You are on page 1of 3

სესხის ხელშეკრულება

ქ. თბილისი 01 იანვარი 2017 წ.

ერთის მხრივ გიორგი ქავთარაძე შემდგომში წოდებული როგორც,  „გამსესხებელი“ და


მეორეს მეორეს მხრივ შპს „ქავთა“ წარმოდგენილი მისი დირექტორის, კახა თოლორდავას
სახით, შემდგომში წოდებული როგორც „მსესხებელი“ ვდებთ წინამდებარე
ხელშეკრულებას შემდეგზე

1.ხელშეკრულების საგანი
1.1 წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად გამსესხებელი იღებს ვალდებულებას  მისცეს
სესხი მსესხებელს, ხოლო თავის მხრივ მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულებით
დადგენილ ვადაში და წესით, შესაბამისი სარგებლით დაუბრუნოს სესხი გამსესხებელს.

1.2 სესხი უნდა დაბრუნდეს ვადის გასვლისთანავე.

2.სესხის პირობები
2.1 სესხის ოდენობა: 1000 (ათასი) ლარი
2.2 სესხის ვადა: 120 (ას ოცი) კალენდარული დღე.
2.3 წლიური სარგებლის ოდენობა: 20 %.

3.მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა


3.1 ხელშეკრულების თითოეულ მხარე უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარე
ხელშეკრულებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებების
ჯეროვანი შესრულება.
3.2 მხარეები იღებენ ვალდებულებას დაიცვან კომერციული საიდუმლოება,
გაუფრთხილდნენ ერთმანეთის რეპუტაციას და არ გაახმაურონ ხელშეკრულების პირობები,
გარდა ამ ხელშეკრულებით ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.

3.3 ხელშეკრულება ძალში შედის თავსართში მითითებული თარიღიდან.

4. დავის გადაწყვეტის წესი


4.1 ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა
და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

4.2 მხარეთა შორის 10 კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმების მიუღწევლობის


შემთხევვაში ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს
დავის გადასაწყვეტად.

5. გამსესხებლის უფლება-მოვალეობები
5.1 გამსესხებელი ვალდებულია ამ ხელშეკრულებით დარეგულირებული
ურთიერთობების შინაარსიდან გამომდინარე  მსესხებელს შეატყობინოს ყველა ცვლილება,
რომელიც მოხდება ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან.
5.2 გამსესხებელს უფლება აქვს მოითხოვოს ვალის უკან დაბრუნება,თუ მსესხებლის
ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის
დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება მაშინაც არსებობს,თუ მსესხებლის ქონებრივი
მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო
გამსესხებლისათვის ის ცნობილი გახდა, მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ.

5.3 გამსესხებელი ვალდებულია მოვალის მიერ ვალდებულების ვადამდე შესრულების


შემთხვევაში, მიიღოს სესხის დაბრუნება.

5.4 გამსესხებელს უფლება აქვს მსესხებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევისას


მოითხოვის ზიანის ანაზღაურება.

6. მსესხებლის უფლება-მოვალეობები
6.1 მსესხებელი ადასტურებს, რომ მას პარტნიორთა კრების მეირ მინიჭებული აქვს
შესაბამისი უფლებამოსილება გააფორმოს აღნიშნული პირობებით წინამდებარე
ხელშეკრულება.
6.2 „მსესხებლის“ მიერ სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში იგი 
ვალდებულია  „გამსესხებელს“ გადაუხადოს პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 0,05%
ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

7. დამატებითი დებულებები
7.1 ყოველი ცვლილება ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს წერილობით და
ხელმოწერილი მხარეთა მიერ.

7.2 მხარეები მისამართის ცვლილების შემთხვევაში 5 (ხუთი) დღის ვადაში წერილობით


აცნობებენ ერთმანეთს და მიუთითებენ ახალ მისამართს.

7.3 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2


(ორ) ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება გამსესხებელთან, ხოლო მეორე გადაეცემა
მსესხებელს.

7.4 მსესხებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე და გამსესხებლის წერილობითი


თანხმობის შემთხვევაში პროცენტის გადახდის გადავადება დასაშვებია.

8. მხარეთა რეკვიზიტები

მსესხებელი გამსესხებელი
შპს „ქავთო“ გიორგი ქავთარაძე
ქ. თბილისი, მის:

ს/კ პ.ნ.

ბანკი: სს ”თიბისი ბანკი”

ა/ა

დირექტორი:

You might also like