You are on page 1of 4

კაზუსი

2020 წლის 10 მაისის დადგენილებით, მთავრობამ მიიღო ქართული ენის


პოპულარიზაციის სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს დაევალა ქართული ენის პოპულარიზაციათან
დაკავირებით კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა. 2020 წლის 30 მაისს,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის
თანახმადაც, მასწავლებლები, რომლებიც სამხრეთ საქართველოში შეასწავლიდნენ
ქართულ ენას არაქართულენოვან მოსახლეობას, საცხოვრებელი ადგილის
დაქირავების ანაზღაურების გარდა, მიიღებდენენ სახელფასო დანამატს ხელფასის 40
%-ის ოდენობით. აღნიშნული ბრძანება თბილისის #55 საჯარო სკოლის რამდენიმე
პედაგოგმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა და განმარტეს, რომ სადავო
ნორმატიული აქტი იყო დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის
მე-11 მუხლის მოთხოვნებს. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ მათ მიმართ დაირღვა
თანასწორობის უფლება, რადგან თბილისის პედაგოგები არანაკლებ
საპასუხისმგებლო შრომას ეწევიან და დაბალი შრომის ანაზღაურება გააჩნიათ.

კაზუსის ამოხსნა:

თანასწორობის ძირითადი უფლება ირღვევა, როდესაც საჯარო ხელისუფლება


უთანასწოროდ ეპყრობა სხვადასხვა პირებს და მას არ გააჩნია გონივრული
საფუძველი.

1. უთანასწორო მოპყრობის დადგენა

1.1. დგინდება შემდეგი საკითხი: ზემოქმედებს თუ არა საჯარო ხელისუფლება


გარკვეულ პირზე ან პირთა წრეზე.

საჯარო ხელისუფლება შეზღუდულია თანასწორობის უფლებით. ვინაიდან


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმოადგენს საჯარო უწყებას და
მინისტრი არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, ისინი
შეზღუდულნი არიან ადამიანის უფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი
სამართლით. შესაბამისად, განათლების მინისტრის ბრძანება წარმოადგენს
ძირითადი უფლებებით შეზღუდული სუბიექტის აქტს.

უფრო კონკრეტულად, განათლების მინისტრის ბრძანება სამხრეთ საქართველოში


წამსვლელ მასწავლებელთა სახელფასო დანამატის თაობაზე წარმოადგენს ადამიანის
უფლებებით შეზღუდული სუბიექტის აქტს.
1.2 უთანასწორო მოპყრობის დასადგენად, უნდა განვიხილოთ საჯარო
ხელისუფლების მოქმედების შემდეგი ასპექტები:

ა) ზემოქმედებს თუ არა საჯარო ხელისუფლება გარკვეულ პირზე (პირთა წრეზე);

ბ) მეორე საფეხურზე უნდა განვსაზღვროთ, სხვაგვარად ხომ არ ზემოქმედებს ან


საერთოდ არ ზემოქმედებს იგივე საჯარო ხელისუფლება სხვა პირზე (პირთა წრეზე);

გ) ბოლოს უნდა განვსაზღვროთ, არსებობს თუ არა მსგავსება განხილულ პირებს


(პირთა წრეებს) და/ან სიტუაციებს შორის. ამისთვის უნდა დავადგინოთ,
აღენიშნებათ თუ არა შესადარებელ პირებს და სიტუაციებს საერთო პუნქტი (tertium
comparationis), ანუ შეიძლება თუ არა ისინი გავაერთიანოთ რაიმე ზემდგომი ცნების
(genus proximum) ქვეშ.

სამვე პუნქტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვადგენთ, რომ საჯარო ხელისუფლება


ახორციელებს განხილულ პირთა უთანასწორო მოპყრობას.

კაზუსიდან გამომდინარე, ვისზე მოქმედებს საჯარო ხელისუფლება?

ასეთ პირებს წარმოადგენენ ისეთი ქართული ენის მასწავლებლები, რომლებიც


სამხრეთ საქართველოში შეასწავლიან ქართულ ენას არაქართულენოვან ბავშვებს.
ანუ, საჯარო ხელისუფლების მხრიდან სახეზე გვაქვს პოზიტიური ზემოქმედება.

შემდეგ ვარკვევთ: მსგავსად ხომ არ ზემოქმედებს იგივე საჯარო ხელისუფლება სხვა


პირებზე (პირთა ჯგუფზე), ზემოქმედებს თუ არა მათზე საერთოდ ან სხვაგვარად ხომ
არ ზემოქმედებს. მოცემულ შემთხვევაში, საჯარო ხელისუფლება სხვა პირებზე ანუ
დანარჩენ მასწავლებლებზე არ ზემოქმედებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სახეზე გვაქვს
ნეგატიური ზემოქმედება.

მესამე ეტაპზე, ვარკვევთ, შესაძლებელია თუ არა რაიმე საერთო ნიშნს ქვეშ ზემოთ
ჩამოთვლილი პიროვნებების (მასწავლებლების) გაერთიანება. კაზუსში მოცემულ
შემთხვევაში მათი გაერთიანება სწორედ პროფესიული ნიშნით შეიძლება, რადგან
თითეული მასწავლებელია, კონკრეტულად კი ქართული ენის.

შუალედური დასკვნა: საჯარო ხელისუფლების მხრიდან ზემოქმედება სახეზეა.


ხელისუფლება ახორციელებს განხილულ პირთა უთანასწორო მოპყრობას. სახეზეა
კონსტიტურიის მე-11 მუხლით გათვალისწინებული თანასწორობის პრინციპის
დარღვევა1. ამ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს შემდეგი სახის უთანასწორობა - როდესაც
არსებითად თანასწორს ეპყრობი უთანასწოროდ.

II. კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება

უთანასწორობა არ არღვევს თანასწორობის ძირითად უფლებას, თუ მას არ გააჩნია


თვითნებური საფუძველი. არ ირღვევა თანასწორობის უფლება, თუ მას
გამართლებული საფუძველი გააჩნია. ამ კუთხით, საჭიროა, საჯარო ხელისუფლების
შესაბამისი ქმედება კონსტიტუციურ-სამართლებრივ საფუძვლის შესაბამისი იყოს,
ანუ უთანასწორო მოპყრობას უნდა გააჩნდეს გამართლებული, გონივრული
საფუძველი.

კაზუსის განხილვის ამ ეტაპზე, უნდა დავადგინოთ რამდენად ინტენსიურია


უთანასწორო მოპყრობა. უთანასწორო მოპყრობის ინტენსივობის განსაზღვრა
შესაძლებელია შემდეგი ასპექტების მიხედვით:

ა) რაც უფრი მეტად უახლოვდება საჯარო ხელისუფლების მიერ გამოყენებული


დიფერენცირების კრიტერიუმი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში
ჩამოთვლ დიფერენცირების დაუშვებელ კრიტერიუმებს (რასა, კანის ფერი, ენა,
რელიგია, სქესი და სხვა), მით უფრო ინტენსიურია უთანასწორო მოპყრობა;

ბ) რაც უფრო ნაკლებად შეუძლია პირს გავლენა მოახდინოს სახელმწიფოს მიერ


გამოყენებული დიფერენცირების კრიტერიუმზე, მით უფრო ინტენსიურია
უთანასწორო მოპყრობა (მაგ, პირთა დიფერენცირების კრიტერიუმს წარმოადგენს
სქესი, რისი შეცვლაც ადამიანს მხოლოდ მძიმე სამედიცინო ჩარევის საფუძველზე
შეუძლია);

გ) ინტენსიურ უთანასწორო მოპყრობასთან გვაქვს საქმე იმ შემთხვევაშიც, თუ იგი


პირს ხელს უშლის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებაში.

დ) არჩევნების თანასწორობის ძირითადი უფლების ნებისნიერი შეზღუდვა უნდა


განვიხილოთ ინტენსიურ უთანასწორო მოპყრობად;

განსახილველ შემთხვევაში, ვარკვევთ უთანასწორო მოპყრობა ინტენსიურია2 თუ არა.


1
ყურადღებაა გასამახვილებელი თანასწორობის ძირითად უფლებათა კონკურენციაზე. როდესაც
სახეზეა რამდენიმე თანასწორობის ძირითადი უფლების დარღვევის შესაძლებლობა, განხილვას
ვიწყებთ შედარებით სპეციალური ხასიათის თანასწორობის ძირითადი უფლებით. სპეციალური
ძირითადი უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, შედარებით ზოგადი ხასიათის
ძირითადი უფლების დარღვევის საკითხს საერთოდ აღარ განვიხილავთ. მაგ, თუ დარღვეულია
არჩევნების თანასწორობის ძირითადი უფლება, თანასწორობის ზოგადი ძირითადი უფლების (მე-11
მუხლი) განხილვა საჭირო არ არის. ჩვენს კაზუსში ეს საკითხი არ დგას, მაგრამ გაითვალისწინეთ.
2
იმგვარი უთანასწორო მოპყრობის გასამართლებლად, რომელიც შედარებით ნაკლები ინტენსივობით
ხასიათდება, საკმარისია, დავადგინოთ, რომ უთანასწორო მოპყრობას თუნდაც რაიმე ლეგიტიმური
საფუძველი გააჩნია.
მოცემული კაზუსიდან გამომდინარე, სახეზე გვაქვს დიფერენცირების კრიტერიუმი,
რომელიც ახლოს დგას კონსტიტუციის მე-11 მუხლით განსაზღვრულ
კრიტერიუმთან. შესაბამისად, მოცემულ სემთხვევაში, უთანასწორო მოპყრობა
ინტენსიურია. როცა სახეზე გვაქვს ინტენსიური მოპყრობა, აუცილებელია
განვიხილოთ, საჯარო ხელისუფლების აქტი რამდენად შეესაბამება
პროპორციულობის პრინციპს(ზომიერების) პრინციპს.

ამ შემთხვევაში, ხდება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის


ურთიერთშეჯერება. თბილისის პედაგოგები დედაქალაქში დარჩენით და მიღებული
ბრძანებით არაფერს კარგავდნენ, იგივე ხელფასით და იგივე სამუშაო გარემოთი
იყვნენ უზრუნველყოფილნი. ამასთანავე, მათ ჰქონდათ თავისუფალი არჩევანი,
წასულიყვნენ ს. საქართველოში და ესწავლებინათ ქართული ენა შესაბამისი
გაზრდილი ანაზღაურებით. ამ შემთხვევაში, დიფერენცირება არის გონივრული და
არადისკრიმინაციული, რადგან ქვეყნის საჯარო ინტერესს წარმოადგენს ენის
პოპულარიზაცია და უმცირესობების ინტეგრაცია, რაც ქართულის ენის
ლინგვისტური ხელმისწავდომობის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, უთანასწორო
მოპყრობა და დიფერენცირება ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი და პროპორციულია.
განსახილველ შემთხვევაში, უთანასწორო მოპყრობას გონივრული და
გამამართლებელი საფუძველი გააჩნია.

დასკვნა: საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული


თანასწორობის უფლება არ დარღვეულა. დისკრიმინაცია - თვითნებური
უთანასწორო მოპყრობა სახეზე არ გვაქვს.

You might also like