You are on page 1of 4

სუბიექტები:

 ცნება-საერთ. სამ. სუბიექტი, სამართლის სხვა სუბიექტებისგან განსხვავებით, წარმოადგენს სამართლებრივი


ურთიერთობის ისეთ მონაწილეს, რომელიც არა მარტო ფლობს საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმებით
გათვალისწიებული უფლებებსა და მოვალეობებს, არამედ ურთიერთობის სხვა მონაწილეებთან ერთად თვითონ
ქმნის ამ ნორმებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას.
 მხოლოდ სახელმწიფოებს გააჩნიათ სრული უფლებაუნარიანობა.
 თავისუფლებისთვის მებრძოლი ერი ან ხალხი - ერი ან ხახლი, რომელიც ითხოვს დამოუკიდებლობას, მაგრამ
მეტროპოლის წინააღმდეგობის გამო იძულებულია მიმართოს იარაღს. თანამედროვე საერთაშორისო სამართლის
თვალსაზრისით აწარმოებს „შეიარაღებულ თავდაცვას“ კოლონიზატორთა აგრესიის წინააღმდეგ. მათ ეკისრებათ
გარკვეული უფლებები და მოვალეობები.
 გაერო უნდა ცდილობდეს კონფლიქტის მოგვარებას, რომ კოლონიზატორმა სამართლის სუბიექტად აღიაროს
თავისუფლებისთვის მებრძოლი ერი, თუ ეს ვერ მოახერხა დაპირირპირება კანონიერ ფორმებში უნდა
მიმდინარეობდეს. სხვა ქვეყნების დახმარება მებრძოლი ერისადმი კანონიერ აქტად ჩაითვლება.
 დამოუკიდებლობის მოპოვებამდე მებრძოლ ერს მართავს გარკვეული ორგანიზაციები და ორგანოები, რომლებიც
უფლებამოსილნი არიან დაამყარონ საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებთან,
მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში, დაარსონ სხვა სახელმწიფოებში თავისი
მუდმივი წარმომადგენლობა დიპლომატიური სტატუსით. ხელი მოაწერონ საერთაშორისო ხელშეკრულებებს,
თუკი უკანასკნელის დებულებები ამას ითვალისწინებს.
 გაერთიანებულ სუბიექტს წარმოადგენს საერთაშორისო გაერთაინებანი, რომელიც სახელმწიფოთაშორის ხასიათს
ატარებენ. ისინი მოქმედებენ საერთაშორისო ასპარეზზე მათი წესდებით გათვალისწინებული
უფლებაუნარიანობის ფარგლებში, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების და შესრულების უფლებას
აძლევს ორგანიზაციათა ხელმძრანელ ორგანოებს.
 ორგანიზაცია მეორეადი, არაძირითადი, წარმოებული სიბიექტია, რომლის უფლებაუნარიაობა ზუსტადაა
განსაზღვრული, უპირველესყოვლისა წესდებით და არა საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებით.
 საერთაშორისო სამართლის სპეციფიკურ სუბიექტს წარმოადგენს წმინდა საყდარი-ვატიკანი-რომელიც
1929წლიდან აღიარებილია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ვატიკანს აქვს აქტიური და პასიური დიპლომატიური
წარმოამდგენლობის უფლება. სამთავრობოთშორისო ორგანიზაციების წვრიც არის და რიგი საერთაშრისო
ხელშეკრულეებების მონაწილეც
სუვერენული სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტი
 ასეთი სუბიექტია მხოლო სახელმწიფო, რომლეიც გვევლინება საერთაშორისო ასპარეზზე დამოუკიდებლად.
თვითონ განსაზღვრავს და წყვეტს საშანო და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს. ნიშნა-თვისებას, რომელიც
გვიჩვენებს სახელმწიფოს ხელისუფლების უზენაესობას ქვყნის საშინაო საქმეებში და დამოუკიდებლობას
რომელიმე უცხო სახელმწიფოსგან საერთაშრისო ასპარეზზე, სახელმწიფო სუვერენიტეტი ეწოდება, ხოლო ამ
ნიშნათვისებების მქონე სახელმწიფოს სუვერენული სახელმწიფო.
 სუვერენიტიეტი ნიშნავს უზენაესობას ფრანგულად, ჩამოყალიბდა XV-XVI საუკუნეებში
 სახელმწიფო სუვერენიტეტისგან განასხვავებენ ეროვნულ სუვერენიტეტს - ერის ან ხალხის თვითგამორკვევის
უფლებას. თუ ერი(ხალხი) მოიპოვებს პოლიტიკურ დამოუკიიდებლობას, ადგილი ექნება ეროვნული და
სახელმწიფო სუვერენტიტეტის შერწყმას. თუ ერი განმათავისუფლებელ ბრძოლას ეწევა, ეს კოლონიის ეროვნული
სუვერენიტეტის და მეტროპოლიის სახელმწიფო სუვერენიტეტის ურთიერთშეუთავსებლობას მოწმობს.
 სახალხო სუვერენიტეტი- ხალხის უფლება აირჩიოს, განამტკიცოს და განავითაროს ის სოციალურ-პოლიტიკური
სისტემა და სახელმწიფო ფორმა, რომელიც მას სურს.
 სახელმწიფო სუვერენიტეტი არის ერის პოლიტიკური ორგანიზაციის უმაღლესი ფორმის ნიშან-თვისება, მისი
პოლიტიკური დამოუკიდებლობის სამართლებრივი გამოხატულება. სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპზე
დაყრდნობისთ სახელმწიფოები იბრძვიან ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული
პროგრესისთვის. სახელმწიფო სუვერენიტეტის პინციპი თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძირითადი
ისნტიტუტია.
რთული სახელმწიფოები,როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტები
 მარტივი-უნიტარული; რთული- ფედერაციული და კონფედერაციული
 არის შემთხვევები, როცა ფედრაციის წევრებს ენიჭებათ შეზღუდული საერთაშორისო სამართლებრივი
კომპეტენცია. მაგ- მეზობელ სახელმწიფოებთან სასაზრვრო რეჟიმის შესახებ შეთანხმების დადება, რეგიონალური
საერთაშორისო ორგანიზაციათა ორგანოებში მონაწილეობა. ამგვარ ორგანოებში მონაწილეობს უნიტარული
სახელმწიფოების რეგიონებიც.
 კონფედერაციული სახელმწიფოს წევრები ინარჩუნებენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტის სტატუსს, ე.ი.
ინარჩუნებენ საერთაშორისო უფლება-ქმედუნარიანობას ან უსაზღვროდ ან კონფედერაციული ორგანოების
კომპეტეციასთან შესაბამისად.

სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი სუბიქეტის, წარმოშობა და გაქრობა

 ერთი სახელმწიფოს, რამდენიმედ დაყოფა; ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის შედეგად; რამდენიმე


სახელმწიფოს ერთ სახელმწიფოდ გაერთაინება
 ზოგი მეცნიერი ანექიასაც მოიზრებს, თუმცა ის დღეს კანონგარეშედ არის გამოცხადებბული.

საერთაშორისო სამართლებრივი ცნობა

 იმისთვის, რომ ახლადწარმოშბილმა სახელმწიფომ ან მთავრობამ დაიკავოს საერთაშორისო-სამართლებრივ


ურთიერთიბებში ნორმალური ადგილი, საჭიროა დანარჩენი სახელმწიფოები თანახმა იყვნენ დაეხმარონ მასთან
დაამყარონ საერტაშორისო სამართლით გათვალისწინებული ურთიერთობა ანუ ცნონ იგი.
 თანამედროვე საერთაშორისო სამართალში ცნობის ქვეშ იგულისხმება მოცემული სახელმწიფოს ნების
გამომჟრავნება, რომელიც მიმართულია ახლად წარმოშობილ სახელმწიფოსთან ურთიერთობის
ნორმალიზაციისკენ საერთაშოირსო სამართლით გათვალისწინებული წესისამებრ. ზემოაღნიშნულიდან ჩანს, თუ
რა როლს ასრულებს ცნობის ინსტიტუტი საერთაშორისო-სამერთლებრივი ურთიერთობის ნორმალურად
წარმართვის საკითხში.
 არსებობს ორი თეროია, რომელიც სხვადასხვაგვარად ხსნის ცნობის ინსტიტუტის მნიშვნელობას. დეკლარაციული
თეორია (ცნობა მხოლოდ და მხოლოდ აკანონებს ახლად წარმოქმნილ სახელმწიფოს საერთაშორისო-
სამართლებრივი ურთიერთბის მონაწილედ გახდომის ფაქტს. ანუ ახლადშექმნილი სახელმწიფო ხდება
საერთაშორისო სამართლის სუბიექტი არა იმიტომ რომ მას ცნობენ, არამედ იმიტომ, რომ ყოველ ახლადშექმნილ
სახელმწიფოს უფლება აქვს გამოვიდეს საერთაშორისო ასპარეზზე და დაიცვას თავისი ინტერესები. სხვა
სხელმწიფოების მხრიდან ცნობა, მხოლოდ რეგისტრაციას უწევს ამ ფაქტს, საშუალებას აძევს მოცემულ
სახელმწიფოს მაქსიმალურად განახორციელოს საერთაშორისო სამართლით მინიჭებული უფლებები) და
კონსტიტუციური თეორია (ამტკიცებს, რომ თითქოს ახლად წარმოშობილი მთავრობა მხოლოდ მაშინ ხდება
საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, როდესაც მას ცნობენ სხვა სახელმწიფოები. სხვა შემთხვევაში იგი
მოკლებულია უფლებას გახდეს საერთაშორისო ურთიერთობის სრულუფლებიანი წევრი და გამოიყენოს
საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლებები და ისკისროს ვალდებულებები.)
 არსებობს სხვა სახის ცნობაც: აჯანყებულ მხარედ ცნობა - როცა ადგილი აქვს ფართო მასშტაბით შეარაღებულ
ბრძოლას, აჯანყებას, სხვა სახელმწიფოებმა შეიძლება აჯანყებული ორგანიზაცია აჯანყებულ მხარედ ცნონ, მათ
განიხილავენ როგორც მოცემულ ტერიტორიაზე განმტკიცებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელთანაც
წარმოებს გარკვეული სამართლებრივი ურთიერთოებბი. თუ „აჯანყებულ მხარედ“ ცნობს თვითონ
დაინტერესებული სახელმწფო, რომლის ტერიტორიაზეც წარმოიშვა შეიარაღებული ბრძოლა, იგი ავრცელებს
აჯანყებულებზე სამხედრო ტყვეობის რეჟიმს და მას აქვს უფლება განიხილოს ისინი როგორც სამართლის
დამრღვევები.
 მეომარ მხარედ ცნობა-როცა აჯანყება გადადის სამოქალაქო ომში და მებრძოლი ძალები შედარებით თანაბრდება,
ადგილი აქვს მეომარ მხარედ ცნობას. ამ შემთხვევაში ხელისუფლებისთვის მებრძოლთა პოლიტიკურ
ორგანიზაციას მიენიჭება ყველა ის უფლება, რომელიც გააჩნია საომარ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს,
მსგასად ცნობა ხდება ოფიციალური დეკლარაციის საშუალებიოთ, მაგრამ დაიშვება სხვა აქტებიც, რომლებშიც
ჩანს უცხო სახელმწიფოების სურვილი ცნოს მოცემული სტატუსი. მეომარ მხარედ მცნობი სახელმწიფო მოვალეა
დაიცვას ნეიტრალიტეტი, წინააღმდეგ შმეთხვევაში ადილი ექნება სამართლის ნორემბის დარღვევას.
 ერის ცნობა - წარმოიშვა პირველი მსოფლიო ომის დროს, როცა ანტანატამ ცნო ჩეხები და პოლონელები
„მოკავშირე ერებად“ და ხელი შეუწყო მათი სახელმწიფოებრიობის შმედგომ განვითარებასა და განმტკიცებას.
 აჯანყებულ, მეომარ მხარეებად ცნობა და ერის ცნობაც არ გამოიყენება თანამედროვე საერთაშრისო სამართალში.
 კოლონილიზმის წინააღმდეგ ბრძოლამ წარმოშვა ეროვნული განთავისუფლების ორგანიზაციის ცნობა, რომელიც
ახლოს დგას წინააღმდეგობის ორგანიზაციის ცნობასთან. ყოველი ერი, რომლიც იბრძვის კოლონიალიზმის
წინააღმდეგ სარგებლობს თანამედროვე საერთაშრისო სამართლის მხარდაჭერით.
 სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ისეთი ერთეულების გამოყოფას, რომლებიც ძალით
გამოეყვნენ დემოკრატიულ სუვერენულ სახელმწიფოებს და ცდილობენ შექმნან თავისი „დამოუკიდებელი“
სახელმწიფო, მითუმეტეს თუ სეპარატისტების რეჟიმმა განახორციელა ეთნიკურად განსხვავებული მოსახლეობის
გენოციდი(ან ეთნიკური წმენდა).
 ცნობის ფორმები - ფაქტობრივი (როცა სახელმწიფო ამყარებს ახლად შქმნილ სახელმწიფოსთან საქმიან კავშირს,
მაგრამ ამავე დროს თავს იკავებს მისი ოფიციალური ცნობისგან. წარმოებს მხოლოდ მოლაპარაკება ამა თუ იმ
საკითხზე) და ოფიციალური ცნობა (ახლად შექმნილ სახელმწიფოს ცნობის ფაქტი გამოხატული უნდა იყოს
რომელიმე დოკუმენტში, დეკლარაციაში, ნოტაში ხელშეკრულებაში. სახელმწფომ, რომლიც ცნობს, აშკარად უნდა
აღიაროს ეს ფაქტი. ოფიციალური ცნობა არის ორი სახის - დე ფაქტო(იცნობა როგორც სიანმდვილეში არსებული,
მაგრამ არ იდება დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებე. დროებითი, არასტაბილური ხასიათი) და დე
იურე (არ ქმნის ახალ სუბიექტს, არამედ აწსებს ნორმალურ საერთაშორისოსამართლებრივ ურთიერთობას ძველ
და ახალ სუბიექტებს შორის)
სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეობა
 შეიძლება წარმიშვას ერთი სახელმწიფოს მიერ მეორესთვის გარკეული ტერიტორიის გადაცემის შემთხვევაშიც.
 გულისხმობს გარკვეულ ცვლილებებს სამართლის სუბიექტთა სივრცეში და ამ ცვლილებების საფუძველზე
გარკვეული უფლებები და ვალდებულებები განსაზღვრული ფორმით გადაის სამართლის ერთი ან რამდენიმე
სუბიეტიდან სხვა სუბიექტზე.
 გაეროს საერთაშორისო სამართლის კომისიამ ამ საკითხის კოდიფიცირებას ხანგრძლივი პერიოდი მოანდომა,
რომლის შედეგადაც შემუშვადა 1978წლის ვენის კონვენცია „ხელშეკრულეებებთან დაკავშირებით სახელმწიფოთა
სამართალმემკვიდრეობის შესახებ“ და 1983 წლის ვენის კონვენცია „სახელმწიფო ქონებასთან, სახელმწიფო
არქივებთან და სახელმწიფო ვალებთან დაკავშირებით სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობის შესახებ“ - ამ
კონვენციებით სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობა ნიშნავს ერთი სახელმიფოს მეორეთი შეცვლას, რომლეიმე
ტერიტორიის საერთაშორისო ურთიერთობებზე პასუხილმეგბლობის ტარებაში.
 სამართალმემკვიდრეობის გადაცემის ტიპები: ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო(გულისმობს
დეკოლონიზაციას); სახელმწიფოთა გაერთიანება; სახელმწიფოთა გამოყოფა; სამართალმემკვიდრეობა
ტერიტორიის ნაწილთან დაკავშირებით; სახელმწიფოს გაყოფა. (ვალდებულნი არიან შეასრულონ წინამორბედი
სახელმწიფოს კონვენციებით განსაზღვრული ვალდებულებები.)
 სამართაკლმემკვიდრეობის საკითხი არ წარმოიშვება სახელმწფოს წყობილების ან მმართვალოების ფორმის
შეცვლით, არც სოციალური რევოლუციით.
 სამართაკმემკვიდრეობა საერთაშრისო ხელშეკრულების მიმართ - კოლონიებისგან განთავისუფლებული ერები
ვენის კონევნციით ძირითადად თავისუფლებიან ხელშეკურლებებისაგან, რომლებიც დადო წინამორბედმა
მთავრობამ ამ ტერიტორიის სახლით ან გაავრცელა მასზე. ამის ფარგლებში სახელმწიფპები უარყოფენ მხოლოდ
არათანასწორუფლებიან და კაბალურ ხელშეკურლებებს. თუმცა ისევ ვენის კონვენციით ამ გათავისუფლებულ
სახელმწიფოებს არ ჰქონდათ ლოკალური ხასიათის ხელშეკრულებების უარყოფის უფლება.
 „ტაბულა რაზას“ პრინციპი არ ვრცელდება თანამედროვე საყოველტაო საერთაშორისო სამართლის ძრითად
პრინციპებზე და სხვა ამკრძალავ ნორმებზე. იმპერატიული ნორმების ჩატვლით არცერთ ახალ სახელმწიფოს არ
აქვს უფლება უარყოს თანამედროვე საერტაშორისო მართკწესრიგის საყდენი პრინციპები და ნორმები, რომელთა
გარეშე შეუძლებელი იქნება მშვიდობისა და ხალხთა უშიშრობეის უზრუნველყოფა, სახელმწიფოებს შორის
თანამშრომლობის განმტკიცება და განვითარება.
 ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების შემთხვევაშიც ქვს
უფლება შეუერთდეს ასეტ ხელშეკრულებას სამართაკმემკვიდრეობის ძალით ანდა როგორც ახალი მონაწილე,
თუკი ასეთი რამ გათვალისწინებულია მოცემული ხელშეკრულებით.
 სახელმწიფოთა გაერთიანებით შემქნილი ახალი სახელმწიფოს შემთხვვევში ამ სახელმწიფოზე გადადის
წინამორბედი სახელმწიფოს ყველა ხელშეკრულება და შეთანხმება, თუ კი სხვა რამ არ არის დადგენილი
სახელმწიფომემკვიდრესა და მესამე სახელმწიფოსთან შეთანხმებით, ან მოცმეული ხელშეკურლების ძალით
გავრცელება მთელ ახალ ერთეულზე შეუსაბამო იქნებოდა ხელშეკრულების მიზნებისა და ობიექტებთან და
ძირფესვიანად შეუცვლიდა მისი მოქმედების პირობებს. ხელშეკრულებები, რომლებიც სასაზღვრო საკითხებს
ეხება, ისინი ავტომატურად გადადიან ახალ შენაერთზე, ასევე ავტომატურად გადადის სავაჭრო და ფიანსური
შეტანხმებები, სამეცნიერო-კულტურული სახის შეთანხმებები და სხვა.
 სახელმწიფოს დაყოფით წაროშობილი ახლაი სახელმწიფოს შემთხვევაში წინამორბედი სახელმწიფო განაგრძობს
თუ არა არსებობას, ყველა მის მიერ დადებული ხელშეკულება, რომელიც მთელ ტერიტორიას ეხებოდა რჩება
ძალაში ყოველი გამოყოფილი ნაწილის მიმართ, ხოლო კონკრეტული ტერიტორიის მიმართ მოქედი
ხელშეკრულება გადადის მხოლოდ ამ ტერიტორიის მქონე სახელმწიფოზე.
 სამართალმემკვიდრეობა სახემლწიფო ქონებისა და სახელმწიფო არქივის მიმართ - რა სახითაც არ უნდა
ჩამოყალიბდეს სახელმწიფო მასზე გადადის სახელმწიფო საკუთრების ყველა სახე შემდეგი წესით: 1-
სახელმწიფო-მემვიდრის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება მასვე რჩება; 2- უძრავი ქონება, რომელიც ამ
ტერიტორიას ეკუთნის, მაგრმა მის გარეთ მდებარეობს და მას თავის დროსსზე დაეპატრონა წინამორბედი
სახელმწიფო, სახელმწიფომემკვიდრეს მიეკუთნება; 3- თუ მის საზღვრებს გარეთ მდებარე უზრავი ქონება შეიქმნა
სახელმწიფო მემვოდრის დახმარებით, იგი მიეკუთნება ამ უკანასკნელს შესაბამისი წილის გამოანგარიშებით; 4-
წნამორბედი ხელსიუფლების მოძრავი სახელმწიფო ქონება, რომელიც დაკავშირებულია
სამართალმემკვიდრეობის ობიექტად ქცეულ ტერიტორიაზე საქმიანობასთან, გადადის სახელმწიფო
მემკვიდრეზე; 5-მოძრავი ქონება, რომელიც გამოყოფილ ტერიტორიას ეკუთვნოდა, მაგრამ შმედგომ გახდა
წინამორბედი სახელმწიფოს ქონება, უბრუნდება სახელმწიფომემკვიდრეს. სახელმწიფო არქივის საკიტხი
ურთიერთშეთანხმებით წყდება, თუმცა ვალდებულია გადასცეს ტერიტორიასთან დაკავშირბეული დოკუმენტები
და ისტორიული არქივები, იმ შმეტხვევაშიც თუ ისინი ორივე მხარეს ეხება.
 სამართალმემკვიდრეობა ვალების მიმართ - 1983წლის ვენის კონვევნციის თანახმად, სახელმწიფოტა
გაერთიანების დროს წინამორბედის ვალი გადადის ახალ სახელმწიფოზე. სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილის
გადაცემის შემთხვევაში, სახელმწიფოს გამოყოფის, ან სახელმწიფოს გაყოფის დროს კი ვალის სახითხი წყდებ
ასახელმწიფოტაშორისი შეთანხმების საფუძველზე. თუ არ არსებობს ასეთი შეთანხმება ვალი გადადის
მემკვიდრეზე სამართლიანი წილით. წილის განსაზღვრისტვის გამოიყენება სუბიექტის ეკონომიკური
პოტენციალი და მოსახლეობის რაოდენობის ხრიტერიუმები, ხოლო თუ კონკრეტული თანხა მთლიანად იყო
მოხმარებული გარკვეული ტერიტორიის სასარგებლოდ, მისი გადახდა ეკისრება ამ ტერიტორიის მქონე
სახელმწიფოს.

You might also like