You are on page 1of 4

საერთაშორისო სამართლის სუბიექტები

1. საერთაშორისო სამართლის სუბიექტების ცნება და სახეები

საერთაშორისო სამართლის ძირითად სუბიექტებს სახელმწიფოები წარმოადგენენ.


საერთაშორისო სამართლის სპეციფიკა განაპირობებს სუბიექტებიც ცნების თავისებურებებსაც -
საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, სამართლის სხვა დარგების სუბიექტებისგან
განსხვავებით, წარმოადგენს სამართლებრივი ურთიერთობის ისეთ მონაწილეს, რომელიც
არამარტო ფლობს საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ უფლებებსა
და მოვალეობებს, არამედ ურთიერთობის სხვა მონაწილეებთან ერთად თვითონ ქმნის ამ ნორმებს
და უზრუნველყოფს მათ შესრულებას.

2. სუვერენული სახელმწიფო, როგორც საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი


სუბიექტი

ნიშან-თვისებას, რომელიც გვიჩვენებს სახელმწიფოს ხელისუფლების უზენაესობას ქვეყნის


საშინაო საქმეებში და დამოუკიდებლობას რომელიმე უცხო სახელმწიფოსაგან საერთაშორისო
ასპარეზზე, სახელმწიფო სუვერენიტეტი ეწოდება, ხოლო ამ ნიშანთვისების მქონე სახელმწიფოს -
სუვერენული სახელმწიფო. სუვერენული სახელმწიფო წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის
ძირითად სუბიექტს.

3. სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის, წარმოშობა და გაქრობა

დროთა განმავლობაში საერთაშორისო სამართლის სუბიექტების რიცხვი და შემადგენლობა არ


რჩება უცვლელი - იქმნება („იბადება“) ახალი სახელმწიფოები, ხოლო სხვა სახელმწიფოები
ქრებიან ან განიცდიან მნიშნველოვან ცვლილებას. დღევანდელ პირობებში ახალი სახელმწიფო
ნიშნავს საერთაშორისო სამართლის ახალ სუბიექტს, ე.ი. ახალ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს.
საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკა გვიჩვენებს ახალი სახელმწიფოების „დაბადების“
სხვადასხვა საშუალებებს, როგორებიცაა:

ა) ერთი სახელმწიფოს რამდენიმე სახელმწიფოდ გაყოფა; (1832 წელს ნიდერლანდების


ადგილზე შეიქმნა ორი სახელმწიფო - ბელგია და ჰოლანდია; 1998 წელს დაიშალა
ჩეხოსლოვაკია)

ბ) ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის შედეგად; (1810 წელს ესპანეთსა და


პორტუგალიას გამოეყო სამხრეთ ამერიკის კოლონიები და შეიქმნა: ჩილე, ბრაზილია,
არგენტინა, ურუგვაი და სხვა; ჰოლანდიას გამოეყო ინდონეზია 1954 წელს; 1989-1991 წლებშ
დაიშალა საბჭოთა კავშირი და საერთაშორისო ასპარეზზე 15 დამოუკიდებელი სახელმწიფო
გამოვიდა)

გ) რამდენიმე სახელმწიფოს ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება. (1991 წელს გერმანიის


დემოკრატიული რესპუბლიკა შეუერთდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას)
4. საერთაშორისო-სამართლებრივი ცნობა

იმისათვის, რომ ახლად წარმოშობილმა სახელმწიფომ ან მთავრობამ დაიკავოს საერთაშორისო-


სამართლებრივ ურთიერთობაში ნორმალური ადგილი, საჭიროა დანარჩენი სახელმწიფოები
თანახმა იყვნენ დაამყარონ მასთან საერთაშორისო სამართლისთ გათვალისწინებული
ურთიერთობა ანუ ცნონ იგი.

თანამედროვე საერთაშორისო სამართალში ცნობის ქვეშ იგულისხმება მოცემული სახელმწიფოს


ნების გამომჟღავნება, რომელიც მიმართულია ახლად წარმოშობილ სახელმწიფოსთან
ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ საერთაშორისო სამართლით გათვალისისწინებული
წესისამებრ.

ცნობის ტიპებიდან საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკა გამოყოფს შემდეგ სახეებს:

ა) დეკლარაციული თეორია: მოცემულობა, როდესაც ფეოდალური სახელმწიფოების ზღვაში


აქა-იქ წარმოიშობოდა ახალი, ბურჟუაზიული ტიპის სახელმწიფოები (მაგ. აშშ) ან
ბურჟუაზიული რევოლუციის გზით ჩნდებოდა ახალი სახელმწიფო არსებული სახელმწიფოს
ფარგლებში (მაგ. საფრანგეთი) აღნიშნული თეორიის თანახმად, ცნობა მხოლოდ და მხოლოდ
აკანონებს ახლად წარმოქმნილ სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლებრივი
ურთიერთობების მონაწილედ გახდომის ფაქტს.

ბ) კონსტიტუციური თეორია - ამტკიცებს, რომ თითქოს ახლად წარმოშობილი მთავრობა,


სახელმწიფო მხოლოდ მაშინ ხდება საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, როდესაც მას ცნობა
სხვა სახელმწიფოები, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მოკლებულია უფლებას გახდეს
საერთშორისო ურთიერთობების სრულუფლებიანი წევრი.

გ) აჯანყებულ მხარედ ცნობა - ზოგჯერ, როდესაც ადგილი აქვს არა უბრალო ამბოხებას, არამედ
ფართო მასშტაბის შეიარაღებულ ბრძოლას, აჯანყებიას, სხვა სახელმწიფოებმა შეიძლება ცნონ
აჯანყებულთა ორგანიზაცია „აჯანყებულ მხარედ“. ამ შემთხვევაში აჯანყებული მხარე
განიხილება არა როგორც ბანდიტთა და მეკობრეთა ხროვა არამედ როგორც მოცემულ
ტერიტორიაზე განმტკიცებულ პოლიტიკურ ორგანიზაციად, რომელთანაც წარმოაებს
გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობანი. (მაგ. უცხო სახელმწიფო ღბეულობს ზომებს,
რომ ზურუნველყოს აჯანყებულთა ტერიტორიაზე მყოფ თავისი მოქალაქეთა დაცვა)

დ) მეომარ მხარედ ცნობა - როდესაც აჯანყება გადადის სამოქალაქო ომში და მებრძოლი


ძალები შედარებით თანაბრდება, შეიძლება ადგილი ჰქონდეს „მეომარ მხარედ“ ცნობას. ამ
შემთხვევაში, ხელისუფლებისთვის მებრძოლთა პოლიტიკურ ორგანიზაციას მიენიჭება ყველა
ის უფლება, რომელიც გააჩნია საომარ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს და როგორც წესი
ასეთ დროს გარეშე სახელმწიფოები იცავენ ნეიტრალურ პოზიციას.

ე) ცნობის ფორმები -

i. ფაქტობრივი ცნობა - გულისხმობს ცნობის გარეშე საქმიანი კავშირის დამყარებას;


ii. ოფიციალური ცნობა - დე ფაქტო ცნობა (სინამდვილეში არსებული) და დე იურე
ცნობა (დიპ. ურთიერთობები)
5. სახელმწიფოს უფლებამემკვიდრეობა

სახელმწიფოები „იბადებიან“ და „ქრებიან“. აღნიშნულ პროცესში წარმოიშობა პრობლემატური


საკითხი - უფლება-მემკვიდრეობა. იგი წამოიჭრება როგორც საერთაშორისო
ხელშეკრულებების, ასევე სახელმწიფო საკუთრების, საერთაშორისო ვალის, საერთაშორისო
ორგანიზაციაში წევრობის და სხვ. სფეროებში.

ა) მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი სახელმწიფოს ფარლებში ადგილი აქვს სოციალურ


რევოლუციას, წარმოიქმნება უფლებამემკვიდრეობის საკითხი.

ყოველი ახალი სახელმწიფო უფლებამოსილია თვითონ შეწყვიტოს რომელ ხელშეკრულებებს


ტოვებს ძალაში და რომელს უარყოფს. ეს როდი ნიშნავს, რომ სახელმწიფო მემკვიდრე მოვალეა
უარყოს ყველა ხელშეკრულება. არამედ პირიქით, ახალი სახელმწიფოები უარყოფდნენ
მხოლოდ არათანასწორუფლებიან, კაბალურ ხელშეკრულებებს. როგორც წესი, ინიშნებოდა
გარკვეული ვადა ყველა ხელშეკრულების შემოწმება გადასინჯვისათვის.

„ტაბულა რაზას“ პრინციპი არ ვრცელდება თანამედროვე საყოველთაო საერთაშორისო


სამართლის ძირითად პრინციპებზე და სხვა ამკრძალავ ნორმებზე, იმპერატიული ნორმების
ჩათვლით.

ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებულებების მიმართ სამართალმემკვიდრეობა


განისაზღვრება ხელშეკრულებათა შინაარსის შესაბამისად.

ბ) უფლებამემკვიდრეობა სახელმწიფო ქონებისა და სახელმწიფო არქივის მიმართ

რა საშუალებითაც არ უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სახელმწიფო, მასზე გადადის საკუთრების


ყველა სახე შემდეგი წესით: სახელწმიფო-მემკვიდრის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება
მასვე რჩება; უძრავი ქონება, რომელიც ამ ტერიტორიას ეკუთვნის, მაგრამ მის გარეთ
მდებარეობს და მას თავის დროზე დაეპატრონა წინამორბედი სახელმწიფო, სახელმწიფო-
მემკვიდრეს მიეკუთვნება; თუ მის საზღვრებს მდებარე უძრავი ქონება შეიქმნა სახელმწიფო-
მემკვიდრის დახმარებით, იგი მიეკუთვნება ამ უკანასკნელს შესაბამისი წილის
გამოანგარიშებით; წინამორბედი ხელისუფლების მოძრავი სახელმწიფო ქონება, რომელიც
დაკავშირებულია, ულება-მონაცვლეობის ობიექტად ქცეულ ტერიტორიაზე საქმიანობასთან,
გადადის სახელმწიფო-მემკვიდრეზე; მოძრავი ქონება, რომელიც გამოყოფილ ტერიტორიას
ეკუთვნოდა, შემდეგ გახდა წინამორბედი სახელმწიფოს ქონება, უბრუნდება წინა სახელმწიფო-
მემკვიდრეს.

გ) უფლება მემკვიდრეობა ვალების მიმართ

როდესაც ერთი სახელმწიფო უყოფა რამდენიმე ერთეულად ვალების საკითხი წყდება


სახელწმიფოების ურთიერთშეთანხმებით.

სახელმწიფოთა გაერთიანებისას ნაკისრი ვალების გადახდა რჩება გაერთიანებული


ტერიტორიის ხელისუფლების მოვალეობად, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ იქნა
გათვალისწინებული.
XIX საუკუნეში საერთაშორისო სამართლის სუბიექტად მხოლოდ სახელწმიფო მიიჩნეოდა.
სახელმწიფოები დღესაც საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად განიხილებიან, თუმცა
გასულ საუკუნეში მდგომარეობა შეიცვალა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ფიზიკურმა
პირებმა და კომპანიებმაც შეიძინეს საერთაშორისო სამართალ სუბიექტობა.

6. საერთაშორისო ორგანიზაციები

ტერმინი „საერთაშორისო ორგანიზაცია“ ჩვეულებრივ, ორი ან მეტი სახელწმიფოს შეთანხმების


საფუძველზე ჩამოყალიბებულ ორგანიზაციას აღნიშნავს. საერთაშორისო ორგანიზაციები,
სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების შინაარსით, 1815 წლიდან არსებობენ, მაგრამ მათ
მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიძინეს პოლიტიკური მნიშვნელობა
(ევროკავშირი).

7. ფიზიკური და იურიდიული პირები

დღეს უკვე იგრძნობა იმის აღიარების მზარდი ტენდენცია, რომ ფიზიკურ პირებსა და
კოპმპანიებს გარკვეული ხარისხის საერთაშორისო სამართალ-სუბიექტობა აქვთ. მაგრამ ეს
საკითხი ჯერ კიდევ წინააღმდეგობებით სავსეა.

You might also like