You are on page 1of 6

საერთაშორისო სისხლის სამართალი

ლექცია 1

წყარო 1 - R. Cryer, et al (2010), Cambridge University Press, An Introduction to


International Criminal Law and Procedure, გვ. 3-21
- საერთაშორისო სამართალი არეგულირებს სახელმწიფოთა უფლებებსა და
ვალდებულებებს, ხოლო სისხლის სამართალი ეხება აკრძალვებს, რომლებიც
მიმართილია ინდივიდების მიმართ.
თუ ინდივიდი დაარღვევს ამ აკრძალვას, მას დაეკისრება ჯარიმა.
- ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მექანიზმის განვითარება შედარებით
ბოლო დროისაა, თუმცა მანდამდეც არსებობდა გარკვეული სახის
პრეცედენტები, მაგ: 1990-იან წლებში იუგოსლავიის და რუანდის ad hoc
ტრიბუნალები.
- საერთ. სისხლის სამართალი განვითარდა სხვადასხვა წყაროებიდან.
მაგ: ომის დანაშაულები სათავეს იღებს „ომის კანონებიდან და წეს-
ჩვეულებებიდან“, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის დროს პირებს
გარკვეულ დაცვას ანიჭებდნენ.
გენოციდი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები
განვითარდა იმისთვის, რომ დაეცვათ ადამიანები ადამიანის უფლებათა უხეში
დარღვევებისაგან.
აგრესიის დანაშაულის შესაძლო გამონაკლისის გარდა, რომელიც
ფოკუსირებულია სახელმწიფოთაშორის კონფლიქტზე, საერთაშორისო
სისხლის სამართლის მთავარი საზრუნავი ინდივიდები და მათი დაცვა ---
სახელმწიფოს სუვერენიტეტზე ორიენტირებული მიდგომა თანდათან
ჩაანაცვლა ადამიანზე ორიენტირებულმა მიდგომამ.
- საერთაშორისო სისხლის სამართლის, როგორც ტერმინის მნიშვნელობა -
ბუნდოვანია, თუ რას წარმოადგენს საერთ. სისხლის სამართალი და
საერთაშორისო დანაშაული.
საერთ. სისხლის სამართლის სხვადასხვა მნიშვნელობით გაგებას აქვს თავისი
სარგებელი მათი განსხვავებული მიზნებისთვის და არ არის აუცილებელი
გადავწყვიტოთ, თუ რომელი მათგანი არის უფრო მეტად სწორი.
- საერთაშორისო დანაშაულად მიიჩნევა დანაშაულები, რომლებიც შედიან
საერთაშორისო სასამართლოების ან ტრიბუნალების იურისდიქციაში ზოგადი
საერთ. სამართლის მიხედვით.
აღნიშნული დანაშაულები განსხვავდება საერთ. ხასიათის დანაშაულებისაგან
+ სხვადასხვა ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოებს ეკისრებათ
ვალდებულება მოახდინონ კონკრეტული დანაშაულის კრიმინალიზაცია
თავიანთი შიდა კანონმდებლობით.
- „საერთაშორისო სისხლის სამართალი“ მოიცავს არა მხოლოდ შესაბამის
ნორმებს, რომლებიც ეხება გენოციდს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ
დანაშაულებს, ომის დანაშაულებებსა და აგრესიას, არამედ პრინციპებსაც.
- რაც შეეხება აღსრულებას, მასთან დაკავშირებული საკითხების უმეტესობა
თავად სახელმწიფოს მიერ ხორციელდება.

საერთ. დანაშაულის მახასიათებლები - როგორ განვმარტოთ?

- საერთაშორისო სისხლის სამართლის ფარგლები - საერთ. სისხლის


სამართალში არსებული აკრძალვები ემსახურება იმ ფუნდამენტური
ინტერესების დაცვას, რომლებიც გათვალისწინებულია საერთ. სამართლით +
საერთ. დანაშაულები საფრთხეს უქმნის მსოფლიო თანამეგობრობას,
მშვდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.
- სახელმწიფოს ჩართულობა - მაგალითად, აგრესია აუცილებლად ჩადენილი
უნდა იყოს მაღალი დონის სახელმწიფო აგენტების მიერ + ომის
დანაშაულებს, გენოციდსა და დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ
ხშირად, როგორც წესი, აქვს სახელმწიფო აგენტის გარკვეული ელემენტი.
- საერთაშორისო სამართლის მიერ შექმნილი დანაშაულები - საერთაშორისო
დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს დანაშაული, რომელიც შექმნილია საერთ.
სამართლის მიერ, ეროვნულ კანონმდებლობაში ჩარევის მოთხოვნის გარეშე.
ამგვარიი განმარტების ნაკლი იქნება ის, რომ რთულია დადგინდეს, რა
შეიძლება ჩაითვალოს საერთ. სამართლის მიერ შექმნილ დანაშაულად და რა
არა.

ტრანსნაციონალური სისხლის სამართალი

- მანამ, სანამ დაარსდებოდა საერთ. სასამართლოები და ტრიბუნალები 1990-იან


წლებში, არსებობდა საერთ. სისხლის სამართლის ცნება. იგი მიუთითებდა
სახელმწიფოს შიდა სისხლისსამართლებრივ კანონმდებლობაზე, რომელიც
ითვალისწინებდა ტრანსნაციონალურ დანაშაულებს.
- ტრანსნაციონალური დანაშაულები დანაშაულებს, რომლებსაც აქვთ რეალური
ან პოტენციური ტრანსსასაზღვრო ეფექტი.
- ტრანსნაციონალური სისხლის სამართალი - მოიცავს ეროვნული
იურისდიქციის წესებს, რომლითაც სახელმწიფო შეუძლია მიიღოს და
აღასრულოს საკუთარი სისხლის სამართლის კანონმდებლობა იქ, სადაც
არსებობს დანაშაული + მოიცავს სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის
მეთოდებს შიდა სამართალდარღვევებთან გამკლავების მიზნით + მოიცავს
დანაშაულებს, სადაც თავს იჩენს უცხოური ელემენტები.

საერთაშორისო სისხლის სამართლის წყაროები

1. ხელშეკრულებები

 1907 წლის ჰააგის რეგულაცია


 1949 წლის ჟენევის კონვენციები და მათი დამატებითი ოქმები
 1948 წლის გენოციდის კონვენცია
 ICC-ის წესდება
 უშიშროების საბჭოს რეზოლუციები 827(2003) და 955(2004), რომლითაც
შეიქმნა ICTY და ICTR

გამოითქვა მოსაზრება, რომ ხელშეკრულებები შეიძლება არ იყოს საკმარისი


იმისათვის, რომ პასუხისმგებლობა უშუალოდ დააკისროს ინდივიდებს და,
შესაბამისად, არ შეიძლება იყოს საერთ. სისხლის სამართლის პირდაპირი წყარო.

ამგვარი მოსაზრება ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში


არსებულ გრძელვადიან პრაქტიკას --- ფიზიკური პირების მიმართ ვრცელდება
„ომის კანონები და წეს-ჩვეულებები“.

ის, რომ აღნიშნულ მოსაზრებას ვეწინააღმდეგებით, არ ნიშნავს, რომ, მაგალითად,


ჟენევის კონვენციების ყველა დებულება პირდაპირი სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობა აწესებს ინდივიდებზე + მაგ: ნარკოტიკებით ვაჭრობა არ იწვევს
საერთ. ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, ვინაიდან იგი შიდა კანონმდებლობის
რეგულირების საკითხია.

2. საერთაშორისო ჩვეულება

ICTY-მ განაცხადა, რომ როდესაც მისი წესდება არ არეგულირებს კონკრეტულ


საკითხს, უნდა მივმართოთ ჩვეულებით სამართალს ან ზოგად პრინციპებს.

ხშირად რთულია opinio iuris-ის არსებობის მტკიცება, თუმცა საქმე მარტივდება,


როცა ჩვეულება სათავეს იღებს ხელშეკრულებიდან ან სხვა სახის წერილობითი
დოკუმენტიდან.
3. სამართლის ზოგადი პრინციპები და დამხმარე საშუალებები

სისხლის სამართლის მიზნებისათვის, სამართლის ზოგადი პრინციპები იდეალური


არ არის, ვინაიდან ისინი თავისი ბუნებით, ზოგადია.

ICC იყენებს მათ, თუ შესაბამისი საკითხი პირველი ორი წყაროთი


დარეგულირებული არ არის + იმ პრიობით, რომ ეს პრინციპები შეუსაბამო არ არის
წესდებასთან, საერთ. სამართლის ნორმებთან და სტანდარტებთან.

რაც შეეხება მეცნიერთა აზრებს, ისინიც, როგორც საერთაშორისო სამართალში,


წარმოადგენენ დამხამრე წყაროებს.

საერთ. სისხლის სამართალი და სხვა სამართლის დარგები

1. საერთაშორისო სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებათა სამართალი

 ორივე მათგანის განვითარება უკავშირდება ნაცისტური გერმანიის სისასტიკის


თავიდან აცილბას, შესაბამისად, მათი საფუძვლები გარკვეულწილად
საერთოა.
 საერთ. სისხლის სამართალი განვითარდა ადამიანის უფლებების მასობრივ
დარღვევებზე საპასუხო რეაგირების მიზნით.
მაგ: პირველი ორი ad hoc ტრიბუნალი შეიქმნა იმისათვის, რომ ეპასუხათ
სახელმწიფოს მიერ მის იურისდიქციაში შემავალი ადამიანების უფლებების
მასობრივ დარღვევაზე.
 მსგავსებაა ორივე დარგის მიზნებში, კერძოდ, ისინი ცდილობენ შექმნან
ადამიანს ჰუმანურად მოპყრობის მინიმალური სტანდარტი.
 ორივე პირდაპირ გავლენას ახდენს ინდივიდებზე.

2. საერთაშორისო სისხლის სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული


სამართალი

 საერთაშორისო სისხლის სამართალს ასევე აქვს საერთო ფესვები


საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან, რომელიც შექმნილია
შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა დასაცავად.
 საერთ. ჰუმანიტარული სამართლის დიდი ნაწილი კრიმინალიზებულია,
როგორც ომის დანაშაული.
3. საერთაშორისო სისხლის სამართალი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა

 საერთ. სისხლის სამართალში პასუხისმგებლობა ეკისრება ინდივიდუალურ


პირს და არა სახელმწიფოს.
 თუ სახელმწიფოს აგენტი ნასამართლევია საერთაშორისო დანაშაულისთვის
განსახილველი ქმედება, გარემოებების მიხედვით, შეიძლება მიეკუთვნებოდეს
სახელმწიფოს --- ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დადგეს სახელმწიფოს
პასუხისმგებლობის საკითხი.
ამრიგად, კონკრეტული ქმედება შეიძლება იწვევდეს როგორ ინდივიდუალურ,
ისე სახელმწიფო პასუხისმგებლობას.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი განხილუ იქნა ბოსნიის გენოციდის
საქმეში, სადაც დადგინდა, რომ სერბეთი არ იყო პასუხისმგებელი ამ
დანაშაულის ჩამდენებზე + მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა იმის გამო,
რომ ვერ უზრუნველყო დანაშაულის პრევენცია და დასჯა.

სისხლის სამართლის სისტემა

ქვემოთ დასახელებული პრინციპები უფრო მეტად რელევანტურია საერთ. სისხლის


სამართლის, ვიდრე ეროვნული სამართლისათვის

1. Nullum crimen sine lege

 ამ პრინციპს აქვს ორი ასპექტი: არარეტროაქტიულობა და კანონის სიცხადე,


ორივე მათგანი ცდილობს უზრუნველყოს კანონის გონივრულად
გამოქვეყნება.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ
ისეთ ქცევას, რომელიც წინასწარ არის აკრძალული და ყველასთვის გასაგებია,
რომ იძლევა დანაშაულებრივ შედეგებს.
 არავინაა დამნაშავე ისეთი ქმედების ან უმოქმედობის ჩადენისთვის, რომელიც
არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს ეროვნული ან საერთ.
სამართლის მიხედვით.
 nullum crimen sine lege არ არის სუვერენიტეტის შეზღუდვა + იგი
სამართლიანობის პრინციპია.
 სისხლისსამართლებრივი ბრალდება არ უნდა ეფუძნებოდეს ნორმას,
რომელიც არ არის ცნობილი ბრალდებულისათვის + პირს უნდა ჰქონდეს
ინფო, თუ რა სახის ქმედება ან უმოქმედობა გამოიწვევს მის
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
 22-ე მუხლი - 1. ადამიანს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა
სტატუტის საფუძველზე მანამ, სანამ შესაბამისი ქმედება (მისი ჩადენის
დროისათვის) არ დაკვალიფიცირდება დანაშაულად, სასამართლოს
იურისდიქციის ფარგლებში + 2. დანაშაულის დეფინიცია უნდა განიმარტოს
ვიწროდ და მასზე არ უნდა გავრცელდეს ანალოგია.

2. Nulla poena sine lege

 ეს პრინციპი მოითხოვს, რომ შესაბამის სისხლისსამართლებრივ აკრძალვას


ახლავს განსაზღვრული სასჯელი.
 ჩვეულებით სამართალში საერთაშორისო დანაშაულისათვის შესაძლებელია
სიკვდილით დასჯის სასჯელის შეფარდება, თუმცა სახელმწიფოთა
უმრავლესობამ ეროვნულ კანონმდებლობაში ამგვარი სასჯელი გააუქმა.
 იუგოსლავიისა და რუანდის შემთხვევაში ორივე სახელმწიფო ითვაისწინებდა
დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯას, თუმცა ტრიბუნალებს არ შეეძლოთ
ამგვარი სასჯელის დაკისრება.
 მუხლი 23 - სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირი შეიძლება დაისაჯოს
მხოლოდ ამ წესდების შესაბამისად.

You might also like