You are on page 1of 5

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სასწავლო კურსის - დემოკრატია და მოქალაქეობა

სპეციალობა - ევროპისმცოდნეობა ჯგუფი --------------- მიუთითე


მობილობა ----------

სტუდენტის სახელი და გვარი - მარიამ პაქსაძე

1. გაეცანით ყარსის ხელშეკრულებას და გამოკვეთეთ ძირითადი


საკითხები;
ყარსის ხელშეკრულებად წოდებული დოკუმენტი, რუსეთის ფედერაციის
მონაწილეობით, 1921 წლის 13 ოქტომბერს ქალაქ ყარსში გაფორმდა. (არსებობს ბევრი
მითქმა-მოთქმა ამ თემასთან დაკავშირებით, თუ ვინ მოაწერა ხელი და ვინ იყო
უბრალოდ მიწვეული, ან უშუალო მონაწილე. როცა ამ ხელშეკრულებას გავეცანი
გამიჭირდა დეტალების აღქმა, რადგან არსებობს არასწორი ვერსიები და მითები.) ეს
ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა 1922 წლის 11 სექტემბერს ერევანში.
საქართველომ ამ ხელშეკრულებით დაკარგა ის ტერიტორიები, რომლებზედაც მას
ჰქონდა პრეტენზიები – ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი, არტაანისა და ართვინის
ოკრუგები. დაკარგა ის ტერიტორიები, რომლებიც შუა საუკუნეებში წარმოადგენდა
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ნაწილს, საიდანაც დაიწყო საქართველოს
გაერთიანება, ანუ ტაო კლარჯეთი და მასზეც უფრო დიდი ტერიტორიები.
შეთანხმებით საქართველოს სსრ-ს ბათუმის ოლქიდან დარჩა მხოლოდ ქალაქი
ბათუმი და აჭარა. არსებობს მოსაზრება, რომ ხელის მომწერი მხარეები იყვნენ:
თურქული მხარე, საბჭოთა მხარე, ასევე ალექსანდრე სვანიძე და შალვა ელიავა
( განიხილავენ იმასაც, რომ საბჭოთა რუსეთი ითვლებოდა მხარედ, თუ მხოლოდ
სტუმრის სტატუსით იყო იქ მიწვეული). მხარეები შეთანხმდნენ რამდენიმე მუხლის
გათვალისწინებით. 1992 წელს საქართველომ, დამოუკიდებლობის აღიარების
შემდეგ, აღიარა ყარსის ხელშეკრულება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ შეთანხმების
მოქმედების ვადა არ განსაზღვრულა, თუმცა ვრცელდებოდა ასეთი მითი, რომ 100
წლით იყო განსაზღვრული და 2021 წელს, საფრთხე ემუქრებოდა აჭარას, თუმცა
დანამდვილებით შგვიძლია ვთქვათ ეს არის სიცრუე!...
2. რა ნიშანთვისებებია დამახასიათებელი უნიტარული სახელმწიფოსათვის;

უნიტარული მმართველობის დროს, როგორც ვიცით, ადმინისტრაციულ-


ტერიტორიული ერთეულები უშუალოდ ემორჩილებიან ცენტრალურ
ხელისუფლებას. უნიტარული სახელმწიფო არის სახელმწიფო, რომელსაც განაგებს,
როგორც ერთიანი ძალა, რომელშიც საბოლოოდ უზენაესია ცენტრალური მთავრობა.
ეს არის მოძრაობის დინამიკა რომელსაც ერთიანობისკენ მივყავართ. უნიტარულ
სახელმწიფოში მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება სახელმწიფოს
ერთიანი მოქალაქეობით. ასეთ სახელმწიფოში, როგორც უკვე მივუთითეთ,
მოქმედებს როგორც სამართლის, ისე სასამართლო ხელისუფლების ერთიანი
სისტემა. ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია შექმნას (ან გააუქმოს)
ადმინისტრაციული დანაყოფები. ასეთი დანაყოფები ახორციელებენ მხოლოდ იმ
უფლებამოსილებებს, რომელსაც ცენტრალური მთავრობა ირჩევს
დელეგირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ძალა შეიძლება
დელეგირდება რეგიონალურ ან ადგილობრივ მმართველობებთან წესდებით,
ცენტრალურმა მთავრობამ შეიძლება გააუქმოს შეცვლილი მთავრობების
მოქმედებები ან შეამციროს, ან გაფართოვდეს მათი უფლებამოსილებები. მსოფლიოს
სახელმწიფოების დიდ უმრავლესობას მაგალითად, გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან 166
ქვეყანას აქვს მმართველთა უნიტარული სისტემა. დიდი ბრიტანეთისა და
ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო უნიტარული სახელმწიფოს
მაგალითია.

ჩემი აზრით, უნიტარულ სახელმწიფოს აქვს გარკვეული უპირატესობები.


მაგალითად ის, რომ ის არის მარტივი სამართავი იმ მხვრივ, რომ გადაწყვეტილების
მიღება აქ მარტივია, რადგან ხელისუფლება გადატვირთული არაა ტერიტორიული
ერთეულების უფლებამოსილებებით და ქვემდგომ ორგანოებთან მრავალი საკითხის
შეთანხმება აუცილებლობას არ წარმოადგენს, ამიტომ მათ შეუძლიათ რომ
გარკვეული საკითხები თავადვე მოაგვარონ, ასევე ამ შემთხვევაში რადიკალური
რეფორმების გატარებაც უფრო ადვილია კრიზისის პირობებში.
3. რა ნიშანთვისებებია დამახასიათებელი ფედერაციული სახელმწიფოსათვის;

ფედერაციული სახელმწიფოს ცნება არის უნიტარული სახელმწიფო ცნებისგან


განსხვავებული. ასეთი მმართველობის დროს ქვეყნის ცალკეულ ნაწილებს
მინიჭებული აქვთ შესამჩნევი თვითმართველობა. ფედერალურ სახელმწიფოებში
მოქმედებს ფედერაციის სუბიექტის მოქალაქეობის ინსტიტუტი. ფედერაციის
სუბიექტს აქვს საკუთარი დროშა, გერბი და ჰიმნი. პრაქტიკულად ერთ სუვერენულ
სახელმწიფოში გაერთიანებულია რემდენიმე არასუვერენული სახელმწიფო. უფრო
ფართო ჭრილში რომ ვთქვათ, ფედერალიზმი ნიშნავს რაიმე ერთიანი სისტემის
ისეთნაირად ორგანიზებას, რომ ამ სისტემის ცალკეულ ნაწილებს შესამჩნევი
თავისუფლება უნარჩუნდებათ. ასევე, ასეთი მმართველობის დროს, საგადასახადო
სისტემა, სასამართლო სისტემა, არ არის უნიფიცირებული.

ჩემი აზრით, ამგვარ ფორმას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები


გააჩნია ( „მედალს ორი მხარე აქვს“ ). ფედერალიზმი იძლევა განსხვავებული
ეთნიკური თუ კულტურული მშვიდობიანი თანაარსებობის მმართველობას.
ფედერალიზმი გარკვეულწილად ბოჭავს ცენტრალური ხელისუფლების ტირანიას.
იგი ასევე უზრუნველყოფს პოლიტიკურ პრულარიზმს. უარყოფითი კი -ფედერაციის
დროს, თუ კი ფედერაციის სუბიექტები შეწყვეტენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან
ურთიერთობას სახელმწიფოებრიობა ირღვევა.

4. რა განსხვავებაა თვითმმართველ ქალაქსა და თემს შორის, ჩამოთვალეთ


საქართველოს თვითმმართველი ქალაქები;
სულ არის 5 თვითმართველი ქალაქი და 59 თვითმართველი თემი. თვითმართველი
ქალაქებია:

1. თბილისი
2. ქუთაისი
3. ფოთი
4. ბათუმი
5. რუსთავი

თვითმართველობა ეს არის საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით


გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა. ქვეყნის მთავარი
კანონი მას მმართველობის დემოკრატიული სისტემის ერთ-ერთ აუცილებელ
საფუძვლად და პირობად აღიარებს. თუ თვითმმართველი ქალაქი დასახლებაა,
სათემო მუნიციპალიტეტი - დასახლებათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს
სოფელსაც, დაბასაც და ქალაქსაც. ადმინისტრაციული საზღვრების გარდა, თემებს
ადმინისტრაციული ცენტრიც აქვთ - სათემო მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ
ცენტრს ქალაქს უწოდებენ. სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა თვითმმართველი
ერთეულების სტატუსებს შორის სხვაობას, სხვა კრიტერიუმებთან ერთად,
მოსახლეობის რაოდენობითაც განსაზღვრავს. საქართველოს კანონმდებლობა
(თვითმმართველობის კოდექსი) ასეთ კრიტერიუმებს არ ადგენს, ის ამ ერთეულების
მხოლოდ სტატუსს განსაზღვრავს.

5.როგორია საქართველოს ტერიტორიული მოწყობა.


საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის დამოუკიდებელი,
ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო. ტერიტორიული მოწყობა არის
ასიმეტრიული. საქართველოს აქვს 2 ავტონომიური რესპუბლიკა და 64
მუნიციპალიტეტი. და როგორც ზემოთ აღვნიშნე, 5 არის თვითმართველი ქალაქი 59
კი თვითმართველი თემი. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია
1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია
საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა
მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 9 მხარეში, რომლებიც არ წარმოადგენენ
ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს. მათ მხოლოდ საკოორდინაციო და
საკონსულტაციო ფუნქცია გააჩნიათ თვითმმართველობის ერთეულებსა და
საქართველოს მთავრობას შორის, სადაც მთავრობას წარმოადგენს სახელმწიფო
რწმუნებული, ხოლო თვითმმართველ ერთეულს მერი, საკრებულოს თავჯდომარე
და მისი მოადგილე. ჩემი აზრით, დღესდღეობით ბევრი ცვლიებაა შესატანი
საქართველოს ტერიტორიულ მოწყობის წესებში, ავტონომიური მოწყობის
მმართველობებში. შესაძლებელია ამ ყოველივეს თანამედროვე სტილში მოწყობა და
რეფორმირება.

You might also like