You are on page 1of 3

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და


დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14,
8.04.1998, გვ.31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 44-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 ნაწილი:
„231. ეჭვმიტანილი – პირი, რომლის მიმართ არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ მან
ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, მაგრამ
ამგვარი ეჭვი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პირის მიმართ წაყენებულ იქნეს ბრალდება. პირი
ეჭვმიტანილად ითვლება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკავებისთანავე
ან პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე.“.
2. 72-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ეჭვმიტანილს ამ ვადის
ამოწურვამდე უნდა წაეყენოს ბრალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგენილება პირის
ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ, მისი არსებობის შემთხვევაში, უქმდება, ხოლო პირი დაუყოვნებლივ
უნდა გათავისუფლდეს.
3. ეჭვმიტანილს დაკავებისთანავე უნდა განემარტოს დუმილის უფლება, უფლება, არ დაიბრალოს
დანაშაული, დამცველის მოწვევის უფლება, უფლება, დაუკავშირდეს ახლობლებს, აგრეთვე ამ
კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ეჭვმიტანილის სხვა უფლებები.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირის მოთხოვნა დამცველის მოწვევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს დაკავებისთანავე,
დაუყოვნებლივ, ახსნა-განმარტების მიცემამდე ან, თუ ეს ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება,
მაქსიმალურად გონივრულ დროში, რათა ეჭვმიტანილს მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება
განახორციელოს თავისი დაცვა.“.
3. 73-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ, მისთვის გასაგებ ენაზე, ეცნობოს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ ეჭვი
და გადაეცეს დაკავების ოქმის ასლი და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილება,
თუ იგი გამოტანილია;“;
ბ) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) პირისპირ შეხვდეს დამცველს მარტო, შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის
შეუზღუდავად. მოცემული უფლება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება შეიზღუდოს
გონივრული ვადით, რის შესახებაც გამოძიების მწარმოებელმა პირმა უნდა გამოიტანოს
მოტივირებული დადგენილება;“;
გ) პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) დაკავებისთანავე ან ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე
მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა, აგრეთვე სამედიცინო
ექსპერტიზის დანიშვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, რაც დაუყოვნებლივ
უნდა დაკმაყოფილდეს. ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს
გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც საჩივარი განიხილება
მისი მიღებიდან 24 საათში;“.
4. 83-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1
„5. თუ არჩეული ან დანიშნული დამცველი მონაწილეობას ვერ იღებს სისხლის სამართლის საქმეში
ავადმყოფობის, გამგზავრების ან სხვა საპატიო მიზეზის გამო, პროცესის მწარმოებელი ორგანო
ვალდებულია გადადოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო
დამცველს, ან გადადოს სასამართლო განხილვა, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა. ამ ვადაში დამცველის
გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო ბრალდებულსა და
განსასჯელს სთავაზობს მოიწვიოს სხვა დამცველი, ხოლო უარის ან დადგენილ ვადაში დამცველის
გამოუცხადებლობის შემთხვევაში იძახებს დამცველს დანიშვნით.“.
5. 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) გაეცნოს ეჭვმიტანილის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებას, ჩვენებას, ეჭვმიტანილად ცნობის
დადგენილებას, დაკავების ოქმს და ამოიწეროს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ შეეხება მისი
დასაცავი პირის ინტერესებს;“.
6. 141-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 141. დაკავების გამოყენების პირობა და მიზანი


1. დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომელიც გამოიყენება, თუ არსებობს საკმაო
საფუძველი ეჭვი მიიტანონ პირზე იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს
სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის, გაქცევის,
დამალვის ან მტკიცებულებათა მოსპობის თავიდან ასაცილებლად.
2. პირი დაკავებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და
საფუძველზე დაკავებისათვის საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხდება საქართველოს
კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული თავისუფლების შეზღუდვა პოლიციის
დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანის მიზნით.“.
7. 145-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი დაადგენს, რომ
არსებობს ამ კოდექსით გათვალისწინებული დაკავების საფუძვლები, იგი ვალდებულია გასაგები
ფორმით შეატყობინოს ეს ეჭვმიტანილს, განუმარტოს, სახელდობრ, რომელი დანაშაულისათვის არის
დაკავებული, განუმარტოს მას ამ კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და
მიიყვანოს იგი პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.“.
8. 146-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილის წინ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. პოლიციის თანამშრომელმა ან სხვა კომპეტენტურმა თანამდებობის პირმა, რომელიც
ახორციელებს ეჭვმიტანილის დაკავებას ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული საფუძვლებით, დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების
ოქმი. თუ დაკავების ოქმის დაკავებისთანავე შედგენა ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია, ოქმი
უნდა შედგეს დაუყოვნებლივ პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოს უფლებამოსილ
პირთან დაკავებულის მიყვანისთანავე. დაკავების ოქმში უნდა აღინიშნოს: ვინ, სად, როდის, რა
ვითარებაში, კანონში აღნიშნულ რომელ საფუძველზეა დაკავებული, რომელი დანაშაულის ჩადენაშია
ეჭვმიტანილი, მისი პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოში მიყვანის ზუსტი დრო, ამ
კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული ეჭვმიტანილის უფლებების ჩამონათვალი; აგრეთვე
შესაბამის შემთხვევაში ის ობიექტური მიზეზი (მიზეზები), რომლის (რომელთა) არსებობის გამო
შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე. ოქმს ხელს აწერენ თანამდებობის პირი
ან მოქალაქე, რომელმაც პირი დააკავა, დაკავებული და მისი დამცველი (მისი ყოფნის შემთხვევაში).
ეჭვმიტანილის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე
დაკავების ოქმს ხელმოწერით ადასტურებს პოლიციის ან მოკვლევის ორგანოს უფლებამოსილი პირი.
თუ დაკავების ოქმი არ შეუდგენიათ ზემოაღნიშნული პირობების დაცვით, აგრეთვე, თუ იგი
დაკავებულს არ გადაეცა, თავისუფლებაშეზღუდული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2
„3. მოკვლევის ორგანოს უფროსი ან მოკვლევის ორგანოს სხვა უფლებამოსილი თანამდებობის პირი
ვალდებულია პროკურორის თანხმობით გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება სისხლის
სამართლის საქმის აღძვრის ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმისა და დაკავებულის
გათავისუფლების შესახებ. დადგენილების ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება პროკურორს
ცნობისათვის.“;
გ) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილების ასლი დაუყოვნებლივ გადაეცემა
ხელწერილით ეჭვმიტანილს.
6. ეჭვმიტანილი უნდა დაიკითხოს პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში
მიყვანიდან არა უგვიანეს 24 საათისა, ამ კოდექსით დადგენილი წესით. დაკავებული, მისი მოთხოვნით,
დაკითხვის შემდეგ აუცილებლად უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ და შედგეს სათანადო ცნობა.“.
9. 284-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბრალდების წაყენების შემდეგ პირველ დაკითხვამდე ბრალდებულს აქვს თავის დამცველთან
პირისპირ კონსულტაციის უფლება. თუ ბრალდებული დაკავებულია, მის მიმართ გამოიყენება ამ
კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.“.
10. 357-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
11. 364-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 364. ალტერნატიული ექსპერტიზა


მხარეს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივითა და თავის ხარჯზე ჩაატაროს ექსპერტიზა იმ
გარემოების დასადგენად, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია ხელი შეუწყოს მისივე ინტერესების
დაცვას. საექსპერტო დაწესებულება ვალდებულია ჩაატაროს მხარის მიერ დანიშნული და
ანაზღაურებული ექსპერტიზა. მხარის მოთხოვნით, ექსპერტის დასკვნა სავალდებულო წესით
დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს და შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთად.“.

მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 13 აგვისტო.
№398–რს

You might also like