You are on page 1of 32

დავალების გარეშე სხვისი

საქმეების შესრულება
მოთხოვნა და მოთოხვნის საფუძველი
 მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.
 მოთხოვნა არის ის, რისი მიღწევაც სურს პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, ხოლო
მოთხოვნის საფუძველი არის კანონის ნორმა, ანუ ის სამართლებრივი მექანიზმი,
რომლის მეშვეობითაც უფლებამოსილ პირს განახორციელოს თავისი მოთხოვნა -
მიიღოს კუთვნილი და დარღვეული უფლება სასამართლოს მეშვეობით ან მის
გარეშე.
 მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია.
 მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელეს ეკუთვნის, ხოლო მოთხოვნის
სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს
უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა.  
მოთხოვნის საფუძველი
 კერძოსამართლებრივი ნორმები მათი დანიშნულების მიხედვით იმიჯნება მოთხოვნის საფუძვლებად და
დამხმარე ხასიათის ნორმებად.
 მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი
შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე
მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების
ვალდებულება.
 მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს
ცალკეულ წინაპირობას, და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ
შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.  
პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ შეკითხვებს
 რა უნდა მოსარჩელეს? რა არის მისი მოთხოვნა?
 საიდან, რომელი ნორმიდან შეიძლება გამომდინარეობდეს მისი მოთხოვნა?
 მოცემულია თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებში მოთხოვნის
წარმომშობი წინაპირობები?
 იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები ვერ ექცევა სულ მცირე
ერთი ნორმის (მოთხოვნის საფუძვლის) აბსტრაქტული დისპოზიციის ქვეშ, მისი სარჩელი გაუმართავია.
მოთხოვნათა რიგითობა
 მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები გარკვეული ლოგიკური რიგითობის მიხედვით უნდა შემოწმდეს.
კანონი ამ რიგითობას არ აწესებს. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების რიგითობა უნდა
განისაზღვროს მიზანშეწონილობის მიხედვით და უნდა გამომდინარეობდეს კანონის სისტემიდან.   
 სარჩელთა კონკურენცია, რომელიც მდგომარეობს მოთხოვნის რამდენიმე საფუძვლის ერთდროულად
ფორმირებაში, მოიცავს სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო, სახელშეკრულებო და სავინდიკაციო,
სავინდიკაციო და დელიქტურ, დელიქტურ და კონდიქციურ, კონდიქციურ და სავინდიკაციო სარჩელთა
კონკურენციას (Nას-664-635-2016).

 მოთხოვნის საფუძველთა კონკურენცია


 სახელშეკრულებო მოთხოვნები
 სახელშეკრულებოს მსგავსი მოთხოვნები
 მოთხოვნები დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულებიდან
 მოთხოვნები დელიქტიდან
 სანივთო მოთხოვნები
 მოთხოვნები უსაფუძვლო გამდიდრებიდან
 პიროვნული უფლების ხელყოფიდან გამომდინარე მოთხოვნები
მოთხოვნათა საფუძვლების კონკურენცია

 უპირატესად შესამოწმებელია სახელშეკრულებო მოთხოვნების საფუძვლები . მათი არსებობა თუ არარსებობა


განაპირობებს ყველა სხვა სახის მოთხოვნის საფუძვლის შემოწმების მიზანშეწონილობას .
 სახელშეკრულებოს მსგავსი მოთხოვნების არსებობამ, შესაძლებელია, არამიზანშეწონილი გახადოს სხვა სახის
მოთხოვნის საფუძვლების განხილვა.კეთილსინდისიერების პრინციპის ამსახველი სსკ -ის მე -8 მუხლის III
ნაწილით ან 316-ე მუხლის II ნაწილით; წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში სსკ-ის 316-ე მუხლის II ნაწილისა
და 317-ე მუხლის II ნაწილის ურთიერთკავშირით.
 შინაარსობრივად განსხვავებულ, ე.წ. კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებს მიეკუთვნება დავალების
გარეშე სხვისი საქმის შესრულება. მიუხედავად ამისა, ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნები სხვა
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან განსხვავებულ რეჟიმში ექცევა და მათი შემოწმება
სახელშეკრულებოს მსგავსი მოთხოვნების პარალელურად ხდება. 
 სანივთო სამართლებრივი მოთხოვნები “უკან იხევენ” სახელშეკრულებო და სახელშეკრულებოს მსგავს
მოთხოვნებთან მიმართებით. ამ თვალსაზრისით, მათი არსებობა თუ მოქმედების ფარგლები დამოკიდებულია
შესაბამისი სახელშეკრულებო ან მსგავსი საფუძვლის არსებობაზე.  
 დელიქტიდან და უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნები ერთმანეთთან კონკურენციაში არ
იმყოფებიან და, შესაბამისად, მათი თანმიმდევრობა არაარსებითია . 
 იმის გათვალისწინებით, რომ კონდიქციიდან გამომდინარე მოთხოვნები სუბსიდიური ხასიათისაა, ისინი ბოლოს
მოწმდება, კერძოდ, თუ სხვა სამართლებრივი საფუძვლით სარჩელი წარუმატებელი იქნება, დამატებით
მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შემოწმდეს მისი საფუძვლიანობა კონდიქციური სამართლის ნორმების შესაბამისად
საზიარო უფლებები - კაზუსი

 ქეთო და ვანო დაქორწინდნენ კანონით დადგენილი წესით (სსკ-ის


1106-ე მუხლი). ქორწინების განმავლობაში მათ შეიძინეს 67 კვ.მ.
მქონე საცხოვრებელი ბინა, თბილისში, მრავალბინიან
საცხოვრებელ კორპუსში, თუმცა საჯარო რეესტრში საცხოვრებელ
ბინაზე დარეგისტრირდა მხოლოდ ვანოს საკუთრების უფლება (სსკ-
ს 1158-ე მ.). ოთხი წლის შემდეგ, მეუღლეთა თანაცხოვრება
შეუძლებელი გახდა და ისინი განქორწინდნენ. ქეთო მოითხოვს
საცხოვრებელი ბინის გაყოფას და ნახევრის მისთვის მიკუთვნებას.

 როგორ გადაწყდება დავა?


დავალების გარეშე სხვისი საქმეების
შესრულება
ცნება და ზოგადი ნიშნები

 დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების ინსტიტუტი


კლასიკური რომის სამართალში იყო ცნობილი negotiorum
gestio- (საქმეების მართვა) სახელწოდებით.
 ის გულისხმობდა პირის მიერ ვალდებულების შესრულებას
მხოლოდ მაშინ, თუ ეს გამოწვეული იყო სხვა პირისთვის იმ
საფრთხის თვიდან აცილების აუცილებლობით, რომელიც მას
მოელოდა.
 ივარაუდებოდა, რომ მესაკუთრეს ასეთი საფრთხის თავიდან
აცილება არ შეეძლო და მისგან არ მომდინარეობდა მის
საქმეში ჩარევის პირდაპირი აკრძალვა.
ურთიერთდახმარებისა და სოლიდარობის
იდეა - მორალური ვალდებულება

ფაქტობრივი მოქმედება
 სახლის გარემონტება, რაც მიმართულია მისი დანგრევის თავიდან
ასაცილებისკენ;
 ვალის გადახდა, იმისათვის, რომ დებიტორს თავიდან აარიდონ
პირადი სანქცია;
 მეპატრონის გარდაცვალების შემთხვევაში შინაური ცხოველების
პატრონობა;
 მოსავლის სრულად განადგურების საფრთხის არსებობისას სხვისი
მოსავლის აღება–დაბინავება;
 სტიქიური უბედურების პირობებში სხვისი ქონების გამაგრება და
გადატანა უსაფრთხო ადგილას და სხვა.
იურიდიული მოქმედება,
გარიგების დადება და სხვა
 ზოგ შემთხვევაში გარდა ფაქტობრივი მოქმედებებისა
შეიძლება განხორციელდეს იურიდიული მოქმედებები.
 მაგ.: ყოველგვარი ვალდებულების გარეშე პირმა საკუთარი
ნებით შეასრულოს სხვა პირის ვალდებულება მესამე პირის
წინაშე ან დადოს ხელშეკრულება რაიმე ქონების შესაძენად
სხვა პირის ინტერესებისთვის.
ურთიერთობის სუბიექტები და ნიშნები

 შემსრულებელი - gestor
 მეპატრონე - dominus
 საქმე, რომელსაც ასრულებს gestor-ი -
ფაქტობრივი და სამართლებრივი მოქმედებაა;
 ეს არის სხვისი საქმე;
 აუცილებელია gestor-ის ნება სხვისი საქმის
შესრულებაზე;
 მოქმედება მეპატრონისათვის სარგებლის
მომტანი უნდა იყოს.
ცნება და ნიშნები

სხვისი
საქმეების
შესრულება

ნამდვილი არანამდვილი

არამართებულ
მართებული შეცდომით
ი განზრახ
969-973. 975
974
სსკ-ის 969-ე მუხლი - დავალების გარეშე
სხვისი საქმეების შესრულება
კეთილსინდისიერად
 პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა
საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის (მეპატრონის)
საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად.

 სსკ-ის 969-ე მუხლის შესაბამისად დავალების გარეშე სხვისი


საქმეების შესრულების წინაპირობას წარმოადგენს რაიმე
საქმის შესრულება. საქმის შესრულებად, ისევე როგორც
დავალების ხელშეკრულების შემთხვევაში, ითვლება ნებისმიერი
სახის ფაქტობრივი ანდა სამართლებრივი მოქმედება.
უმოქმოდებოა, თმენა, ან რაიმეს მხოლოდ გადაცემა საკმარისი
არ არის. მოქმედება, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი
ხანგრძლივობის, შეიძლება განახორციელოს შემსრულებელმა
როგორც პირადად, ისე მესამე პირის მეშვეობით.
ნამდვილი მართებული შესრულება სსკ-ის 969-
973-ე მუხლები

 სხვისი საქმე;
 საქმეების შესრულება;
 დავალების ან სხვაგვარი
უფლებამოსილების გარეშე;
 სხვის სასარგებლოდ საქმეების
კეთილსინდისიერად შესრულება.
მოქმედება სხვისთვის
 სსკ-ს 969-ე მუხლის ითვალისწინებს რომ საქმის
შემსრულებელი უნდა მოქმედებდეს სხვისათვის,
ანუ ის უნდა აცნობიერებდეს, იცოდეს და სურდეს
იმოქმედოს სხვა პირის ინტერესებში.
 საქმე არის სხვისი, თუ ის ობიექტურად
განეკუთვნება სხვა პირის ვალდებულებებისა და
ინტერესების სფეროს.
 ობიექტურად სხვისი საქმეების შემთხვევაში, მისი
გარეგნული გამოხატულებიდან გამომდინარე,
ცალსახაა მისი სხვა პირის უფლებებისა და
ინტერესების სფეროსათვის მიკუთვნება, რისთვისაც
აუცილებელია პირდაპირი კავშირი საქმესა და სხვა
პირის უფლება-ინტერესებს შორის.
მოქმედება სხვისთვის
 სხვისთვის შესრულების ნებას, იმის მიხედვით, თუ რა
სახის საქმეა სახეზე, სხვადასხვა წინაპირობები
წაეყენება.

 თუ პირი ობიექტურად სხვის საქმეს ახორციელებს,


მაშინ მოქმედებს ვარაუდი, რომ ის ამ საქმეს
ახორციელებს სხვისათვის შესრულების ნებით.

 საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება


მეპატრონეს.
დავალებისა ან სხვა რაიმე
სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა

 ეს უნდა იყოს დავალების ან სხვა საფუძვლის


გარეშე, სხვა ხელშეკრულების, ნებისმიერი
სხვაგვარი მითითების ან წინასწარ შეთანხმებული
თანხმობის გარეშე განხორციელებული ქმედება,
წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაექვემდებარება
შესაბამისი ხელშეკრულების ნორმებით
რეგულირებას, იქნება ეს დავალების,
მომსახურების, გადაზიდვის თუ სხვა
ხელშეკრულება. „სხვა საფუძველში“ აქ ასევე
იგულისხმება კანონის მოთხოვნის გარეშე
ქმედების განხორციელება.
კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება

 მოქმედებები უნდა განხორცეილდეს


კეთილსინდისიერად, განსაკუთრებული
მზრუნველობით, მოფრთხილებითა და
გულისხმიერებით.

 გესტორის ძირითად ვალდებულებაა –


შეასრულოს მეპატრონის საქმეები
კეთილსინდისიერად. მას უნდა ჰქონდეს
საქმისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორიც
ექნებოდა თავად დაინტერესებულ პირს.
მეპატრონის ინტერესი

 საქმის შესრულება უნდა შეესატყვისებოდეს მეპატრონის


ინტერესსა და ნამდვილ ან ჰიპოტეტურ ნებას (სკ-ის 974-ე
მუხლის პირველი ნაწილი);
 საქმის შესრულება მეპატრონის ინტერესებშია თუ ის მისთვის
ობიექტურად სარგებლის მომტანია საქმის შესრულების
დაწყების მომენტში. არ არის აუცილებელი, რომ ინტერესი
ქონებრივ ხასიათს ატარებდეს.
 ქმედებებს დაინტერესებული პირისთვის გარკვეული
სარგებელი უნდა მოჰქონდეს
 ქმედებები წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდნენ
დაინტერესებული პირის რეალურ და სავარაუდო
განზრახვებთან.
 მეპატრონის ქონებრივ სფეროში ჩარევას უნდა ჰქონდეს
გონივრული და ობიექტური საფუძველი.
ნამდვილი ან სავარაუდო ნება 971-ე მუხლი

 შეტყობინება;

 სავარაუდო ნება განისაზღვრება ობიექტური


კრიტერიუმებით, იმის მიხედვით, თუ როგორ
განაცხადებდა მას მეპატრონე საქმის შესრულების
დაწყებისას ამის საშუალება რომ მისცემოდა.
ჩვეულებრივ, ობიექტურად სარგებლიანი საქმე
შეესატყვისება ასევე მეპატრონის ნებას.
ნამდვილი მოქმედება

მართებული არამართებული

 პირი (შემსრულებელი), რომელიც  1. შემსრულებელს არ შეუძლია


დავალების ან სხვა საფუძვლის მოითხოვოს გაწეული ხარჯების
გარეშე ასრულებს სხვა პირის ანაზღაურება, თუ მის მიერ
(მეპატრონის) საქმეებს, საქმეთა შესრულება
ვალდებულია შეასრულოს ისინი ეწინააღმდეგება მეპატრონის
კეთილსინდისიერად (სსკ-ის ნებას ან არ შეესაბამება მის
969). ინტერესებს. თუ შემსრულებელს
შეეძლო სცოდნოდა ამის შესახებ,
მაშინ იგი ვალდებულია
 აანაზღაუროს შესრულებით
შემსრულებელს უფლება აქვს
გამოწვეული ზიანი.
მოითხოვოს გაწეული ხარჯების
ანაზღაურება, რომლებიც, საქმის
გარემოებებიდან გამომდინარე,  2. ეს წესი არ მოქმედებს, თუ
აუცილებლად იქნა მიჩნეული მეპატრონის ნება ეწინააღმდეგება
(სსკ-ის 973). კანონის ნორმებს (სსკ-ის 974).
არანამდვილი
შეცდომით განხრახ

 ამ თავის წესები არ  პირდაპირ


გამოიყენება, თუ პირი გათვალისწინებული არ
სხვისი საქმის არის
შესრულებისას
ვარაუდობდა, რომ ეს მისი
საქმე იყო (სსკ-ის 975-ე
მული).
სხვისი საქმეების ნამდვილი შესრულების შედეგები

 მეპატრონემ უნდა აუნაზღაუროს შემსრულებელს მის მიერ


გაწეული დანახარჯები - სსკ-ის 970-ე მუხლი.

 1. თუ საქმეების შესრულება მიმართულია იმ საფრთხის


თავიდან აცილებისაკენ, რომელიც ემუქრება მეპატრონეს,
შემსრულებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახვის ან უხეში
გაუფრთხილებლობისათვის.
 2. შემსრულებელს, რომელსაც ზიანი მიადგა იმ საფრთხის
თავიდან აცილებისას, რომელიც რეალურად ემუქრებოდა
სხვა პირს ან ქონებას, ხოლო საფრთხის თავიდან აცილება
არ შეადგენდა შემსრულებლის სამართლებრივ
მოვალეობას, უნდა აუნაზღაურდეს ზიანი იმ პირისაგან,
რომელმაც შექმნა საფრთხე, ან იმ პირისაგან, რომლის
სიკეთის გადარჩენასაც შემსრულებელი ცდილობდა.
ხარჯის ანაზღაურების წინაპირობები
 მეპატრონე ვალდებულია გესტორს (შემსრულებელს)
აუნაზღაუროს საქმეების შესრულებისას გაღებული ხარჯი, მაგრამ
იმ დათქმით, რომ ანაზღაურდება არა ყველა სახის ხარჯი,
არამედ მხოლოდ ის, რაც აუცილებლად იქნება მიჩნეული და
ისიც იმ შემთხვევაში, თუ დაცულია სამოქალაქო კოდექსის 970-ე-
974-ე მუხლის მოთხოვნები.
 სამოქალაქო კოდექსის 971-ე მუხლის მიხედვით, შემსრულებელი
ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობოს
მეპატრონეს, რომ იკისრა საქმეთა შესრულება. შემსრულებელმა
უნდა გააგრძელოს დაწყებული საქმეები, ვიდრე მეპატრონეს არ
შეეძლება იმოქმედოს თვითონ.
 იმავე კოდექსის 974-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად
კი, შემსრულებელს არ შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების
ანაზღაურება, თუ მის მიერ საქმეთა შესრულება ეწინააღმდეგება
მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება მის ინტერესებს.
ხარჯის ანაზღაურებაზე აური - სუსგ საქმე ას-
1320-1246-2012 http://www.supremecourt.ge

 საქმეების შესრულება არ ხორციელდება მეპატრონის


მონაწილეობის გარეშე, კერძოდ, ქონების მესაკუთრე
ინფორმირებული უნდა იყოს სამუშაოს შესრულების
თაობაზე პირველივე შესაძლებლობისთანავე და უნდა
დაეთანხმოს სამუშაოს შესრულებას, წინააღმდეგ
შემთხვევაში შემსრულებელი გაღებული ხარჯის
ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას კარგავს.
 969-ე მუხლით განსაზღვრული შემსრულებლის
ვალდებულება კეთილსინდისიერი მოქმედების შესახებ
გულისხმობს არა მხოლოდ თავად საქმეების
კეთილსინდისიერად და მეპატრონის ინტერესების დაცვით
შესრულებას, არამედ შეტყობინებისა და გაწეული
სამუშაოს ანგარიშის წარდგენის ვალდებულების
დროულად შესრულებასაც.
სასამართლოს განმარტება

 საკასაციო სასამართლო ასევე იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის


971-ე მუხლის საფუძველზე, შემსრულებლის ვალდებულებაა მეპატრონეს აცნობოს, რომ
აუცილებელია კონკრეტული მოქმედების შესრულება და რომ იგი კისრულობს საქმეთა
შესრულებას. იმავე კოდექსის 972-ე მუხლის მიხედვით კი, შემსრულებელი ვალდებულია
წარუდგინოს მეპატრონეს ანგარიში შესრულების შესახებ და გადასცეს მას ყველაფერი,
რაც შესრულების შედეგად მიიღო.

 აღნიშნული ვალდებულება სამოქალაქო კოდექსში იმ მიზეზითაა განსაზღვრული, რომ


დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება კომერციულ ხასიათს არ ატარებს
და  მისი მიზანი არაა შემსრულებლის გამდიდრება, ან, ნარდობის ხელშეკრულებისაგან
განსხვავებით, შესრულებული სამუშაოსათვის ანაზღაურების მიღება, არამედ კონკრეტული
ქმედების განხორციელება განპირობებულია ობიექტური და გონივრული აუცილებლობით.

 მეპატრონე შემსრულებელს რეალურად გაწეულ აუცილებელ ხარჯს უნაზღაურებს, რაც ამ


უკანასკნელის მიერ წარდგენილი ანგარიშით უნდა დასტურდებოდეს.
ხარჯების ანაზღაურება
 სხვისი საქმეების ნამდვილი გამართლებული შესრულების
შემთხვევაში შემსრულებელს შეუძლია მოითხოვოს მის მიერ
გაწეული ხარჯების ანაზღურება ისე როგორც დავალებულმა (სსკ-ის
973-ე მუხლი).
 კერძოდ, დამვალებელმა დავალებულს უნდა აუნაზღაუსოს მის მიერ
გაწეული აუცილებელი ხარჯები.
 ხარჯების ქვეშ იგულისხმება დავალებულის მიერ დავალების
შესასრულებლად ნებაყოფლობით გაღებული ქონებრივი
მსხვერპლი.
 ამის აუცილებლობა უნდა გამომდინარეობდეს კონკრეტული
გარემოებებიდან.
 მასშტაბად გამოიყენება ობიექტური კრიტერიუმი სუბიექტური
კონოტაციით - დავალებულმა კონკრეტული დეტალების გულდასმით
დახარჯული დროის ანაზღაურება
 დახარჯული დროისათვის, ჩვეულებრივ, გაწეული შრომა დავალებისა და
დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისას არ ანაზღაურდება.
 დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება, ისევე როგორც დავალება არის
უსასყიდლო ურთიერთობა, ნაკარნახებია ალტრუისტული მოტივებით და
ითვალისწინებს მხოლოდ მატერიალური დანახარჯებისა და არა არამატერიალური
მომსახურებისა და დაკარგული დროის ანაზღაურებას.
 გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც შემსრულებელი თავისი
პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ასრულებს სხვის საქმეს დავალების გარეშე.
მაგალითად, შემთხვევით შესწრებული ექიმი დახმარებას უწევს ქუჩაში მძიმედ
დაზიანებულ ადამიანს. ამ დროს შემსრულებელს აუნაზღაურდება ის ხარჯები რასაც ის
ჩვეულებრივ მიიღებდა მის მიერ გაწეული სამუშაოსათვის.
სხვისი საქმეების ნამდვილი
არამართებული შესრულება
 შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან ინტერესს.

 სსკ-ის 974-ე მუხლი - ხარჯი არ ანაზღაურდება.

არანამდვილი შესრულება
 სსკ-ის 975-ე მუხლი - ამ თავის წესები არ გამოიყენება, თუ პირი
სხვისი საქმის შესრულებისას ვარაუდობდა, რომ ეს მისი საქმე
იყო.
კაზუსი სამსჯელოდ - კეთილი ტაქსისტი

 მიხო, რომელიც თავგადაკლული ავტომოყვარულია, ყოველ ღამით დიღმის


ტრასაზე დააქროლებს ხოლმე თავის სპორტულ ავტომანქანას. ერთ წვიმიან
დღესაც, როდესაც ის ყოველგვარი წესების დარღვევით და გადაჭარბებული
სიჩქარით მოძრაობს გზის ჩვეულ მონაკვეთზე, მოუცურდება მანქანა და
შეეჯახება ბოძს. მიუხედავად იმისა, რომ მიხოს სიცოცხლისათვის საშიში
დაზიანება არ მიუღია, ის იმყოფება უგონო მდგომარეობაში და ამ
მდგომარეობით გამოწვეულმა ჰაერის უკმარისობამ შესაძლებელია
სერიოზული ზიანი მიაყენოს მის ტვინს. გზად გამოივლის ტაქსის მძღოლი
შაკო, რომელიც მიხოს გადაიყვანს საკუთარ მანქანაში, მოასულიერებს და
საკუთარი მანქანითვე მიიყვანს საავადმყოფოში, სადაც მიხოს აღმოუჩენენ
შესაბამის დახმარებას. შაკო საავადმყოფოსაკენ გზაზე მოძრაობს ასევე
გადაჭარბებული სიჩქარით, რის გამოც გაუფრთხილებლობით ვერ შეამჩნევს
გზაზე დაგდებულ მორს, რომელიც მას დაუზიანებს უკანა საბურავს. შაკო,
მიხოს მანქანიდან გადმოყვანისას ასევე დაიზიანებს მკლავს.
მხარეთა მოთხოვნები
 მიხოს გამოჯანმრთელების შემდეგ შაკო მისგან მოითხოვს 1) ბენზინის
ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც მან გასწია მიხოს საავადმყოფოში
მიყვანისათვის, ასევე 2) გასამრჯელოს მის მიერ გაწეული პირველადი
დახმარებისა და დაკარგული დროისათვის, 3) დაზიანებული მკლავის
მკურნალობის ხარჯებს და 4) დაზიანებული საბურავის გამოცვლას.
 მიხომ მიიღო გულ-მკერდის ძვლის მოტეხილობა, როდესაც შაკო მის
მოსულიერებას ცდილობდა. ის თავის მხრივ ითხოვს ჩანგრეული გულ-
მკერდის გამრთელების ხარჯების ანაზღაურებას, რადგან შაკომ ამ დროს
არასათანადო ყურადღება გამოიჩინა. რის საპირისპიროდაც შაკოს
მიაჩნია, რომ მას მიხოს დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის, სიჩქარეში
შეუძლებელი იყო დეტალებზე ყურადღების გამახვილება.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like