You are on page 1of 4

11.1.

ბრალდებულის ცნება

 დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შედეგად , როგორც წესი ,


ადრე თუ გვიან ხდება ეჭვმიტანილი პირის გამოვლენა, რომელიც შესაძლებელია
დანაშაულის პოტენციური ამსრულებელი ან თანამონაწილე ყოფილიყო. მაშინაც კი ,
როდესაც პირის მიმართ ეჭვის ობიექტური საფუძველი არსებობს, ეს მაინ არ აქცევს მას
ავტომატურად ბრალდებულად. იმისათვის, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილს
მიენიჭოს ,,ბრალდებულის~ პროცესუალური სტატუსი, საჭიროა კანონით დადგენილი
წესით მისი ბრალდებულად ცნობა. გარდა ამისა, პირს ბრალდებულის სტატუსი მიენიჭება ,
თუ მას დააკავებენ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-19 ნაწილში განმარტებულია


ბრალდებულის ცნება, რომლის თანახმად, ბრალდებული არის პირი, ვის მიმართაც
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.

1.2. პირის ბრალდებულად ცნობა

როგორც უკვე აღინიშნა, პირი ითვლება ბრალდებულად დაკავების ან თუ იგი არ


დაუკავებიათ, ბრალდებულად ცნობის მომენტიდან. მიუხედავად იმისა , რომ დაკავებულ
პირს კანონმდებელი ბრალდებულის უფლებებს ანიჭებს, ნებიემიერ შემთხვევაში
სავალდებულოა დამატებით მისი ბრალდებულის სტატუსის პროცესუალური გაფორმება ,
რაც ,,ბრალდებულად ცნობის~ გზით უნდა მოხდეს. თუ დაკავებული პირი 48 საათის
განმავლობაში შესაბამისი პროცედურების დაცვით ბრალდებულად არ იქნა ცნობილი , იგი
დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

სსსკ-ის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის ბრალდებულად ცნობის


საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა ,
რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის , რომ ამ პირმა დანაშაული
ჩაიდინა. პირის ბრალდებულად ცნობა ხდება მისთვის ბრალის წაყენების გზით . სსსკ -ის
169-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალის წაყენებისთვის საკმარისი
საფუძვლის არსებობისას პროკურორი უფლებამოსილია და არა ვალდებული
გამოიტანოს
დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. უფლებამოსილებაზე მითითება გულისხმობს
პროკურორის დისკრეციას: დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან უარი თქვას
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე.

თუ პროკურორი გადაწყვეტს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ,


მან უდნა მიიღოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და დადგენილების
მიღებიდან 24 საათში მას თავად ან გამომძიებლის მეშვეობით უნდა წაუყენოს ბრალი .
ბრალი, როგორც წესი წაეყენება უშუალოდ ბრალდებულს, რომელსაც გადაეცემა
პროკურორის დადგენილება ბრალდების შესახებ თანდართული ბრალდებულის
უფლებებისა და მოვალეობების ნუსხით.
ბრალდების დადგენილების გამოტანის შემდეგ პროკურორი განსაზღვრავს ბრალის
წაყენების (ბრალდებულისთვის ბრალდების დადგენილების გაცნობის ) დროსა და
ადგილს. ბრალი წაყენებულ უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 24
საათისა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ბრალის წაყენების
უფლებამოსილებას ანიჭებს პროკურორს, რომელსაც შეუძლია ამ ფუნქციის შესრულება
დაავალოს გამომძიებელს. როგორც წესი, გამომძიებლისთვის აღნიშნული
უფლებამოსილების მინიჭების შესახებ პროკურორი აღნიშნავს ბრალდების
დადგენილებაში. ბრალდების დადგენილების გაცნობისას ბრალდებულს პროკურორის
ან პროკურორის დავალებით გამომძიებლის მიერ განემარტება მისი უფლებები და
მოვალეობები. ა

თუ ბრალდებული სარგებლობს ადვოკატის მომსახურებით, ამ უკანასკნელს უფლება აქვს


დაესწროს ბრალის წაყენების პროცედურას. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები , როდესაც
პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ემალება სამართალდამცავი ორგანოების
წარმომადგენლებს და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას . იმისათვის ,
რომ მსგავს შემთხვევებში გამოძიების პროცესს და მართლმსაჯულების განხორციელებას
ხელი არ შეეშალოს, კანონი ითვალისწინებს ბრალის წაყენებას ბრალდებულის
ადვოკატის მეშვეობით. ამ დროს ბრალდების მხარე სთავაზობს ბრალდებულს ან მის
ახლო ნათესავს ადვოკატის აყვანას და განუსაზღვრავს ამისათვის გონივრულ ვადას. თუ
აღნიშნულ ვადაში იგი არ აიყვანს ადვოკატს, მაშინ ბრალდებულს სავალდებულო წესით
დაენიშნება ადვოკატი, რომელსაც შემდგომ პროკურორი ან მისი დავალებით
გამომძიებელი გააცნობს დადგენილებას ბრალდების შესახებ , რაც ჩაითვლება ბრალის
წაყენებად.

კანონი ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს ზოგიერთი თანამდებობის პირისათვის ბრალის


წასაყენებლად. მაგალითად, სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად,
საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის,
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი
სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის
თანხმობა. ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმის თანხმობა, ხოლო საქართველოს სხვა საერთო სასამართლოს მოსამართლის
ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
თანხმობა.

ვინაიდან, ბრალდებულად ცნობის შემდეგ პროცესის მწარმოებელი პირის


გადაწყვეტილებით პირს შეიძლება შეეზღუდოს ცალკეული კონსტიტუციური უფლებებით
სარგებლობის შესაძლებლობები და ამით მის ინტერესებს მიადგეს არსებითი ზიანი ,
კანონი ზუსტად განსაზღვრავს პირის ბრალდებულად ცნობის ვადებს, რომლის გასვლის
შემდეგაც ან საქმე განხილვისათვის უნდა გადაეცეს სასამართლოს ან
სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდეს პირის მიმართ. თუ პირის მიმართ შეწყდა
სისხლისსამართლებრივი დევნა, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალის
წაყენება. სსსკ-ის 169-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ერთი შემთხვევის გამო
წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე პირი ბრალდებულად შეიძლება ცნობილი იყოს
არა უმეტეს 9 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო
არ წაუყენებიათ ახალი ბრალი. ახალი ბრალის წაყენებისას ვადის დინება წყდება და
ვადა აითვლება ახალი ბრალის წაყენების დღიდან. მაგალითად , პირს ბრალი ჰქონდა
წაყენებული ყაჩაღობისათვის, მაგრამ, ყაჩაღობისთვის ბრალის წაყენებიდან 4 თვის
შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ დანაშაულთან ერთად მას სავარაუდოდ
მკვლელობაც ჰქონდა ჩადენილი. ასეთ შემთხვევაში პირს მკვლელობისთვისაც წაეყენება
ბრალი და ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მიმალვაში მყოფი ბრალდებულისთვის


ადგენს ბრალის წაყენების განსხვავებულ წესს. კერძოდ, თუ ბრალდებული მიმალვაშია
პროკურორის მიერ ბრალდების დადგენილების გამოტანის შემდეგ , ბრალდების მხარის
მიერ უნდა იქნეს მოძიებული ბრალდებულის რომელიმე ახლო ნათესავი რომელსაც უნდა
განესაზღვროს გონივრული ვადა ადვოკატის ასაყვანად. ბრალდებულის ახლო ნათესავი
მისთვის განსაზღვრულ გონივრულ ვადაში არ აიყვანს ადვოკატს, ბრალდებულს
ადვოკატი დაენიშნება სავალდებულო წესით. ბრალდების დადგენილების გაცნობა ხდება
ახლო ნათესავის მიერ აყვანილი ან სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატისთვის ,
რაც ითვლება ბრალის წაყენებად.
ახლო ნათესავისთვის ადვოკატის აყვანის გონივრული ვადის განსაზღვრისას
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, ერთი მხრივ, ბრალდების დადგენილების
გაცნობის 24-საათიანი ვადა და, მეორე მხრივ, ახლო ნათესავისთვის ადვოკატის
აყვანისთვის რეალური შესა-ძლებლობა. ვინაიდან, ბრალდების დადგენილების გაცნობა
უნდა მოხდეს დადგენილების გამოტანიდან 24 საათში, `გონივრული ვადა~ ვერ იქნება 24
საათზე მეტი.
რაქტიკაში არის შემთხვევები, როცა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ
მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება სხვა დანაშაულის ჩადენა და დღის
წესრიგში დგება კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი. მაგალითად ,
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 177-ე მუხლით (ქურდობა), თუმცა დევნის
დაწყების შემდგომ დაკითხული მოწმეების ჩვენებებით გაირკვა , რომ სახეზე იყო არა
ქურდობა, არამედ 178-ე მუხლით (ძარცვა) გათვალისწინებული დანაშაული. ასეთ
შემთხვევაში, პროკურორმა უნდა გამოიტანოს ახალი დადგენილება პირის სსკ-ის 178-ე
მუხლით ბრალდების შესახებ, რომელიც ავტომატურად აუქმებს სსკ-ის 177-ე მუხლის
ბრალდებით გამოტანილ დადგენილებას.
პრაქტიკაში არის ასევე შემთხვევები , როცა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების
შემდგომ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება მეორე დანაშაულის ჩადენა და
დღის წესრიგში დგება მეორე დანაშაულზეც დევნის დაწყების საკითხი . მაგალითად ,
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სსკ-ის 177-ე მუხლით (ქურდობა) და დევნის
დაწყების შემდგომ გაირკვა, რომ ამავე პირს ჩადენილი აქვს ასევე სსკ -ის 178-ე მუხლით
(ძარცვა) გათვალისწინებული დანაშაული. ასეთ შემთხვევაში, პროკურორმა უნდა
გამოიტანოს ახალი დადგენილება, რომელიც უნდა შეიცავდეს როგორც უკვე
წარდგენილი ბრალდების (ქურდობის), ასევე მეორე დანაშაულის (ძარცვის)
ფორმულირებას.
სასამართლო პრაქტიკა

როკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ


გლდანის N8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი
დამნაშავედ ცნო. „თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმარ დ.რ-ს მიმართ ძალადობითა და
დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარე საქმის განხილვა  დასრულდა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები
და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპყრობილის რეჟიმის
განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი კ.ყ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ
ბრალდებაში.სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და
სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ  2008 წლის 24 ოქტომბერს,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული
დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს დ.რ, რომელსაც 2008 წლის 27 ოქტომბერს
აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და შესახლებულ იქნა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილეში.სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსმა
ინსპექტორმა და მე-3 სარეჟიმო კორპუსის ოფიცერმა კ.ყ-მ გადაწყვიტა დ.რ-ზე ფიზიკური
და ფსიქოლოგიური ზემოქმედება მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარების
მიზნით.დ.რ-ს საკანში დაბრუნების შემდეგ კ.ყ-მ იგი მკაცრად გააფრთხილა , რომ მისი
ცემის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის
თანასაკნელებსაც ანალოგიურად გაუსწორდებოდა.დაზარალებული დ.რ-ს ცემა და
ძალადობა მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც მის მიმართ სასამართლომ
გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მისგან აღიარებითი ჩვენების მიღება საქმისთვის
აღარ იყო მნიშვნელოვანი.კ.ყ-ს მიერ  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების
ფაქტს შედეგად მოჰყვა დ.რ-ს უფლების არსებითი დარღვევა და სახელმწიფოს
კანონიერი ინტერესების არსებითი ხელყოფა.თბილისის საქალაქო სასამართლოს
გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის №8 საპყრობილის
რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორი – კ.ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ .
რაც შეეხება დ.რ-ს მიმართ ძალადობაში მხილებულ მეორე პირს – სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის N8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ყოფილ ინსპექტორ
ლ.ჩ.-ს, მის მიმართ გამოტანილია დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის
არდაწყების შესახებ, მისი გარდაცვალების გამო.

You might also like