You are on page 1of 17

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სახელი, გვარი - ლაშა ნანეტაშვილი

ფაკულტეტი - სამართლისა და დიპლომატიის

საფეხური - ბაკალავრიატი

კურსი - 1, ჯგუფი - 2

სასწავლო კურსის დასახელება - შესავალი საკონსტიტუციო


სამართალში

ლექტორი - პაატა დავითაია

ფინალური გამოცდის თარიღი - 20.01.22


თემა: სასამართლო ხელისუფლება - სამივე ინსტანციით,
სისტემით და ა.შ.
სახელმწიფო ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოს
სასამართლო ხელისუფლება წარმოადგენს. ქვეყნის
დემოკრატიულობის ხარისხი სასამართლო
ხელისუფლების დამოუკიდებლობითა და
მიუკერძოებლობით განისაზღვრება.მისი საშუალებით
მოქალაქეები ცდილობენ სხვა ხელისუფლების ორგანოთა
მიერ დარღვეული უფლებების აღდგენას.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი
ხელისუფლებისაგან განსხვავებით, რომლებიც
ფუნქციონირებენ უმაღლესი ორგანოების სახით, როგორც
ერთიანი სისტემა წარმოდგენილია სხვადასხვა სახის და
დონის სასამართლო ორგანოების მიერ, რომლებიც
დამოუკიდებლად იღებენ გადა-წყვეტილებებს ქვეყნის
სახელით. საზღვარგარეთ ქვეყნებში სასამართლო
ხელისუფლება ძირი-თადად ხორციელდება
მართლმსაჯულების ორგანოების მეშვ-ეობით. ხშირად
საკონსტიტუციო მართლმსაჯულება მოიაზრება
სასამართლო ხელისუფლებაში, თუმცა ზოგჯერ იგი
გამოტანილია სასამართლო ხელისუფლების გარეთ.
ზოგიერთ ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებნორმები მოცემულია სასამართლო
ხელისუფლების მარეგულირებელ თავში, მაგალითად,
ჩეხეთში, თურქეთში,რუსეთში, სომხეთში და ა.შ. თუმცა
ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუციით საკონსტიტუციო
კონტროლის ორგანო გამოყოფილია სასამართლო
ხელისუფლებიდან და ცალკე თავის სახით არის
განხილული. სასამართლო ორგანოებს ძირითადად
წარმოადგენენ უზენაესი და ქვემდგომი სასამართლოები.
სასამართლო ორგანოთა სისტემის ერთიანობის თვა-
ლსაზრისით, მისი ორი სახე არსებობს: ანგლო-საქსური
სამართლის სისტემის მქონე ქვეყნებში ძირითადად
პირველისისტემა გამოიყენება, როდესაც საერთო
იურისდიქციის სასამართლოების სახით, სასამართლო
სისტემის სათავეში დგას უზენაესი სასამართლო და
წარმოადგენს ბოლო სასამართლო ინსტანციას,
მაგალითად, აშშ-ში. უმეტეს ქვეყნებში სწორედ ასეთი
სახე გამოიყენება და მეორე ე.წ. პოლისისტემური,
რომელიც უმეტესად კონტინენტური ევროპის ქვეყნებში
გვხვდება - ამ დროს, ქვეყანაში ერთმანეთის გვერდით
იქმნება საერთო და სპეციალური იურისდიქციის მქონე
სასამართლოთა სისტემა თავისი უმაღლესი
სასამართლოებით მაგალითად, გერმანიაში, სადაც
საერთო, ადმინისტრაციული,შრომის და სოციალური
იუსტიციის სფეროებში მართლმსაჯულების
განსახორციელებლად ფედერაცია უმაღლესი
სასამართლო პალატების სახით ქმნის ფედერალურ
სასამართლო პალატას, ფედერალურ ადმინისტრაციულ
სასამ-ართლოს, საფინანსო პალატას, შრომის
სასამართლოს და ფედერალურ სოციალურ საკითხთა
სასამართლოს. უნიტარულ სახელმწიფოებში
სასამართლო სისტემა ერთიანია,თუმცა მისგან
განსხვავებით იგი თავისებურებით
ხასიათდებაფედერაციულ სახელმწიფოებში.
გამომდინარე იქიდან, რომ ფედერაციის სუბიექტებს
გააჩნიათ საკუთარი სასამართლო სისტემები, ქვეყანაში
გვხვდება ფედერალური ტემები, თუმცა,საბოლოო
ინსტანციას ქვეყნის ფედერაციული სასამართლოები
წარმოადგენს. ინსტანციურობის თვალსაზრისით
სასამართლო ორგანოთა პირველ დონეს წარმოადგენს
პირველი ინსტანციის სასამართლოები, სწორედამ
სასამართლოებში უნდა იქნეს შეტანილი თავდაპირველი
საჩივარი/სარჩელი. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება
კანონიერ ძალაში შესვლამდე თავის მხრივ შეიძლება
გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მეორე ინსტანციაში,
ხოლო შემდგომ - საკასაციო წესით მესამე ინსტანციაში.
გამონაკლისშემთხვევებში უზენაეს სასამართლოსაც
შეიძლება ჰქონდეს პირველი ინსტანციით საქმეთა
განხილვის უფლება ზოგიერთიკატეგორიის საქმეებზე.
სასამართლო ინსტანციურობაში მთავარი ის არის, რომ
სასამართლო გადაწყვეტილებების გასა-ჩივრებისას
სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის
ამოსავალ წერტილს წარმოადგენს მისი გასაჩივრება
მხოლოდ სასამართლოს წესით და არცერთ სხვა ორგანოს
არ აქვს უფლება გააუქმოს სასამართლო
გადაწყვეტილებები, გარდათვით სასამართლოსი.
დამოუკიდებელი ადმინისტრაციული იუსტიცია
სპეციალური სასამართლოების საქმიანობის ყველაზე
გავრცელებული მიმართლულებაა. საზღვარგარეთ
ქვეყნებში ეს სფერო უფრო და უფრო ვიტარდება, მათ
შორის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშიც. ზოგიერთ
შემთხვევაში არსებობსმხოლოდ ქვედა დონის
ადმინისტრაციული სასამართლოები.ხოლო მათ ზედა
ინსტანციას უზენაესი ან უმაღლესი სასამართლო
წარმოადგენს, რომელიც საბოლოო ინსტანციის
სასამართლოა სხვა სახის საქმეებზეც. პოსტსაბჭოთა
ქვეყნებშისწორედ ასეთი სისიტემაა დამკვიდრებული.
მაგალითად, ესტონეთში და რუსეთში. მეორე მოდელის
მიხედვით, რომელიც უფრო მეტად არის გავრცელებული,
არსებობს ადმინისტრაციულ სასამართლოთა მთელი
სისტემა, რომლისსათავეში დგას უმაღლესი ინსტანციის
ადმინისტრაციული სასამართლო. მაგალითად, ფინეთში,
შვედეთსა და ჩეხეთში მას ეწოდება უზენაესი
ადმინისტრაციული სასამართლო, პოლონეთსა და
პორტუგალიაში. ადმინისტრაციული სასამართლოების
უფლებამოსილება ძირითადად შემოიფარგლება
ადმინისტრაციული დავების გადაწყვეტით,
კერძოდ,ფიზიკურ-იურიდიულ პირთა და სახელმწიფო
ორგანოებსა დამათ თანამდებობის პირებს შორის.
ადმინისტრაციული სასამა-რთლოები იხილავენ ამ
ორგანოებისა და თანამდებობის პირების აქტების
კანონიერებას. საგანგებო სასამართლოებისა და
ტრიბუნალების შექმნა დემოკრატიულ ქვეყნებში
აკრძალულია. გერმანიის, ესპანეთის, დანიის, უკრაინის
და სხვა მრავალი ქვეყნის კონსტიტუციაში პირდაპირ,
ყოვლეგვარი გამონაკლისის მიუხედავად, მითითებულია,
რომდაუშვებელია საგანგებო სასამართლოების შექმნა.
სამხედრო სასამართლოების არსებობის
პერიოდულობასთან დაკავშირებით ორი მოდელი
გვხვდება. ერთის მიხედვით,სამხედრო სასამართლოები
მუდმივად მოქმედებს ჩვეულებრივი იურისდიქციის
სასამართლოთა გვერდით, კონსტიტუციების მიხედვით
სამხედრო სასამართლოები მუდმივად მოქმედებენ
თურქეთში, ბრაზილიაში,პოლონეთში.მეორე მოდელის
მიხედვით კი სამხედრო სასამართლო/ტრიბუნალი,
რომელიც იხილავს სამხედრო ხასიათის საქმეებს,
შეიძლება შეიქმნას მხოლოდ დროებით
დაგანსაკუთრებულ პირობებში, მაგალითად, ლატვიაში
ომისა და საგანგებო მდგომარეობის, ავსტრიასა და
პორტუგალიაში - საომარი მდგომარეობის დროს.
სპეციალური სასამართლო ორგანოები იქმნება ზოგიერთი
მაღალი თანამდებობის პირის სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობის დაკისრების ან მათ ქმედებაში
დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ
დასკვნისმომზადების მიზნით. ისინი სხვადასხვა გვარად
იწოდება, თუმცა მათი კომპეტენცია სასამართლო
უფლებამოსილებისგანხორციელებაში გამოიხატება ამ
სახის ორგანოები ძირითადად გვხვდება ე.წ. ძველი
დემოკრატიის ქვეყნებში და მათი არსებობა ე.წ. ახალი
დემოკრატიის - აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭითა
ქვეყნებისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი,
ვინაიდან ამ ქვეყნებში მათი უფლებამოსი-ლება, როგორც
წესი, უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლ-ოებს აქვთ
დაკისრებული. მაგალითად, ფინეთში იმპიჩმენტის
უფლებამოსილების სახელწოდების ორგანოა შექმნილი -
იმპიჩმენტის უმაღლესი სასამართლო, რომელიც
განიხილავს ბრალდებებს სახელმწიფო საბჭოს წევრების,
იუსტიციის კანცლერის საპარლამენტო ომბუდსმენის,
უზენაესი სასამართლოსა და უზენაესი, უმაღლესი
ადმინისტრაციული სასამართლოს წევრების მიერ
თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების
შესრულებისას კანონიერების დარღვევის საქმეებზე. იგი,
ასევე განიხილავს პრეზიდენტის მიერ სამშობლოს
ღალატის ან ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულის
ჩადენის შემთხვევებს, მას შემდეგ რაც პარლამენტი
მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. მოსამართლეების
დანიშვნის უფლებამოსილების მქონე ორგანოების
თვალსაზრისით რამდენიმე მოდელი არსებობს.მათ
შორის ყველაზე გავრცელებულია მათი დანიშვნა
ქვეყნისპრეზიდენტის მიერ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ
პრეზიდენტის რეალური მონაწილეობის ხარისხი უფრო
დაბალია, რაც უფრო დემოკრატიულია ქვეყანა და იგი
მხოლოდ დანიშვნის აქტს აწერს ხელს, მოსამართლეთა
კანდიდატურების შერჩევა და წარდგენა კი შესაბამისი
კომპეტენციის მქონე ორგანოს პრერო-გატივას
წარმოადგენს. ასეთი წესია ფინეთში, რუმინეთში,
უკრაინაში, უნგრეთში და სხვა. მოსამართლეთა
თანამდებობაზე განწესების კიდევ ერთი წესია მათი
არჩევა ქვეყნის პარლამენტის მიერ.ეს წესი საკმაოდ
დემოკრატიულად მიიჩნევა, თუმცა შედარებით
იშვიათად გამოიყენება და გვხვდება ლატვიაში, სერბეთსა
და სლოვენიაში. ცნობილია დანიშვნის შერეული წესებიც,
რაც გულისხმობს მათ დანიშვნაში რამდენიმე
ხელისუფლების შტოს მონაწილეობას,მაგალითად, აშშ-ში
ისინი ინიშნებიან პრეზიდენტის მიერ სენატის
პარლამენტის ზედა პალატის თანხმობით, ავსტრიაში
პრეზიდენტის მიერ მთავრობის ან კომპეტენტური
მინისტრის წარდგინებით. ამ სახის ორგანოთა ძირითად
ფუნქციას წარმოადგენს მოსამართლეთა
წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა, ასევე
მონაწილეობა მოსამართლეთა კანდიდატურების
შერჩევში, წახალისებასა და მათ მიმართ დისციპლინური
ზომების გამოყენებაში. მაგალითად, არგენტინაში მისი
ზოგადი ფუნქციაა მოსამართლეების შერჩევასა და
სასამართლო ხელისუფლების მართვაზე არსეული
პასუხისმგებლობა, ესპანეთსა და უნგრეეთში - როგორც
წესი, სასამართლო ხელისუფლების მართვა, ბულგარეთში
მოსამართლეთ სამსახურებრივი დაწინაურება,
დაქვეითება, გადაყვანა და თანამდებობიდან გაშვება,
გათავისუფლება, მაკედონიაში სასამართლო
ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და
ავტონომიურობის უზრუნველყოფა და განმტკიცება,
სერბეთში სასამართლოებისა და მოსამართლეთა
დამოუკიდებლობისადა ავტონომიურობის
გათვალისწინება და უზრუნველყოფა. ეს ორგანო
სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიება, სადაც ყველაზე
ხშირად გამოიყენება იურიდიული და სამართლებრივი
ტერმინები,,მართლმსაჯულება’’,,იუსტიცია’’,
,,სასამართლო/მაგისტრატურა’’.
საფრანგეთში,მოლდოვასა და რუმინეთში მას ეწოდება
მაგისტრატურის უმაღლესი საბჭო, არგენტინაში
მაგისტრატთა საბჭო, პოლონეთში სრულიად პოლონეთის
საბჭო. საბერძნეთში სასამართლო მოხელეთა
სამსახურეობრივი წინსვლის, დანიშვნის სხვა სამუშოზე
გადაყვანისა და მათი ხელახალი ატესტაციის საკითხები
განეკუთვნება მართლმსაჯულების უზენაესი საბჭოს
კომპეტენციას, ხოლო დისციპლინური ანუ, ე.წ.
პასუხისმგებლობის საკითხები უმაღლესი
დისციპლინური საბჭოს უფლებამოსილებას. იუსტიციის
უმაღლესი ორგანოს ფორმირებაში, როგორც წესი,
მონაწილეობს ხელისუფლების ყველა შტო პოლიტიკური
შტოებიც და სასამართლოს წარმომ-ადგენლობაც, რათა
მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი
მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და ობიექტურობა.
იგი შედგება ორი კატეგორიის წევრებისაგან:
თანამდებობითი და არჩევითი/დანიშვნითი
წევრებისაგან. თანამდებობითი წევრები, მაგალითად,
უზენაესი სასამართლოს თავჯმდომარე,იუსტიციის
მინისტრი და სხვები საბჭოს წევრებად ითვლებიან, სანამ
იკავებენ შესაბამის თანამდებობებს,
ხოლოარჩევითი/დანიშვნითი წევრები თანამდებობებზე
განწესდებიან განსაზღვრული ვადით სვადასხვა
სახელმწიფო ორგანოთა მონაწილეობით. როგორც წესი,
ეს ორგანო ფორმირდება კომპეტენტური პირებით,
რომელთაც იურიდიულ სფეროში გააჩნიათ დიდი
სამეცნიერო ან პრაქტიკული გამოცდილება. მაგალითად,
იტალიის მაგისტრატურის უმაღლესი საბჭოს
შემადგენლობაში თანამდებობით შედიან პრეზიდენტი
საკასაციო სასამართლოს პირველი დავმჯდომარე და
გენერალური პროკურორი. დანარჩენ წევრთა 2/3 აირჩევა
საერთო სასამართლოს მოსამართლეთა მიერ მაგისტრატ-
ურის სხვადასხვა კატეგორიას მიკუთვნებულ პირთაგან
1/3 პარლამენტის მიერ ერთობლივ სხდომაზე, უნივერსი-
ტეტის სამართლის პროფესორთაგან და არანაკლებ 15
წლის სტაჟის მქონე ადვოკატთან. არჩევითი წევრები
თანამდებობაზე რჩებიან 4 წლის ვადით და არ შეიძლება
იქნენ არჩეულ მომდევნო ვადით. ზოგიერთ ქვეყანაში
იუსტიციის უმაღლესი ორგანოს კომპეტენციაში შედის
არა მხოლოდ მოსამართლეთა, არამედ პროკურორტა
საკადრო და დისციპლინური საკითხთა გადაწყვეტაც.
შესაბამისად, ამ ქვეყნების იუსტიციის უმაღლესი
ორგანოების შემადგენლობაში მოქმედებს ორი
განყოფილება, რომელტაგან ერთი კომპეტენტურია
მოსამართლეებტან დაკავშირებით, ხოლო მეორე
პროკურორებთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლესი
ორგანოს ხელმძღვანელობის ორი ფორმა გვხვდება: ერთი,
როდესაც მას ხელმძღვანელოობს ქვეყნის ყველაზე
მარალი თანამდებობის პირი, და მეორე, როდესაც თვით
ეს ორგანო ირჩევს თავის წევრთაგან თავმჯდომარეს.
მაგალითად, საფრანგეთსი, იტალიასა და ალბანეთში მისი
თავმჯდომარეა ქვეყნის პრეზიდენტი, ესპანეთსა და
პორტუგალიაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
ან ყაზახეთში პრეზიდენტის მიერ დანიშნული
თავმჯდომარე. იუსტიციის უმაღლესი ორგანოს უფლება-
მოსილება გამომდინარეობს ზოგადი სტატუსიდან. მისი
დანიშნულება და უფლებამოსილების ძირითადი ნაწილი
თანამედროვე სტრუქტურის მქონე კონსტიტუციების
რეგულირების სფეროს წარმოადგენს. საფრანგეთის
მაგისტრატური უმაღლესი საბჭო წარადგენს
წინადადებას საკასაციო სასამართლოს მოსამართლეების,
სააპელაციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარისა და
მაღალი ინსტანციის სასამართლოების თავმჯდომარეების
დანიშვნის შესახებ. სხვა მოსამართლეებიც მისი
თანხმობით ინიშნებიან. როგორც სადისციპლინო საბჭო,
იგი ასევე იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლეებთან
დაკავშირებით. ანალოგიურ უფლებამოსილებას
ახორციელებს პროკურორებთან ურთიერთობაშიც.
დეტალურად არის სასამართლო საბჭოს კომპეტენცია
გაწერილი სლოვაკეთის კონსტიტუციაში. მის უფლება-
მოსილებას განეკუტვნება: ა) პრეზიდენტისათვის
მოსამართლეთა კანდიდატურებისა და მოსამართლეთა
გამოწვევის შესახებ წინადადების წარდგენა. ბ)
პრეზიდენტისთვის უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დანიშვნისა და
მათი გამოწვევების შესახებ წინადანებების წარდგენა. გ)
მთავრობაში იმ მოსამართლეთა კანდიდატურების
შესახებ წინადადებების წარდგენა. ზოგიერთ ქვეყანაში
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება უფრო
მეტად არის გაზრდილი, ვინაიდან იგი არამარტო
შეარჩევს მოსამართლეთა კანდიდატურებს, არამედ
ქვემდგომი სასამართლოების მოსამართლეებს თვითონ
ნიშნავს თანამდებობებზე. ამგვარი გამოცდილება
გვხვდება ბულგარეთში, ხორვატიაში და მაკედონიაში.
მაგალითად, ხორვატიაში მოსამართლეებს ნიშნავს და
ათავისუფლებს მოსამართლეთა ეროვნული საბჭო,
რომელიც ასევე წყვეტს მათ დისციპლინურ
პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მათი
დანიშვნისა და გათავისუფლებაში. მისი უზრუნველყოფა
ასევე მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე
სახელმწიფოში, დიდწილად, ხალხის ნებას ქმნის
პარტიები ,,განზოგადებული მოქალაქეების’’, რაც
მიეწერება ხალხს. პოლიტიკური პარტიები პოლიტიკური
კონკურენციის განვითარების, ხალხისა და მათ მიერ არ
ჩეული პირების შეკავშირების მთავარ მექანიზმებს
წარმოადგენენ. თანამედროვე სახელმწიფოში,
ფაქტობრივად, ,,წარმომადგენლობით დემოკრატიას,
საარჩევნო სისტემის უნივერსალიზაციის შემდეგ,
შეუძლია მხოლოდ პარტიების საშუალებით იმოქმედოს.
პარტიები ამძრავი ღვედის როლს ასრულებენ
სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის’’. ამ ფონზე, თავის
მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო წარმომადგენლობა
არ შეზღუდოს პარტიულმა ინტერესებმა. გადამწყვეტი
მნიშვნელობა აქვს ისეთი საკანონმდებლო საფუძვლის
შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამისი საარჩევნო
გარემოს ჩამოყალიბებას. დემოკრატია, რომელიც
პოლიტიკური მრავალფეროვნებისა და მრავალპარტიულ-
ობის კონსტიტუციური დებულების საფუძველზე
განისაზღვრება, გამომდინარეობს ოპოზიციის არსებობის
აუცილებლობიდან და არ უშვებს მონოპოლიას ხელისუფ-
ლებაზე, კანონმდებელი უნდა ისწრაფოდეს იქით, რომ
მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი პროპორციული
წარმომადგენლობა. პრიორიტეტულია პარლამენტში
ამომრჩეველთა ნების ადეკვატური, პოლიტიკური
პარტიების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
სახელმწიფოსა და საზოგადოებაში სტაბილურობის
უზრუნველსაყოფად, პარლამენტის წინაშე არსებული
ამოცანების შესასრულებლად უმნიშვნელოვანესია ყველა
ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქალაქეთა ნდობით
სარგებლობს, ფლობდეს ამ ნდობის შესაბამის მანდატების
რაოდენობას. მაგალითად, პოლონეთში მოსამართლე არ
შეიძლება დაკავებულ ან დაპატიმრებულ იქნეს, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც დანაშაულის ადგილზე
წაასწრებენ და თუ მისი დაკავება აუცილებელია
წარმოების მიმდინარეობის სათანადოდ უზრუნველსაყ-
ოფად. დაკავების შესახებ დაუყონებლივ ეცნობება
კომპეტენტური ადგილობრივი სასამართლოს
თავმჯდომარეს, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს
დაკავებულის დაუყონებლივ გადავისუფლება.
ალბანეთში მოსამართლე შეიძლება დაკავებულ ან დაპა-
ტიმრებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ წაასწრებენ
უჭუალოდ დანაშაულის დანაშაულის ჩადენის დროს ან
მისი ჩადენის შმდეგ დაუყონებლივ. ამ შემთხვევაში,
განსხვავება ისაა, რომ დაკავების თაობაზე დაუყონებლივ
უნდა ეცნობოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. თუ იგი 24
საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას
დაპატიმრებული მოსამართლის სასამართლოსთვის
გადაცემის შესახებ, კომპეტენტური ორგანო
ვალდებულია იგი გაათავისუფლოს. მაკედონიაში
დაუშვებელია მოსამართლის დაკავება სასამართლოს
საბჭოს თანხმობის გარეშე, გარდა ისეთ დანაშაულზე
წასწრებისა, რისთვისაც გათვალისწინებულია
თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ 5 წლის ვადით.
მოსამართლების სარგებლობენ, ასევე ინდემნიტეტით,
რაც იმას გულისხმობს, რომ მოსამართლე პასუხს არ აგებს
სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის დროს
გამოთქმული აზრის ან ხმის მიცემისათვის, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც იგი კანონის დარღვევით
ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ხორვატიაში
მოსამართლეებს სამართალწარმოებაში არ მოეთხოვებათ
ანგარიში სასამართლო გადაწყვეტილების მიღების
პროცესში გამოთქმული აზრების ან ხმის მიცემისთვის,
გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც მოსამართლე ჩაიდენს
სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას.
მოსამართლეთა მიერ სხვა საქმიანობის განხორციელება
მკაცრად არის განსაზღვრული, რათა მოსამართლე ყველა
სხვა შესაძლო ზემოქმედებისაგან დაცული იყოს და არ
გაუჩნდეს სხვა ინტერესი სამოსამართლო საქმიანობის
განხორციელების დროს. როგორც წესი, მოსამართლეებს
ეკრძალებათ სახელმწიფო, ტერიტორიულ ან
თვითმმართველობის ორგანოებში რაიმე თანამდებობის
დაკავება, პოლიტიკური, სამეწარმეო ან სხვა
ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება.
გამონაკლისები ძირირთადად გვხვდება მხოლოდ
სამეცნიერო ან პედაგოგიურ საქმიანობასთან
დაკავშირებით. მაგალითად, ესპანეთში მოსამართლეებსა
და მაგისტრატებს არ შეუძლიათ დაიკავონ სხვა საჯარო
თანამდებობები ან გაერთიანდნენ პოლიტიკურ
პარტიებში ან პროფკავშირებში. ბელგიაში არცერთ
მოსამართლეს არ შეუძლია გაუწიოს სახელმწიფოს
ფასიანი მომსახურება, თუ ის მას არ აკეთებს
ანაზღაურების გარეშე და იმ შემთხვევაში თუ არ
არსებობს კანონით გათვალისწინებული შეუთავსებლობა.
ლიტვაში მოსამართლეს არ შეუძლია დაიკავოს რაიმე
სხვა არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა, იმუშაოს
სამეწარმეო კომერციულ ან სხვა კერძო დაწესებულებაში
ან ორგანიზაციაში, ან მიიღოს სხვა ანაზღაურება, გარდა
მოსამართლისთვის დანიშნული ხელფასისა და
პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი მეღვაწე-
ობისათვის გათვალისწინებული ანაზღაურებისა.
მოსამართლეს არ შეუძლია მონაწილეობდეს
პოლიტიკური პარიტების ან სხვა პოლიტიკური ორგანი-
ზაციების საქმიანობაში. ისრაელში კი მოსამართლეს
იმავდროულად სხვა თანამდებობის დაკავება ან
სახელმწიფო საქმიანობის განხორციელება შეუძლია
მხოლოდ იუსტიციის მინისტრისა და უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით. დეტალურად
არის გაწერილი ყველა შესაძლო გამონაკლისი შემთხვევა
საბერძნეთის კონსტიტუციაში მოსამართლეს ეკრძალება
ნებისმიერი ანაზღაურებადი ან პროფესიული
საქმიანობის განხორციელება. გამონაკლისის წესით
დასაშვებია მისი არჩევა აკადემიის წევრად, უმაღლეს
სასწავლო დაწესებულებათა პროფესორად, ასევე მისი
მონაწილეობა დისციპლინური, აუდიტორული, ან
იურიდიული ბუნების მქონე სპეციალურ საბჭოებში ან
კომიტეტებში, თუ მის მონაწილეობას სპეციალურად
ითვალისწინებს კანონი. აკრძალულია
მოსამართლეთათვის საერთაშორისო ორგანიზაციებში
ქვეყნის წარმოდგენის უფლებამოსილების დაკისრება.
მთარობის შემადგენლობაში მათი ყოფნა დაუშვებელია.
მოსამართლეთა თნამდებობიდან გათავისუფლებისა და
გადაყვანის პროცედურა და შემთხვევები მკაცრად არის
შეზღუდული. მათი თნამდებობიდან გათავისუფლების
საფუძველი ძირითადად შიძლება იყოს დანაშაულის ან
მოსამართლის სტატუსთან შეუფერებელი ქმედების
ჩადენა, გარკვეული საკის მიღწევა, გარდაცვალება,
ქმედუნარიანობის დაკარგვა. მაგალითად, დანიაში ასეთი
საფუძველი შეიძლება იყოს მის მიმართ გამამტყუნებელი
განაჩენის გამოტანა ან 65 წლის ასაკის მიღწევა,
სლოვაკეთში თუ მისი ჯამრთლობის მდგომარეობა
ხანგრძლივი დროით არანაკლებ 1 წელი არ აძლევს
შესაძლებლობას სატანადოდ განახორციელოს
მოსამართლის მოვალეობანი ან თუ მოსამართლემ
მიაღწია 65 წლის ასაკს. ისრაელში მოსამართლის
უფლებამოსილება გრძელდება: 1) პენსიაზე გასვლამდე;
2) თანამდებობიდან გადადგომამდე; 3)
მოსამართლისათვის ისეთი თანამდებობის დაკავების ან
თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, რომლის დაკავება
აკრძალულია ქნესეთის წევრობის კანდიდატობისას; 4)
მოსამართლეთა საარჩევნო კომიტეტის თავმჯდომარის ან
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ
მომზადებული კომიტეტის გადაწყვეტილებით, რომელიც
მიიღება სულ მცირე 7 წევრის ხმათა უმრავლესობით; 5)
სადისციპლინო სასამართლოს მოთხოვნით.
საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობა
ითვალისწინებს მოსამართლეთა სხვა სასამართლოში
გადაყვანის პრაქტიკასაც, რისი შესაძლებლობაც
პირდაპირ კონსტიტუციის დონეზე არის
დაფიქსირებული დანიის, ჩეხეთის, ავსტრიის,
ლუქსემბურგის, ისრაელის და სხვა ქვეყნების
კონსტიტუციებში. გადაყვანის ძირითადი საფუძველია
სასამართლო სისტემის რეორგანიზაცია, მისი უკეთ
ფუნქციონირება და აუცილებლობა. მაგალითად,
პოლონეთში მოსამართლეთა გადაყვანის საფუძველი
შეიძლება იყოს სასამართლოთა შემადგენლობის ან
სასამართლო ოლქის საზღვრების შეცვლა, ფინეთში
სასამართლო სისტემის რეორგანიზაცია, გერმანიაში
სასამართლო წყობილების ან სასამართლო ოლქების
ცვლილება, ისლანდიაში სასამართლო სისტემის
რეორგანიზაცია, სერბეთში იმ სასამართლოს ან მისი იუ-
რისდიქციის მნიშვნელოვანი ნაწილის გაუქმება, რომლის
მოსამართლედაც იყო განწესებული.

You might also like