You are on page 1of 32

კანონისმიერი ვალდებულებითი

ურთიერთობები
ლექცია-სემინარი II
საზიარო უფლებები

სასწავლო მასალა
■ თ. შოთაძე, საერთო საკუთრებისა და საზიარო უფლებების მარეგულირებელი
ნორმების შედარებითი ანალიზი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
მიხედვით, სამართლის ჟურნალი, #2, 2009, გვ. 18-26
■ ჩაჩავა სოფიო, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია
სამოქალაქო სამართალში, 2011, გვ. 8-20
■ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი IV, ტომი II, თბ. 2002
წელი, გამომცემლობა ,,სამართალი“, ავტორთა კოლექტივი (რედ: ჭანტურია
ლადო), გვ. 331-341;
■ Gccc.ge 173-ე მუხლის კომენტარი
საზიარო უფლებები
Gemeinschaft nach Bruchteilen
■ საზიარო უფლების ცნება და მისი დახასიათება;
■ საზიარო უფლებათა ადგილი საერთო საკუთრებაში;
■ საზიარო საგნის ცნება და სახეები;
■ თითოეული მონაწილის უფლებები და მოვალეობები საზიარო უფლებებში;
■ მოწილეთა მიერ საზიარო საგნის მართვის წესი და თავისებურებანი;
■ მოწილეთა უფლებები საზიარო საგნის ნაყოფზე;
■ უფლებამონაცვლეობა საზიარო საგნის მართვაში.
საზიარო უფლების სახეები

953. თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ


თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

■ ძირითადი შემთხვევა: საკუთრება


■ ასევე: მოთხოვნები, შეზღუდული სანივთო უფლებები, სამკვიდრო ქონება;
■ სადავოა: სამართლებრივ ურთიერთობაში საზიარო უფლების არსებობა, მაგ:
ქირავნობა; იჯარა და სხვ.
საერთო საკუთრება
■ სსკ-ის 173-ე მუხლი განსაზღვრავს საერთო საკუთრების ცნებას
■ 173.1 საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით
ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები
წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ
თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა
თანამესაკუთრის სასარგებლოდ.
■ 173.2 საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეებთან შეთანხმების
საფუძველზე შეიძლება დაგირავდეს ან უფლებრივად სხვაგვარად
დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი
ინტერესებისათვის.
■ 173.3 საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები
თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით
სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
■ 173.4 საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება
განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით.
კანონის ძალით

■ 1158 - მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება


■ 786 - სასაქონლო საწყობში გვაროვნული ნივთების შერევა
■ 932.2 - ერთობლივი საქმიანობისთვის განხორციელებული შენატანი
საერთო საკუთრება და საზიარო უფლება

■ თანაზიარი საკუთრება - წილის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაგ. ანას


და ბენოს ერთობლივად ეკუთვნით ვაშლი.
■ წილადი საკუთრება - წილის ოდენობა განსაზღვრულია, ანას ეკუთვნის
ვაშლის ¼ , ბენოს ვაშლის ¾.
წილადი საკუთრებისას განასხვავებენ რეალურ და იდეალურ წილებს.
■ იდეალური წილი - ანას ეკუთვნის ვაშლის ¼, მაგრამ რომელი ¼, არ არის
განსაზღვრული.
■ რეალური წილი - ანას ეკუთვნის ვაშლის ¼ და ზუსტად არის განსაზღვრული
ვაშლის რომელი ნაწილია იგი.
კაზუსი 1

ანის, ბენოს და გენოს აქვთ საგურამოში სასოფლო-სამეურნეო


მიწის ნაკვეთზე საზიარო საკუთრება, იდეალური წილით ¼, ½, ¼
და ერთობლივად ეწევიან მეურნეობას. ბენოს მიაჩნია, რომ
თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევებიდან გამომდინარე, მათ
მიწის ნაკვეთზე უნდა მოიყვანონ კივის პლანტაცია, ხოლო გენოს
არსებული ვენახის შენარჩუნება სურს. ანისთვის არ აქვს
მნიშვნელობა. ბენოს და გენოს უთანხმოებიდან გამომდინარე,
საზიარო საგნით სარგებლობა შეუძლებელი გახდა. ანიმ გენოს
მიყიდა თავისი ¼ წილი.
ბენოს მიაჩნია, რომ ანის და გენოს შორის დადებული ნასყიდობის
ხელშეკრულება ბათილია, რადგან არ შეიძლება საზიარო საგნის
განკარგვა, ყველა მოწილის თანხმობის გარეშე.
აქვს თუ არა ბენოს ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნის
უფლება?
კაზუსის ამოხსნის მეთოდოლოგია

კაზუსი - „ცხოვრებისეული პრობლემა“, რომლის გადაჭრა


სამართლებრივი ნორმების გამოყენებით უნდა მოხდეს.
კაზუსის ამოხსნა - მის საკვანძო კითხვაზე დასაბუთებული
პასუხის გაცემა.
კაზუსის ამოხსნის მეთოდოლოგია - გვეხმარება სწორად მივუდგეთ
საკითხს და „ცხოვრებისეული პრობლემა“ მივუსადაგოთ
სამართლის ნორმებს.
კაზუსის ამოხსნის მეთოდოლოგია
კაზუსის გააზრება - კაზუსის კარგად წაკითხვა და
პრობლემის იდენტიფიცირება.
ინფორმაციის გაფილტვრა - კაზუსი შეიცავს
მეორეხარისხოვან/უმნიშვნელო/ზედმეტ ინფორმაციას, უნდა ისწავლოთ
სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტებისა და დამატებითი (ზოგჯერ
დამაბნეველი) ინფორმაციის გამიჯვნა.
მნიშვნელოვანი ფაქტები - დამატებითი ინფორმაციის გაფილტვრის
პარალელურად, არ უნდა გამოგრჩეთ ყველა სამართლებრივად
რელევანტური ფაქტის გააზრება - თარიღები, ასაკი და სხვ.
არ შეცვალოთ ფაქტები - ნუ გააკეთებთ კაზუსის ინტერპრეტაციას,
ყველაფერი, რაც აუცილებელია მის ამოსახსნელად, მითითებულია
კაზუსში, საკუთარი ვარაუდები ფაქტებთან დაკავშირებით გამორიცხეთ -
მიიღეთ ფაქტები ისე, როგორც არის. თუ რაიმე არ არის მითითებული - ეს
საკითხი პრობლემური არ არის. მაგ.: თუ არ არის მითითებული
მხარეების ასაკი, ე.ი. არასრულწლოვნების პრობლემა კაზუსში არ გვაქვს.
მოთხოვნის საფუძველი

სამოქალაქო კოდექსის ნორმები


მოთხოვნის საფუძველი - ძირითადი, განსაკუთრებული სამართლებრივი ნორმა, რომლის
სამართლებრივი შედეგიც მდგომარეობს იმაში, რომ პირი ნორმის შემადგენლობის
(დისპოზიციის) ფაქტობრივი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილია, მეორე
პირისგან მოითხოვოს მოქმედების შესრულება ან მისგან თავის შეკავება.
დამხმარე ნორმები - ისინი დამოუკიდებლად არ წარმოშობენ მოთხოვნის უფლებას, მუშაობს
ძირითად ნორმასთან ერთობლიობაში, როდესაც მხოლოდ ძირითადი ნორმა არ ქმნის
მოთხოვნის საკმარის საფუძველს.
მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების ჩამონათვალი იხ. ბოელინგი ჰაინ, ლოტრინგჰაუსი
პეტერ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური
ანალიზი, გამომცემლობა სიესტა, 2009 წ. გვ 105-137
ელ. ვერსია იხ.: http://lawlibrary.info/ge/books/giz2009-ge-anspruchsgrundlagen_law.pdf

3/28/2015 11
დისპოზიცია და სამართლებრივი შედეგი

■ სამართლის ნორმა როგორც წესი, შედგება დისპოზიციისა და


სამართლებრივი შედეგისაგან. დისპოზიცია და სამართლებრივი შედეგი
მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. დისპოზიციის არსებობა
არის სამართლებრივი შედეგის დადგომის წინაპირობა.
■ „იმ შემთხვევაში თუ .... მაშინ.....“
■ მაგალითი:
■ სსკ-ის 55-ე მუხლი
■ „ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე
გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია
განსაკუთრებულ ნდობაზე.“

3/28/2015 12
დისპოზიცია და სამართლებრივი შედეგი

■ სსკ-ის 172.1 მუხლი


„მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება,
გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის
უფლება.“

სსკ-ის 477.1 მუხლი


„ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს
მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული
საბუთები და მიაწოდოს საქონელი.“

3/28/2015 13
სუბსუმცია

■ სუბსუმცია - ლათ. სიტყვა, ნიშნავს შეფარდებას.


■ კაზუსის მოცემულობაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მისადაგება
სამართლის ნორმის დისპოზიციასთან.
■ ნინომ მაღაზიაში იყიდა ველოსიპედი 200 ლარად. აქვს თუ არა მას თანხის
გადახდის ვალდებულება მაღაზიის მიმართ?
■ სსკ-ის 477.2 მუხლი:
■ „მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს
ნაყიდი ქონება.“
■ სუბსუმცია - ნინოსა და მაღაზიას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება
რომლის საფუძველზე, მყიდველს წარმოეშობა თანხის გადახდის ვალდებულება.

3/28/2015 14
ვინ, ვისგან, რას, რა საფუძვლით?
კაზუსი: დათო ველოსიპედით სეირნობისას დაეჯახა ანას მანქანას და დააზიანა
მისი საქარე მინა. ანა ითხოვს ზიანის ანაზღაურებას. აქვს თუ არა ანას
მოთხოვნის უფლება?
ვინ - ანა (დაზარალებული)
ვისგან - დათო (ზიანის მომყენებელი)
რას - ზიანის ანაზღაურება
რა საფუძვლით - ნორმა, რომელსაც აფუძნებს პირი მოთხოვნას. მოთხოვნა
აუცილებლად მომდინარეობს კონკრეტული ნორმიდან, ასეთ ნორმებს
„მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს“ უწოდებენ.

3/28/2015 15
1. საკითხის დასმა (ჰიპოთეზის ფორმულირება)
„სავარაუდოდ, ანას აქვს დათოსგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება
სსკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად.“
2. მისი წინაპირობების დასახელება და დეფინიცია
„სსკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს
მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს
ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.“ (აქ განიმარტება
მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, ზიანი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი
ქმედებასა და ზიანს შორის..).
3. კაზუსის ამ წინაპირობებისადმი მისადაგება (სუბსუმცია)
„დათო გაუფრთხილებელი ქმედებით, შეეჯახა ანას მანქანას, რის გამოც
დაზიანდა საქარე მინა და ანას მიადგა ზიანი, დათოს ქმედება
მართლსაწინააღმდეგოა. . .“
4. დასკვნის გაკეთება (შედეგი)
„შესაბამისად, სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე, ანას აქვს დათოს მიმართ
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.“
კაზუსი #11, სახელმძღვანელო: კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა, ავტორები:
ბერეკაშვილი და სხვები, იხ. არგუსზე

„ლიმონელის” დისტრიბუტორი ლევანი მაღაზიებში შეკვეთების


ჩამორიგებას ჩქარობს. ერთ-ერთ მაღაზიაში, ლიმონათით
დატვირთული ყუთის შეტანის დროს, ის არ აქცევს ყურადღებას
მაღაზიიდან გამომსვლელ მომხმარებელს, სალომეს და ეჯახება მას.
შედეგად, მომხმარებელი ვერ ინარჩუნებს წონასწორობას და
მოუხერხებლად ეცემა ძირს. სამედიცინო შემოწმების შედეგად
დგინდება, რომ დაცემის შედეგად, მომხმარებელს – სალომეს აქვს
მსუბუქი ტვინის შერყევა და ხელის მოტეხილობა. აღნიშნული
მკურნალობის ხარჯები 600 ლარს აღწევს. გარდა ამისა, სალომე ცეკვის
მასწავლებელია და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 300 ლარს
შეადგენს. ექიმების დასკვნის საფუძველზე, იგი სამსახურში ვერ გავა,
სულ მცირე, შემდგომი 2 თვის განმავლობაში. რა მოთხოვნები გააჩნია
სალომეს და ვის მიმართ?
სამართლებრივი დასკვნა

1. შესაძლოა, სალომეს ჰქონდეს, სსკ-ის 992-ე მუხლის, 411-ე და 413-ე


მუხლების შესაბამისად, ლევანისაგან ზიანის ანაზღაურების, მათ შორის
მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის
უფლება, იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ამ მუხლებით გათვალისწინებული
წინაპირობები.
სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო
ბრალეული მოქმედებით სხვას მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აანაზღაუროს ეს
ზიანი. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, არის თუ არა სახეზე აღნიშნული
მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
ზიანი – სალომე დავარდა და მოიტეხა ფეხი, მიიღო ტვინის შერყევა. მას
წარმოეშვა მკურნალობის ხარჯები 600 ლარის ფარგლებში. ამასთან, ის,
შემდგომი ორი თვის განმავლობაში, ვერ იმუშავებს და ვერ მიიღებს ხელფასს.
მისი ხელფასი შეადგენს 300 ლარს თვეში. შესაბამისად ზიანი სახეზეა და ის
შეადგენს 1200 ლარს.
პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებად, ითვლება ნებისმიერი ზიანის
მიყენება, რომელიც მართლზომიერი არ არის. კერძოდ, არ არსებობს ზიანის
მიყენების გამამართლებელი სამართლებრივი საფუძვლები. მოცემული
კაზუსიდან, არ იკვეთება მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები,
შესაბამისად მართლწინააღმდეგობა სახეზეა.
მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, როდესაც ზიანი, ზიანის მიმყენებლის მიერ,
ჩადენილი ქმედების უშუალო შედეგია. ლევანის მიერ დაჯახების, კერძოდ,
ქმედების უშუალო შედეგია სალომეს წაქცევა და შესაბამისი ჯანმრთელობის
დაზიანება, ისე როგორც მისი ჯანმრთელობის დაზიანების გამო
შრომისუნარიანობის დროებითი მოშლა. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირიც
სახეზეა.
ბრალი – მოცემულ შემთხვევაში, შესაძლოა, სახეზე იყოს გაუფრთხილებლობა.
კერძოდ, ლევანმა სიჩქარეში, მაღაზიაში ყუთის შეტანის დროს, არ მიაქცია
ყურადღება მაღაზიიდან გამომსვლელ მომხმარებელს – სალომეს, და დაეჯახა
მას. აღნიშნული ქმედება ლევანის მხრიდან, წინდახედულების ნორმების
უგულვებელყოფაა, ვინაიდან როდესაც პირი დატვირთული ყუთით ხელში
შედის მაღაზიაში მან მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და გაითვალისწინოს,
რომ მაღაზიიდან შესაძლოა გამოდიოდის მომხმარებელი ან სულაც კართან
იდგეს. შესაბამისად გაუფრთხილებლობაც უდავოდ სახეზეა.
შუალედური დასკვნა: სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა
სახეზეა.

სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ


ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მოცემულ
შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალს შეადგენს ორი თვის ხელფასი რომელსაც სალომე
მიიღებდა ლევანის მხრიდან შეჯახების ფაქტს რომ ადგილი არ ჰქონოდა, რამაც მას
შრომისუნარიანობა დროებით წაართვა.
სსკ-ის 413-ე მუხლის თანახმად მორალური ზიანის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ
კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. სსკ-ის 413-ე მუხლის მეორე ნაწილის
შესაბამისად მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია სხეულისა
და ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში. მოცემულ კაზუსში სალომეს სწორედ
სხეულისა და ჯანმრთელობის ზიანი მიადგა, შესაბამისად მას შეუძლია მოთხოვოს
მორალური ზიანის ანაზღაურება.
დასკვნა: სალომეს აქვს ლევანისგან სსკ-ის 992-ე, 411-ე და 413-ე მუხლების შესაბამისად
ზიანის ანაზღაურების, მათ შორის მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
2. სალომეს შესაძლოა ჰქონდეს სსკ-ის 997-ე, 411-ე და 413-ე მუხლების
შესაბამისად ზიანის ანაზღაურების, მათ შორის მიუღებელი შემოსავლისა და
მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება „ლიმონელის”
მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სახეზეა სსკ-ის 997-ე მუხლით
გათვალისწინებული წინაპირობები:
ზიანი – სალომე დავარდა და მოიტეხა ფეხი, მიიღო ტვინის შერყევა. მას
წარმოეშვა მკურნალობის ხარჯები 600 ლარის ფარგლებში. ამასთან ის შემდგომი
ორი თვის განმავლობაში ვერ იმუშავებს და ვერ მიიღებს ხელფასს, მისი ხელფასი
შეადგენს 300 ლარს თვეში. შესაბამისად, ზიანი სახეზეა და ის შეადგენს 1200
ლარს.
მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენებული ზიანი – პირის
მართლსაწინააღმდეგო ქმედებად ითვლება ნებისმიერი ზიანის მიყენება,
რომელიც მართლზომიერი არ არის. კერძოდ არ არსებობს ზიანის მიყენების
გამამართლებელი სამართლებრივი საფუძვლები. მოცემული კაზუსიდან არ
იკვეთება მართწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები, შესაბამისად
მართლწინააღმდეგობა სახეზეა. აღნიშნული ზიანი მიყენებულია სწორედ
„ლიმონელის” მუშაკის, კერძოდ მისი დისტრბუტორის ლევანის მიერ.
შესაბამისად აღნიშნული წინაპიროებაც სახეზეა.
მიზეზობრივი კავშირი ასევე სახეზეა, კერძოდ ზიანი ზიანის მიმყენებლის, კერძოდ
„ლიმონელის” მუშაკის მიერ ჩადენილი ქმედების უშუალო შედეგია. ლევანის მიერ
დაჯახების, კერძოდ ქმედების უშუალო შედეგია სალომეს წაქცევა და შესაბამისი
ჯანმრთელობის დაზიანება, ისე როგორც მისი ჯანმრთელობის დაზიანების გამო
შრომისუნარიანობის დროებითი მოშლა. შესაბამისად მიზეზობრივი კავშირიც სახეზეა.
ლევანის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება – ლევანი სწორედ
სამსახურის შეკვეთების ჩამოტარების პროცესში ეჯახება მომხმარებელს, რომელიც
გამოდის მაღაზიიდან და აზიანებს მას. შესაბამისად ეს წინაპირობაც სახეზეა.
„ლიმონელის” პასუხისმგებლობა არ დადგება იმ შემთხვევაში, თუ მუშაკი მოქმედებდა
ბრალის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა სახეზე იყოს ბრალი
გაუფრთხილებლობის ფორმით. გაუფრთხილებლობა არის წინდახედულების ნორმების
უგულვებელყოფა. ლევანმა სიჩქარეში მაღაზიაში ყუთის შეტანის დროს არ მიაქცია
ყურადღება მაღაზიიდან გამომსვლელ მომხმარებელ სალომეს, და დაეჯახა მას.
აღნიშნული ქმედება ლევანის მხრიდან, წინდახედულობის ნორმების
უგულვებელყოფაა, ვინაიდან, როდესაც პირი დატვირთული ყუთით ხელში შედის
მაღაზიაში, მან მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და გაითვალისწინოს, რომ
მაღაზიიდან შესაძლოა გამოდიოდეს მომხმარებელი ან სულაც კართან იდგას.
შესაბამისად, გაუფრთხილებლობაც უდავოდ სახეზეა.
სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ
ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მოცემულ
შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს შეადგენს ორი თვის ხელფასი, რომელსაც
სალომე მიიღებდა ლევანის მხრიდან შეჯახების ფაქტს რომ ადგილი არ ჰქონოდა,
რამაც მას შრომისუნარიანობა დროებით წაართვა. სსკ-ის 413-ე მუხლის თანახმად,
მორალური ზიანის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ
შემთხვევებში. სსკ-ის 413-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მორალური ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანების
შემთხვევაში. მოცემულ კაზუსში, სალომეს, სწორედ სხეულისა და ჯანმრთელობის
ზიანი მიადგა, შესაბამისად, მას შეუძლია მოითხოვოს მორალური ზიანის
ანაზღაურება.
ფაქტობრივი გარემოებებიდან არ იკვეთება მოთხოვნის შეწყვეტის საფუძვლები. არ
არსებობს მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებები.
დასკვნა: სალომეს, სსკ-ის 997-ე, 413-ე, 411-ე მუხლების შესაბამისად, გააჩნია ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება „ლიმონელის” მიმართ.
კაზუსი 2

ანის, ბენოს და გენოს აქვთ მიწის ნაკვეთი იდეალური წილებით. მიწის ნაკვეთი
მდებარეობს იმ ადგილზე, სადაც ბიზნესმენი დათო გეგმავს გზის გაყვანას. ანის
და ბენოს სურთ, მიწის ნაკვეთი მიყიდონ დათოს, გენო წინააღმდეგია.
მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება დათომ გაიყვანოს გზა მიწაზე?
კაზუსი 3
A-ს აქვს საზიარო უფლება B და C-სთან ერთად. A, B და C შეთანხმებული არიან,
რომ მოწილეებს აქვთ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, ხოლო საზიარო
უფლების გაუქმება გამორიცხულია 15 წლის ვადით. A-მ თავისი წილი აჩუქა
შვილს, ნიკოს. ნიკო ითხოვს საზიარო უფლების გაუქმებას.
შეაფასეთ A-ს მიერ საზიარო საგნის განკარგვა არის თუ არა ბათილი
შეაფასეთ, აქვს თუ არა ნიკოს საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება?
კაზუსი 4

ასტერიქსი და ობელიქსი არიან გალში მდებარე მიწის ნაკვეთის


თანამესაკუთრეები, თანაბარი იდეალური წილებით. ასტერიქსმა ონლაინ სესხით
არაერთხელ ისარგებლა და დაგროვილი ვალების ერთიანად გასასტუმრებლად,
გადაწყვიტა ბანკიდან აეღო სესხი. ბანკმა სესხის უზრუნველყოფის სახით,
მოითხოვა მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვა. ობელიქსის პოლიტიკური
მრწამსისთვის კაპიტალიზმი და ბანკებთან ურთიერთობა მიუღებელია, ამიტომ
იპოთეკით საზიარო საგნის დატვირთვაზე უარს აცხადებს.
ასტერიქსმა ილია უნის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს მიმართა რჩევის
მისაღებად, როგორ გამოიყენოს ქონება, სესხის უზრუნველსაყოფად?
კაზუსი 5
ანი და ბენო იდეალური წილით არიან მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები. ბენო
სასწავლებლად გაემგზავრა აშშ-ში. დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ ანიმ მიწის
ნაკვეთზე ააშენა მდიდრული შენობა-ნაგებობა, რომელიც გაქირავებულია.
ანი ითხოვს გაწეული ხარჯების ნახევარის დაფარვას ბენოსაგან. ბენო უარზეა,
რადგან ანის მიწის ნაკვეთზე სახლის აშენება მასთან არ შეუთანხმებია. ამასთან,
ბენო ითხოვს, გაქირავებით მიღებული შემოსავლის ნახევარს, როგორც შენობის
თანაზიარი მესაკუთრე.
შეაფასეთ ანის და ბენოს მოთხოვნების მართებულობა
კაზუსი 6
ანი, ბენო და გენო იჯარით ფლობენ მიწის ნაკვეთს. მეიჯარე დონარა სამეურნეო
წლის დასრულებამდე, გადაწყვეტს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტას და
პირდება სამივეს, რომ აუნაზღაურებს მათ აუღებელი მოსავლის ღირებულებას
სსკ-ის 600-ე მუხლის შესაბამისად. ანიმ, ბენომ და გენომ ანაზღაურების
მიღებამდე, თავიანთი მოთხოვნის უფლება მიყიდეს ევას.
დონარას არ სურს ევასთვის თანხის გადახდა და აცხადებს, რომ ანის, ბენოს და
გენოს არ ჰქონდათ მისი თანხმობის გარეშე მოთხოვნის გაყიდვის უფლება.
შეაფასეთ სამართლებრივი მდგომარეობა
პრეზენტაციის მომზადება

სასამართლო გადაწყვეტილების მოძიებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ


შემდეგი წყაროები:
უზენაესი სასამართლო: Supremecourt.ge
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები: Library.court.ge
უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები:
http://praqtika.supremecourt.ge/
გადაწყვეტილების ანალიზი, თბილისის სააპელაციო სასამართლო
საქმე №2ბ/2462-13
ფაქტობრივი მოცემულობა:
ანი, ბენო და გენო არიან ძველ თბილისში მდებარე ბინის თანაზიარი მესაკუთრეები.
თუმცა, ურთიერთშეთანხმებით, მხოლოდ გენო ცხოვრობს ამ ბინაში. ანი საზღვარგარეთ
ცხოვრობს, ხოლო ბენოს სხვა სახლი აქვს თბილისში.
თბილისის განვითარების ფონდმა, რომელიც ძველ თბილისში მდებარე სახლების
რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებდა, 2005 წლის 1 აპრილს დადო ხელშეკრულება
გენოსთან, როგორც ბინის მესაკუთრესთან, რომ იგი რეაბილიტაციის დასრულებამდე,
დატოვებდა საცხოვრებელ ბინას და სანაცვლოდ მიიღებდა ყოველთვიურ კომპენსაციას
500 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ კომპენსაციას ფონდი
ერთობლივად უხდის ყველა თანამესაკუთრეს, თუმცა მისი მიმღები არის გენო.
გენო ყოველთვიურად 5 წლის მანძილზე იღებდა კომპენსაციას, თუმცა თავად
ცხოვრობდა მეგობრის სახლში.
ანიმ და ბენომ აღნიშნულის შესახებ შეიტყვეს 2010 წლის 1 აპრილს და რამდენიმე
დღეში სარჩელით მოითხოვეს გენოსგან საერთო საკუთრებაში არსებული ქონების
გაქირავებით მიღებული სარგებლიდან, თავიანთი წილები.
შეაფასეთ სამართლებრივი მდგომარეობა
მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის განმარტებით, მხოლოდ მას წარმოეშვა ქირის მიღების უფლება, ვინაიდან იგი
უშუალოდ ცხოვრობდა (ფაქტობრივად ფლობდა) სარეაბილიტაციო შენობაში. აღნიშნული
გარემოების დადასტურების მიზნით, მის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა
თბილისის განვითარების ფონდის მიერ გაცემული ცნობა, რომლის შინაარსის მიხედვით,
ააიპ თბილისის განვითარების ფონდის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას
მესაკუთრეთათვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ქირის თანხის გამოყოფა
ხდება მხოლოდ იმ მესაკუთრეთათვის, რომლებიც უშუალოდ ცხოვრობდნენ (ფლობდნენ)
სარეაბილიტაციო შენობაში.
სასამართლოს შეფასება:

რომ აღნიშნული თანხა თავისი დანიშნულებითა და ბუნებით არ წარმოადგენს ბინის


ქირის საფასურს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ქირავნობის ხელშეკრულების
კლასიკური გაგებით. მითითებული თანხა წარმოადგენს ერთგვარ კომპენსაციას იმ
პირებისათვის, რომლებიც რეაბილიტაციის პროცესში არსებული უძრავი ქონების
მესაკუთრეები არიან. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპენსაციის
მიმღებს არ წარმოეშობა მიღებული თანხის უპირობოდ, დანიშნულებისამებრ
გამოყენების ვალდებულება, კერძოდ, ბინის დაქირავება და მიღებული თანხის
ქირის საფასურის სახით გადახდა. შესაბამისად, კომპენსაციის მიმღები
უფლებამოსილია, ქირა მიიღოს, ხოლო თავად უსასყიდლოდ, ნათესავთან,
ახლობელთან იცხოვროს. შესაბამისად, ფულადი კომპენსაციის მიღებაზე
უფლებამოსილ პირთა წრე არ განისაზღვრება უძრავი ქონების დანგრევის შედეგად
სხვა ბინის ქირავნობის საჭიროებით.

You might also like