You are on page 1of 2

საერთაშორისო ხელშეკრულების განმარტების დროს მივდივართ ვენის

კონვენციასთან,

„ხელშეკრულება" ნიშნავს საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც დადებულია


სახელმწიფოთა შორის წერილობითი ფორმით და დარეგულირებულია საერთაშორისო
სამართლით, მიუხედავად იმისა, იგი ჩამოყალიბებულია ერთი დოკუმენტის, თუ ორი ან
რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტის სახით და, ასევე, მისი კონკრეტული
დანიშნულების მიუხედავად;

ხელშეკრულების ელემენტები და სავალდებულო კრიტერიუმები:


1. საერთაშორისო შეთანხმება დადებული სახელმწიფოთა შორის
დარეგულირებული საერთაშორისო სამართლით.

საერთაშორისო ხელშეკრულების მაგალითები: მოლოტოვ რიბენტრპის პაქტი


რომლითაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო, ქარტია გაეროსი, ჩრდილო
ატლანტიკური შეთანმება. 21 საუკუნესი მინსკის პროტოკოლი ხელშეკრულება
რომლის მიხედვითაც რუსეთ უკრაინას შორის ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო.

ჩვეულებითი სამართალი შეიძლება იყო კონვენციის ანუ ხელშეკრულების ნაწილი

სამართლის ზოგადი პრინციპები

ჩვენ მიუხედავად იმისა ორმ სხვადასვა სახელმწიფოს მოქალაქეები შეიძლება ვიყოთ


არსებობს სამართლის ისეთი საბაზისო პრინციპები რაც ყველასთვის საერთოა.

არსებობს ორი სახის მიდგომა

მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს რომ სამართლის ზოგადი პრინციპები მოქმედებენ


ჩვეულების და ხელშეკრულების დამოუკიდებლად ზოგი კი ამბობს რომ მათ
თანაკვეთააქვთ

სასამართლო გადაწყვეტილებები

ეს არის დამხმარე წყარო, თუმცა დამხმარე წყარო არ ნიშნავს მეორეულს.


სასამართლო გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ჩვენ რომ გვაქვს
კონვენიები პაქტები, შეუძლებელია ამ დოკუმენტებში ერთმნიშვნელოვნად
გაწერილი იყოს ყველა კაზუისტური სიტუაცია რომელიც ადგილი შეიძლება
ჰქონდეს, ამისთვის საჭიროა სასამართლო რათა განგვიმარტოს ამა თუ იმ ნორმის
უკან რა იგულისხმება და რა მასშტაბით ვრცელდება ესა თუ ის ნორმა კონკრეტულ
ურთიერთობებზე. სასამართლო გვჭირდება რათა გააცოცხლოს პრაქტიკაში ესა თუ
ის ნორმა და გვითხრას ამა თუ იმ ნორმის შინაარსი რა არის.

ILC საერთაშორისო სამართლის კომისია რომელიც დაარსდა 1947 წელს და მისი


მისზანია განახორციელოს კვლევები და შეიმუშავოს რეკომენდაციები რომლებიც
ხელს შეუწყოს საერთაშორისო სამართლის პროგრესულ განვითარებას და მის
კოდიფიკაციას. ამაში იგულისხმება ის რომ ჩვეულებითი სამართლის კოდიფიკაცია
მოეხდინა კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებით, თავის დროზე ასე შემუშავდა
ვენის სახელშეკრულებო სამართლის კონვენცია რომელიც უმეტესწილად
ჩვეულებითი სამართლის კოდიფიკაციას წარმოადგენს თუმცა სრულად არა რა თქმა
უნდა. ILC ზრუნავს საერთაშორისო სამართლის განვითარებაზე, კვლევების
შემუშავებაზე.

ძირითადი წყაროებია: სამართლის ზოგადი პრინციპები, ხელშეკრულებები და


ჩვეულებები

დამხმარე წყაროებია სასამართლო გადაწყვეტილებები და სამეცნიერო დოქტრინები

You might also like