You are on page 1of 2

კონვენციის 35-ე (§1) მუხლი ითვალისწინებს მტკიცების ტვირთის განაწილებას.

მთავრობა, რომელიც იყენებს მიმართვის შიდასამართლებრივი საშუალებების


ამოწურვასთან დაკავშირებულ არგუმენტს, ვალდებულია, დაარწმუნოს სასამართლო
იმაში, რომ ფაქტების დადგომის დროს, მიმართვის საშუალებები იყო ეფექტიანი და
ხელმისაწვდომი როგორც თეორიაში ისე პრაქტიკაში, ანუ საშუალებას აძლევდა
მომჩივანს, რომ მასი პრეტენზიები დაკმაყოფილებულიყო და მას ჰქონოდა
წარმატების გონივრული პერსპექტივები. თუმცა, როგორც კი აღნიშნული
დამტკიცდება, უკვე მომჩივანს ეკისრება იმისი მტკიცების ტვირთი, რომ მთავრობის
მიერ მოყვანილი მიმართვის შიდასამართლებრივი საშუალება ნამდვილად იქნა
გამოყენებული ან, რაიმე მიზეზის გამო, არ იყო ადეკვატური და ეფექტიანი, საქმის
ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით ან რომ ზოგიერთი განსაკუთრებული
გარემოება მას ათავისუფლებდა აღნიშნული ვალდებულებისაგან.

კონვენციის მე-3 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას,


უზუნველყოს, რომ თითოეული პატიმარი იმყოფებოდეს მისი ადამიანური ღირსების
პატივისცემის პირობებში, რომ სასჯელის აღსრულებამ არ გამოიწვიოს განსაცდელი
ან ტანჯვა რომლის ინტენსივობაც გადააჭარბებს პატიმრობის თანმდევ, გარდაუვალ
ტანჯვას.

პატიმრის ჯანმრთელობის გარდა, ასევე ადეკვატურად და პატიმრობის გონივრული


მოთხოვნილებების გათვალისწინებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მისი
კეთილდღეობა.

კონვენციის მე-3 მუხლის ქვეშ მოსახვედრად, მოპყრობამ უნდა მიაღწიოს „ტანჯვის


მინიმალურ ზღვარს.“ ამ მინიმუმის შეფასება დამოკიდებულია კონკრეტული საქმის
გარემოებებზე. კერძოდ, მოპყრობის კონტექსტსა და ხასიათზე, ასევე მის
ხანგრძლივობაზე, მის მიერ გამოწვეულ ფიზიკურ და მენტალურ შედეგებზე და
ზოგიერთ შემთხვევაში, მსხვერპლის სქესზე, ასაკსა და ჯანმრთელობის
მდგომარეობაზე.

სასამართლოს შეხედულებით, მის ხელთ არსებული მტკიცებულებები მას


საშუალებას აძლევს, „ყოველგვარ გონივრულ ეჭვს მიღმა“ მიიჩნიოს, რომ მომჩივანი
ნამდვილად იმყოფებოდა მის მიერ საჩივარში გაპროტესტებულ პატიმრობის
პირობებში. კერძოდ, მას აწუხებდა საკუთარი საწოლის უქონლობა, ჰაერის მუდმივი
უკმარისობა და სიბინძურე 1 წლისა და 4 თვის განმავლობაში. სასამართლოს მიაჩნია,
რომ პატიმრობის ასეთმა პირობებმა მომჩივანს უდავოდ მიაყენა ისეთი ტანჯვა,
რომელიც სცილდებოდა პატიმრობის თანმხლებ აუცილებელ ტანჯვას.
სასამართლო იმეორებს, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია პატიმრობაში მყოფ
ნებისმიერ პირზე, ვინაიდან ეს უკანასკნლი, იმყოფება რა სახელმწიფო მოხელეთა
ხელში, სუსტ პოზიციაში იმყოფება და ხელისუფლების მოვალეობაა მისი დაცვა.

თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება, როცა მას,


მისი ქცევით ამისი აუცილებლობა არ გამოუწვევია ლახავს ადამიანურ ღირსებას და
პრინციპში, წარმოადგენს კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების
დარღვევას.

You might also like