You are on page 1of 12

#3.

ნასყიდობის სამართალი (ნაწილი 2) - სხვა მეორადი უფლება-


მოვალეობანი

1) ხელშეკრულებიდან გასვლა ნივთის ნაკლის გამო

იმისათვის, რომ ნივთის ნაკლის გამო მყიდველი ხელშეკრულებიდან გავიდეს


ამისათვის მან უნდა დააკმაყოფილოს სკ. 405-ის წინაპირობები. სკ. 405-ის ზოგადი
წინაპირობებია:

 სახეზე უნდა იყოს ორმხრივი ხელშეკრულება (რაც ნასყიდობისას


ყოველთვის სახეზეა).
 გამყიდველი უნდა არღვევდეს ვალდებულების ანუ გამყიდველმა უნდა
მიაწოდოს მყიდველს ნაკლის მქონე ნივთი.
 რადგან სკ. 488(2)-ის თანხმად, შეთანხმებული საქონლის ნაწილობრივ
მიწოდება არა ნაწილობრივ შესრულებად, არამედ ნივთობრივი ნაკლის
მქონე შესრულებად კვალიფიცირდება (გარდა იმ შემთხვევისას, როცა
ნაწილობრივ მიწოდება პირდაპირ არის გათვალისწინებული
ხელშეკრულებით!), ნასყიდობის სამართალში სკ. 405(1 (3)) არ გამოიყენება.
 მყიდველმა გამყიდველს უნდა დაუწესოს დამატებითი ვადა
შესრულებისათვის, ანუ მოითხოვოს დამატებითი შესრულება.
დამატებითი ვადა უნდა იყოს გონივრული და საკმარისი იმისათვის, რომ
გამყიდველმა განახორციელოს დამატებითი შესრულება. მოვალეს უნდა
მიუვიდეს შეტყობინება დამატებითი ვადის დაწესების შესახებ, თუმცა არ
არის აუცილებელი, რომ იგი დაეთანხმოს ამ ვადას (მიღებასავალდებულო
ცალმხრივი ნების გამოვლენა (იხ. სკ. 51 (2)). დამატებითი ვადის დაწესება
არ არის საჭირო, თუ:

 აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება (405 (2(ა)). მაგ. თუ


ნაკლის გამოსწორება შეუძლებელია ან კრედიტორი
ერთმნიშვნელოვნად აცხადებს უარს დამატებით შესრულებაზე, ან
მისი უარი გამყარებულია სკ. 490(3)-ით;
 ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ
ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება
ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ
შესრულებას (405(2(ბ));
 განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი
ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია
ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა (405(2,გ)). მაგ.

1
გამყიდველმა უკვე ორგზის მოახდინა „ნაკლის გამოსწორება“,
თუმცა ორივე შემთხვევაში ნაკლის გამოუსწორებელი დარჩა.

 იმისათვის რომ გამყიდველი ხელშეკრულებიდან დაუბრკოლებლად


გავიდეს, არ უნდა არსებობდეს ხელშეკრულებიდან გასვლის
დამაბრკოლებელი შემდეგი გარემოებები:

 ნივთის ნაკლი არ უნდა იყოს უმნიშვნელო (ნაკლი არ უნდა


უკარგავდეს ნივთს მის შეთანხმებულ ან ჩვეულებრივ ფუნქციას ან
ნაკლის გამოსწორებისათვის საჭირო ხარჯები არ უნდა აჭარბებდეს
ნივთის ღირებულების 5%-ს). მაგ. ავტომანქანას, რომლის
ღირებულებაც არის $5000 დოლარი, დაზიანებული აქვს
რადიატორი, რომელიც საჭიროებს შეცვლას (ღირებულება: $100).
აღნიშნული ნაკლი შეიძლება ჩაითვალოს უმნიშვნელოდ.
 ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან
უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი (80-90%).
 მოვალეს უნდა გააჩნდეს სხვა შესაგებელი, რომელსაც იგი აყენებს ან
ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ შეტყობინებისთანავე
დააყენებს. მაგ. თუ ნაკლი წარმოიშვა სკ. 393((ბ))-ით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყიდველი ვერ წაუყენებს
გამყიდველს პრეტენზიას ნაკლის თაობაზე.

 ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესი ავტომატურად არ იწყება.


ამისათვის აუცილებელი, რომ მყიდველმა გამყიდველს შეატყობინოს
ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ (სკ. 355). ეს შეიძლება მოხდეს:

 დამატებითი ვადის გასვლის შემდეგ;


 დამატებითი ვადის გასვლამდე, თუ დამატებითი ვადის დაწესებისას
კრედიტორმა მოვალეს ერთმნიშვნელოვნად განუმარტა, რომ
დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში იგი გადიოდა
ხელშეკრულებიდან;

მიუძღვის თუ არა მოვალეს ბრალი ნაკლიანი ნივთის მიწოდებაში,


ხელშეკრულებიდან გასვლის მიზნებისათვის მნიშვნელობა არ აქვს. მყიდველს
შეუძლია გავიდეს ხელშეკრულებიდან იმ შემთხვევაშიც, როცა გამყიდველს
ბრალი არ მიუძღვის ვალდებულების დარღვევაში. შესაბამისად, თუ ფაბულაში
გამყიდველი აპელირებს ბრალის არ არსებობაზე ან ეს საკითხი წამოჭრილია
ფაბულაში, სკ. 405(3(დ)-ს გადამოწმებისას, უნდა მიუთითოთ, რომ
ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ხორციელდება მიუხედავად მოვალის
ბრალისა.

2
ფაბულის დამუშავების სქემა #2 - ხელშეკრულებიდან გასვლა ნივთის ნაკლის
გამო და შესრულების და სარგებლის უკუქცევის მოთხოვნა (491(1), 352(1), 405)

1. ნასყიდობის ხელშეკრულება
2. შეტყობინება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ (სკ. 355, 357)
3. ვალდებულება ჯერ არ არის ვადამოსული, თუმცა არსებობს რეალური
საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან
ნაწილს არ შეასრულებს (სკ. 484)
ან
სახეზეა ვალდებულების დარღვევა (სკ. 405(1))= სახეზეა ნივთობრივი ნაკლი
(სკ. 488) ანუ დარღვეულია:
 შეთანხმებული სტანდარტი
 ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლიანობის სტანდარტი
 ჩვეულებრივი სარგებლიანობის სტანდარტი
4. ნაკლის არსებობდა მყიდველზე რისკის გადასვლის მომენტში (სკ. 482)
5. გამყიდველს დაუწესდა დამატებითი ვადა (დამატებითი) შესრულებისთვის და
დამატებითი ვადა გავიდა ისე, რომ ნაკლი არ გამოსწორებულა (სკ. 405 (1)). ტუ
დამატებითი ვადა არ დაწესებულა, მაშინ უნდა გადამოწმდეს გამონაკლისები
დამატებითი ვადის მოთხოვნიდან:
 აშკარაა, რომ დამატებით ვადას არავითარი შედეგი არ ექნება (405(2)(ა));
 ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში,
ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით
დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას (405(2)(ბ));
 განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი
ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების
დაუყოვნებლივ მოშლა (405(2)(გ)).
6. ვალდებულების დარღევა (ნაკლი) არ არის უმნიშვნელო (სკ. 405(3)(ა))
7. ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად
თვითონ არ არის პასუხისმგებელი (სკ. 405(3)(გ))
8. მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელსაც მოვალე ეყრდნობა. ეს
შეიძლება იყოს:
 პასუხისმგებლობის გამორიცხვის სახელშეკრულებო საფუძველი,
რომელიც გამყიდველს უფლებას აძლევს, უარი თქვას ნაკლის
გამოსწორებაზე. თუ ასეთი საფუძველი სახეზეა, უნდა გადამოწმდეს
მისი შესაბამისობა შემდეგ მუხლებთან: სკ. 397, სკ. 348(ვ); 348(ი); სკ.
495(2)

3
 თუ მყიდველმა იცოდა ნაკლის შესახებ ხელშეკრულების დადების
მომენტში (სკ. 494(1)), ივარაუდება, რომ ნაკლი მისთვის მისაღები იყო
 მყიდველმა, რომელიც არის მეწარმე (495):
 დაუყოვნებლივ არ შეამოწმა ნივთი;
 ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის
განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის
არსებობა, არ წარუდგინა გამყიდველს პრეტენზია ნაკლის
თაობაზე;
 თუ აღნიშნული წინაპირობები სახეზეა, უნდა გადამოწმდეს ხომ
არ დამალა გამყიდველმა ნაკლი (495(2)), რა შემთხვევაშიც იგი ვერ
დაეყრდნობა მყიდველის მიერ სკ. 495(1)-ის მოთხოვნათა
დარღვევას.
 მოთხოვნის უფლება არ არის ხანდაზმული (სკ. 129(1))
9. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა დაცულია (სკ. 405(5), 356)
10. მხარე, რომელმაც განაცხადა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, მზად არის
თავადაც დააბრუნოს შესრულება და სარგებელი (სკ. 352, 354)
დასკვნა: შესრულება და სარგებელი უნდა დაბრუნდეს სკ. 352(1)-ის საფუძველზე.

2) ფასის შემცირების მოთხოვნა

„თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას


გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც
ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ
ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება
ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი“ (სკ. 492). ფასის
შემცირების მოთხოვნა (actio quanti minoris) ხელშეკრულებიდან გასვლის
უფლების ან შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის
ალტერნატივაა, რომელიც ამ უფლებათა/მოთხოვნათა პარალელურად წარმოშობა.
ამისათვის სახეზე უნდა იყოს ხელშეკრულებიდან გასვლის ყველა ნეგატიური და
პოზიტიური წინაპირობა, გარდა:

 სკ. 405 (3 (ა))-ით გათვალისწინებული წინაპირობისა, რადგან ფასის


შემცირების მოთხოვნა წარმოიშობა მიუხედავად იმისა, თუ რამდენად
უმნიშვნელოა არსებული ნაკლი. როგორც ვხედავთ, ზემოთ განხილულ
მაგალითში მყიდველი მართალია ვერ გადის ხელშეკრულებიდან და ვერც
შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურებას ვერ ითხოვს, თუმცა მას
შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება.

4
 სკ. 405(3,გ)-ით გათვალისწინებული წინაპირობისა. იმ შემთხვევაში, თუ
ნაკლი მთლიანად ან უმთავრესად კრედიტორის ბრალით არის
გამოწვეული, იგი არ კარგავს ფასის შემცირების მოთხოვნის უფლებას,
თუმცა ეს უფლება მცირდება სკ. 415-ის შესაბამისად.

405-ე მუხლის წინაპირობათა არსებობისას, როგორც წესი, ასევე სახეზეა სკ. 394(2)-
ის წინაპირობები, რაც მყიდველს აძლევს უფლებას (დამატებითი) შესრულების
ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. თუმცა სკ. 492-სგან განსხავებით,
შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დამოკიდებულია
ბრალის არსებობაზე (თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული). შესაბამისად, თუ მაგალითად გამყიდველი დაამტკიცებს,
რომ მას ბრალი არ მიუძღვის ნაკლში და მან არ იცოდა ნაკლის შესახებ, მყიდველი
სკ. 394(2)-ის საფუძველზე ვერ მოითხოვს მისგან შესრულების ნაცვლად ზიანის
ანაზღაურებას, თუმცა მას კვლავინდებურად რჩება ფასის შემცირების მოთხოვნის
უფლება.

„საამისოდ მიცემული ვადა“ არის გამყიდველისათვის ნაკლის


გამოსწორებისათვის მიცემული დამატებითი ვადა (იხ. სკ. 405(1,1)), ანუ
გონივრული ვადა. დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში ფასის
შემცირების მოთხოვნის ალტერნატივად კვლავ რჩება დამატებითი შესრულების
მოთხოვნა.

ფასის შემცირების მიზანია აღდგეს ბალანსი შემცირებულ და პირვანდელ


საბაზრო ფასს შორის. შესაბამისად, ფასი უნდა შემცირდეს ნივთის საბაზრო
ღირებულების შემცირების პროპორციულად. ამ კლასიკურ მიდგომას
სამწუხაროდ არ იზიარებს ქართველი კანონმდებელი. გერმანული მოდელისგან
(რომელსაც ასევე მთელი რიგი ევროპული ქვეყნები და CISG-იც იზიარებს)
განსხვავებით, ქართველი კანონმდებელი ნასყიდობის ფასს ამცირებს არა ნივთის
შემცირებული ღირებულების პროპორციულად, არამედ იმის მიხედვით, თუ რა
თანხაა საჭირო „ნაკლის გამოსასწორებლად“.

მაგ. 3. სტეფანემ გოგასგან შეიძინა გიტარა $1500-ად. გიტარას აღმოაჩნდა ნაკლი,


რომლის გამოსწორებაც $500 ჯდება. უნაკლო გიტარის საბაზრო ღირებულება
$1000-ი იქნებოდა, ნაკლიანი გიტარის საბაზრო ღირებულება კი $500-ია (ანუ 50%-
ით ნაკლები). გერმანული გადმოსახედიდან ფასი შემცირდება 50%-ით და იქნება -
%750, ხოლო ქართული სამართლის გადმოსახედიდან - $500-ით (იმ თანხით, რაც
საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად).

ეს მიდგომა პრობლემატურია, რამდენადაც ფასის შემცირების ფუნქცია


პრაქტიკულად გაიგივებულია ზიანის ანაზღაურებასთან, რითაც ფასის

5
შემცირებასა და შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურებას შორის სხვაობა
პრაქტიკულად ქრება. ფასის შემცირების მექანიზმის ფუნქცია არ არის მყიდველის
კომპენსაცია. ფასის შემცირება უნდა ემსახურებოდეს ფასისა და შესრულების იმ
ურთიერთმიმართების აღდგენას, რომელიც საფუძველად დაედო
ხელშეკრულებას - (Art. 50 CISG).

საწყისი საბაზრო ფასი დაანგარიშდება იმ ფასის მიხედვით, რაც ნივთს


ხელშეკრულების დადების მომენტში გააჩნდა (სკ. 492). ამით კანონმდებელი
თავიდან იცილებს იმ გართულებებს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ნივთის
საბაზრო ფასის შემდგომი ცვლილებებით. ამ მიდგომით ასევე
გათვალისწინებულია ის ფაქტი, რომ მხარეთა დამოკიდებულება ნასყიდობის
საგნისა და ფასისადმი რეალურად ხელშეკრულების დადების მომენტში
ყალიბდება.

ფასის შემცირება ავტომატურად არ ხდება. ამისათვის მყიდველმა უნდა დააყენოს


შესაბამისი მოთხოვნა და შეატყობინოს ამის შესახებ გამყიდველს სკ. 51(1)-ით
დადგენილი წესით. თუ მას უკვე გადახდილი აქვს სრული ფასი, მას შეუძლია
მოითხოვოს სხვაობის დაბრუნება. შესაბამისი მოთხოვნის საფუძველი სკ. 492-ში
პირაპირ არ არის მოცემული, თუმცა ეს გამომდინარეობს ამ მუხლის არსიდან.
უსაფუძვლო გამდიდრების წესების გამოყენება ასეთ შემთხვევაში საჭირო არ
არის.

ფაბულის დამუშავების სქემა #3 - ფასის შემცირების მოთხოვნა (492)

1. სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება (სკ. 477)


2. მყიდველმა მოითხოვა ფასის შემცირება (სკ. 492)
3. სახეზეა ნაკლი (სკ. 487-489)
4. არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა
მნიშვნელოვან ნაწილს არ შეასრულებს (სკ. 484)
ან
5. სახეზეა ვალდებულების დარღვევა (სკ. 405(1))=ნივთობრივი ნაკლი (სკ. 488). არ
არს დაცული:
 შეთანხმებული სტანდარტი
ან
 ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლიანობის სტანდარტი
ან
 ჩვეულებრივი სარგებლიანობის სტანდარტი
11. ნაკლი არსებობდა მყიდველზე რისკის გადასვლის მომენტში (სკ. 482)
12. დამატებითი ვადა გავიდა ისე, რომ ნაკლი არ გამოსწორებულია (სკ. 405 (1)).
გამონაკლისები დამატებითი ვადის დაწესების მოთხოვნიდან:

6
 აშკარაა, რომ დამატებით ვადას არავითარი შედეგი არ ექნება (405(2)(ა));
 ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში,
ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით
დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას (405(2)(ბ));
 განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი
ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების
დაუყოვნებლივ მოშლა (405(2)(გ)).
13. მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელსაც მოვალე ეყრდნობა. ეს
შეიძლება იყოს:
 პასუხისმგებლობის გამორიცხვის სახელშეკრულებო საფუძველი,
რომელიც გამყიდველს უფლებას აძლევს, უარი თქვას ნაკლის
გამოსწორებაზე. თუ ასეთი საფუძველი სახეზეა, უნდა გადამოწმდეს
მისი შესაბამისობა შემდეგ მუხლებთან: სკ. 397, სკ. 348(ვ); 348(ი); სკ.
495(2)
 თუ მყიდველმა იცოდა ნაკლის შესახებ ხელშეკრულების დადების
მომენტში (სკ. 494(1)), ივარაუდება, რომ ნაკლი მისთვის მისაღები იყო
 მყიდველმა, რომელიც არის მეწარმე (495):
 დაუყოვნებლივ არ შეამოწმა ნივთი;
 ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის
განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის
არსებობა, არ წარუდგინა გამყიდველს პრეტენზია ნაკლის
თაობაზე;
 თუ აღნიშნული წინაპირობები სახეზეა, უნდა გადამოწმდეს ხომ
არ დამალა გამყიდველმა ნაკლი (495(2)), რა შემთხვევაშიც იგი ვერ
დაეყრდნობა მყიდველის მიერ სკ. 495(1)-ის მოთხოვნათა
დარღვევას.
 დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლება არ იყო ხანდაზმული
(სკ. 129(1))
14. ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა დაცულია (სკ. 405(5), 356 გამოიყენება
ანალოგიით)
15. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არ გაქარწყლებულა რაიმე საფუძვლით
(მაგ. თუ მყიდველმა უკვე მოითხოვა შესრულების სანაცვლოდ ზიანის
ანაზღაურება, იგი ვეღარ მოითხოვს ფასის შემცირებას, რადგან შესრულების
სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისთანავე შესრულების
მოთხოვნის უფლება ქარწყლდება).
16. ფასი მცირდება სკ. 492-ში მოცემული სქემით (იმ ოდენობით, „ რაც საჭიროა
ნაკლის გამოსასწორებლად“). ეს წესი უნდა გადაიხედოს პროპორციულობის
პრინციპის სასარგებლოდ, როცა:

7
 თანხა, რომელიც „საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად“ ცალკეულ
ნასყიდობის ფასზე მაღალია;
 ნაკლის გამოსწორება შეუძლებელია ანუ თანხა, რომელიც „საჭიროა
ნაკლის გამოსასწორებლად“, არ არის დათვლადი.

3) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა

თუ გამყიდველი მყიდველს აწვდის ნაკლოვან ნივთს და არ ასწორებს ნაკლს/არ


ცვლის ნივთს დამატებით ვადაში, მყიდველს შეუძლია დააბრუნოს შესრულება
და მოითხოვოს შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურება სრულად ან
შეინარჩუნოს შესრულება და მოითხოვოს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება,
რამდენითაც ნაკლი შესრულების საგნის ღირებულებას ამცირებს (არასრული
ზიანის ანაზღაურება შესრულების სანაცვლოდ) (494 I, 394 I-III). თუკი მყიდველი
დაინტერესებულია შესრულების შენარჩუნებით, როგორც წესი, იგი არასრული
ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. ეს მას საშუალებას მისცემს, დარღვეული
ინტერესი აინაზღაუროს, ისე რომ უარი არ თქვას შესრულებაზე და არ გავიდეს
ხელშეკრულებიდან.
სკ. 394 II-ის თანახმად, შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნამდე კრედიტორმა მოვალეს უნდა დაუწესოს აუცილებელი დრო (იგივე
დამატებითი ვადა 405 I-ის მნიშვნელობით). ეს წინაპირობა pacta sunt servanda
პრინციპის გამოხატულებაა. კანონმდებლის მიზანია გადაარჩინოს
ხელშეკრულება, სანამ ეს შესაძლებელია. ამ მიზანს კანონმდებელი მისდევს
როგორც ხელშეკრულებიდან გასვლის ასევე შესრულების სანაცვლოდ ზიანის
ანაზღაურების ნაწილში, რადგან ორივე შემთხვევაში სახელშეკრულებო
ურთიერთობები სრულდება ისე, რომ არ სრულდება ხელშეკრულების
პირველადი დანიშნულება. დამატებითი ვადა იცავს მოვალეს და აძლევს მას შანს,
შეასრულოს ის ვალდებულება, რომელიც მას არ შეუსრულებია. ამასთანავე
დამატებითი ვადა იცავს კრედიტორს აჩქარებისაგან და უფრთხილდება მის
პოზიტიურ ინტერესს, აიძულებს რა მას, კიდევ ერთხელ მოითხოვოს შესრულება.
აქვე უნდა განიმარტოს, რომ აუცილებელი დროის დანიშვნა კრედიტორის
უფლებაა და არა ვალდებულება. კრედიტორი არ არის ვალდებული დააწესოს
დამატებითი ვადა, თუმცა ამის გარეშე იგი ვერ შეძლებს შესრულების სანაცვლოდ
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას (თვითსასარგებლო ინტერესი).1 აუცილებელი
დრო არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს. ამ ინსტიტუტის მიზანი
ხელშეკრულების შენარჩუნებაა და არა სახელშეკრულებო პროცესების
ფორმალიზება. აუცილებელი დრო უნდა იყოს გონივრული და ითვალისწინებდეს
შესასრულებელი ვალდებულების თავისებურებებს, თუმცა უნდა
2
ითვალისწინებდეს კრედიტორის ინტერესებსაც. აუცილებელი დროის
ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს საქმის გარემოებათა მიხედვით და
მისი დაანგარიშება უნდა მოხდეს ორმხრივი ინტერესების შეჯერებით,
1
ვაშაკიძე; ჩაჩავა, კონკურენცია, გვ. 59 და მომდევნო გვერდი.
2
თბ. სააპელაციო პალატა საქმე №2ბ/898-12, 6 ნოემბერი, 2012 წ.

8
გონივრულობის ფარგლებში (ანალოგია 405 I-დან).
აუცილებელი დროის დაწესების საჭიროება არ არსებობს, თუ სახეზეა 394 III-ე და
405 II ბ-ე მუხლების წინაპირობები. ეს წინაპირობები შემდეგია:
 თუ აშკარაა, რომ მას არანაირი შედეგი არ ექნება (394 (3, 1)). მაგ. თუ
გამყიდველი ცალსახად აცხადებს უარს ნაკლის გამოსწორებაზე,
დამატებითი ვადის დაწესება საჭირო აღარ არის. აუცილებელი დროის
დაწესება ასევე ზედმეტია, თუ ნაკლის გამოსწორება შეუძლებელია (მაგ.
ნაავარიები მანქანა ვერ გადაიქცევა უავარიო მანქანად).
 მოვალისათვის აუცილებელი დროის მიცემა საჭირო არ არის, თუ სახეზეა
განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესების
გათვალისწინებით ამართლებენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის
დაუყოვნებლივ გამოყენებას (394 (3,2)).
დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ან მისი დაწესების საჭიროების
არარსებობისას, მყიდველს ავტომატურად წარმოეშობა შესრულების სანაცვლოდ
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუმცა იგი არ კარგავს უფლებას
კვლავ მოითხოვოს შესრულება, თუ მას შესრულების სანაცვლოდ ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნა არ სურს (ius variandi). თუ მყიდველი მოითხოვს
შესრულებას, იგი დაკარგავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, სანამ
კვლავ არ დადგება 394 (1-3)-ის წინაპირობები, ხოლო თუ იგი ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლების გამოიყენებს, იგი დაკარგავს შესრულების
მოთხოვნის უფლებას. ამასთანავე იგი ვალდებული იქნება დააბრუნოს მიღებული
შესრულება ან მისი ნაწილი, რათა არ მოხდეს კრედიტორის უსაფუძვლოდ
გამდიდრება.
შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია
როგორც ხელშეკრულებიდან გასვლამდე, ასევე ხელშეკრულებიდან გასვლის
შემდეგაც (სკ. 407). შესრულების სანაცვლოდ ზიანის სრულად ანაზღაურება
შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს ისე, რომ მყიდველი ხელშეკრულებიდან არ გავიდეს,
თუმცა ეს პრაქტიკულად გაუტოლდება ხელშეკრულებაზე უარს, რადგან
გამყიდველს ასეთ შემთხვევაში წარმოეშობა უფლება, უკან მოითხოვოს
შესრულება და სარგებელი (სკ. 352 ანალოგ.). ამ თვალსაზრისით პრობლემატურია
ის გარემოება, რომ სკ. 394 არ შეიცავს სკ. 405(3,ა)-ს მსგავს წინაპირობას. ეს კი იმას
ნიშნავს, რომ შესრულების სანაცვლოდ ზიანის სრულად ანაზღაურება (რაც
თავისი შედეგებით ხელშეკრულებიდან გასვლას უტოლდება) შესაძლოა მოხდეს
იმ შემთხვევაშიც, როცა ნივთის ნაკლი უმნიშვნელოა. ამ არადამაკმაყოფილებელი
შედეგის თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია სკ. 394-ის ფარგლებში
ანალოგიით იქნეს გამოყენებული სკ. 405(3 (ა)).

აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება მიადგეს მყიდველს


იმის გამო, რომ გამყიდველმა მას ნაკლოვანი ნივთი მიაწოდა და ეს ნაკლი არ ან
ვერ გამოასწორა (დაირღვა პოზიტიური ინტერესი). თუმცა მყიდველს ნაკლიანი

9
ნივთის მიწოდების შედეგად შესაძლოა წარმოეშვას სხვა ტიპის ზიანიც, რომლის
შედეგად ირღვევა ე.წ. ნეგატიური ინტერესი.

მაგ. #4. „ა“-მ „ბ“-სგან 100 კგ. „კორმა“ შეიძინა, რომელიც „ბ“-ს ორი დღის ვადაში
უნდა მიეწოდებინა მისთვის. “ბ“-მ ვალდებულება დროულად შეასრულა. „ა“-მ
“კორმა“ სრულად მოიხმარა და ღორები გამოკვება. მცირე ხანში ღორები
დაიღუპნენ, რაც „კორმის“ უვარგისობით იყო გამოწვეული (ზიანი შეადგენს 30 000
ლარს).

ეს ის ზიანია, რომელიც ერთჯერადად დადგა და დამატებითი ვადის დაწესების


შემთხვევაშიც არ გამოსწორდება. ამიტომ ამ ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია
პირდაპირ სკ. 394(1)-ის საფუძველზე, შესრულების გვერდით, ყოველგვარი
დამატებითი ვადის დაწესების გარეშე.

სკ. 494-იდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე


ვრცელდება ხანდაზმულობის ზოგადი ვადები (იხ. სკ. 129). ხანდაზმულობის
ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როცა მყიდველი დაადგენს ნაკლს (იხ. სკ. 131).
ხელშეკრულებიდან გასვლა და ფასის შემცირება არ წარმოადგენს მოთხოვნას
(მიუხედავად სკ. 491(1)-ის დამაბნეველი ფორმულირებისა, რომლის თანახმად:
„მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა “).
ეს არის სამართლებრივ ურთიერთობათა მოდიფიკაციაზე მიმართული
უფლებები, შესაბამისად მათზე პირდაპირ არ ვრცელდება ხანდაზმულობის
ვადები (იხ. სკ. 128(1). ხელშეკრულებიდან გასვლასთან მიმართებაში ეს ხარვეზი
ნაწილობრივ კომპენსირდება სკ. 356, 405(5)-ით. რადგან უფლების გამოყნებაც
გარკვეულ ქრონოლოგიურ ფარგლებში უნდა იქნეს მოქცეული, მიზანშეწონილია
აღნიშნული ნორმები ანალოგიით იქნეს გამოყენებული ფასის შემცირების
უფლებასთან მიმართებაშიც.

4) მყიდველის და გამყიდველის სხვა უფლება-მოვალეობანი

მყიდველი ვალდებულია მიიღოს ნასყიდობის საგანი (სკ. 477(2)). ეს არამხოლოდ


მისი უფლება, არამედ ვალდებულებაცაა. შესაბამისად, თუ მყიდველი აყოვნებს
ნასყიდობის საგნის მიღებას მას შესაძლოა დაეკისროს ამით გამოწვეული
ხარჯების ანაზღაურება სკ. 390, 393(ა)-ის საფუძველზე (კრედიტორის მიერ ვადის
გადაცილება) და/ან ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება სკ. 400, 391-ის
საფუძველზე (მოვალის მიერ ვადის გადაცილება). გარდა ამისა მასზე შესაძლოა
გადავიდეს სკ. 393(ბ)-ით და 402-ით განსაზღვრული რისკები.

10
თუ მყიდველი დროულად არ მიიღებს ნივთს ან თავის დროზე არ გადაიხდის მის
ფასს (რის გამოც გამყიდველი აკავებს შესრულებას), გამყიდველი ვალდებულია
მყიდველის ხარჯზე შეინახოს ეს ნივთი (სკ. 500). ნივთი შესაძლოა შენახულ იქნეს
უშუალოდ მყიდველთან ან მესამე პირის საწყობშიც, თუ აქედან არ წარმოიშობა
არათანაზომიერი ხარჯები (სკ. 502). რამდენადაც ნივთის მიღება მყიდველის
ვალდებულებაა, ნასყიდობის საგნის შენახვის ვალდებულება განუსაზღვრელი
ვადით არ გრძელდება. გამყიდველს, შეუძლია მყიდველს დაუწესოს დამატებითი
ვადა საქონლის მიღებისთვის და თუკი იგი ამ დამატებით ვადაში საქონელს არ
მიიღებს, მყიდველს შეუძლია გავიდეს ხელშეკრულებიდან და გაყიდოს ნივთი
მესამე პირზე (სკ. 405, 503(1)).

იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი გადის ხელშეკრულებიდან ან იღებს ნაკლოვანი


შესრულების ნაცვლად ახალ შესრულებას, მან უნდა დაუბრუნოს გამყიდველს
ნაკლიანი ნივთი. თუმცა, გამყიდველი შესაძლოა აყოვნებდეს ნივთის უკან
მიღებას. ასეთ შემთხვევაში მყიდველმა უნდა შეინახოს ნივთი გამყიდველის
ხარჯზე (501), ხოლო თუ დამატებით ვადაში (სკ. 405 ანალოგ.) გამყიდველი არ
დაიბრუნებს ნივთს და არ აანაზღაურებს შენახვის ხარჯებს, მყიდველს შეუძლია
გაყიდოს ნივთი მესამე პირზე, რის შესახებაც მან უნდა აცნობოს მეორე მხარეს (სკ.
503(1)). ნასყიდობის თანხა, შენახვის და გაყიდვის ხარჯების გამოკლებით, მან
უნდა დაუბრუნოს გამყიდველს (სკ. 503(2)).

ნივთის შემნახველი მხარე დამატებითი ვადის დაწესების ვალდებულებისგან


თავისუფლდება, თუ „ნივთი მალფუჭებადია, ან მას გაუფასურება მოელის, ანდა
მისი შენახვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული“. ასეთ შემთხვევაში მას
შეუძლია ნივთი დაუყოვნებლივ გაყიდოს (სკ. 504). სკ. 503(2)-ის წესი მოქმედებს
შესაბამისად.

5) ნასყიდობა გადახდის განვადებით

სკ. 505 უშვებს განვადებით ნასყიდობის შესაძლებლობას. ამ ნორმაში


მითითებულია განვადებით ნასყიდობის ორი ნიშანი: 1) ნივთის გადაცემა ფასის
გადახდამდე და 2) ფასის გადახდა ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ
შუალედში. თუ რა მოიაზრება „ნივთის გადაცემის“ ცნების ქვეშ, სკ. 505-დან
ერთმნიშვნელოვნად არ გამომდინარეობს, ეს შესაძლოა იყოს როგორც
საკუთრების გადაცემა გადახდის განვადებით ან ე.წ. პირობადადებული
საკუთრების გადაცემა გადახდის განვადებით (სკ. 188). პირველ შემთხვევაში
მყიდველი ხდება ნივთის მესაკუთრე, ხოლო მეორე შემთხვევაში ნივთზე

11
საკუთრების უფლებას იტოვებს გამყიდველი იმ მომენტამდე, სანამ მყიდველი მის
უკანასკნელ ვალდებულებას არ შეასრულებს.

ნასყიდობა განვადებით შესაძლოა იყოს პროცენტიანი ან უპროცენტო.


პროცენტიანი განვადების შემთხვევაში მხარეებმა უნდა დაიცვან სავალდებულო
წერილობითი ფორმა (სკ. 506) და მიაღწიონ შეთანხმებას შემდეგ არსებით
პირობებზე:

 ნაღდი გადახდის ოდენობა (ძირი);


 ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და გადახდის დრო (გრაფიკი);
 წლიური პროცენტის ოდენობა.

ამასთანავე გამყიდველმა უნდა გადასცეს მყიდველს ნასყიდობის საბუთების


ასლი.

იმ შემთხვევაში თუ დარღვეული ამ მოთხოვნებიდან ერთ-ერთი მაინც,


განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება შესაძლოა მაინც ჩათვალოს
დადებულად, თუმცა პროცენტის გარეშე (სკ. 507).

იმ შემთხვევაში, თუ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია ე.წ.


პირობადადებული საკუთრებით, მყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევის
შემთხვევაში გამყიდველს უფლება აქვს სკ. 405-ის მოთხოვნათა დაცვით
მყიდველისგან მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება როგორც მესაკუთრემ (სკ.
188(1)). თუკი ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია უბრალოდ გადახდის
განვადებით, მყიდველს შეუძლია შესრულების დაბრუნება მოითხოვოს სკ. 405,
508-ის საფუძველზე.

12

You might also like