You are on page 1of 2

სტუდენტი - გიორგი ცარიელაშვილი

საგანი - სანივთო სამართალი


პროფესორი - ზურაბ ჭეჭელაშვილი
თემა- გირავნობა/ იპოთეკა

გირავნობა
გირავნობის დროს მოვალე ან მესამე პირი ვალდებულების შესრულებას
უზრუნველყოფს მოძრავი ნივთით ან არამატერიალური ქონებრივი .
გირავნობის უფლება აქცესორული ხასიათისაა და იგი ემსახურება ვალდებულებითი
უფლების უზრუნველყოფას. გირავნობის ბევრად ძლიერია ვიდრე წმინდა
სახელშეკრულებო უფლება რადგან იგი არ ემყარება მხოლოდ კეთილსინდისიერების
პრინციპს. გირავნობის ერთ ერთი ფორმაა ლომბარდში დაგირავება მხარეთა
წერილობითი შეთანხმებით და ნივთის ლომბარდისათვის პირდაპირ მფლობელობაში
გადაცემით. აქ სიახლეა ის, რომ კრედიტორის(ლომბარდის) მოთხოვნა წყდება იმ
შემთხვევაშიც, როცა გირავნობის საგნის რეალიზაცია სრულად ვერ დაფარავს მის
მოთხოვნებს.

კრედიტორის საკუთრებაში დაგირავებული ნივთის გადასვლა შესაძლებელია მოვალის


მიერ მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

დამგირავებელს, რომელიც არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის


პირადი მოვალე, შეუძლია მოგირავნეს წაუყენოს ის შესაგებლები, რომლის წაყენების
უფლებაც აქვს პირად მოვალეს, მათ შორის, ისეთი შესაგებლები, რომლებზედაც
მოგირავნის პირადმა მოვალემ უარი თქვა გირავნობის წარმოშობის შემდეგ. \

დამგირავებელს , რომელიც არ არის მოგირავნის პირადი მოვალე შეუძლია მოვალეს


წაუყენოს ის შესაგებლები , რომლის წაყენების უფლებაც აქვს პირად მოვალეს, მათ
შორის ისეთი შესაგებლები რომლებზეც პირადმა მოვალემ უარი თქვა. ყოველ იმ მესამე
პირს რომელთა მდგომარეობაც შეიძლება გაუარესდეს გირაოს გასხვისებით აქვს
გამოსყიდვის უფლება, ანუ მას შეუძლია დააკმაყოფილოს მოგირავნე–კრედიტორის
მოთხოვნა და ამით გირავნობა თავის თავზე აიღოს.

თუ გირავნობის საგანი რამდენჯერმეა დაგირავებული მაშინ მისი რეალიზაციის


უფლება აქვს ნებისმიერ მოგირავნეს მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომისას.
თუმცა წინმსწრებ მოგირავნეს აქვს უპირატესი უფლება რადგან რეალიზაციიდან
ამონაგები თანხიდან პირველად წინმსწრები მოგირავნის მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

იპოთეკა

მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა იპოთეკა,


რომელიც გირავნობის მსგავსად ანიჭებს კრედიტორს უფლებას დაიკმაყოფილოს თავისი
მოთხოვნა იპოთეკის საგნიდან, სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად.

იპოთეკარის მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ


ვის ხელშიც არ უნდა იყოს ეს უძრავი ქონება, როგორც არ უნდა განიკარგოს იგი, სანამ
იპოთეკარი არ დაიმაყოფილების თავის მოთხოვნას, მისი იპოთეკის უფლება იქნება
ხელშეუხებელი, მათ შორის სხვა კრედიტორების მხრიდანაც.

იპოთეკის დროს არსებობს ორი სახის სამართლებრივი ურთიერთობა, რომლებიც მკაცრად


განსხვავდებიან. 1)სანივთო–სამართლებრივი ურთიერთობა იპოთეკარსა და იპოთეკის
საგნის მესაკუთრეს შორის- იპოთეკის საგნის მესაკუთრესა და იპოთეკარს შორის
დადებულია იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობს იპოთეკის უფლებას.
2)ვალდებულებით–სამართლებრივი ურთიერთობა იპოთეკარს(კრედიტორსა) და
მოთხოვნის პირად მოვალეს შორის- იპოთეკარსა და მოვალეს შორის დადებული
ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება (მაგ: სესხი, ნასყიდობა, ნარდობა და ა.შ.),
რომლიდან გამომდინარე იპოთეკარის მოთხოვნის უზრუნველყოფის ფუნქციას ასრულებს
იპოთეკის ხელშეკრულება.

იპოთეკის საგანია უძრავი ნივთები და მათთან დაკავშირებული უფლებები. მაგ: აღნაგობა,


უზუფრუქტი.

იპოთეკის საგანია ისეთი მოძრავი ნივთებიც, რომლებიც სამოქალაქო ბრუნვაში მოიაზრება,


როგორც უძრავი ნივთები. მაგ: გემები და თვითმფრინავები.

უძრავი ნივთების იპოთეკით დატვირთვა არ არის დაკავშირებული, ნივთზე მფლობელობის


გადაცემასთან, რაც აძლევს მოვალეს შესაძლებლობას გააგრძელოს საგნით სარგებლობა,
თუმცა მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, იპოთეკის საგნის, იპოთეკარის მფლობელობაში
გადაცემის შესახებ.

იპოთეკის საგანი, ისევე, როგორც გირავნობის შემთხვევაში, შეიძლება იპოთეკარის მოვალის


ან ნებისმიერი სხვა მესამე პირის საკუთრებაში იყოს.

იპოთეკის უფლება ვრცელდება საგნის არსებით შემადგენელ ნაწილზეც, თუმცა იგი არ


ვცელდება მის ნაყოფზე, თუ მხარეები საწინააღმდეგოზე არ შეთანხმდნენ იპოთეკის
ხელშეკრულებაში.

You might also like