You are on page 1of 8

სახელმწიფის სამართალმემკვიდრეობა

სამართალმემკვიდრეობა ნიშნავს უფლებამოვალეობების გადაცემას ერთი


სახელმწიფოდან მეორეზე. როდესაც ხდება ერთი სახელმწიფოს ჩანაცვლება სხვა
სახელმწიფოთი ამ დროს ხდება სამართალმემკვიდრეობა. ვენის 1978 წლის
კონვენცია აწესრიგებს სახელმწიფო სამართალმემკვიდრეობასთან დაკავშირებულ
საკითხებს ის არ წარმოადგენს კოდიფიკაციას.
საბჭოთა კავშირის შემთხვევაში იყო სახელმწიფოთა ნაწილი რომლებმაც საბჭოთა
კავშირის მიერ დადებული ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების მიმართ
გამოაცხადეს თავი სამართალმემკვიდრედ, მეორე ტიპის სახელმწიფოები
ძირითადად ბალტიისპირეთი რომლებმაც თქვეს რომ არ არიან
სამართალმემკვიდრეები რადგან ისინი თავიანთი ნებით არ გამხდარან საბჭოთა
კავშირის ნაწილი ეს იყო ოკუპაცია და არ აღიარებენ საერთაშორისო
ხელშეკრულებებს. მესამე იყო ჰიბრიდული მიდგომა რაღაცები აღიარეს რაღაცები არ
აღიარეს საქართველოც ესე ქნა. ოკუპაციის დროს დადებული საერთაშორისო
ხელშეკრულებები არ წარმოშობდა მათთვის არც საერთაშორისო უფლებებს და არც
ვალდებულებებს. სამხედრო ოკუპაციის დროს ადგილი არ აქვს
სამართალმემკვიდრეობას.
რატომ დადგა დღის წესრიგში სამართალმემკვიდრეობის საკითხებთან
დაკავშირებით კონვენციის შემოღება, რადგან ყოფილიყო რაღაც წესები რომლითაც
სახელმწიფოები იხელმძღვანელებენ ერთი სახელწმფისო გაქრომის და სხვა
სახელწმფისო გაჩენის შემთხვევაში.

სახელმწიფოს სამართალმეკვიდრეობა წარმოიშობა როდესაც ადგილი აქვს მოცემულ


ტერიტორიაზე ერთი სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოთი საბოლოო ჩანაცვლებას
სუვერენიტეტის განხორციელებით და საერთაშორისო სამართლის ნორმების
შესაბამისად. ამგვარ პროცესთან დაკავშირებულ პოლიტიკურ მოვლენებს
მიეკუთვნება არსებული სახელმწიფოს სრული დანაწევრება, გამოყოფა,
სახელმწიფოს ნაწილის დეკოლონიზაცია სახელმწიფოთა გაერთიანება და
სახელმწიფო ტერიტორიის ნაწილობრივი დათმობა ან ანექსია. სახელმწიფოს
სამართალმემკვიდრეობის შემთხვევაში ადგილი აქვს სუვერენული ხელისუფლების
მუდმივ შეცვლას შესაბამისად სამხედრო ოკუპაციით ან ხელშეკრუელბის
ასფუძველზე. ტერიტორიაზე ექსკლუზიური მფლობელობის მინიჭებით
გამოწვეული დროებითი ცვლილებები არ იწვევს სახელმწიფოს
სამართალმემკვიდრეობას. ასევე განსხავებული შემთხვევაა როცა ერთი სახელმწიფო
მოქმედებს მეორე სახელმწიფოს დელეგატის ან წარმოამდგენლის სამრთლებრივი
ფუნქციით.

პრობლემათა პრევენცია ხელშეკრულებით, უსიტყვო თანხმობა და ესტოპელი


ახალ სახელმწიფოებს შეუძლიათ გახდნენ ხელშეკრულების მხარეები
სამართალმემკვიდრეობის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის გზით, რომელთა
ნამდვილობაც უნდა აღიარონ სხვა სახელმწიფოებმა, საერთაშორისო
ორგანიზაციებმა და საჭიროების შემთხვევაში საერთასორისო სასამართლომაც.

მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები ვერ გახდება იურიდიულად


სავალდებულო მესამე სახელმწფიოსთვის გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი
აშკარად გამოხატული განცხადებითა თუ ქცევით დაეთანხმებიან ასეთი
ხელშეკრულებების მათთვის სავალდებულოობას.

ტერიტორიული სუვერენიტეტი და შიდა იურისდიქცია

ავტორთა ნაწილი ამტკიცებს რომ წინამორბედი სახელმწიფოს შიდა სამართალი


უნარჩუნებს ძალას იქამდე ვიდრე ახალი ხელისუფლება მიღებს ზომებს მის
შესაცვლელად. მეორე ნაწილი კი მხარს უჭერენ მინიჭებული ან შეძენილი
უფლებების პრინციპს. ეს პრინციპი გულისხმობს რომ ხელისუფლების ცვლილება არ
ახდენს გავლენას უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შეძენილ უფლებებზე. ზოგიერთისთვის
კი უბრალოდ იმას ნიშნავს რომ ხელისუფლების შეცვლა გავლენას არ ახდენს კერზო
უფლებებზე, სხვებისთვის კი იმას რომ სამართალმემკვიდრე სახელმწიფოს
უფლებამოსილებებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ქონებრივ უფლებებთან
დაკავშირებით ვრცელდება შეზღუდვები, საერთაშორისო სამართლისიმ
ჩვეულებრივ წესებთან დამატებით რომლებიც სამართალმემკვიდრეობის
შემთხვევების გარეშეც არეგულირებებნ უცხოელთა მიმართ მოპყრობას.
ოკონელი ამბობს რომ საერთაშორისო სამართალში შეძელინ უფლებათა
პატივისცემის პრინციპი გულისხმობს ორმ ხელისუფლების ცვლილება არ უნდა
შეეხოს ინდივიდების ინტერესებს იმაზე მეტად ვიდრე ეს არის აუცილებელი. და
აგრძელებს ორმ სამართალმემკვიდრე სახელმწიფომ რომელიც შეცვლის ან გააუქმებს
შეძენილ უფლებებს უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლით დადგენილი
მინიმალური სტანდარტები.

ა) სახელმწიფო საკუთრება

აღიარებულია რომ ანექსირებული ან ცესიონერი სახელმწიფოს მიერ საჯარო


საკუთრების სამართალმემკვიდრეობით მიღება წარმოადგენს ჩვეულებით
საერთაშორისო სამართლის პრინციპს და საერთაშორისო მართლმსაჯულების
საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილებები მხარს უჭერს ამ პოზიციას.

ბ) საჯაროსამართლებრივი მოთხოვნები და სახელმწიფო ვალები


სამართალმემკვიდრე სახელწმიფოს უფლება აქვს მიიღოს წინამორები სახელმწიფოს
ფინანსური მოთხოვნები მათ შორის მისაღები გადასახადების შეგროვების უფლება.

უფრო მეტის დავის საგანს წარმოადგენს ჩანაცვლებული სახელმწიფოს ვალების


ბედი. შეიძლება ვივარაუდოთ რომ არ არსებობს სამართალმემკვიდრეობის
დადგენილი წესი თუმცა ზოგიერთმა ავტორმა დაასვკნა რომ ანექსიის ან
დანაშაულის შემთხვევაში ცესიისგან განსხვავებით როდესაც ცესიონერი
სახელმწიფო აგრძელებს არსებობას, სამართალმემკვიდრე ვალდებულია მიიღოს
გამქრალი სახელმწიფოს ვალები

ვენის კონვენცია ადგენს სამართალმემკვიდრე სახელმწიფოსთვი სახელმწიფო ვალის


გადაცემას რომელიც მცირდება თანასწორი პროპორციით სახელმწიფოს ნაწილის
გადაცემის გამოყოფის ან სახელწმიფოს დაშლის სემთხვევაში თუმცა როდესაც
სამართალმემკვიდრე ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოა სახელმწიფო ვალი
მასზე არ გადადის გარდა ხელშეკრუელბით განსაზღვრული შემთხვევებისა. ახალი
დამოუკიდებელი სახელმწიფო ნისნავს სამართალმემკვიდრე სახელმწიფოს რომლის
ტერიტორია იყო დამოუკიდებელი ტერიტორია და რომლის საერთაშორისო
ურთიერთობებზე პასუხისმგებელი იყო წინამორბედი სახელმწიფო ახალ
დამოუკიდებელ სახელმწიფოსა და სხვა სამართალმემკვიდრე სახელმწიფოებს შორის
ამგვარი განსხვავების არსებობა პრობლემურია

გ) სახელმწიფო კონტრაქტები და კონცესიები

როგორც წინამორბედი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის მიხედვით შეძენილი


უფლებების შემთხვევაში სახელმწიფო კონტრაქტებისა და კონვესიებისგან
გამომდინარე უფლებები შესაძლოა შეიცვალოს ახალი ხელისუფლების მიერ. ასეთ
ცვლილებებზე შეზღუდვები შესაძლოა გამომდინარეობდეს უცხოელების ან
ზოგადად ადამიანის უფლებების შესახებ რომელიმე საერთაშორისო სტანდარტიდან

ტერიტორიული ცვლილება თავისთავად არ აუქმებს ან აწესებს კერძო უფლებათა


განსაკუთრებულ სტატუსს, როდესაც კერძო უფლებები მოიცავს ეკონომიკის
არსებით კონტროლს უცხოელთა მიერ მინიჭებული ან შეძენილი უფლებების
პრინციპის ზოგიერთი თანანემდროვე მხარდამჭერი აკეთებს მნიშვნელოვან
შეფასებებს ოდიოზური კონცესიების ან სამართალმემკვიდრე სახელწმიფსო საჯარო
პოლიტიკის საწინააღმდეგო კონცესიების

კონკრეტული სამართლებრივი საკითხები

ა) მოქალაქეობა
ავტორების აზრით არსებული მტკიცებულებები მხარს უჭერს მოსაზრებას რომ
მოსახლეობა მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებში მიჰყვება
ხელისუფლების ცვლილებას.

ვერსალში ხელმოწერილი ხელშეკრულება უმცირესობათა შესახებ ადგენდა შემდეგს:


პოლონესთი ყოველგვარი ფორმალური მოთხოვნების გარეშე აღიარებს და
პოლონეთის მოქალაქეებად აცხადებს გერმანული ავსტრიული უნგრული და
რუსული წარმოშობის მოქალაქეებს რომლებიც დაიბადნენ და რომელთა მშობლების
ჩვეულებრივი საცხოვრებელი იყო ხსენებულ ტერიტორიაზე იმ შემთხვევაშიც კი თუ
წინამდებარე ხელსეკრულების ძალაში შესვლის დღეს თავად მათი ჩვეულებრივი
საცხოვრებელი არ არის ხსენებულ ტერიტორიაზე.
მიუხედავად ამ ყველაფრისა წინამდებარე ხელშეკრუელბის ძალაში შესვლიდან ორი
წლის განმავლობაში ამ პირებს უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ პოლონეთის
ხელისუფლების კომპეტენტურ წარმომადგენლებს იმ ქვეყანაში სადაც ცხოვრობენ
პოლონეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის მიზნით რის შემდეგაც ისინი აღარ
ჩაითვლებიან პოლონეთის მოქალაქეებად ამასთან ქმრის მეირ გაკეთებული
განცხადება გულისხმობს ცოლსაც ხოლო მშობლის მიერ 18 წლის ასაკამდე შვილებს.

არ არსებობს საერთაშორისო სამართლის ნორმა რომლის მიხედვითაც წინამორბედი


სახელმწიფოს მოქალაქეები იძენენ სამართალმემკვიდრე ასხელმწიფოს
მოქალაქეობას. საერთაშორისო სამართალს არ შეიძლება ჰქონდეს ასეთი პირადპირი
ეფექტი ხოლო სახელმწიფოთა პრაქტიკა არ ადასტურებს იმ მოსაზრებას რომ ეს
წარმოადგენს სუვერენიტეტის ცვლილების გარდაუვალ შედეგს თუმცა როგორც წესი
სახელმწიფოები თავიანთ მოქალაქეობას ანიჭებენ წინამორბედი სახელმწიფოს
მოქალაქეებს და ამ მხრივ შეიძლება ითქვას რომ შიდა სამართლის კანონით
დადგენილი დებულებების არარსებობის შემთხვევში არსებობს საერთაშორისო
სამართლით გათვალისწინებული პრეზუმფცია რომ შიდა სამართალს აქვს ასეთი
ეფექტი.

სუვერენიტეტი ნიშნავს პასუხისმგებლობას ხოლო სუვერენიტეტის ცვლილება არ


აძლევს ახალ ხელისუფლებას უფლებას უარი თქვას მოსახლეობაზე

ბ) დიპლომატიური პრეტენზიები და უწყვეტი მოქალაქეობის პრინციპი

მოქალაქეობის სამართალმემკვიდრეობა ზიანის დადგომისა და მოთოვნის


წამოყენების დროს შორის არ დაკმაყოფილდება თუ შესაბამისი პირი მოქალაქეობა
ტერიტორიული სუვერენიტეტის ცვლილების შედეგად შეიცვლის. მოქალაქეობის
შეცვლის შემთხვევაში სამართალმემკვიდრეობის პრინციპის დასაბუთებისთვის
მღებული არგუმენტიდან მინიმუმ ერთი ვეღარ იქნება გამოყენებული. კერძოდ რომ
იგი ხელს უშლის მოქალაქეს ორმელსაც მიადგა ზიანი აირციოს თავისი მფარველი
სახელმწიფო მოქალაქეობის შეცვლის გზით.

გ) სახელმწიფო პასუხისმგებლობის გადაცემის შესაძლებლობა

წყაროთა უმეტესობა მხარს უჭერს ზოგად წესს რომ პასუხისმგებლობა


საერთაშორისო დელიქტისთვის წყდება როდესაც სამარალდამრღვევი სახელმწიფო
წყვეტს არსებობას ანექსიის ან ანებაყოფლოითი ცესიის შედეგად.

არსებით პრობლემას წარმოადგენს სამართლებრივი დაცვის


ადგილობრივისაშუალებების ამოწურვის წესის არსებობა მაგალთად იმ შემთხვევაში
როდესაც საკუთრების ჩამორთმევა განხორციელდა წინა ხელისუფლების
კანონმდებლობის მიხედვით თუ ახალი სახელმწიფო უარს იტყვის შიდა სამართლის
სამართალმემკვიდრეობის აღიარებაზე შესაძლო მაგრამ არა აუციელბელი შედეგი
იქნება ის რომ აღარ იარსებებს სამართლებრივი დაცვის ადგილობრივი სშუალებები
და ნებისმიერ შემთხვევაში საერთაშორისო პასუსხისმგებლობა არ გადავა
სამართალმემკვიდრეზე

ე) სახელშეკრულებო სამართალი: ზოგადად

როგორც ჩანს ნაწილობრივი სამართალმემკვიდრეობის ესეიგი ანექსიის ან ცესიის


შემთხვევებში როდესაც დამარცხებული სახელმწიფო არ წყვეტს არსებობას არ
სეიძლება ადგილი ჰქონდეს ხელშეკრულებების სამართალმემკვიდრეობას.

ახალი სახელმწიფოს წარმოშობის შემთხვევაში სახელმწიფო


სამართალმემკვიდრეობის შედეგად მისთვის სავალდებულო არ არის წინამორბედი
ხელისუფლების ხელშეკრულებები. ზოგადი პრინციპის მიხედვით ახალი
სახელმწიფოსთვის რომელიც არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს
ხელშეკრულება ვერ გახდება სავალდებულო და გარდა ამისა ხელშეკრუელბის სხვა
მხარეები არ არიან ვალდებულნი მიიღონ ახალი მხარე სამართლის მოქმედების
საფუძველზე.
გადაცემის დაუშვებლობის წესი ვრცელდება როგორც სახალი დამოუკიებელი
სახელმწიფოების გამოყოფის ისე სახელმწიფოთა გაერთიანების ან დაშლის
მეშვეობით ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბების შემთხვევებზე.

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამონაკლისი გადაცემის დაუშვებლობის


ზოგადი წესიდან:

ა) ხელშეკრულებები რომლებიც წარმოადგენს საყოველთაო საერთაშორისო


სამართლის ნორმების დადასტურებას. ზოგიერთი მრავალმხრივი კონვენცია შეიცავს
ნრმებს რომლებიც საყოველთაოდ აღიარებულია მაგალითად კონვენცია ღია ზღვის
შესახებ და კონტინენტური შელფის შესახებ კონვენციის ნაწილები ასეთ წესები სხვა
სახელმწიფოების მსგავსად სავალდებულოა სამართალმემკვიდრე
სახელმწიფოსთვის.
სასაზღვრო ხელშეკრულებები ბევრი იურისტი იმისგან დამოუკიდებლად აღიარებს
თუ არა ლოკალურ ხელშეკრულებებს როგროც სუფთა ფურცლის წესიდან
გამონაკლისს სასაზღვრო ხელშეკრულებებს განიხილავს როგორც განსაკუთრებულ
შემთხვევას.

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციათა წესდებები

მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ საერთაშორისო სამართლის


საყოველთაო პრინციპების საფუძველზე გახდნენ მათ წინამორბედთა
ვალდებულებების სამართალმემკვიდრენი არსეთი პრინციპები არ ვრცლედება
საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობაზე. მიდგომა განისაზღვრება კონკრეტული
ორგანიზაციის წესდების დებულებებით გაეროს შემთხვევაში ყოველი ახალი
დამოუკიდებელი ასხელმწიფო ვალდებულია შეიტანოს განაცხადი გაეროს
წევრობაზე.
ზ) სახელშეკრუელბი სამართალი: სამართალმემკვიდრეობა ხელმოწერის
რატიფიკაციის და დათქმების მიამრთ

შესაძლოა სახელმწიფო გახდეს მისი წინამორბედის მიერ რატიფიცირებული იმხ


ელშერულების იურიდიული შედეგების სამართალმემვიდრე რომელიც ჯერ არ
შესულა ძალაში თუმცა სადავოა გადადის თუ არა ახალ სახელმწიფოზე
მემკვიდრეობით იმ ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგები რომელიც მოთხოვს
რატიფიცირებას.

ტერიტორიული ცვლილებების პოლიტიკური ფორმის მნიშვნელობა

ფაქტობრივი და პოლიტიკური მოვლნები რომლებიც იწვევს სუვერენიტეტის


ცვლილებას შესაზლოა სამრთლებრივად მნიშვნელოანი იყოს კონკრეტულ
გარემოებებში. თუ სამართალმემკვიდრე აღიარებს ან უარს იტყვის წინამორბედთან
პოლიტიკურ სამართალმემკვიდერეობაზე აღნიშნულმა შესაძლოა სამართლებრივ
საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხების ან ესტოპელის ეფექტი
გამოიწვიოს.
სამართალმეკვკდრეობის მესამე სახელმწიფოთა მიერ აღიარება მნისვნელოვანი
ელემენტია ვინაიდან პოლიტიკური სამართალმემკვიდრეობის შეფასება მეტწილად
არჩევანის და აღიარების საგანია

დოქტრინა დაბრუნების უფლების რევერსიის შესახებ


შესაძლოა რომ სმართლამემკვიდრეობა მესახმე სახელმწიფოთა მიერ საყოველთაო
აღიარების საფუძველზე წარმოიშვას რევერსიის ფორმით მაგალითად მივიჩნიოთ
რომ სამართალმემკვიდრე სახელმწიფომ დაიბრუნა პოლიტიკური და
სამართლებრივი იდენტობა რომელიც მას ჩამორთმეული ჰქონდა დანაწევრების ან
კოლონიზაციის შუალედურ პერიოდში. წინამორბედი მფლობელის მიერ
ტერირტორიის გადაცემა ან ტერიტორიული ცვლილებების აღიარება არ არის
სავალდებულო სამართალმემკვიდრეობისთვის არსებობს მოსაზრება რომ ემსამე
სახელმწიფოთა მხრიდან ცნობის გარდა შეასძლოა შექმნას პრეზუმფცია
სამართალმემვკდრე სახელმწიფოს სასარგელოდ.

უფლებებისა და ვალდებულებების გადაცემის სხვა შემთხვევები

არ არსებობს წესი ორგანიზაციებს შორის ავტომატური სამართალმემკვიდრეობის


თაობაზე და ძირითად კრიტერიუმად უნდა მივიჩნიოთ ორგანიზაციის წევრი
სახელმწიფოების განზრახვა შესაბამის დროს.

როგორც ამბობენ არსებობდა სამი გზა რომლითაც ლიგის დაშლის შემდეგ


გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შეიძლებოდა გადასცემოდა ამ უკანასკნელის
უფლებამოსილებანი მანდატებთან დაკავშირებით. კერძოდ ა) თუ შედგებოდა
კონკრეტული შეთანხმება ამ მიზნით ბ) თუ ასეთი სამართალმემკვიდრეობა უნდა
იგულისხმებოდეს რაიმე ფორმით ან გ) თუ ნაჩნვენები იქნებოდა რომ კონკრეტული
მანდატის მფლობელი ამ შემთხვევაში სამხრეთ აფრიკა დაეთანხმა იმას რაც
ფაქტობრივად ნიშნავს ანგარიშვალდებულების განახლებას იმ თვალსაზრისით რომ
იგი ეთანხმებოდა ახალი და განსხვავებული სუბიექტის გაერიანებული ერების ან
მისი რომელიმე ორგანის მიერ ზედამხედველობი განხორციელებას და მის წინაშე
ანგარიშვალდებულებას.

წარმომადგენლობის შემთხვევები

სახელმწიფოები შეიძლება მოქმედებდნენ სხვა სახელმწიფოების სახელით სხვადსხვა


მიზნებისთვის იმ პორიბით რომ მათ აქვთ საამისო უფლებამოსილება და ისინი არ
აჭარბებენ ამ უფლებამოსილებებს. სახელმწიფოებმა შეიძლება დანიშნონ სხვა
სახელმწიფოები თავიანთ წარმომადგენლებად სხვადსხვა მიზნებისთვის მათ შორის
ხელშეკრულებების დასადებად. ასეთი წარმომადგენლობა შეიძლება
გამომდინარეობდეს ფედერაციის ან დამოკიდებულების ან დაცვის ან სხვა
ურთიერთობის არსებობიდან. ორგანიზაცია შესაძლოა გახდეს თავისი წევრი
სახელმწიფოების და სხვათა წარმომადგენელი ხელშეკრულების საფუძველზე იმ
საკითხებთან დაკავშირებით რომლებიც სცდილდება მის კომპეტენციას ხოლო
სახელმწიფო შეიძლება მოქმედებდეს როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი
უფლების დათმობა

ვენის კონვენცია სახელშეკრულებო სამართლის შესახებ არ შდეიცავს დებულებებს


უფლებების ან ვალდებულებების დათმობის თაობაზე როგორც კომისიამ აღნიშნა
ამის მიზეზი ის არის რომ დათმობის ცნება რომელიც მოიპოვება ზოგიერთ შიდა
სამართლის სისტემაში და რომლითაც გარკვეულ პირობებში კონტრაქტიდან
გამომდინარე უფლებები შესაძლოა გადაცემულ იქნეს მეორე მხარის თანხმობის
გარეშე არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აღაირებულ ცნებას.

You might also like