კავშირი)
ან ფაშისტურ (გერმანია 1933-45 წლებში) იდეოლოგიაზე.

• დღესდღეობით, ტოტალიტარული სახელმწიფოს თვალსაჩინო მაგალითი ჩრდილოეთ


კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკაა, სადაც ბატონობს კიმ იონგ-უნი, სასტიკი
დიქტატორი, რომელიც დიქტატორების მესამე თაობას წარმოადგენს (მამამისი - კიმ ჩენ-
ირი ასევე ერთპიროვნულად მართავდა სახელმწიფოს და იყო “დიდი ბელადის”, კიმ ირ-
სენის შვილი), რომლის ხელშიც თავმოყრილია საკანონმდებლო, აღმასრულებელი და
სასამართლო ხელისუფლება. ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებები სრულიად
უგულვებელყოფილია. მაგალითისთვის, ადამიანები მხოლოდ იმიტომ შეიძლება
დააპატიმრონ ან სიკვდილით დასაჯონ, რომ დიქტატორის გამოჩენაზე სათანადო
სიხარული არ გამოხატეს.
• ავტორიტარულ სახელმწიფოში ძალაუფლება ასევე ერთ ადგილასაა
თავმოყრილი, თუმცა, ტოტალიტარიზმისგან განსხვავებით, ავტორიტარული
რეჟიმის მთავარი მიზანი მმართველი ჯგუფის და დიქტატორის ძალაუფლების
შენარჩუნებაა და არა სახელმწიფო იდეოლოგიის გაბატონება, შესაბამისად,
შეიძლება არსებობდეს სფეროები, სადაც ადამიანებს მეტ-ნაკლებად
თავისუფლად საქმიანობის საშუალება ეძლევათ მანამ, სანამ დიქტატორის
ძალაუფლებას არ დაუპირისპირდებიან ან მის ინტერესებს არ გადაკვეთენ.
ავტორიტარული რეჟიმიც უსწორდება პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებსაც
კონკურენტად აღიქვამს, თუმცა ამისთვის ტოტალური რეპრესიების ნაცვლად
შეფარულ, არაფორმალურ მეთოდებს იყენებს. ავტორიტარულმა სახელმწიფომ
შეიძლება მოჩვენებითად ადამიანის უფლებებიც კი აღიაროს, თუმცა
პრაქტიკაში, ისინი შეიზღუდება ყველა იმ შემთხვევაში, როცა მმართველი
ჯგუფის ან დიქტატორის ნება იქნება ან როცა მათი ინტერესები ასე მოითხოვს.
ჩინეთის მმართველი
მაო ძე დუნი: გერმანელი
„პოლიტიკა არის ომი ფიზიკოსი ალბერტ
უსისხლოდ, ხოლო ომი აინშტაინი:
არის პოლიტიკა ამერიკელი „პოლიტიკა ფიზიკაზე
სისხლისღვრის პოლიტოლოგი რობერტ რთულია“
თანხლებით.“ დალი:
„პოლიტიკა ადამიანურ
ურთიერთობათა ისეთი
წყობაა,რომელიც
ჩეხოსლოვაკიის დიდწილად მოიცავს
უკანასკნელი და კონტროლს,ძალაუფლებას,
ჩეხეთის პირველი გავლენასა და
გერმანიის კანცლერი
პრეზიდენტი ვაცლავ ავტორიტეტს.“
ოტო ფონ ბისმარკი:
ჰაველი:
„პოლიტიკა
„ჩემთვის ნამდვილი
შესაძლებლის
პოლიტიკა, უბრალოდ
ხელოვნებაა.“
სხვა ადამიანებისთვის
სამსახურის გაწევაა.“
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like