You are on page 1of 3

კონვენციის მე-2 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, დაიცვას

სიცოცხლის უფლება ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი ნორმების დაწესების


გზით, რათა აღკვეთოს პიროვნების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რასაც
ზურგს უნდა უმაგრებდეს სამართალდამცავი სისტემა, რომელმაც უნდა
უზრუნველყოს ასეთი ნორმების დარღვევის პრევენცია, დამრღვევთა გამოვლენა და
დასჯა. იგი ასევე შეიცავს ნაგულისხმევ მოთხოვნას, რომ როდესაც ადგილი აქვს
პირის მკვლელობას, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ეფექტიანი ოფიციალური
გამოძიება. ასეთი გამოძიების ჩატარების ვალდებულება წარმოიშობა ყველა
შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მკვლელობას და სხვა საეჭვო გარემოებებში
გარდაცვალებას, განურჩევლად იმისა, ბოროტმოქმედები კერძო პირები იყვნენ,
სახელმწიფოს წარმომადგენლები, თუ უცნობი პირები.

გამოძიების დასკვნები უნდა ეფუძნებოდეს ყველა შესახები ელემენტის


გულმოდგინე, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს. უფრო მეტიც, კონვენციის მე-
2 მუხლის მოთხოვნები სცილდება ოფიციალური გამოძიების ეტაპს, თუ ამ
უკანასკნელის შედეგად საქმის განხილვა შიდა სასამართლოებში გრძელდება: მთელი
პროცესი, მათ შორის საქმის სასამართლოში განხილვის სტადიაზეც, უნდა
აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, რომლებიც მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ
ვალდებულებას, კანონის მეშვეობით დაიცვას ადამიანის სიცოცხლე. მართალია, არ
არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში
სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მსჯავრდებით ან მისთვის კონკრეტული
სასჯელის შეფარდებით დასრულდეს, ნებისმიერი ხარვეზი გამოძიებაში, რომელიც
ძირს უთხრის მის უნარს, დაადგინოს საქმის გარემოებები ან დანაშაულის ჩამდენი
პირი, იმის მანიშნებელია, რომ არ იქნა უზრუნველყოფილი ეფექტიანობის სათანადო
ხარისხი. ეროვნულმა სასამართლოებმა არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან, რომ
სიცოცხლისათვის საშიში დანაშაულები დაუსჯელი დარჩეს.

სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია, იმსჯელოს არამხოლოდ შიდა


სასამართლოების მიერ შეფარდებული სასჯელების სიმკაცრეზე, არამედ შემდგოში ამ
სასჯელების აღსრულების წესზეც.

სასამართლო აღიარებს, რომ, ჩვეულებრივ, მის ფუნქციებში არ შედის შემოწმება


იმისა, თუ რამდენად სწორედ იქნა გამოყენებული სისხლის სამართლის კანონის
დებულებები სასჯელის განსაზღვრისას, ან კიდევ განსჯა იმისა, თუ რა ხარისხის
ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდათ აღნიშნულ სახელმწიფო
მოხელეებს. მაგრამ მხედველობაში იღებს რა თავის ვალდებულებას, კონვენციის მე-2
მუხლიდან გამომდინარე, რომ განსაკუთრებული გულმოდგინებით შეისწავლოს
სახელმწიფოს წარმომადგენლების ხელში ჩადენილი მკვლელობის საქმეები,
განურჩევლად იმისა, იმყოფებოდნენ თუ არა ისინი თავიანთი ოფიციალური
მოვალეობების შესრულების პროცესში, სასამართლოს არ შეუძლია გვერდი აუაროს
იმ ფაქტს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა არ მოამზადეს საკმარისი მტკიცებულებითი
საფუძველი, ხოლო სასამართლოებმა არ შეიწუხეს თავი და არ იმსჯელეს თავიანთ
გადაწყვეტილებებში თუ რა ხასიათის იყო დამნაშავეთა მიერ ჩადენილი ქმედებები,
რომლებმაც პირის სიკვდილი გამოიწვია.

ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემის არსი არა იმდენად ბოროტმოქმედთათვის


თავდაპირველად შეფარდებული სასჯელის ზომაში მდგომარეობს, რამდენადაც
შემდგომში ამ სასჯელის აღსრულების წესში. სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით,
რომ 2008 წ. 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია
ესოდენ შემზარავ დანაშაულში მსჯავრდებული სახელმწიფო მოხელეების შეწყალება
და მათთვის სასჯელის დარჩენილი ვადის განახევრება. ამის შემდეგ, თითქოს
შეწყალების ასეთი ზომა არ ყოფილიყო საკმარისად მიმტევებლური, 2009 წ. 5
სექტემბერს, სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის რეკომენდაციით და შესაბამისი
შიდა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულები პირობით ვადამდე
გაათავისუფლეს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელი,


განსაკუთრებით კი სამართალდამცავი ორგანოს მოხელე, მსჯავრდებულია
კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევით ჩადენილი დანაშაულის ჩადენაში, მის მიმართ
ამნისტიისა ან შეწყალების ზომების გამოყენება არაფრით არ ემსახურება სასჯელის
საკმარისობის მიზანს. პირიქით, სასამართლო მოელის სახელმწიფოებისაგან, რომ
ისინი ბევრად უფრო მკაცრად დასჯიან თავიანთი სამართალდამცავი ორგანოების
მოსამსახურეებს, რომლებმაც ასეთი სიცოცხლისათვის საშიში დანაშაულები
ჩაიდინეს, ვიდრე ჩვეულებრივ დამნაშავეებს, რადგან ამ შემთხვევაში სამსჯავროზეა
არამხოლოდ თითოეული დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებაც, აღმოფხვრას
დაუსჯელობის გრძნობა, რომელიც დამნაშავეებს შეიძლება გააჩნდეთ მარტო იმ
ფაქტის გამო, რომ მათ გარკვეული თანამდებობა უკავიათ, აგრეთვე ხელი შეუწყოს
საზოგადოებაში ქვეყნის სამართალდამცავი სისტემის მიმართ სათანადო რწმენისა და
პატივისცემის შენარჩუნებას. ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს პრინციპული
პოზიციაა, რომ მას სრულიად მიზანშეუწონლად და საზოგადოებისთვის არასწორ
გზავნილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ძალზე მძიმე დანაშაულის ჩადენაში
ბრალდებულ პირებს არ ჩამოერთვათ მომავალში საჯარო სამსახურში თანამდებობის
დაკავების უფლება. ამგვარი არაგონივრული ლმობიერების გამო, ოთხი მოხელის
მიმართ განხორციელებულ სისხლისსამართლებრივ დევნას დაეკარგა ყოველგვარი
ეფექტიანობა, რასაც მოითხოვს კონვენციის მე-2 მუხლი.
შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და
მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი,
მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ. -
ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი
მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.

მე-2 მუხლი არავის ანიჭებს „კარტ-ბლანშს“. სახელმწიფოს წარმომადგენლების


არარეგულირებული და თვითნებური მოქმედება შეუთავსებელია ადამიანის
უფლებების ეფექტიანად დაცვის მოთხოვნებთან. სხვა საკითხებთან ერთად, ეს
ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, თვითნებობისა და ძალის გადამეტების
საწინააღმდეგოდ ადექვატური და ეფექტიანი დაცვის სისტემის შექმნის გზით,
უზრუნველყოს, რომ მის წარმომადგენლებს ჯეროვნად ესმოდეთ თავიანთი
უფლებამოსილების ფარგლები და, რომ თავიანთ მოქმედებებში ისინი
ხელმძღვანელობდნენ არა მხოლოდ იმით, თუ რა წერია სიტყვა-სიტყვით შესაბამის
72 პროფესიულ ნორმატიულ აქტებში, არამედ სათანადო ყურადღებით მოეკიდონ
ადამიანის სიცოცხლის, როგორც ფუნდამენტური ღირებულების დაცვის
პრიორიტეტებს.

სასამართლო ზოგადად „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცების სტანდარტით


სარგებლობს. ასეთი მტკიცება შეიძლება ეფუძნებოდეს ფაქტების შესახებ საკმარისად
მყარი, აშკარა და ერთმანეთთან შეთანხმებული ლოგიკური დასკვნების ან მსგავსი,
გაუქარწყლებელი პრეზუმფციების ერთობლიობას.

You might also like