You are on page 1of 21

სახელმწიფო სუვერენობა და თანასწორობა

სახელმწიფოთა სუვერენობა და თანასწორობა წარმოადგენს ერთგვაროვანი


სამართალსუბიექტობის მქონე ძირითადად სახელმწიფოებისგან შემდგარი
საზოგადოების მარეგულირებელი ერთაშორისი სამართლის ფუძემდებლურ
დოქტრინას. თუ საერთაშორისო სამართალი არსებობს მაშნ სახელმწიფოს
სუვერენობის დინამიკა შეიძლება გამოიხატოს სამართალში და რადგან
სახელმწიფოები არიან თანასწორნი და აქვთ სამართალსუბიექტობა სუვერენულობა
ძირითადად ნიშნავს სამართით განსაზღვრულ დამოკიდებულებას სხვა
სახელმწიფოებთან.
სახელმწიფოთა სუვერენობიდან და თანასწორობიდან გამომდინარე მთავარი
დასკვნები შემდეგია: 1. როგორც წესი ექსკლუზიური იურისდიქცია ტერიტორიაზე
ად მასში მცხვორებ მოსახლეობაზე 2. სხვა სახელმწიფოთა ექსკლუზიურ
იურისდიქციაში ჩაურევლობის ვალდებულება და 3. ჩვეულებით სამართლიდან და
ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები წარმოშობილ
ვალდებულებები წარმოშობილ ვალდებული პირის თანხმობით. ამ უკანასკნელს
თავისი სპეფიციკური გამოყენება აქვს მაგალითად საერთაშორისო სასამართლოების
იურისდიქცია დამოკიდებულია მხარეთა თანხმობაზე: საერთაშორისო
ორგანიზაციების წევრობა სავალდებულო არ არის და ასეთი ორგანიზაციის
ორგანოების უფლება განსაზღვრულ საკუთარი კომპეტენცია, მიიღონ
გადაწყვეტილებები ხმათა უმრავლესობით და აღასრულონ მიღებული
გადაწყვეტილებები დამოკიდებულია წევრი სახელმწიფოების თანხმობაზე.

სუვერენიტეტი არის დისკრეციული უფლება ანუ მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია


მიანიჭოს საკუთარი მოქალაქეობა მისი შიდა სამართლის გაგებით< მოახდინოს
საკუთარი ტერიტორიული ზღვის დელიმიტაცია და მიიღოს გადაწყვეტილება
ტავდაცვითი ღონისძიების საჭიროებაზე, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში
უფლებამოსილებების განხორციელება მოქცეულია სამართლის ჩარჩოებში

სუვერენობა და წესების გამოყენება

ა) ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების მოქმედების ძალა

სასამართლო ვერ ხედავს სახელმფიწოს მიერ სუვერენიტეტის დათმობას იმაში რომ


მან დადო ხელშეკრუელბა, რომლითაც ივალდებულა ამა თ იმ მოქმდებეის
შესრულება ან მისგან თავის სეკავება საერთაშორისო შეთანხმების დადება
სახელმწიფო სუვერენიტეტის ატრიბუტია

ბ) ხელშეკრულების განმარტება
საერთაშორისო სასამართომ რამდენჯერმე განაცხადა რომ სუვერენული უფლებები
სახელშეკრუელბო ვალდებულებების შეზღუდულად განმარტებისსაფუძველს
წარმოადგენს მაგრამ ყველაფერი მაინც კონტექსტზე, მხარეთა განზრახვებზე და სხვა
კონკრეტულ შემთხვევებში აქტუალურ პრინციპებზე, მაგალითად ეფექტურობაზეა
დამოკიდებული

გ) პრეზუმფციები და მტკიცების ტვირთი

ზოგადი პრეზუმფციის არსებობა გამოიწვევდა უხერხულ სიტუაციებს ან ბოროტად


იქნებოდა გამოყენებული. პრობლემის კონტექსტი ყოველ კონკრეტუ ლშემტხვევაში
განსაზღვრავს თუ რგორი მტკიცების ტვირთი წარმოეშვება იმ მხარეს რომელიც
ცდილობს დაამტკიცოს სუვერენიტეტის შეზღუდვის ვალდებულების არსებობა

სუვერენობა და კომპეტენცია

სუვერენიტეტში გულისხმობენ სამართლებრივ კომპეტენციასაც რომელიც


სახელმწიფოს აქვს ზოგადად ან ამ კოპპეტენციის რომელიმე კონკრეტულ
გამოხატულებას ან ამ კომპეტენციის რომელიმე ერთი ასპექტის დასაბუთებას,
მაგალითად იურისდიქციას მათ შორის სახელმწიფოს ტერიტორიაზე
საკანონმდებლო კომპეტენციას, უწოდებენ ხოლმე სუვერენიტეტს ან სუვერენულ
უფლებას. სუვერენიტეტი შეიძლება უწოდონ ტერიტორიაზე უფლების შეძენის
კომპეტენციას ან უფლების განხორციელებიდან გამომდინარე უფლებებს. ამავე
ცნებაში გულისხმობენ ტრიტორიული სუვრენიტეტის ურთიერთპატივისცემის
ვალდებულებას და ტერიტორიული იურისდიქციის პრივილეგიებსაც ანუ
სუვერენულ ან სახელმწიფო იმუნიტეტებს. ზოგადად სუვერენიტეტი გულისხმოს
ჩვეულებით სამართალზე დაფუძნებულ და სხვა სახელმწიფოს თანხმობისგან
დამოუკიდებელ უფლებებსა და პრივილეგიებს

ორგანიზაციების წევრობა

სახელმწიფოთა ორგანიზაციების ინსტიტუციური ასპექტები გვიჩვენებს


სუვერენული თანასწორობის პრინციპის რეალურ და არა ფორმალურ მნიშვნელობას.
მაგალითად ორგანიზაციაში გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღებოდეს როგორც
ხმათა უმრავლესობით ისე პროპორციული უმრავლესობით ორგანოებს შეიძლება
ჰქონდეთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილებები მათ შორის შესასრულებლად
სავალდებულო წესები ყველა ან რომელიმე წევრი სახელმწიფოს თანხმობის გარეშეც.
თუ ორგანიზაცია არსებითად იჭრება შიდასახელმწიფოებრივ იურისდიქციაში მაშინ
იგი შეიძლება უახლოვდებოდეს ფედერაციას და ამ შემტხვევაში საქმე ეხება არა
მარტო წევრების კომპეტენციის არეალს არამედ უშუალოდ სუბიექტობასაც. ამ
მიჯნის გავლება იოლი არ არის მაგრამ ასახელებენ კვდომის სემდეგ კრიტერიუმებს:
წევრობის სავალდებულოობა, გადაწტვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობით<
ორგანიზაცია თავად განსაზღვრავს თავის იურისდიქციას და წევრი სახელმწიფოების
თანხმობისგან დამოუკიდებლად ორგანიზაციის გადაწყვეტილებების
სავალდებულოობა.

შიდასახელმწიფოებრივი იურისდიქციის ხელშეუხებელი სფერო

სახელმწიფოთა დამოუკიდებლობიდან და თანასწორობიდან გამომდინარეობს


ვალდებულება რომ სახელმწიფოებმა თავი შეიკაონ სხვა სახელმწიფოთა საშინაო ან
საგარეო საქმეებში ჩარევისგან. ჩაურევლობის ვალდებულება ფუძემდებლური
პრინციპია რომელიც თავის თავში შეიცავს ბევრ სხვადასხვა წესს ახელმწიფოთა
სამართლებრივი კომპეტენციასთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.
ზოგადი საერთაშორისო სამართლის მიხედვით სახელმწიფოს კომპეტენციაში
შემავალ საკითხებს უწოდებენ სახელმწიფოს ხელშეუხებელ სფეროში შიდა
იურისდიქციაში შემავალ საკითხებს.

ზოგადი პოზიცია იმაში მდგომარეობს რომ იურისდიქციის ხელშეუხებელი სფერო


არის სახელმწიფოს საქმიანობის ის სფერო რომელშიც სახელმწიფოს იურისდიქცია
არ არის შებოჭილი საერთაშორისო სამართლით: ამ სფეროს მოცულობა
დამოკიდებულია საერთაშორისო სამართალზე და იცვლება საერთაშორისო
სამართლის განვითარებასთან ერთად.

სახელმწიფოს ხელისუფლების შიდა კანონიერი აქტის გაუქმება ან ხელშეშლა არ


შეუძლია არც ერთ გარე ძალასდ და საერთაშორისო პასუხისმგებლობას შორის
რომელსაც იწვევს კანონმდებლობის გათვალსიწინებული კომპეტენციის
განხორციელება უფლებამოსილების გადამტებით,. ამ განსხვავებას ცხადია ფართო
გამოყენება აქვს მაგრამ ის მაინც არ არის აბსოლუტური. კერძოდ, ცალკეულ
შემთხვევებში საერთააშორისო სამართლით შეიძლება დადგინდეს შეზღუდვები
სახელმწიფოთა შიდა ტერიტორიულ კომპეტენციაზე საერთაშორისო
სახელშეკრუელბო ვალდებულების ძალით მაგალითად ისეთი კანონმდებლობის
აკრძალვა რომელიც ახდენს მოსახლეობის რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციას.

საერთაშორისო სასამართლოები და მითითება შიდა იურისდიქციაზე

შიდასახელმწფიეობრივი იურისდიქციის საერთაშორისო სასამართლოებთან


მიმართების ძირითადი მახასიათებელია ის რომ შიდასახელმწიფეობრივი
იურისდიქცია არ ახდენს რაიმე კონკრეტულ გავლენას. პრაქტიკაში საერთაშორისო
სასამართლო შიდასახელმწიფოებრივ იურისდიქციაზე მითითებს აერთიანებს
ხოლმე საქმის არსებითად განსახილველ ნაწილთან რადგან თუმცა ეს მიღთთება
პრინციპში წინასწარი პროტესტია, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული არსებითად
განსახილველ საკითხებთან.

იურისდიქციული კომპეტენცია

იურისდიქციაში იგულისხმება ხშირად სუვერენიტეტად წოდებული სახელმწიფოთა


ზოგადი სამართებრივი კომპეტენციის ცალკეული ასპექტები. იურისდიქცია არის
სუვერენიტეტის ერთ ერთი ასპექტი და მოიცავს სასამართო საკანონმდებლო და
ადმინისტრაციულ კომპეტენციას. ადაწყვეტილების მიღების ან წესების დადგენის
უფლებამოსილებისგან უნდა განვასხვაოთ აღმასრულებელი ღონისძიების მიღების
უფლებამოსილება რომელიც მიმართულია მღებული გადაწყვეტილებების ან
დადგენილი წესების შესრულებისკენ ან გამომდინარეობს მათგან. სამარძთლის ამ
სფეროს ამოსავალი წერტილი არის პოსტულატი როგორც მინიმუმ პრეუმფციის
დონეზე რომ იურისდიქცია არის ტერიტორიული მაგრამ ტერიტორულმა თეორიამ
განვითარება განიცადა დაგროვილი გამოცდილების ფონზე და ამ სფეროში მოქმედი
სამართალი რმელიც ჯერ კიდევ არ არის მკაფიო ვითარდება ორი პრინციპის
საფუძველზე. პირველი ტერიტორიული თეორია მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ
საუკეთესო სამართლებრივ საფუძვლად ითვლება, ვერ იძლევა მზა რეცეპტს
ზოგიერთი თანამედროვე იურისდიქციული კონფლიქტის გადასაწყვეტად. მეორე
უზტუნველყოფილი უნდა იყოს არსებითი და ნამდვილი კავშირი. ერთი მხრივ
იურისდიქციის საგანსა და მეორე მხრივ განსახორციელებელი. იურისდიქციის
ტერიტორიულ სფეროსა და გონივრულ ინტერესებს შორის. ასევე უნდა არინიშნოს
რომ იურისდიქციის განსახორციელებლად საკმარისი საფუძვლების არსებობა
ჩვეულებრივ სხვა სახელმწიფოთა უფლებებზეა დამოკიდებული და მხოლოდ ერთ
სახლემწიფოს შიდა კომპეტენციის სფეროს არ წარმოადგენს.

სამოქალაქო იურისდიქცია

უცხოელების მიმართ მოპყრობის საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების


შესასრულებლად სახლემწიფო ვალდებულია ჩვეულებრივ გარემოებებში ჰქონდეს
ისეთი სასამართლო სისტემა რომელიც უფლებამოსილია განიხილოს სამოქალაქო
საქმეები და ამ პროცესში საჭიროები შემთხვევაში გამოიყენოს საერთაშორისო კერძო
სამართალი როდესაც საქმეში მონაწილეობს უცხოური ელემენტი. სამოქალაქო
იურისდიქციის განხორციელება საბოლოო ჯამში უზრუნველყოფილია
სისხლისსამართლებრივი სანქციებით, ანუ დიდი განსხვავება არ არის უცხოელებზე
სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის იურისდიქციის გავრცელებით გამოწვვეულ
პრობლემებს შორის. ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს დამდგენ იურისდიქციასთან
და ყველა შემთხვევაში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობახშირად მოიცავს
პროცესს რომელიც სამოქალაქოა მაგრამ არსებითად იძულებითი და სადამსჯელო
ხასიათისაა.

სისხლის სამართლის იურისდიქცია

ა) ტერიტორიული პრინციპი

პრინციპი რომლის თანახმადაც დანაშაულის ჩადენის ადგილის სასამართლოებს


იურისდიქციის განხორციელების უფლებამსილება აქვთ, საყოველთაოდაა
აღიარებული და წარმოადგენს სუვერენიტეტის როგორც სახელმწიფოს ხელთ
არსებული სამართლებრივი კომპეტენციის ერთობლიობის ერთ ერთ უმთავრესად
ტერიტორული განხრის გამოვლინებას. დანაშაულის შემთხვევაში ამ პრინციპს რიგი
პრაქტიკული უპირატესობები ახასიათებს მათ შორის საქმის განხილვის ადგილისა
და დანაშაულის ჩადენის ადგილის სახელმწიფოების შესაძლო ინტერესები არსებობს
ასევე პრინციპის სუბიექტური გამოყენების პრაქტიკა როდესაც იურისდიქციას
ავრცელებენ დანაშაულზე რომელიც დაიწყო მოცემულ სახელმწიფოში მაგრამ
დასრულდა ან ბოლომდე იქნა მიყვაილი სხვა სახელმწიფოში საყოველთაოდ
მიღებულია და ხშირად იყენებენ ობიექტურ ტერიტორიულ პრინციპს რომლის
დროსაც სხელმწიფოს განსჯადობა აქვს იმ შემტხვევაშიც თუ დანაშაულის
შემადგენლობის რომელიმე არსებითი ელემენტი განხორციელდა მის ტერიტორიაზე.
კლასიკური მაგალითია იარაღის გასროლა სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით
რამაც ადამიანის მკვლელობა მეორე სახლემწიფოს ტერიტორიაზე გამოიწვია მაგრამ
აღნიშული პრინციპი შეიზლება გამოიყენონო როგორც განსჯადობის საფუძველი
სიეთი დანაშაულების პმიმართაც როგორიცაა შეთქმულება და აშ

ბ) მოქალაქეობის პრინციპი

მოქალაქეობა როგორც სუვერენიტეტისადმი ერთგულება და მისი შემადგენელი


ნაწილი, საყოველთაოდ მიჩნეულია ტერიტორიის გარე ქმედებებზე იურისდიქციის
განხორციელების საფუძვლად. ამ პრინციპის გამოყენება შეიძლება მოხდეს
საცხოვრებელ ადგილზე ან ქვეშევრდომობის დამადასტურებლელ სხვა ისეთ
კავშირებზე მითითებით რის დასაბუთებაც მოეთხოვებათ უცხოელებს.

მეორე მხრივ ვინაიდან ტერიტორიული და მოქალაქეობის პრინციპები აგრეთვე


ორმაგი მოქალაქეობა იწვევს რამდენიმე სახელმწიფოს განსჯადობას და აქედან
გამომდინარე ერთი და იმავე ქმედებისთვის პასუხისგებაში ორჯერ მიცემის
შესააძლებლობას ამიტომ ბევრი სახელმწიფო თავად აწესებს შეზღუდვებს
მოქალაქეობაზე და ხშირად სახელმწიფო მხოლოდ მძიმე დანაშაულების
შემთხვევაში ერევა

გ) პასიური მოქალაქეობის პრინციპი

ამ პრინციპის მიხედვით უცხოელები შეიძლება დაისაჯონ მოცემული სახლემწიფოს


მოქალაქეების საზიანოდ საზღვარგარეთ ჩადენილი ქმედებებისთვის.
იურისდიქციის განხორციელების სხვადასხვა საფძუძვლებს შორის ეს პრინციპი
ყველაზე ნაკლებადაა დასაბუთებული

დ) დაცვით ანუ უსაფრთხოების პრინციპი

თითქმის ყველა სახელმწიფო ახორციელებს იურისდიქციას უცხოელებზე


რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ
მიმართული ქმედებები. ეს ცნება თავის თავში მოიცავს სხვადასხვა პოლიტიკურ
დანაშაულსაც მაგრამ არა მხოლოდ პოლიტიკურ ქმედებებს. ამ თვალსაზრისით
ხშირად დასჯადია ვალუტასთან დაკავშირებული საიმიგრაციო და ეკონომიკური
დანაშაულები

ე) უნივერსალური იურისდიქციის პრინციპი

ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი როგორც წესი გარკვეული შეზღუდვებით იყენებს


პრინციპს რომლის თანახმადაც დასაშვებია არამოქალაქეებზე იურისდიქციის
განხორციელება თ გარემოებები მთა შორის დანაშაულის ხასიათი ამართლებს მათ
აღკვეთას საერთაშორისო საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთია
ჩვეულებრივი დანაშაულები მაგალითად მკვლელობა, თუ დანაშაულის ჩადენის
ადგილი ს სახელმწიფოს უარს აცხადებს ექსტრადაციაზე დაიმავდროულად არ სურს
დამნაშავის თავად გასამართლება, აგრეთვე მქოალაქეობის არმქონე პირების მიერ ისე
ადგილას ჩადენილი დანაშაულები რომელიც არც ერთ სახელმწიფოს იურისდიქციას
არ ექვემდებარება

ვ) საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული დანაშაულები

დღეს საყოველთაოდ აღიარებულია რომ ომის კანონების განსაკუთრების 1907 წლის


ჰააგის კონვენციისა და 1949 წლის ჟენევის კონვენციების დარრვევები შეიძლება
დაისაჯოს ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ რომლის ხელთაც აღმოჩნდებიან ამ
დანაშაულებსი ეჭვმიტანილი პირები. ხშირად ასეთი პირობის არსებობა
უნივერსალუტი პრინციპის აღიარებად მიიჩნევა

სხვადასხვა პრინციპების ურთიერთმიმართება


პრინციპები ძირითადად წარმოადგენს მთელი რიგი შიდასახელმწიფოებრივი
ნორმების განზოგადებას და თავად ნორმებიც მკაფიოდ არ განსაზღვრავს
იურისდიქციათა კატეგორიებს ისე როგორც მაგალითად კონტინენტური შელფის
შესახებ დიდი ბრიტანეთის ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, რომელიც
გარკვევით უთითებს საერთაშორისო სამართლით აღიარებულ კონკრეტულ
ინტერესებზე.

ექსტრატერიტორიული აღსრულებითი ღონისძიებები

მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში რომ სახელმწიფოს არ შეუძლია საკუთარი


კანონმდებლობის შესაბამისი აღსრულების ღონისძიებები სხვა სახელმწიფოს
ტერიტორიაზე განახორციელოს ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშეე. სხვა
სახელმწიფსო ტერიტორიაზე დაუშვებელია პირის დაკავება, სასამართლო უწყების
ჩავარება, პოლიციუუირ ან საგადასახადო გამოძიებისჩატარება, დოკუმენტების
წარმოადფგენის შესახებ ბრძანების აღსრულება. აღნიშნული დაშვებულია მხოლოდ
საერტაშორისო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში და ამ ხელშეკრულების
პირობების შესახბამისად ან სხვაგვარი თანხმობის შემთხვევაში. წინააღმდეგობებს
ადგილი ქვს ეკონომიკური რეგულირების სფეროში. განსაკუთრებით
ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის თვალსაზრიით. შესაძლოა, სახელმწიფოები
დათანხმდნენ აღსრულებით იურისდიქციის განხორციელებაზე ისეთ საკითხებში
რომლებიც ობიექტური ტერიტორიული იურისდიქციის პრინციპით რეგულირდება.

მოქმედი სამართლის ზოგადი მიმოხილვა

სამართის სქემატური სახით გადმოცემა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს ამასთანავე


იურისდიქციის სხვადასხვა ასეპქტების ცალ ცალკე განსაზღვრამ შესაძლებელია
ზოგიერთი არსებით და ლოგიკური საკითხი გამოავლინოს

ა) ფუნდამენტური ანუ საკანონმდებლო იურისდიქციის შემთხვევაში იურისდიქციის


ტიპებს შორის არსებით განსხვავება არ არის. ავტორების მიერ საპრეზენტაციო
სმასალებში გამოყენებული ფორმები არ იძლევა რაიმე მნიშვნელოვან განსხავვებას იმ
პრინციპების თვალსაზრისით რომლებიც ექსტრატერიტორიული იურისდიქციას
ზღუდავს. მაგალითად უცხოელების მიმართ სამოქალაქო იურისდიქციის
განხორციელება არსებითაც იმავე პრობლემებს წარმოშობს რასაც მათზე სისხლის
სამართლის იურისდიქციის განხორციელება

ბ) ასევე არ არსებობს არსებით განსხვავება იმ სამართებრივ საფუძვლებში რომელსაც


ემყარება და იმ შეზღუდვებში რომელსაც წესებს ერთი მხრივ ფუნდამენტური და
მეორე მხრივ აღსრულებითი იურისდიქცია. ისინი ერთმეორის შემავსებელი და
თანმდევია თუ მაგალთად ფუნდამენტური იურისდიქცია სცდება კანონიერ
ჩარჩოებს მაშინ მისი თანმდევი აღსრულებითი იურისდიქციაც უკანონო იქნება.

გ) ტერიტორიული და მოქალაქეობის პრინციპები ყველა ტიპის იურისდიქციისთვის


ორი საყოველთაოდ აღიარებული საფუძველია მაგრამ ამ პრინიპების გამოყენება
დამოკიდებულია სხვა პრინციპების მოქმედებაზე
დ) ექსტრატერიტორიული ქმედებები შეიძლება იიურისდიქციის განხორციელების
კანონიერი ობიქტი იყოს მხოლოდ იმ შმეთხვევაში თ დაცული იქნება რამდენიმე
ზოგადი პრინიციპი
1. შესაბამის საკითხსა და იურისდიქიციის წყაროს შორის არსებითი და
კეთილსინდისიერი კავშირი არსებობს
2. დაცულია სხვა სახელმწიფოს შიდა და ტერიტორიულ იურისდიქციაში
ჩაურევლობის პრინციპი
3. უზრუნველყოფილია ურთიერთდათობა, ორმხრივობა და პროპოორციულობა
მაგალითად საზღვრაგარეთ მცხოვრები მოქალაქეეები არ უნდა აიძულონ რომ
დაარღვიონ საცხოვრებელი ადგილის ქვეყნის კანონმდებლობა
ე) იურისდიქციასთან დაკავშირებით ჩვეულებით სამართის ნორმები და სამართლის
ზოგადი პრინცნპები შიდა იურისდიქციისა და მისი თანმდევი სხვა სახელმწიფოთა
შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპიდან გამომდინარეობს. ეს პრინციპები არ
გამოიყენება ან უვარგისია გამოყენებისთვის 1. კონკურირებადი იურისდიქციებისა
და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო დანაშაულების შემთხვევაში. ამ
სფეროებში ჩამოყალიბდა სპეციალური წესები რომელიც ასევე გამოიყენება ღია
ზღვის, კონტინენტური შელფის განსაკუთრებული ეკონომიკურ ზონის კოსმოსის ან
ანტარქტიკის მიმართ
ვ) უნდა გავითვალისწინოთ ტერიტორიული იურისდიქციის პრინციპის
თანაფარდობა სხვა პრინციპებთანმაგალთად იგი არ გულისხმობს საკუთარ
ტერიტორიაზე მხოლოდ საკუთარი კანონმდებლობის გამოყენებას უცხოელთა
მიმართ. აქ რამდენიმე ვარიანტია პირველი გამორიცხული არ არის უცხოელის
წარმოშობის სახელმწიფოს იურისდიქცია, მეორე ტერიტორიული იურისდიქცია
გამოირიცხება თუ არ არსებობს არსებით კავშირი უცხოელ ფიზიკურ პირს ან
უცხოურ კორპორაიასა და იურისდიქციის განხორციელების მსურველ ასხელმწიფოს
შორის.
ზ) იურისდიქცია რომელიმე ერთ საფუძვლით არ გამორიცხავს იურისდიქციას სხვა
საფუძვლითაც ერთ და იგივე ქმედება შეიძლება კანონიერად ექცეოდეს რამდენიმე
იურისდიქციაში მაგრამ გამორიცხვის ემთხვევები შეიძლება დადგინდეს
საერთაშორისო ხელშეკრულებით> მაგალითად თვთფრინავის ბორტზე ჩადენილი
დანაშაულების მიმართ.
უცხოურ კორპორაციებზე პერსონალური იურისდიქციის განხორციელების
საფუძველი

1. პერსონალური იურისდიქციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ


შმეთხვევაში თ უცხოური კომპანია სამეწარმეო საქმიანობას ეწევა ან
განთავსებულია ტერიტორიული იურისდიქციის ფარგლებში
2. მიიჩნევა რომ უცხოური კომპანია წარმოამდგენლის მეშვეობით სამეწარმეო
საქმიანობას ეწევა იურისდიქციის ფარგლებში მხოლოდ იმ შემთხვევაში თ ამ
წარმომადგენელს აქვს მარწმუნებლის სხელით კონტრაქტების გაფორმების
იურიდიული უფლებამოსილება
3. არმიიჩნევა რომ იურისდიქციის ფარგლებში სათავო უცხოური კომპანია
სამეწარმეო საქმიანობას ეწევა მისი ფილიალის მეშვეობით თუ არ
დადასტურდება რომ ფილიალი სათავო კომპანიის წარმომადგენელია იმ
თვალსაზზრისით რომ იგი სათავო კომპანიის ბიზნესს მისი იურისდიქციის
ფარგლებში აწარმოებს
4. პატივი უნდა ვცეთ სათავო კომპანიის და მისი ფილიალის განსხვაებულ
სამართალსუბიექტობას ისეთ ცნებები როგორებიცაა სამეწარმეო პირი და
ორმხრივი პარტნიორობა როდესაც ისინი გამოყენება უცხოურ სათავო
კომპანიაზე პერსონალური იურისდიქციის დასაბუთებისთვის იმ საფუძვლით
რომ ფილიალი იმყოფება იურისდიქციის ფარგლებში ეწინააღდეგება მყარ
სამართლებრივ არგუმენტს ვინაინდან ამ დროს ხდება სათავო კომპანიის და
მისი ფილიალის ერთმანეთისგან განსხვავებული სამართალსუბიექტობის
უგულებელყოფა
5. პერსონალური იურისდიქციის განხორციელების მარეგულირებელი
ჩვეუელბრივი წესები არ უნდა გამოიყენებოდეს ისე რომ მათი მოქმედება
გასცეს სათანადო ფარგლებს და ფუნდამენტური იურისდიქცის გავრცელდეს
უცხოელებზე საზღვარგარეთ. პერსონალური იურეისდიქციის გაფართოება
არც იმით შეიძლებაგავამართოთ რომ ის აუცილებელია კანონმდებლობის
აღსრულებისთვის ხოლო თავად ეს კანონმდებლობა სცდება ფუნდამენური
იურისდიქციის ფარგლებს
6. არანაირი გამართლება არ აქვს ანტიმონოპოლიურ საკითხებში უფრო ფართო
სტანდარტების გამოყეენბას ვიდრე გამოიყენება სხვა საკითხებში როდესაც
საქმე ეხება პირადი მომსახურების მეთ`დებს

ანტიმონოპოლიურ საქმეებში ფუნდამენტური იურისდიქციის განხორციელების


საფუძველი
1. ფუნდამენტური იურისდიქცია ანტიმონოპოლიურ საქმეებსი შეიძლება
განხორციელდეს მხოლოდ ორიდან რომელიმე ზოგადი პრინციპის
საფუძველზე
ა) ტერიტორიული პრინიპი ან მოქალაქეობის პრინციპი
არ არსებობს საფუძველი რის გამოც ანტიმონოპოლიურ საქმის წარმოებაში ეს
პრინციპები უფო ფართოდ უნდა განიმარტოს ვიდრე ეს საზოგადოდ სხვა საქმეებში
ხდება მეტიც არსებობს მოტივები რომლებიც ამ პრინციპების უფრო შეზზღუდულ
გამოყენებას მოითხოვს
2. ტერიტორიული პრინციპით დასაშვებია საქმის წარმოება უცხოელი
ფიზიკური პირებისა და უცხოური კორპორაციების წინააღმდეგ მხოლოდ იმ
ქმედებებთან დაკავშირებით რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ
ნგანხორციელდა იურისდიქციის განხორციელების მსურველი სახელმწფის
ტერიტორიაზე. სახელმწიფომ არ უნდა განახორციელოს იურისდიქცია იმ
უცხოელ ფიზიკურ პირზე ან უცხოურ კომპანიაზე რომელთაც მის
ტეროტირაზე ქმედება არ ჩაუდენიათ უკანონო შეთქმულების შემთხვევაში
იურისდიქციის განხორციელება დასაშვებია თუ
ა) შეთქმულება თავიდან ბოლომდე იურისდიქციის განხორციელების მსურველი
სასხელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელდა ან
ბ) შეთქმულეის ორგანიზება მოხდა იურისდიქციის განხორრციელების მსურველი
სახელმწიფოს ტერიტორიაზე თუნდაც ამ შეთქმულების განსახორციელებლად
ქმედებები მისი ტერიტორიის გარეთ მიმდინარეობდეს
გ) შეთქმულების ორგანიზება მოხდა იურისდიქციის განხორციელების მსურველლი
სახელმწიფოს ტერიტორიის გარეთ მაგრამ პირმა რომლის წინააღმდეგაც
მიმდინარეობს საქმის წარმოება ამ სახელმწიფოს ტერიტორიაე განახორციელა
ქმედებები შეთქმულების მიზნებისთვის

3. მოქალაქეობის პრინციპით საქმის წარმოება დასაშვებია იურისდიქციის


განხორციელების მსურველი სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ მათ მიერ
უცხოეთში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით მხოლოდ იმ
შემთხვვაში თუ ამით არ მოხდება სხვა სახელმწიფოთა კანნიერ ინტერესებშ
ჩარევა ან აღნიშნული მოქალაქეების იძულება იმოქმედონ იმ სახლემწიფოს
კანონების საწინააღმდეგოდ რომელშიც ხორციელდებოადა შესაბამისი
ქმედებები.

დაკავშირებული საკითხები მათ შორის ექსტრადაცია არაფორმალური გადაცემა და


ექსტრაორდინალური გადაცემა

იურისდიქციის განხორციელება უფლებამოსილების გადამეტებით სახელმწიფოს


პასუხისმგებლობას იწვევს თნდაც საქმე არ გვქონდეს სხვა სახელმწიფოსთვის ზიანის
მიყენების განზრახვასთან. გარდა ამისა სახელმწიფოს რომლის მოქალაქეც
ბრალდებული მხარედ მოსვლის უფლება აქვს ისეთ სამართალწარმოებაში რომელიც
საქმის ობეიქტის ან არსის გათვალისწინებით ადამიანის უფლებათა არსებული
სტანდარტების დარღვევას შეეხება. მეორე სუვერენიტეტის ცვლილებას არა აქვს
დამნაშავეთა ამნისტიის მსგავსი შედეგი ეს წესი ნაწილობრივ ნაცვალგების
პრინციპიდან გამომდინარეობ მაგრამ მისი გამოყენება კონკრეტულ შემთხვევაში
შეიძლება დამოკიდებული იყოს ნამდვილ კავშირზე ან უნივერსალური
იურისდიქციის პრინციპზე

თუკი თანამშრომლობა ითვალისწინებს თხოვნი გაგზავნასა და დაკმაყოფილებას რაც


ზოგადი პრინციპებით რეგულირდება საასამართო საქმეებში ამგვარ საერთაშორისო
დახმარებას ექსტრადაცია ეწოება.
არაფორმალური ექსტრადაცია სახელშეკრულებო ნორმების გამოყენების გარეშე
ყოველტვის არ ითვლება უკანონოდ. კანონიერების საკითხი შეიძლება ორ
შემთხვევაში დადგეს პირველი როდესაც არაფორმალური ექსტრადაცია ხდება იმის
გაცნობიერებით რომ მიმღებ სახელმწიფოში გადასაცემ პირს შეიძძლება ფიზიკურად
ცუდად მოექცნენ ან აწამონ და მეორე არანაირი ტიპის ექსტრადაცია არ ხდება
არამედ ერთი სახელმწიფოს წარმომადგენლები ეჭვმიტანილს შეიპყრობენ
სამართებრივი პროცედურების არარსებობის პირობებში ან იმ ტერიტორიის
სახლემწიფოს თანხმობის გარეშე სადაც ხდება ეჭვმიტანილის შეპყრობა ასეთი
პრაქტიკა რომელსაც ექსტრაორდინალურ გადაცემას უწოდებენ ცალსახად უკანონოა.

ბრალად წაყენებული ქმედება დასჯადი უნდა იყოს როგორც თავშესაფრად


გამოყენებლ ისე მოთხოვნის გამგზავნ სახელმწიფში და მეორე სპეციალობის
პრინციპი ანუ გადაცემული პირი უნდა გასამართლდეს და დაისაჯოს მხოლოდ იმ
დანაშაულებისთვის რომელათა გამოც გაიგზავნა თხოვნა და დაკმაყოფილდა.
ექსტრადაციაზე უარი დასაშვებია ასევე მაშინ როცა მოთხოვნის გამგზავნმა
სახელმწიფომ შეიძლება არ უზრუნველყოს პროცესუალური გარანტიები ან თუ
მოთხოვნაში აღნიშნული დანაშაული პოლიტიკური ხასიათისაა. პოლიტიკური
თავშესაფრის მინიჭება ისეთ უფლებამოსილებაა რომელიც სამართლებრივად
შეზღუდულია საერთაშორისო დანაშაულების მათ შორის გენოციდის შემთხვევაში

მართალია საერთაშორისო პასუხისმგელობა შეიძლება დადგეს დამნაშავის


უკანონოდ შეპყრობის შედეგად მაგრამ სამართლის დარღვევა გავლენას არ ახდენს
შეპყრობის შემდგომ დამნაშავის მიმართ იურისდიქციის განხორციელების
კანონიერებაზე.

თანმხვედრი იურისდიქციის განსაკუთრებული შემთხვევები


დროშის კანონი დამოკიდებულია გემის მოქალაქეობაზე და დროშის სახელმწიფო
პასუხისმგებელია მასვე ეკუთთვნის გემზე იურისდიქცია მაგრამ თუ უცხოური გემი
პორტში შედის გარდა უბედური შემთხვევებისა ტერიტორიის სუვერენის მიმართ
დროებით ვალდებულება უჩნდება და სწორედ ამ შემთხვევაშ წარმოიქმნება
თანხმვედრი იურისდიქცია ვინაიდან როგორც დროშის სახელმწიფოს ისე
ტერიტორიის სუვერენს აქვთ იურისდიქციის განხორციელების უფლება გემთან
დაკავშირებული ქმედებების გამო კანონების შესაბამისად. სისხლის სამართლის
თვალსაზრისი ადგილობრივი ხელისფულება ჩვეულებრივ არ უნდა ჩაერთოს და არ
უნდა აღასრულოს საკუთარი ადგილობრივი იურისდიქცია გადა იმ შემთხვევებისა
როდესაც დროშის სახელმწიფოს ადგილობრივი წარმომადგენელი გემზე
პასუხისმგებელი პირები ან უშუალოდ საქმეში მონაწილე პირები ითხოვენ მის
დახმარებას ანდა როდესაც შესაძლოა ზიანიმიადგეს პორტშ სიმშვიდეს და წესრიგს.
თითოეულ ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი სახელმწიფოს ხელისუფლების
გადასწყვეტია ჩაერიოს თუ არა.

თვითმრინავი სრულფასოვნად ვერ ექცევა ვერც შიდა და ვერც საერთაშორიოსო


სამართის გათვალისწინებულ იურისდიქციულ წესებში სამოქალაქო თვთმფრინავის
ბორტზ ღია ზღვის ზემოთ ან უცხო ქვეყნის საჰაერო სივრცეში ჩადენილ
დანაშაულებთან დაკავშირებით ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება
არსებიბს. დიდი ბრიტანეითი დასჯადად მიიჩნევს მის საზღვრებს გარეთ ჩადენილ
საერთო სამართლით გათვალისიწინებულ დანაშაუელბს როგორებიცაა მვკელობა და
ქურდობა მაგრამ მრავალი სამართლებრივი ნორმა გარდა სამოქალაქო ავიაციის
შესაცებ არ ვრცელდება თვითმფრინავის ბორტზე ან ღია ზღვის ზემოთ ჩადენილ
დანაშაულებზე.

უცხო სახელმწიფოთა პრივილეგიები და იმუნიტეტები

შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ერთი სახელმწიფოსწარმომადგენლები


შეიძლება შევიდნენ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე და იქ განახორციელონ
ქმედებები საკუთარი ოფიციალური უფლებამოსილებით ეს ქმედებები შეიძლება
მოიცავდეს სახმედრო ძალების განთავსებას და გამოყენებასაც კი აგრეთვე
იურისდიქიის განხორციელებას კონკრეტულად სასამართლოების შექმნის და ამ
სასამართლოთა გადაწყეტიელბები აღსრულების სახით. ამ შემთხვევაში სტუმრის
პრივილეგია წინააღმდეგობაში მოდის ტერიტორიის სუვერენის უფლებასთან
ექსლუზიურად არეგულიროს და აღასრულოს საკუთარი ორგანოების
გადაწყვეტილებები თავის ტერიტორიაე და თავისი მოსახლეობის მიმართ. ქვეყანაში
შესვლისა და დარჩენის პრივლეგიას თან ახლავს იმუნიტეტი ადგილობრივი
სასამართლოების და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების
იურისდიქციისგან მაგრამ ზოგადი პრინციპის თანახმად ეს იმუნიტეტი
შეზღუდულია მიმღები სახელმწიფოს უფლებით გამოიყენოს გონივრული ძალა
ისეთ საქმიანობის აღსაკვეთად ან შესაჩერებლად რომელიც აჭარბებს ნებადართულ
ფარგლებს ან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

შიდასახელმწიფოებრივმა სასამართოებმა უნდა აღიარონ უცხო სახელმწიფოების და


მათ წარმომადგენლების ქმედებები მათ შორის კანონმდელობა. ფართოდ
გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით სასამართლოები არ ახორციელებენ
იურისდიქციას უცხო სახელმწიფოთა აქტებზე იმ საფუძვლით რომ მათ მიერ
საკითხზ გადაწყვეტიელბებსი მიღების შემთხვევაში საკუთარი ქვეყნის
აღმასრუელბელ ხელისუფლებას შეიძლება შეექმნას დაბრკლებები საკითხის
დიპლომატიური გადაწყვეტის პროცესში. მეორე საკითხი არის
შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებში მოსარჩელედ გამოსვლის პრივილეგიაი
რომელსაც თავაზიანობის გამო როგორც წესი ანიჭებენ უცხო სახელმწიფოებს. ამ
პრივილეგიის საყოელთაოდ ცნობილი შეზღუვვებია ამ გზით
სისხლისსამართლებრივი ან საგგადასახადო კანონების აღუსრულებლობა და უარის
თქმა სამოქალაქო დავების განხივლაზე მოსარჩელე სახელმწიფოსა და მიმღებ
სახელმწიფოს შორის

განსხვავება სასამართო განხილვისთვის არქვემდებარეობასა და იმნინტეტს როგორც


იურისდიქციულ წინაღობას შორის

სახელმწიფოს იმუნიტეტის ცნებას ხშირა განიხილავენ იმ კონტექსტში რომ


იმუნიტეტი წარმოადგენს წინაღობას მიმღები ან საქმისწაროების სახელმწიფოს
იურიდსიქციისადმი რასაც ადგილი ექნებოდა რომ არა იმუნიტეტის დოქტრინა
რომელზეც უარი შეუძლია განაცხადოს თავად ამ იმუნიტეტით მოსარგებლე
სახელმწიფომ. სახელმწიფოს იმუნიტეტიასევე შეილება გამოიხატოს საქმის
განხილვის დაუშვებლობით ანუ სასამართო განხილვისთვის არაქვემდებარეობით და
არა როგორც იმუნიტეტი პირდაპირი მნიშვნელობით> სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ
შიდასახელმწიფეობრივ სასამართლოსარა აქვს საქმის განხილვის უფლება ანუ აქ
საქმე ეხება შიდა სასამართლოეიბ სუფლებამოსილებას საკითხის მიმართ.

მიზანშეწონილია ერთმანეთისგან განვასხვაოთ ორი პრინციპი რომელბბსაც


სუვერენული იმუნიტეტი ემყარება პირველი რომელიც გამოხატულია მაქსიმით
დაკავშირებული დამუკიდებელი სუვერენის თანმდევ თანასწორობის სტატუსთან.
თანასწორი სტატუსის იურიდიულმა პირებმა არ შეიძლება ათ შორის დავები
გადაწყვიტონ ერთმანეთის სასამართოებში. ეს პრინცპი არ ირღვევა თ სე=უვერენული
სახელმწიფო თვითონ იტყვის უარს საკუთარ იმუნიტეტზემისი თანხმობა
შეესაბამება თანასწორობის პრინციპს თუ სადავოა საკითხი რომელზეც მეორე
სახელმწიფოს შიდა სასამართლოებმა შეიძლება კანონიერად განახორციელონ
ქონებრივი იურისდიქცია ან თ არსებობს პერსოანლური იურისდიქციის
განხორციელების საფუძველი მაშნ იურისდიქცია მოსდევს თახნობას

რეალყრად არსებობს პრობლემათა ჩამონათვალი რომელთა გადაწყვეტაც ვერ


ხერხდება ორი ცნების აბსოლუტური იმუნიტეტის დაშეზღუდული იმუნიტეტის
უბრალოდ დიქოტომიურ ფოკუსში მოქცევით მაგალითად სახელწმიფიეობს
რომლებიც შეზღუდულ პრინციპეს ეყრდნობიან ზოგადად არ სურთ ხომე მისი
რეალურად განხორციელება მაგალთად მოვალე სახელმწიფოს ქონების დაყადაღების
ფორმით სხვაგვარად რომ ვთქვათ შეზღუდული პრნციპის მომხრეები არ იყენებენ
მას ისეთ კირიტკულ დონემდე რომ სასამართო პროცესამდე მივიდნენ თავარი ის
არის რომ შეზღუდული იმუნიტეტის პრინციპზე დაყდნობით თავიდან მაინც ვერ
ავიცილებთ იმუნიტეტის კონკრეტული ფარგლების განსაზღვრის ამოცანას.

შეზღუდული იმუნიტეტის ფორმები

ყველაზე ხშირად ნახსენები მეთ`დია განსხვაებით გავლება აქტებს jure imperii და


აქტებს jure gestionis შორის ამიტომ ეს განსხვაება არსებიტად უნდა გამოვიკლვით>
როგორც ჩანს ძირითადი კრიტერიუმია მთავარი გარიგება შესრულდა თუ არა
კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მაგალითად კონტარაქტის საფუძველზე ამ
მიდგომის სხვაგვარი ფორმა ასეთია აქტი არის jure gestionis და გამონდინარე აქედან
არ სარგებლობს იმუნიტეტით თუ ასეთი გარიგება შეიძლება დაიდოს ფიზიკური
პირის მიერაც.

მიდგომის კიდევ ერთი ფორმაა აქტის მიზნის გამორკვევა. ეს ვარიანტი აერთი


შეხედვით შეიძლება ყველაზე მიზანშეწონილ კრიტერიუმად მოგვეჩვენოს. მიზნის
კრიტერიუმის სირთულე ის არის ორმ იგი მნიშვნელოვნად კვეცავს ჯურე გესტიონის
აქტებზე ასფუძვნებლი კრიტერიუმის მოქმედების სფეროს

იმუნიტეტის ზოგადი პრინციპი ზუსტი გამონაკლისების ჩამონათვალი დასამართის


ნორმა რომელიც ძლევა შესაძლებლობას აღსრულება განხორციელდს უცხო
სახელმწიფოს ისეთ ქონებაზე რომელიც გამოიყენება ან გათვალისწინებულია
გამოსაყენებლად კომერციული მიზნით.

ევროპული კონვენცია სახელმწიფო იმუნიტეტის შესახებ


ევროპული კონვენცი აბსოლუტური იმუნიტეტის და შეზღუდული იმუნიტეტის
დოქტრინების კომპრომისია.

ხელშემკვრელი სახელმწიფო ვერ მოითოვს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს


სასამართლოს იურისდიქციისგან იმუნიტეტს თუ იგი ერთ ან რამდენიმე კერძო
პრითად ერთად მონაწილეობს კომპანიის ასოციაციის ან სხვა იურიდიული პირების
საქმიანობაში რომელსაც აქვს ადგილსამყოფელი რეგისტრირებული ოფისი ან
ძირიათადი დაწესებულება საქმისწარმოების სახელმწიფოს ტერიტორიაზე და
სქმისსწარმოება ეხება ამ მონაწილეობიდან გამომდინარე იურთიერთობას ეთ მხრი
სახელმწიფოს და მეორე მხრივ პირს ან სხვა მონაწილეს შორის

უარი იმუნიტეტზე

იმუნიტეტი არ არის სავალდებული არ არსებობს იურისდიქციის განხორციელების


ამკრძალავი ფუნდამეტური პრინციპი და იმუნიტეტი შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს
შესაბამისი სახელმწიფოს მეირ აშკარად ან სთანადო ქცევით ჩამორთევა შეიძლება
მოხდეს საერთაშორისო ხელშეკრულებით დიპლიომატიური მიმოწერით ან
უბრალოდ ადგილობრივ სამართალწარმოებაში მონაწილეობით
იურრისდიქციისადმინ ნებაყოფლლობით დამორჩილება არ ნიშნავს აღსრულების
ღონისძიებებზე თანხმობას. იმუნიტეტზე უარი არ ივარაუდება მხოლოდ იმისა გამო
რომ მოცემული საქმიანობა კომერციული ხასიათისაა

სახელმწიფოს იმუნიტეტი და ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებათა ეროვნულმა სასამართომ დადგინა რომს აერთაშოერისო


სამართლებრივაად სახელმწიფოს იმუნიტეტის პრინციპები შესაბამისაოაშია
სასამართოს ხელმისაწვდომობის უფლებასთან. სასამართო დგას პოზიციაზე რომ
სახელმწიფო ომუნიტეტის მინიჭბა სამოქალაქო სამართალწარმოებაშ ემსახურებოდა
საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების შესრუელბას კერძოდ სახლემწიფოათა
შორის თავაზიანობისა და კარგი. ურთიერთბოების ხელშექყობის კანონიერ მიზანს.

დიპლომატიური და საკონსული ურთიერთობები

დიპლომატია მოიცავს ყველა საშუალებას რომლითაც სახელმწფიეობი ერთმანეთთან


ამყარებენ ან ინარჩუნებენ ურთიერთობებს ან დებენ პოლიტიკურ ან სამართებრივ
გარიგებებს თავიანთ უფლებამსილი წარმომადგენლების მეშვეობით. ამ გაგებით
დიპლომატია შეიძლება არსებოეს ერთანეთთან ომის ან შეიარაღებული კონფლქიტის
დროსაც მაგრამ ეს ცნება გულისმხობს კომუნიკაციას მეგობრული მიზნებით იქნება
ეს თუ მტრულით და არა ეკონომიკური და სამხედრო კონფლიქტის მატერიალურ
ფორმებს. ჩვეულებრივ დიპლომატია ულისხმობს მუდმივმოქმედი დიპლომატიური
მისიების გაცვლას და მსგავსიმუდმივი ან მინიმუმ რეგულარული წარმომადგებლობა
აუცილებელია იმისთვის რომ სახელმწიფოებმა ხორცი შეასხან თავიანთ წევრობას
გაერთიანებულ ერებში და სხვა მთავარ მთავრობათაშორის ორგანიზაციებში

დიპლომატიური ურთიერთობების ზოგადი სამართლებრივი ასპექტები

ა) წარმოშობა

სახელმწიფოთა შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და მუდმივ


დიპლომატიურ წარმომადგენლობათა დაფუძნება ხდება ურთიერთთანხმობით
საერთაშორისო სამართალი არ იცნობს დიპლომატიური წარმომადგენლობის
გამოგზვნის მოთხოვნის უფლებას მაგრამ ყველა დამოუკიდებელ სახელწმფისო ავს
დიპლომატიური ურთიერთობებსიდ ამყარების უფლება ურთიერთთანხმობა
შეიძლება გამოიხატოს საკმაოდ არაფორმალურადაც

ბ) დამოკიდებულება აღიარებასთან

მართალია აღიარება დიპლომატიური ურთიერთ`ბებსი დამყარების და


სენარჩუნების პირობაა. ეს უკანასკნელი არ არის აღიარების აუცილებელი შედეგი.
დიპლომატიური წარმომადგენლობის დაუარსებლობა ან უკან გაწევა შეძლება
სუფთად პრაქტიკული მოსახრებების შედეგი იყოს ან არასამხედრო სანქციის ერთ
ერთ ფორმა

გ) პრივილეგიებისა და იმუნიტეტების ლოგიკური საფუძველი

დიპლომატიური ურთერთობების არსი გამომგზავნი სახელმწიფოს მიერ მიმღები


სახელმფიწოს ტერიტორიაზე ამ უკანასკნელის ნებართვის სახელმწიფო ფუნქციების
განხორციელებაა. მიმღებმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები იმისთვის რომ
გამომგზავნ სახელმწიფოს მისცეს ამ ნბართვის ასრგებლობის საშუალება

დ) თავისი მოვალეობების შესრულება მასპინძელი სახელმწიფოს მიერ

ეს მოითხოვს სხვადასხვა ღონისძიების მიღებას ქვეყნის შიგნით როგორც


კანონმდებლობის ის მმართველობის თბალსაზრისით აუცულებელია სათანადო
სიფრთხილის გამოჩენა პერსონალისა და შენობა ნაგებობების პოლიტციური დაცვით
უზრუნველყოფისას რადგან სახელმწიფოს შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს
თ მისი სასამართო სისტემა ვერ ურუნველყოფს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების
დაცვას

ე) მისიის ფუნქციები

დიპლიმატიურ წარმომადგენლობათა ფუნქციები inter alia aris

a) მაკრედიტირებელი სახელმწიფოს წარმომადგენლობა ადგილსამყოფელ


სახელმწიფოში
b) მაკრედიტირებეი სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვა
ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საერძთაშორისო სამართის დაშვებულ
ფარგლებში
c) მოლაპარაკება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მთავრობასთან
d) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში პირობებისა და ამბების გამორვკევა
ყოველგვარი კანონიერი საშუალებით და მაკრედიტირებელი სახელმწიფოს
მთავრობისთვის შეტყობინება
e) მაკრედიტირებელი სახელმწიფოს და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს
მეგობრული ურთერთობის წახალისება და ეკონომიკის კულტურუსა და
მეცნიერების დარგში მათი ურთიერთობების განვითარება.

მისიის პერსონალი შენობა ნაგებობები და საშუალებები

a) პერსონალის კლასიფიკაცია
1. დიპლომატიური პერსონალი კერძოდ მისიის წევრები რომელთაც აქვთ
დიპლომატიური რანგი მაგალითად მრჩეველები დიპლომატიური მდივნები
და აშ
2. ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი მაგალითად კანცელარიისა და
არქივის თანამშრომლები
3. მომსახურე პერსონალი რომლებიც არიან უშუალოდ მისიის სხვა
თანამშრომელები მაგალითად მძღოლები და მზარეულები რომელთაც
კონვენცია მისიის მომსახურე პერსონალს უწოდებს.
დიპლომატიური აგენტი არის მისიის მეთაური ან მისიის დიპლომატიური
პერსონალის წევრი. მისიის მეთაური არის პირი რომელსაც გამომგზავნი
სახლემწიფოს მიერ დაკისრებული აქვს ასეთად მოქმედება

b) აკრედიტაცია და აგრემანი ვენის კონვენციის 4 მუხლის თანახმად


1. მაკრედიტირებელი სახელმწიფო უნდადარწმუნდეს ორმ
ადგილსამყოფელმა სახლემწიფომ აგრემანი მისცა იმ პირს რომლის
აკრედიტებასაც აპირებს ამ სახელმწიფოში წარმომადგენლობის მეთაურად
2. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებული არ არის ამცნოს
მააკრედიტირებელ სახელმწიფოს თანხმობაზე უარის მიზეზი
ამ და სხვა ასპექტებში მიღებ სახელმწიფოს მინიჭებული აქვს უარის თქმის და
კონკტროლის უფლება მისი როგორც მისიისთვის ნებართვის მიმცემის როლის
შენარჩუნებისთვის. აგრემანი საჭირო არ არის მისიის დროებით ხელმძღვანელად
საქმეთა რწმუნებულის დანიშვნის შემთხვევაში როდესაც მისიის მეთაურის პოსტი
ვაკანტურია ან მისიის მეთაურს არ შეუძლია თავისი უფლებამოსილების
განხორციელება.

უშუალოდ ფუნქციების შესრულების დაწყერბას არეგულირებს ვენის კონვენციის 13


მუხლი

1. ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად


რომელიც ერთგვაროვნსდ უნდა გამოიყენეოდეს წარმომადგენლობის მეთურო
თავისი ფუნქციების შემსრულებლად ჩაითვლწბა ან თავისი რწმუნებათა
სიგელების წარდგენის მომენტიდან ან ჩამოსვლის შეტყობინებისა და
ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა თუ
შეთანხმებით ათვალისწინებული სხვა სამიინისტროსთვის რწმუნებათა
სიგელების დამოწმებული ასლების წარდგენის მომენტიდან
2. რწმუნებატა სიგელების გადაცემის ან მათი დამოწმებული ასლების
წარდგენის რიგითობას განსაზღვრავს წარმომადგენლობის ჩასვლის თრარიღი
და დრო.
წარმომადგენლობათა მეთაურები განიყოფებიან სამ კლასად სახელდობრ
ა) ელჩების და ნუნციების კლასი რომლებიც აკრედიტირებული არიან
სახელმწიფოთა მეთაურებთან და ეკვივალენტური რანგის სხვა წარმომადგენლობათა
მეთაურები
ბ) დესპანებისა და ინტერნუნციების კლასი რომლებიც აკრედიტირებული არიან
მთავრობის მეთაურებთან
გ) საქმეთა რწმუნებულები რომლებიც აკრედიტირებული არიან საგარეო საქმეთა
სმინისტრებთან
გ) მისიის წევრების დანიშვნა გარდა მისიის მეთაურისა
მაკრედიტებელ სახელმწიფოს თავისუფლად შეუძლია დანიშოს წარმომადგენლობის
პერსონალის წევრები რაც სეეხება სამხედრო საზღვაო თუ საავიაციო ატაშეს
ადგიალმყოფელ სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს რომ მათი ვინაობა წინასწარ
გააცნონ მას თანხმობის მისაღებად.
დ) დიპლომატიური პერსონალის ცალკეული წევრების ფუნქციების შეწყეტა

გამომგზავნთ სახელმწიფოს შეუძლია თავისი მიზეზით პრაქტიკული იქნება ეს თ


პოლიტიკური შეუწყვიტოს ფუნქციები ცალკეულ თანამშრომლებს მიმღები
სახელმწიფოსთვის შესაბამისი შეტყობინებით.
1. ადგილსამყოფელ სახელმწფოს ნებისმირ დროს შეულია თავისი
გადაწყვეტილების დაუსაბუთებლად ამცნოს მაკრედიტებელ სახელმწიფოს
რომ წარომადგენლობის მეთაური ან წარმომადგელობის დიპლომატიური
პერსონალის რომელიმე წევრი არის persona non grata ან წარმოამდგენლიბს
პერსონალის ნებისმიერი სხვა წევრი მისთვის მიუღებელია მაშინ
მაკრედიტებელი სახელმწიფო მოვალეა შესაბამისად გაიწვიოს აღნიშნული
პირი ან შეწყვიტოს მისი ფუნქციები წარმომდგენლობაში ესა თუ ის პირი
შეიძლება non grata ან მიუღებლად გამოცხადედეს ასგისლამყოფეი
სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩასვლამდე

ე) შენობა ნაგებობები და საშუალებები

ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შეუქმნას


წარმომადგელობას თავისი ფუნქციების შესასრულებლად. სხვა დებულებები
ეხება მისიის წევრების გადაადგილების თავისუფლებას იმ სამართლებრივი
შეზღუდვებით რაც დადგენილია ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით
და წარმომადგენლობის თავისუფალ ურთიერთობას ყოველგვარი
ოფიციალური მიზნებით

1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო მოვალეა ხელი შეწუწყოს მააკრედიტებელ


სახელმწიფოს თავის ტერიტორიაზე თაივის კაონოების შესაბამისი
წარმომადგენლობისთვის საჭირო შენობების შეძენაში ან დაეხმაროს რაიმე
სხვა გზით შენობათა მიღებაში
2. საჭიროების შემთხვევაში იგი აგრეთვე მოვალეა დაეხმაროს
წარმომადგენლობებს თანამშრომლებისთვის სჭირო შესაფერისი ბინების
მიღებაში

მისიის ხელშეუხებლობა

ა) შენობა ნაგებობანი

მისიის შექმნასა და ფუნქციონირებას აუცილებლად თან სდევს მისიის შენობების


გარე ჩარევისგან დაცვის აუცილებლობა მისიის შენობები მიმდებარე მიწის ჩათვლით
არსი მისიის მთავარი ადგილსამყოფელი და სარგებლობს იმუნიტეეტით თვით
გამომგზავნი სახელმწიფოსგანაც
1. წარმომადგენლობის ნაგებობანი ხელშეუხებელია ადგილსამყოფელი
სახელმწიფოს ხელისუფალთ უფლება არა აქვთ შევიდნენ ამ შენობებში თ არ
ექნებათ წარმომადგენლობის მეთაურის თანხმობა
2. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს საგანგებოდ ევალება ყველაფერი იღონოს
იმისთვის რომ აიცვას წამროამდგენლობის შენობები ყოველგვარი შეჭრისა თ
დაზარალებისგან და არ დაუშვას წარმოამდგენლობის სიმშვიდის რაიმე
დარღვევა ან მისი ღირსების შელახვა
3. წარმომადგენლობის შენობები ავეჯი და იქ არსებული სხვა ქონება აგერთვე
სატრანსპორტი სასუა ლებები სარგებლობენ იმუნიტეტით და მათ ჩხრეკვა
ეკვიზიცია დაყადაღება ან მათზე აღსრულებითი მოქმედების ჩატარება
დაუშვებელია

ბ) დიპლომატიური თავშესაფერი
გ) არქივები დოკუმენტები და ოფიციალური მიმოწერა

ეს ხელშეუეხებელია ნებისმიერ დროს და ადგილსამყოფელის მიუხედავად


ისევე როგორც მიმოწერა ასევე მარტივად წერია რომ დიპლომატიური ფოსტის
გახსნა ან დაკავება დაუშვებელია. იმის გამო რომ იყო დიპლომატიური
ფოსტის ხელშეუხებლობის წესის ბოროტად გამოყენების შემთხვევები კერძოდ
ნარკოტიკით ვაჭრობის ან ტერორისტული თავდსახმებისთვის
აღჭურვილობის ტრანსპორტირების ფორმით

დიპლომატიური აგენტების ხელშეუხებლობა

დიპლომატიური აგენტის პიროვნება ხელშეუხებელია არ შეიძლება მისი


დაპატიმრება ან დაკავება ნებისმიერი ფორმით. ადგისამყოფელი სახელმწიფო
ვალდებულია ჯეროვანი პატივისცემით მოექეს მას და ყვდდელაფეფრი
იღონის იმისთვის რომ თავიდან ააცილოს მისი პიროვნების თავისუფლებისა
და ღირსების რაიმე ხელყოფა. ეს ხელშეუხებლობა განსხვადება
სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტისგან ისევე როგორც მისიის
შენობებისხელშეუხებლობის შემთხვევაში აქაც არ მოგვეპოვება ნორმა
რომელიც დაარეგულირებდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებს
მაგალითად როდესაც მთვრალი დიპლომატი არის გატენილი იარაღი თთ
ხელში საზოგადოების თავშეყრის ადგილას

1. დიპლომატიური აგენტის კერძ` რეზიდენცია ისევე ხელშეუხებელი და


დაცულია როგორც წარმომადგენლობის შენობები
2. მისი ქაღალდები მიმოწერა მისი ქონება ასევე ხელშეუხებელია

პერსონალური იმუნიტეტი იურისდიქციისგან


დიპლომატიური ანტები სარგებლობენ იმუნიტეტით ადგილობრივი სასამართოების
იურისდიქციისგან და არამატერიალურ სამართებრივი ნორმებისგან
გათავისუფლებით. იმუნიტეტი შეიძლება ჩამოერთვას და ამ შემთხვევაში
მოქმედებაშ მოვა ადგილობრივი სამართალი. თმცა ყგველა პირი ვინც ასეთ
პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობს ვალდებულია პატივი სცეს
ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს და დადგენილებებს

იმუნიტეტის ჩამორთმევა

თუ იმუნიტეტით მოსარგებლე პირი თვით`ნ აღზრავს საქმეს მაშინ იგი კარგავს


უფლებას მიუთითოს იმუნიტეტზე იურისდიქციისგან შემხვედრი სარჩელის მიმართ
რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ძირითად მოთხოვნასთან

სამოქალაქო ან ადმინისტრაციული იურისდიქციისგან იმუნიტეტზე უარის თქმა არ


ნიშნავს თანხმობას გადაწყვეტიელბის აღსრუელბაზე რისთვისაც საჭიროა ცალკე
უარი.

You might also like