You are on page 1of 21

ზოგადი ნაწილი არეგულირებს ვალდებულების წარმოშობასთან,

შესრულებასთან, შეუსრულებლობასა და შეწყვეტასთან დაკავშირებულ ზოგად


საკითხებს. კერძო ნაწილში დარეგულირებულია ვალდებულებით
ურთიერთობათა სპეციალური შემთხვევები, რომელთაც კოდექსი, მათი
წარმოშობის თავისებურებათა გათვალისწინებით (იხ. 317I), სახელშეკრულებო
(477-952) და კანონისმიერ ვალდებულებებად (953- 1016) ყოფს
. გარდა ტრადიციული, ტიპური გიორგი ვაშაკიძე შესავალი ვალდებულებით
სამართალში 2 4 5 6 7 სახელშეკრულებო ურთიერთობებისა, სამოქალაქო
კოდექსი იცნობს ე.წ. ატიპურ და სიმბიოტიკურ სახელშეკრულებო
ურთიერთობებს, როგორებიცაა, მაგ., ფრენშაიზინგი (607 და მომდევნო
მუხლები) და ლიზინგი (576 და მომდევნო მუხლები).
უფლება აქვთ, დადონ ისეთი ატიპური და შერეული ხელშეკრულებები,
რომლებიც კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის.
სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება სპეციალურობის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს,
რომ ზოგადი ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს
ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური, უფრო კონკრეტული ნორმა
ვალდებულებითი სამართალი არეგულირებს ვალდებულებით ურთიერთობებს.
ვალდებულებითია ურთიერთობა, რომლის საფუძველზე ერთ მხარეს
(კრედიტორს) შეუძლია, მოსთხოვოს მეორე მხარეს (მოვალეს) ამა თუ იმ
ქმედების შესრულება (316 I). ამავდროულად, კონკრეტული ურთიერთობის
ხასიათიდან გამომდინარე, როგორც კრედიტორს, ასევე მოვალეს შეიძლება
ეკისრებოდეს ერთმანეთის ქონებისა და ინტერესებისადმი განსაკუთრებული
გულისხმიერება, ანუ კრედიტორის კანონით დაცულ სიკეთეთა ორგანული
სიმრთელის შენარჩუნებაზე ზრუნვა
ასეთ ვალდებულებათა რიგს განეკუთვნება, მაგ., გარიგების ბათილობით
წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოვალეობა (79 II 1), ზიანის
ანაზღაურების მოვალეობა იმ ქმედებისათვის, რომელიც ხელს უშლის
ვალდებულების შესრულებას გარკვეული პირობის დადგომის შემთხვევაში (95
II), ცრუ წარმომადგენლის პასუხისმგებლობა (113), საქორწინო
ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობა (1172 და მომდევნო მუხლები),
რჩენის მოვალეობა (1182 და მომდევნო მუხლები), სავალდებულო წილიდან
გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობანი ანდერძითა და კანონით
მემკვიდრეებს შორის (1371 და მომდევნო მუხლები), ვალდებულებითი
ურთიერთობა ლეგატსა და ბენეფიციარს შორის (1383 და მომდევნო მუხლები),2
ვალდებულებითი ურთიერთობანი ნივთის მპოვნელსა და დამკარგავს შორის
(191), ვალდებულებითი ურთიერთობანი მესაკუთრესა და უზუფრუქტუარს
შორის (245), ვალდებულებითი ურთიერთობანი მესაკუთრესა და გირავნობის
კრედიტორს შორის (261).
თუ ეს სანივთოსამართლებრივი მოთხოვნის არსს არ ეწინააღმდეგება,
შესაძლებელია, ვალდებულებითი სამართლის ნორმები ანალოგიით
სანივთოსამართლებრივ ურთიერთობათა მოსაწესრიგებლადაც იქნეს
გამოყენებული.
ქართული სამოქალაქო კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოებას ისახავდა
მიზნად.4 კოდიფიკაციის პროცესში ცალკეულ საკანონმდებლო აქტებთან ერთად
გათვალისწინებულ იქნა ზემოთ ჩამოთვლილი სამართლებრივი სისტემების
დოქტრინა და სასამართლო პრაქტიკაც.
სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს შედარებითსამართლებრივი მეთოდი, თუ
ეს კონკრეტული ნორმის არსის დასადგენად აუცილებელია. ეს ტენდენცია
შეინიშნება სასამართლო პრაქტიკაშიც.
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კეთილსინდისიერების
პრინციპი. ამ პრინციპზე დაფუძნებულია მთელი სამოქალაქო მართლწესრიგი.18
კეთილსინდისიერების პრინციპი არის ადამიანის უფლებათა გარანტიების კერძო
სამართალში რეალიზების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი.
კეთილსინდისიერი ქცევა ევალება ვალდებულებითი ურთიერთობის ნებისმიერ
მონაწილეს და არ ექვემდებარება ხელშეკრულებით შეზღუდვას ან
გამორიცხვას.22 კეთილსინდისიერების პრინციპიდან იწარმოება, ივსება ან მას
ეფუძნება ვალდებულებითი სამართლი
მეორე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს ვალდებულებით
სამართალს, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპია. 27 ეს პრინციპი
ნაწარმოებია კერძო ავტონომიის ცნებიდან და მისი
, მხარეებს უფლება აქვთ, დადონ ან არ დადონ ხელშეკრულება, კანონის
ფარგლებში შეუზღუდავად განსაზღვრონ მისი ფორმა, შინაარსი და
სამართლებრივი შედეგები (319 I).28 ამ თავისუფლებას კანონმდებელი
მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში ზღუდავს (მაგ., 319 II, III). ეს
შეზღუდვები შესაძლოა, იცავდეს მხარეებს აჩქარების (მაგ., სავალდებულო
ფორმის მოთხოვნა) ან დისკრიმინაციისაგან (319 II, 346-348), ან საჯარო
წესრიგისა და მორალის განმტკიცების მიზანს ემსახურებოდეს.
გერმანული სამართლის ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, სამოქალაქო კოდექსი
ეფუძნება ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს (395, 992).29 ამ პრინციპის
თანახმად, პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის ან სამართლით
დაცული სიკეთის ხელყოფისათვის შეიძლება დადგეს მხოლოდ განზრახვის ან
გაუფრთხილებლობის შემთხვევაში.
ვალდებულებითი სამართლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია
ხელშეკრულებისადმი ერთგულების პრინციპი, რომელიც დოქტრინასა და
პრაქტიკაში ლათინური ფრაზეოლოგიზმით – pacta sunt servanda – არის
დამკვიდრებული.30 ეს კონტინენტური სამართლის პრინციპი ქართულ
სამართალში გერმანული სამართლის გავლენით შემოვიდა. ვინც დებს
ხელშეკრულებას, იბოჭება ამ ხელშეკრულებით, მაშინაც კი, თუ მას
ხელშეკრულების მიმართ თავდაპირველი ინტერესი აღარ ამოძრავებს
მოვალემ უნდა შეასრულოს ხელშეკრულება, ხოლო კრედიტორი უნდა დარჩეს
სახელშეკრულებო ურთიერთობაში, თუ სახეზე არ არის კანონით დადგენილი
წინაპირობები, რომლებიც მას ამ „ტვირთისგან“ ათავისუფლებს
ვალდებულებითი სამართლის კიდევ ერთ ფუნდამენტურ პრინციპად შეიძლება
მივიჩნიოთ სრული ანაზღაურების პრინციპი (Prinzip der Totalreparation),
რომელიც სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლშია ინკორპორირებული. ამ
პრინციპის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება სრული ზიანი და იმ პირმა,
რომელიც მოვალეა, აანაზღაუროს ზიანი, უნდა შექმნას ის მდგომარეობა,
რომელიც იარსებებდა, რომ არა ზიანის გამომწვევი ქმედება. დაზიანებული
ინტერესის მიხედვით ეს შეიძლება ითვალისწინებდეს იმ status quo-ს
აღდგენას, რომელიც არსებობდა ზიანის მიყენებამდე ან/და იმ სტატუსის
მიღწევას, რომელიც იარსებებდა, რომ არა ზიანის გამომწვევი ქმედება თუ
ნატურით რესტიტუცია (სრულად) შეუძლებელია ან არათანაზომიერ ხარჯებს
მოითხოვს, მოვალე ნატურით რესტიტუციას ანაცვლებს/ავსებს ფულადი
კომპენსაციით და ამგვარად ახდენს მეორე მხარის ხელყოფილი ინტერესის
ანაზღაურებას (სკ. 409)

ვალდებულებითი ურთიერთობის ცნება


ვალდებულებითი სამართალი არეგულირებს ვალდებულებით ურთიერთობებს.
ვალდებულებითი ურთიერთობა – ესაა კრედიტორსა და მოვალეს შორის
არსებული ფარდობითი ხასიათის ურთიერთობა, რომელიც სხვა უფლებებთან
ერთად მოიცავს კრედიტორის უფლებას, მოსთხოვოს მოვალეს გარკვეული
მოქმედების განხორციელება ან ასეთისგან თავის შეკავება (შესრულება), და
გულისხმობს ორივე მხარის მოვალეობას, განსაკუთრებული გულისხმიერება
გამოიჩინონ ერთმანეთის ქონებისა და ინტერესებისადმი. ვალდებულების
სინონიმად კოდექსი ხშირად იყენებს მოვალეობის ცნებას (მაგ., იხ. 477 I).
მსგავსი ტენდენციები შეიმჩნევა პრაქტიკასა და ლიტერატურაშიც. ცნებათა
კონსოლიდაციის მიზნით de lege ferenda სასურველია, არჩევანი ერთ-ერთ
მათგანზე გაკეთდეს ან მოხდეს მათი ცალსახა გამიჯვნა

3. ვალდებულებითი ურთიერთობის ფარდობითი ბუნება ა. არსი ხელშეკრულება


არ წარმოშობს ვალდებულებებს მესამე პირთათვის.33 კრედიტორს შეუძლია
მხოლოდ მოვალეს, და არა მესამე პირს, მოსთხოვოს ვალდებულების
შესრულება (იხ. 316 I),34 ხოლო მის მოთხოვნას არ შეიძლება
დაუპირისპირდეს შესაგებელი, რომელიც ეფუძნება მესამე პირის ხელთ
არსებულ მოთხოვნებს ან უფლებებს
ვალდებულების ფარდობითი ბუნება გამომდინარეობს კერძო ავტონომიის
ნეგატიური ფუნქციიდან, რაც გულისხმობს შემდეგს: პირი უფლებამოსილია,
დამოუკიდებლად გადაწყვიტოს არა მხოლოდ ის, თუ როდის, ვისთან და რა
პირობებით დადებს ხელშეკრულებას, არამედ ისიც – დადებს თუ არა
საერთოდ ხელშეკრულებას და იკისრებს თუ არა რაიმე ვალდებულებას
გამონაკლისები სამოქალაქო კოდექსი იცნობს გამონაკლისებსაც ვალდებულების
რელატიური ბუნებიდან – მაგ. სკ-ის 566-ის თანახმად, გამქირავებელს
შეუძლია, მესამე პირს მოსთხოვოს ნივთის დაბრუნება, რომელიც მას
სარგებლობაში მოქირავნის მიერ გადაეცა. ეს წესი ანალოგიით გამოიყენება
ლიზინგისა (580) და იჯარის (581 II) ურთიერთობათა მიმართაც. ამ ნორმის
ძალით, მიუხედავად იმისა, რომ მესამე პირს და გამქირავებელს ერთმანეთთან
უშუალო სამართლებრივი შეხება არ ჰქონიათ, გამქირავებელს ენიჭება უფლება,
ვალდებულებითსამართლებრივი წესით მესამე პირისგან გამოითხოვოს მისი
კუთვნილი ნივთი.
სამართლებრივი ბოჭვის სურვილი და ყოფითი ურთიერთობები ხელშეკრულება
ორმხრივი გარიგებაა, რომელიც იდება ორი, ერთმანეთზე მიმართული და
თანმხვედრი ნების გამოვლენის შედეგად. იგი ერთ-ერთი მხარისათვის მაინც
წარმოშობს მოვალეობას, რომელსაც მეორე მხარის მოთხოვნა უპირისპირდება.
ამ მოთხოვნას აღიარებს და იცავს კანონი, მათ შორის, იძულებითი მექანიზმით
– სასამართლო წესით. ამასთან, ყოველგვარი მოვალეობა, რომელსაც მხარე
ნებაყოფლობით იკისრებს, არ არის ხელშეკრულება.39 ამ თვალსაზრისით
ერთმანეთისგან იმიჯნება სახელშეკრულებო და სოციალური, მორალური
მოვალეობები. მიუხედავად სამოქალაქო კოდექსის მიზნისა, დაარეგულიროს
„პირადი“ ურთიერთობანი (1),40 სამოქალაქო კოდექსი არ აწესრიგებს წმინდა
ყოფით კონტაქტებს.
სერიოზულობის ინდიკატორები (Seriositätsindizien44), რომლებითაც ყოფითი
კონტაქტი ხელშეკრულებისგან შეიძლება გაიმიჯნოს, არის: საგნის ღირებულება,
ურთიერთობის ეკონომიკური მხარე, მხარეთა ინტერესები შესრულებაში,
სოციალური კონტაქტის ინტენსივობა და შეუსრულებლობასთან დაკავშირებული
რისკები, რომლებიც შეცნობადი იყო შემსრულებლისათვის.45

ხელშეკრულებისაგან განსხვავდება ასევე ე.წ. ურთიერთგაგების მემორანდუმი,


ჯენტლმენური შეთანხმება და განზრახულობათა ოქმი, რომლებიც პრაქტიკაში
აპრობირებულია როგორც მბოჭავი ძალის არმქონე, მხარეთა კეთილი ნებისა და
განზრახულობათა ამსახველი აქტები. თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მათ
შეიძინონ სავალდებულო ხასიათი, თუ მხარეთა ნების განმარტებით და
ფაქტობრივი გარემოებების შეჯერებით დასტურდება, რომ მხარეებმა ამ
დოკუმენტით იკისრეს სამართლებრივად რელევანტური ვალდებულებები.46
გავრცელებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულების
განმარტებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მის შინაარსს და არა
ხელშეკრულების „დასათაურებას“.
წინარე ხელშეკრულების მიზანი სამომავლო, ძირითადი ხელშეკრულების
დადების უზრუნველყოფაა. ასეთი ხელშეკრულება სამართლებრივად მბოჭავი
ძალის მქონეა და მისი შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას ზოგადი
წესებით (394) 50. ამასთან, ამ შემთხვევაში, გამოიყენება 317 III მუხლი,
რომლის რეგულირების სფეროს განეკუთვნება წინასახელშეკრულებო
ურთიერთობები და არა – წინარე ხელშეკრულება5
სახელშეკრულებო ბოჭვის ინდიკატორებს ასევე მიეკუთვნება ბე, რომელსაც სხვა
ფუნქციებთან ერთად53 ხელშეკრულების დადების დადასტურების ფუნქციაც
აქვს (იხ. 421).54 ბე შეიძლება იყოს მხოლოდ ფულადი თანხა.55 ბე
ფუნქციურად განსხვავდება ავანსისგან,56 თუმცა შესაძლოა, ჩათვლილ იქნეს
ავანსის ანგარიშშიც. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი,
ასევე წინარე ხელშეკრულების დადების დასადასტურებლად ან მისი
უზრუნველყოფის საშუალებად.57
სავალდებულო ფორმას არ ითვალისწინებს, მათ შორის არც იმ შემთხვევაში,
როცა ხელშეკრულება, რომლის დასადასტურებლადაც ბე თანხმდება,
წერილობით ფორმას ან სხვა, უფრო რთულ ფორმას მოითხოვს.
ხელშეკრულების დადების დადასტურების ფუნქციას ბე, ძირითადად, ზეპირ
ხელშეკრულებებში ასრულებს.

ვალდებულების საფუძველზე კრედიტორს შეუძლია, მოვალეს მოსთხოვოს რაიმე


მოქმედების განხორციელება ან მსგავსი მოქმედებისაგან თავის შეკავება.
მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორს უფლება აქვს, მისი
ინტერესების დასაცავად მიმართოს სასამართლოს და აიძულოს მოვალე,
შეასრულოს ვალდებულება. ეს არის სრულყოფილი ვალდებულების სურათი.
თუმცა არსებობს ე.წ. „არასრულყოფილი ვალდებულებებიც“60, რომლებზეც
მოთხოვნა-შესრულების ეს კლასიკური სქემა არ ვრცელდება. ასეთ
ვალდებულებებს მიეკუთვნება თამაში და სანაძლეო

მიუხედავად იმისა, რომ თამაში და სანაძლეო მოთხოვნის უფლებას არ


წარმოშობს, ეს ინსტიტუტები მაინც ინარჩუნებს ვალდებულების ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს ფუნქციურ ელემენტს, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ
მათ, თუმცა არასრულყოფილი, მაგრამ მაინც მოთხოვნა ვუწოდოთ. კერძოდ, ამ
ვალდებულებათა საფუძველზე განხორციელებული შესრულება სამართლებრივად
ნამდვილია და შესრულების უკან გამოთხოვა არ შეიძლება (951 II).62
ამრიგად, ეს ვალდებულებანი ქმნიან causa-ს მიღებული შესრულების
შესანარჩუნებლად

სამოქალაქო კოდექსი ერთმანეთისაგან ტერმინოლოგიურად არ მიჯნავს ნამდვილ


ვალდებულებას და ე.წ. ფაკულტატიურ ვალდებულებას (დაბალი ინტენსივობის
ვალდებულება, თვითსასარგებლო ვალდებულება, Obligenheit), თუმცა
მნიშვნელოვანია მათი გამიჯვნა პრაქტიკაშიი
ფაკულტატიური ვალდებულების მაგალითებია: დაუყოვნებლივი შეტყობინება
დაგვიანებული აქცეპტის შემთხვევაში (332); კრედიტორის მიერ შესრულების
დროულად მიღება (390); დაზარალებულის მიერ ზიანის შემცირებაზე ზრუნვა
(415), მეწარმე მყიდველის მიერ ნივთის გონივრულ ვადაში შემოწმების
მოვალეობა (495 I) და ა.შ. ნამდვილი ვალდებულებისაგან განსხვავებით,
ფაკულტატიური ვალდებულების შესრულება ვერ იქნება მოთხოვნის საგანი,
სარჩელის საფუძველი ან იძულებითი აღსრულების საგანი. ფაკულტატიური
ვალდებულების შეუსრულებლობა არ იწვევს ვალდებულების დარღვევას და
მისი სამართლებრივი შედეგი მხოლოდ ფაკულტატიური ვალდებულების
მატარებელი პირის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებით ვლინდება

16 მუხლი
ფართო გაგებით ვალდებულებითი ურთიერთობა ვალდებულებასა და მის
საპირწონე მოთხოვნასთან ერთად სხვა სამართლებრივ მექანიზმებსაც
მოიაზრებს. სხვა სამართლებრივ მექანიზმებში იგულისხმება ის უფლებები,
რომლებიც ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში წარმოიშობა. ესენია:
თვითრეგულაციური უფლებები, რომლებიც, მოთხოვნებისგან განსხვავებით,
მხარეების მიერ ცალმხრივად ხორციელდება და შესაბამისი სამართლებრივი
შედეგიც მეორე მხარის თანამონაწილეობის გარეშე დგება

316-ე მუხლი მოქმედებს იქ, სადაც „ვალდებულების ძალით“ ერთი პირი


უფლებამოსილია, მოითხოვოს შესრულება, ხოლო მეორე პირი ვალდებულია
შეასრულოს, ანუ მხარეებს შორის უკვე არსებობს ვალდებულებითი
ურთიერთობა.

2 განსაზღვრულობა გულისხმობს იმას, რომ ვალდებულებითი ურთიერთობიდან


უნდა ირკვეოდეს, თუ ვის აკისრია ვალდებულება და ვინ ფლობს შესაბამისი
მოთხოვნის უფლებას, ანუ ვინ არის მოვალე და ვინ კრედიტორი. თუ
მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი განსაზღვრული არ არის, საკმარისია მისი
განსაზღვრის შესაძლებლობა და იგივე პირი ვერ იქნება მოთხოვნის მპყრობელიც
და ადრესატიც
ვალდებულებით ურთიერთობაში ერთდროულად შეიძლება ფიგურირებდეს
რამდენიმე მოვალე და/ან რამდენიმე კრედიტორი (მხარეთა სიმრავლე
ვალდებულებაში). როგორც მოთხოვნა, ასევე ვალდებულება შეიძლება
დანაწილებულ იქნეს მხარეთა შორის, ან არ იყოს დანაწილებული და
თითოეული მათგანი იყოს სოლიდარული კრედიტორი ან სოლიდარული
მოვალე.

მესამე პირი ვალდებულებაში კანონი ითვალისწინებს მესამე პირთა ჩართვის


შესაძლებლობას ვალდებულებაში (349), ანუ მხარეებს უფლება აქვთ, დადონ
ისეთი ხელშეკრულებებიც, რომელთა მოსარგებლე (ბენეფიციარი) მესამე პირი
იქნება. მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება, შესაძლოა, არ
ანიჭებდეს ან ანიჭებდეს ამ პირს დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლებას.
უკანასკნელ შემთხვევაში, მესამე პირი ვალდებულებით ურთიერთობაში შედის
სოლიდარული ან ექსკლუზიური კრედიტორის სტატუსით
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებების
დადებისას ეს უკანასკნელი არ ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 I მუხლის თანახმად,
კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო გამოდის
როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი
ქმედებები რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით
ი. სსიპ-ებს აქვთ არა საერთო, არამედ სპეციალური უფლებაუნარიანობა
ბათილია სსიპ-ის მიერ მისი სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებს
გარეთ – ultra vires – დადებული გარიგება
ამასთანავე, უფლებაუნარიანობის ხარვეზის გამო ბათილი გარიგების მეორე
მხარეს არ შეუძლია, მიუთითოს, რომ მისთვის უცნობი იყო საჯარო
სამართლის იურიდიული პირის უფლებაუნარიანობის ნაკლი (სსიპ-ის კანონის 3
IV 2). კონტრაჰენტის კეთილსინდისიერების პირობებშიც ბათილი გარიგება
დარჩება ბათილად, თუმცა მეორე მხარეს შესაბამისი წინაპირობების არსებობის
შემთხვევაში შეუძლია, სსიპ-ისგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება კანონით
დადგენილი წესით.

კრედიტორს უნდა ჰქონდეს ნამდვილი, ამოუწურავი და უპრეტენზიო მოთხოვნა


მოვალის მიმართ, რათა მოახდინოს მისი რეალიზება.7 მოთხოვნის უფლება
ნამდვილია, თუ არსებობს ის სამართლებრივი გარემოება, რომელსაც ეს
მოთხოვნა ეფუძნება. დელიქტური ვალდებულების შემთხვევაში ეს გარემოებაა
სხვისი ჯანმრთელობის, საკუთრების ან კანონით დაცული სხვა სიკეთის
მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის ფაქტი, ხოლო სახელშეკრულებო მოთხოვნის
შემთხვევაში – ხელშეკრულება. შესაბამისად, თუ ხელშეკრულება ბათილია, ან
იგი მოგვიანებით გაბათილდება, კრედიტორს არ წარმოეშობა შესრულების
მოთხოვნის უფლება ამ ხელშეკრულებიდან.

ქრონოლოგიურად მოთხოვნის უფლების შემოწმება შემდეგი სქემით უნდა


მოხდეს: 1) უფლების წარმოშობის შემაფერხებელი გარემოებები (მაგ.:
ქმედუნარიანობა (25 I, II, III, IV, 58 I, 63 და მომდევნო მუხლები), ნების
გამოვლენის ნაკლი (53, 58 II, III, 81, 85), კანონით დადგენილი ფორმის
დაუცველობა (59 I), წინააღმდეგობა კანონთან, საჯარო წესრიგსა და
მორალთან (54), ბათილობა ხელშეკრულების კაბალურ პირობათა გამო და
მევახშეობა (55), გარიგების ბათილობის სხვა საფუძვლები (56, 57)); 2)
მოთხოვნის ან უფლების შემწყვეტი გამაქარწყლებელი გარემოებები (მაგ.:
ხელშეკრულების მოშლა (399 III), ხელშეკრულებიდან გასვლა (მუხ. 352 და
მომდევნო მუხლები), ვალდებულების შესრულება (427 და მომდევნო
მუხლები), შესრულება დეპონირებით (434 და მომდევნო მუხლები),
მოთხოვნათა გაქვითვა (442 და მომდევნო მუხლები), ვალის პატიება (მუხ. 448
და მომდევნო მუხლები), კონფუზია (452)), შეუძლებლობა (განსაკუთრებით
კანონისმიერი შეუძლებლობა)); 3) მოთხოვნის ანუ უფლების რეალიზების
შემაფერხებელი გარემოებები, რომლებზეც უთითებს მოვალე (მაგ.:
ხანდაზმულობა (128 და მომდევნო მუხლები), საპირისპირო ვალდებულების
შეუსრულებლობა კრედიტორის მიერ (369), შეცვლილი გარემოებებისადმი
ხელშეკრულების მისადაგების დასაბუთებული მოთხოვნა (398)). ამ
ქრონოლოგიის დაცვა მნიშვნ

ვალდებულებითსამართლებრივი მოთხოვნები, როგორც წესი, ექვემდებარება


ხანდაზმულობას (გამონაკლისია, მაგ., 968). ხანდაზმულობის ვადის გასვლის
შემდეგ მოვალე უფლებამოსილია, უარი თქვას შესრულებაზე (144 I). ასეთ
შემთხვევაშიც კრედიტორი კარგავს მოთხოვნის უფლებას (nudum ius).
ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს (128 III). სახელშეკრულებო
და დელიქტიდან მომდინარე მოთხოვნებზე ვრცელდება სპეციალური ვადები
(129, 1008). ცალკეულ შემთხვევაში კანონი ასევე ადგენს საგამონაკლისო
სპეციალურ ვადებს

ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად,


დათქმულ დროსა და ადგილას (361 II). ვალდებულება სრულდება ჯეროვნად,
თუ მოვალე დაპირებულ ქმედებას ასრულებს და შეთანხმებულ შედეგს იწვევს,
ხოლო კეთილსინდისიერად, როცა მოვალის ქცევა კრედიტორის გონივრულ
მოლოდინსა და ბრუნვის წეს-ჩვეულებებს შეესაბამება.8

შესრულების ვალდებულების აუცილებელი თვისებაა მისი განსაზღვრულობა,


რამეთუ ვალდებულება არ შეიძლება არსებობდეს აბსტრაქტულად. ამრიგად,
შესრულების შინაარსი უნდა იყოს განსაზღვრული ან განსაზღვრადი, რათა
შესაძლებელი გახდეს მისი აღქმა ვალდებულების საგნად.9 სახელშეკრულებო
ურთიერთობებში შესრულების საგანი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით,
ხოლო კანონისმიერში – კანონის საფუძველზე.

ხელშეკრულების შესრულების ვალდებულება რამდენიმე კატეგორიად შეიძლება


დაიყოს. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია, რომ მხარეები,
სულ მცირე, შესრულების ძირითად ვალდებულებაზე შეთანხმდნენ (327 I,
კანონისმიერი essentialia negotii).11 ძირითადი ვალდებულება
ხელშეკრულების de jure არსებითი პირობაა და ხელშეკრულების ტიპის
განმსაზღვრელია. გარდა კანონისმიერი არსებითი პირობებისა, მხარეებს
შეუძლიათ, დაადგინონ სხვა არსებითი პირობებიც (327 II). ხელშეკრულებით
მხარეებმა შეიძლება იკისრონ შესრულების დამატებითი ვალდებულებები. 12
შესრულების დამატებითი ვალდებულება, როგორც წესი, ხელშეკრულების
სრულყოფილი შესრულებისკენ არის მიმართული და მას ავსებს.13 ამიტომ იგი
ძირითად ვალდებულებაზეა აქცესორულად მიბმული14 და მასთან
მიზნობრივადაა დაკავშირებული (accidentalia negotii).15 შესრულების
დამატებით ვალდებულებად ითვლება, მაგ., გაყიდული ნივთის შეფუთვა,
აწონვა, დაფასოება, გამოყენების ინსტრუქციის მიწოდება, სესხზე პროცენტის
გადახდა16 და ა.შ.

შესრულების დამატებითი ვალდებულებისგან უნდა გაიმიჯნოს ე.წ.


აქცესორული ვალდებულებები. იმ აქცესორულ ვალდებულებათა
დარღვევისათვის, რომელთაც კისრულობს არა მოვალე, არამედ მესამე პირი
(მაგ., თავდებობა), მოვალეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუკი
ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სახელშეკრულებო
ურთიერთობათა კონტექსტში ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ შესრულების
პირველადი და მეორეული ვალდებულებები. შესრულების პირველადი
ვალდებულება (primäre Leistungspflichten) ის ვალდებულებაა, რომლის
წარმოშობაზეც მიმართულია ხელშეკრულება. ამ ვალდებულების დარღვევის
შემთხვევაში წარმოიშობა შესრულების მეორეული (ნაწარმოები19)
ვალდებულებები (sekundäre Leistungspflichten), რომლებიც შესაძლოა,
შესრულების პირველადი ვალდებულების გვერდით ამოქმედდეს (მაგ., იხ. 404)
ან ჩაანაცვლოს ის (მაგ., 394 II 2). მეორეული ვალდებულების მაგალითია სკ-
ის 394 I 1 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების
დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის
ანაზღაურება. ამით კანონი მოვალეს აკისრებს შესრულების ახალ,
რესტიტუციულ ვალდებულებას.

შესრულების ვალდებულებას, რომელიც უმოქმედობას მოითხოვს, პასიური


ვალდებულება ეწოდება (მაგ., 182). პასიური ვალდებულების ერთ-ერთი
გამოვლინებაა თმენის ვალდებულება (მაგ., 540). პასიური ვალდებულება
შესაძლოა, გამომდინარეობდეს კანონიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან. მაგ.,
მეზობლები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ არც ერთი მათგანი არ ააშენებს
გარკვეულ სიმაღლეზე უფრო მაღალ ნაგებობას, რათა ერთმანეთს ხედი არ
დაუჩრდილონ.20 პასიური ვალდებულება ასევე შესაძლოა, გამომდინარეობდეს
კეთილსინდისიერი შესრულების პრინციპიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვალემ
არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის
შესრულებას ან შესრულების შედეგს.
როგორც წესი, ვალდებულება შესრულებულად ითვლება, როცა მოვალე აღწევს
იმ შედეგს, რომელიც ნაკისრი ვალდებულებითაა გათვალისწინებული
(obligation de resultat). თუმცა თავისი არსით ან შეთანხმების ძალით
ვალდებულება შესაძლოა, ორიენტირებული იყოს არა შედეგზე, არამედ
ქმედებაზე.

სხვაობა ქმედებასა და შედეგზე ორიენტირებულ ვალდებულებებს შორის კარგად


ჩანს მგზავრთა გადაყვანისა და მომსახურების ხელშეკრულებებში. მაგ., ექიმის
მოვალეობა, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ან ვალდებულების
ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, კონკრეტული მომსახურებით –
პაციენტის მკურნალობით – და მკურნალობისას გამოვლენილი შესაბამისი
სტანდარტით შემოიფარგლება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ვერ
გამოჯანმრთელდება, მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა, თავის მხრივ, ყველაფერი
გააკეთა, რის გაკეთებასაც მისგან სამედიცინო სტანდარტი მოითხოვდა, ექიმს
ვალდებულება შესრულებულად ჩაეთვლება. ექიმისგან განსხვავებით, ტაქსის
მძღოლის ვალდებულება შედეგზეა ორიენტირებული – იგი ვალდებულია,
მიიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილას და თუ იგი ამ შედეგს ვერ
მიაღწევს, ვალდებულება დარღვეულად ჩაითვლება

316 II მუხლი არ შეიცავს გულისხმიერების ვალდებულებათა ჩამონათვალს და


არ აზუსტებს მის შინაარსს. კანონმდებელი მხოლოდ ამ ვალდებულების
აუცილებელ ნიშან-თვისებებზე მითითებით შემოიფარგლება: 1)
გულისხმიერების ვალდებულება გამომდინარეობს ვალდებულებითი
ურთიერთობის ბუნებიდან, მიუხედავად იმისა, შეთანხმდნენ თუ არ მასზე
მხარეები (naturalia negotii); 2) გულისხმიერების ვალდებულება მიმართულია
მოვალის ქონებრივ და არაქონებრივ status quo-ს შენარჩუნებაზე (განსხვავებით
შესრულების ვალდებულებისგან, რომელიც status quo-ს გაუმჯობესებას ისახავს
მიზნად); 3) გულისხმიერების ვალდებულება ეკისრება როგორც მოვალეს, ასევე
კრედიტორს
316 II მუხლში კანონმდებელი განმარტავს, რომ ზოგ შემთხვევაში მხარეს
შესაძლოა, იმაზე მეტი ვალდებულება ეკისრებოდეს, ვიდრე ხელშეკრულებით
აქვს ნაკისრი.24 ამით მითითება კეთდება იმაზე, რომ გულისხმიერების
ვალდებულება ბუნებრივი ვალდებულება

6 გულისხმიერი ქცევის სტანდარტის სიმკაცრე, თავის მხრივ, დამოკიდებულია


ვალდებულების ხასიათზე. იგი მით უფრო მკაცრია, 1) რაც უფრო
ასიმეტრიულია მხარეთა ინფორმაციული მარაგი; 2) მაღალია დაინტერესებული
მხარის ობიექტური ნდობის ხარისხი კონტრაჰენტთან მიმართებით;27 და 3)
მაღალია დაინტერესებული მხარის ეკონომიკური და სამართლებრივი რისკები
ი ასიმეტრია სახეზეა, როცა კრედიტორი შედარებით გამოუცდელია გარკვეულ
სფეროში, მაშინ, როცა მისი კონტრაჰენტი ამ სფეროში სპეციალურ ცოდნასა და
გამოცდილებას ფლობს. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ამ
სახის ურთიერთობებში მოვალეს, როგორც უფრო „ძლიერ კონტრაჰენტს“,
გაცილებით მეტი გულისხმიერება და წინდახედულება მოეთხოვება.29 რაც
შეეხება ობიექტურ ნდობას, იგი განსაკუთრებით ინტენსიურია გრძელვადიან
ურთიერთობებში,30 საბანკო,31 სადაზღვევო32 და გადაზიდვა-გადაყვანის
ურთიერთობებში, სადაც კრედიტორის არჩევანი განპირობებულია მისი
კონტრაჰენტის კომპეტენციით. გულისხმიერი ქცევის ვალდებულება ეკისრება
არა მხოლოდ მოვალეს, არამედ კრედიტორს,33 მათ შორის, უსასყიდლო
სახელშეკრულებო ურთიერთობის კრედიტორსაც. მაგ. თხოვების
ხელშეკრულების კრედიტორი განათხოვრებული ნივთის გადმოტვირთვისას
ვალდებულია, გულისხმიერებით მოეპყროს მოვალის ავტომანქანას, რომლის
მეშვეობითაც მას დაუბრუნეს ეს ნივთი, და არ დააზიანოს იგი.

დროში მოქმედების თვალსაზრისით, გულისხმიერების ვალდებულება


შესრულების ვალდებულებაზე ინტენსიურია. როგორც 317 II მუხლის
მითითება ცხადყოფს, გულისხმიერების ვალდებულება შესაძლოა, წარმოიშვას
ხელშეკრულების დადებამდეც (იხ. 317-ე მუხლის კომენტარი).
გულისხმიერების ვალდებულებამ შესაძლოა, ასევე არსებობა გააგრძელოს
ხელშეკრულების შესრულების ან სახელშეკრულებო ურთიერთობათა
დასრულების შემდეგაც (culpa post contractum finitum).34 მაგალითად,
მიუხედავად იმისა, შეთანხმდნენ თუ არა ამაზე მხარეები, ცალკეული
სახელშეკრულებო ურთიერთობების ბუნებიდან გამომდინარე, მხარეები
ვალდებულები არიან, არ დაუშვან იმ კონფიდენციალური ინფორმაციის
გავრცელება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სახელშეკრულებო
ურთიერთობის ფარგლებში. ეს ვალდებულება მოქმედებს ხელშეკრულების
შემდეგაც, თუ ამ ინფორმაციის გახმაურებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს
კონტრაჰენტს. იგივე შეიძლება ითქვას კონკურენციის შეზღუდვის
ვალდებულებაზეც.

იგი შეიძლება მხოლოდ დაირღვეს. კლიენტი ვერ უჩივლებს დალაქს, რათა ამ


უკანასკნელმა მისი ჯანმრთელობა არ დააზიანოს, სანამ ეს უკანასკნელი მის
ჯანმრთელობას რეალურად არ დააზიანებს. ამიტომ, მცირე გამონაკლისების
გარდა, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის საგანი შეიძლება იყოს
მხოლოდ ამ ვალდებულების დარღვევა და არა მისი შესრულება.
ანალიზი ცხადყოფს, რომ ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში
გულისხმიერებისა და კეთილსინდისიერების პრინციპები სხვადასხვა ფუნქციას
ასრულებს. ეს მიჯნა, ძირითადად, მათი დაცვის ობიექტში ვლინდება.
გულისხმიერების ვალდებულება მხარის ინტერესთა სიმრთელის, ანუ status
quo-ს დაცვაზეა მიმართული. ინტეგრალური ინტერესი გულისხმობს პირის
ინტერესს, უცვლელად შეინარჩუნოს მისი ქონებრივი თუ არაქონებრივი
სტატუსი, რომელიც კავშირში არ არის შესრულებასთან და არ განიცადოს მასზე
ნეგატიური, მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედება. ამით გულისხმიერების
ვალდებულება იცავს კრედიტორს იმ ნეგატიური შედეგისგან, რომელიც არ
დადგებოდა, მას ხელშეკრულება საერთოდ რომ არ დაედო

კეთილსინდისიერი შესრულების ვალდებულება კი პირიქით, არა არსებული


სტატუსის შენარჩუნებაზე, არამედ იმ სამომავლო ინტერესის
უზრუნველყოფაზეა მიმართული, რომელიც ხელშეკრულების სათანადოდ
შესრულებას გულისხმობს
პოზიტიური ინტერესი გულისხმობს იმ შედეგს, რომელიც ხელშეკრულებამ
კრედიტორს უნდა მოუტანოს. შესაბამისად, თუ ხელშეკრულება არ სრულდება
ან არაჯეროვნად/არაკეთილსინდისიერად სრულდება, ზარალდება კრედიტორის
პოზიტიური ინტერესი. ნეგატიური ინტერესი, პირიქით, გულისხმობს იმ
შედეგს, რომელიც არ დადგებოდა, რომ არა ხელშეკრულება.

გულისხმიერების ვალდებულება შეიძლება პირობითად დაიყოს ინფორმაციის


გაცემის, კრედიტორის განსაკუთრებული ინტერესების დაცვის და
უსაფრთხოებისა და სახელშეკრულებო ლოიალურობის ვალდებულებებად.
უმეტეს შემთხვევაში, დაზარალებული მხარის ინტერესთა დაცვა შესაძლებელი
იქნებოდა დელიქტების მარეგულირებელი ნორმებით. მიუხედავად ამისა, მეორე
მხარის განსაკუთრებული ინტერესების დაცვის ვალდებულების ინტეგრირება
სახელშეკრულებო ვალდებულებათა კონტექსტში მნიშვნელოვან პრაქტიკულ
შედეგებს უკავშირდება. გულისხმიერების ვალდებულების დარღვევის
შემთხვევაში, დაზარალებულ მხარეს გზა ეხსნება სახელშეკრულებო
მექანიზმების მთელი რიგისაკენ, რომლებიც მისთვის ხელმისაწვდომი არ
იქნებოდა დელიქტური გზით

ლოიალურობის პრინციპი თითოეულ მხარეს ავალდებულებს, თავიდან


აიცილონ ან არ დაუშვან გარემოებები, რომელთაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან
ხელშეკრულების დადებას, მის ნამდვილობას, ან კითხვის ნიშნის ქვეშ
დააყენონ ხელშეკრულებით დადგენილი მიზნის მიღწევა.38 მაგ., მოვალე
ვალდებულია, მიაწოდოს კრედიტორს ის დოკუმენტაცია, რაც ამ უკანასკნელს
ესაჭიროება ამა თუ იმ ნებართვის ასაღებად ან მოქმედების
განსახორციელებლად (მაგ., საბაჟო დოკუმენტაცია), თუკი მის ინტერესებს
ამით ზიანი არ მიადგება. მაგ., საბანკო დაწესებულება ვალდებულია,
მიაწოდოს მოვალეს ინფორმაცია დავალიანების თაობაზე

სახელშეკრულებო ლოიალურობის ვალდებულება არსებობას წყვეტს იქ, სადაც


ბრუნვის წეს-ჩვეულებათა გათვალისწინებით თანამშრომლობის გონივრული
მოლოდინი აღარ არსებობს, ანუ საკითხი ერთმნიშვნელოვნად მეორე მხარის
რისკის სფეროში ხვდება.
ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ვალდებულების დარღვევა, გულისხმიერების
ვალდებულების დარღვევაც ანიჭებს კრედიტორს ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნის უფლებას.42 ამგვარად, თუ სახეზეა კანონით გათვალისწინებული
წინაპირობები, გულისხმიერების ვალდებულებით გამოწვეული ზიანი უნდა
ანაზღაურდეს 394 I მუხლით. შესაბამისი გარემოებების არსებობისას
გულისხმიერების ვალდებულება შეიძლება გახდეს ხელშეკრულებიდან გასვლის
საფუძველი

17 მუხლი
ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები:
1. ხელშეკრულება
2. დელიქტი
3. უსაფუძვლო გამდიდრება
4. კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები

. culpa in contrahendo-ს კონცეფციის თანახმად, არა მხოლოდ ხელშეკრულება,


არამედ თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ხელშეკრულების
მომზადების პროცესიც შესაძლოა, ორივე მხარეს აკისრებდეს ერთმანეთის
უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. 317 III მუხლი
ადგენს სანქციას წინასახელშეკრულებო ბრალის კონკრეტული შემთხვევისათვის ,
კერძოდ სახელშეკრულებო ლოიალობის ვალდებულების დარღვევისათვის.

ხელშეკურლების საფუძველზე
საჭიროა მხარეთა შეთანხმება, ზოგიერთ შემთვევაში შესაძლოა კანონითაც .
მშვიდობიანია რამეთუ კონსესუსის პირობებში ხორციელდება, დინამიკურია
რამეთუ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სამართლებრივ ფაქტს ეხება, არამედ
მსგავს ქმედებათა ერთანობასთან რომელიც თვითონვეა დინამიკური.
თავისუფლების პრინციპს ეფუძნება - მხარეებს აქვთ უფლება თავად გადაწყვიტონ
რა პირობებში დადონ ხელშეკრულება. რადგან კონტრჰენტი თავად ირჩევს
ხელშეკრულების ტიპს, ხასიათს შინაარს, რისკებიც მასთან ასოცირდება და იგი
აგებს პასუხს

ელემენტარულ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისასაც კი სამი


ხელშეკრულება იდება :
1. ხელშეკრულების არსებით პირობაზე თანხმობა
2. ნივთის გადაცემა
3. მესამე ვერ გავიგე

ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია
ხელშეკრულება არსებობს სასყიდლიანი ან უსასყიდლო.
სასყიდლიანი არ გულისხმობს მაინცდამაინც ფულად გადასახადს, ასევე
შესაძლოა გულისხმობდეს ორმხრივ გაცვლას
ხელშეკრულება შესაძლოა იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი (სრულყოფილად ან
არასყრულყოფილად)
ორმხრივი ხელშეკრულება ყოველთვის სასყიდლიანია, რადგან ორივე მხარეს
ეკისრება შესრულების ვალდებულება, ხოლო არასრულყოფილად ორმხრივ
გარიგებებისას ძირითადად მხოლოდ ერთ მხარეს ეკისრება ძირითადი
ვალდებულება
ცალმხრივი გარიგებებისას ვალდებულებები ეკისრება მხოლოდ ერთ მხარეს

ქონების განკარგვითი ხელშეკრულებით ხდება ქონებაზე უფლების განკარგვა ანუ


მასზე საკუთრების უფლების დათმობა სხვა პირის სასარგებლოდ. ქონების
განკარგვითი ხელშეკრულებებია, მაგ.: ნასყიდობა, გაცვლა და ჩუქება

დროებითი სარგებლობის უფლების გადაცემის ხელშეკრულებების საფუძველზე


ხდება არა საკუთრების უფლების, არამედ სარგებლობის უფლების გადაცემა
გარკვეული დროით

მომსახურების მიწოდების ხელშეკრულებების შემთხვევაში ვალდებულების არსი


არა საკუთრების ან სარგებლობის გადაცემაშია, არამედ კონკრეტული
მომსახურების გაწევაში, მაგ.: მიბარება, გადაზიდვა-გადაყვანა და ა.შ.

ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით პირები თანხმდებიან, ერთობლივად


იმოქმედონ საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად

რისკების მართვის ხელშეკრულებები მიმართულია გარკვეული რისკების


მართვაზე

მოთხოვნათა მართვაზე მიმართული ხელშეკრულებები ემსახურება მოთხოვნათა


წარმოშობის, შეცვლის ან მათი სამართლებრივი გამყარების მიზანს (მაგ.: ვალის
გადაკისრება, ვალის აღიარება)

ხელშეკრულებები შესაძლოა, ასევე დაიყოს ფორმასავალდებულო და


ფორმათავისუფალ ხელშეკრულებებად. ზოგადად, ხელშეკრულების ნამდვილობა
არ არის დამოკიდებული რაიმე ფორმის დაცვაზე (ფორმის თავისუფლების
პრინციპი). ხელშეკრულება კონსენსუალური აქტია, ხოლო კონსენსუსი შესაძლოა ,
შედგეს ზეპირადაც (nudum pactum). თუმცა კანონით გათვალისწინებულია არცთუ
იშვიათი გამონაკლისები ამ წესიდან (მაგ. იხ.: 321, 323, 341 I, 418 II, 426, 506 I, 563).
ასეთ შემთხვევებში ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია კანონით
დადგენილი ფორმის დაცვაზე, რაც შესაძლოა, ითვალისწინებდეს მარტივ
წერილობით, სანოტარო ან სარეგისტრაციო ფორმებს. გამონაკლისები ფორმის
თავისუფლების პრინციპიდან ემსახურება კონკრეტულ მიზანს ან მიზანთა
ერთობლიობას, ეს შეიძლება იყოს: მხარეთა აჩქარებისაგან დაცვის მიზანი,
მტკიცების გაადვილების მიზანი და ა.შ.18 სავალდებულო ფორმა ასევე შესაძლოა,
გათვალისწინებულ იქნეს მხარეთა შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაშიც ფორმის
დაცვა სავალდებულოა, ხოლო მისი დაუცველობა იწვევს გარიგების ბათილობას

ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს კონსენსუალური და რეალური ხელშეკრულებები .


კონსენსუალური ხელშეკრულება ვალდებულებას წარმოშობს მხარეთა
შეთანხმების საფუძველზე, მაშინ, როცა რეალური ხელშეკრულება შეთანხმებას
უკავშირებს შესრულებას

ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია შესაძლებელია გრძელ- და მოკლევადიან


ხელშეკრულებებად, ისევე როგორც სამომხმარებლო (B2C) და
არასამომხმარებლო ხელშეკრულებებად (B2B, C2C). ამ კლასიფიკაციას არა
მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს

იმისათვის, რომ ხელშეკრულება ჩაითვალოს ატიპურ ხელშეკრულებად ან


ვალდებულება ატიპურ ვალდებულებად, იგი არ უნდა შეესაბამებოდეს არცერთ
კოდიფიცირებულ სახელშეკრულებო ან ვალდებულების ტიპს. ხელშეკრულების
ტიპისა და მისი სისტემური კუთვნილების განსაზღვრისათვის მნიშვნელობა არ
აქვს ხელშეკრულების სახელწოდებას.25 გადამწყვეტია ხელშეკრულების შინაარსი
და ის უფლება-მოვალეობები, რომელთაც მხარეები ამ ხელშეკრულებით იძენენ.26

ატიპურ ხელშეკრულებათაგან განსხვავდება კომბინირებული ხელშეკრულება,


რომელიც რამდენიმე სახელშეკრულებო ვალდებულების ტიპს ერთ
ხელშეკრულებაში აერთიანებს.ამ მიდგომის უპირობოდ გამოყენებამ პრაქტიკაში
შესაძლოა, გართულებები გამოიწვიოს, რადგან ერთი ხელშეკრულება სხვადასხვა
ხელშეკრულების მარეგულირებელი, ურთიერთგამომრიცხავი წესების გავლენის
ქვეშ შეიძლება მოექცეს

თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია


ადმინისტრაციულსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან
შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე. ასეთი
ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებს
შორის, ისე ადმინისტრაციულ ორგანოსა და კერძო პირს შორის (სზაკ-ის 2 I ზ).
ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ისევე როგორც ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ დადებული კერძოსამართლებრივი გარიგება (იხ. კომ. 316),
ადმინისტრაციული ორგანოს სპეციალურ უფლებაუნარიანობაზეა დამოკიდებული
თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს როგორც კერძო სამართლის სუბიექტი
და ახორციელებს მხოლოდ კერძოსამართლებრივ უფლებამოსილებას, – იმ
უფლებამოსილებას, რომელსაც ზოგადად, ნებისმიერი სხვა
კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტიც განახორციელებდა, – სახეზეა
კერძოსამართლებრივი და არა ადმინისტრაციული ხელშეკრულება (8 II). სწორედ
საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება არის ის
გადამწყვეტი ნიშანი, რომელიც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას განასხვავებს
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დადებული კერძოსამართლებრივი
ხელშეკრულებებისგან.
ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია შესაძლებელია რამდენიმე
ჯგუფად. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს კოორდინაციული ხასიათის
ხელშეკრულება, რომელიც იდება ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის და
სუბორდინაციული ხასიათის ხელშეკრულება, რომელსაც ადმინისტრაციული
ორგანო დებს კერძო პირთან ან ადმინისტრაციული ორგანო დებს მისადმი
დაქვემდებარებულ სამართლის სუბიექტთან.3

აქვს მხოლოდ სპეციალური და არა ზოგადი უფლებაუნარიანობა. სპეციალური


უფლებაუნარიანობა, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო
ხელშეკრულების თავისუფლებით სრულად ვერ სარგებლობს. მას არა აქვს
უფლება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გაითვალისწინოს ის პირობები,
რომელთა გათვალისწინება მის კომპეტენციას სცდება.33 გარდა ამისა,
ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას
დადებს ერთ კერძო პირთან, ვალდებულია, იმავე პირობებში მსგავსი შინაარსის
ადმინისტრაციული ხელშეკრულება დადოს სხვა კერძო პირთანაც, თუ უარი
ხელშეკრულების დადებაზე გამოიწვევდა მეორე მხარის დისკრიმინაციას
სზაკ-ის 71 I მუხლის თანახმად, გარემოებათა არსებითად შეცვლისას, რაც ზიანს
აყენებს მხარეს ან საზოგადოებრივ ინტერესს, ერთი მხარე უფლებამოსილია ,
მეორე მხარეს მოსთხოვოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეცვლა, ხოლო
თუ ცვლილება ხელშეკრულებაში არსებითად ეწინააღმდეგება ხელშეკრულების
შინაარსს, მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს ხელშეკრულების გაუქმება

უსადაგებლობის შემთხვევაში. ადმინისტრაციული ხელშეკრულება უნდა დაიდოს


წერილობითი ფორმით (სზაკ-ის 69). რაც შეეხება ადმინისტრაციული აქტისათვის
დადგენილ მოთხოვნებს, ისინი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე არ
ვრცელდება.

ცალმხრივი ნების გამოვლენით შესაძლოა, ასევე ხდებოდეს სახელშეკრულებო


ურთიერთობათა ცვლილება ან გაუქმება. ეს მიიღწევა აღმჭურველ უფლებათა
მეშვეობით (Gestaltungsrecht). აღმჭურველი უფლების მაგალითია ხელშეკრულების
შეწყვეტა, ხელშეკრულებიდან გასვლა და გარიგების გაბათილება. ყველა ეს
უფლება ხორციელდება მეორე მხარის მიმართ შეტყობინებით, რომელიც ამ
შემთხვევაში არა გარიგება, არამედ გარიგებისმაგვარი ქმედებაა (factum
conditionale). ეს უკანასკნელი ცალმხრივი გარიგებისგან იმით განსხვავდება, რომ
ის სამართლებრივი შედეგი, რომელსაც მას კანონმდებელი უკავშირებს, იმის
მიუხედავად დგება, სურდა თუ არა ეს ნების გამომვლენ მხარეს. მაგ., მოვალის
გაფრთხილება ვადის გადაცილების და შესაბამისი შედეგების თაობაზე იწვევს მე-
400 მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს, მიუხედავად იმისა,
სურს თუ არ კრედიტორს ამ შედეგის დადგომა.
მხარეებს შეუძლიათ, შეიტანონ ნებისმიერი ცვლილება მიმდინარე
ხელშეკრულებაში. თუ კანონიდან ან ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ
გამომდინარეობს, ხელშეკრულების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ორივე
მხარის თანხმობით.

ხელშეკრულების შეცვლა შესაძლოა როგორც წერილობით, ასევე ზეპირად,


გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი ხელშეკრულებისათვის წერილობით
ფორმას ითხოვს ან ხელშეკრულების შეცვლისათვის გათვალისწინებულია
სავალდებულო წერილობითი ფორმა. მარტო ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება
დადებულია წერილობითი ფორმით, აპრიორი არ გამორიცხავს იმის
შესაძლებლობას, რომ ხელშეკრულების ესა თუ ის დანაწესი შეიცვალოს ზეპირი
ფორმით.

ხელშეკრულების შეცვლა/შეწყვეტის ერთგვარი ფორმაა ნოვაცია, რაც


გულისხმობს ძველი სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტას და მის ბაზაზე
ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობის ჩამოყალიბებას. შეთანხმება
ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ფორმით, თუკი
კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ამისათვის სხვა ფორმა არ არის
გათვალისწინებული.

სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან განსხვავებით, კანონისმიერი


ვალდებულებები წარმოიშობა არა შეთანხმების, არამედ კანონის ძალით.
ვალდებულებითი სამართალი შემდეგი სახის კანონისმიერ ვალდებულებით
ურთიერთობებს არეგულირებს: საზიარო უფლებები (953-968), დავალების გარეშე
სხვისი საქმეების შესრულება (969-975), უსაფუძვლო გამდიდრება (976-991),
დელიქტური ვალდებულებანი (992-1016)

9 წინარე ხელშეკრულება ჩვეულებრივი ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც


წარმოიშობა შესრულების ვალდებულება. ეს ცალსახად გამომდინარეობს 317 I და
327 III მუხლებიდან. გარდა ამისა, წინარე ხელშეკრულების დარღვევა წარმოშობს
პოზიტიური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას (უნდა ანაზღაურდეს ის
ინტერესი, რომელიც კრედიტორს ხელშეკრულების მიმართ ჰქონდა),40 მაშინ,
როცა 317 III მუხლი მოლაპარაკების მონაწილეს მხოლოდ იმის უფლებას აძლევს,
რომ მან გაწბილებული ნდობით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს
(ნეგატიური ინტერესი).4

არაკეთილსინდისიერი მხარე პასუხს აგებს არა იმიტომ, რომ მან არ დადო


ხელშეკრულება, არამედ იმიტომ, რომ გააჩინა ნდობა, რომელიც არ
გაამართლა.44 მხარეებს ეკისრებათ ნდობის დაცვის, და არა ხელშეკრულების
დადების, ვალდებულება.45 ამ მექანიზმის არსებობა აუცილებელია
წინასახელშეკრულებო ეტაპზე მხარეთა ინტერესების ბალანსის
უზრუნველსაყოფად.46 მოვალის ვალდებულება რომ ხელშეკრულების დადება
ყოფილიყო, მაშინ სანქციაც ხელშეკრულების დადების იძულება ან პოზიტიური
ინტერესის ანაზღაურების ვალდებულება იქნებოდა, რასაც 317 III მუხლი არ
ითვალისწინებს. თავის მხრივ, დადებითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ ეს
პოზიცია გაზიარებულია ბოლო პერიოდის სასამართლო პრაქტიკაშიც.47

8 ხელშეკრულების მომზადებად ჩაითვლება ყველა ის შემთხვევა, როცა მხარეები


ერთმანეთის ქონებასა და უფლებებზე გარკვეულ გავლენას მოიპოვებენ , რაც
დაკავშირებულია ხელშეკრულების დადებასთან, ან მის მომზადებასთან.
მაღაზიაში შესული პირი, თუ იგი მაღაზიაში საქონლის დასათვალიერებლად ან
მის სხვა საქონელთან შედარების მიზნით შედის, უკვე, გარკვეულწილად,
„ამზადებს“ ხელშეკრულებას. ამასთანავე, მისი ჯანმრთელობა და ქონება ექცევა
მაღაზიის მეპატრონის გავლენის სფეროში, რომლის მიერ მაღაზიაში ტექნიკური
უსაფრთხოების წესების უგულებელყოფამ შესაძლოა, ამ პიროვნების
ჯანმრთელობა ან კანონით დაცული სხვა სიკეთე ხელყოს.49 სწორედ ამიტომ
ხელშეკრულების მომზადების ცნება უნდა განიმარტოს ვრცლად და მასში
მოაზრებულ იქნეს ყველა ის ქმედება, რომლებიც ხელშეკრულების დადებისკენ
არის მიმართული. ამ თვალსაზრისით, ხელშეკრულების მომზადებად ვერ
ჩაითვლება მაღაზიაში თავის შეფარება წვიმისგან თავის დასაცავად,50 ან
მაღაზიაში შესვლა ქურდობისა თუ ძარცვის მიზნით.

გულისხმიერების ვალდებულების დარღვევა წინასახელშეკრულებო ეტაპზე


შემდეგ შემთხვევებში არის სახეზე: 1. სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე
არღვევს დაცვისა და უსაფრთხოების ვალდებულებას, რის შედეგადაც
პოტენციური კონტრაჰენტის ჯანმრთელობას ან მის საკუთრებას ადგება ზიანი (მაგ .,
ავტომობილის შეძენამდე საცდელი გასეირნებისას კლიენტი ახდენს
ავტოავარიას, რის შედეგადაც ზიანდება გამყიდველის ჯანმრთელობა და
ავტომანქანა52); 2. სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე არღვევს
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას, როცა არ აწვდის, მცდარად ან
არასრულად აწვდის მეორე მხარეს იმ ინფორმაციას, რომელიც ხელშეკრულების
ფორმირების პროცესში მისთვის არსებითი და მნიშვნელოვანი შეიძლებოდა
ყოფილიყო და კონტრაჰენტს შეეძლო ამ ინფორმაციის გაცემა თავისი
ინტერესების შელახვის გარეშე; 3. სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე
აფერხებს ხელშეკრულების დადების პროცესს, როცა შეგნებულად ან
გაუფრთხილებლად იწვევს ისეთ გარემოებებს, ან თავიდან არ იცილებს ასეთ
გარემოებათა წარმოშობას, რომელთაც შეუძლიათ, ხელი შეუშალონ
ხელშეკრულების დადებას, ან სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე
საპატიო მიზეზის გარეშე შლის სახელშეკრულებო მოლაპარაკებებს , რის
შედეგადაც მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების მომზადებაზე გაწეული
დანახარჯები ამაო ხდება (ლოიალობის ვალდებულება).

, როცა მხარე ისეთ გარემოებებსა და პირობებს ქმნის, რის შედეგადაც,


ფაქტობრივად, აზრი ეკარგება ხელშეკრულების დადებას ან შეუძლებელი ხდება
მისი შესრულება (მაგ., საჭირო ლიცენზიის მოუპოვებლობა ან დაკარგვა); მხარეები
ასევე პასუხს აგებენ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა უსაფუძვლო
მოშლისათვის, თუ მათ დანერგეს ნდობა, რომ ხელშეკრულება დაიდებოდა.56
ორივე შემთხვევაში მხარეები არღვევენ სახელშეკრულებო ლოიალობის
ვალდებულებას.5

,
დამსაქმებელი არ არის ვალდებული, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება
დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ., დამსაქმებელი დამოუკიდებლად წყვეტს , თუ
ვის დაასაქმებს და დაასაქმებს თუ არა საერთოდ. თუმცა სულ სხვა სურათია სახეზე,
როცა დამსაქმებელი აჩენს საფუძვლიან მოლოდინს, რომ იგი ასაქმებს და მერე
ბრალეულად და უსაფუძვლოდ აწბილებს ამ მოლოდინს. მაგ., თუ დამსაქმებელი
თანხმობას განუცხადებს კანდიდატს დასაქმებაზე, კანდიდატი ამ ნდობით
იმოქმედებს და გადავა იმ ქალაქში საცხოვრებლად, სადაც მისი მომავალი
სამუშაო ადგილი მდებარეობს და გასწევს შესაბამის ხარჯებს, დამსაქმებელს
შესაძლოა, დაეკისროს პასუხისმგებლობა

317 III მუხლი მოიცავს მხოლოდ სახელშეკრულებო ლოიალობის ვალდებულებათა


დარღვევის შემთხვევებს. შესაბამისად, 317 III მუხლის საფუძველზე
წინასახელშეკრულებო ბრალის შერაცხვისათვის აუცილებელია ოთხი
წინასახელშეკრულებო ელემენტის არსებობა: (1) მოვალის ქმედება
წინასახელშეკრულებო ეტაპზე, (2) რომელმაც კრედიტორში აღძრა საფუძვლიანი
ნდობა, რომ ხელშეკრულება დაიდებოდა, (3) კრედიტორის ქმედება ამ ნდობის
საფუძველზე, (4) და მოვალის საპირისპირო ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება
ამ ნდობას.

თუ კი გარიგება არ შედგა, კრედიტორს აქვს უფლება, დებიტორისგან მოითხოვოს


ზიანის ანაზღაურება, მოლოდინისა და ნდობის ინტერესიდან გამომდინარე და
არა პოზიტიური ინტერესის რაც გულისხმობს იმ სარგებელს რომელსაც პირი
მიიღებდა თუკი გარიგება შედგებოდა

ხელშეკრულების არდადებას უთანაბრდება მეორე მხარისათვის იმგვარი


პირობების შეთავაზება, რომლებიც ეწინააღმდეგება დანერგილ ნდობას და მეორე
მხარის გონივრულ მოლოდინს.

culpa in contrahendo-ს საფუძველზე პასუხისმგებლობა დადგება მხოლოდ


ბრალეული ქმედების არსებობის შემთხვევაში და მოვალე არ არის ვალდებული,
აანაზღაუროს ზიანი, თუ მოლაპარაკებათა ჩაშლა მისი ბრალით არ არის
გამოწვეული. წინასახელშეკრულებო ბრალისათვის პასუხისმგებლობა
დამოკიდებულია მიზეზობრივ კავშირზე ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.64
ზიანი ასევე უნდა იყოს სავარაუდო მეორე მხარისათვის

სახელმწიფო და მის მიერ დაფუძნებული სსიპ-ები ისევე მონაწილეობენ


კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში, როგორც კერძო სამართლის
იურიდიული პირები (8 II, 24 III, IV). ისინი პასუხს აგებენ წინასახელშეკრულებო
ბრალისთვისაც. მათი წინასახელშეკრულებო პასუხისმგებლობის საკითხი
შესაძლოა, დადგეს იმ ხელშეკრულებებთან მიმართებითაც, რომელთა დადების
უფლებაც მათ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში არ აქვთ
~

You might also like