You are on page 1of 22

სამართლის სკოლა

საქართველოს
კონსტიტუციური სამართალი 1
- სახელმწიფო მოწყობის
სამართალი

მარი მარინაშვილი
ლექციის სტრუქტურა
სახელმწიფო და მისი ტერიტორიული
მოწყობის ფორმები
უნიტარული სახელმწიფო
ფედერაციული სახელმწიფო
რეგიონალური სახელმწიფო
კონფედერაცია
ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაცია
სახელმწიფოს ცნება
სახელმწიფო არის ეროვნული გაერთიანება ,
რომელსაც განსაზღვრავს საკუთარი წარსული და
გარკვეული ერთიანობა, რაც უფრო ადამიანების
ნებითა და ძალისხმევით არის განპირობებული ,
ვიდრე ბუნებრივი მონაცემებით.
ეთნიკური და ლინგვისტური თვალსაზრისით
განსხვავებული მოსახლეობის თანაცხოვრება ერთი
გაერთიანების ფარგლებში.
სახელმწიფოში იგულისხმება ამ გაერთიანების
მართვის ერთადერთი აპარატი, აღჭურვილი
იძულების სხვადასხვა საშუალებით.
პლურალისტური კონცეფციები
მმართველებსა და მართულებს შორის
დიფერენციაციის შედეგია;
სახელმწიფო დაკავშირებულია მართლწესრიგის
წარმოშობასთან;
უმნიშვნელოვანესი სოციალური ინსტიტუტია.

სოციალური ჯგუფების შეკრულობაზე,


სოლიდარობის გრძნობაზე, მოწყობილია ყველას
ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
სოციალისტური კონცეფციები
სახელმწიფო დასაბამს იღებს კლასებს შორის
წინააღმდეგობებსა და ანტაგონიზმში.
იგი გაიგივებულია რეპრესიულ აპარატთან,
რომელიც გაბატონებულ კლასს ხელისუფლების
შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს.
სახელმწიფოს არსებობის პირობები
ტერიტორია
მოსახლეობა (ერი)
პოლიტიკური და სამართლებრივი მოწყობა
სუვერენიტეტი

სახელმწიფოს წარმოქმნა და გაუქმება


სუვერენიტეტი
სუვერენიტეტის კლასიკური დოქტრინის
თანახმად სახელმწიფო თავად განსაზღრვავს
საკუთარ უფლებამოსილებებს და ძირითად
წესებს, რომელიც როგორც წესი გაწერილია
კონსტიტუციაში.
სუვერენიტეტის სახეები.
სახელმწიფოს ფუნქციები
სახელმწიფოს ორგანოებმა უნდა აღასრულოს სახელისუფლებო უფლებამოსილება -
შეეძლოს არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება და მათი შესრულების უზრუნველყოფა ,
არამედ ასეცე წინააღმდეგობების დაძლევა, რომელმაც შეუძლება იჩინოს თავი.
მოსახლების კეთილდღეობაზე ზრუნვა;
საშინაო სუვერენიტეტის განხორციელება - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა,
მართლმსაჯულების განხორციელება.
საგარეო სუვერენიტეტის განხორციელება - საგარეო პოლიტიკის წარმართვა, თავდაცვის
პოლიტიკის ხელშეწყობა.
საზოგადოების ხელმძღვანელობა - სახელმწიფო ისწრაფვის უთანასწორობის
შემცირებისკენ, იცავს რა კერძო საკუთრებას და ცდილობს შეამციროს მისი ბოროტად
გამოყენების შესაძლებლობა.დემოკრატიულ საზოგადოებაში საუბარია არა
ხელმძღვანელობაზე არამედ მის ორიენტირებაზე. სახელმწიფო ანაწილებს შემოსავლებს ,
გასცემს სუბსიდიებს და ზემოქმედებს სხვადასხვა სოციალურ კლასზე თავისი
იდეოლოგიის მიხედვით. მესამე სამყაროს ქვეყნებში კი სახელმწიფომ უნდა დაძლიოს
ბუნებრივი რესურსების არარსებობით ან მათი არასაკმარისი მრავალფეროვნებით ,
კაპიტალის ნაკლებობით, მაღალი დონის ტექნოლოგიების არარსებობით გამოწვეული
ჩამორჩენა. სახელმწიფო ყველაფერი კი არ უნდა აიღოს თავის თავზე არამედ
საზოგადოებას მისცეს სწორი იმპულსი.
სახელმწიფოს ტერიტორიული
მოწყობის ცნება
სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა არის
პოლიტიკურ-სამართლებრივი
ურთიერთმიმართების სისტემა, რომელიც
სახელმწიფოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და
ტერიტორიული ერთეულების ხელისუფლებებს
შორის მოქმედებს.
სახელმწიფოს ამოცანების შესრულება
გაცილებით ეფექტიანად შუძლის შედარებით
მცირე ტერიტორიაზე მოქმედ მართველობის
ორგანოს, ვიდრე ცენტრალურ სახელმწიფო
ხელისუფლებას.
მართველობის პრინციპები
სახელმწიფოს ფედერალიზაცია გულისხმობს, რომ სახელმწიფო
პოლიტიკური ავტონომიის მქონე კვაზი სახელმწიფოებრივ
წარმონაქმნებად (ფედერაციის სუბიექტებად) არის დაყოფილი.
დეკოცენტრაცია რეგიონალური მოწყობის მქონე უნიტარული
სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი. იგი გულისხმობს
სახელმწიფო ხელისუფლების განსაზღვრული უფლებამოსილების
გადაცემას იმგვარი ტერიტორიული ერთეულებისათვის, რომლებიც
არ სარგებლობენ პოლიტიკური ან ადმინისტრაციული ავტონომიით.
დეცენტრალიზაცია დამახასიათებელია, როგორც უნიტარული ისე
ფედერაციული მოწყობის სახელმწიფოებისათვის. ამ დროს ქვეყანა
სტრუქტურულად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელ ერთეულებად
იყოფა. დეცენტრალიზაცია გულისხმობს რამოდენიმე პირობის
არსებობას: უნდა შეირჩეს წარმონაქმნი, რომელიც ისარგებლებს
დეცენტრალიზაციით და სამართალსუბიექტის სტატუსით.
დეცენტრალიზაციის პირობები:
უნდა შეირჩეს წარმონაქმნი, რომელიც ისარგებლებს დეცენტრალიზაციით
და სამართალსუბიექტის სტატუსით. იგი დიდი ზომის უნდა იყოს, როელიც
გეოგრაფიული, ისტორიული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეული
ერთიანობით ხასითდება.
წარმონაქმნი შედარებით ავტონომიური უნდა იყოს, რაც პირდაპირი ან
ირიბი წესით არჩეული კოლეგიური ორგანოს არსებობას გულისმხობს .
დეცენტრალიზებული წარმონაქმნისათვის გადაცემული უფლებამოსილებები
არ უნდა იყოს მოჩვენებითი, არამედ განსხვავებული და უმნიშვნელოვანესი;
ორგანოებს უნდა ჰქონდეთ რესურსი საკუთარი გადაწყვეტილებების
დასაფინანსებლად. ფინანსების თავისუფლად განკარგვის უფლება .
ფინანსური ავტონომიის პრინციპი უნდა იყოს დაცული.
მმართველებს უნდა ჰქონდეთ დოკუმენტაციის გაცნობის უფლება ე .წ .
მეურვეობა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც მიიღებს
დეცენტრალიზებული წარმონაქმნი. მეურვეობის მასშტაბის დადგენა
რთულია.
ტერიტორიული სახელმწიფოებრივი
მოწყობის სახეები

– უნიტარული
 ფედერაციული
 რეგიონალური
 კონფედერაცია
 ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაცია
უნიტარიზმი
უნიტარული სახელმწიფო იყოფა
ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად
რომლებსაც არ გააჩნიათ პოლიტიკური
ავტონომია.
მოქმედებს სამართლის, მართველობის და
მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა;
უნიტარიზმის სახეებია: ცენტრალიზებული,
დეცენტრალიზებული და შედარებით
დეცენტრალიზებული.
ფედერალიზმის
წარმოშობა
უნიტარული სახელმწიფოების გაერთიანებით (აშშ,
შვეიცარია) ;
უნიტარული სახელმწიფოების დაშლის გზით , რომლებიც
თანხმდებიან რადიკალურად შეცვალონ თავისი
სტრუქტურები მის შემადგენლობაში შემავალ
წარმონაქმნებს სახელმწიფოებრივ ხასიათს ანიჭებს.
ფედერალიზმზე გადასვლის ეს გზა დამახასიათებელია იმ
სახელმწიფოებისათის სადაც სხვადასხვა ერები ცხოვრობენ
(საბჭოთა კავშირი) და იმ სახელმწიფოებისათვის,
რომელთაც სურთ მიანიჭონ თავიანთ რეგიონებს უფრო
ფართო ავტონომია ვიდრე ის, რომელიც მათ
ტერიტორიული დეცენტრალიზაციის შედეგად შეიძლება
მიეღოთ.
ფედერალიზმი
ფედერაცია იყოფა სახელმწიფოს მსგავს წარმონაქმნებად,
რომლებსაც არ გააჩნიათ სეცესიის უფლება;
ფედერაციის სუბიექტები სარგებლობენ როგორც ფართო პოლიტიკური
ისე ადმინისტრაციული ავტონომიით;
ფედერაციის სუბიექტებს გააჩნიათ საკუთარი კანონმდებლობა მათ
შორის კონსტიტუცია;
ფედერაციის სუბიექტებს გააჩნიათ საკუთარი მართველობისა და
მართლმსაჯულების ორგანოები, იშვიათად შეიარაღებული ძალები;
მოქმედებს ორმაგი მოქალაქეობა;
ფედერაციის სუბიექტის ხელისუფლება არ არის ანგარიშვალდებული
ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების წინაშე;
ფედერაციის სუბიექტსა და ცენტრს შორის მოქმედებს კომპეტენციების
გამიჯვნის პრინციპი.
ფედერაციის სახეებია: სიმეტრიული და ასიმეტრიული.
უფლებამოსილებათა განაწილება
ფედერალურ სახელმწიფოში
მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს დიპლომატიური
კომპეტენციები დაკავშირებული საერთაშორისო
სამართალსუბიექტობასთან, საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა და
განხორციელება;
კონსტიტუციამ შეიძლება ფედერაციის სუბიექტისა და ცენტრის
თანმხვედრი კომპეტენციები, თუმცა იქვე მიუთითოს , რომ
ფედერაციის სუბიექტს მხოლოდ მაშინ შეუძლია ჩარევა თუ ცენტრი ,
რომელსაც უპირატესობა აქვს თავს იკავებს გადაწყვეტილების
მიღებისგან;
შესაძლებელია კონსტიტუცია მნიშვნელოვანი საკითხების
შედარებით მოკლე ჩამონათვალით შემოიფარგლოს ;
იშვიათია, რომ კონსტიტუციამ მრავალი და განსხვავებული
უფლებამოსილება მიანიჭოს ცენტრს რათა ის წინასწარ ერკვეოდეს
დეტალებში.
რეგიონალიზმი
არის სახელმწიფო მოწყობის შუალედური ფორმაა,
ფედერაციასა და უნიტარულს შორის;
რეგიონებს გააჩნიათ არა მხოლოდ პოლიტიკური
არამედ ადმინისტრაციული ავტონომიაც;
რეგიონებს გააჩნიათ საკუთარი წარმომადგენლობითი
და აღმასრულებელი ორგანოები;
რეგიონები სარგებლობენ ფართო ფინანსური
ავტონომიით;
რეგიონი არ წარმოადგენს კვაზისახელმწიფოებრივ
წარმონაქმნს;
რეგიონებს არ გააჩნიათ საკუთარი კანონმდებლობა.
კონფედერაცია
სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირია გარკვეული
მიზნის მისაღწევად.
კონფედერაციის მიერ მიღებული აქტები
საერთაშორისო სამართლებრივი ბუნებისაა.
კონფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების
აღსრულებას უზრუნველყოფენ შესამისი
სახელმწიფოების ორგანოები.
კონფედერაცია სათავეს ხელშეკრულებიდან ან
საერთაშორისო ვალდებულებიდან იღებს,
ფედერალური სახელმწიფო კი კონსტიტუციას
ეფუძნება.
ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაცია
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა გაერთიანება, რომელსაც აქვს
ზუსტი და კარგად განსაზღვრული მიზანი;
ამ სახელმწიფოებს აერთიანებს საერთო და მუდმივი ორგანოები:
აღმასრულებელი ორგანო, რომელიც შედგება წევრი
სახელმწიფოების მაღალი რანგის წარმომაგენლებისგან;
კოლეგიალური არჩევითი წარმომაგენლობითი ორგანო და
საჭიროების შემთხვევაში საერთო სასამართლო.
ზესახელმწიფოებრივ ორგანოებს შეუძლიათ თავიანთი
უფლებამოსილების ფარგლებში ცალმხრივად მოახვიონ თავიანთი
ნება წევრ სახელმწიფოებს.
ზესახელმწიფოებრიობა აუცილებლად აზიანებს წევრი
სახელმწიფოების სუვერენიტეტს ვინაიდან ისინი სრულად ვეღარ
ფლობენ საკუთარ სახელმწიფოებრივ ნორმებს, რომელთაც
ზესახელმწიფოებრივი ნორმები უწევს კონკურენციას.
ზესახელმწიფოებრივი
ორგანიზაცია კონფედერაციასა
და ფედერაციასთან მიმართებაში
ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაცია უფრო ინტეგრირებულია ვიდრე
კონფედერაცია, მაგრამ ფედერაციისგან განსხვავებით იგი არ წარმოადგენს
სახელმწიფოს.
ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაციას ფედერაციისგან განსხვავებით გააჩნია
სპეციალიზირებული მიზანი;
კონფედერაციულ ორგანოებს არ გააჩნიათ ნამდვილი ძალაუფლება და
მაშინაც კი თუ მიიღეს გადაწყვეტილება აღსრულება რთულია.
ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაციას გააჩნია გადაწყვეტილების მიღების
ძალიან ეფექტური უფლებამოსილება, მათი ნორმები კანონიერად
ვრცელდება წევრი სახელმწიფოების მთელ ტერიტორიაზე და
მოსახლეობაზე.
ზესახელმწიფოებრივ ორგანიზაციას ფედერაციისგან განსხვავებით არ
გააჩნია სახელმწიფოებრივი ხასიათი. ამასთან გაერთიანების
კოლეგიალური ორგანო არ ფლობს გადაწყვეტილების მიღებს ისეთ
უფლებამოსილებას, რომელიც ანალოგიური იქნებოდა ფედერაციის
საკანონმდებლო ორგანოსი.
საშინაო დავალება
ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, გვ.
246-252
პ. პაკტე, კონსტიტუციური სამართალი, გვ. 52-92
მადლობა ყურადღებისათვის

You might also like