You are on page 1of 17

დემოკრატია

დემოკრატია სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ


ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია –
არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა, ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ
უფლებებსა და თავისუფლებას, ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული ,
ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა
კუთვნილებისა.

◦ დემოკრატიის ნიშან თვისებები

მმართველობის ისეთი ფორმა როცა ხალხი პირდაპირ და უწყვეტად მართავს საკუთარ


თავს პოლიტიკოსების და სახელმწიფო მოხელეთა დაუხმარებლად ; თანაბარ
შესაძლებლობებსა და პიროვნულ უნარს დაყრდნობილი საზოგადოება სადაც
იერარქიიისა და პრივილეგიების ადგილი არაა. გადაწყვეტილებათა მიღების ისეთი წესი
რაც უმრავლესობის მმართველობას ეფუძნება. უმრავლესობის ძალაუფლებაზე
კონტროლის განმახორციელებელი უმცირესობის უფლებებისა და ინტერესების
უზრუნველმყოფელი სისტემა.

◦ პირდაპირი დემოკრატია

მოქალაქეთა პირდაპირ, უშუალო და მუდმივ თანამონაწილეობას მმართველობით


საქმიანობაში.

◦ წარმომადგენლობითი დემოკრატია

დემოკრატიის შეზღუდული და არაპირდაპირი ფორმაა შეზღუდულია იმდენად


რამდენადაც მმართველობაში ხალხის მონაწილეობა შეწყვეტილია და ხანმოკლე და
მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ არჩევნებში მონაწილეობით გამოიხატება .
◦ კლასიკური დემოკრატია

დემოკრატიის კლასიკური მოდელი ძველ ბერძნული პოლისია ანუ ქალაქი სახელმწიფო


კერძოდ მმართველობის ის სისტემა რომელიც ათენში განვითარადა ჩვენს
წელთაღრიცხვამდე მეხუთე მეოთხე საუკუნეში. იქ გავრცელებული პირდაპირი
დემოკრატიის ფორმას იდეალურ სისტემად მიიჩნევდნენ. კლასიკური დემოკრატია
სახალხო მმართველობის პრინციპს ეფუძნება. და ხალხის მიერ მმართველობის
საუკეთესო მართვის ფორამდ მიიჩნევა.

◦ დამცავი დემოკრატია

დემოკრატიულმა იდეებმა ახალი სიცოცხლე მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეში შეიძინა


აქ დემოკრატია ნაკლებად აღიქმებოდა როგორც საზოგადოების პოლიტიკურ
ცხოვრებაში თანამონაწილეობის მექანიზმი ის ახლა უფრო იმ საშუალებით მოიაზრებოდა
რითაც მოქალაქეებს ხელისუფლების მოთოკვა შეეძლოთ აქედანაა მეურვე დემოკრატიის
მცნება. დამცავი დემოკრატია ლიბერალიზმის ინდივიდუალისტურ შეხედებულებებზე
აღმოცენდა. დამცავი დემოკრატია მოქალაქეებს ყველაზე მეტ საშუალებას აძლევს თავის
ნებაზე იცხოვროს.

◦ ხელშემწყობი დემოკრატია

ხელშემწყობი დემოკრატიის ყველაზე უახლესი და რადიკალური ჯან ჯაკ რუსოსეული


მოდელია. რუსოსეული დემოკრატია სხვა არაფერი იყო თუ არა იარაღი რითაც ადამიანს
თავისუფლება და დამოუკიდებლობა უნდა მოეპოვებინა —საკუთარი თავისთვის
დაწესებულ კანონთა მორჩილების თვალსაზრისით. ხელშემწყობი დემოკრატია მეტი
თანამონაწილეობის პრინციპის გამტარებელია. ხელშემწყობ დემოკრატიას ის ღირსება
გააჩნია რომ თანამონაწილეობის ხარისხსაც ამაღლებს მეტ თავისუფლებასაც მოითხოვს
და პიროვნების ზრდასაც უწყობს ხელს.
◦ სახალხო დემოკრატია

ცნება სახალხო დემოკრატია მას შემდეგ გაჩნდა რაც საბჭოური ტიპის რეჟიმები
აღმოცენდა. სახალხო დემოკრატია განსაკუთრებულ მნიშვნელობას კლასთა შორის
ძალაუფლების გადანაწილებას ანიჭებს სახალხო დემოკრატია უფრო ეკონომიკურ
განვითარებას ისახავს მიზნად ვიდრე პოლიტიკური უფლებების უბრალო გაფართოებას .
მარქს სჯეროდა კაპიტალიზმის დამხობა ჭეშმარიტი დემოკრატიის აყვავებას მოიტანსო .

ავტორიტარიზმი
მმართველობის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის აბსოლუტურ მორჩილებას.
მოსახლეობის უსიტყვო მორჩილებისაკენ სწრაფვის გამო ავტორიტარიზმს ხშირად
„დესპოტიის“ მნიშვნელობით ხმარობენ. ავტორიტარიზმი , როგორც სისტემა , ძირითადად
პოლიტიკურ სფეროს მოიცავს - იდევნებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და
ლიდერები. ამასთანავე, ტოტალიტარიზმისაგან განსხვავებით , ავტორიტარიზმი
მოსახლეობას თავისუფალი მოღვაწეობის გაცილებით უფრო ფართო არეალს უტოვებს .
ეს განსაკუთრებით ითქმის ეკონომიკის სფეროზე, როდესაც მმართველობის
ავტორიტარული წესი ეგუება ეკონომიკურ ლიბერალიზმს და არ ზღუდავს კერძო
სამეწარმეო თუ კომერციულ საქმიანობას. ფრანკოს მმართველობა ესპანეთში (1939-1975)
ან პინოჩეტის რეჟიმი ცივი ომის პერიოდში ჩილეში (1973 წლიდან) სწორედ
მმართველობის ამგვარი წესის ნიმუშია.

რეფერენდუმისა და არჩევნების პროცესი ექვემდებარება მთავრობის კონტროლს , აქედან


გამომდინარე, ხშირად ფალსიფიცირებულია და ატარებს ფორმალურ ხასიათს .
ხელისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობების რეალური
მექანიზმი განსხვავებულია საკონსტიტუციო ნორმებისგან

ავტორიტარულ სახელმწიფოში ძალაუფლება ცენტრშია თავმოყრილი , თუმცა ,


ტოტალიტარიზმისგან განსხვავებით, ავტორიტარული რეჟიმის მთავარი მიზანი
მმართველი ჯგუფის და ლიდერის ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა სახელმწიფო
იდეოლოგიის გაბატონება, შესაბამისად, შეიძლება არსებობდეს სფეროები , სადაც
ადამიანებს მეტ-ნაკლებად თავისუფლად საქმიანობის საშუალება ეძლევათ მანამ , სანამ
ავტორიტარული მმართველის ძალაუფლებას არ დაუპირისპირდებიან ან მის ინტერესებს
არ გადაკვეთენ. ავტორიტარული რეჟიმიც უსწორდება პოლიტიკურ ოპონენტებს,
რომლებსაც კონკურენტად აღიქვამს, თუმცა, ამისთვის ტოტალური რეპრესიების ნაცვლად
არაფორმალურ მეთოდებს იყენებს. ავტორიტარულ სახელმწიფოში ფორმალურად
ადამიანის უფლებები აღიარებულია.

ზოგადი მახასიათებლები
ავტოკრატიულობა - ანუ ძალაუფლების მატარებელთა მცირე რაოდენობა. ძალაუფლების
მატარებელი შეიძლება იყოს ერთი ადამიანი, მონარქი ან ტირანი , ან პირთა ჯგუფი :
სამხედრო ხუნტა, ოლიგარქიული ჯგუფი და სხვ.

ძალაუფლების შეუზღუდაობა - როდესაც მოქალაქეებს ხელისუფლების კონტროლის


არავითარი საშუალებები არ გააჩნიათ. ამავე დროს, ხელისუფლებას შეუძლია მართოს
საზოგადოება კანონთა დახმარებით, მაგრამ მათ თავისებურ განმარტებას აძლევს ;

რეალურ თუ პოტენციურ ძალაზე დაყრდნობა - ავტორიტარულ რეჟიმს შეუძლია არ


მიმართოს მასობრივ რეპრესიებს და ისარგებლოს მოსახლეობის ფართო ფენებში
პოპულარობით, მაგრამ იგი ფლობს საკმაო ძალას, რათა აუცილებლობის შემთხვევაში
საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოიყენოს ძალა და აიძულოს მოქალაქეებს
მორჩილება;

ძალაუფლების და პოლიტიკის მონოპოლიზაცია, რეალური პოლიტიკური ოპოზიციისა და


კონკურენციის არარსებობა. ავტორიტარული რეჟიმის დროს შესაძლებელია პარტიების ,
პროფკავშირებისა და სხვა ორგანიზაციების შეზღუდული რაოდენობით არსებობა , მაგრამ
ხელისუფლების კონტროლის ქვეშ;

ავტორიტარიზმი უარს ამბობს საზოგადოების ტოტალურ კონტროლზე. მმართველი ძალის


მიზანია საკუთარი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის და სტატუს ქვო
მდგომარეობის უზრუნველყოფა. ატარებს საკმაოდ აქტიურ სოციალურ პოლიტიკას ისე ,
რომ იმავე დროს არ არღვევს საბაზრო თვითრეგულირების მექანიზმებს;

პოლიტიკური ელიტის რეკრუტირება ხდება არა კონკურენციულ ელექტორალური


ბრძოლის, არამედ კოოპტაციის, ზემოდან დანიშვნის გზით.

ავტორიტარიზმის ამ ნიშნების გათვალისწინებით, შეიძლება იგი განისაზღვროს , როგორც


„ერთი პირის ან პირთა ჯგუფის ძალაუფლება, რომელიც არ უშვებს პოლიტიკური
ოპოზიციის არსებობას, მაგრამ ინარჩუნებს პიროვნებისა და საზოგადოების ავტონომიას
არაპოლიტიკურ სფეროებში“. ავტორიტარიზმის დროს იკრძალება საქმიანობის მხოლოდ
განსაზღვრული, ძირითადად, პოლიტიკური ფორმები, დანარჩენ სფეროებში
მოქალაქეები თავისუფლანი არიან. ადამიანის უფლებები პოლიტიკურის გარდა
პატივისცემით სარგებლობს და დაცულია, თუმცა, ავტორიტარიზმის პირობებში
მოქალაქეებს უსაფრთხოებისა და თავისუფლების არავითარი ისეთი ინსტიტუციონალური
გარანტიები არ აქვს, როგორიცაა: დამოუკიდებელი სასამართლო , ოპოზიციური პარტიები
და სხვ. ავტორიტარული რეჟიმები მთლიანად შეთავსებადია ეკონომიკურ , სოციალურ ,
კულტურულ, რელიგიურ და ზოგჯერ იდეოლოგიურ პლურალიზმთანაც კი.
ენდრიუ ჰეივუდის თანახმად, ავტორიტარიზმი ესაა სახელმწიფოს „ზემოდან მართვის “
რწმენა ან პრაქტიკა, სადაც უფლებამოსილება საზოგადოებისგან თანხმობის მიუხედავად
ხორციელდება. ამგვარად, ავტორიტარიზმი ხელისუფლების კლასიკური გაგებისგან
განსხვავდება. ეს უკანასკნელი ლეგიტიმურობას ემყარება და ამ მნიშვნელობით იგი
„ქვემოდან“ ხორციელდება.

ავტორიტარული რეჟიმი ხელისუფლებისადმი საკუთარ სწრაფვას პიროვნების


უფლებებზე მაღლა აყენებს. თუმცა, როგორც წესი, ავტორიტარიზმი
ტოტალიტარიზმისაგან მაინც განსხვავდება: სახელმწიფოს „ზემოდან მართვა “ -
მონარქიული აბსოლუტიზმის, ტრადიციული დიქტატურებისა თუ სამხედრო რეჟიმების
დროს - უფრო მეტად ოპოზიციისა და პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვაში
გამოიხატება, ვიდრე რადიკალური საბოლოო მიზნით - მთლიანად წაშალოს ზღვარი
სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის; ამიტომ ავტორიტარული რეჟიმი
გარკვეულ ეკონომიკურ, რელიგიურ თუ სხვა სახის თავისუფლებებს ხშირად ეგუება
ხოლმე.

პოლიტიკურ მეცნიერებაში არსებობს ავტორიტარული მთავრობების სხვადასხვა


ტიპოლოგია. ავტორიტარული რეჟიმი შეიძლება იყოს ავტოკრატიული , ოლიგარქიული და
ემყარებოდეს პარტიის ან სამხედრო მმართველობას.

ავტორიტარიზმის ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარი, ხუან ლინცი, თავის 1964 წლის


ნაშრომში ავტორიტარიზმის მახასიათებელ შემდეგ ელემენტებს გამოყოფს :

შეზღუდული პოლიტიკური პლურალიზმი, რაც გამოიხატება საკანონმდებლო ორგანოს ,


პოლიტიკური პარტიებისა და ცალკეული ინტერეს ჯფუფების შევიწროებაში ;

ტოტალიტარიზმისგან გასნხვავებით, სადაც სისტემის ლეგიტიმაცია საერთო და


დომინირებულ იდეოლოგიას ემყარება, ავტორიტარული რეჟიმისთვის
დამახასიათებელია პოლიტიკური ლეგიტიმაციის არარსებობა , უფრო სწორად ,
ლეგიტიმაცია ემყარება ემოციებით მანიპულაციას (ლინცი ამას მენტალობებს უწოდებს )
და ზოგად ღირებულებებს (პატრიოტიზმი, ნაციონალიზმი, მოდერნიზაცია , წესრიგი და
ა.შ.). რეჟიმი განიხილება როგორც მძიმე სოციალური პრობლემების (უმუშევრობა )
დაძლევის ერთადერთი საშუალება;

შეზღუდული პოლიტიკური მონაწილეობა (დეპოლიტიზაცია) და სუსტი პოლიტიკური


მობილიზაცია, რეჟიმის საწინააღმდეგო ყველანაირი აქტივობების შეზღუდვა ;

აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციის ბუნდოვანება , ხშირად ადგილი აქვს


ძალაუფლების გადამეტებას

ავტორიტარულ სახელმწიფოებში შესაძლებელია ფორმალურად არსებობდეს


დემოკრატიული ინსტიტუტები, მაგალითად, პოლიტიკური პარტიები , საკანონმდებლო
ორგანო, არჩევნები, თუმცა ისინი იმგვარად ფუნქციონირებენ, რომ გააძლიერონ
ავტორიტარული მმართველობა. პოლონელი პოლიტოლოგის, ადამ პჟევორსკის
თანახმად, „ავტორიტარული წონასწორობა ემყარება ტყუილებს , შიშსა და ეკონომიკურ
კეთილდღეობას“. ავტორიტარიზმში მიღებულია არაფორმალური პოლიტიკური
ძალაუფლების გამოყენება. სახელმწიფო ბიუროკრატია რეჟიმის მომხრეებით არის
დაკომპლექტებული და მისდამი ერთგულება ინდოქტრინაციის სხვადასხვა მეთოდით
მყარდება.

ავტორთა ნაწილი, ავტორიტარულ რეჟიმს, რეჟიმის ტიპის განმსაზღვრელი ოთხი


განზომილების - პლურალიზმის, იდეოლოგიის, მმართველობის და მობილიზების ფორმის
მიხედვით აფასებს:

პლურალიზმი--ავტორიტარიზმი არის პოლიტიკური სისტემა შეზღუდული პოლიტიკური


პლურალიზმით და შესაძლოა ხშირად საკმაოდ ექსტენსიური სოციალური და
ეკონომიკური პლურალიზმით.

იდეოლოგია--ავტორიტარულ პოლიტიკურ სისტემას არ გააჩნია დახვეწილი და


წარმმართველი იდეოლოგია, მაგრამ აქვს განმასხვავებელი მენტალიტეტი .

მობილიზაცია--გარდა რამდენიმე მომენტისა, მასების პოლიტიკური მობილიზაცია სუსტია .

ლიდერობა--ავტორიტარულ სისტემაში ლიდერი ან მმართველი პატარა ჯგუფი


ახორციელებს ძალაუფლებას ფორმალურად განსაზღვრული ნორმებით . არის ძველი
ელიტური ჯგუფების კოოპტაციის მცდელობა. სახელმწიფო აპარატს აქვს გარკვეული
ავტონომია.

ავტორიტარიზმში შეიძლება იყოს შეზღუდული პოლიტიკური პლურალიზმი , მაგრამ


საკმაოდ ფართო სოციალური და ეკონომიკური პლურალიზმი. ავტორიტარული
სოციალური პლურალიზმი მოიცავს ტრადიციულ ფორმებს, ტრადიციულ საზოგადოებას .
ავტორიტარიზმი ცდილობს მოახდინოს ძალაუფლებაში იმ ჯგუფების ლიდერების
კოოპტირება, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული ძალაუფლება რეჟიმის მიერ შექმნილ
სტრუქტურებს გარეთ. ავტორიტარული რეჟიმების უმრავლესობა არ ქმნის ასოციაციათა
ქსელს, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის მობილიზებისთვის. მათ შეიძლება
ჰქონდეთ ინტენსიური მობილიზაციის მოკლე პერიოდები, მაგრამ ეს მობილიზება ნაკლებ
ინტენსიურია, ვიდრე ტოტალიტარულ რეჟიმში და ნაკლებ ექსტენსიურია , ვიდრე
პოსტტოტალიტარულში. კონკრეტულ ავტორიტარულ რეჟიმს შეიძლება ჰყავდეს
განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება, კონსტიტუციონალიზმისა და
სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი სამართლებრივი კულტურა ,
პროფესიული სახელმწიფო ბიუროკრატია და ინსტიტუციონალიზებული ეკონომიკური
საზოგადოება.

ავტორიტარული რეჟიმების ტიპოლოგია ლინცის მიხედვით


ფრანკოს ესპანეთის მაგალითზე, ხუან ლინცი დიქტატურისა და ტოტალიტარიზმისგან
განასხვავებდა ავტორიტარიზმის ახალ ფორმებს. პერსონიფიცირებული დიქტატურისგან
განსხვავებით, ავტორიტარიზმის ახალ ფორმებში ხდება სხვადასხვა აქტორების
ინსტიტუციონალიზებული რეპრეზენტაცია (ესპანეთის შემთხვევაში ეს იყო როგორც
სამხედრო ძალები, ისე კათოლიკური ეკლესია, ფალანგები, მონარქისტები ,
ტექნოკრატები და სხვ.); ტოტალიტარული სახელმწიფოსგან განსხვავებით , რეჟიმი
ემყარება მასების პასიურ მიმღებლობას და არა პოპულარულ მხარდაჭერას .

ლინცი ავტორიტარული რეჟიმის ორ ძირითად ტიპს გამოყოფდა - ტრადიციულ


ავტორიტარულ და ბიუროკრატიულ-მილიტარისტულ ავტორიტარულ რეჟიმებს .
ტრადიციულ ავტორიტარულ რეჟიმში „მმართველი ძალა (უმეტესად ეს არის ერთი პირი )“
ძალაუფლებას ინარჩუნებს „ტრადიციების, პატრონ-ყმური ურთიერთობების და
რეპრესიების მეშვეობით, რომლის აღსრულებასაც ახორციელებს მმართველ ძალასთან
პირადი ერთგულებით დაკავშირებული აპარატი“. ამის მაგალითად ლინცს მოყავს ჰაილე
სელასიე Iის იმპერატორობის პერიოდის (1930-1974) ეთიოპია. ბიუროკრატიულ-
მილიტარისტულ რეჟიმებში მმართველობას ახორციელებს სამხედრო ოფიცრებისა და
ტექნოკრატების კოალიცია, რომელიც „თავისი ბიუროკრატიული მენტალობის
ფარგლებში მოქმედებს უფრო პრაგმატულად (ვიდრე იდეოლოგიურად )“.

ლინცი ასევე გამოყოფდა კიდევ სამ ქვეტიპს ავტორიტარული მმართველობის :


კორპორატიულს, რასობრივ და ეთნიკურ „დემოკრატიას“ და პოსტ-ტოტალიტარულს.
კორპორატიულ ავტორიტარულ რეჟიმში სახელმწიფო აქტიურად მიმართავს
კორპორატიულ ინსტიტუტებს ძლიერი ინტერეს ჯგუფების დემობილიზებისთვის .
მმართველობის ეს ფორმა დამახასიათებელია ლათინო-ამერიკული ქვეყნებისთვის ;

რასობრივი და ეთნიკური „დემოკრატიები“ არის რეჟიმები, სადაც ცალკეული რასისა თუ


ეთნიკური ჯგუფის წარმომადეგნლები სრულად სარგებლობენ დემოკრატიული
უფლებებით, მაშინ როდესაც სხვა ჯგუფებს ჩამორთმეული აქვთ ეს უფლებები .
მაგალითად განიხილება სამხრეთ აფრიკა აპართეიდის პერიოდში . ზოგიერთი
მკვლევარი ამ ქვეჯგუფს მიაკუთვნებს ასევე ისრაელს. პოსტ-ტოტალიტარული
ავტორიტარული რეჟიმები არის ის სახელმწიფოები, რომლებშიც ტოტალიტარული
ინსტიტუტები (პარტია, საიდუმლო პოლიცია, სახელმწიფოს მიერ მართული მას-მედია )
ნარჩუნდება, მაგრამ იდეოლოგიური ორთოდოქსია რუტინამ ჩაანაცვლა , ხოლო
რეპრესიები შესუსტდა. ამასთან, სახელმწიფოს მმართველობა ნაკლებ
პერსონიფიცირებულია. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის საბჭოთა ბლოკის ქვეყნები
1980-იან წლებში.

ავტორიტარული რეჟიმების ზოგადი ტიპოლოგია


არ არსებობს ავტორიტარული რეჟიმების განმსაზღვრელი ერთგვაროვანი კრიტერიუმები ,
ვინაიდან სხვადასხვა მკვლევარები განსხვავებულ პრინციპებზე დაყრდნობით
აანალიზებენ მას. მაგალითად, არსებობს მიდგომა, რომელიც ექვსი მახასიათებლის
საფუძველზე ახდენს ავტორიტარული რეჟიმების კატეგორიზაციას , ეს მახასიათებლებია :
რეჟიმის სოციალური და პოლიტიკური საყრდენი , მისი ლეგიტიმაციისა და იდეოლოგიის
პატერნები, შინაგანი სტრუქტურა და მმართველობის აპარატი , ურთიერთობის ფორმა
მმართველსა და მის დაქვემდებარებულებს შორის , ისტორიული კონტექსტი და
პოლიტიზირების ხარისხი. ამერიკელი პოლიტოლოგი და ავტორიტარიზმის მკვლევარი
ბარაბარა გედესი, ავტორიტარული მმართველობის სამ ფორმას გამოყოფს -
მილიტარისტულს, ერთპარტიულს და პერსონიფიცირებულ/დიქტატურას. თავის მხრივ
ქვეკატეგორიებად ყოფს ამ სამი ფორმის სხვადასხვა კომბინაციას .

ავტორიტარული რეჟიმის სხვა ფორმების ტიპოლოგია, განვითარებად ქვეყნებში


მმართველობის სისტემების ანალიზისას გამოიყენება. ბიუროკრატიულ -ავტორიტარული
სახელმწიფოს კონცეფციამ მნიშვნელობა მოდერნიზაციის თეორიასთან
დაპირისპირებაში შეიძინა, რომელიც ეკონომიკურ განვითარებასა და დემოკრატიას
ერთმანეთს უკავშირებდა. უმეტეს შემთხვევაში, ავტორიტარული რეჟიმის ახალი ტიპის
განსაზღვრა ცალკეული ქვეყნების შესწავლის შედეგად მოხდა . თუმცა , სხვადასხვა
ავტორიტარული რეჟიმების ტიპოლოგიისთვის ერთგვაროვანი მახასიათებლებისა და
პატერნების განსაზღვრა ჯერ კიდევ კვლევისა და ანალიზის პროცესშია .

ავტორიტარული რეჟიმების ქვეკატეგორიზება ასევე ხდება იმის მიხედვით , თუ რამდენად


არის ისინი პოპულისტური თუ პერსონიფიცირებული. პერსონიფიცირებული
ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია თვითნებური მმართველობა , სადაც
უფლებამოსილების განხორციელება ხდება არა ინსტიტუტებისა და ფორმალური
კანონების მეშვეობით, არამედ პატრონაჟული ქსელებითა და იძულებით . ასეთი რეჟიმები
დამახასიათებელია პოსტ-კოლონიური აფრიკისთვის. მისგან განსხვავებით , პოპულისტურ
ავტორიტარულ რეჟიმში გვხვდება ძლიერი, ქარიზმატული, მანიპულატორი ლიდერი ,
რომელიც საზოგადოების მთავარი სოციალური ჯგუფების კოალიციის მეშვეობით
ახორციელებს თავის ძალაუფებას. ამის მაგალითად განიხილება სამხრეთ ამერიკის
ქვეყნები.

პოლიტოლოგები ბრაიან ლაი და დენ სლეიტერი ავტორიტარული რეჟიმების


ტიპოლოგიისას ოთხ კატეგორიას განასხვავებენ: ოლიგარქიული პარტიული დიქტატურა ,
ავტოკრატიული პარტიული დიქტატურა, ე.წ. სამხედრო ხუნტები, ანუ ოლიგარქიული
მილიტარისტული დიქტატურები და ავტოკრატიული მილიტარისრული დიქტატურები .
მათი მტკიცებით, ერთპარტიული რეჟიმები მილიტარისტულისგან განსხვავებით უკეთ
ახერხებენ იმ ინსტიტუციების განვითარებას (მაგალითად, მასების მობილიზაცია ,
პატრონაჟული ქსელები, ელიტების კოორდინაცია), რომლებიც ეფექტურად
უზრუნველყოფენ რეჟიმის შენარჩუნებას და შიდა მოწინააღმდეგეების გაქრობას . ხოლო
მილიტარისტული ავტორიტარული რეჟიმები მმართველობისა და კონტროლის
შესანარჩუნებლად, ხშირად ახდენენ სამხედრო კონფლიქტების ინიცირებას .

ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი
ავტორიტარიზმი წარმოადგენს ერთგვარ შუალედს ტოტალიტარიზმსა და დემოკრატიას
შორის. იგი არის გარდამავალი პერიოდი ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიაზე
ტრანზიციის პროცესში და პირიქით. ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელია
ტოტალიტარიზმის პოლიტიკური, ხოლო დემოკრატიის ეკონომიკური ასპექტები .
ტოტალიტარიზმსა და ავტორიტარიზმს შორის მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში ,
რომ ავტორიტარიზმში არსებობს სოციალური და ეკონომიკური ინსტიტუტები , რომლებიც
არ ექვემდებარება მთავრობის კონტროლს. ამდენად, ავტორიტარულ სისტემაში უფრო
მეტი სივრცე არსებობს პირადი ცხოვრებისთვის, ვინაიდან იგი არ არის იმდენად
იდეოლოგიზირებული, მას არ შეუძლია მოსახლეობის დიდი მასების ორგანიზება
ეროვნული ინტერესების ირგვლივ.

ხუან ლინცის ნაშრომებზე დაყრდნობით კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორმა პოლ


სონდროლმა შეიმუშავა ავტორიტარი და ტოტალიტარი მმართველების მთავარი
მახასიათებლები:

ტოტალიტარული რეჟიმების მმართველებს ახასიათებთ გარკვეული ქარიზმატული


მისტიკა და მათი პიროვნების ირგვლივ ერთგვარი მესიანური სახეხატი იქმნება ;

განსხვავდება მათი როლის აღქმაც. ავტორიტარი საკუთარ თავს ხედავს როგორც


ინდივიდს, მისთვის მთავარია კონტროლი და სტატუს კვოს შენარჩუნება . მაშინ , როდესაც
ტოტალიტარის მიერ თვითაღქმა უმეტესად ტელეოლოგიურია. ტირანი არის ერთადერთი
და შეუცვლელი მესია, რომელმაც უნდა შეცვალოს და გაუძღვეს სამყაროს.

პირადი კეთილდღეობისთვის ძალაუფლების გამოყენება უფრო დამახასიათებელია


ავტორიტარი მმართველისთვის.

ენდრიუ ჰეივუდის თანახმად, ტოტალიტარიზმის იმით განსხვავდება ავტოკრატიისა და


ავტორიტარიზმისაგან, რომ „სრული ძალაუფლების“ მოპოვებას საზოგადოებრივი და
ინდივიდუალური არსებობის ყოველი ასპექტის პოლიტიზირებით ცდილობს.
ავტოკრატიულ და ავტორიტარულ რეჟიმებს პოლიტიკური ძალაუფლების
მონოპოლიზების შედარებით უფრო ზომიერი მეთოდები ახასიათებს , რაც ჩვეულებრივ ,
მასების პოლიტიკიდან გამოდევნაში გამოიხატება ; ტოტალიტარიზმი კი სამოქალაქო
საზოგადოების სრულ განადგურებას და ყოველივე „კერძოს“ მოსპობას გულისხმობს .

ავტორიტარიზმი და დემოკრატია
ავტორიტარიზმი და დემოკრატია აუცილებლად ურთიერთსაპირისპირო პოლიტიკურ
სისტემებს არ წარმოადგენენ. შესაძლებელია, რომ ზოგიერთი დემოკრატია
ავტორიტარიზმის გარკვეულ ელემენტებს ატარებდეს და პირიქით . მკლვევარები
პროცედურულ (არალიბერალურ) დემოკრატიას ლიბერალური (არსებითი )
დემოკრატიისგან იმით განასხვავებენ, რომ პირველში არ გვხვდება კანონის უზენაესობა ,
უმცირესობების უფლებების დაცვა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა .

ავტორიტარული სისტემიდან მმართველობის უფრო დემოკრატიულ ფორმაზე


ტრანზიციას დემოკრატიზაციას უწოდებენ. ამ პროცესის მთავარი მახასიათებელია
პოლიტიკური უფლებების, საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა და
საბაზრო რეფორმები. დემოკრატიზაცია სამ, ზოგჯერ ურთიერთდამთხვევად პროცესს
მოიცავს. პირველი, რეჟიმის დამხობას ლეგიტიმურობის დაკარგვა მოჰყვება , რასაც
ეკონომიკის დაცემა, არმიისა და პოლიციის ხელისუფლებისაგან განდგომა სდევს თან ;
მეორე, „დემოკრატიაზე გადასვლის“ ეტაპი - ყალიბდება ახალი, ლიბერალურ -
დემოკრატიული სტრუქტურები და პროცესები; მესამე, დემოკრატიული კონსოლიდაციის
ეტაპი, როდესაც ახალი სტრუქტურები და პროცესები იმდენად მყარად იდგამს ფესვს
ელიტისა და მასების შეგნებაში, რომ მათ შეცვლაზე უკვე ფიქრიც კი წარმოუდგენელია .

ავტორიტარიზმის კვლევების ორი ტალღა


ავტორიტარიზმის კვლევებს ორ ტალღად ყოფენ, იმის მიხედვით, თუ რა იყო დისკუსიის
მთავარი განხილვის საგანი. ამ ორი ტალღის ფუნდამენტურ განმასხვავებელ ნიშანს
წარმოადგენს ის, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ სხვადასხვა მკვლევარები
პოლიტიკური რეჟიმების ინსტიტუციურ ასპექტებს. პირველი ტალღის ფარგლებში , 1960-
1970-იან წლებში, არადემოკრატიული პოლიტიკური წყობის ანალიზი ხორციელდებოდა
ფართო სოციო-ეკონომიკურ ჭრილში - ფოკუსირება ხდებოდა იმაზე თუ რა
ურთიერთკავშირები არსებობდა პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ქვესისტემებს
შორის. 1990-იანი წლებიდან დაიწყო მეორე ტალღა, რომლის ფარგლებშიც ანალიზი
შეუზღუდა პოლიტიკური რეჟიმის მახასიათებლებზე და ფოკუსმა გადაინაცვლა
ფორმალურ ინსტიტუციონალურ სტრუქტურებზე.

დემოკრატიის ინდექსი და ავტორიტარული რეჟიმები


2006 წლიდან ჟურნალ „ეკონომისტის“ კვლევითი ჯგუფი, მის მიერვე დადგენილი
„დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით ზომავს დემოკრატიის დონეს მსოფლიოს 167
ქვეყანაში. ინდექსი ეფუძნება 60 ინდიკატორს, რომელიც ხუთ სხვადასხვა კატეგორიად
იყოფა: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მოქალაქეთა თავისუფლება, მთავრობის
ფუნქციონირება, პოლიტიკური აქტიურობა და პოლიტიკური კულტურა. ქულათა სისტემისა
და რანგირების მეთოდით ინდექსი ქვეყნებს ოთხ რეჟიმად ახარისხებს : სრული
დემოკრატია, არასრული დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი .

დემოკრატიის ინდექსის 2019 წლის ფოტო


2019 წლის მონაცემებით 54 ქვეყანა არის იდეტიფიცირებული, როგორც ავტორიტარული
რეჟიმი. საქართველო იდენტიფიცირებულია როგორც ჰიბრიდული რეჟიმი . დემოკრატიის
ინდექსის კვლევითი ჯგუფი ავტორიტარულ რეჟიმებს შემდეგნაირად აღწერს :
ავტორიტარულ სახელმწიფოებში პოლიტიკური პლურალიზმი ან საერთოდ არ გვხვდება ,
ან იგი უკიდურესად შეზღუდულია. ამ კატეგორიაში შესულ ბევრ ქვეყანაში დიქტატურაა .
ზოგიერთი დემოკრატიული ინსტიტუტი ფორმალურად შესაძლოა არსებობდეს , თუმცა
ისინი ძალიან სუსტია. არჩევნები, თუ ტარდება, არ არის დამოუკიდებელი და
სამართლიანი. სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები უგლუვებელყოფილია . მედია
უმეტესად სახელმწიფოს საკუთრებაშია ან კონტროლირდება მმართველი გუნდის მიერ .
მთავრობის კრიტიკა რეპრესირებულია და ძლიერია ცენზურა. არ არსებობს
დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.
ტოტალიტარიზმი
ტოტალიტარიზმი (ლათ. Totalis - მთელი, სავსე; “Totаlitas” – მთლიანობა, სისავსე) —
ტერმინი პოლიტიკურ მეცნიერებაში, რომელსაც იყენებენ პოლიტიკური რეჟიმების
აღსაწერად, სადაც სახელმწიფოს აბსოლუტური კონტროლი აქვს ცხოვრების ყველა
ასპექტზე, იქნება ეს საჯარო თუ კერძო. ტოტალიტარიზმს უწოდებენ პოლიტიკურ სისტემას
ან მმართველობის ფორმას, რომელიც არ უშვებს პარტიულ ან ინდივიდუალურ ოპოზიციას
სახელმწიფოსა და მისი რწმენებისადმი , ამიტომ ის მიჩნეულია ავტორიტარიზმის
უკიდურეს ფორმად. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში, პოლიტიკური ძალაუფლება
ძირითადად ავტოკრატთა ხელშია, რომლებიც საყოველთაო პროპაგანდას მათ ხელში
არსებული მედია და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით ახორციელებენ .

ცნების ზოგადი მიმოხილვა


ტერმინი პირველად გამოიყენეს 1923 წელს, იტალიელი პოლიტიკური მოღვაწის ,
ანტიფაშისტის ჯოვანი ამენდოლას მიერ, ბენიტო მუსოლინის რეჟიმის კრიტიკული
დახასიათებისთვის. ტოტალიტარული სახელმწიფოს თვისებები იყო შეუზღუდავი
ძალაუფლება, კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების ლიკვიდაცია , რეპრესია
განსხვავებულად მოაზროვნეებისადმი, საჯარო ცხოვრების მილიტარიზაცია . 1926 წელს ის
გამოიყენა იტალიელმა ფილოსოფოსმა ჯოვანი ჯენტილემ, იტალიური ფაშიზმის ერთ -
ერთმა თეორეტიკოსმა. 1927 წელს, ტერმინი ასევე გამოიყენა კარლ შმიტმა (გერმ.
Totalstaat) მის ცნობილ ნაშრომში „პოლიტიკურის ცნების შესახებ“. აღსანიშნავია, რომ
„ტოტალიტარული სახელმწიფოს“ გაგება (იტალ. Stato Totalitario) იტალიური ფაშიზმისა და
გერმანული ნაციზმის მქადაგებლებისათვის პოზიტიური მნიშვნელობის მქონე ტერმინი
იყო, მისი კრიტიკა კი უარყოფითი მნიშვნელობის. საკუთარ სტატიაში „ფაშიზმის
დოქტრინა“ (1931) ბენიტო მუსოლინი ტოტალიტარიზმს განიხილავს საზოგადოებრივ
მოწყობად, სადაც სახელმწიფო იდეოლოგია მოქალაქეებზე გადამწყვეტ გავლენას
ფლობს - ტოტალიტარული რეჟიმი ნიშნავს, რომ (იტალ. Tutto nello Stato, niente al di fuori dello
Stato, nulla contro lo Stato) „ყველაფერი სახელმწიფოს ფარგლებშია, არაფერია მის გარეთ“.

ტერმინმა „ტოტალიტარიზმი“ თანამედროვე გაგება შეიძინა მეორე მსოფლიო ომის


შემდგომ, ცივი ომის პერიოდში, დასავლური ანტიკომუნისტური დისკურსის
გაფართოებასთან ერთად. პოლიტიკურ სივრცეში ანტიკომუნისტური პროპაგანდის
პარალელურად აკადემიური კვლევის სივრცეში ჩნდება ფაშიზმისა და კომუნიზმის
საერთო მახასიათებლების ძებნა და მათი ერთი საფუძვლის ქვეშ გაერთიანების
მცდელობები. ამ პროცესს ახასიათებენ, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი
ანტიფაშიზმის გარდაქმნის იარაღს ანტი-კომუნიზმად. ფრანკფურტის სკოლის
წარმომადგენლები და ისტორიკოსებისა და ფილოსოფოსების გარკვეული ნაწილი
ტოტალიტარიზმს ადარებს, ასევე, თანამედროვე კაპიტალიზმს.
ტოტალიტარული რეჟიმების საერთო მახასიათებლებია ძლიერი პოლიტიკური რეპრესია ,
სრული კონტროლი ეკონომიკაზე, მას-მედიაზე, საკომუნიკაციო საშუალებებზე ,
აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებებზე სრული გავლენა, სიტყვის
თავისუფლების შეზღუდვა და დემოკრატიის არარსებობა, თვალთვალი და მოსმენა და
საზოგადოებრივი ცხოვრების იდეოლოგიზაცია. ზოგიერთი ტოტალიტარული რეჟიმი
გულისხმობს საკონცენტრაციო ბანაკებს, რეპრესიულ პოლიციას , რელიგიურ დევნას ,
პიროვნული კულტების ფენომენებს. გავრცელებული პრაქტიკაა სიკვდილით დასჯა ,
გაყალბებული არჩევნები, ასევე, მასობრივი გენოციდები და მკვლელობები .
ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელია არ ცნობდეს ლიმიტებს და
შეზღუდვებს საკუთარი ავტორიტეტისათვის საჯარო, კერძო და ადამიანური ცხოვრების
ყველა სფეროში და მიდრეკილება, შეინარჩუნოს ეს ძალაუფლება ყველა საშუალებისა და
გზის გამოყენებით.

ტოტალიტარული რეჟიმის გაგება განსხვავდება ავტორიტარული რეჟიმის გაგებისაგან . ეს


უკანასკნელი ძირითადად გულისხმობს სახელმწიფოებს , სადაც ძალაუფლება
ინდივიდუალური დიქტატორის ან მცირე პოლიტიკური ელიტის ხელშია , რომელიც
მონოპოლიზებას უკეთებს პოლიტიკურ ძალაუფლებას. ვინდაიდან ავტორიტარული
სახელმწიფო კონცენტრირებულია პოლიტიკურ ძალაუფლებაზე, სანამ ამას საფრთხე არ
შეექმნება, ის აძლევს საზოგადოებას თავისუფლების გარკვეულ ხარისხს -
ავტორიტარიზმი არ მიისწრაფის ადამიანის ბუნების ცვლილებისკენ ან საზოგადოებრივი
გარდაქმნისკენ. ამისგან განსხვავებით , ტოტალიტარული რეჟიმი ისწრაფის
აკონტროლოს სოციალური ცხოვრება - მათ შორის განათლება, ხელოვნება, მეცნიერება ,
პირადი ცხოვრება და თავად მორალური შეხედულებები მოქალაქისა . ტოტალიტარული
სახელმწიფო შეიძლება გვთავაზობდეს იდეოლოგიას „ოფიცილურად გამოცხადებული
იდეოლოგია აღწევს ღრმად სოციალურ სტრუქტურაში და მოქალაქის ფიქრებში“.
ტოტალიტარულ რეჟიმებს ასევე ახასიათებს მთელი მოსახლეობის მობილიზების ,
ორგანიზების მცდელობები სახელმწიფო მიზნების შესასრულებლად . კარლ იოაკიმ
ფრიდრიხი წერდა, რომ სამი თვისება, რომლებიც განასხვავებს ტოტალიტარიზმს
ავტოკრატიებისგან ესაა საყოველთაო იდეოლოგია, საიდუმლო სპეცსამსახურებით და
პოლიციით გაძლიერებული პარტია და მასობრივი ინდუსტრიული საზოგადოების
კონტროლზე მონოპოლია.

ტოტალიტარიზმის გაგების ძირითადი სპექტრი


თანამედროვე დროში ტოტალიტარიზმის გაგება ძირითადად ვრცელდება გერმანიაში
ჰიტლერის, იტალიაში მუსოლინის და საბჭოთა კავშირში სტალინის რეჟიმებზე . ზოგიერთი
ავტორი ტოტალიტარულ რეჟიმს აკუთვნებს ასევე ფრანკოს რეჟიმს ესპანეთში ,
სალაზარის რეჟიმს — პორტუგალიაში, მაო ძედუნს — ჩინეთში, აიათოლა ჰომეინის —
ირანში, თალიბანს — ავღანეთში, ენვერ ხოჯას — ალბანეთში, კიმ ირ სენის, კიმ ჩენ ირის
და კიმ ჩენ ინის რეჟიმებს ჩრდილოეთ კორეაში, სადამ ჰუსეინის რეჟიმს ერაყში და ა .შ
ზოგჯერ, ტერმინი გამოიყენება პოლიტიკის ცალკეული ასპექტების აღსაწერადაც -
მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების მილიტარიზმის აღწერისას — ბუშის
პრეზიდენტობისას ან ამერიკის შეერთებული შტატების სხვა პოლიტიკებისადმი .

ტოტალიტარიზმის დამკვიდრებული გაგებები, ასევე იწვევს კრიტიკას . კრიტიკოსების


ძირითადი უთანხმოება ტოტალიტარიზმის დღეს დამკვიდრებულ გაგებასთან
მდგომარეობს სტალინიზმისა და ფაშიზმის პოლიტიკური სისტემების გათანაბრების
პრობლემაში. ზოგიერთი მკვლევარი ამ ტერმინს კლიშედ მიიჩნევს.

ტოტალიტარიზმის გაგება 1945 წლამდე


განსაზღვრება, რომ ტოტალიტარიზმი „სახელმწიფოს ტოტალური პოლიტიკური
ძალაუფლებაა“ 1923 წელს, ჯოვანი ამენდოლას მიერ იყო ფორმულირებული, რომელიც
მუსოლინის რეჟიმის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი გახდა. ამენდოლას მიერ
აღწერილი ფაშიზმი ფუნდამენტურად განსხვავდება იქამდე არსებული კონვენციური
დიქტატორული რეჟიმებისგან.

მოგვიანებით, ტერმინი პოზიტიურ მნიშვნელობას იძენს ჯოვანი ჯენტილის ნაშრომებში


გავლენიანი იტალიელი ფილოსოფოსისა და ფაშიზმის წამყვანი თეორეტიკოსის . მან
ტერმინი „Totalitario“ მიუძღვნა ახალი სახელმწიფოს მიზნებისა და სტრუქტურის აღწერას,
რომელსაც უნდა განეხორციელებინა „ერის ტოტალური რეპრეზენტაცია და ეროვნული
მიზნებისადმი ტოტალური მიყოლა“. ჯენტილი ტოტალიტარიზმს აღწერს, როგორც
საზოგადოებას, სადაც მოქალაქეების უმრავლესობაზე მუშაობს სახელმწიფო
იდეოლოგიის თუ ძალაუფლება არა, გავლენა მაინც. მოგვიანებით, ტოტალიტარიზმის
პოზიტიური გაგება განავრცო ბენიტო მუსოლინიმაც. მის თანახმად , ტოტალიტარული
სისტემა პოლიტიზებას უკეთებს ყველაფერს სულიერს და ადამიანურს , აქცევს რა
ყველაფერს სახელმწიფოს შიგნით და არაფერს ტოვებს მის გარეთ.

იარლიყი „ტოტალიტარული“ ორჯერ გაისმა ჰიტლერის რეჟიმის წინააღმდეგ უინსტონ


ჩერჩილის სიტყვით გამოსვლისას 1938 წლის 5 ოქტომბერს. ამავე წლის 16 ოქტომბერს
სიტყვით გამოსვლისას მან ასევე გამოიყენა ტერმინი, როდესაც საუბრობდა კონცეფციაზე
„ნაცისტური ან კომუნისტური ტირანიისა“.

1940, 1941 და 1942 წლებში, სიტყვა „ტოტალიტარულს“ აქტიურად იყენებს საკუთარ


ესსეებში მწერალი ჯორჯ ორუელი. ესსეში „რატომ ვწერ“ ის აღნიშნავს , რომ ესპანეთის
ომმა და 1936-1937 წლების სხვა მოვლენებმა მის ცხოვრებაში შემოატრიალა შკალა, რის
შემდეგაც მან იცის, თუ სად დგას.

1945 წლის ლექციათა სერიებში „საბჭოთა გავლენა დასავლურ სამყაროზე“ პროსაბჭოთა


ბრიტანელი ისტორიკოსი ედუარდ ალეტ კარი ტოტალიტარიზმს კვლავ პოზიტიური
მნიშვნელობით იყენებს, ოღონდ საბჭოთა წარმატებების აღწერის მიზნით . კარი
ასაბუთებს, რომ ინდივიდუალიზმისაგან დაშორების და ტოტალიტარიზმისკენ სვლის
ტენდენცია შეუცდომელია, რაც დამტკიცდა მარქსიზმ-ლენინიზმით , როგორც
ტოტალიტარიზმის წარმატებული ფორმით. კარის მიხედვით, ტოტალიტარიზმის ამ
ფორმის წარმატება მტკიცდება საბჭოთა ინდუსტრიული ზრდითა და წითელი არმიის
როლით ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში. ედუარდ ალეტ კარი ამბობს :1945 წელს
გამოსულ ნაშრომში „ღია საზოგადოება და მისი მტრები“ და მოგვიანებით , 1961 წლის
ნაშრომში „ისტორიციზმის სიღარიბე“ კარლ პოპერი ტოტალიტარიზმის ავტორიტეტულ
კრიტიკას აყალიბებს. ორივე შრომაში ის უპირისპირებს ლიბერალური დემოკრატიის
„ღია საზოგადოებას“ ტოტალიტარიზმს. ეს უკანასკნელი, პოპერის აზრით, დაფუძნებულია
რწმენაზე, რომლის თანახმადაც ისტორია შეუცვლელი მომავლისკენ თავისი კანონებით
მოძრაობს, მაშინ როდესაც ცოდნის დაგროვების კანონები შეუცნობელია და იდეალური
მმართველობის თეორია, რომელიც პოპერი აზრით ტოტალიტარიზმის საფუძველში დევს ,
არ არსებობს. „ღია საზოგადოება“ პოპერისთვის საზოგადოებაა, რომელიც ასეთი
თეორიის არსებობას გამორიცხავს, რაც ზღუდავს ელიტების ძალაუფლებას სისხლის
დაღვრის გარეშე.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი თეორიები


ტოტალიტარიზმზე
1951 წელს გამოქვეყნდა ჰანა არენდტის ცნობილი ნაშრომი „ტოტალიტარიზმის
წარმოშობა“, რომელიც ტოტალიტარიზმის თეორიის ერთ-ერთ ფუძემდებლურ
ნაშრომადაა მიჩნეული - ნაშრომმა გამოიწვია ფართო დებატები ტოტალიტარული
ფენომენის ბუნებისა და ისტორიული წარმომავლობის შესახებ . არენდტი ამტკიცებს , რომ
ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმები იყო არა ძველი ტირანიების ახლებური ვერსიები ,
არამედ მმართველობის სრულიად ახალი ფორმები. არენდტის თანახმად ,
ტოტალიტარული რეჟიმების განხორციელების ლეგიტიმაციის მასობრივი წყარო იყო
იდეოლოგია, რომელიც შეიცავს კომფორტულ, ცალკეულ პასუხებს წარსულის, აწმყოსა
და მომავლის მისტერიების შესახებ. არენდტი პარალელს ავლებს ისტორიისადმი
დამოკიდებულებაში ამ ორ რეჟიმს შორის - თუ ნაციზმის შემთხვევაში მთელი ისტორია
რასის საკითხია, მარქსიზმ-ლენინიზმის შემთხვევაში ეს კლასობრივი ბრძოლაა . მისი
აზრით, თუ ეს დაშვებები მიიღება, მაშინ სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედება
გამართლდება ბუნების ან ისტორიის კანონებით, მათ შორის გამართლდება
ავტორიტარული სახელმწიფო აპარატების დაფუძნებაც . [26] თუმცა , აღსანიშნავია , რომ
სხვა პოლიტიკის თეორეტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებიც სტანილისტურ
ტოტალიტარიზმს კოლექტივისტური კომუნისტური იდეოლოგიას აწერდნენ , როგორც მის
პირდაპირ შედეგს, არენდტი ტოტალიტარიზმის განხორციელების მთავარ მიზეზად
მიიჩნევდა მასების მდგომარეობას, როცა მათ აღარ შეუძლიათ თვითორგანიზება და
ექვემდებარებიან ზემოდან მობილიზაციას. ამასთან , არენდტი თვლიდა , რომ
ლენინისტური რეჟიმი არ იყო ტოტალიტარული.

არენდტის მსგავსად, ტოტალიტარიზმს დეტალურად სწავლობდა უამრავი მეცნიერი


სხვადასხვა აკადემიური და იდეოლოგიური პოზიციებიდან. ყველაზე ცნობილი
კომენტატორები ტოტალიტარიზმისა არიან რეიმონდ არონი, ლორენს არონსენი , ფრანც
ბორკენო, კარლ დიტრიხ ბრახერი, კარლ პოპერი, რობერტ კონქუესტი, კარლ იოაკიმ
ფრიდრიხი, ზბიგნევ ბჟეზინსკი, ლეოპოლდ ლაბეძი, ვოლტერ ლაკერი, კლოდ ლეფო,
ლეონარდ შაპირო, ადამ ალამი და სხვები. თითოეული მათგანი ტოტალიტარიზმს
განსხვებულად განსაზღვრავს, მაგრამ ისინი ყველანი თანხმდებიან, რომ
ტოტალიტარიზმი მიისწრაფის მთელი მოსახლეობის მობილიზაციისთვის ოფიციალური
პარტიული იდეოლოგიის მხარდასაჭერად და არატოლერანტულია აქტივობებისადმი ,
რომლებიც მიმართული არ არის პარტიის მიზნებისაგან , იყენებს რეპრესიას ან
სახელმწიფო კონტროლის ფორმებს ბიზნესისადმი , პროფკავშირული
გაერთიანებებისადმი, რელიგიური ორგანიზაციებისადმი და სხვა პოლიტიკური
პარტიებისადმი.

1956 წელს, პოლიტიკურ მეცნიერებს კარლ ფრიდრიხსა და ზბიგნევ ბზეჟინსკს


უკავშირდება ტერმინის გავრცელება სოციალურ მეცნიერებებსა და პროფესიულ
კვლევებში. ფრიდრიხი და ბზეჟინსკი ტოტალიტარიზმს ხელხალა აფორმულირებენ
პარადიგმად ფაშისტური და საბჭოთა რეჟიმებისათვის და აყალიბებენ
ტოტალიტარიზმისთვის დამახასიათებელ ექვს საყოველთაოდ გაზიარებულ ,
განმსაზღვრელ თვისებას:

წამყვანი იდეოლოგიის შემუშავება

ერთი მასობრივი პარტია, რომელსაც ტიპიურად მართავს დიქტატორი

ტერორის სისტემა, რომელიც ინსტრუმენტებად იყენებს საიდუმლო პოლიციასა და


ძალადობას

მონოპოლია იარაღზე

მონოპოლია კომუნიკაციის საშუალებებზე

ცენტრალიზებული კონტროლი ეკონომიკისა, სახელმწიფო დაგეგმვით.

ამ მახასიათებლებს წიგნის მეორე გამოცემაში მოყვა კიდევ ორი განმსაზღვრელი


თვისების დამატება, ისევე როგორც, სხვა მკვლევარების მიერ დაემატა განსაზღვრებები -
მათ შორის ჰანა არენდტისეული „მისწრაფება წაიშალოს ყველა საზღვარი სახელმწიფოს ,
სამოქალაქო საზოგადოებასა და პიროვნულობას შორის“ , ასევე სასამართლო
ხელისუფლების ადმინისტრაციული კონტროლი, ტრადიციის (მათ შორის ტრადიციული
მორალის) უარყოფა, პლურალიზმისა და თავისუფალი სიტყვისაგან განდგომა და სხვები .

ეს მახასიათებლები არ გულისხმობს, რომ რომელიმე მათგანის არსებობა ან არქონა


საკმარისია რეჟიმის ტოტალიტარიზმად შეფასებისთვის, რადგან ზოგიერთი მათგანი
ხშირად გამოყენებულია დემოკრატიული საზოგადოებების მიერაც . თუმცა , პირველი ორი
თავისებურება მაინც ყველაზე ხშირადაა დამახასიათებელი ტოტალიტარული
რეჟიმებისთვის.

ზოგიერთი სოციალური მეცნიერი აკრიტიკებს ფრიდრიხისა და ბზეჟინსკის ანტი -


ტოტალიტარულ მიდგომას და ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირი, როგორც პოლიტიკური
და სოციალური ერთობა განსხვავებული ფენომენია და მასზე აზროვნება უნდა მოხდეს
ისეთი ცნებებით და კატეგორიებით, როგორიცაა ინტერეს ჯგუფები , ერთმანეთთან
კონკურენციაში მყოფი ელიტები და კლასობრივი კატეგორიები (მათ შორის , ტერმინი
ნომენკლატურა მმართველი კლასის დახასიათებისას).

გერმანელი ისტორიკოსი კარლ დიტრიხ ბრახერი, რომლის შრომებიც უმეტესწილად


კონცენტრირებულია ნაცისტური გერმანიის გარშემო, ასაბუთებს , რომ „ტოტალიტარული
ტიპოლოგია“, რომელიც ფრიდრიხმა და ბზეჟინსკიმ განავითარეს არაფლექსიბელურია
და არ ითვალისწინებს „რევოლუციურ დინამიკას“ რომელსაც ბრახერი ხედავს
ტოტალიტარიზმის გულში. ბრახერი ასაბუთებს, რომ ტოტალიტარიზმის არსი ტოტალურ
პრეტენზიაშია, აკონტროლოს და შეცვალოს საზოგადოების საზოგადოება ყველა
ასპექტში ერთი, ყველასმომცველი იდეოლოგიით, ავტორიტარული ლიდერების
ღირებულებით და საერთო იდენტობის გაგებით სახელმწიფოსა და საზოგადოებისა ,
რომელიც განასხვავებს ტოტალიტარულ „ჩაკეტილ“ გაგებას პოლიტიკისა მისი
დემოკრატიული „ღია“ გაგებისგან. ფრიდრიხისა და ბზეჟინსკის დეფინიციისგან
განსხვავებით, ბრახერი ამტკიცებს რომ ტოტალიტარული რეჟიმები არ მოითხოვენ ერთ
ლიდერს და შეუძლიათ იფუნქციონირონ კოლექტიური ლიდერების მმართველობის ქვეშ ,
რაც საფუძვლად დაედო ამერიკელი ისტორიკოსის, უოლტერ ლაკერის მტკიცებას , რომ
ბრახერის განსაზღვრება უკეთ იხელთებს რეალობას, ვიდრე ფრიდრიხ-ბზეჟინსის
დეფინიცია.

1951 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „The True Believer”, ერიკ ჰოფერი ამტკიცებს, რომ
სტალინისტურ, ფაშისტურ და ნაცისტურ მასობრივ მოძრაობებს აერთიანებთ დასავლური
დემოკრატიებისადმი სპეციფიკური დამოკიდებულება , აღიქვამენ რა მას დეკადენტურად .
ის ასევე ამტკიცებს, რომ ამ მოძრაობებს თავშესაფრის შეთავაზება შეუძლიათ
იმედგაცრუებული ადამიანებისთვის - მათი პერსონალური მიღწევისა და ინდივიდუალური
ცხოვრების გამოცდილებების მიღმა , რის შემდეგაც ინდივიდი ასიმილირდება
კოლექტიურ სხეულში და ყალიბდება რეალობის განსხვავებული აღქმა .

პოლ ანებრიკი ასევე ასაბუთებდა, რომ მრავალმა ევროპელ ქრისტიანს დაეწყო


კომუნისტური რეჟიმების მიმართ შიში ჰიტლერის აღზევების შემდეგ .

ვიკიციტატა

„ბევრი ევროპელი ქრისტიანისთვის - კათოლიკეებისა და პროტესტანტებისთვის , ახალმა


ომის შემდგომი „კულტურული ომი“ კრისტალიზდა კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლად.
ევროპის გარშემო, ქრისტიანები დემონიზებას უკეთებდნენ რუსეთში კომუნისტურ რეჟიმს ,
როგორც სეკულარული მატერიალიზმის აპოთეოზს და ქრისტიანული სოციალური და
მორალური კულტურისთვის შეიარაღებულ საფრთხეს“

ანებრიკისთვის ქრისტიანებმა კომუნისტურ რეჟიმში დაინახეს საფრთხე მათი მორალური


წესრიგისადმი და საჭიროდ მიიჩნიეს ექადაგათ ევროპელი ერებისთვის , დაბრუნებოდნენ
მათ ქრისტიანულ ფესვებს ანტი-ტოტალიტარული გადაწერით, რომელმაც განსაზღვრა
ევროპა ადრეული ცივი ომის პერიოდში.

80-იანი წლების შემდგომი თეორიული დებატები


1990-იან წლებში ფრანგი ისტორიკოსი ფრანსუა ფურე იყენებს ტერმინს „ტოტალიტარული
ტყუპები“, რათა ერთმანეთთან დააკავშიროს ბოლშევიზმი და ნაციზმი . ფურეს აკრიტიკებს
ბრიტანელი ისტორიკოსი ერიკ ჰობსბაუმი - ორი სრულიად განსხვავებული იდეოლოგიის
ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანების მცდელობისათვის.

საბჭოთა ისტორიის კვლევებში ტოტალიტარულობის კონცეფციას არასერიოზულად


უყურებს რევიზიონისტური სკოლა, რომლის ცნობილი წარმომადგენლებიც იყვნენ შეილა
ფიცპატრიკი, ჯერი ფ. ჰიუ, უილიამ მაკკეგი, რობერტ თარსტონი და არჩ ჯეტი. მათი
ინდივიდუალური ინტერპრეტაციები განსხვავდება , თუმცა რევიზიონისტები ამტკიცებენ
რომ საბჭოთა სახელმწიფო სტალინის მმართველობის ქვეშ ინსტიტუციურად სუსტი იყო ,
რომ ტერორის დონე უფრო მეტად გამოწვეულია და ირეკლავს საბჭოთა სახელმწიფოს
სისუსტეს და არა მის სიძლიერეს. ფიცპატრიკი ასაბუთბს , რომ სტალინისტური წმენდა
საბჭოთა კავშირში ზრდიდა სოციალურ მობილობას და აწარმოებდა უკეთესი ცხოვრების
შანსებს.

1987 წელს, ისტორიკოსმა უოლტერ ლაკერმა რევიზიონისტები საბჭოთა ისტორიის


კვლევებში დაადანაშაულა პოპულარობისა და მორალის აღრევაში და საბჭოთა
კავშირის, როგორც ტოტალიტარული სახელმწიფოს წინააღმდეგ არასასიამობნო და
არასაკმარისად ცხადი არგუმენტების წარმოებაში. ლაკერი ამტკიცებდა , რომ
რევიზიონისტების არგუმენტები ძალიან ჰგავდა ერნსტ ნოლტის არგუმენტებს გერმანიის
ისტორიასთან მიმართებაში. ლაკერი ამტკიცებს, რომ ისეთი კონფეცფცია , როგორიცაა
მოდერნიზაცია - არაადეკვატური იარაღია საბჭოტა ისტორიის - როგორც
არატოტალიტარულის ასახსნელად.

თავის მხრივ, ლაკერს აკრიტიკებენ თანამედროვე რევიზიონისტი ისტორიკოსები , მათ


შორის პოლ ბულე, რომელიც მას მცდარ გათანაბრებაში ადანაშაულებს ცივი ომის
რევიზიონიზმისა და გერმანულ რევიზიონიზმთან, ეს უკანასკნელი აირეკლავს რა
„რევანშისტულ, სამხედროდ-განწყობილ კონსერვატიულ ნაციონალიზმს“.

მოგვიანებით, იტალიელი ისტორიკოსი ენზო ტრავერსო უტევს ტოტალიტარიზმის


კონცეფციის არქიტექტორებს -— ამბობს რა, რომ ტოტალიტარიზმის გაგება შექმნილია
დასავლეთის მტრების გამოვლენისთვის. გარდა ამისა, სტალინის რეჟიმისთვის
ტოტალიტარულის დარქმევა ავტორიტარულის ნაცვლად ხმამაღალი, თუმცა
სპეკულატიური გამართლებაა დასავლური ინტერესებისთვის , ისევე როგორც
საწინააღმდეგოს მტკიცება - რაც მოიცავს ტოტალიტარულის - როგორც კონცეპტის
დეკონსტრუქციას, შეიძლება ჰგავდეს ხმამაღალ, მაგრამ სპეკულატიურ გამართლებას
რუსეთის ინტერესისა. სხვა მკვლევარები, მაგალითად შელდონ უოლინი , უილიამ
ენდალი, სლავოი ჟიჟეკი, ჯორჯ მონბიო და სხვები ტოტალიტარიზმს კაპიტალიზმთან და
ლიბერალიზმთან აკავშირებენ და იყენებენ ტერმინებს „ტოტალიტარული დემოკრატია “,
“შებრუნებული ტოტალიტარიზმი“ - ამერიკის შეერთებული შტატებისა და კორპორატიული
ძალაუფლების დახასიათებისას ან „ტოტალიტარულ კაპიტალიზმს“.

You might also like