You are on page 1of 2

სუბსუმფცია (კითხვარი)

26.03.24

1. მოთხოვნის საფუძველი შედგება: დაამთავრეთ წინადადება.


2. როგორია კონკრეტული მოთხოვნის შემოწმების რიგითობა?
3. რა შემთხვევაში იქნება წარმატებული (მატერიალურ-სამართლებრივი
თვალსაზრისით) კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ?
4. სახელშეკრულებო მოთხოვნების საფუძვლების მიხედვით მოახდინეთ მათი
კლასიფიკაცია, მოიყვანეთ მაგალითები.
5. პირველადი და მეორადი მოთხოვნები, განასხვავეთ ერთმანეთისაგან.
6. „კრედიტორს შეუძლია მოსთხოვოს მოვალეს შესრულება“-- განავრცეთ ეს ფრაზა.
7. თავისი შედეგების მიხედვით რა სახის შესაგებლები შეიძლება წარადგინოს
მოვალემ? დაახასიათეთ თითოეული მათგანი.
8. კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ ხანდაზმულია. მოვალემ არ წარადგინა
შესაგებელი ხანდაზმულობაზე, თავდებმა კი წარადგინა. ჰქონდა თუ არა მას ამის
უფლება?
9. დაასახელეთ ხანგრძლივი და მიმდინარე (დროებითი) შესაგებლის მაგალითები.
10. ჩამოთვალეთ ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები.
11. ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ სამოქალაქო-სამართლებრივ ნორმათა სახეები
მათი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით.
12. რა არის მოთხოვნათა კონკურენცია და როგორ უნდა მოხდეს მათი გამიჯვნა?
13. გამიჯნეთ ერთმანეთისაგან კერძო-სამართლებრივი ნორმები მათი
დანიშნულების მიხედვით. დაახასიათეთ თითოეული მათგანი.
14. როგორია მოთხოვნისა და სუბიექტური უფლების ურთიერთმიმართება?
იდენტურია თუ არა ეს ორი ცნება?
15. დაახასიათეთ კონკურენციის სახეები.
16. რას გულისხმობს მოთხოვნის საფუძველთა კუმულაცია?
17. მოთხოვნის წარმოშობის შემაფერხებელი ნორმები, მოთხოვნის შემწყვეტი
ნორმები და მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი (შემაკავებელი)
ნორმები. რა მნიშვნელობა ენიჭება ნორმების ამგვარ დაყოფას?
18. რა სახის შესაგებლები შეუძლია წარადგინოს მოვალემ?
19. “ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად
ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული
მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც.
ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც
წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს
უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.
მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან
დამოუკიდებლად.” - მუხლი 18.6 - ფუნქციური დანიშნულების მიხედვით რა
სახის ნორმაა?

20. „უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის დაბრუნების ან მისი


ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში უქმდება სასამართლოს
გადაწყვეტილება მისი ქონების მართვის შესახებ. მეურნეობის სათანადო
გაძღოლით მიღებული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მას არა
აქვს.“ მუხლი 21.2 - ამ მუხლის მეორე წინადადების საფუძველზე რა სახის
შესაგებელი შეუძლია წარადგინოს მოვალემ?

You might also like