You are on page 1of 3

თემო ვარსიმაშვილი

მარტა ხიმშიაშვილი

ცოტნე მეგენეიშვილი

სალომე ღარიბაშვილი

შპს „გრანდ ივენთი“ 2014 წ.-ის ოქტომბრის ბოლო კვირას გეგმავს „მანჰეტენ ტრანსფერის“
კონცერტების გამრთვას. მისი დირექტორი - ვოქტორი მიმართაბვს სპორტის სასახლის
ხემძღვანელ დავითს და აცნობს თავის გეგმას. იგი ამაყობს, რომ მოახერხა და შეღავათიან
ფასად დაითანხმა ცნობილი ჯგუფი კონცერტების ჩატარებაზე. დავითი, თავის მხრივ,
ჯაზ მუსიკის დიდი მოყვარულია და აღფრთოვანებულია მოსალოდნელი მოვლენით.
ოქტომბრის დასაწყისში მხარეებს შორის ფორმდება იჯარის ხელშეკრულება
სტანდარტული ფორმით, რომლის მიხედვითაც შპს „გრანდ ივენთს“ გადაეცემა დარბაზი
ერთი კვირის ვადით; ანაზღაურების სანაცვლოდ იგი კისრულობს ვალდებულებას
გადაიხადოს ღონისძიებიდან შემოსული თანხის 10%, მაგრამ არა ნაკლებ 5,000 ლარისა.
ვიქტორი, შეთანხმებისამებრ, წინასწარ რიცხავს სპორტის სასახლის ანგარიშზე
აღნიშნულ თანხას.

კონცერტების დაწყებამდე 3 დღით ადრე ვიქტორს ატყობინებენ, რომ ერთ მანქანაში


მსხდომი ჯგუფის ნახევარი ნიუ-იორკთან ავარიაში მოხვდა ახლა რეაბილიტაციას გადიან
კლინიკაში. ვიქტორი უკავშირდება დავითს და თხოვს მას უკან დააბრუნოს
გადარიცხული თანხა, რადგან მისი კომპანია ისედაც ზარალშია კონცერტების სარეკლამო
კამპანიისათვის გაწერული ხარჯების გამო. დავითი წუხს, თუმცა უარს ეუბნება, რადგან
ხელშეკრულება მას ამის საშუალებას არ აძლევს.

რისი მოთხოვნის უფლება აქვს შპს „გრანდ ივენთს“ სპორტის სასახლის მიმართ

)ჰიპოთეზა:

ვიქტორს დავითისგან შეიძლება ქონდეს ხელშეკრულების ბათილობის და გადარიცხული


თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება სკ- ის 398-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,ამავე
მუხლის მე-3 ნაწილის და სკ-ის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ა) ქვეპუნქტიდან
გამომდინარე

1)მოთხოვნის წარმოშობა

იმისათვის რომ ვიქტორმა მოითხოვოს დავითისგან გადარიცხული თანხის დაბრუნება


მათ შორის დადებული უნდა იყოს ხელშეკრულება, ასევე ხელშეკრულება დადების
შემდეგ აშკარად უნდა შეცვლილიყო და მხარეებს ეს ცვლილებები რომ
გაეთვალისწინებინათ არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას.
1)იმისათვის რომ ვიქტორსა და დავითს შორის დადებულიყო ხელშეკრულება მხარეები
მის ყველა არსებით პირობებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ საამისოდ
გათვალისწინებული ფორმით( სკ-ის 327-ს 1ლი ნაწილის შესაბამისად)

მოცემული კაზუსიდან არ იკვეთება ოფერტისა და აქცეპტის დეტალები და არც მათთან


დაკავშირებული შესაძლო პრობლემები. ამრიგად, ივარაუდება, რომ მხარეები ამისათვის
სათანადო წესით შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირითად პირობებზე. შესაბამისად,
სახეზეა ნამდვილი ხელშეკრულება ვიქტორსა და დავითს შორის .

2)კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს რომ დავითსა და ვიქტორს შორის დაიდო


იჯარის ხელშეკრულება, კერძოდ ვიქტორმა იქირავა დავითისგან სპორტის სასახლე ,
იმისათვის რომ 2014 წ.-ის ოქტომბრის ბოლო კვირას „მანჰეტენ ტრანსფერის“ კონცერტი
გამრთოს.და ამის შესახებ ორივე მხარემ იცის , კერძოდ ამაზე მიუთითებს ისიც რომ
დავითი ამაყობს, რომ მოახერხა და შეღავათიან ფასად დაითანხმა ცნობილი ჯგუფი
კონცერტების ჩატარებაზე.იგი, თავის მხრივ, ჯაზ მუსიკის დიდი მოყვარულია და
აღფრთოვანებულია მოსალოდნელი მოვლენით. თუმცა ხელშეკრულების დადების შ
შემდეგ კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს რომ კონცერტის დაწყებამდე 3 დღით
ადრე ვიქტორს ატყობინებენ, რომ ერთ მანქანაში მსხდომი ჯგუფის ნახევარი ნიუ-
იორკთან ავარიაში მოხვდა ახლა რეაბილიტაციას გადიან კლინიკაში.შესაბამისად გარემო
პირობები ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა . კერძოდ კონცერტი
ვეღარ გაიმართება 2014 წლის ოქტომბრის ბოლო კვირას რადგან კონცერტის ჩატარებიდან
3 დღით ადრე ჯგუფის წევრები მოყვნენ ავარიაში და რეაბილიტაციას გადიან კლინიკაში.

3) კაზუსის ფაქტობრივი გარემოებიდან ჩანს , რომ კონცერტის ჩატარების შესახებ ორივე


მხარემ თვიდანვე იცოდა და რომ ზუსტად ამის გამო დაიდო მათ შორის ხელშეკრულება.
კერძოდ ამაზე მიუთითებს ისიც რომ დავითი ამაყობს, რომ მოახერხა და შეღავათიან
ფასად დაითანხმა ცნობილი ჯგუფი კონცერტების ჩატარებაზე.იგი, თავის მხრივ, ჯაზ
მუსიკის დიდი მოყვარულია და აღფრთოვანებულია მოსალოდნელი მოვლენით.

აქედან გამომდინარე შეუძლებელია მიღწეულ იქნას გარიგების მიზანი კერძოდ ის რომ


კონცერტი ჩატარდეს 2014 წლის ოქტომბრის ბოლო კვირას. ასევე სახეზეა ვიდშაიდის
„წინაპირობის თეორია“ - რომელიც მოიცავს სუბიექტურ იმედებსაც, რომელიც ცნობილი
იყო მეორე მხარისთვის , კერძოდ დავითისთვის.

დასკვნა:
ასე რომ სახეზეა გარიგების საფუძვლების რღვევა. სახეზეა 398 ე მუხლის ყველა
წინაპირობა. და ამდროს ვიქტორს აქვს ორი ვარიანტი ან მოურიგდეს დავითს და
ხელშეკრულება მიუსადაგოს შეცვლილ გარემოებებს.წინააღმდეგ შემთხვევაში,ცალკეულ
გარემოებათა გათვალისწინებით ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს
შეცვლილი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა(სკ-ს 398-ის 1 ლი ნაწილის ბოლო
წინადადება) . და 398 ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ,
რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია
ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ
ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას
ხელშეკრულებაზე.’’ მოცემულ შემთხვევაში მხარეები ხელშეკრულებას ვერ მიუსადაგებენ
შეცვლილ გარემოებებს რადგან „მანჰეტენ ტრანსფერის“ ჯგუფის წევრები ავარიაში
მოყვნენ და ისინი 2014 წლის ოქტომბრის ბოლო კვირას კონცერტს ვეღრ ჩაატარებენ, ასე
რომ ვიქტორს შეუძლია უარითქვას ხელშეკრულებაზე. დაასევე სკ 976 ე მუხლის
საფუძველზე მას უფლება აქვს დავითისგან მოითხოვოს ჩარიცხული თანხის უკან
დაბრუნება....

You might also like