You are on page 1of 2

სახელშეკრულებო სამართალი

ბაკალავრიატი - შუალედური გამოცდა (40 ქულა)


II ვარიანტი
(გამოცდაზე დაშვებულია ნებისმიერი ნორმატიული მასალა)

სტუდენტი_______სახიბ მუსტაფაევი_______________ ჯგუფი_____107050p_______

1. თეორიული საკითხები: 20 ქულა (თითოეული 10 ქულა)

1. იმსჯელეთ ზიანის ანაზღაურების მეორად მოთხოვნის უფლებაზე და მის


წინაპირობებზე

ზიანის ანაზღაურების მეორადი მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გამოყენებელი იქნეს


ნებისმიერი სახის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის არსებობისას.იმისათვის,
რომ მყიდველს წარმოეშვას მეორადი მოთხოვნის უფლება სახეზე უნდა ფქონდეს რამდენიმე
წინაპირობა პირველ რიგში უნდა იკვეთებოდა ვალდებულების დარღვევა, ამასთან დარღვევა
უნდა იყოს მნიშვნელოვანი და დარღვევასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს გამყიდველის
ინფორმირება.“ ხელშეკრულების დარღვევა არსებითია „თუ ამას მოჰყვა მეორე მხარის ისეთი
ზიანი, რომ ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანწილად კარგავს იმას, რისი მიღების იმედიც
ხელშეკრულების საფუძველზე სამართლიანად ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა თუ
ხელშეკრულების დამრღვევი მხარე ვერ ითვალისწინებდა ასეთ შედეგს“.“ აქედან
გამომდინარე აღნიშნული უფლება არ არის ალტერნატიული არამედ შესაძლებელია სხვა
მეორადი მოთხოვნის უფლებებთან პარალელურად იქნეს ამოქმედებული.

2. რა შემთხვევაშია შესაძლებელი ჩუქების გაუქმება

რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, ჩუქების ხელშეკრულების გა-


უქმებას, ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გა-
უქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოი-
ჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

ამასთან, კანონმდებლობა მჩუქებელს საშუალებას აძლევს, მოითხოვოს დასაჩუქრებულისგან


ნივთის უკან დაბრუნება, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება
და არ შეეძლება საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. თუმცა, ამ შემთხვე-
ვაში, კანონმდებლობა ადგენს გამონაკლისს, რომლის მიხედვითაც გაჩუქებული ნივთის გა-
მოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო
თავი მძიმე მდგომარეობაში.

3. კაზუსი (20 ქულა)


კობა დებს მამიასთან ხელშეკრულებას სპეციალური შეკვეთით დამზადებულ 1 წლის
სპორტულ ავტომანქანაზე. ამასთან, კობა მიუთითებს, რომ მან რამდენიმე დღის წინ შეიძინა
ავტომანქანა საჩუქრად თავისი სრულწლოვანი შვილისთვის, მაგრამ ამ უკანასკნელს არ
მოსწონს მანქანის ფერი და კობა იძულებულია, გაყიდოს იგი. მამია შეძენილ მანქანას
ავტოფარეხში აყენებს და ერთი კვირის შემდეგ, როდესაც მას სურს პირველად გაისეირნოს
ავტომანქანით აღმოაჩენს პატარა ბენზინის გუბეს საწვავის ავზის ქვეშ. ირკვევა, რომ ავზს
მიუდგომელ ადგილას აქვს ნახვრეტი, რომლის შესახებაც კობამ და მამიამ არაფერი იცოდნენ.
მამია შეწუხებულია და ითხოვს კობასგან ახალი უნაკლო მანქანის მიწოდებას.

აქვს თუ არა მას შესაბამისი მოთხოვნის უფლება?

დიახ შესაბამისი მოთხოვნის უფლება აქვს მამიას რადგან სამოქალაქო კოდექსის 490 ე
მუხლის თანახმად გამყიდველი უნდა შეიცვალოს ან და გამოასწოროს ეს ნაკლი და ამიტომ
მაიას აქვს შეცვლის მოთხოვნის უფლება.

აქვს თუ არა მას სხვა მოთხოვნის უფლება?

სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის თანახმად მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო
მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.

2. გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები

კიდევ აქვს ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება 492 მუხლის თანახმად ასევე უარის
უფლება საქონლის მიღებაზე.493 მუხლი.

You might also like