You are on page 1of 17

კაზუსი #1.

კაკო მანქანებით საცალო მოვაჭრე ვოვასგან ყიდულობს 9990 ევროდ ახალ წითელ
ფიატ პუნტოს, რომელიც თავად აარჩია. როდესაც კაკოს ნაყიდი მანქანით რამდენიმე
დღე მგზავრობა მოუწევს, აღმოაჩენს, რომ (ადრე არსებული) დეფექტის გამო მანქანის
ძრავი დაზიანებულია, უჭირს მუშაობა და ხშირად ირთვება.

კაკოს აინტერესებს რა მოთხოვნები შეიძლება გააჩნდეს ვოვას მიმართ?

ვარიაცია 1.

დეფექტური კაბელის გამო კარგად არ მუშაობს მხოლოდ ფანჯრის მინების სისტემა,


სხვა ყველაფერი წესრიგშია. კაკოს აინტერესებს მას მხოლოდ აღნიშნული მინის
შეკეთების მოთხოვნის უფლება გააჩნია თუ უფლება აქვს მოითხოვოს უნაკლო სხვა
მანქანის გამოგზავნა?

ვარიაცია 2.

ფიატი ფუნქციონირებს, თუმცა არ არის ახალი, კაკო ექპერტიზის დასკვნით


ამტკიცებს, ნაცვლად ინტერნეტ რეკლამაში განთავსებული მონაცემების, რომლის
მიხედვითაც მანქანა 100 კილომეტრზე მოიხმარდა 6,1 ლიტრ ბენზინს, ფაქტობრივად
მანქანა მოიხმარს 6,6 ლიტრს. კაკომ მიმართა ვოვას თხოვნით, ძრავი ისე
დაემონტაჟებინა, რომ სარეკლამო მონაცემების მიხედვით დაეწვა მანქანას ბენზინი.
ვოვას ორი მცდელობა ბენზინის წვის შემცირების თაობაზე უშედეგოდ დასრულდა.
შედეგად კაკო გადის ხელშეკრულებიდან და ითხოვს გადახდილი 9990 ევროს უკან
დაბრუნებას. ვოვა წინააღმდეგია, ის თვლის ამგვარი უმნიშვნელო ცდომილების გამო
კაკოს არ აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება.

შეუძლია კაკოს ხელშეკრულებიდან გასვლა და ორმხირივ რესტიტუციის მოთხოვნა??

ამოხსნა:

კაკოს მოთხოვნა ვოვას მიმართ ნაკლიანი შესრულების გამო დამატებითი


შესრულების მოთხოვნის თაობაზე.

კაკოს შესაძლებელია ჰქონდა ვოვას მიმართ სსკ-ის დამატებითი შესრულების


მოთხოვნის უფლება, რაც გულისხმობს ნაკლის გამოსწორებას სარემონტო სამუშაოების
გზით ან ნივთის შეცვლას უნაკლო ნივთით სკ. 490-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით .
1. მოთხოვნა წარმოიშვა:

ნასყიდობის ხელშეკრულების დადება ნიშნავს ხელშეკრულებით ნაკისრი


უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა: მყიდველი მოვალეა გადასცეს
მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე (477 1-ლი მუხლი), ხოლო მყიდველი

1
მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი
ქონება (477 მე-2 ნაწილი).

ა) კაზუსის მიხედვით იკვეთება, რომ ვოვას და კაკოს შორის დაიდო ნასყიდობის


ხელშეკრულება, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე,
გადახდის ფასსზე, ნასყიდობის საგანზე და ა.შ.

შუალედური შედეგი:

აკაკის და ვოვას შორის დაიდო ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება.

ბ) უნდა გაირკვეს იყო თუ გამყიდველის მიერ მყიდველზე რისკის გადაცემის მომენტში


ნივთი ნივთობრივი ნაკლის მქონე.
სახეზეა ნივთობრივი ნაკლი (სკ. 488), თუ დარღვეულია:
 შეთანხმებული სტანდარტი

 ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლიანობის სტანდარტი

 ჩვეულებრივი სარგებლიანობის სტანდარტი .

თუ მყიდველისათვის გადაცემის მომენტში ნივთი არ აკმაყოფილებს შესაბამის


ხარისხს (სკ. 488(1)). ხარისხის ცნება უნდა განიმარტოს ფართო მნიშვნელობით და
მასში უნდა მოვიაზროთ ნივთის ყველა ის ნიშან-თვისება, რომელიც ამ ნივთის
ხასიათს, ფუნქციას, აგებულებას და იერსახეს უკავშირდება. მაგ. ავტომანქანის
შემთხვევაში ხარისხის ცნების ქვეშ მოხვდება არამხოლოდ მისი ტექნიკური
მახასიათებლები ან სამომხმარებლო ნიშან-თვისებები, არამედ ფერიც.
ნივთის ნაკლოვანების ან უნაკლობის განსაზღვრის პირველადი წყარო არის
ხელშეკრულება. ხელშეკრულების ნაწილად ითვლება ასევე ის ინფორმაცია,
რომელიც მყიდველს მიეწოდება ხელშეკრულების დადებამდე ან ხელშეკრულების
დადების მომენტში.

კაზუსიდან ჩანს, რომ კაკო და ვოვა მანქანის რაიმე სპეციალურ მახასიათებლებზე არ


შეთანხმებულან.

იმ შემთხვევაში, თუ ნივთის ხარისხი და მისი თვისებები დეტალურად განსაზღვრული


არ არის ხელშეკრულებით, „მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია
ხელშეკრულებით გათვალისწინებული...სარგებლობისათვის“ (ხელშეკრულებით
განსაზღვრული სარგებლობის შესაბამისი სტანდარტი 488-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2
წინადადების მიხედვით.

კაზუსი ფაბულიდან ჩანს, რომ კაკომ მანქანა იყიდა, რაც ნიშნავს, რომ სავარაუდოდ
მანქანა მას სჭირდება გადაადგილებისთვის ანუ მანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების
ძირითადი მიზანი და ხელშეკრულებით დადგენილი სტანდარტი ცხოვრებისეულ
ურთიერთობებში არის ის, რომ მანქანა ვარგისი იყოს და უპრობლემოდ

2
გადაადგილდებოდეს. აღნიშნული სტანდარტის შემადგენელი ნაწილი ის, რომ
მანქანა უპრობლემოდ ირთვებოდეს და გადაადგილდებოდეს და მანქანის მართვის
დროს არ ქვრებოდეს. კაზუსის მიხედვით კაკოს მიერ ნაყიდი მანქანას უჭირს
მუშაობა, ჩართვა და მართვის დროს ხშირად ირთვება.

შუალედური შედეგი:

აღნიშნული მეტყველებს, რომ სახეზეა ხელშეკრულებით გათვალისწინებული


სტანდარტის საწინააღმდეგო ნივთობრივი ნაკლი სკ-ის 488-ე მუხლის 1-ლი ნაწილის
მე-2 წინადადების მიხედვით.

გ) ნაკლი სახეზე უნდა იყოს მყიდველზე რისკის გადასვლის მომენტში სკ. 482-ე
მუხლის მიხედვით.
 რისკის გადასვლა სკ. 482(2)-ით დადგენილი წესით

 რისკის გადასვლა სკ. 482(1)-ით დადგენილი წესით

კაზუსით დგინდება, რომ დეფექტი მანქანას გააჩნდა მყიდველზე ნივთის გადაცემის


მომენტშიც. გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის
შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ
შეთანხმებულან.

შუალედური შედეგი:

მყიდველზე რისკის გადასვლის მომენტში ნივთი ნაკლის მქონე იყო სსკ-ის 482 ე
მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით.

დ) ხომ არ არსებობს პასუხისმგებლობის გამორიცხვის სახელშეკრულებო


საფუძველი (მაგ. სახელშეკრულებო დათქმა პასუხისმგებლობის გამორიცხვის
თაობაზე), რომელიც გამყიდველს უფლებას აძლევს, უარი თქვას ნაკლის
გამოსწორებაზე (სკ. 497). თუ ასეთი საფუძველი სახეზეა, უნდა გადამოწმდეს მისი
შესაბამისობა შემდეგ მუხლებთან:
 სკ. 497 (გამყიდველის განზრახი დუმილი)

 წინააღმდეგობა ხელშეკრულების სტანდარტული პირობების


მარეგულირებელ ნორმებთან: სკ. 348(ვ); 348(ი);

შუალედური შედეგი:

კაზუსიდან მსგავსი პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძვლები არ


იკვეთება.

7. მყიდველმა არ იცოდა ნაკლის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტში (სკ.


494(1)) +

3
შუალედური შედეგი:

ყოველივე ზემოაღნიშნული მეტყველებს, რომ დამატებითი შესრულების თაობაზე


მოთხოვნა წარმოიშვა, რაც სსკ-ის 490-ე მუხლის მიხედვით გამყიდველს ანიჭებს
უფლებას თავისი აჩევნით ან გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ
ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.

2. მოთხოვნის შეწყვეტა

ა) უნდა გავარკვიოთ, ხომ არ გაქარწყლებულა მოთხოვნა რომელიმე შემდეგი


მიზეზის გამო:

 ხელშეკრულებიდან გასვლით
 შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით
 ხომ არ გამოსწორდა ნაკლი თავისით/მყიდველის/ან მესამე პირის მიერ;
 ხომ არ არის ნაკლის გამოსწორება შეუძლებელი (მაგ. ნაავარიები მანქანა
ყოველთვის დარჩება ნაავარიებ მანქანად) .

სამოქალაქო კოდექსი ორივე შესაძლებლობას ითვალისწინებს. თუ ნივთი ნაკლის


მქონეა, მყიდველს შეუძლია მოითხოვოს ნაკლის აღმოფხვრა, ან, თუ საქმე ეხება
გვაროვნულ ნივთს, ნაკლის აღმოფხვრის ნაცვლად მოითხოვოს ნივთის შეცვლა (სკ.
490(1)). როგორც ვხედავთ, გვაროვნული ნივთის შემთხვევაში მყიდველს აქვს
არჩევანი ნაკლის გამოსწორებასა და ახალი ნივთის მიწოდებას შორის, მაშინ როცა
მსგავსი პრივილეგიებით მყიდველი არ სარგებლობს ინდივიდუალური ნივთის
შემთხვევაში. ეს გარკვეულწილად განპირობებული ინდივიდუალური ნივთის
უნიკალურობით, რაც მას პრაქტიკულად შეუცვლელს ხდის (მაგ. ფიროსმანის
„არსენალის მთა“). შესაბამისად, ინდივიდუალური ნივთის ჩანაცვლება სხვა ნივთით
პრაქტიკულად არა დამატებითი, არამედ სხვა შესრულება იქნებოდა (იხ. სკ. 381, 382).
სასამართლო პრაქტიკასა და ლიეტარტურაში გაბატონებული შეხედულების
მიხედვით, დამატებითი შესრულების სახით ახალი ნივთი მიწოდება მხოლოდ მაშინ
გამოიყენება, თუ სსკ-ის 52-ე და 337-ე მუხლების მიხედვით მონაწილე მხარეთა ნების
განმარტების გზით შესაძლებელია დადგინდეს, რომ მსგავსი სახის და მსგავსი ფასის
მქონე ნივთის შოვნა შეუძლებელია. ნივთის ჩანაცვლების სუბიექტური
შესაძლებლობის ნაცვლად გამოიყენება ობიექტური მასთაბი ანუ სკ-ის 382-ე მუხლის
მიზნებისთვის სახეზე უნდა იყოს გვაროვნული ნივთი, რომლის შეცვლაც
ობიექტურად შესაძლებელია. სერიულად გამოშვებული ახალი მანქანა წარმოადგენს
გვაროვნულ ნივთს. შესაბამისად, მსგავსი ავტომობილის ყიდვა გაიგივებულია
გვაროვნული ნივთის ნასყიდობასთან, რადგან მყიდველი და გამყიდველი არ
შეთანხმებულან კონკრეტული მახასიათებლის მქონე კონკრეტული მანქანის
ნასყიდობაზე. შესაბამისად, ნივთის ჩანაცვლების კრიტერიუმი დაცულია. გერმანულ
იურიდიულ ლიტერატურაში ამ საკითხის ირგვლივ უმცირესობის აზრი სხვაგვარია,
4
თუმვა გაბატონებული მოსაზრება დამატებითი შესრულების სტანდარტს (სკ 490)
ამგვარად განმარტავს და მაქსიმალურად აახლოვებს სახელშეკრულებო
კონტრაჰენების ინტერესებთან, რამეთუ მყიდველისთვის სულერთია ჩანაცვლებულ
ნაკლის არმქონე ნივთს მიიღებს თუ ნაკლის აღმოფხვრის შედეგად იმავე პროდუქტს.
დამატებითი შესრულების მოთხოვნა არ წარმოიშობა, თუ დამატებითი შესრულება
შეუძლებელია. იმას, თუ რამდენად არის ნაკლი გამოწვეული გამყიდველის ბრალით,
დამატებითი შესრულების მიზნებისათვის მნიშვნელობა არ აქვს. დამატებითი
შესრულება პირველადი შესრულების „განმეორება“ და მისი სრულყოფის მექანიზმია.
ამდენად იგი დამოუკიდებელია ბრალისგან.
რადგან ნაკლის გამოსწორების ხარჯები გამყიდველს ეკისრება (სკ. 490(2)), მყიდველის
დამატებითი შესრულების მოთხოვნას გამყიდველმა შესაძლოა დაუპირისპიროს
ნაკლის გამოსწორების შეუსაბამოდ დიდი ხარჯების შესაგებელი (სკ. 490(3)).
შეუსაბამოდ დიდი ხარჯების საკითხი შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს როგორც
ფარდობით ასევე აბსოლუტურ კონტექსტში. ფარდობით კონტექსტში გამყიდველმა
შესაძლოა წამოაყენოს პრეტენზია, რომ ნაკლის გამოსწორება შეუსაბამოდ მაღალ
ხარჯებს იწვევს ახალი ნივთის მიწოდებასთან შედარებით და - პირიქით.
აბსოლუტურ კონტექსტში გამყიდველმა შესაძლოა წამოაყენოს პრეტენზია, რომ
დამატებითი შესრულება ზოგადად მიუღებელია, რადგან ის შეუსაბამოდ დიდ
ხარჯებს იწვევს სხვა სანქციებთან შედარებით, როგორიცაა მაგ. ფასის შემცირება (იხ.
სკ. 492). ორივე შემთხვევა უნდა შეფასდეს როგორც გამყიდველის ასევე მყიდველის
გადმოსახედიდან და გათვალისწინებულ უნდა იქნეს როგორც ობიექტური ასევე
სუბიექტური ფაქტორები. ხარჯების ფარდობითი სიდიდისას გათვალისწინებული
უნდა იქნეს: მყიდველის ინტერესი დამატებითი შესრულების კონკრეტული
ფორმისადმი; ნაკლის არსებითობა; გამოსწორების ხარჯები, გამყიდველის მოგების
მარჟა; გამყიდველის ბრალი ნაკლის გამოწვევაში; ნაკლის გამოსწორების
ხანგრძლივობა; გამყიდველის ხელთ არსებული რესურსები და სხვა ფაქტორები.

დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლება ნივთობრივი ნაკლის შემთხვევაში


წარმოიშობა გამყიდველიდან მყიდველზე რისკის გადასვლისთანავე (იხ. სკ. 482),
ხოლო უფლებრივი ნაკლისას - საკუთრების მოპოვების მომენტიდან. ამ მომენტიდან
შესრულების პირველად მოთხოვნის უფლებას ანაცვლებს დამატებითი შესრულების
მეორადი მოთხოვნის უფლება. აქვე ხდება მოთხოვნის საფუძვლის ცვლილებაც - სკ.
477(1)-ს ანაცვლებს სკ. 490(1).
დამატებითი შესრულება არამხოლოდ მყიდველის უფლებაა, არამედ მისი
ფაკულტატიური ვალდებულებაცაა, რადგან თუ არა დამატებითი შესრულების
მოთხოვნა და მასთან ერთად დაწესებული დამატებითი ვადა, გამონაკლისი
შემთხვევების გარდა, მყიდველი ვერ შეძლებს მეორადი მოთხოვნის სხვა
საფუძვლების ან ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების ამოქმედებას (იხ. სკ. 394;
405). ეს არის სამოქალაქო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპის - ე.წ. pacta sunt
servanda-ს - გამოხატულება.

5
3. მოთხოვნის გაქარწყლდება

ა) დამატებითი შესრულების ვალდებულება არ გაქარწყლებულა (უფლება ძალაშია)

 ხელშეკრულებიდან გასვლით.
 შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
 ხომ არ გამოსწორდა ნაკლი თავისით/მყიდველის/ან მესამე პირის მიერ.
 ხომ არ არის ნაკლის გამოსწორება შეუძლებელი (მაგ.
ნაავარიებიმანქანა.ყოველთვის დარჩება ნაავარიებ მანქანად.

ბ) გამყიდველს არ აქვს შესაგებელი (უფლება განხორციელებადია)


 დამატებითი შესრულების მოთხოვნა კანონთან შესაბამისია: მყიდველი
ითხოვს ნაკლის გამოსწორებას (ინდივიდუალური ან გვაროვნული ნივთის
შემთხვევაში) ან ახალი ნივთის მიწოდებას (მხოლოდ გვაროვნული ნივთის
შემთხვევაში);
 გამყიდველი ვერ ასაბუთებს, რომ მყიდველის მიერ არჩეული დამატებითი
შესრულება (ნაკლის გამოსწორება/ახალი ნივთის მიწოდება) მოითხოვს
შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს (სკ. 490(3));
 მოთხოვნის უფლება არ არის ხანდაზმული (სკ. 129(1)).

კაზუსიდან არ იკვეთება არც ერთი ზემოაღნიშნული გარემოება, შესაბამისად,


მოთხოვნა არ გაქარწყლებულა.

საბოლოო შედეგი:

კაკოს უფლება აქვს ვოვას მოსთხოვოს სსკ-ის 490-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით
ნაკლის გამოსწორება ან ახლით მისი შეცვლა საამისოდ აუცილებელ ვადაში.

II. ხელშეკრულებიდან გასვლა ნივთის ნაკლის გამო

კაკოს შესაძლებელია ჰქონდეს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება


სსკ-ის 491-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით. იმისათვის, რომ ნივთის ნაკლის გამო
მყიდველი ხელშეკრულებიდან გავიდეს ამისათვის მან უნდა დააკმაყოფილოს სკ.
405-ის წინაპირობები. სკ. 405-ის ზოგადი წინაპირობებია:

1) სახეზე უნდა იყოს ორმხრივი ხელშეკრულება, რაც მოცემულ კაზუსში


სახეზეა, რადგან ვოვასა და კაკოს შორის დაიდო ნამდვილი ნასყიდობის
ხელშეკრულება.
2) გამყიდველი უნდა არღვევდეს ვალდებულების ანუ გამყიდველმა უნდა
მიაწოდოს მყიდველს ნაკლის მქონე ნივთი, როგორც ზემოთ განვიხილეთ

6
კაკოზე ნივთის გადაცემის მომენტში ნაყიდ ავტომანქანას უკვე გააჩნდა
ნივთბრივი ნაკლი, რაც დეტალურად ზემოთ უკვე განვიხილეთ და აქ აღარ
შევჩერდებით.
3) იმისათვის რომ გამყიდველი ხელშეკრულებიდან დაუბრკოლებლად გავიდეს,
არ უნდა არსებობდეს ხელშეკრულებიდან გასვლის დამაბრკოლებელი
შემდეგი გარემოებები:

 ნივთის ნაკლი არ უნდა იყოს უმნიშვნელო (ნაკლი არ უნდა უკარგავდეს


ნივთს მის შეთანხმებულ ან ჩვეულებრივ ფუნქციას ან ნაკლის
გამოსწორებისათვის საჭირო ხარჯები არ უნდა აჭარბებდეს ნივთის
ღირებულების 5%-ს). მაგ. ავტომანქანას, რომლის ღირებულებაც არის
$5000 დოლარი, დაზიანებული აქვს რადიატორი, რომელიც საჭიროებს
შეცვლას (ღირებულება: $100). აღნიშნული ნაკლი შეიძლება ჩაითვალოს
უმნიშვნელოდ.
 ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან
უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი (80-90%).
 მოვალეს უნდა გააჩნდეს სხვა შესაგებელი, რომელსაც იგი აყენებს ან
ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ შეტყობინებისთანავე დააყენებს.
მაგ. თუ ნაკლი წარმოიშვა სკ. 393((ბ))-ით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, მყიდველი ვერ წაუყენებს გამყიდველს პრეტენზიას
ნაკლის თაობაზე.
კაზუსი ფაბულიდან ჩანს, რომ კაკომ მანქანა იყიდა, რაც ნიშნავს, რომ
სავარაუდოდ მანქანა მას სჭირდება გადაადგილებისთვის ანუ მანქანის
ნასყიდობის ხელშეკრულების ძირითადი მიზანი და ხელშეკრულებით
დადგენილი სტანდარტი ცხოვრებისეულ ურთიერთობებში არის ის, რომ
მანქანა ვარგისი იყოს და უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს. აღნიშნული
სტანდარტის შემადგენელი ნაწილი ის, რომ მანქანა უპრობლემოდ
ირთვებოდეს და გადაადგილდებოდეს და მანქანის მართვის დროს არ
ქვრებოდეს. კაზუსის მიხედვით კაკოს მიერ ნაყიდი მანქანას უჭირს
მუშაობა, ჩართვა და მართვის დროს ხშირად ირთვება.

4) მყიდველმა გამყიდველს უნდა დაუწესოს დამატებითი ვადა


შესრულებისათვის, ანუ მოითხოვოს დამატებითი შესრულება. დამატებითი
ვადა უნდა იყოს გონივრული და საკმარისი იმისათვის, რომ გამყიდველმა
განახორციელოს დამატებითი შესრულება. მოვალეს უნდა მიუვიდეს

7
შეტყობინება დამატებითი ვადის დაწესების შესახებ, თუმცა არ არის
აუცილებელი, რომ იგი დაეთანხმოს ამ ვადას (მიღებასავალდებულო
ცალმხრივი ნების გამოვლენა (იხ. სკ. 51 (2)). დამატებითი ვადის დაწესება არ
არის საჭირო, თუ:

 აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება (405 (2(ა)). მაგ. თუ


ნაკლის გამოსწორება შეუძლებელია ან კრედიტორი
ერთმნიშვნელოვნად აცხადებს უარს დამატებით შესრულებაზე, ან
მისი უარი გამყარებულია სკ. 490(3)-ით;
 ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში,
ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით
დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას (405(2(ბ));
 განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი
ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების
დაუყოვნებლივ მოშლა (405(2,გ)). მაგ. გამყიდველმა უკვე ორგზის
მოახდინა „ნაკლის გამოსწორება“, თუმცა ორივე შემთხვევაში ნაკლის
გამოუსწორებელი დარჩა.
შუალედური შედეგი:

როგორც კაზუსიდან იკვეთევა, შესაძლებელია დამატებითი შესრულებით მოხდეს


პრობლემის მოგვარება, როგორც ნაკლის გამოსწორებით, ისე ნივთის შეცვლით.
შესაბამისად, მანამდე ხეშეკრულებიდნ გასვლის უფლება არ განიხილება, რადგან
მოვალეს არ განუცხადებია ერთმნიშვნელოვანი უარი დამატებით შესრულებაზე და
მისი უარი არც შეუსაბამო ხარჯების შესაგებლით არ არის გამყარებული.

5) დასკვნა:

ამ ეტაპზე კაკოს არ აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება სსკ-ის 491-ე მუხლის


მიხედვით.

III. ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება

შესაძლებელია კაკოს ჰქონდეს ვოვას მიმართ სსკ-ის 492-ე მუხლის მიხედვით ფასის
შემცირების მოთხოვნის უფლება.

„თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას


გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც
ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით,

8
რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების
დადების მომენტისათვის არსებული ფასი“ (სკ. 492). ფასის შემცირების მოთხოვნა
(actio quanti minoris) ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების ან შესრულების
სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ალტერნატივაა, რომელიც ამ
უფლებათა/მოთხოვნათა პარალელურად წარმოშობა. ამისათვის სახეზე უნდა იყოს
ხელშეკრულებიდან გასვლის ყველა ნეგატიური და პოზიტიური წინაპირობა, მათ
შორის ვადის დაწესება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს სახეზე, რადგან კაკოს
ვოვასთის არ დაუწესებია დამატებითი შესრულებისთის ვადა.

დასკვნა:

კაკოს არ აქვს ვოვას მიმართ ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება.

IV. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შესრულების სანაცვლოდ სსკ-ის 394-ე მუხლის


მე-2 ნაწილის მიხედვით.

1. ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებს შორის სსკ-ის 477-ე მუხლის


მიხედვით.
2. სახეზეა ნივთობრივი ნაკლის მქონე პირი და სახეზე არ არის
პასუხისმგებლობის გამორიცხვის სახელშეკრულებო საფუძვლები.

თუ გამყიდველი მყიდველს აწვდის ნაკლოვან ნივთს და არ ასწორებს ნაკლს/არ


ცვლის ნივთს დამატებით ვადაში, მყიდველს შეუძლია დააბრუნოს შესრულება და
მოითხოვოს შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურება სრულად ან
შეინარჩუნოს შესრულება და მოითხოვოს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება,
რამდენითაც ნაკლი შესრულების საგნის ღირებულებას ამცირებს (არასრული ზიანის
ანაზღაურება შესრულების სანაცვლოდ) (494 I, 394 I-III). თუკი მყიდველი
დაინტერესებულია შესრულების შენარჩუნებით, როგორც წესი, იგი არასრული
ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. ეს მას საშუალებას მისცემს, დარღვეული ინტერესი
აინაზღაუროს, ისე რომ უარი არ თქვას შესრულებაზე და არ გავიდეს
ხელშეკრულებიდან.
სკ. 394 II-ის თანახმად, შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნამდე კრედიტორმა მოვალეს უნდა დაუწესოს აუცილებელი დრო (იგივე
დამატებითი ვადა 405 I-ის მნიშვნელობით). ეს წინაპირობა pacta sunt servanda
პრინციპის გამოხატულებაა. კანონმდებლის მიზანია გადაარჩინოს ხელშეკრულება,
სანამ ეს შესაძლებელია. ამ მიზანს კანონმდებელი მისდევს როგორც
ხელშეკრულებიდან გასვლის ასევე შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების
ნაწილში, რადგან ორივე შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობები
სრულდება ისე, რომ არ სრულდება ხელშეკრულების პირველადი დანიშნულება.
დამატებითი ვადა იცავს მოვალეს და აძლევს მას შანს, შეასრულოს ის ვალდებულება,
რომელიც მას არ შეუსრულებია. ამასთანავე დამატებითი ვადა იცავს კრედიტორს
9
აჩქარებისაგან და უფრთხილდება მის პოზიტიურ ინტერესს, აიძულებს რა მას, კიდევ
ერთხელ მოითხოვოს შესრულება. აქვე უნდა განიმარტოს, რომ აუცილებელი დროის
დანიშვნა კრედიტორის უფლებაა და არა ვალდებულება. კრედიტორი არ არის
ვალდებული დააწესოს დამატებითი ვადა, თუმცა ამის გარეშე იგი ვერ შეძლებს
შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას (თვითსასარგებლო
ინტერესი).1 აუცილებელი დრო არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს. ამ
ინსტიტუტის მიზანი ხელშეკრულების შენარჩუნებაა და არა სახელშეკრულებო
პროცესების ფორმალიზება. აუცილებელი დრო უნდა იყოს გონივრული და
ითვალისწინებდეს შესასრულებელი ვალდებულების თავისებურებებს, თუმცა უნდა
ითვალისწინებდეს კრედიტორის ინტერესებსაც.2 აუცილებელი დროის
ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს საქმის გარემოებათა მიხედვით და მისი
დაანგარიშება უნდა მოხდეს ორმხრივი ინტერესების შეჯერებით, გონივრულობის
ფარგლებში (ანალოგია 405 I-დან).
აუცილებელი დროის დაწესების საჭიროება არ არსებობს, თუ სახეზეა 394 III-ე და 405
II ბ-ე მუხლების წინაპირობები. ეს წინაპირობები შემდეგია:
 თუ აშკარაა, რომ მას არანაირი შედეგი არ ექნება (394 (3, 1)). მაგ. თუ
გამყიდველი ცალსახად აცხადებს უარს ნაკლის გამოსწორებაზე, დამატებითი
ვადის დაწესება საჭირო აღარ არის. აუცილებელი დროის დაწესება ასევე
ზედმეტია, თუ ნაკლის გამოსწორება შეუძლებელია (მაგ. ნაავარიები მანქანა
ვერ გადაიქცევა უავარიო მანქანად).
 მოვალისათვის აუცილებელი დროის მიცემა საჭირო არ არის, თუ სახეზეა
განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესების
გათვალისწინებით ამართლებენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის
დაუყოვნებლივ გამოყენებას (394 (3,2)).
დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ ან მისი დაწესების საჭიროების
არარსებობისას, მყიდველს ავტომატურად წარმოეშობა შესრულების სანაცვლოდ
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუმცა იგი არ კარგავს უფლებას კვლავ
მოითხოვოს შესრულება, თუ მას შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნა არ სურს (ius variandi). თუ მყიდველი მოითხოვს შესრულებას, იგი
დაკარგავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, სანამ კვლავ არ დადგება 394
(1-3)-ის წინაპირობები, ხოლო თუ იგი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების
გამოიყენებს, იგი დაკარგავს შესრულების მოთხოვნის უფლებას. ამასთანავე იგი
ვალდებული იქნება დააბრუნოს მიღებული შესრულება ან მისი ნაწილი, რათა არ
მოხდეს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება.
შესრულების სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია როგორც
ხელშეკრულებიდან გასვლამდე, ასევე ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგაც (სკ.
407). შესრულების სანაცვლოდ ზიანის სრულად ანაზღაურება შესაძლოა მოთხოვნილ
იქნეს ისე, რომ მყიდველი ხელშეკრულებიდან არ გავიდეს, თუმცა ეს პრაქტიკულად

1
ვაშაკიძე; ჩაჩავა, კონკურენცია, გვ. 59 და მომდევნო გვერდი.
2
თბ. სააპელაციო პალატა საქმე №2ბ/898-12, 6 ნოემბერი, 2012 წ.

10
გაუტოლდება ხელშეკრულებაზე უარს, რადგან გამყიდველს ასეთ შემთხვევაში
წარმოეშობა უფლება, უკან მოითხოვოს შესრულება და სარგებელი (სკ. 352 ანალოგ.).
ამ თვალსაზრისით პრობლემატურია ის გარემოება, რომ სკ. 394 არ შეიცავს სკ.
405(3,ა)-ს მსგავს წინაპირობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესრულების სანაცვლოდ
ზიანის სრულად ანაზღაურება (რაც თავისი შედეგებით ხელშეკრულებიდან გასვლას
უტოლდება) შესაძლოა მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როცა ნივთის ნაკლი უმნიშვნელოა.
ამ არადამაკმაყოფილებელი შედეგის თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია სკ.
394-ის ფარგლებში ანალოგიით იქნეს გამოყენებული სკ. 405(3 (ა)).

დასკვნა:

რადგან დაცული არ არის დამატებითი ვადის დაწესების წინაპირობები, მოთხოვნის


უფლება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ არსებობს.

ვარიაცია 1.

1. კაკოს შესაძლებელია ჰკონდეს ვოვას მიმათ დამატებითი შესრულების


მოთხოვნის უფლება, კერძოდ, ნაკლის გამოსწორების ან ახლით შეცვლის
შესახებ სსკ-ის 490-ე მუხლის მიხედვით.

აღნიშნული მოთხოვნის წინაპირობას წარმოადგენს მხარეებს შორის ნამდვილი


ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა და ნასყიდობის საგნის ნივთბრივი
ნაკლი. კაზუსის მიხედვით ჩანს, რომ მხარეებს შორის დაიდო ნამდვილი
ნასყიდობის ხელშეკრულება ფიატის თაობაზე სსკ-ის 477-ე მუხლის მიხედვით.
მხარეებს შორის არ ყოფილა შეთანხმებული კონკრეტული ხარისხის
მახასიათებელი ანუ ხელშეკრულებით შეთანხმებული სტანდრტი არ გვაქვს
სახეზე.

თუმცა კაზუსიდან ჩანს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ახალი ფიატის ნასყიდობაზე,


ხოლო სიტყვა „ახალი“ განმარტებიდან სულ მცირე გამომდინარეობს აკაკის
მოლოდინი, რომ მის მიერ ნაყიდ „ახალ“ მანქანას არ ექნება მინის ჩაკეთვის
პრობლემა, რაც კაზუსის მიხედვით სახეზეა.

შუალედური შედეგი:

მოთხოვნა წარმოიშვა.
2. მოთხოვნა არ გაქარწყლებულა, იხ. ვრცელი მსჯელობა ზემოთ.
3. მოთხოვნა განხორციელებადია.

შესაძლებელია აკაკის მოთხოვნა დამატებით შესრულების თაობაზე


გაქარწყლდეს, თუ მას სსკ-ის 490-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ექნება

11
უფლება, უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ ეს არათანაბარზომიერ
ხარჯებთან არის დაკავშირებული.

რადგან ნაკლის გამოსწორების ხარჯები გამყიდველს ეკისრება (სკ. 490(2)), მყიდველის


დამატებითი შესრულების მოთხოვნას გამყიდველმა შესაძლოა დაუპირისპიროს
ნაკლის გამოსწორების შეუსაბამოდ დიდი ხარჯების შესაგებელი (სკ. 490(3)).
შეუსაბამოდ დიდი ხარჯების საკითხი შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს როგორც
ფარდობით ასევე აბსოლუტურ კონტექსტში. ფარდობით კონტექსტში გამყიდველმა
შესაძლოა წამოაყენოს პრეტენზია, რომ ნაკლის გამოსწორება შეუსაბამოდ მაღალ
ხარჯებს იწვევს ახალი ნივთის მიწოდებასთან შედარებით და - პირიქით.
აბსოლუტურ კონტექსტში გამყიდველმა შესაძლოა წამოაყენოს პრეტენზია, რომ
დამატებითი შესრულება ზოგადად მიუღებელია, რადგან ის შეუსაბამოდ დიდ
ხარჯებს იწვევს სხვა სანქციებთან შედარებით, როგორიცაა მაგ. ფასის შემცირება (იხ.
სკ. 492). ორივე შემთხვევა უნდა შეფასდეს როგორც გამყიდველის ასევე მყიდველის
გადმოსახედიდან და გათვალისწინებულ უნდა იქნეს როგორც ობიექტური ასევე
სუბიექტური ფაქტორები. ხარჯების ფარდობითი სიდიდისას გათვალისწინებული
უნდა იქნეს: მყიდველის ინტერესი დამატებითი შესრულების კონკრეტული
ფორმისადმი; ნაკლის არსებითობა; გამოსწორების ხარჯები, გამყიდველის მოგების
მარჟა; გამყიდველის ბრალი ნაკლის გამოწვევაში; ნაკლის გამოსწორების
ხანგრძლივობა; გამყიდველის ხელთ არსებული რესურსები და სხვა ფაქტორები.

კაზუსის მიხედვით აბსოლუტური შეუსაბამობის პრობლემა არ იკვეთება, ახალი


ავტომანქანის სტანდარტისთვის თითოეულ დღესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა
აქვს, რადგან ფასსზე უარყოფითად აისახება. ამ შემთხვევაში ვოვასთვის მანქანის
უკან წაყვანა და მისი ახლით შეცვლა არსებითი ზიანის მომტანის მისთვის. თუმცა
ვოვას ხარჯები ვერ გადაწონის „ახალი“ ავტომაქანის მყიდველის ინტერესებს,
შესაბამისად, აბსოლუტურ კონტექსტში შეუსაბამოდ ხარჯებთან არ გვაქვს საქმე. ~

შესაძლებელია დამატებითი შესრულება ნივთის ჩანაცვლებით და ახალი მანქანის


მოყვანით შესაძლებელია იყოს რელატიურ კონტექსტში შეუსაბამო, რადგან
ვოვასთვის გაცილებით ხელსაყრელია მანქანის ამ დეფექტის შეკეთება, ვიდე
მთლიანი მანქანის გამოცვლა, ხოლო შეკეთევას კაკოსთის არ მოაქვს
განსაკუთრებული ზიანი. შესაბამისად, ნივთის შეცვლის მოთხოვნა სკ-ის 4990-ე
მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით არის არათანაბარზომიერი ტვირთი ნაკლის
გამოსწორების მოთხოვნასთან ანუ მანქანის დეფექტის აღმოფხვრის
მოთხოვნასთან მიმართებით ანუ სახეზეა რელატიური შეუსაბამობა.

კაკოს აქვს ვოვას მიმართ ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 490-ე
მუხლის 1-ელ ნაწილზე დაყრდნობით.

12
შენიშვნა:

ხელშეკრულებიდან გასვლა, ზიანის ანაზღაურება და ფასის შემცირების მოთხოვნა


განორციხულია, რადგან არ ყოფილა დამატებითი ვადა დაწესებული. იხ. ზემოთ. იმ
შემთხვევაში, თუ დამატებით შესრულებას აზრი არ მოჰყვებოდა და ასევე უშედეგოს
გაივლიდა დაწესებული დამატებითი ვადა, კაკოს მაინც არ ექნებოდა
ხელშეკრულებიდან გასვლის და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სკ-ის
405, 352 და 394-ე მუხლებზე დაყრდნობით, რადგან ნაკლის გამოსასწორებლად
აუცილებელი ხარჯების მიმართება ნასყოდბის ფასთან უმნიშვნელოა ანუ სახეზეა
უმნიშვნელო ნაკლის, როგორც გამყიდველის პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლების საფუძველი. იხ ზემოთ.

ვარიაცია 2. ამოხსნა:

ხელშეკრულებიდან გასვლა ნივთის ნაკლის გამო და შესრულების და სარგებლის


უკუქცევის მოთხოვნა (491(1), 352(1), 405)

კაკოს შესაძლებელა ჰქონდეს ვოვას მიმართ ნასყიდობის ფასის უკან დაბრუნების


მოთხოვნის უფლება 9990 ევროს ოდენობით (491(1), 352(1), 405 მუხლების
მიხედვით.

1. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება

აღნიშნული მოთხოვნის წინაპირობას წარმოადგენს კაკოს უფლებამოსილება,


გავიდეს ხელშეკრულებიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამისათვის
აუცილებელია სახეზე იყოს შემდეგი წინაპირობები:

ა) ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება.

სახეზეა კაკოს და ვოვას შორის ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება სსკ-ის


477-ე მუხლის მიხედვით.

ბ) მყიდველზე რისკის გადაცემის მომენტში ნივთი იყო ნივთობრივი ნაკლი მქონე.

კაკოს მიერ ნაყიდი ფიატი უნდა იყოს ნივთობრიივ ნაკლის მქონე სსკ-ის 488-ე
მუხლის მიხედვით, სახეზეა ნივთობრივი ნაკლი (სკ. 488), თუ დარღვეულია:
 შეთანხმებული სტანდარტი

 ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლიანობის სტანდარტი

 ჩვეულებრივი სარგებლიანობის სტანდარტი.

13
კაზუსიდან ჩანს, რომ კაკოს და ვოვას შორის ხელშეკრულების დადების მომენტში არ
მომხდარა კონკრეტული შეთანხმება მანქანის წვის რაოდენობის თაობაზე,
შესაბამისად, სსკ-ის 488-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული
ხელშეკრულებით შეთანხმებული სტანდარტი არ არის სახეზე.

გასრკვევია, ხომ არ არის სახეზე ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლიანობის


სტანდარტი დარღვეული?

ავტომანქანა, როგორც მოძრავი ნივთი განკუთვნილია მრავალჯერადი


გამოყენებისთვის და მისი ბუნებრივი თვისება გულისხმობს გადაადგილების
უპრობლემო შესაძლებლობას, მიუხედებად იმისა, ახალია ის თუ მეორადი.

თუმცა ფაქტობრივად, კაკოს მიერ ნაყიდ ფიატს არ აღმოაჩნდა ის თვისებები, რისი


კანონიერი მოლოდინიც მას ამ ტიპის და კლასის მანქანის მიმართ გააჩნდა, რომელიც
ქარხანა-დამამზადებლი მიერ ავტომაქანის ტექნიკური მონაცემების ამსახველ
ბუკლეტში იყო მითითებული. ამასთან, მყიდველის მოლოდინი ნივთის
ხარისხობრივი მაჩვენებლის მიმართ ეფუძნება ქარხანა-დამამზადებლის მიერ
გავრცელებულ ინფორმაციას. თუმცა საქმე უნდა ეხებოდეს ობიექტურად
გადამოწმებად ინფორმაციას, მოცემულ კაზუსში მანქანის პასპორტის მიხედვით 100
კილომეტრზე მანქანის წვის მაჩვენებელი და კაკოს მიერ ნაყიდი მანქანის
მაჩვენებლი განსხვავდება ერთმანეთისგან. მანქანის მიერ ბენზინის წვის მაჩვენებელი
ობიექტურად დამტკიცებადი მონაცემია. გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ
მანქანის ყიდვის პროცესში კაკო არ გაეცნო და არ იცოდა მანქანის პასპორტის
მონაცემი და ამ პასპორტში მითითებულ ინფრომაციას წვის ოდენობის თაობაზე,
გავლენა არ მოუხდენია მის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თაობაზე
გადაწყვეტილების მიღებაზე, არ ჩანს. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ მანქანას
გააჩნდა ნივთობრივი ნაკლი, თუმცა ნაკლის მნიშვნელოვად მიჩნევის თაობაზე სსკ-
ის 488-ე მუხლი არ აწესებს რაიმე სახის ზღვარს. ავტომანქანის მომეტებული
მომეტებული წვა ქმნის ნივთობრივ ნაკლის კვალიფიკაციის წინაპირობას, თუ
დამამზადებლის მიერ განსაზღვრული და ფაქტობრივად არსებული მონაცემების
სხვაობაზე ნასყიდობის ფასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია. მოცემულ
კაზუსში ეს სხვაობა შეადგენს მხოლოდ 0,5 100-კილომეტრზე, რაც სსკ-ის 488-ე
მუხლის მიხედვით წარომადგენს ხელშეკრულებით განსაზღვრული
სარგებლიანობის სტანდარტით დადგენილ ნივთბრივ ნაკლს, ამასთან,
საგულისხმოა , რომ კაზუსი არ შეიცავს ინფორმაციას, რომ აღნიშნული ნაკლი ნივთს
მოგვიანებით წარმოეშვა , შესაბამისად, ითვლება, რომ მყიდველზე რისკის
გადასვლის მომენტში მანქანა უკვე იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე.

შუალედური შედეგი:

14
კაკოს მიერ ნაყიდი მანქანა წარმოადგენს ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთს სსკ-ის
488-ე მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებით დადგენილი სარგებლიანობის
სტანდარტის მიხედვით.

ბ) სახეზე უნდა იყოს ორმხრივი ხელშეკრულება (რაც მოცემულ შემთხვევაში


სახეზეა).

გ) გამყიდველი უნდა არღვევდეს ვალდებულების ანუ გამყიდველმა უნდა მიაწოდოს


მყიდველს ნაკლის მქონე ნივთი.

დ) მყიდველმა გამყიდველს უნდა დაუწესოს დამატებითი ვადა შესრულებისათვის,


ანუ მოითხოვოს დამატებითი შესრულება. დამატებითი ვადა უნდა იყოს
გონივრული და საკმარისი იმისათვის, რომ გამყიდველმა განახორციელოს
დამატებითი შესრულება. მოვალეს უნდა მიუვიდეს შეტყობინება დამატებითი ვადის
დაწესების შესახებ, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ იგი დაეთანხმოს ამ ვადას
(მიღებასავალდებულო ცალმხრივი ნების გამოვლენა (იხ. სკ. 51 (2)).

მოცემული კაზუსის მიხედვით, ჩანს, რომ მყიდველს გამყიდველისთვის არ


დაუწესებია დამატებითი ვადა, ასევე არ არის სახეზე სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისგან განსხვავებით, გერმანიის სამოქალაქო


კოდექსის 440-ე პარაგრაფი პირდაპირ მიუთითებს, რომ garda §281 me-2 nawilsa
da §323 me-2 nawilSi miTiTebuli SemTxvevebisa, ar aris aucilebeli aseve
vadis gansazRvra, Tu gamyidvelma uari Tqva orive saxis damatebiTi
Sesrulebis ganxorcielebaze §439 me-3 nawilis Tanaxmad an Tu myidvelis
kuTvnili damatebiTi Sesruleba warumatebeli aRmoCnda anda igi
misTvis miuRebelia. naklis aRmofxvra miiCneva warumateblad
meore uSedego mcdelobis Semdeg, Tu nivTis an naklis gansakuTrebuli
bunebis anda sxva garemoebebidan gansxvavebuli daskvna ar
gamomdinareobs.
 აღნიშნული დანაწესის ქართული ანალოგის 405-ე მუხლის მიხედვით,
ვადის დაწესებას არ აქვს აზრი, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი
შედეგი არ ექნება (405 (2(ა)). მაგ. თუ ნაკლის გამოსწორება
შეუძლებელია ან კრედიტორი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს უარს
დამატებით შესრულებაზე, ან მისი უარი გამყარებულია სკ. 490(3)-ით;
 ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში,
ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით
დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას (405(2(ბ));

15
 განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი
ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების
დაუყოვნებლივ მოშლა (405(2,გ)). მაგ. გამყიდველმა უკვე ორგზის
მოახდინა „ნაკლის გამოსწორება“, თუმცა ორივე შემთხვევაში ნაკლის
გამოუსწორებელი დარჩა.
მოცემული კაზუსის მიხედვით ჩანს, რომ მყიდველმა ორჯერ უშედეგოდ სცადა
ნაკლის გამოწორება, რაც გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 440-ე პარაგრაფის
მიხედვით პირდაპირ აძლევს უფლებეას გამყიდველს, რომ დაუწესოს დმატებითი
ვადა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების სარეალოზაციოდ.

ანალოგიური დასკვნის გაკეთება შეიძლება ქართლი სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2


ნაწილზე დაყრდნობითაც, მართალია, პირდაპირ არ წერია, რომ ორი უშედეგო
მცდელობა ითვლება დამატებითი შესრულების გამომრიცხავ გარემოებად, თუმცა
კაზუსის მიხედვით აშკარაა, რომ პრაქტიკულად გამყიდველს არ შესწევს უნარი
გამოასწოროს ნივთს ნაკლი დაატებითი შესრულების გზით.

შუალედური შედეგი:

მყიდველმა დაუწესა დამატებითი ვადა გამყიდველს სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით.

ე) იმისათვის რომ გამყიდველი ხელშეკრულებიდან დაუბრკოლებლად გავიდეს, არ


უნდა არსებობდეს ხელშეკრულებიდან გასვლის დამაბრკოლებელი შემდეგი
გარემოებები:

ნივთის ნაკლი არ უნდა იყოს უმნიშვნელო (ნაკლი არ უნდა უკარგავდეს ნივთს მის
შეთანხმებულ ან ჩვეულებრივ ფუნქციას ან ნაკლის გამოსწორებისათვის საჭირო
ხარჯები არ უნდა აჭარბებდეს ნივთის ღირებულების 5%-ს). უმნიშვნელო ნაკლის
შემთხვევაში მყიდველი მხოლოდ ფასის შემცირების მოთხოვნის უფლებით
სარგებლობს.

405-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნტის მიხედვით, თუ ვალდებულების დარღვევა


უმნიშვნელოა, ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია. იმისათვის, რომ დადგინდეს
რამდენად ახდენს გავლენას არსებბული ნაკლი მთლიან შესრულებაზე,საჭიროა
ყველა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების და მხარეთა ინტერესების
ურთიერთშიპირისპირება. გერმანიის უზენაესი სასამართლოს3 მიერ დადგენილი
პრაქტიკის მიხედვით, ავტომანქანის შემთხვევაში, თუ სხვაობა 10 %-ზე ნაკლებია,
ითვლება, რომ უმნიშვნელოა ნაკლია სახეზეა, რადგან ითვლება, რომ მანქანის ფასის
და გამოყენებაუნარიანობა ამ კუთხით უმნიშვნელოდაა შემცირებული. თუ მანქანის

3
BGH NJW 2007, 2011; BGHZ 136 ,94, 98 ff; So auch S.OLG Hamm NJW_RR 2013, 1146; LG Ravensburg NJW
2007, 2127.

16
ფაქტობრივი მონაცემები ამ ოდენობაზე მეტად განსხვავდება დამამზადებლის მიერ
მითითებული მონაცემებისგან, ავტომიბილის შემძენის ინტერესები, ასევე წვის
ნივთიერების ფასის და გარემოზე ზემოქმედების მავნე სტანდარტები ჭარბობს
გამყიდველის ინტერესებს. თუ მსგავს კრიტერიუმებს მივყვებით, 8,2% იანი სხვაობა,
რაც მოცემულ კაზუსში გვაქვს არ არის საკმრისი, ნაკლის მნიშვნელოვნად
კვალიფიკაციისთვის.

შენიშვნა:

ნაკლის მნიშვნელოვად ნაკლად დახასიათებისთვის მნიშვნელოვანია მოხდეს ნაკლის


გამოსასწორებლად აუცილებელი ხარჯების მიმართების დადგენა ნასყიდობის
ფასთან. გერმანიის უზენაესმა ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ
მნიშვნელოვანი ნაკლის სტანარტის ზღვარი არ უნდა ცდებოდეს ნივთის საბაზრო
ფასის 5%-ს (BGH NJW 2014, 3229). ნაკლის შეფასებისას გერმანიის უზენაესი
სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე არა მხოლოდ ფასთან მიმართებას, არამედ
გამყიდველის სახელშეკრულები ქცევას. მის მხრიდან ვალდებულების დარღვევა
მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს, როდესაც მაგალითად, გამყიდველი განზრახ
დუმდა და დამალა ნაკლის არსებობა (BGHZ 167, 19=NJW 2006, 1960m. krit.
Besprechung Lorenz S. 1925 ff.).

დასკვნა:

კაკო არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა და


გადახდილი თანხის უკან დაბრუნება სსკ-ის 394, 405-ე და 352-ე მუხლების
მიხედვით.

შენიშვნა:

მიუხედავად იმისა, რომ კაკოს არ აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, მას


რჩება ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 491-ე მუხლის მიხედვით.
თუმცა ამ შემთხვევაშიც, თუ წვის მაჩვენებლის უმნშვნელო ცდომილება ვერ ახდენს
არსებით გავლენას მანქანის ფასზე, ფასის შემცირების მოთხოვნის უფლებაც
გამოირიცხება (vgl .LG Ravensburg NJW 2007, 2127, 2128 f.).

17

You might also like